დღეს კიდევ ერთი იხვინჯა მოვინადირე კარგად გადადიოდა იხვი კაი დასაწყისია ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ამ საღამოს ვიყავი მაღლაკის აუზებზე, იხვი არ მინახავს, მაგრამ 2 ცალი მელოტა ავიყვანე, თან ჩვენი საიტელი მამუკა83_ი გავიცანი ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ლაშა86, ჩვენც მანდ ვიყავით ლაშა და ძაღლით ვიმოძრავეთ თითქმის ყველა აუზი დავიარეთ..ვიდეოს ვდებ და ნახე აბა ეს ადგილები თუ გეცნობა..ნამეტანი მაღალზე ვისროდით დაჯდომას არ ვაცდიდით ერთმანეთსაც შეუშალეთ ხელი და იხვმა დაიგინა აქ აღარ მოვალო ბოლოს:)))) ★ஜ۩۞۩ஜ★
როგორც დაგპირდით დავდებ ჩვენს ვიდეოს:))))არ გვეცალა დაფიქსირებისთვის და თავიდან რაც გადავიღეთ იმ ვიდეოებისკან კეთილი ხალხის დამსახურებით აიკინძა რაღაც და ვდებ..ისე ვაზნები მართლა შენით უნდა დატენო რა..კონტეინერი მოვარტყი ვალერიკამაც დაინახა იხვს და არ ჩამოვარდა გაგიჟდა მონადირეები:)))მაგარი სროლები მოვაწყვეთ ისე ბევრი გილძები დავტოვეთ
მიდი აბა ვალერიკა ურტყი თავი ჩემი ნაწერის ქვემოთ ბოლოს სურათი არ მომწონსოოო :069: ★ஜ۩۞۩ஜ★
ij43, ჯაპანაზე გუშინ ყოფილა ძალიან მაგრად იყო ჩვენი საიტელი წასული და ხალხიც არ ყოფილა ბევრი..იხვი არის ოღონდ წესი უნდა ყველაფერს რაც 70% არ იცის ვინც დადის,უბრალოდ ფული აქვთ და საშუალება იარონ გასართობად..იხვს უნდა მოთმინება,ფიტულების ჩაშვება და სატყუარაში როცა გამოჩნდება ჩაბერვა:)) დაჯდომისას უნდა აძგერო ისე არ ვარგა!ესრვრიან ისეთ სიმაღლეზე და ისეთ ადგილას ვარდება თუ მოხვდა მერე ვეღარ ნახულობენ! კამიშებში ცოდვაა ძაღლიც და თუ დაჭრილია მიდი და ეძებე შეიძლება საერთოდ ვერ ნახო ვერასდროს! რამდენი წინა დღის მოკლული უნახია ძაღლს ან ახალი მოკლული მელოტა და იხვი იმდენი გახარება ჩვენ საიტს ★ஜ۩۞۩ஜ★
დამატებულია (01.12.2011, 00:19:19) --------------------------------------------- მაინტერესებს ეს ლითონის ფირფიტები როგორ ხვდება იხვის ფეხზე და რა ფუნქცია აქვს მას?
დამატებულია (01.12.2011, 00:19:47) --------------------------------------------- თუ ვინმეს შეგხვედრიათ ეგეთი საქართველოში
berZul, ამათ ქვია დარგოლილი ფრინველები, და მე რამდენათაც ვიცი ესე იგებენ მგონი პრინველთა მიგრაციასსს, მამაჩემის მამისგან ვიცოდი რომ ადრე საბჭოთაკავშირშიც კეთდებოდა მსგავსი რამ და როცა მოკლავდი მზგავს ფრინველს მომკავშირისთვის უნდა შეგეტყობინებინაა.
ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ..ან დაშავებულ ფრინველს შეაბავენ რათა დააკვირდნენ ან დაკვირვებისთვის როგორც ითქვა და შეტყობინებით მემგონი ჩვენ არავითარი ვალდებულება არაგვაქვს რადგანაც იქ სადაც აკეთებენ ამას ლიცენზიის გაცემის დროს ატყობინებენ ამის თაობაზე და ჩვენთან მხოლოდ ათ ლარად და ქვითრით მიდიხარ ისე არც კითხულობენ შენ ტყეში ან მინდორში შესაშვები ხარ კი საერთოდ?! ზოგან არაა საკმარისი მხოლოდ იარაღის პასპორტი და ლიცენზია..იქ ლიცენზიანტი ხდები მონადირეც შესაბამისი გამოცდების ჩაბარების მერე როგორც მართვის მოწმობას იღებ ისეთზე გეუბნებით (მაგ:რუსეთში) და შესაბამისად თუ ორგანიზაციამ აღნუსხა ან დანიშნა მიგრაცია მაშინ შეგატყობინებენ..აქ ალბათ უნდა მიაწოდო ეს შენი ნებით გარემოს სამინისტროს ტერიტორიის მიხედვით სადაც ცხოვრობ. მე კი ვარ მონადირეთა კავშირში ძალიან დიდი ხანია მარა იქ რო მივიტანო ალბათ სუვენირად დადებენ საერთოდ თუ დამხვდნენ:))))) ამ ფოტოზე გამახსენდა კიდე ლიცენზიანტების ურიგდებათ მსგავსი (ცოტა მოზრდილი) ლენტები და მოკლულ ნადირს ან ფრინველს აკრავენ..შეიძლება ესეც იყოს ფოტოზე ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, დაშავებულის რა მოგახსენო არვიცი მაგრამ, ბარტყობაში უკეთებენ და დაჭერის უამრავი ხერხი არსებობს და არ გაუჭირდებათ მაგის გაკეთება, იმდდენ ფრინველს ააქვს გაკეთებული და მაგდენი დაშავებული არ იქნება მგონიი. მე უყურე ამასწინათ ვალშნეპის პატარა ბარტყს როგორ გაუკეთეს და გაუშვესსს
დარგოლვის საერთაშორისო კომიტეტი დაარსდა პარიზში 1962 წელს. ფრინველთა დარგოლვა ფართოდაა გავრცელებული მათი ბიოლოგიის შესასწავლად. მსოფლიოში უკვე მრავალი ფრთა ფრინველია დარგოლილი. დაჭერილ ფრინველს ფეხზე უკეთებენ მსუბუქი ლითონის რგოლს, რომელზედაც ამოტვირფრულია ნომერი და იმ ადგილის მისამართი, სადაც მოხდა დარგოლვა. რეგისტრაციას ატყობინებენ სახელმწიფოს დარგოლვის ცენტრს. ფრინველთა დარგოლვა ხდება ბუდობის ადგილებში, სამიგრაციო გზებზე, ზამთრობისას და ა.შ. დარგოლვის შედეგად დგინდება ფრინველთა გადაფრენის დრო, მიმართულება, სიმაღლე, განსახლება, სიკვდილიანობის პროცენტი და მიზეზები, რაც მნიშვნელოვანია პარაზიტებისა თუ დაავადებების გადატანის გზების შესასწავლად, ნადირობის ვადების დასადგენად, თქვენ წარმოიდგინეთ, თვითმფრინავების უსაფრთხო ფრენისათვისაც. ვინც მოიპოვებს დარგოლილ ფრინველს, ვალდებულია აცნობოს დარგოლვის ცენტრს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საქართველოში ეხლა არსებობს თუ არა დარგოლვის ცენტრი. შევეცდები გავიგო და შეგატყობინოთ, თუ სად უნდა მიიტანოს მონადირემ ასეთი რგოლი, მანამდე კი ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ყველა კულტურული მონადირე, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, მან უნდა იცოდეს, რომ ის კეთილ საქმეს ემსახურება. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
