სადადა ფონიჭალის ბოლოს 38 ნომრები დგანან ტყეპარკის პირას და იქ ნახავ შლანგბაუმია და 5 ლარი ღირს თოფი გადაიხდი და შეხვალ.საკმაოდ მაგარი ადგილებია რვა ტბაა და მაგ ტყეპარკს საპატრიარქოს ტბები ქვია.რავიცი გუშინაც ყოფილან ბიჭები და ორი კაი დანდალა ქათამი ც მოაგდეს taturashvili
პალიასტომზე და ზღვაზე მცირე რაოდენობით ზის იხვი, ცოტა მოსულა ესეიგი. გუშინ ვიყავით "მთვარეზე", მაგრამ ცა სრულიად მოწმენდილი იყო და იხვის დანახვა ჭირდა, ერთი დიდი და ერთი პატარა ჩამოვაგდე, სხვებსაც თითქმის იგივე შედეგები ქონდათ. მთვარე აწი მცირდება და გვიან ამოდის, იხვი საღამოს გადაფრენაზე უფრო გამოჩნდება.
იხვი მაღლა მოძრაობსო. იხვი 2 კმ დან ხედავს მიწაზე საკვებს და მაღლა იმიტომ დადის რომ იმას სადაც პატარა ნამცეცი არ ეპარება ძირს დაგდებული მონადირეს ნამდვილად დაინახავს და ეს ყველამ თუ ისწავლა კარგი ნადირობა გამოვა. რამდენჯერაც წავედი იხვზე, წავიღე ფიტულები და მასკიროვკები და საფარები მოვაწყე იმდენჯერ გამიარეს ჩვენმა დიდმა მონადირეებმა , კბილებამდე შეიარაღებულებმა, ქუდში ბუმბულით, ყაყანით, სიგარეტი პირში და ხმამაღალი ერთმანეთთან საუბრით რომ არა მგონია აქ კაცმა ინადიროს სანამ ნადირობის ეთიკას არ ისწავლიან ჩვენი თოფიანი კაცები. იხვი დადის მაღლა და ეძებს მიწაზე უსაფრთხო ადგილს და ყველა მონადირემ საფარის გაკეთება ისწავლოს და თბილად ჩაცმული დიდხანს ჯდომა ერთ ადგილას გაუნძრევლად, ჩუმად და ყოველგვარი სიგარეტის გარეშე და ყველას კარგი ნადირობა გამოუვა. სანამ არ დაუძახებ არ ესროლოთო ეპარებიან ჩუჩელებს რო სროლა აუტეხონ და რა ვიცი რა. დილის 6-7 საათიდან საფარს მოაწყობ, ჩაჯდები და ზიხარ ყინვაში და კარგი ჯგუფი რო დაიწყებს ტრიალს ტერიტორიაზე მაშინ მოვა ზუსტად მინიმუმ 2 ჯიპი , გადმოვლენ , დაისხამენ და ოჩოპინტრეს გაუმარჯოსო, ხმამაღლა და ინადირე შენ. გვეშველება ალბათ რაღაც როდისმე
zaza-50 გეთანხმები და ალბათ ეგ იმის ბრალია რო ბევრი დროის მოსაკლავად დადის სანადიროდ,მე მყავს ერთი ეგეთი შინაური სათევზაოდ წამომყვებოდა და მერე წყალში ქვებს მიყრიდა,იმას უბრალოდ არ აინტერესებს თევზაობა დროს კლავს რა,თორე კაცი თუ აზარტშია და ეუბნებიან რო ჩუმად იყავი თორე არაფერი მოგიწევსო არ მგონია კიდე იხმაუროს,ალბათ ინტერესის არ ქონის ბრალია და ეს საქმეს სხვასაც უფუჭებს,ეგეთი კაცი საერთოდ არ უნდა დადიოდეს სანადიროდ,დაჯექი და სახლში იქეიფე რა
kaxelo-ij27, წალკაში ჯობია ამჯერათ იქაურმა პატრულმა მიტხრა არხებში ყოვე საღამოს პერელიოტზე კარგათ გადმოდის იხვიო. .1 კვირის წინ ვიყავი საგამოს ტბაზე და 10 ცალი ავიყვანეთ .
მემგონი ტბის სახელი სწორეთ დავწერე ცალკის იქით არის 70 კილომეტრში
მასიურად რასაც ქვია იხვი ჯერ არ მოსულა კოლეგებო. სავარაუდოდ იხვი წელს დეკემბრის ბოლოსთვის, ანუ ახალწლებზე უნდა მოვიდეს. ამ პერიოდისთვის მოსალოდნელია მთელ ევროპაში და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინაში ლიერი ყინვები. ძველი მონადირეები (ნუგომონადირის მზგავსი)ამბობენ, როცა პირველი იხვი ნოემბრში მოდის იმ სეზონზე იხვს კარგად უნდა ველოდოთ. მე მჯერა რომ 2012 წელის სეზონი კარგად ჩაივლის და ყველა მონადირე კმაყოფილი დარჩება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბაზიერელებს. ’’მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანაო’’
besowyaltubo, კარგი ინფორმაციაა, გაიხარე! თუ წყაროსაც მიგვითითებ, რომ ევროპაში და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინაში ძლიერი ყინვები იქნება, მადლობელი ვიქნები. კრასნოდარში, მაგალითად ახალ წლამდე კარგი თბილი ამინდებია და იხვი არ იჩქარებს წამოსვლას, წყარო: http://pogoda.rbc.ru/weather/krasnodar/10
დღეს ვიყავი იხვზე მტკვრის ჭალაში და არაფერი... საღამოსთვის წამოვიდა მაგრამ მაღლა გადიოდა, ბაკლანები იყო იცოცხლე,აციება უნდა "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ზღვაში თუ ქარია არ ასვენებს და არ აჩერებს..პალიასტომზე მაგიტომაც გადმოდის მაგრად ასეთ ამინდში..არის ტყეები სადაც ვერ შედიხარ ნავი გინდა თუარა გავსებულია იქაურობა..იხვი არის და გადადის ძალიან ბევრი დაბლა არ ჩამოდის ჯერ თუარა შარშან სეზონის ბოლოსკენ და მერე იყო მაგრად მოსაკლავი რა..აბსუს სეზონი 25 მარტამდეეე..ზუსტადაც 25 დღეში შეიძლება დაუვიწყარი დღეების დაგროვება მონადირულ დღიურში ★ஜ۩۞۩ஜ★
ამ დილით ჯაპანაზე მომადგა არაუშავდა რა იხვი ქარი იყო მაგარი და დაბალზე იარა,ორი ჩიროკი ავიყვანე ორიც ხარაზული დავკარგე ჩამოგდებული დაჭრილები საკვატიას რო ეძახიან იქ ჩამოვყარე და ძაღლმა ვერ შეხედა და დამერკარგა,ისე უნდა ამეყვანა 5 ხარაზი მაინც ისე კარგად მომადგნენ სასროლზე[img][/img]
ფოთში ამ დღეებში ქარი იყო და იხვი პალიასტომზე მოძრაობდა, ზოგმა 7 მოკლა, ზოგმა 5 და ა.შ.(მე არ წავსულვარ, პალიასტომზე და მისგამ 500-მეტრში წესით აკრძალულია და...). სადაც მე ვიყავი, იქ მხოლოდ პატარა იხვებმა იმოძრავა(რეაქტიული სიჩქარით) და 11 ვაზნა მივახარჯე უშედეგოდ
არაფრისმომცემი პოსტები წაიშალა! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
დამატებულია (22.12.2011, 00:14:22) --------------------------------------------- ერთის მეთი არ იკო საერთოდ და ესეც საცკალი როგორ კვირილით მოვიდა უნდა გენახათ
დამატებულია (22.12.2011, 00:15:13) --------------------------------------------- ხვალაც მივდივარ და კიდე დავდებ თუ რამე იკო
berZul, არ ღირს ჯერჯერობით,ამ დილითაც ვიყავი და ცოტამ იმოძროვა ძაან,ყულებში იყვნენ ახლობლები და არაფერი,პალიასტომზე ზის კარგადო მარა სად გადადის ტყეზე შენ გაიგებ მაგას
berZul, რა გაყინული, ხალხი ზღვაზე მიდის ისეთი მზიანი და თბილი ამინდები გვაქვს, გუშინ უთოფოდ ვიყავი, ძაღლს ვასეირნებდი და მწყერი ვნახე 3 ცალი. გადარეულია ამინდი!!! ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ლაშა86, ლაშა ამბობენ რომ დეკემბრის ბოლოს მთელს ევროპაში აცივდება, გარდა ამისა თბილისში ყოველ გამე ყინვებია და რავი ერთი კვირით ვიქნები იმერეთში და მინდა იხვზე კარგად ვინადირო, თუ მომცემს ბუნება ამის ნებას ლევან ბერძული
გაუმარჯოს ბოჭებს ცოტა ხნის უკან ველაპარაკე ძმაკაცს და ზღვაზე ბლომათაა იხვიო მითხრა მარა კაი ამინდი ყოფილა და ქარი როარ აწუხებს არ მოძრაობსო GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
25-დან გატყდება ამინდიო და 27-ში ველოდებით თოვლს..აცილებლად უნდა შევემზადოთ ბევრია იხვი და იმოძრავებს კარგადაც..მთავარია სწორად ვინადიროთ და როცა მივალ წყალთან და დავჯდები საფარსი საყვირით,ფიტულებით, ძაღლით და კომუფლირებული ჩაუსაფრდები, სხვა ვაი მონადირეებმა მარტო თოფებიტ რო დადიან! არ დამიფრთხონ და დაჯდომა აცადონ ან მოახლოვება სასროლ მანძილზე..მე ამისათვისჯერ ვისწავლე..მერე ინვენტარი შევიძინე და მერე ბოლოს წავედი სანადიროდ..არ ვხმაურობდი მაინც მანამდე და ბუჩქებს მაინც ვეფარებოდი! ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI გაუმარჯოს სად ნადირობ მეგობარო დასავლეთში? ეგეთი მოწყობილი თუ ხარ კარგია მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა ძვირი სიამოვნებაა. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
იხვზე pirali, ძვირი არის დღეს რო გადაწყვიტავ წასვლას მასე აღკაზმული..ნელ-ნელა დააგროვებ ფიტულებს 8-10 ლარად იყიდება ძმაო..კომუფლირებულ ტანისამოსში სადაც წყალი არ გადის და სუნთქავს კიდეც ორგანიზმი მივეცი 170 ლარი..საყვირში 20 ლარი..ტყვიები 15 ლარის გინდა..ბენზინის ფული, ძაღლი კი უნდა გყავდეს და ძვირი მემგონი არაა რაც არ უნდა იყოს ქუთაისელი ვარ და სანადირო ადგილების მეტი რაა მაღლაკი რიონი ჯაპანა..კიდე არის რამოდენიმე სახელები არ ვიცი ვხლებივარ სხვებს
სყვირი მეც ვიყიდე ეხლა უბრალო კია მაგრამ ჯერჯერობით გამომადგება , ფიტულების ყიდვა თებერვლისტვის გადავდე ნაბულის იხვი მოდის კარგად ფიტულებზე თებერვალში . ძაგლები მყავს ძმაო და ჯერჯერობით ქარი უნდა ზღვაზე იხვი რო აყაროს და წამოვიდეს საბალახოდ სუფსის და ლანჩხუთის ტყეებში . პალიასტომისკენ დადიხარ? GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
pirali, არა შარშან შემიყვარდა იხვზე ნადირობა და წელს..ტუარა დანარჩენი მხოლოდ მწყერი,ქათამი,კურდღელი და სხვანი სცივეში არ მევასებოდა დგომა და არც ემსმოდა რაიყო ნამდვილი ნადირობა..რაც აქ დავრეგისტრირდი იმდენი რამე გავიგე და მერე ნადირობაში გამოვიყენე კონკრეტულად იხვზე ნადირობა ძალიან მიტაცებს..პალიასტომზე ერთხელ ვარ ნამყოფი რასაც ქვია სანადიროდ და ისე საგლახაოდ ორჯერ აწი წავალ ცოტა მართვის მოწმობა მიშლის ხელს მართლა ვისურვებდი ბევრი დარეგისტრირდეს ან აქ ან სხვა სამონადირეო საიტზე რათა ბევრმა ვისაც ფული, დრო და სურვილი აქვს სიარულის სანადიროდ და დადის კიდე, ისწავლოს სწორი ნადირობა როგორ ხდება! თუ აქ დარეგისტრირდებიან ხო მთლად კარგი! თუარა და არაა პრობლემა მთავარია წყალზე მისულს სიწყნარე და მონადირეები დაგხვდნენ ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალო!!!! ნადირობაც ხო მუღამია ბოლობოლო თუ მაგას მომიკლავ მერე რაღა მინდა სანადიროდ ხოო!!!! ★ஜ۩۞۩ஜ★
მართალი ხარ ძმაო ამ საიტიდან მეც ბევრი ვისწავლე მართლაც საჭირო საიტია, მაგრამ პრაქტიკა და შენი თვალით ნახული მაინც სხვაა . პროფესიონალ მონადირეებს რაც შეეხება გურიაში იმდენი მონადირეა ყველა რო პროფესიონალი იყოს გადამფრენი არაფერი არ დარჩებოდა ცაზე . სუფსაში რო ჩახვალ ომი გეგონება იმნაირი ამბავია და უნდა ნახო რამხელაზე ესვრიან იხვს , ყველამ იყიდა ეს პოლოავტომატები და მუხა გონიათ. შარშან პერელიოტზე იხვი ვერ გავიკარე 100 მეტრზე არ იყო მოსული და ეგრევე დასცხებდნენ და ამ მანოკმა სულ გადარია ხალხი , ფრინველზე უფრო ხალხს იზიდავს , ხმას სადაც გაიგებენ ყველა იქით გარბის GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
უნდა ნახო რამხელაზე ესვრიან იხვს , ყველამ იყიდა ეს პოლოავტომატები და მუხა გონიათ
ეგ არამარტო გურიაშია პრობლემა, თითქმის ყველგან, მართლა მუხა გონიათ ნახევარავტომატები, და უარესს აკეთებენ და აფრთხობენ ფრინველს(არამარტო იხვს). ნახევარავტომატი ვინც მართლა იცის სროლა და ნადირობა იმის თოფია!
Quote (pirali)
ამ მანოკმა სულ გადარია ხალხი , ფრინველზე უფრო ხალხს იზიდავს , ხმას სადაც გაიგებენ ყველა იქით გარბის
მაგაშიც გეთანხმები! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ეეჰჰჰ ეგ მასეა კუმისზე ვიყავით და იხვიც დაფრინავდა მარა ვინ დააჯინა?მოკლედ ყველანი კაიფობდნენ თუ რავიცი რაცკი დაფრინავდა კაჭკაჭიდან დაწყებული თოლიით დამთავრებული ყველაფერს ესროდნენ და გაბრაზებულები ისევ უკან წამივედით taturashvili
ფოთში ვიყავი, მოძრაობდა ცოტ ცოტა , 4 ცალი დამიჯდა 10 -15 მეტროში და ოთხივეს ავაცილე თითო თითო მოდიოდა ყოველ 5 წუთში,.. მარა ძაან გვიან მოვიდა . ... ერთი ნუტრია წამოვიყვანე ცოცხლად ....
ამ დილით ანჯელში ვიყავი პერელიოტზე გადმოვიდა ცოტა წვრილი იხვი 4 ჩამოვაგდე ორი ავიყვანე,გავგიჟდი რა 20 მეტრში ჩამოვარდნილი იხვები ვერ ვნახე მუხლამდე წყალი იყო კამიშიანი[img][/img]
შაბათს, 24-ში, მიუხედავად იმისა, რომ იხვზე სანადირო ამინდი არ იყო, მაინც გადავწყვიტეთ, ბედი გვეცადა. ბედისმაძიებელნი: BERG, SHOTKA, მონადირე. ყველაფერი ასე იწყებოდა:
მივდივართ უშუალოდ სანადირო ადგილისაკენ:
შემდეგ მაღალყელიანი ჩექმებით პირდაპირ ტბაში შევტოპეთ და წყალზე ფიტულები განვათავსეთ. სანადირო ადგილას წყალი მოსალოდნელზე მეტი სიმაღლის აღმოჩნდა, ასე რომ, ბექას და შოთკას მიერ დამზადებულმა ეგრეთწოდებულმა "სავარძელმა" მხოლოდ მაგიდის როლი შეასრულა. ნადიმი ტბაში:
ესეც პირველი ნანადირევი (შოთკა რას გუშვებდა):
მონადირებულ იხვებს, როგორც ფიტულებს, ისე ვამაგრებდით:
6 საათის განმავლობაში ყინულიან წყალში დგომამ თავისი ქნა და გასახურებლად სათითაოდ ავრბოდით გორაზე, თან იმ გორის იქით ერთი დაჭრილი იხვი ჩამოვარდა და იმის პოვნაც გვინდოდა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს იმ ძერამ შესანსლა, მანამდე ჩვენს ფიტულებს რომ ეწვია და რომ არ დაგვეფრთხო, ჩვენს ნანადირევს კარგ დღეს არ დააყრიდა.
ტაქტიკა შეიცვალა:
ამ ტაქტიკამ მანამდე გაამართლა, სანამ ვაი მონადირეები არ გამოჩნდნენ ტბაზე ყაყან-ყაყანით და ვაი-უშველებელით.
მოკლედ, ასეთ იხვზე ნადირობისათვის შეუფერბელ ამინდებში, თანაც აღმოსავლეთში, საკმაოდ ვისიამოვნეთ. სამწუხაროდ ფოტოების დადებას ვერ ვახერხებ, რადიკალ.რუ-ზე არ იტვირთება. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!