ყრუალა (Tetrao urogallus) არის დიდი ზომის ფრინველი ხოხობისებრთა ოჯახისა და ქათმისნაირნთა რიგის წარმომადგენელი. მისი სახელი "ყრუალა" გამომდინარეობის იქიდან, რომ გამრავლების პერიოდში როცა მამალი ყრუალა დედალს "თავს აწონებს" ის გამოსცემს ხმამაღალ ბგერებს და ამ მომენტში მას დროებით არ ესმის ყურში და ხშირად ამ მომენტით სარგებლობენ ამ ეგზოტიკურ ფრინველზე მონადირეები. ყრუალა გამოირჩევა დიდი მომრგვალებული კუდით და გრძელი ბუმბულით ყელზე. ის ბინადრობს ევრაზიაში , შერეულფოთლოვან ტყეებში ჩვენთან ის არ მოიპოვება. ამ ფრინველის ყველაზე დიდი პოპულაცია რუსეთშია.
მამალის ზომა 110სმ-დე აღწევს , ხოლო მისი ფრთების გაშლა 140სმ-დე, მასა 4.1დან -6.5 კგ-მდე. დედლები მამლების დაახლოებით 1/3 ზომის არიან და იწონიან საშუალოდ სადღაც 2 კილოგრამს. მამალი ყრუალას თავი და კისერი მუქი შავი ფერისაა ხოლო კისრის უკანა ნაწილი მონაცრისფრო შავი წერტილებით. ზურგი შავი ფერის აქვს მუქი ნაცრისფერი წერტილებით, მკერდი მწვანე ფერის აქვს ხოლო სხეულის ქვედა ნაწილი მოფენილი აქვს შავი და თეთრი წერტილებით. თვალის გარშემო კანი წითელი ფერისაა , ხოლო ნისკარტი მოთეთრო-მოვარდისფრო. ყრუალა ძირითად დროს მაღალ წიწვოვან ხეებზე ატარებს ასევე შერეულ ფოთლოვან ხეებზე. უყვარს კენკრით მდიდიარი ხავსიანი ჭაობები ტყეში.თითქმის არასდროს იცვლის ცხოვრების ადგილს, ურჩევნია ძირითადად ერთ ამორჩეულ სეგმენტში ყოფნა. ხანდახან დროებით გადაინაცვლებს ველში და შემდგომ ისევ ბრუნდება თავის ადგილზე. დაფრინავს მძიმედ და ხმაურიანად, არ უყვარს გრძელი გადაფრენები. მთელ დღეს ძირითადად მიწაზე ატარებს , ღამეს ხეზე ათევს . გააჩნია საკმაოდ კარგი მხედველობა და სმენა , ასე რომ მასზე ნადირობა საკმაოდ რთულად ითვლება. გაზაფხულზე ძირითადად იკვებება ყვავილების ყლორტებით,ბალახით,მცენარის თესლებით, მწერებით და ტყის კენკრით. ზამთარში მის საკვებს - ფიჭვის , ნაძვის და სხვა მცენარის წიწვები წარმოადგენენ.ყრუალა დებს 12-16 კვერცხამდე, კრუხობს მარტო დედალი 25-28 დღის განმავლობაში. ყრუალაზე ნადირობა ხორციელდება ერთადერთი მეთოდით - მიპარვით. ნადირობა ხდება როგორც გლუვლულიანი ასევე ხრახნილლულიანი სანადირო იარაღის გამოყენებით . გლუვლულებიანი იარაღით ნადირობა ხდება 2,1,0 ნომერი საფანტით, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფრინველი საკმაოდ ამტანია და თუ სასიციცხლო მნიშვნელობის ორგანო არ იქნება დაზიანებული აღნიშული ტყვიები არ იქნება საკმარისი მის მოსაპოვებლად.ასევე მასზე ნადირობა ხდება ღამით სრული სიბნელის დადომისას ,მიპარვით და ღამის ხედვის ოპტიკების გამოყენებით, რომელიც დაშვებულია ბევრ ქვეყანაში ამ ფრინველზე ნადირობიას. რუსეთში ყრუალაზე ნადირობა "სამეფო ნადორობად" მიიჩნევევა და ფრინველებს შორის ყველაზე საყვარელი ტროფეია ამ ქვეყანაში.
ყრუალას კვერცხები : "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
gurami, ეხ ჩვენთან იყოს ნეტა ყრუალა. მარა რო იყოს ვინ დატოვებდა, ერთ წამში გადააშენებდნენ ბრაკონიერები "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
არის ჩვენთან ყრუალა (როჭო) სვანეთის მთებში კარგი რაოდენობითაც, მაგრამ არშეიძლება ჩვენთან ნადირომა აკრძალულია როგორც ვიცი
დამატებულია (01.11.2015, 21:26:05) --------------------------------------------- შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი.
დამატებულია (01.11.2015, 21:34:38) --------------------------------------------- კავკასიური როჭო ანუ როგორც შეარქვეს ყრუალა ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში, ასერომ გვყავს ეგ ფრინველი ჩვენც
ჩვენთანაც ბინადრობს ცოტა და სამწუხაროთ მუსრს ავლებენ ბრაკები!
დამატებულია (01.11.2015, 21:52:37) --------------------------------------------- არა მხოლოდ სვანეთის მთებში, არამედ კიდევ არის სხვაგანაც, გარკვეული მიზეზების გამო არ დავკონკრეტდები სად არის
დამატებულია (02.11.2015, 10:14:15) --------------------------------------------- ეს არის როჭო
დამატებულია (02.11.2015, 10:20:58) --------------------------------------------- 1.კავკასიური როჭო(Lyrurus mlokosiewiczi) Кавка́зский те́терев 2.მინდვრის როჭო (Lyrurus tetrix) полевой тетерев 3.ყრუ როჭო, ყრუალა, ყრუანჩელა(Tetrao urogallus) Глуха́рь, Названием «глухарь» птица обязана известной особенности токующего в брачный период самца утрачивать чуткость и бдительность, чем часто пользуются охотники.
le-444-os, სიმართლე გითხრა როჭოების სახეობას თუ მიეკუთვნენოდა არ ვიცოდი, რუსულ გადაცემებს რასაც ვუყურებ "ტეტერევ" და "გლუხარ" ასე მოიხსენიებენ, "ტეტერევ" ვიცი რო როჭოა და ჩვენთა ალპურ ზონაში არის დიდ თოვლობის დროს ცოტა ქვემოთაც იწევს, ეს "გლუხარი" ვიცი რო საერთოდ არ არი ჩვენთნ, გადაცემები რაც მინახია ცხოვრების სტილიც და შესაბამისად მასზე ნადირობაც რადიკალურად განსხვავებული არის.
დამატებულია (02.11.2015, 10:40:55) --------------------------------------------- და თემის დასაწყისში რო ფოტო დევს ეგ არის "Gლუხარი"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!