[მონადირე] მეც არაერთჯერ შემხვედრია ძამიკო დარგოლილი იხვი, სხვისიც და პირადად ჩემი მოპოვებული(ალბათ უფრო 80-90 წლებში). სიმართლე გითხრათ არასოდეს გამიგია არც ადრე და არც ეხლა რომ საქართველოში ვინმე ოფიციალურ დონეზა დაინტერესებულიყოს ამ საკითხით. არადა მე მივესალმები მსგავს პრეცენდენტს თუ ვინმე ამ საქმით დაინტერესდება პროფესიონალურ და საერთაშორისო დონეზე.. ეხლა მეორე საკითხი მონადირე ბაზიერელებო: იხვია მოსული დასავლეთ საქართველოში და თუ გინდათ ისიამოვნოთ წადით სანადიროდ. რაც შეეხება ნადირობის ვადების და ლიცენზიების დამდგენელთა საქმიანობებს საქართველოში _ მე მათ სრულ უნდობლობას ვუცხადებ; სადაც ისურვებენ და როდესაც, მზად ვარ აუხსნა ჩემი კონტრ-არგუმენტები ნადირობის ვადებში არსებულ შეცდომებზე, რომელიც თავიდან ბოლომდე გამყარებული მაქვს პირადი 30 წლიანი გამოცდილებით. იხვზე და კერძოდ წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე დაშვებული უნდა იქნას ნადირობა 15 ნოემბრიდან 25 მარტამდე, ხოლო მწყერზე ნადირობა ანუ ნადირობის სეზონი უნდა გაიხსნას 15 აგვისტოს. შეიძლება სეზონმა ისე ჩაიარაოს რომ მხოლოდ ნოემბრის მეორე ნახევარში და მარტის თვის 1 დან 25 რიცხვამდე მოვიდეს იხვი ჩვენს რეგიონში და საერთოდ არ მოვიდეს დეკემბერ, იანვარ, თებერვალში... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
valerika, დასავლეთ ციმბირული მყეპარააა "ლაიკა". ჩუჩელებმა გააკეთა ეს საქმე მაგრათ იტყუებდა იხვსს, დღესაც ვიყავი მარნეულში და 1 მამალი კაი იხვი მოვკალით, 1 ჩიროკი და ერთიც რუხი იხვიიი, და მე გამოშტერებულს ისე დავარიგე აქეთიქითთ სურათის გადაღება დამავიწყდა, 1 მელაც მოკლა სერგიმ კუმისშიი ნაბილი გაუკეთა ძაღლმა და მერე კიიცით რავარც ხდება ხოლმე
მე ახალი დაწყებული მაქვს ნადირობა და ჩემი უფროსი მეგობრები ნუგომონადირე და დემური გერგედავა(წყალტუბოს მონკავშირის ყოფილი უფროსი) მეუბნებიან იღბლის ბუკეტი ხარო: პირველ გასვლაზე იხვი მოვკალი პირველი გასროლით. მაღლაკის სატევზიებზე დავდივარ თითქმის ყოველ-მეორე დღეს. გუშინ სუფთა სისხლის დრათხაარის ლეკვი მოვიყვანე. ნუგომონადირემ შემიმოწმა როგორც ლეკვი ვიზუალურად ასევე მისი საგვარეულო წიგნიც. ასე რომ ძმებო ბაზიერელებო მოვიწამლე ამ საქმით ყურებიდან ფეხებამდე, აწი თქვენი იმედი მაქვს და ამ საიტის წყალობით ყველაფერი უნდფა შევიინო რაც ნამდვილი მონადირის ჩამოყალიბებას სჭირდება. g.chikviladze
zingerichi, ღმერთმა გაგიმარჯოს ძმაო!!! კეთილი იყოს შენი მობრძანება საიტზეც და მონადირულ განზომილებაშიც! საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
zingerichi, გაგიმარჯოს ახალბედა მონადირევ:))ამაზე კაი საქმეს ვერ დაიცყებს კაცი რასაც ნადირობა ქვია,მე ნადირობაში მყავს შეძენილი ცჰემი მეგობრების ნახევარი და იცოდე მონადირე(ხაზგასმით) ცუდი ადამიანი ვერ იქნება,ასე რომ წარმატებები
გეგონება, მაგათი გამოზრდილი იყოს, ისე ყიდიან! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ერთი კაცი კიარ კლავს ამათ, სოფელში რამოდენიმე აბარებს და ყიდიან მეც გავიგე და ასე მითხრეს ყოველ დღე ამდენი და მეტიც აქვთ ახალ-ახლები ჩამოკიდებულიო სეზონზე. ★ஜ۩۞۩ஜ★
ეგენი არ ფიქრობენ შედეგებზე.მასეთებს ბოდიში და სულ არ ჰკიდიათ ფეხზე მართლა მონადირე რას იზავს და რით ისიამოვნებს.ეჰჰჰ მაგათ კაი შვინდის წკეპლა უნდათ გვერდებში მარა პატრონი არ უჩანთ. zviaditabatadze
ბაზიერელებო წელს მადლობა ღმერთს გადამფრენ წყალმცურავებზე ნადირობა კარგად დაიწყო. მაგალითად თუ შარშან დეკემბრის 25 რიცხვამდე საერთოდ იხვი არ გამოჩენილა, სამაგიეროდ წელს ნოემბრის ბოლოს მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა იხვის სხვადასხვა ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, კაზახიდან და მცირედ უკრაინა-რუსეთიდანაც. პალიასტომზე ზის უამრავი იხვი. დგება და მაღალზე გადადის ღამის გადაფრენაზე. როგორც ადგილობრივები ფოთში და გურიაში ამბობენ. მოსული იხვი სწრაფად შეუერთდა ადგილობრივ ჭკვიან და მოუხელთებელ იხვების მრავალათასიან ოჯახებს და მათთან ერთად მონადირისთვის ისეთ მიუდგომელ ტყეებში მიდიან ღამე და იკვებებიან რომ შეუძლებელია მათზე ნადირობა. ჩემი პირადი გამოცდილებით კი გეტყვით რომ ეს სტუმარი და ადგილობრივ შებერტყილი იხვი ჯუმათის, კუკანის და შროშას ტყეებს მალე გადაჭამენ და შემდეგ იძულებული იქნებიან ისეთ ადგილებშიც იმოძრაონ და ეძებონ საკვები სადაც მონადირე ადვილად მიუწვდება ფეხი: ჭალადიდში, ყულევში, ჯაპანაზე, ჩერბაკაზე, სუფსის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მდებარე ჭაობებში და პალიასტომის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებზეც. ამიტომ მზად იყავით ბაზიერელებო ამ თვის 15-20 რიცხვიდან შესაძლებელი იქნება იხვზე ნადირობით ისიამოვნოთ დასავლეთში მცხოვრებმა და აღმოსალეთიდან ჩამოსულმა მონადირეებმა... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ვერავინ დამაჯერებს რომ ეგენი ღამით ფარზე მოპოვებული არ არის საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
valerika, მონადირე, uchaucha, ძმებო ერთი რამ მინდა შეგისწოროთ. ტყის ქათამი(ვალდშნეპი) ამ პერიოდისთვის ძალიან დიდი რაოდებობით იყრის თავს: ურეკი, გრიგოლეთი ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ არ არის გასაკვირი თუ წყალწმინდაზე(ურეკში თევზის და ფრინველის ღია ბაზრობა)ნახავდით ასეთი რაოდებობით ტყის ქათამს გასაყიდად გამოტანილს. მე თვითონ ვნახე, 4 დღის წინ იხვის საღამოს გადაფრენაზე ვიდექი და დაახლოვებით 20-25 წუთის განმავლობაში 17-19 ვალდშნეპი მაინც ვნახე თუ მეტი არა. ბესომ და რამინიმ კიდე ჩემზე მეტი ნახეს. ასე რომ საერთოდ არ არის დიდი ძალისხმევა საჭირო ამ პერიოდში ტყის ქათამის არაბრაკონიერული გზით მოპოვებისა. თუმცა ფარით მეხორცეობასაც არაერთი ბრაკონიერი თაკილობს ამ რეგიონში უფრო მეტი კიდე ჩასული ვაივაჟკაცი... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ბიჭებს გაუმარჯოს თუ ქათამზე ნადირობა გინდათ ჯაპანაზე წადით ბიჭებო, ამ რამოდენიმე დღის წინ იხვზე ვიყავი და იმდენი ქათამი გადმოდის პერელიოტზე ლამის გადავირიე, ერთ ადგილზე ათი თხუთმეტი გადმოდიოდა, მე იხვს ველოდებოდი და სროლისგან შევიკავე თავი არადა რო მენადირა კარგად ავიყვანდი ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
zetxxx, იხვი კი ზის შუაადგილას მაგრამ მაღალზე გადადის და შორს მდინარეზე მიდის საწმელად, გარშემო სულ გაყინული აქვს საკვები ადგილები და ეგაა და ეგ, ეხლა იხვს მდინარეზსზე, (მტკვარზე, ხრამზე, დებედაზე, და ეგეთ) ადგილებში უფრო მოკლავს კაცი
გურიაში იხვი არის მაგრამე პერელიოტზე არ გამოდის და არც გამოვა სანამ მთვარე ად დაიკლებს, კვირას ვიყავი წასული პერელიოტზე და 2 ცალი პატარა იხვი მოვკალი, იხვი კი გვიან მთვარეზე გამოდის საკმაოდ კარგად veraferi sheedreba
გაუმარჯოს ყველას.მოკლედ კუმისზე ვიყავი ორი დღის წინ იქ რქხდებაააააა?გადატენილია ყველა კამიშის კუთხე და ვინაცლის იხვებს დაჯდომას უბრალოდ რამეს ესროლონ და ჩამოაგდონ მეტი არაფერი კაჭკაჭიდან დაწყებული თოლიით დამთავრებული ნუ საგიჟეთია არგირჩევთ მართლაც.მალევე წამოვედით და საპატრიარქოს ტბებს ვესტუმრეთ არიყო ბევრი ხალხი მარა ერთი-ორი ბეკასი და მელოტა შევიწირეთ ეგარის და ეგ.ჯანდარაზე ხომარიცით?ააქვს აზრი სტუმრობას? taturashvili
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!