giorgi001 | დრო: შაბათი, 20.10.2012, 22:04:15 | შეტყობინება # 1 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მონადირეს უნდა ახასიათებდეს მაღალი კულტურა.მონადირის ძირითადი მაჩვენებელია:ნადირობაში და მის გარეშე - ამხანაგთან ურთიერთობაში მონადირის ეთიკის,ნადირობის წესებისა და ვადების ზუსტი სესრულება,ბუნების დაცვა,სასარგებლო და იშვიათი ცხოველების გამრავლების საქმეში აქტიური მონაწილეობის მიღება. ზოგი მონადირე ერიდება ერიდება ბრაკონიერების და ბუნების მტრების მხილებას.თუ ასეთი მოწმენი ხდებით,უპირველეს ყოვლისა,ისინი უნდა გააფრთხილოთ,მძიმე დანაშაულის დროს კი მათი ვინაობა ამხილოთ.ზოგიერთ მონადირეს ბრაკონიერების მხილება მონადირის ეთიკის დარღვევად,დაბეზღებად მიაჩნია. მონადირე სანადიროდ არ უნდა შევიდეს ბაღებში,ვენახებში,სანერგეებში და ტყის ახალგაზრდა ნარგავებში.ასეთ ადგილებში ნასროლი საფანტი აზიანებს მცენარეებს. როცა თქვენ ნადირობთ და ძაღლი არ გყავთ და ნადირობთ ძაღლის მყოფ ამხანაგთან,არ ესროლოთ მისი ძაღლის ნაბულზე აფრენილ ფრინველს ამხანაგის ნებართვის გარეშე. გთხოვთ ბაზიერებო დაწერეთ მონადირის კულტურის შესახებ კიდევ რაიმე.დიდ მადლობას გიხდით წინასწარ
|
|
| |
giohunt1982 | დრო: ოთხშაბათი, 14.11.2012, 20:21:58 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| უკულტურო მონადირე იგივე, ბრაკონიერის სინონიმია ჩემი აზრით. მონადირის სახელის პრეტენზია ვისაც აქვს ის ადამიანი აუცილებლად კულტურული და პატიოსანი მონადირე უნდა იყოს. კულტურული მონადირე, არასდროს დაყრის, ნასუფრალს ბუნებაში და არ დაანაგვიანებს მას. არ გადააგდებს ცეცხლ-მოკიდებულ სიგარეტსა და ასანთს, მინდორსა თუ ტყეში უყურადღებოდ. არ ესვრის ზრდა-დაუმთავრებელ ფრინველსა და ნადირს. დაიცავს ნადირობის ვადებს და ნორმებს. კულტურული მონადირისთვის მთავარი ამოცანა ხორცის მოპოვება არასდროს არ არის. მთავარია მონადირემ ინადიროს და იცხოვროს იმ შეგნებით რომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება, მონადირეზე მეტად კი ვერავინ განიცდის ბუნებას ასე მძაფრად. მონადირე უნდა ებრძოდეს და გმობდეს ბრაკონიერობის ყველანაირ გამოვლინებას. მეგობრებო, კოლეგებო და თანამოაზრენო მთავარია ვინადიროდ და ვიცხოვროთ ისე, რომ წლების მერე ხანდაზმულობაში არ შეგცრცხვეს ჩვენი ჩანადინარის არც ჩვენ შვილებთთან და არც საკუთარ თავთან.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ოთხშაბათი, 14.11.2012, 20:23:43 |
|
| |