შიდა ქართლში გამოჩდა ქათამი?? ისევ დათბა და კიდევ 5 დღის ამინდის პროგნოზი მზიანი ამინდებია(შიდა ქართლში) "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ქათამზე იმფორმაცია თითქმის ყოველი წლის ოქტომბრის ჟურნალში არის... ეს ყველაფერი კაია, მაგრამ ამ ბრაკონიერებს რა მოვუხერხოთ მონადირეებო უკვე რომ დაიწყეს გამით სიარული
ეხლა ველაპარაკე ცმაკაცს იმერეთში/, და სამიცალი გადმოვიდაო პერელიოტზე სვირში მთიან სოპელში , მალე ბარისკენ ჩავა სიცივები თუ დაუდგა უფრო.... guramicignadze
toko-gordoni, ჰოოო..ეგ მაგარი რთული საქმეა ბრატ.ადამიანი თვითონ თუ არ მიხვდა როდის სად და როგორ ინადიროს ვერ დავიჯერებ რომ ვინმეს აზრმა დააინტერესოს.კაცი რომ გაზაფხულზე[სეზონს]გახსნის და კვერცხებს ზედ დააკლავს მწყერს და მერე თავს გაიმართლებს ლეკვს მოუკალიო.რაგდენი?ათი?არა მგონია მონადირე ერქვას და მეხორცე არა.მაგრამ რა გინდა ქნა ისეთები მინახია თვითონ რომ უნდა უშლიდნენ სხვას მასეთს რომ რამე[აკადრო]აქეთ გაგაბოროტებს.ასეა ქათამიც.სანამ[ჩექმებს]ჩაიცმევ და ძაღლი სტოიკას გაუკეთებს,ფარით ყავთ უკვე აკრეფილი და უკვე [პახმელიაზე]ფიქრობენ z.g.........dze
ერთი ორი ცალი ქვაშავაზეც კი გადმოვიდა,მარა ტყეში ჯერ მაგის ზდევა არ ღირს. ნიშანი არის რო იტყვიან ხოლმე.ისე შაურზე იყვნენ დღეს და იქაც ასე სამი ოთხი ცალის მეტი ვერ ნახენ ტყეშიც იარენ. vanihka.
მოხისელი1982, რაც მე მაგ თემაზე ველაპარეკე მაგ პიროვნებებს, მაგრამ რათ გინდა ვერ შევაგნებინე... ჩვენ ვერაფერს ვერ გავაწყობთ მემგონი მაგ საკითხთან დაკავშირებით, ცოთა "დიდმა" ხალხმა თუ არ ქნა რამე... შარშან ძაან ბევრი მოკლეს ციფრს არ დავასახელებ სავალალოა და სირცხვილია... ამას ვამბობ მე წყალტუბოს ტერიტორიაზე... სისხლი მასხამს ყელში რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ...
რას იზავ,საუბარი არ ჭრის მასეთებთან.ლამისაა ნადირობას დავანებო თავი მაგის გულისტვის.ძაღლის ხათრით თუ გავივლი ხოლმე შინაური და გარეული რომ გაარჩიოს მაინც და შინაურზე არ დაიწყოს ნადირობა z.g.........dze
toko-gordoni, ეგ პრობლემა წყალტუბოში კიარა მთელს საქართველოშია.სიმართლე გითხრათ ქათამზე არ დავდივარ სანადიროდ იმიტორომ აზრი არ აქვს რადგან მთელი გამე დადიან და როგორაც არ უნდა გინდოდეს მაინც ვერ ნახულობ ლევან ბერძული
გამარჯობათ მონადირეებო,ცელს უკვე მოვინადირე ქათამი,ქართლსჰი უკვე არის შემოსული ბევრი არარი მაგრამ გაერტობა კაცი,
დამატებულია (23.10.2011, 17:06:05) --------------------------------------------- ჯერ კიდევ ფოთოლია ჭალებში და ტყეში და ძნელია სროლა,2 კვირაში უკვე კარგი იკნება,
goga-0ni, არ ვიცი გოგა ზუსტად, მარა ჩამოვალ აუცილებლად. უფრო სწორად, მაქეთ წამოვალ და შუა გზაზე მოგვიწევს შეხვედრა ისეთი ამინდები წავიდა ,არამგონია ეხლა მაქეთ ქათამი იყოს თავმოყრილი
აუ ხმამაგლა ამბობენ რო ფარიტ ნადირობენ ბრატან აკ სად მოხვდი ჯერ გაარკვიე მაინც...
