01:17:54
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
ენოტი
-BERG-დრო: შაბათი, 25.02.2012, 23:16:49 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ენოტისებრი (Procyonidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. პატარა, ხუთთითიანი, თათითმავალი ცხოველებია. აქვთ ხშირი ბალანი, მოკლე ფეხები, გრძელი კუდი. ცნობილია 7 გვარი; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება წითელი პანდა და ბამბუკის დათვი, დანარჩენი დასავლეთ ნახევარსფეროში ბინადრობს. მ. შ. აღსანიშნავია ცხვირა დათვი, ენოტი და სხვა. საყურადღებოა ენოტი (Procyon lotor), რომელიც გავრცელებულია მექსიკასა და აშშ-ში. ცხოვრობს ტყეში. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით (მეტწილად თევზითა და ბაყაყით) და მცენარეებით. მძუნაობს იანვარ-თებერვალში. მაკეობა გრძელდება 63 დღე. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც აკლიმატიზებულია ბელარუსში, ყირგიზეთში და აზერბაიჯანში. ზოგჯერ შემოდის საქართველოს ფარგლებშიც. კერძოდ ლაგოდეხის რაიონში.

ენოტი გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია გერმაიაში და აზერბაიჯანში, ბელორუსიაში ყირგიზეთში უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად იგი ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში ზაქათალა-ნუხის ველზე საიდანაც შემდეგ შემოიჭრა საქართველოში. გავრცელდა ალაზნის ველზე, ივრის ზეგანზე და შირაქში. ენოტისებრი ძაღლის მსგავსად საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქათმისნაირების ზოგიერთ სახეობას (კაკაბი, გნოლი, მწყერი, ხოხობი და სხვა . მას მოიპოვებენ დაღესტანში, საქართველში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, კაბარდო ბალკარიაში და სტავროპოლის მხარეს აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა. ენოტისთვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროებიანი ხეებით და მეჩხერი მაგრამ არა მშრადი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. იგი გვხვდება აგრეთვე ტყის კუნძულებში რომელთან ახლოსაც მდებარეობს ხორბლის, ბრინჯის, ყანები და ხეხილის ნარგავები.
სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფი სირბილი და დიდხანს არ შეუძლია. გამოდევნებისას იგი ცდილობს თავი ხეს შეაფაროს. შუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი დადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთებით აქტიური ღამე. დღის განმავლობაში იგი ისვენებს თავის ბუნაგში. უპირატესობას ანიჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 10 მ-ის სიმაღლეზე. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძლება. ზამთრისათვის იდებენ ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.
ენოტის ნაკვალები შეიძლება შეგვხვდეს მდინარეების პირას, ტყეში, დამშრალ გუბეებში, ხიდების ქვეშ და სხვ. ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე. ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რომელსაც თან ზდევს მამარების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღე. მდედრი შობს 2–6, 80 გრ. წონის ნაშიერს . იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში. ერთი თვის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გივიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდის 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან. ენოტი საკვლევ რეგიონში გავრცელებულია ფრაგმენტულად, ძირითადად გვხვდება მდინარე ალაზნის მიდამოებში (სიმჭიდროვე კმ2-ზე), შედარებით მცირე რაოდენობით მდინარე იორის მიდამოებში. ძირითად ჰაბიტატს წარმოადგენს ჭალები.(მეორე ნაწილი ციტირებულია forum.ali.ge-დან)

 
fshaveloდრო: კვირა, 26.02.2012, 00:06:49 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ენოტი საკმაოდ ჭკვიანი ცხოველია, თუ იმ ხეზე მიუსწარი რომელზეც არ ცხოვრობს, ეგრევე ზურგს გაქცევს, სახეს და თვალებს მალავს და ცდილობს ხის ტოტებს შეერწყას, ან არადა გადარბის ხიდან ხეზე, უფრო მეტად გაფოთლილ და ვარჯზე სურომოდებულ ხეებზე.

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .

შეტყობინება დაამუშავა fshavelo - კვირა, 26.02.2012, 00:07:22
 
fshaveloდრო: კვირა, 26.02.2012, 00:06:59 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ ორი ენოტი გავისტუმრე საიქიოს:




საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
-BERG-დრო: კვირა, 26.02.2012, 00:07:19 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, სიმპაწიური არსებაა, ტურას კი არ გავს. განსაკუთრებით სუნით 069
კარგია, კარგი 10
 
fshaveloდრო: კვირა, 26.02.2012, 00:07:29 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ხო ახლა ვკითხულობდი ამაზე, საჭმელს წყალში რეცხავს თუ რამე ჭუჭყი შეამჩნიაოო, კახეთშI, ნუ ჩემსკენ ამ არსებას არ ინდობენ, ხოხობს აღარ ტოვებსო, გადიან სპეციალურად ამაზე სანადიროდ, თან უზომოდ ბევრია, ძალიან ბევრი. წყაროებს თუ დავუჯერებთ კვადრატულ კილომეტრზე 2 ენოტი მოდის ალაზნის პირებში და ეს სურათში გამოჯგიმული არსებები კი ერთმანეთთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე იქნა მონადირებული, თან უძაღლოდ და მდგომარეობა შეგიძLიათ წარმოიდგინოთ.

და რა მაინტერესებს ენოტი და ენოტისებრი ძაღლი სხვა და სხვაა ხომ?! 25


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .

შეტყობინება დაამუშავა fshavelo - შაბათი, 25.02.2012, 23:00:40
 
-BERG-დრო: კვირა, 26.02.2012, 00:07:39 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (fshavelo)
მაინტერესებს ენოტი და ენოტისებრი ძაღლი სხვა და სხვაა ხომ?!

კი, სხვადასხვაა
 
fshaveloდრო: კვირა, 26.02.2012, 00:07:49 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო და კიდევ, ამას ჭამენ ჩემს მშობლიურ სოფელში, თუმცა მე ვერ შემაცდინეს 069

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
giorgparkauliდრო: კვირა, 26.02.2012, 00:07:59 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, სადაა შენი სოფელი?
 
თედოდრო: კვირა, 26.02.2012, 00:08:09 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ენოტს ამერიკაშიც ჭამენ, თუ თომპსონს დავუჯერებთ.

"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
fshaveloდრო: კვირა, 26.02.2012, 00:08:19 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgparkauli, სიღნაღის რაიონში

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
zrichilaდრო: პარასკევი, 27.04.2012, 18:48:20 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უი ენოტზე ძაან არაფერი მეჯავრება. ბავშვი ვიყავი ალაზანზე ხოხობზე ნადირობდნენ და მაინც მრავლდებოდა. ახლა კი გული დაგეწვება ხოხობი მარტო სურათებში დაგვრჩა ცოცხლები რი ენოტებმა მიირთვეს და გააქრეს, ეხლა რომ ამიფრინდეს ხოხობი არ ვესვრი მეცოდება. მარტო ხოხობს კი არ ჭამს კვერცხებსაც მიირთმევს და ანადგურებს ყველანაირი ფრინველისა, რომ მოვკლა და დამიჭირონ დამაჯარიმებენ სეზონი არ არისო ისინი კი ეხლა მრავლდებიან 25 48

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 05.10.2012, 10:06:45 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაან მოხერხებული ცხოველია. ალაზნის ნაპირებზე ლამზე ძალიან ბევრი ნაკვალევი ვნახე ენოტის და ჭალაში ძალიან არი მომრავლებული რითაც ხოხობს უტირა ყოფა. მაგის გამოხშირვა აუცილებელია ხოხობს რომ მიეცეს ნორმალურად გამრავლების საშუალება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
barbaqadzenikoloziდრო: ხუთშაბათი, 19.06.2014, 16:45:37 | შეტყობინება # 13
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ. მაინტერესებს ენოტის სოროში ძაღლის შეშვება ივლისში თუ შეიძლება?
 
derezaდრო: პარასკევი, 15.08.2014, 09:26:49 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს უნდა მოისპოს!!!!

i.maxatadze
 
giorgi527დრო: პარასკევი, 14.10.2016, 13:13:37 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა ცოცხალი ენოტის ყიდვა და დამეხმარეთ რა? თანხას გადავიხდი რამდენსაც იტყვით
 
monadire-20დრო: კვირა, 27.11.2016, 19:46:30 | შეტყობინება # 16
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ენოტს რა ნომრით კლავთ 23

...
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика