21:20:03
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
შაშვისებრთა ოჯახი და მათზე ნადირობა
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 14:55:38 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შაშვისებრნი (Turdidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა, მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ (არ არის ანტარქტიკაში, არქტიკის მკაცრ რაიონებში, ავსტრალიის ნაწილსა და ზოგიერთ ოკეანურ კუნძულზე) 40-70 გვარის 300-მდე სახეობას. ოდნავ წაგრძელებული ტანადი სხეული აქვთ. სულ სხვადასხვანაირად არიან შეფერილი. ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმიც. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, წვრილი ხილითა და კენკრით. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გვხვდება 51 სახეობა, რომელთაგან 22 საქართველოში ბუდობს, მიმოფრენისას გვხვდება ან გამოიზამთრებს. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილია წითელმუცელა ბოლოცეცხლა და წითური ასპუჭაკა. ბინადრობენ განსხვავებულ ლანდშაფტებში, დებენ 3-6, იშვიათად მეტ კვერცხს. ნაწილი წელიწადში 2-ჯერ ბუდობს. მრავალი სახეობის მამალი კარგი მგალობელია.

დამატებულია (16.02.2013, 13:37:04)
---------------------------------------------





დამატებულია (16.02.2013, 13:55:38)
---------------------------------------------
ძირითადად საქართველოში ეს სახეობები გხვდება ბოლო სურათზე წარმოდგენილია ერთერტი სახეობა რომელიც გადაშენების პირას არის და საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.შაშვისებრზე ნადირობა ერთერთი აზართული ნადირობაა, სამწუხაროდ საქართველოში არაა პოპულარული როგორც ერთერთი ფავორიტი იმ გაგებით რომ მონადირემ დამჯდარ ფრინველს არ უნდა ესროლოს ის ადვილად მოსაპოვებელია, როცა გადაფრენას აკეთებს ამ მრინველზე სამაოდ ძნელი და აზარტული ნადირობა გამოდის ,ეს კი საქართველოში მიუღებელია ციტატა[რაფერ ვესროლო ბიჯო ლარიანი გილზი ამ სკინტიან ჩხარტასო ] ერთიმხრივ გასაგებია რომ ვაზნები და თყვია წამალი საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება მაგრამ მერწმუნეთ დილის ან საღამოს გადაფრენაზე დგომა და ნადირობა ამ ფრინველზე ერთგვარი სიამოვნებაა,ევროპაში ძალიან აზარტულ და სასიამოვნო ნმადირობად მიაჩნიათ და ძალიან პოპულარულია . დადეთ ტქვენი მოსაზრება იმაზე თუ რა იციტ ამ ფრინველზე და თუ გაქვთ ნანადივევი მარტო გადამფრენზე და არა დამჯდარზე .


v shavisvili
 
bichi2009დრო: შაბათი, 16.02.2013, 15:08:40 | შეტყობინება # 2
ჯგუფი: წაშლილები





vladi, ვლადი მე პიარადად მინადირია საქართველოში მობინადრე ყველა სახეობაზე გადაფრენის დროსაც და დამჯდარზეც ნუ მაშინ დიდარ არვიცოდი წესები რაზე იყო ნებადართული ნადირობა და რაზე არა. მე მიმაჩნია რო შაშვზე არუნდა იყოს შეზღუდვა მისი დიდი რაოდენობიდან გამომდინარე. მინადირია ბოლოშავებზეც თოვლის დროს მთიდან ჩამოდიან დიდი რაოდენობით, ჩხართვზეც, მხარწითელა, და ასე შემდეგ ოღონდ არასოდეს დიდი რაოდენობით არ მომიპოვებია ხალხი ხოცავდა იმდენი იყო 20-30 კლავდნენ მე კიდე 5-10 ცალს მაქსიმუმ და მივდიოდი მერე ქათმის ძიებაში. საკმაოდ აზართულია ჩასაფრებით ნადირობა რაც მე მომწონს და მხიბლავს ეგეთი ნადირობა. მინდვრის ჩხართვი არ არის ჩვენთან დასავლეთში და შესაბამისად არ მინადირია მაგრამ ევროპაში მასზე აქტიურად ნ ადირობენ იმიტომ რო ამოფრენის დროს ესვრიან როგორც ქათამს შენ კი იცი ესს. ეფექტურია 9 ნომერი საფანტი
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 15:35:33 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი სიამოვნებაა ამ ფრინველზე ნადირობა :166:მაგარი სიამოვნებაა ამ ფრინველზე ნადირობა 166 bichi2009, ამ სურათებიდან მართო ბოლო სურათზეა აკრძალული ნადირობა.
.

დამატებულია (16.02.2013, 14:35:33)
---------------------------------------------
საქართველოში ბინადრობს ასევე იწყებს მიგრირებას ევროპა და აფრიკისკე სექტემბრის ბოლოდან ჩხარტი შემოდის შემდეგ ნოემბრის დასაწყისში მხარწითელა ბოლოშავი ჩიჩხინაკი და სხვა დილით მთიდან და ტყეებიდან ეშვებიან დაბლობში საჭმელად და საღამოს უკან ტყეში ბრუნდებიან ღამის გასათევად ამ დროს არის ყველაზე ეფექტური ნადირობა გადაფრენის დროს მოღრუბლულ ამინდში საკმაოდ მაღალზე გადადიან და ამისათვის 8 ნომერ საფანტსაც იყენებენ ისე 9და 10 ნომერი ვაზნა 29 ან30 გრამიანი რომელიც სისწრაფით გამოირჩევა და საკმაოდ სწრაფი სროლაა საჭირო რომ შედეგრ მიაღწიო


