21:37:08
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ლიცენზიით გათვალისწინებული ფრინველებზე ნადირობა
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 01.12.2011, 20:24:31 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლიცენზიით გათვალისწინებული ფრინველები

საქართელოში სალიცენზიო მოსაკრებელი როგორც ვიცით დადგენილია 10 (ათი) ლარის ოდენობა (დამატებით 1 (ერთი) ლარი ბანკის საკომისიო), რომელიც გვიხსნის სამონადირეო სეზონს და გვაძლევს საშუალებას კანონით დადგენილი დროის განმავლობაში მოვინადიროთ მხოლოდ გადამფრენი ფრინველების განსაზღვრული სახეობები და მათი დღიური რაოდენობა.
ფრინველთა სახეობა მოცემულია კანონის სახით, რომლის დაცვაც ევალება მონადირეებს და რომელიც გამოიცემა გარემოს დაცვის მინისტრის მიერ, სადაც განსაზღვრულია სეზონის დაწყების დრო (თარიღი სხვადასხვა ფრინველებზე სხვადასხვაა):
მწყერი – 20 ცალი

ტყის ქათამი - 7 ცალი [color=red]ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;


გარეული მტრედი – 10 ცალი
ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი
ქედანი – 10 ცალი
გვიძინი (გულიო) – 10 ცალი. ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

წყალმცურავები :
- რუხი ბატი
- რუხი იხვი
- ჭიკვარა
- გარეული იხვი
- იხვინჯა
- ფართოცხვირა იხვი
- მელოტა – საერთო რაოდენობა 8 ცალი. ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.[/color]

ზემოთ ხსენებული შესაძლოა შეიცვალოს, როგორც ვადები ასევე ფრინველთა სახეობები (ან მიემატოს ან გამოაკლდეს). 2011-12 წლის მდგომარეობით განვიხილოთ თითოეული მათგანი თუ რაზე შეუძლია ლიცენზიანტს (მონადირეს) ინადიროს საქართველოში.

მწყერი


სხეულის სიგრძე--16-20 სმ,
მასა--80-145 გრამს აღწევს.
საქართველოში მოდის ჩვეულებრივი მწყერი (Coturnix coturnix), ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს, ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევსა და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.ფრინველი ქათმისნაირთა რიგისაა. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყერების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად - მწერებით.
მწყერზე ნადირობენ თოფით და მეძებარი ძაღლით. აფხაზეთსა და გურიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით. შუა აზიაში მწყერები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი.ჩვენთან ინკუბაციის გზით გამოჰყავთ და საკვებად გამოიყენება.უმეტესად ქართველ მონადირეთა უმრავლესობას ძალიან მოსწონს მასზე ნადირობა და ყელა მოუთმენლად ელის სეზონის გახსნას, რათა გავიდნენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრებით მინდორში სადაც ბინადრობს მწყერი.
ნადირობის მხრივ არ არის რთული მისი მონადირება,რადგანაც იგი მონადირეს უფრინდება ახლოს და ძაღლსაც უშვებს ისეთ მანძილზე რომ ამოფრენის შემთხვევაში შესაძლებელია მიზანში ამოყვანა და ზუსტი გასროლა. მწყერის მოსაკლავად ხმარობენ წვრილ - 10,11, ნომერ საფანტს.
მწყერზე სანადიროდ არაჩეულებრივია ინგლისური პოინტერი და ინგლისური სეტერი (ლავერაკი). რათქმაუნდა ნებისმიერი ფრინველის ძაღლი გამოდგება მწყეზე სანადიროდ,ოღონდ შეუდარებელია აღნიშნული ჯიშები თავიანთი ნაბულის და სწრაფი ძებნის გამო. გამოარჩევენ აგრეთვე უნივერსალური ძაღლებიდან კურცხაარს (გერმანული პოინტერი) და შოტლანდიურ სეტერს (გორდონი).


გარეული მტრედი


გარეული მტრედისა ცნობილია 14 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება თურქესტანული გარეული მტრედი - Columba livia neglecta. გარეული მტრედი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო აფრიკაში. საქართველოში გარეული მტრედი მოიპოვება თითქმის ყველგან. მობინადრეა. გარეული მტრედი ბინადრობს კლდოვან ადგილებში, ხრამებში, ხევებში, ძველ ნაგებობათა ნანგრევებში, ადამიანის სამოსახლოსთან. ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში, ხრამებში, გამოქვაბულებსა და კედლებში არსებულ ნიშებში. მარტის დამლევს დებს 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 17 დღემდე. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. ხუნდების აღრზდაზე ზრუნავს როგორც დედალი, ისე მამალი. ძირითად საკვებს შეადგენს მარცლოვანები, უმეტესად ხორბალი, რომელსაც კენკავს მიწიდან და არა თავთავიდან. დიდი რაოდენობით ჭამს სარეველა მცენარეთა თესლებს. მაTზე ნადირობა შესაძლებელია კანონით და ძირითადად დიდი პოპულარობით არ სარგებლობს ქართველ მონადირეებში. არის სწრაფი ფრინველი და საჭიროებს მაქსიმალურ კონცეტრირებას დამიზნებისას. რათქმაუნდა გამოიყენება ფრინველის ყველა ძაღლი.

ჩვეულებრივი გვრიტი


გვრიტი გადამფრენი ფრინველია. ჩვენში ის მხოლოდ გაზაფხულზე მოდის და შემოდგომაზე რჩება, რის შედეგად სამხრეთ აფრიკისაკენ მიემართება. იგი შესანიშნავად, სწრაფად და ლამაზად ფრინავს. მისი ყველა მოძრაობა ნაზი და მოხდენილია. იგი ჩვეულებრივ ორჯერ ბუდობს მაისში და მეორედ შუა ზაფხულში. ბუდეს ხეზე იკეთებს, უფრო ხშირად წყლის ახლოს, შიგ 2 კვერცხს დებს. ბუდეზე მშობლები მორიგეობით სხედან.
გვრიტის მოსაპოვებლად საჭიროა 9-10 ნომერი საფანტი.


ქედანი Columba palumbus (Вяхирь)


ქედანი ტყეში მცხოვრები ფრინველია, რომელიც უმთავრესად შერეულ ტყეში, აგრეთვე დიდ ბაღებში ცხოვრობს. ქედანი მეტად ფრთხილი და მშიშარაა. იგი შესანიშნავად ფრენს. ზოგჯერ მოდუნებულიც შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, ვინაიდან ხშირად უძრავად ზის ხეზე, ტყიდან იგი იშვიათად გადის, თუმცა მას მინდვრებშიც შეხვდებით, სადაც მარცვლეულს კენკავს. ქედნების უმთავრესი საკვებია ტყეებში წიწვიანი ჯიშების თესლი, რკო, სხვადასხვა ნაყოფი, კვირტები. იგი ცოცხალ ორგანიზმებსაც იყენებს: ლოკოკინებს, ჭიებს და სხვა.ქედნები ადრე გაზაფხულზე წყვილდებიან და იწყებენ ბუდეების მოწყობას, ზოგჯერ კი კაჭკაჭების, ყვავების ან სხვა ფრინველის ძველ ბუდეს იკავებენ. ქედანი ბუდეში ორ კვერცხს დებს, რომელზედაც 17-18 დღის განმავლობაში დედალ-მამალი რიგრიგობით კრუხობენ ხოლმე. ბარტყები, რომელსაც ხუნდებს უწოდებენ, მალე ტოვებენ ბუდეს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ქედანი მაგარი აგებულების ფრინველია და მის მოსაკლავად მონადირეები მსხვილ საფანტს ხმარობენ, რადგან წვრილი საფანტით მიყენებული ჭრილობა ქედანს ვერაფეს აკლებს.

გვიძინი (გულიო)


გვიძინი ტანით ქედანზე მცირე ზომისაა. სხეულის მოყვანილობით ის ქედანს ჰგავს, ხოლო ბუმბულის შეფერილობით მისგან ოდნავ განსხვავდება. საქართველოში გვიძინი უფრო ქედნის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი ტყეში ცხოვრობს, უყვარს ფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით მდიდარი ბაღები და პარკები.
გვიძინის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი.


რუხი ბატი (Anser anser)


ბატები, იხვისებრთა ოჯახის ფრინველები ბატისნაირთა რიგის. წონა 6 კგ-მდე აღწევს, სიგრძე 60-100 სმ. შედარებით მაღალი ფეხები უფრო სასიარულოდაა მომაჯვებული, ვიდრე საცურაოდ. ბატები ძირითადად იკვებებიან ხმელეთზე ან წყალმარჩხში მხენარეთა ფოთლით, ყლორტებით, ბოლქვებით, თესლით, მოლუსკებით, მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა. ბუდობენ მიწაზე ან კლდის ნაპრალებში. დებენ 5-6 კვერცხს. კრუხობს დედალი, ხოლო ჭუკების აღზრდაში მონაწილეობს მამალიც.
საქართველოში გვხვდება- რუხი ბატი (Anser anser), მეკალოე ბატი(Anser fabalis), წრიპინა ბატი (Anser erythopus), თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons). ხოლო მშრალცხვირა ბატი (Anser cygnoides), მთის ბატი (Eulabeia indica) გვხვდება პამირზე, ტიან-შანზე; თეთრი ბატი (Anser coerulescens) გავრცელებულია ვრანგელის კუნძულსა და არქტიკულ ამერიკაში. ყველა ბატი სარეწაო მნიშვნელობისაა. შინაური ბატის წინაპარია გარეული რუხი ბატი გარეგნული და ანატომიური ნიშნების მიხედვით მათ შორის დიდი მსგავსებაა. წელიწადში ერთი ბატი ჩეკს 20-25 ჭუჭულს, რომლებიც გასუქების შემდეგ 10 კგ-მდე ხორცს იძლევიან. ბატები გაზაფხულსა და შემოდგომაზე 30-40 კვერცხს დებს, ზოგიერთი ჯიშისა - 100-მდე. სანაშენედ გამოიყენება საშუალოდ 4-5 წელი, მაქსიმალურად 6 წლამდე. სახორცედ იკვლება 6 თვისა, როცა უკვე 3-4 კგ იწონის. ზრდასრული მამალი ბატების წონაა 5-6 კგ, მაქსიმალური 12 კგ-მდე, დედლისა 4-5 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე. აქვს მაღალხარისხოვანი ხორცი და ქონი, აგრეთვე თივთიკი და ბუმბული. ქონი ნაკლავის 30-35%-ს შეადგენს, მას მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში (მოყინულობის სამკურნალოდ). ზოგ ქვეყანაში (უნგრეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და სხვა) განვითარებულია ბატების ღვიძლის სპეციალიზებული წარმოება. მისგან ამზადებენ კერძებსა და კონსერვებს. ბატების მოშენება იაფი ჯდება, ვინაიდან საკვებად გამოიყენება სილოსი, კარტოფილი, ძირხვენები, საძოვრული ბალახი და სხვა მწვანე მასა, რაც ამცირებს ულუფაში ძვირადღირებული კონცენტრატული საკვების საჭიროებას. ზრდასრული ბატების სადღეღამისო ულუფას შეადგენს (გრამობით 1 ფრთაზე): მარცვალი 215, კოპტონი და შროტი 30, წვნიანი და მწვანე საკვები 200-350, ბალახის ფქვილი 70, საფუარი 2, ცარცი და ნიჟარა 2-3, ძვლის ფყვნილი 2-3, სუფრის მარილი 1,5-2. საქართველოში ბატების მოშენებას ძველთაგანვე მისდევდნენ. ბატებს აშენებენ წყალსაცავებით მდიდარ ადგილებში, მეტწილად, სადაც მდელო, მინდორი დ სხვა საბალახოა. საქართველოს ფარგლებში რუხი ბატი გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფორმა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მოზამთრე. მეტწილად გვხდება მიმოფრენისას. რუხი ბატი ბინადრობს ჭაობიან ადგილებში, ტბებისა და მდინარეთა ყურეების სანაპიროზე, მაღალი ბალახით დაფარულ ნოტიო ველებზე, სანადიროდ კარგია ტბებზე და ხელოვნურ სხვადასხვა აუზებზე ფიტულებით ჩასაფრების მოწყობა როდესაც დილით გადაფრენებს ახდენს სატყუარა საყვირის მეშვეობით აჯენ წყალზე სადაც მონადირე მოახდენს 3-6 ნომერი საფანტით მონადირებას.
ძაღლი შეუდარებელია ბოლო დროს პოპულარული ჯიში ლაბრადორი. აგრეთვე დრათჰაარი,სეტერებიდან გორდონი და ინგლისური სპანიელი.


იხვები (ზოგადი დხასიათება)

იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.
იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა. შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.


ნადირობის მეთოდიკა ფიტულებით
იხვების საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად. ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე, მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები ინტენსივობით. ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე. სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ დამოუკიდებელ ჯგუფებად. მნიშვნელოვანია დამალვის და შენიღბვის ცოდნა რადგანაც ისინი ხედავენ მონადირეებს და ფიტულების ჩალაგება სწალში არ გაამართლებს თუ მონადირე გამოსაჩენ ადგილზე იდგება.

ტანისამოსი რათქმაუნდა კომიფლირებული ყველა წყლამცურავზე! რას შეეხება სროლას ასეთ სწრაფ გადამფრენებზე როცა არ ჯდებიან და სროლა გვიწევს უნდა დავიჭიროთ წერტილი მანძილის გათვალისწინებით,თუ რა მანძილია ჩვენსა და ფრინველს შორის და შემდეგ ამ წერილში ვგძავნით საფანტს რომელსაც შეხვდება იხვი და ჩამოვარდება. ყოელივე ამას ჭირდება ვარჯიში და გამოცდილება..სასურველია 71-76 (ჩოკებით) ლულიანი თოფები 3-7 ნომრებით და 1. ფიტულები; 2. საყვირი; 3. ძაღლი ან ნავი; 4. სამალავი

რუხი იხვი (Anas strepara strepara.)


რუხი იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში. საქართველოს ფარგლებში რუხი იხვი მოიპოვება მრავალ ადგილას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლოდ ასავლეთ საქართველოში – როგორც მოზამთრე. რუხი იხვი ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე. ზოგ შემთხვევაში ბუდობს წყალსატევების სანაპიროებზე. ზოგ შემთხვევაში ბუდობს წყალსატევიდან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებით, მშრალ და უწყლო ველებზე. ზამთრობით იკრიბება გუნდების სახით ჭაობიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე წყალსატევების სანაპიროებზე, ზოგ შემთხვევაში კი წყალსატევებიდან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებით. მაისში დებს 9 – 11 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. კრუხად ჯდება მხოლოდ ედდალი. საკვებს შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები, ბალახი, განსაკუთრებით კი როგორც კულტურული, ისე სარეველა მარცვლოვანები. ჭამს აგრეთვე მწერებს, ჭიებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. საკვების მოსაპოვებლად ხშორად ველებზე საკმაოდ შორ მანძილზე იჭრება. მასზე ნადირობა წარმოადგენ სპორტულ ნადირობის ობიექტს და საქართველოში ისევე როგორც სხვა უამრავ ქვეყნებში ძალიან მოსწონთ წყალმცურავებიდან განსაკუთრებით იხვზე ჩასაფრების მოწყობა. ფიტულების უმეტესობა სწორედ იხვზე იყიდება ქართულ სამონადირეო მაღაზიებში. მათი მონადირება იგივეა რაც ზემოთ იყო საუბარი, აქ აღსაღნიშნავია რომ დასაშვებია 7 ნომრითაც მოინადირო იხვი და უმჯობესია ნახევრადავტომატური თოფიდან.

ჭიკვარა (Anas crecca)


საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭიკვარა – Anas crecca creca. ჭიკვარა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ცენტრალურ ამერიკაში, ანტალიის კუნძულებზე.საქართველოს ფარგლებში ჭიკვარა მოიპოვება მიმოფრენისას თითქმის ყველგან. აღმოსავლეთ საქართველოში იგი ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა, ხოლო დასავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში მოზამთრე ფორმის სახით და იშვიათად კი როგორც მობუდარი.ჭიკვარა ბინადრობს შინაგანი წყალსატევებისა და ზღვათა სანაპიროებზე. ხშირად გვხდება ტყეებში არსებულ წყალსატევებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსატევების სანაპიროზე, ზოგჯერ კი მისგან საკმაოდ დაშორებითაც. დებს 8 – 10 კვერცხს. საკვებს შეადგენენ წყლისა და ხმელეთის მწერები და მათი მატლები, ლოკოკინები, ჭიები, წყლის ტკიპები, გვერდულები. ჭამს მცენარეთა ნორჩ ყლორტებსა და კვირტებს, წყალმცენარეებს.

გარეული იხვი (Anas platyrtynchos)


გარეული იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდ. ამერიკაში, გრენლანდიაში. საქართველოს ფარგლებში გარეული იხვი მოიპოვება მრავალ ადგილას, როგორც მობუდარი ფორმა. გარეული იხვი ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე ზოგჯერ, განსაკუთრებით კი ზამთრობისას, ზღვათა სანაპიროებზეც. ბუდიბის დროს უპირატესობას აძლევს ტყეთა სანაპიროებს, მაღალბალახოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის მახლობლად, ბუჩქის ძირას, ტყის ნაყარში და მსგავს ადგილებში. მაისში დებს 6 – 14 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 30 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს როგორც მეურნეობა, ისე ცხოველები. ეს ფრინველი ჭამს მცენარეთა ნორჩ ყლორტებს, თესლებს, კვირტებს, კენკრას. საკმაო რაოდენობით ანადგურებს როგორც წყლის, ისე ხმელეთის მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, გვერდულებს, წყლის ობობებს, ჭიებს.

იხვინჯა (Anas querquedula)


ფრინველთა სახეობა იხვისბერთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გ აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს; აქვს მოცისფერო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაირებით. სპორტული ნადირობის ობიექტი.

ფართოცხვირა იხვი


აქ დვძენ მხოლოდ ნადირობასთან დაკავშირებულს რადგანაც იხვებზე ბევრი ვისაუბრეთ. იხვზე ნადირობა შებინდებისას, დილით გარიჟრაჟზე, ან თეთრი ღრუბლებით დაფარულ მთვარიან ღამეში ხდება. საჭიროა 5 ან 6 ნომერი საფანტით გატენილი ჰილზები, ერთგული მეგობარი ძაღლი, აბგაში მშრალი საგზალი და სასმელი. ტანსაცმელი მჩატე და თბილი, მაღალყელიანი ჩექმა.
დღესდღეისობით საქართველოში იხვზე ორი ხერხით ნადირობენ. ლაქაშებსა და ჭილოფში ნაბულით(მეძებარი ძაღლებით) ნადირობაა მიზანშეწონილი. ჭაობებსა და ტყეებში - ადგილის შერჩევითა და დადარაჯებით. იხვზე ნადირობისთვის საქართველოში საუკეთესო სავარგულია პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორია.


მელოტა Fulica atra ( Лисуха)


მელოტა ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, აზიაში, ჩრდილო აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მელოტა გვხდება თითქმის ყველგან. მობინადრეა. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე. მელოტა ბინადრობს ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე, ჭაობიან ადგილებში, რომლებიც დაფარულია ლერწმით ან ჩალით. ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილის დამლევიდან დებს 6 – 15 კვერცხს. გამოჩეკის ხანგრძლივობა აღწევს 22 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, კენკრა, წყალმცენარეები, მწერები, ჭიები, მცირე ზომის ლოკოკინები. მელოტა წარმოადგენს მნიშვნელოვან სანადირო-სარეწაო ობიექტს. ცნობილია მელოტას ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი მელოტა – Fulica atra atra
მიმაგრებულია: 5085251.jpg (54.4 Kb) · 8639398.jpg (13.4 Kb) · 4987023.jpg (61.5 Kb) · 8865997.jpg (21.3 Kb) · 8952127.jpg (188.8 Kb) · 1670583.jpg (57.2 Kb)


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - კვირა, 04.12.2011, 01:14:14
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 01.12.2011, 23:25:38 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცოტა რამ დამიზნებასთან დაკავშირებით
ჩემი აზრით უნდა ავღნიშნოთ სროლისას დამიზნებასთან დაკავშირებით, რადგანაც მუდან უნდა გვახსოვდეს თეორია რომ შევძლოთ პრაკტიკული გამოყენება და შემდეგში საკუთარი გამოცდილების ჩამოყალიბება.

-ვთქვათ თქვენს წინ წყალზე ზის იხვი, გინდათ მას დამჯდარს ესროლოთ.. იხვს უმიზნებთ შუა ნაწილში წყლის პირზე, თქვენი თოფის სამიზნე იხვის ტანისა და წყლის დონის გადაკვეთის ხაზზეა, იხვის მთელ ტანს მისჩერებიხართ და სასხლეტის გამოკვრისას შევეცადოთ არ დავხუჭოთ თვალი, რადგანაც შესაძლოა აფრინდეს და ჩვენც ვახდენთ შემდეგ გასროლას.

-თუ ფრინველი(მტრედი, გვრიტი, ქედანი და სხვა) ხის ტოტზე ზის და თქვენ გსურთ იგი დამჯდარი მოკლათ, მას მკერდის დონეზე უნდა დაუმიზნოთ და მყისიერად მოვახდინოთ გასროლა.

-თუ ფრინველი მიწაზე დადის ან დგას. მას ტანთან ფეხების შეერთების ადგილზე, ანუ მუცელში უმიზნებთ და შემდეგ პირიდან ჰაერის გამოშვებით ვესვრით.

-ხოლო თუ ფრინელი აფრინდა, საფანტის იარაღის დამიზნება ხდება სანადირო ობიექტზე ოდნავ წინ, მისივე მოძრაობის ტრაექტორიის ხაზზე.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - კვირა, 04.12.2011, 01:37:01
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 02.12.2011, 00:08:42 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაშრომი შეიცავს www.bazieri.ge-დან,საყოველთაო ინტერნეტ ენციკლოპეტიიდან (wikipedia), სხვა თანამოძმე სამონადირეო საიტებიდან: ochopintre.ge;www.ali.ge;monadire.ge;hunters.ge-დან მოპოვებულ ინფორმაციას,სურათებით და მოკლე სტატიებთ,რადგანაც მკითხველმა იცოდეს ლიცენზია რა სახეობებსზე გაიცემა და სხვა ფრინველის მოკვლის შემთხვევაში დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
სტატიის მიზანია არ დაუშვათ შეცდომა და გამოვიყენოთ ზემოთ მოცემული ინფორმაცია, რომლის მეშვეობით თავიდან ავიცდენთ ბრაკონიერობას.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - კვირა, 04.12.2011, 01:01:36
 
Adminდრო: პარასკევი, 15.03.2013, 23:17:19 | შეტყობინება # 4
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика