21:34:07
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მეზენიტე
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:17:18 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოჩნდა სანატრელი იხვი ცის ჰორიზონტზე, დოუძახე საყვირით და ქე მოდის შენსკენ, გეისუსე და იმარჯვებ თოფს ნელნელა, სისხლი გეყინება ძარღვებში, რამდენიმე წამიც და ჩამოვა სასროლზე... ამ დროს გესმის შორიახლოდან ბახ, ბახ, ბახ... და იხვი კიდევ უფრო მაღლა ადის, შეშინებული ეცლება იქაურობას... ხვდები, რომ ნადირობა ჩაგივარდა, რადგან მახლობლად „მეზენიტე“ ჩასაფრდა...
მეზენიტე - თოფიანი კაცი, რომელიც არასასროლ მანძილზე ესვრის მოსულ ფრინველს და აფრთხობს მას.
მოკლედ, აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვიტე ამ თემის გახსნა. აქ დავწეროთ მეზენიტეებთან ერთად ჩატარებულ ნადირობებზე 48


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:20:02
 
dato75დრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:41:18 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეზენიტეები მაგარი მონადირეები არიან, ალბათ მანძილს ვერ საზგვრავენ თოფსა იხვს შორის. ან გონიათ მაგარი თოფები გვაქვს და ჩამოვაგდებთო.
 
mamalixarazuliდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:46:39 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rezo100 აი ესაა მეზენიტე ბრატ 167 ზურა333, კარგი თემა გახსენი, ნამდვილად საჭირო 166 ნადირობის კულტურა ვისწავლოთ ხალხნო! აცალეთ ერთმანეთს //ამ "მაგნუმის" შემოსვლამ ხო სულ გადარია ხალხი// .

"თოფს უკან,კაცი უნდა!"

შეტყობინება დაამუშავა mamalixarazuli - ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:48:04
 
neoდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:48:44 | შეტყობინება # 4
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგი მეზენიტები ჩვენი სადარდებელი არიან.ჭკუას ვერასდროს ვერ ისტავლიან.თუ ეტყვი რამეს აქეთ შემოგადავებიან.ერთან კი მომიწია ხიპიში.და მერე რომ დავფიქრდი აზრი არ ქონდა.მაინც ვერაფელს შეაგნებიებ.ასე გამოდის არც მე და არც შენო,მაგენის გარმოსახედიდან. მეტი რას მივაწერო.
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:53:50 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333 სახალისო და ამავდროულად საჭირო თემა წამოწიე, მე მომიწია მეზენიტეებთან ერთად ნადირობა რამოდენიმეჯერ, მაგრამ ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, ორი მეზენიტე ამაგრებდა "დოტს" თვითდამტენებით, #1 საფანტით აღჭურვილები და მე-5 ვაზნას სანამ არ მიაცლიდნენ არ ჩერდებოდნენ. ყველაზე ახლოს ჩემი ვარაუდით 80 მეტრზე მოუშვეს და კიოდნენ თავზე დაგვაჯდაო, ასობით იხვი გადადიოდა და ერთი ვაზნა ვისროლე სულ, ისიც შედეგიანად, ბედმა გამიღიმა gimili ამ იხვმა მეტი დამაჯერებლობა შესძინა ჩემ რჩევა-დარიგებებს :167:
უამრავი მიზეზია, მაგრამ მე გამოვყოფი მსხვილი საფანტისადმი გადაჭარბებულ "ნდობას" და მაგნუმების "სუპერ" შესაძლებლობებს 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 27.01.2016, 20:55:25
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 23:10:18 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე სასაცილო რაც გამიგონია ერთმა მითხრა კაცო გილზაზე 70 მეტრი აწერია რას ლაპარაკობ რა 30-45 მეტრიო, კაი თოფი 80 მეტრზე კლავსო :) გილზაზე რაც აწერია ქე მოგეხსენებათ :)
 
besarionდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 23:19:20 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგ ხალხს სჯერავს რომ მაგნუმის ვაზნა ას მეტრში კლავს..ეჰ რამdენჯერ dამიფეთეს საყვირზე წამოსული იხვები მაგას ვინ მოთვლის..მე უფრო უცოdინრობას ვაბრალ მაგ ყველაფერს..არც იციან dა არც კითხულობენ...ხოdა თუარ იკითხე ისე ვერაფერს ვერ ისწავლი...მაგარს dავცინი მაგ სასტავს..ას მეტრში dასცხებენ dა მეექვსე ვაზნას რო მიაცლიან იხვი უკვე ორას მეტრშია..თუმც მაdლობასაც ვეტყვი იმიტომ რომ,ერთი პარკი ცარიელი ვაზნა მოვბოჭე..ეგრე უაზროd ნასროლი..რომლებსაც ისე უაზროთ ნაღdაd არგავატან ქარს როგორც მაგენი ატანენ 069
 
MateMonadireდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 23:31:21 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მეზენიტე : D
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 23:48:17 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საჭირო თემაა, მითუმეტეს იხვი არ ჩანს და შევიქცევთ თავს. ერთხელ ქარიან ამინდში ვდგავარ და ვხედან ტყიდან ჩემკენ მოფრინავს პატარა იხვების საკმაოდ დიდი ჯგუფი, დაბალზე და შეჯგუფულად, ლულებში 7 ნომრები მაქვს, ვდგავარ გაქვავებული, გულისცემა თანდათან იმატებს, მანძილი ჩემსა და იხვებს შორის მცირდება, ჩამკეტი უკვე გადავწიე და .... დუპლეტი ისროლა ჩემს გასწვრივ 100 მეტრიდან ტიპმა. მერე ვერ მოვითმინე, მივედი და რაც შეიძლება წყნარად ავუხსენი, საკმაოდ ზრდილი და კარგი ახალგაზრდა აღმოჩნდა, სულ მეორედ გამოვედი სანადიროდ არ ვიცი ბევრი რამეო...
ერთსაც ვიტყვი სანამ "პერელიოტი" დაიწყება, ქარიატაში შევდივართ ტყეში და ჰადაჰა სასროლზე წრიალებს იხვი ტყის თავზე დღე, სამნი ვართ, ცოტა გამოცდილები და ვერ გავბედეთ ერთმანეთის თანდასწრებით სროლა, თორე ცალცალკე შეიძლება წაგვცდენოდა ხელი.... მეორე დღეს ისევ მივდივართ, იხვი არის და ერთს მოაქვს კარტეჩები, ისევ ისეთ მანძილზე იმოძრავა დაღამებამდე იხვმა, ესროდა ეს კარტეჩებს, მაგრამ ვერცერთს ვარ მოახვედრა, მაგარი ნაწყენი და გაოგნებული დარჩა.

დამატებულია (27.01.2016, 23:48:17)
---------------------------------------------
solomon კიდე კაი მაგას ის რომ არ წაუკითხია, მაგნუმებს რო აწერია 1050

 
Becasseდრო: ხუთშაბათი, 28.01.2016, 01:57:49 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეჰ, ბევრს ბევრი ახსნით დღემდე ვერ ვაჯერებ რო ე დალოცვილი თოფები 40მეტრის იქით არაპროდუქტიულია. ერთ ისტორიას მოვყვები, მე დაბმამაჩემი ვიდეით დილის გადაფრენაზე, შემალულები ვიყავით "ხაბოში", ნუ დაიწყო გადაფრენა და სროლაც კარგად ისმოდა, გვერდით ვიღაც მჯდარა კიდე და რო დავიძახე სანამ ჩავჯდებოდით არ გამცა ხმა და ვიფიქრე თავისუფალია ადგილითქო, არადა ისეთი ადგილია დილით მოაული იხვი წყალზე დასაჯდომად კარგად იწევს. ხოოდა ვდგევართ გაფაციცებულები და შემოვიდა პატარა იხვების კარგი გუნდი, და დაუბაგუნა სადღაც 80მეტრზე გვერდიდან ვიღაცამ, კაი ეგ გავატარეთ და მეპრეჯერაც ასე განმეორდა, ესეც მოვითმინე და მესამეჯერ კარგად რო მოთენდა ვუყურებ რო კარგი გუნდი მოდის, დაახლოებით 20 ცალიანი და ჩავჯექით და ველოდებით წამიწამზე სასროლზეა, იწევდა დაბლა და ისევ გავარდა 2პირი ისიც დაახლოებით 80მეტრზე, ამეშალა ნერვები და მივედი, მეთქო ეგ და კიდე ბევრი ნაღდად არიყო შენთან სასროლზეთქო და ასე მითხრა მაგისთვის ვარ მოსული რო 2გილძი ვისროლოო, ვეღარ ვუთხარი ამ პასუხის მერევვერაფერი, ან და აზრიც არქონდაბრამის თქმას

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
sabjekდრო: ხუთშაბათი, 28.01.2016, 09:10:35 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MateMonadire, მაგარი სურათია 10

დამატებულია (28.01.2016, 09:10:35)
---------------------------------------------
მეზენიტეებს არაფერი უშველით პირდაპირ ფიზიკური დამუშავების გარდა. ახსნა-განმარტებები ვისზეც ჭრის, ის ამას არ საჭიროებს. ვისაც არ ესმის განმარტებები, ისინი არიან მეზენიტეები, ხოლო რადგან განმარტების გამგები არ არის, მაშინ მაგრად უნდა ცემო და ჰოი, საოცრებავ, შიში მომდევნო, ხელახალი ცემისა, აიძულებს დაფიქრდეს სროლამდე, აქ დროს დაკარგავს და ვეღარ გაისვრის. მონადირეს კი დარჩება შანსი მოინადიროს იხვი 166


kakhi
 
oxotnik42დრო: ხუთშაბათი, 28.01.2016, 11:56:58 | შეტყობინება # 12
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არაპერი ეშველებათ მეზენიტეებს

დამატებულია (28.01.2016, 11:56:58)
---------------------------------------------
069 069 069 069 თავისით თუ მობეზრდებათ 36_1_69 36_1_69


d.gvilia
 
levani983დრო: ხუთშაბათი, 28.01.2016, 12:10:42 | შეტყობინება # 13
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეზენიტეებს გონიათ თოპის მაგიერ ზარბაზნები აქვთ და ესვრიან კილომეტში ასეა მგონი აბა სხვა ახსნა ვერ ვიპოვე 48 48 15 15

levani ambroladze
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика