ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. სხეულუს სიგრძე 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.
ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი (Lynx lynx lynx).
-BERG- სურათზე როა ზუსტად მასეთი ოღონდ კოპლებიანი აჩუქეს პუტინს.დღეს იყო რუსთავი 2ზე გადაცემა და იქ აჩვენეს მახეფოტოაპარატით გადაღებული სურათები ფოცხვერებზე ვაშლოვანის ნაკრძალში. ამ ზამთარს კახეთში იხვზე ნადირობის მერე ალაზანთან გზაზე ვნახეთ, ღამე ფარის შუქზე გადაირბინა.მე უფრო მგონია ლელიანის კატა იყო მარა ერთმა უფროსმა თქვა ფოცხვერი იყოო თან გასაკვირი ის იყო რომ დაახლოებით ნახევარ კილომეტრში ფერმებია და მასე ახლოს როგორ გაჩერდა ამირან შუბითიძე
ურათზე როა ზუსტად მასეთი ოღონდ კოპლებიანი აჩუქეს პუტინს. ჩვენთან უფრო პატარებია,დღეს იყო რუსთავი 2ზე გადაცემა და იქ აჩვენეს მახეფოტოაპარატით გადაღებული სურათები ვაშლოვანის ნაკრძალში.
ამირანი, ის ორივე ჯიქია. ფოცხვერს ფუნჯები აქვს ყურებზე და კუდი აქვს მოკლე
პუტინს რომ ჩაუყვანეს ის ჯიქი იყო,გრძელი კუდი ჰქონდა,რამდენადაც მე ვიცი,ლეოპარდია იგივე,ძალიან ლამაზი კი იყო. ერთხელ დმანისის რაიონში,გუგუთისკენ აფთარი ვნახე და ისიც ძალიან ლამაზი მეჩვენა,საერთოდ ყველა ცხოველი თავისებურად ლამაზია.
მოგესალმებით, თუ იცით რამდენად აყენებს ზიანს შველს და ირემს? ჩემი აზრით სიმცირის გამო დიდ ზიანს არ აყენებს "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ჩვენ ტყეებში მტერი რა ყავს? ანუ რახან 2-3 ბოკვერს შობს და მაინც არ მრავლდება შესაბამისად რაგაც უშლის ხელს არ მგონია მონადირე იყოს მაგის პრობლემა თქვენ რას ფიქრობთ?
-BERG-, მემგონი კარგი იქნება რომ გაამრავლონ, რა თქმა უნდა დაშვებულ ნორმამდე, უფრო მეტად გაალამაზებს საქართველოს ტყეებს "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
არა აქ მონადირე არაფერ შუაშია, ფოცხვერი ისეთი ფრთხილი და ფარული ცხოვილია, მე რაც ტყეში დავდივარ უკვე 20 წელზე მეტია არც კი შემხვედრია და საახლობლო მონადირეებსაც არავის უნახავთ
ისე მართლა გასაკვირია რატომ არ მრავლდება.
დამატებულია (06.06.2011, 15:49:42) --------------------------------------------- ისე ფოცხვერის სიმრავლე არ იქნება კარგი ნადავლს ბევრად მოხერხებულად იჭერს ვიდრე სხვა მტაცებელი
ისე ფოცხვერის სიმრავლე არ იქნება კარგი ნადავლს ბევრად მოხერხებულად იჭერს ვიდრე სხვა მტაცებელი
ერთი ეგაა რო, ფოცხვერი მარტო ნადირობს, ძირითადად ჩასაფრებით, ღამით და დიდ ზიანს მაინც ვერ მიაყენებს ირემს და შველს. თან მგელივით გაუმაძღარი არაა, რამდენიც ჩირდება იმდენს მოიპოვებს. მე მინახავს ფოცხვერის დაგლეჯილი ძროხა და ერთხელაც ტყეში გამკრთალი
საინტერესო ცხოველიააა, შემთხვევით თუ შეხვდები კაციი, ისე შვებს ავლებს მუსრსს და იშვიატად კურდღელსსს მისი ნაჭამი შვლის ფრაგმენტები მინახავს რამდენჯერმეეე
valeriax, პირიქით მეგობარო. კურდღელია ფოცხვერის ძირითადი სანადირო და საზრდო. რა თქმა უნდა შველსაც არ იწუნებს , მაგრამ შველი ადრიან დილას და შებინდებისას გამოდის საძოვრად, ფოცხვერი კი (როგორც ყველა კატისებრი) ღამე ნადირობს. ამასთან ფოცხვერი მცირე მანძილზე თუ მისდევს მსხვერპლს. მოკლე კიდურების გამო დიდხანს სირბილი, ისიც სპრინტერულად არ შეუძლია. ასე რო, რჩება ჩასაფრება. ძირითადად ხეზე.
ისე მართლა რატომ არ მრავლდება? ალბატ წელიწადში ერთი ფოცხვერი თუ კვდება ადამიანის ხელით საქართველოს ტყეებში და ????? საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ტყე აგარ დარჩა საქართველოში და რამე თუ დაიმალავს თავს,საზგვრებს გამაგრება აგარ უნდა,პირდაპირ სახლიდან დაინახავ ვინმე თუ გადმოვა,სასაცილოა რა დგეში ვართ,,ფოცხვერი ძალზედ ფრთხილი ცხოველია ძალზედ,სად წავიდეს სად დაიმალოს გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან. ს.შენგელია
ფოცხვერის სიმრავლე პირდაპირაა დაკავშირებული კურდღელისა და შველის რაოდენობაზე, თუ ესენი შემცირდნენ ფოცხვერი მიგრირებას იწყებს და სხვა სავარგულებში გადაინაცვლებს, საერთოდ ძაან ფრთხილი ცხოველია ადამიანი ძნელად შეხვდება ბუნებაში, ხოლო მის ნახელავი ხშირად გვხვდება რაჭაში, რა სახით? ეხლავე მოგახსენებთ, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ინსტიქტში აქვთ თავისზე დიდ ცხოველს ეცნენ სათესლე ჯირყვლებში , მოგეხსენებათ რა მტკივნეული ადგილია ხოდა ადვილად იმორჩილებს მამალ ინდივიდებს ხოლო დედალი ხშირად გაურბის ყვერების არქონის გამო ჩემი დაკვირვება ესეთია, ჩემს სოფელში ხშირად კბენდა ფოცხვერი მოზარდ საქონელს ძირითადად მდედრობითი ანუ მოზარდი ძროხები მოდიოდნენ დაკბენილი მაგრამ ცოცხალი ხოლო დაუყვერავ ანუ კასტრირება ჩაუტარებელ მოზვრებს იმორჩილებდა და ჭამდა კიდეც შემდგომ, ზოგს მგელი ეგონა მაგრამ მგელის ინსტიქტში ყელის მიდამოში კბენა დევს და თან ისეთ პატარა მოზარდებს ერთი მგელიც ადვილად იმორჩილებს რომელიც ფოცხვერს ადვილად გაურბის
დამატებულია (22.07.2011, 16:44:48) --------------------------------------------- მოკლედ არცისეა საქმე როგორც გვგონია ფოცხვერი საკმაოდაა მთიან რაიონებში და საქართველოს ნახევარი მთის ტყეებს უკავია მოკლედ მგელივით არ აჩანაგებს ნადირფრინველს მაგრამ არც ის აკლებს ხელს,
ფოცხვერის ლეკვის მოპოვება თითქმის შეუძლებელია, მისი ძებნა თივაში ნემსის ძებნაზე უარესია, შემთხვევით თუ წაადგება ვინმე თორემ ფოცხვერი ისეთი ფრთხილია რომ მის კნუტებს კიარა და თვითონაც ისე დადის საქართველოს ტყეებში რომ იშვიათად რომ ვინმემ დაინახოს,
საქართველოს რომელი კუთხის ბინადარია ეს ლამაზი არსება? მე მგონი ჩვენთან იმერეთის ტყეებში არის, არსად შემხვედრია, ისე დიდი სურვილი მაქვს რომ ბუნებაში :ველურად: დავინახო. მ.მელაძე
კახეთის ტყეებში არის შენიშნული, იმ მიდამოებში კურდღელიცაა და ცოტა შველიც და ალბათ რამოდენიმე ფოცხვერი იქნება. თუმცა ძალიან ფრთხილია და რთულია მისი შემჩნევა. ისე ამბობენ აგრესიულიცააო მარა რამდენად მართალაი არ ვიცი. 23 daicat raaa :)
ალბათ ყველაზე ფრთხილი ცხოველია საქართველოში . მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ახლობლები იყვნენ იხვზე სანადიროდ სუფსაში პერელიოტის მერე დარცჩნენ ტყეში, ცეცხლი დაანთეს და ელოდნენ მთვარეზე პერელიოტის დაწყებას, ცოტა დალიეს , შეხურდნენ და ამასობაში მთვარემაც დაიწყო ამოსვლა და იხვმაც მოძრაობა , ერთმა ფარი მოატარა ცაზე , თან ტყესაც მოატარა, უკან ქონდათ ძველი ბეტონის ნანგრევი კედელი და იმაზე მჯდარა ფოცხვერი, დაახლოებით 3 სთ განმავლობაში იჯდა გაუნძრევლად, არანაირად არ გასცემს თავს , შეუძლია საათების განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა და ჩასაფრება. დიდ მსხვერპლს ახტება ძირითადად გავაზე. სუფსის ტერმინალთან არის შემჩნეული და ჩემ სოფელშიც დაგლიჯა შარშან საქონელი. რაჭაში ხომ არის და არის. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
ფოცხვერი ვანის მთებშია ეს ნამდვილად ვიცი. ფოცხვერთან დაკავშირებით დაახლოებით 2 წლის წინ იყო ტელესივრცეში ნაკრძალში გადაღებული ვიდეო სადაც ფოცხვერი იყო დაფიქსირებული.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!