gocha-tita, შემოსული მაგრად იყო 2 კვირის წინ, ახლა ძირითადად გაფანტულია უკვე ტყეში და მაგარი დამფრთხალია, შორიდან ფრინდება, რაოდენობაც შემცირებულია საკმაოდ. წესით ცოტა ხანში ქათამი დასავლეთისკენ დაუბერავს...
გაუმარჯოს ყველას, ჭალებსჰია ახლა უფრო ჩამოსული ტყის ქათამი
დამატებულია (14.11.2011, 11:13:54) --------------------------------------------- lordi კი ძმაო მცხეთაში არის საქათმეები, გადაფრენებიც არის ხოლმე, ახლა ამ თოვლმა უფრო ჭალებში ჩამოიყვანა, შაბათს ბიჭებმა სამიცალი აიყვანეს
დღეს კარგი დღე მქონდა ორი გასროლა ორი ვალდშნეპი მე და მეგიმ კარგად ვინადირეთ ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
რა არი საიდუმლო სამტრედიასტან ახლოს სოფელია ღანირი აი აქ არი ჩემი სამფლობელო ცოტა ცოტა ყველაფერია ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ახლა დავამთავრე სამზადისი ხვალის ნადირობისათვის, ფოთში მივდივართ სანადიროდ ქათამზე, იმედია კარგი ნადირობა გამოგვივა მე და ჩემ პატარა ქალს "ჯოლის". შედეგებს ხვალ საღამოს მოგახსენებთ ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ლაშა86, წარმატებებს გისურვებ აბა სენ იცი ბევრი ვალდშნეპი იხვიც მოგენადირებინოს ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
valerika, მანდ მაგრად ცოდნია ქატამი ახლობელი დადის ხუთი ექვსი ერთად იჩითება მარტო პერელიოტზეო, შვიდი ცალი მოვკალი საღამოს პერელიოტზეო და ისე რა იქნება ძაღლით რო იარო ხო წარმოგიდგენია ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
უჩა არ ჩამოვიდა ? რა ქნა ნეტავ, ეგ ფოტოების გადაღებასაც არ დაიზარებდა და :) საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ესეიგი რა მოხდა ეხლა.. პარასკევს მე და dato1993 გავემართეთ ჯერ ''შეუსწავლელი'' საქათმეებისკენ... ვინაიდან და რადგან ქათამზე იმ ადგილში არასდროს არავის უნადირია თავიდან სკეპტიკურად ვიყავით მარა მელაზე შეგზავნილმა რალფმა (:)) მელაც გამოაგდო და ფრთების თქარუნით ვალდშნეპიც ამოაგდო.. საერთო ჯამში 6 ცალამდე ვნახეთ ისეთ ადგილას რო კაცს გაეცინება შეხედვის... და კიდევ ერთი კომბოსტოებიდან წამოაგდო რალფმა უკვე ნაბულით.. დაუვიწყარი დღეები გავატარე მეგობრებო რა. ულამაზესი კორომებია და სურატებიდან ჩანს ნაწილი მომხიბვლელობა..
კიდევ ერთი ის რომ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ პოინტერით ვიყავით და 2 მელა და 1 ლელიანის კატა მოვაშთეთ იქაორობას :D უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
-BERG-, დავითი უნდა გენახა შენ აფრიკაში ჩასული მონადირესავით, სპილოს კუდს რო აჭრიან, კლდეზე რო მიცოცავდა ჩემ მოკლულს კუდი უნდა ავაჭრაო.. სანადიროდ ადგილია სამოთხე მტაცებელზე მითუმეტეს, 2 კაცი აიყვანს მთელ ფართობს... მელა ყველა ქვის შეგდებაზე გამორბის დავითა ძლივს გადმოვავალდშნეპე.... :D უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