დამატებულია (27.10.2011, 22:30:05) --------------------------------------------- აქ ხალხი წვალობს რომ ნამდვილი მონადირული წესები და ადატი ასწავლოს ხალხს და ბრაკონიერებას ებრძოლონ... შენ ხმამაგლა აცხადებ რო ფარით ნადირობ...
დამატებულია (27.10.2011, 22:30:38) --------------------------------------------- ეს ყველა ბაზიერელების უპატივცემულობააა
ilovrentii, მასეთ რაგაცს რომ აკეთებ და აქ აქვეყნებ არ გცხვენია ??? საქმე საქმეზე რომ მიდგეს მონადირეთ მოგაქვთ თავი კიდე პრეტენზიები გაქვთ... ბოლო-ბოლო არ უნდა შეეშვათ მეხორცეობას ???
ilovrentii, აი კაცი, მიუგნია იოლ გზაზე და ფარიტ უნადირნია, მალადეც შენ!!! ჯიგარო ჩვენსკენ ფარს ვერ ვშოულობთ და კაი პოინტერის ლეკვში არ გადამიცვლი, მაგას მაინც არ უნდა საჭმელ–სასმელი. თან მაღარიჩსაც ვიკისრებ ვაი, ვაი, ვაი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
შეცდომა ყველას მოგვდის რაგაც პერიოდში არც მე ვარ წმინდანი და მეც დამირგვევია მუგამში შესულს და ზგვარსაც გადავსულვარ... მარა როცა შემოდიხარ საიტზე რომლის შემქმნელება ძალიან გამოცდილმა და კარგ მონადირეებმა იწვალეს იშრომეს ოფლი დაგვარეს ამ საითის დგემდე მოყვანისთვის და ემსახურება საქართველოში სანადირო კულტურის ჩამოყალიბებას... როცა აქ შემოდიხარ და და პირველივე ფორუმში ლაფს ასხავ ამ ხალხის შრომას და ხმამაგლა აცხადებ რო ბრაკონიერი ხარ ეს სირცხვილია... მაპატიე ტუ უხეშად გამომდის არავის შეურაცყოპა არ მინდა მაგრამ მეგობარო შენ შენი რამოდენიმე სიტყვით შეურაცყოფას აყენებ ყველა ბაზიერელს... ნიკა რაზმაძე
დამატებულია (27.10.2011, 22:58:48) --------------------------------------------- ბენდეკს ჯიგარო მაგ კაცმა პირველივე პოსტიდან გვაჯახა არც უცდია დამალვა, ბევრი ისე წერს ასე აკეთებს, მაგ კაცისთვის არავის უსწავლია რა როგორაა და რა ქნას, თუ აქაურ სიტუაციას გადახედავს და ჭკუაში დაუჯდება რა არის ნადირობა და რა ბრაკონიერობა ხო კაი და თუ არა და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.
kuzmishi, 88იანია და არ არის იმ ასაკის რომ არავისგან გაეგოს რომ ეს არ შეიძლება... მე ვიყავი მსგავს სიტუაციაში აკ დავწერე ტუ როგორ გადავედი ზგვარს მწყერზე ნადირობის დროს მაგრამ ხალხმა უამრავი შენიშვნები მომცა და გავიტვალისწინე და ასე შემდეგ მარა ასე პირველივე სიტყვიდან რო ამას აცხადებ და ტან მაგარია ფარი ცოტა სხვა რამეა ეს წმინდასისხლის ბრაკონიერობაა ჩემი აზრით ამას გამართლება არ აქვს... ნიკა რაზმაძე
თოკო ჯიგარო ამ საქმის გადამწყვეტი არ არსებობს, ერთად ერთი ჩვენ რაც შეგვიძლია ისაა რომ ჩვენ ჩვენ საახლობლოში ახალ თაობებს მივცეთ მაგალითი წესიერებისა, ეს ადამიანი ვინცაა არა ყავს გვერდში ისეთი კაცი ალბათ რომ თავის დროზე ეთქვა რამე და არც თვითონ ქონია როდისმე იმის აზრი რომ ეს ესე არ უნდა გაკეთდეს, მაგნაირი ხალხის გამოსწორება ძაან ძნელია მაგრამ იმედი დავიტოვოთ რომ გადაავლებს თვალს ჩვენ საიტს და როგორმე 70-% მაინც შემობრუნდება სასიკეთოდ და იგივეს მოახერხებს თავის ძმა მონადირეებში ilovrentii,
როცა ტყეები გელიან.... როცა შენს მამულს მკერდი აქვს შენთვის გადაღეღილი... როცა ხეებს მოწყვეტილ და მიწაზე ზღაპრად გაშლილ ფოთლებზე, შენი სიარული სამშობის მოფერების ტოლფასია... როცა დილის ნისლი შემოგეხვევა და სხვა სამყაროში გადაგისვრის ჯოტია ცაავას ნასროლი რიყის ქვასავით... როცა თოთო ლეკვობიდან პატრონზე სუროსავით შეზრდილი ოთხფეხა მეგობარი ბუჩქებთან ისე გაიყინება რო დედამიწის ბრუნვაც კი წყდება და ჩერდება... როცა სიარულისაგან დაღლილი და ცუდი ხილვადობის გამოო შენი სროლის შედეგი განახევრებულია წინასწარ... როცა დილის ცვარისგან რეზინისბოტებს ზემოდან მუხლებზე შარვალი სველი გაქვს... როდესაც ნეშომპალას სუნი კი არ გაწუხებს არამედ ხვდები რომ ეგ ყვითელი ფოთლები უმღერიან დედაბუნებას და მსხვერპლად ეწირებიან მომავალ წელს ტოტებზე ასაფეთქებელ ყლორტებს... როცა ბუნება ტილოა და შენ ბუნების შვილი მხატვარი.... როცა სურათს შენ ხატავ, , როცა ძაღლი ის ფუნჯია რომლის გარეშეც ვერ დახატავ ვერაფერს... ძაღლის ოსტატურ მონასმზეა დამოკიდებული თუ როგორი ნადირობა- ნახატი გამოგივა... როცა ყოველი სანადიროდ გასვლა შეიძლება შედევრის შექმნით დასრულდეს... როცა ფერები ირგვლივაა შენს გარშემო , შენ ოღონდ დაინახე და შეუხამე სურათს... როცა ფრთების ერთმანეთზე მიხათქუნებით წამოვარდნილი ქათამი სისხლს გიყინავს ძარღვებში... ესვრი და... როცა სახლში დაბრუნებულს ფოტოკოლაჟივით გაგიელვებს ნადირობის კადრები . როცა ამოფრენის ხმა ყურში ისევ და ისევ გესმის.. ისევ და ისევ... ისევ და ისევ... და იწყებ მზადებას ახლი ნახატის დასახატად. . . ეხლა ამასთან ფარით ნადირობა როგორ ვახსენოო... ხო მოკალი ფარით 10-ი , 20-ი . 30-თი 1000-ი თუნდაც , ძაღლით ნადირობისას დაცილებული ერთი გილზი მირჩევნია მაგას... დამიჯერე ფარზე ნადირობისას არცერთი ადამიანი არ ჩერდება და ჰაერს ღრმად არ ამოისუნთქავს. არ მოავლებს გარემოს თვალს, არ მიეყრდნობა ბუმბერაზ ხეებს და ხელს არ შემოხვევს ამ ბრგე ვაჟკაცებს.. არ იცეკვებს თავის ძაღლთან ერთად ფოთოლ შრიალში... ვერ გაიგებს იმ ვაშლის გემოს სახლიდან დედამ ან მეუღლემ რო გამოატანა პირის გასასველებლად და ვერც გადახსნილი თოფიდან , გასროლილი ვაზნის ამოღებისას ამოსული დამწვარი დენთის კვამლის განსაკუთრებულობას შეიგრძნობს. ფარზე ნადირობას ეს შეგრძნებები არააქვს... არააქვს იმიტომ რომ ეგ ნადირობა კი არა ბრაკონიერობაა... ბრაკონიერს კი ის მადლი არ მიენიჭება რაც მონადირეს... მხოლოდ ჭეშმარიტ მონადირეს ააქვს მადლი უფლისგან ბუნების ამ მშვენიერებას ეზიაროს
ilovrentii, ვა რა კაცია პირველი შეტყობინება ეგრევე არამონადირული ამბავი გვაჯახა... კაია ერთი რამე მაინც რო თქვა და მერე ჩვენს პასუხს წაიკითხავს ეგება დაფიქრდეს.. ეგაა ქართველების სენი რო რაც არ ვიცით იმაზე ვლაპარაკობთ და არც გვინდა რამე ვისწავლოთ.. ეხლა იასნია ამან არც კი იცოდა რო ასე არამონადირულია, ხო და მეგობარო ერთს გირჩევ თუ კიდე შემოხვალ ყურადღებით წაიკითხე რაზე და როგორ უნდა ინადირო... ეს რა არის ის უნდა გენახათ ერტი რო მებლატავებოდა მოღერებული კისერით შარშან შველი მოვკალი და ორი ნუკრიც უკან მივაყოლეო.. ვაი რა ხალხის ხელში ვართ ელემენტალური ყველა მონკავშირსა და სანადირო მაღაზიაში რო აბრასავით იყოს გამოკრული რა ითვლება ბრაკონიერობად ასე აღარ იქნებოდა... ეხ
krimanjuli, რაო ამდენ აბდლობას როგორ ასწრებო?? და დილით ადრე ვდგებიო??? შე კაი კაცო მოჩვენებასავით რო ხარ საიტზე იმ დროს დაგვენახე როცა აქ ვართ ხოლმე :39:შემოგევლე აჩი მაგარი ჩანახატი იყო უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
krimanjuli, გენაცვალე უჩასგან ვიცი რაგაცეები და ვიცი რო კარგი საყვარელი პიროვნება ხარ... სრული მოწიწებიტ ვწერ ამ ყველაპერს ახლა ტან ცოტა წიტური მაქვს გადაკრული და ხმამაგლა ვამბობ კრიმანჯიული შენ გენაცვალე წავიკიტხე და შენ სიტყვებში დიდი სიყავრული დავინახე დედას გეპიცები ძალიან მიყვარხარ და შემძრა შენ სიტყვებმა... ხმამაგლა ყველას ვპირდები რო არამონადირულ ქცევას არასდროს ჩავიდენ იგივეს ვურჩევ ჩვენ მეგობარს... შევუწYOტ მონადირის კულტურის გავითარებას საქართველოში ეს გვაკლია მე თგვენგან ვსწავლობ რაგაცეებს და რასაც ვისწავლი ყველგან ამას დავნერგავ... ნიკა რაზმაძე
ძალიან ცუდი გიქნია! , შეიძლება უნებლიეთ მოგივიდა(შეიძლება ნებსით), იმედია კარგად ჩაუღრმავდები თითოეული მონადირის გამოხმაურებას შენს პოსტზე და მომავალში ბრაკონიერობას აღარ ჩაიდენ... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
დგეს დგეობით ცოტა დარჩა ვინც ჩვენაირად პიკრობსს და დზან ცუდი!!!! ყველა ბრაკონიერის საყურადგებოდ: იპიკრეთ მომავალზეეე ტუ აგარაპერი დარჩა არც ცხოველი არც პრინველი არც ტევზი ცყალსში.რაგას ვასცავლით ჩვენ შვილებს???გავუპრტხილდეთ მომავალსსს kavtaradze
ilovrentii, ლაშა86-ის პოინტერი თუ არ გყოფნის, შეგვიძლია რამე დაგიმატოთ, რავი თOფი რომელსაც ხელს დაადებ, მანქანასაც არ დავინანებთ ოღOნდ შენ ფარში გაგვიცვალე, ხო თან მაღარიჩი მაღარიჩად დარჩება..... ვააააიიიიი
krimanjuli, მართლა ძალიან კარგი იყო ეგ ჩანახატი, და შენც ძალიან კარგი ხარ ასეთ ჩანახატებს რომ წერ, ღმერთმა დიდხანს და მონადირულად გაცხოვროს :39: საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!