v shavisvili
 
bichi2009დრო: შაბათი, 16.02.2013, 15:44:13 | შეტყობინება # 4
ჯგუფი: წაშლილები





ბერეტტას აქვს კარგი ვაზნა 31 გრამიანი ჩხართვზე სანადირო მგონი მიგრა ქვია. ისე კი მე პირადად ჩიჩხინაკებზე და ბოლოშავებზე ვნადირობ იმიტომ რო ცოტა უფრო დიდია ზომებში აი ჩხარტა და მხარწითელა მომცრო ზომისაა ასე რომ არი შემთხვევები სარჩევად მაქ საქმე მარა ხარ იმათზეც ვკმაყოფილდები. შარშანწინ იყო რაღაც ბუმი ყველა ამ ფრინველზე და თოვლი რო მოვიდა სროლა არ ჩერდებოდა ჩემთან გურიანთის ჩაის ფაბრიკის გარშემო ბევრი ხეებია სუროთი და ფითრით შემოსილი რაც ფრინველებს იზიდავს და სროლა არ ჩერდებოდა. ვესრიდი ჩამოვაგდებდი გადაჟდებოდნენ სხვა ხეებზე იქაც ესროდნენ მერე კიდე სხვაგან ჯდებოდნენ მოკლედ ნომრებში ვიჟექით 069 მაგარი იყო მარა ერთადერთი ვინც ზომაწონა იცოდა ვიყავით მე და ჩემი მეზობელი ვის გარეშე სანადიროდ არ მივდივარ. დანარჩენები ხოცავდნენ მაგრამ ფრინველი იყომაინც აუარება. წელს საერთოდ არ ჩანდა ფრინველი ვიფიქრე იხვის მოსვლამდე თავს შევიქცევ თქო მაგრამ საერთოდ არაფერი იყო მე ასეთი სეზონი არ მაქსოვს
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 15:47:23 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, მანდ ბევრი იქნება ჩვეულებრივ ჩხარტს ზეთისხილი უყვარს მაგრად , მანდ რომ მინდვრის ჩხარტს ეძახიან ეს ჩვენტან არის ის ჩვეულებრივი ჩხარტია მეორე სურათზეა გამოხათული,

v shavisvili
 
landiaდრო: შაბათი, 16.02.2013, 15:55:15 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა კარგი მოსანადირებელი ობიექდებია ბოლოშავი მოდიდო ზომისაა და უმეტესად მაგაზე ნადიბდი ხოლმე ბვშვობაში შაშვი ნამეტანი რთული მოსანადირებელია მითუმეტეს აფრენილი ჩემი აზრით შაშვს ნამეტანი დიდი აზარტიაქ იმხრივ რო რთულად მოსახერხებელია დღესაც მიჭირს მოვინადირო აფრენილი შაშვი 166 vladi, მაგ ბოლოსურათხე რაარი ჩხარტებია?

თ.მაჭარაძე
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 16:24:00 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, კი ჩხარტებია აქ შაშვის მოკვლა აკრძალულია ,ჩხარტის ყველანაირი სახეობაა მეურნეობაში ლიმიტი არარის და მთელი დღისგანმავლობაში ლულა არ ცივდება 300-400 ვაზნას ისე ვხარჯავთ ვერც კი ვამჩნევთ ზოგი მონადირებულს ყიდის 1ეროდ ცალს მე კი მეზობლებს ვურიგებ სახლში რომ მივდივარ რიგი დგასბ ჩხარტის ხორცს მათი ტრადიციულუ კერძია პაელია ქვია და იმაში ურევენ მოკლედ მაგარი პოპულარულია. 39

v shavisvili
 
landiaდრო: შაბათი, 16.02.2013, 16:42:27 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, ვა ეგ კარგია მომწონს ჩვენთანაც უნდა დაუშვან ჩემი აზრით შაშვისებრზე ნადირობა ლიმიტი ფარგლებში არუნდა იყოს ურიგო.

თ.მაჭარაძე
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 17:06:31 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia,საქართველოში ის არის უბედურება რომ ყოველ დღე ნადირობენ ,აქ ევროპაში მართო შაბათ კვირას და დასვენების დღეებში ნადირობენ ,როცა ერთი ღე ინადირებ სამი ოთხი დღე სჭირდება ფრინველს რობ დაბრუნდეს ისევ იმ ადგილზე ,საქარტველოში თუ კი სადმე კარგ ადგილს მიაგსეს ეგრევე ბანძდება ყოველ დღე რომ ცეცხლს შეუნთებ იქ რა გაჩერდება ამიტომ ლიმიტი არაფერ შუაშია ეს ფრინველი ორჯერ მრავლდება წელიწადში საკმარისი იქნება ყველასთვი უბრალოდ სულის მოთქმა უნდა აცალონ ლიმიტები სანადირო დღეებზე უნდა დაწესდეს და არა მართო ეს ფრინველი ყველა სახეობის ბალანსი აღდგება

v shavisvili
 
bichi2009დრო: შაბათი, 16.02.2013, 17:27:26 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





vladi, საბერძნეთში განასხვავებენ და ხის დამინდვრის ჩხარტებად. რავიცი რატო. ისე კი ჩვენთან შაშვს არაფერი ემუქრება ნ რაოდენობით არის განსაკუთრებით ყველაზე საინტერესო ხურმასთან ჩასაფრებაა ვინუჟდენი რო მოდის თოვლის დროს. მოკლედ კანონები დასავარცხნია და უნდა ვიცოდეთ რაზე ვინადიროთ და რაზე არა. მე ასევე მივესალმები რაიმე კონკრეტულ ფრინველზე ერთწლიან ნადირობის შეზღუდვასმისი მომრავლების მიზნით მაგალითად ტყის ქათამზე ეს აუცილებელიცაა 2 წლით მაინც
 
zaza123დრო: შაბათი, 16.02.2013, 18:39:21 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერანაირად ვერ დაიშლის ვერცერთი მონადირე,როცა თოვს და კურკანტელზე ან ხურმაზე შაშვი ან ბოლოშავა შემოჯდება იმაზე არსროლას...კი მართალია აკრძალულია ამ ფრინველებზე ნადირობა,მაგრამ,მასზე კველა ნადირობს,ოგონდ სიმართლეს 30%აღიარებს,ესაა რეალობა,სხვა როგორც მოვიქცევით,ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული

me var monadire
 
bichi2009დრო: შაბათი, 16.02.2013, 20:17:55 | შეტყობინება # 12
ჯგუფი: წაშლილები





zaza123, მერედა ვინმემ თქვა ბოლოშავაზე ნადირობა აკრძალულიაო? შაშვი როგორც მგალობელი ფრინველი აკრძალულია ნამდვილად და დანარჩენზე არამგონია აკრძალვა იყოს
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 20:21:06 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[color=red]მეგობრებო დავამატებ ნადირობა აკრძალულია მართო შაშვზე და„წითელ წიგნში“ შეტანილია წითელმუცელა ბოლოცეცხლა და წითური ასპუჭაკა.რომელიც პირველი ფოსთის პირველი და ბოლო სურათია სხვა დანარჩენი სახეობა მიგრატორ ფრინველების ჯგუფშიშედის და დაშვებულია ნადირობა. gimili

v shavisvili
 
bichi2009დრო: შაბათი, 16.02.2013, 20:40:42 | შეტყობინება # 14
ჯგუფი: წაშლილები





Quote (vladi)
აკრძალულია მართო შაშვზე და„წითელ წიგნში“ შეტანილია წითელმუცელა ბოლოცეცხლა და წითური ასპუჭაკა

შაშვი კი მარა ეგენი მაინც არ შემხვედრია არასოდეს. ისე ხველაზე საინტერესო მაინც ჩემი აზრით ჩიჩხინაკებზე და ბოლოშავებზე ნადირობაა ხან მიპარვა უნდა ან ჩასაფრება რაც საინტერესოა და აზარტული.
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 20:56:37 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, უბრალოდ სურათზე ვერ გაარჩიე ალბათ ჩემი ბრალია თანმიმდევრობით გეთყვი,სურატების მიხედვით .შაშვი, ჩხარტი,მხარწითელა,ჩიჩხინაკი,ბოლოშავი დაწითელმუცელა ბოლოცეცხლა.ესენი ყველა არის გურიაში [ცუანა ხურმაზე ესევიან] 069

v shavisvili
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 16.02.2013, 21:15:46 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა 11 წლის ვიყავი შაშვზე და ჩხართვზე რო დავიწყე, ორი წელი ვზდევდი ერთ-ერთ სოფელში ხიდან ხეზე ათი და თერთმეტი ნომრით. არ სდიოო მეუბნებოდნენ თუარა შემოგატარებს მთელ სოფელსო, მე სიარული მიხაროდა და მონადირულად მიპარვით ნადირობა.
ბოლოს ხურმაზე უსაფრთებოდი მიტოვებულ სახლიდან და ვყრიდი სამ-ოთხცალს. ჩხართვი დამიჭრია მახსოვს და უფრო ძლიერი ფრინველია, მაძებნინებდა თავს, მერე მიწაზევე ვაკლავდი ბევრი რომ არ მევლო მთაში.
შემდეგ დამარიგეს მგალობელი შაშვის მოკვლა როგორ შეიძლება და აღარს მომიკლავს ბოლო წლამდე, ამ ბოლოს ქორისთვის ვკალი ბევრი ქალაქში. შემდეგ დავიწყე ნადირობა რასაც ქვია და რათქმაუნდა შაშვზე და ჩხართვზე არც ვფიქრობ საერთოდ.
საქართველოში ჩვენ ვნადირობთ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფრინველებზე კანონის შესაბამისად, გავაკეთე თემა საიტზე და იმათ გარდა ვინც მოკლავს რამეს არის ბრაკონიერი. თემას ქვია ლიცენზიით გაცემული ფრინველთა ჩამონათვალი http://www.bazieri.ge/forum/51-534-1#57849
არის სხვა შემთხვევა როდესაც საიტზე უშვებთ მავნებელი მტაცებელი ცხოველების მონადირებას, რომელსაც ჩვენში ბრაკონიერობას არ ვეძახით იმიტო რომ მომრავლდა უკონტროლოდ და არ ხდება ბუნებიდან ამოღება. გაანადგურეს ყველაფერი, ესხმიან თავს მოსახლეობას სოფლებში და ჩაითვალა მავნებლად.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 21:28:08 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, გამოდის რომ ამ უსუსური კანონოთ ყველა მონადირე საქართველოში ბრაკონიერია რადგან არარსებობს მონადირე რომ არ მოეკლას ან არ ენადიროს ამ ფრინველზე ,მე მგონი რომ აქ კანონი უფრო ბრაცონიერია ვიდრე მონადირე ,იმითომ რომ არარსებობს ქვეყანა სადაც აკრძალული იყოს ამ ფრინველზე ნადირობა ,მიტუმეტეს საქართველოში ორჯერ ბუდობს და მიგრაციაც ხდება, კანონი კიარა აფსურდია.

v shavisvili
 
gio90დრო: შაბათი, 16.02.2013, 21:50:02 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად ეხლაც ვნადირობ ბოლოშავებზე,იხვი ვერსად ვნახე და ამაზევარ გადართული ხანდახან და ვთვლი,რომ არავითარი ბრაკონიერობა არარის ბოლოშავზე ნადირობა.თუ ლიცენზიას დავემორჩილებით მაშინ არც კურდღელი,არც მელა,ტურა მგელი და სხვა სახეობების მონადირება არშეიძლება,რომლებმაც გადაგვიარეს

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 16.02.2013, 22:01:07 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, ვლად ძმა აქ მონადირეების საიტია რომლებიც ცრდილობს დამკვიდრდეს კულტურა სამონადირეო სფეროში, შაშვი და მისთანა არის აბორიგენი ფრინველები რომლებიც ქალაქშიც, მთასა თუ ბარშიც ცხოვრობენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (ზოგი უფრო მთაში და სოფლებში ვიდრე ქალაქში). წარმოიდგინე შაშვი რომელიც ჩემს სახლთან გალობს ყოველ დილით და ამ დროს ამბობ შენ რომ ეს ფრინველი სანადირო ობიექტია როგორ მოვიქცე? ქალაქშია და სროლა არ შეიძლება, ავიღო პნევმატური იარაღი და ვესროლო? ან შევეშვათ ქალაქს და სპეციალურად წავიდე ტყეში და რა ვქნათ ვიხეტიალოთ უძაღლოდ სუროზე შემომჯდარი ფრინველის საძებნად? გასაგებია სოფელში როცა ხარ ჩასული ან ადგილობრივი ხარ მოკლავ და თუ მასე გინდა შეწვი და ჭამე მაგრამ აქ ჩვენ საუბარი გვაქვს კუტურაზე. ძაღლებით ფრინველის მონადირებაზე რომლებზეც ლიმიტია დადგენილი, შაშვზე რა ლიმიტი უნდა დააწესონ რამდენი ცალი? ცოტა ისეთი საკითხია ერთი შეხედვითაც კი ჩანს რომ არც ღირს საუბარი, თუმცა პასუხია გასაცემი კი რატომაც არა როცა შენ სადაც ხარ როგორც ვიცი "პერელიოტსაც აკეთებენ და ალბათ მეურნეობას უქმნიან საფრთხეს, აიტომ კანონით ნადირობთ მაგათზე კიდეც და განსაზღვრულ დღიურ ლიმიტსაც გიწესებენ არ ვიცი.
საერთოდ ნადირობა ბევრ შემაკავებელ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, თანამედროვე სამყაროში ეს სამოყვარულო მეტად აზარტული სპორტი დარეგულირებულია ამგვარად და იდეაში იგულისხმება რომ მონადირე ყველა ვერ იქნება საბედნიეროდ, ასე რომ იყოს გადაშენდება ყველაფერი! მონადირეს უნდა ყავდეს ძაღლი, შესაბამისად სამონადირეო ობიექტის მოანდირება უნდა ხდებოდეს აპრიორი მონადირე ძაღლით. ე.ი. კაცმა ჯერ გაზარდა, დახარჯა ადამიანური და ეკონომიური რესურსი, რასაც ყველა ვერ შეძლებს, შეიძინა თოფი, სანადირო აღჭურვილობა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური სანადირო აღჭურვილობა და ამით რაღაც მომენტში გართულდა ნადირობა. ავიღოთ შაშვი და მისი ოჯახის წარმომადგენლები, ადვილი შესაძლებელია ჯინსის შარვლით, ჩვეულებრივი ვალინკებით, თოფით და ჩვეულებრივი ტანისამოსით ინადირო უძაღლოდ. ჩასაფრებით პნევმატური იარაღით. ასეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო და უწვრილმანესი საკითხები თავის დროზე გავლილია და მოდით რაც არის დადგენილი ის დავხვეწოთ და გავამკაცროთ კონტროლი როცა ასეთი ცუდი ვითარებაა ქვეყანაში ბრაკონიერობის მხრივ. კიდევ შემიძლია საუბარი უბრალოდ ვეღარ დავწერ დავიღალენდჯნდჯგბსკ


★ஜ۩۞۩ஜ★
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 22:49:49 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, შაშვი რომელიც გალობს იმაზე წინაზეც ვთქვი რომ არ არის მიზანშეწონილი ნადირობა ,კულტურაზე რომ ვამბობტ ესეც წინაზე დავწერე რომ ამ ფრინველზე ნადირობას თავისი კულტურა აქვს ევროპაი საიდანაც გვინდა გადმოვღოთ ის კულტურა რაც ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებშია კალოში და ვალინკა ყოველთვის იქნე ბა და ამას ვერავინ მოსპობს ვის როგორი საშუალება აქ ისე ნადირობს ,ლიმიტი რათომაც არა დააწესონ ლიმიტი იმ დროს როცა ეს ფრინველი მიგრაციას განისდის ,ევროპაში და არსად არ უშლის სოფლისმეურნეობას ხელს ეს ფრინველი უბრალოდ მაგარი აზარტული და სპორტული ფრინველია დადაფრენის დროს და არა სუროსთან ჩასაფრებული ერთი სროლით რონ ხუთს და მეტს კლავენ ამაში არ არის სროლის აზართი ,ამ საიტს და მის პრინციპებს მე პატივს ვცემ და მივესალმები,ამ თემაზე როგორც ვატყობ მეც და შენც შეუჩერებლად შეგვიძლია ვისაუბროთ მე ვთვლი რომ ამ თემის ბედი ყველა საიტელმა უნდა გადაწყვიტოს და დადოს თავისი მოსაზრება ვაცალოთ ხალხს რას იტყვის 23

v shavisvili
 
SNAIPERდრო: შაბათი, 16.02.2013, 22:51:27 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ეს აზარტული სპორტი რასაც ნადირობა ქვია შეიძლება ძაღლითაც და ჩასაფრებითაც უძაღლოდ და მიიღო ის სიამოვნება და ხალისი რასაც მონადირის აზარტი ქვია,კარგად მახსოვს ჩემი პირველი ნანადირევი ჩხარტვი (ბოლოშავა)იყო და 8 წლის ვიყავი როცა ამ ფრინველზე ნადირობით ჩასაფრებით მუხლამდე თვლში სრულიად გაყინული სუნთქვაშეკრული ველოდებოდი როდის გადამიფრენდნენ რო ჩემი ტოზ63 (ბაბუაჩემის ნაჩუქარი) დამეგუგუნებინა.
ვლადიმ აღნიშნა და მართლაც ასეა რო აზარტული მოსანადირებელი ობიექტია,ჩვენთან სოფლებში ვიცი შეწუხებულია მოსახლების ნაწილი შაშვების და ბოლოშავების შემოტევებით,ყურძენს და ხურმა კარალიოკს კარგად შეექცევა,მახსოვს ბიძაჩემს ალადასტური კუმპალ კუმპალ გადუჭამეს შაშვებმა და მეხვეწებოდა იქნება მოუხერხო რამეო.
უბრალოდ ჩვენთან არაა განვითარებული ამ ფრინველებზე ნადირობის კულტურა,ალბათ იმიტომ რომ ბოლოშავების გადაფრენას შეილება შემთხვევით წააწყდე.
ისე კი დიდი სიამოვნებით ვინადირებდი ვლადი როგორც თქვენთანნაა ისეთი პირობები გვქონდეს აქ
 
vladiდრო: შაბათი, 16.02.2013, 22:57:10 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, ანალოგიური მქონდა მე აგაშენა ღმერტმა ოღონდ მე ძველი ტულკა მქონდა 10

v shavisvili
 
SNAIPERდრო: შაბათი, 16.02.2013, 23:21:50 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, ტულკა იყო ჩემიც ოღონდ ლულებზე ეწერა ტოზ 63. 16 კალიბრი იყო მარა მაგარი გატანა და ჭრა ქონდა ეხლაც სახში მაქვს და სეიფს რო გავაღებ ბავშვობას და ბაბუაჩემს მახსენებს.არ დამავიწკდება ისე ვიკავი გაყინული ჩახმახის გადაწევა მიჭირდა თან პატარა ვიყავი მარა არ ვიმჩნევდი,ერთი ორჯერ გამივარდა კიდეც რო ვერ გადავწიე ჩახმახი მარა სახში ვამბობდი ავაცილეთქო..
ჩხართვის ხმას რო გავიგონებდი რო მოფრინავდა ისე ვისუსებოდი სუნთქვა მავიწყდებოდა... gimili
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 16.02.2013, 23:52:43 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, SNAIPER, გეფიცებით მეც 11 წლის რო ვიყავი რაც დავწერე დამავიწყდა ტულკაზე მეთქვა, მასე ჩახმახიანზე მანადირებდა ბიძაჩემი აცხონოს ღმერთმა ელახანს გარდაიცვალა და ორი წელი სიამოვნებით დავსდევდი 16 კალიბრით 10-11 ნომრებით შაშვ-ჩხართვებს.
მე ავღნიშნე უბრალოდ ჩემო ვლადი რომ აქ კულტურა ასეთ ფრინველებზე ნადიერობის არ გვაქვსთქო, მიზეზიც შესაბამისი მოვიყვანე რასაც უყურებთ ქართულ სამონადირეო სივრცეში.
ტრადიცია არის მწყერის და "კვატის" უფრო ხისტად თუ ვიტყვით რაც შეგვხვდება ამათზე გასულს ყველაფრის მოკვლის 069
მე ამ თემის წინააღმდეგი არ ვარ პირიქით აგერ vladi-ისგან გავიგე რომ ევროპაში არის კულტურა, ეხლა გავარკვიოთ ჩვენს ბუნებრივ პირობებს თუ შეესაბამება რომ გადმოვიღოთ. ამ მიმართულებით დაწერილ ყველა ფოსტს მივესალმები 23_30_126


★ஜ۩۞۩ஜ★
 
landiaდრო: შაბათი, 16.02.2013, 23:53:40 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gimili თითქმის ყველა ბოლოშავით და ჩხართვით გვაქ ნადირობა დაწყებული.მაგარ თოვლში მზე როდააჭერს და მზეზე როგამოეფიცხებია დადებილებილები რო სხედან ხეზე :)ან კოწახურს როშემოესევა ბოლოშავი ჩხიკინს როატეხს ისე რალამაზებია ეგ ოხრები 166

თ.მაჭარაძე
 
ENUQICHIდრო: კვირა, 17.02.2013, 00:02:08 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, 069 მაგაზე იძახიან გილძს რავა ვიხმარ "ტყულაო".

★ஜ۩۞۩ஜ★
 
landiaდრო: კვირა, 17.02.2013, 00:15:27 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ისე კარგად ვხმარობდი არცკი ვფიქრდებოდი კარგა ბლომად რომოგროვდება 1 ესვრი და 4-5 ცალს როაიყვან იფ კარგი რაღაცაა .ისე წელს იშვიათად როშემხვედროდა.მარა თოვლი არცყოფლა და მთაში მაგისტვის ვინავა 069

თ.მაჭარაძე
 
vladiდრო: კვირა, 17.02.2013, 01:34:51 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, ბაბუაცემს ქონდა ტულკა ჩახმქხიანი იყო მარჯვენა ლულა ბერავდა კუხნაში სეიფში ინახავდა გრძელი ვიწრო სეიფები იყო სავეცკი ტუ გახსოვს და ჩაკეტილი ქონდა რათქმაუნდა გასაღები ქონდა ტანსაცმლის ცარადებს რო აქ ძაან პრიმიტიული ერთხზელ მოვპარეთ მე და ჩემმა ძმამ ეს გასაღები და ცარადის გასაღები გადავაკეთეთ ასერომ ვიპარავდით ღოცა გვინდოდა ,ერთხელაც კურნასტან სოფელში დიდი მსალყვითელა დგას და მსხალმა რომ იცის პარაზითი მცენა რე გამჭირვალე თეთრი კეკლები რო აქვს იმაზე მოდიოდა ჩიჩხინაკი ,გასაღები მქონდა და გავაღე ამ სეიფის გასარები და რაღაცა თავში დამეცა თურმე მამაჩემს მიუყუდებია თოი არასწორად და კონდახით თავში დამეცა კაიხანს გაბრუებული ვიყავი მერე გამოვირე ქაღალდის ვაზნები ქონდა წიტელი ფერის ბაიკალი ეწერა ცავდე და ვესროლე პირველი ჩიჩხინაკი მაშინ მოვკალი ,ამ ვაზნებს რო ისროდი ქახალდი ლულაში რჩებოდა და მარტი უკანა ლატუნის მხარე ამოდიოდა მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი ჩხართისებური მეხუტე კლასში ვიყავი ალბათ 069

დამატებულია (16.02.2013, 23:55:22)
---------------------------------------------
ENUQICHI, ჩვენი ბუნებრივი პირობების გამო არაერთხელ აღნიშნავენ ჩემი ევროპელი მეგობრები თეთრი შურით შურთ ჩვენი ღომ უამბობ ჩვენს ბუნებაზე მემგონი იშვიათად შეხვდებით დედამიწის ზურგზე ასეთ არეულ კლიმატურ პირობებს რაც საქარტველოში არის ყველანაირი ზღვა მთა დინარეები დაბლობები და სხვა რასაც კი მონადირე ისურვებს 23 ,ფუი .... სირცხვილი ჩვენი ქართველებო ჩვენ თვითონ ვერ წარმოგვიდგენია რა სიმდიდრე გვაქ და რას უშვებით 25


v shavisvili
 
bichi2009დრო: კვირა, 17.02.2013, 01:47:44 | შეტყობინება # 29
ჯგუფი: წაშლილები





მეც ამ ფრინველებზე დავიწყე ნადირობა. მამაჩემს ოზურგეთშუ მაღაზია ქონდა და სამსახურში რო მიდიოდნენ მე ავიღებდი თოფს და ახლოს ტყეში ვნადირობდი იმას თუ ნადირობა ერქვა 3 დღე ვერ გავბედე სროლა ტყუილად ვიარე მერე როგორც იქნა გავბედე და მაქსიმალურად მივუახლოვდი და რო ვესროლე ნახევარი მხარე გააცალა. მოკლედ იმის მერე მაძლევდნენ თოფს 13 წლის ვიყავი. მერე გავაფარტოვე არეალი და მახსოვს პირველი ჩამოგდებული ქათამიც მარა ის პირველი გასროლა რაღაც სულ სხვაა მონადირისთვის ალბათ ყმაწვილი კაცის გაგულავებას გავს პირველი რო კარგად ახსენდება:069: ხუმრობა იქეთ იყოს და ჩემი აზრით ამათზე ნადირობა უნდა დაუშვან იმიტომ რო აღარაფერი შემოგვრჩა სანადირო და ხან მონადირე გულს მოიოხებს მაინც მითუმეტეს გადაშენება არ ემუქრებათ ჯერ უამრავი რაოდენობით არის. საბერძნეთში ზეთისხილის ბაღებს ესევიან და მასზე აქტიურად ნადირობენ

 
vladiდრო: კვირა, 17.02.2013, 03:04:26 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, კარგია მეგობარო მომეწონა შენი აზრი .თან როგორი აზართით უბერავენ ბერძნები ხედავ შენ 10 10

v shavisvili
 
tatoxoniდრო: კვირა, 17.02.2013, 12:07:41 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლაც ვნადირობ ამათზე, ბილოს იხვზე წასულმა მინდვრის ჩხართვი მოვკალი 069

ხონსკი
 
zaza123დრო: კვირა, 17.02.2013, 13:05:18 | შეტყობინება # 32
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ბოლოშავაზეც წერია ჟურნალ ნადირობის ერთერთ ნომრის ბოლო ყდაზე ბოლოშავია გამოსახული და ქვევიტ ციტელი ასოებით აწერია,საქარტველოსი ბოლოშავაზე ნადირობა აკრზალულიაო...

me var monadire
 
landiaდრო: კვირა, 17.02.2013, 13:28:00 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza123, მერე ეგ ნორმალურია??ჯიხვებს აკვლევინებენ და ბოლოშავზე აგრძალულია ნადირობა სადაა ამართალი

თ.მაჭარაძე
 
vladiდრო: კვირა, 17.02.2013, 13:45:37 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, ასი პროცენტით გეთანხმები საქართველოში სანადირო კანონები თავდაყირაა დაწერილი ფეხებ აწეული ან ვინც დაწერა საერთოდ აზრეზე არაა რათემაზე დაწერა ,ეს ხშირად ხდება არაადეკვატურ ადამიანს მისცემენ რაიმე კანონის სადავეებს ხელში და წერს რაც უნდა.

v shavisvili
 
zaza123დრო: კვირა, 17.02.2013, 14:22:51 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო მართალია,კანონები მართლაც შესაცვლელია,არც მე არ ვეთანხმები ბევრ მათგანს..ისეთი უცნაური და უაზრო კანონებია ნადირობაზე რომ გააფრენს კაცი..ის უბრალოთ იმიტომ ვთქვი რომ,კითხვა დამისვეს წეხან,სად წაიკითხე რომ საქართველოში ბოლოშავზე აკრძალულია ნადირობაო,და მაგალითი მოვიყვანე,

me var monadire
 
bichi2009დრო: კვირა, 17.02.2013, 14:58:48 | შეტყობინება # 36
ჯგუფი: წაშლილები





თუ უნდათ სრულყოფილი კანონები აუცილებლად მონადირეების რჩევები უნდა გაითვალისწინონ.
 
vladiდრო: კვირა, 17.02.2013, 19:59:56 | შეტყობინება # 37
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

v shavisvili
 
ENUQICHIდრო: კვირა, 17.02.2013, 20:28:11 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მერე ისე უნდა ვწეროთ რომ ჩვენი ფორუმებიდან და ჩვენი ნაყოფიერი შრომიდან წაიკითხონ და გაიგონ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა იყოს! ვის ეცალა ჩვენთვის თვითონ ნადირობდნენ ფარებით და აპარატებით, კანონები მარტო ნადირობაზე კიარა ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე ისეთები იყო რავიცი რა..ათასჯერ შეცვლიდნენ, ერთ დღეს სხვა იყო მეორე დღეს სხვა, ფულის საშოვნელად აქციეს მათზე მორგებულად მაგრამ იმდენი იძახეს ქართველი ხალხი ბრძენიაო მართლა გაბრძენდა როცა პირველ ოქტომბერს სწორე არჩევანი გააკეთა მთელმაერმა!
ამიტომ კანონის მიღების საფუძვლები ზოგადად უნდა იცოდეთ, ის რომ გაჩნდება რაღაც ურთიერთობა, ფაქტი, რაღაც არსებული ვითარება და ამას არ აქვს მომწესრიგებელი ნორმები. ე.ი. საჭიროა კანონი. ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოში ამ თემაში შემავალ ფრინველთა სახეობაზე შეიძლება ნადირობა ხომ? მაშინ რატომ? როგორ ხდება სხვა ქვეყნებში, როგორ უნდა გადმოვიღოთ ჩვენთან და თუ გვაძლევს ამის საშუალებას ჩვენი ბუნება. აი ამ მიმართულებით ვიმუშაოთქო ძმებო თუარა ვწეროთ და ვწეროთ მარტო ფოსტები მოგვემატება თუარა საქმეს რა ეშველება..არც არაფერი. ეხლა კაი დროა როცა ახალი სამინისტროა და ხალხს უსმენენ. ყველა საკითხზე უნდა მოვემზადოთ რომ მომავალი სეზონიდან ისე იყოს როგორც მონადირეებს უნდა და არა როგორც უცოდინარ კაბინეტიდან გამოუსვლელ ხალხს


★ஜ۩۞۩ஜ★
 
vladiდრო: ორშაბათი, 18.02.2013, 13:20:25 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ნეტავი შენი ოპტიმიზმი გაამართლებდეს და მართლა მოხედავდენ ამდარგს და სხვა საქმესაც ,მაგრამ რაღაც მეეჭვება ,შეაყარე კედელს ცერცვი ისეა მაგათი საქმე ,შეგვიძლია შევთავაზოთ ახალი დარგები და ამასთანავე დავასვენოთ დროებით ძველი ,მაგალითა .დაუშვან ნადირობა მტაცებლებზე ჩხართზე და დროებიტ აკრძალონ იმ ფრინველებზე ნადირობა რაც საქარტველოში შემცირდა ,მემგონი მოიძებნება ჩვენს საითზე ისეთი კომპეტენტური ადამიანები რომლებიც ამ საქმეს სამინისთრომდე მიიტანენ ,და კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდეს მაგრამ შეიზღღუდოს დღეები კვირის ყოველღიუღ ნადირობასთან დაკავშირებით მე მგონი ცუდს არ ვამბობ.

v shavisvili
 
თედოდრო: სამშაბათი, 19.02.2013, 22:49:32 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭიათურაში იციან, შაშვი, ბოლოშავი, წრიპა ჩხართვი და მთის ჩხართვი, წრიპა ბევრია ხოლმე ჩემს ეზოებში ზაფხულზე ხილის ხეებხე ბჟოლაზე და ყურძენზე უყვარს ხოლმე შემოსვლა და არც ისე ფრთხილია, მთის ჩხართვი ზამთარში ჩამოდის ხოლმე ნაქერალას მთიდან ასევე ბოლოშავები არც ესენი არიან მაინდამაინც ფრთხილები, კენწეროზე უყვართ შემოსკუპება და ადვილი შესამჩნევია, აი შაშვი კი ყველაზე ფრთხილი ფრინველია, ისეთ ბუჩქში ჯდება რო ვერ ინახები ან ფუთრში შიგ იცის შემალვა, თ ჩასაფრებიტ არ ვნადირობ აფრენილს ვსვრი ხოლმე, ხოლო ჩახარტვებს და ბოლოშავებს ძირითადად დამჯდარს. პირველი ჩემი ნანადირევი შაშვი იყო ზაფხულზე რომელიც 3 ნომრით დავაგდე, მერე კი შემეცოდა მარა რაღა დროსი იყო.

დამატებულია (19.02.2013, 21:49:32)
---------------------------------------------
ისე კი ცუდი გასაპუტები არიან, პატარები როა გაპუტვისას კანი სძვრებათ ხოლმე, ქატამს უფრო ცოტა ხანს ვუნდები ვიდრე მაგათ


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
დათო_მონადირედრო: სამშაბათი, 19.02.2013, 23:04:47 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი სიამოვნებაა ამ ფრინველზე ნადირობა. შაშვი იყო ჩემი პირველი ნადავლი 166

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
77777დრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 00:00:24 | შეტყობინება # 42
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე ფრთხილი და ძნელად მოსანადირებელი შაშვია!

77777 i.tsirekidze
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 21:09:06 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (დათო_მონადირე)
ყველაზე ფრთხილი და ძნელად მოსანადირებელი შაშვია!