uchaucha, ახლა რაც შეეხება ჩემს ფოთში სანადიროდ წასვლას, კატასტროფას შეიძლება შევადარო. ყველაფერს ვერ დავწერ და ვერ აღვწერ, მაგრამ ძირითადს მაინც გადმოგცემთ. დავიწყებ იმით რომ ქუთაისიდან წავედით სამნი, ადგილზე დაგვხვდა ერთ-ერთი ჩემი თანმხლების ქვისლი და მისი მეგობრები, ჯამში 8_მ მოვიყარეთ თავი, ხო არ დამავიწყდეს თან წაყვანილი მყავდა ჩემი პოინტერი ჯოლი და ირლანდიური სეტერი ბათურა(მეგობრისაა მაგრამ მე მყავს და ვანადირებ). სადღაც ნახევარი საათის შემდეგ წავედით სანადიროდ, მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ ამ ხალხს ძაღლები არ მოყავდათ, მიზეზი არ მიკითხავს(მაინც სტუმარი ვიყავი) მაგრამ მე ვინც წამომყვა ქუთაისიდან იმას კი ვუთხარი ჩემი გაოცების შესახებ( ამათგან ვიცოდი რომ მაგარი მონადირეები იყვნენ ვინც უნდა დაგვხვედროდა). სადღაც ნახევარ საათში უკვე ვიყავით საქათმეებთან მისულები, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, უცებ ავისხი Aღჭურვილობა, ძაღლები გადმოვუსვი მანქანიდან და ჰოი საოცრებავ!!! აქ პირველი იმედგაცრუება!!! ხურჯინებიდან ამოალაგეს პურმარილი და სასმელი და სუფრა გაშალეს, ვიფიქრე ცოტას წაიხემსებენ და დავიყებთ ნადირობასთქო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, გავიდა 1 საათი, 2 საათი დამესამე რომ დაიწყო გამოვიყვანე ჩემი თანმხლები და ვკითხე ნადირობას არ აპირებდნენ? ბოლობოლო როდის უნდა დაგვეწყო ნადირობა უკვე 2 საათი იყო შუადღის, ამანაც შემატყო რომ უკვე ვჭედავდი და მივიდა ქვისლთან და ვინადიროთო უთხრა.., წამოიშალნენ როგორც იქნა (მაგრამ უკვე ნერვები მაქვს მოშლილი). და ჰოი საოცრებავ !!! მეორე იმედგაცრუება!!! ზოგმა მანქანაში დაგელოდებითო, ზოგმა მერე შემოგიერთდებითო, 2 მათგანი წამოვიდა(ქვისლი და ერთი მისი მეგობარი), დავიწყეტ ნადირობა, უკვე მუღამიც დაკარგული მაქვს, ნერვებიც დაწყვეტილი, მაგრამ ამხელა გზა მაქვს გამოვლილი და თან ძაღლების ხათრით გავაგრძელე ნადირობა, 3 საათი ვიარეთ, ქათამი კარგად იყო(11ცავი ვნახე), 5 ცალი მოვინადრე და პერელიოტს დაველოდეთ 2ცალი პერელიოტზე მოვინადირე და წამოსასვლელაD ვემზადებოდით უკვე რომ მესამე, ყველაზე დიდი იმედგაცრუება მოხდა, ვინც მანქანასთან დავტოვეთ იმათმა თავმომწონედ განგვიცხადეს "ახლა იწყება ნადირობა თუ იწყებაო" და ფარები ამიღაჟღაზეს. ეს იყო ბოლო წვეთი და საბოლოოდ გავჭედე, ჯერ ჩემს წამომყვანებ დავერიე აქ სად წამომიყვანეთ ასეთ ხალხთან მეთქი, ელემენტარული ნადირობის კულტურა არ აქვთ არცერთს_თქო. იმათ ცალკე ჩავუტარე ლექციები, მაგრამ ვეჭვობ უშედეგო........!!! ასე დავასრულე ეს "ბრწინვალე" ნადირობა, სასწრაფოდ გამოვეშურეთ სახლში. ისე ქათამი კარგად არის და ვისაც სურვილი გექნებათ ინადირებთ კარგად. საერთო ჯამში 7 ქათამი მოვინადირე(5 ძაღლებით, 2 პერელიოტზე), ბევრიც ვაცილე. საერთო ჯამში დიდი იმედგაცრუება და ნერვების შლა. ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ლაშა86, მაგიტომ არ მიყვარს უცხო ხალხთან სიარული. ჯიგარი ხარ! შენ ხომ მაგათ მოქმედებაში არ გარუელხარ, და თან ძაღლებსაც ანახე ქათამი! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
მონადირე, მეც არ მიყვარს უცხოებთან ნადირობა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო შეპირებული ვიყავი რომ წავიდოდი, თან არ მეგონა ასეთი ხერხით თუ ნადირობდნენ, თორემ საერტოდ არ წავიდოდი. კიდევ ვერ ვუთხარი ბოლომდე იმათ რისი ტქმაც მინდოდა. მეორეთ წმსვლელი არა ვარ მასეტ სიტუაციაში ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!