გეთანხმები, ძაან ფრთხილია


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 21:36:51 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრო უნდა გქონდეს თუარა გაჟუჟავ იმდენს მოკლავ. სოფელში კიარა აგერ ქუთაისში დილით და სადღაც 4-5 საათისკენ გვერდით ეზოში მიწაზე კაი ამინდში ქათმებივით კენკავენ რაღაც-რაღაცეებს. ზოგჯერ ისე ჯდებიან ერთი გასროლით სამი ცალი შეიძლება დატოვო. შაშვს უნდა ჩასაფრება. ტყეში როცა მიდიხარ ეკლებიან ბურდუში ჭიკჭუკით შეფრთხიალდებიან, ეძებ თვალით და სადღაც მოკრავ გადაფრენილს წამიერად თვალს, თუ ჩამოაგდე ძნელი სანახავია იმ ეკლებში უნდა იარო. კაი რამეა შაშვი ოღონდ სპეციალურად შაშვისთვის და მისთანასთვის ნაღდად არ წავალ სანადიროდ

★ஜ۩۞۩ஜ★
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 21:47:55 | შეტყობინება # 45
ჯგუფი: წაშლილები





ENUQICHI, შაშვი საერთოდ მიწაზე საჩხრეკად ზამთარში იშვიათად ჯდება აი გაზაფხულის მოახლოებისას იცის უკვე მიწაზე ქექვა და მაგ დროს უკვე გრძნობს რო საფრთხემ ჩაიარა და რომ აწინ შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება. სხვათაშორის ძალიან ფრთხილი ფრინველია მაგრამ ძნელად მოსანადირებელზე ვერ დაგეთანხმებით. ალბათ ვისთვის როგორ. მასზე ნადირობა თუ დაუშვეს ყველაზე საინტერესო სპორტული სროლა ვისაც უყვარს იმათთვის იქნება ტყეში როდესაც ძაღლს ამოყავს ბუჩქებიდან და ბარდებიდან იქ დაამალულად იჩხრიკება აი მაგ დროს ყველაზე კარგი სანადირო იქნება სწრაფსროლის ამბავში. თუ შაშვი დაუფარავად დაჯდა სისტემატიურად მიწაზე გაზაფხულიც მოსულა ძმებო 23 23
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 23:47:11 | შეტყობინება # 46
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, შაშვზე ნადირობას არ დაუშვებენ და არც არი საჭირო რო დაუშვან შაშვი მგალობელ ფრინველებს ეკუთვინს
 
vladiდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 02:01:11 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giiiivi,შე კაი ადამიანო ჯიხვზე დაუშვეს ლიცენზია როცა თითზე ჩამოსათვლელად არის და შაშვზე არ გამიკვირდება რომ დაუშვან. შაშვზე შეიძლება არ დაუშვან მაგრამ სხვა დანარჩენი გადამფრენი ფრინველია ამათზე კი უნდადაუშვან ,აბა ის ჯობია 23 როცა აქ იჩეკებიან იზრდებიან და ვიღაცა უმადური ევროპელი ფულს შოვილობს აქ გაზრდილი ფრინველით ,კარგი ადგილი დღიურად 250 ევროც კი ღირს და თან თადარიგი უნდა დაიკავო ხანდახან სავსეა და ადგილიც არ არის ფულიც რომ გადაიხადო, მე მეურნეობაში ვნადირობ მაგრამ რაღაცა ფულს მაინც ვიხდი ,ასერომ ჩვენ ვისიამოვნოთ ჩვენივე ფრინველზე ჯობია ვიდრე უმადურმა ევროპელებმა.

დამატებულია (21.02.2013, 01:01:11)
---------------------------------------------
თედო, მეთვითონ ვიბნევი თქვენ იმდენი სახელი თქვით ამ ფრინველზე მე მგონი ურიგო არ იქნებოდა თუ დაგვიკონკრეტებდით რომელია მთის ჩხართვი და რომელია წრიპა,იმიტომ რომ სხვა დასხვა კუთხეში თავისებურად ეძახიან უბრალოდ ყველა მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს 39


v shavisvili
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 11:21:45 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩხართვი და ბოლოსავა ეშლება ერთმანეთში ბევრს, ჩხართვი როგორც ვიცი სულ სხვა რამეა და მას გურულები ჩიჩხინაკს ეძახიან, ალბად ხშირად გექნებად ნანახი დიდ ხეებე ძირითადად მხალზე იცის ბუდესავით გაკეტებული რარაც მცენარე რომელსც ფითრა ქვია სწორედ აქედან მოდის მისი სახელი და მას ფითრის მყლაპავს უწოდებენ

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
bichi2009დრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 11:31:26 | შეტყობინება # 49
ჯგუფი: წაშლილები





butatino, არა მეგობარო ჩხართვს ვეძახით ჩხარტას ჩიჩხინაკი სულ სხვა რამეა ძიღითადად მთა რო ჩამოითოვება მერე შემოდის გუნდებათ. ალბათ გურიაში რო ჩიჩხინაკს ვეძახით იმას გულისხმობენ მთის ჩხართვში.
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 11:47:55 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (21.02.2013, 10:33:55)
---------------------------------------------
აი ბატონო ჩხართვი

დამატებულია (21.02.2013, 10:34:29)
---------------------------------------------

დამატებულია (21.02.2013, 10:37:07)
---------------------------------------------
აი ამ ბოლო სურათში ჩანს ერთი ჩხართვი და დანარჩენი ბოლოშავა, ჩხარტას კი ეძახიან მაგრამ არამგონია ოფიციალურად ცხარტა რომელიმე ჯიშის ფრინველი იყოს, ჩიჩხინაკს ეზახიან იმას რაც სინამდვილეში არის ჩხართვი, ხოლო ბევრი ჩხართვად იხსენიებს იმას რაც ოფიციალურად არის ბოლოშავა

დამატებულია (21.02.2013, 10:41:32)
---------------------------------------------

დამატებულია (21.02.2013, 10:41:56)
---------------------------------------------
ეს არის ბოლოშავა

დამატებულია (21.02.2013, 10:42:39)
---------------------------------------------

დამატებულია (21.02.2013, 10:42:56)
---------------------------------------------
ფიტულით ნადირობა

დამატებულია (21.02.2013, 10:46:39)
---------------------------------------------

დამატებულია (21.02.2013, 10:47:55)
---------------------------------------------
ეს არის მელაღური, აი ამაზე ვნადირობდი ბავშვობაში ერთი სული მქონდა როდის დამწიფდებოდა ლეღვი, მაშინვე ამ ლამაზი ფრინველებით ივსებოდა ხე


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика