დამატებულია (24.04.2011, 10:14:26) --------------------------------------------- მე ბავშვობიდან ასე 7-8 წლიდან დაინტერესებლი ვარ ბაზიერობით და მტაცებელი ფრინველებით... საერთოდ ბუნება მიყვარს და მტაცებელი ფრინველის ყოლა, ჩემი აზრით , მაქსიმალურად გაახლოვებს ბუნებასთან... სულ ვეძებდი ბუდეებს მაგრამ ამოაოდ... მიუხედავად იმისა რომ გლდანში გავიზარდე და იქ დიდ ხანს ვცხოვრობდი კირკიტას ბუდესსაც კი ვერ მივაგენი... ამას იმით ვხსნი რომ მე არ მქონდა საკუთარი თავის რწმენა და არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ბაზიერი გავმხდარიყავი... გილი მიფანცქალებდა სულ როდესაც ტელევიზორში ან ქუჩაში ვინმე ბზიერს ვხედავდი, მეც მინდოდა მაგრამ ჩემთვის მიუწვდომელი რამე მეგონა... ბაზიერსაც არავის არ ვიცნობდი, მაგრამ დაახლოებით 300 დღის წინ აღმოვაჩინე საიტი ბაზიერი.გე და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მართალია დიდი ხანი არ შემოვდიოდი დარეგისტრირების შემდეგ და მხოლოდ შემოდგომის ბოლოს ზამთრის დასაწყისში დავიწყე დაკვირვებით სავლა მაგარამ შჯობს გვიან ვიდრე არასდროს... ძალიან მონდომებულად მოვეკიდე ამ საქმეს, მივხვდი რომ თუ ადამიანს სულით და გულით უნდა და შრომობს ,აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ბაზიერი.გე ზე წავიკითხე რამდენჯერმე ყველა სტატია გავეცანი ფორუმში ყველა თემას და ყვლა ადამიანის შეხედულებას ამ საქმის მიმართ, ფორუმიდან და სტატიებიდან ვისწავლე თეორიულად საკმაოდ ბევრი რამ და ასევე სურათები და ვიდეოებიც ბევრი ვნახე... მაკლია პრაქტიკა და მოუთმენლად ველი ჩემს პირველ მტაცებელს.... მქონდა მტაცებელი ფრინველის დაჭერს მცდელობებიც... დავაგვიანე მაგრამ მაინც ვცდილობდი, თითქმის მთელი დეკემბერი საირაოზე გავატარე და მიმინოს დაჭერის ცოტა გამოცდილება მაინც მივიღე, რადგან იყო მიინოს მოსვლის შემთხვევები... 1 მიმინო ბადეში გახლართული გამომიძვრა და ეს ჩემი უყურადღებობის ბრალი იყო, კარგი მაგალითი მივიღე ამით. გავიგე, რომ ეს საქმე ხუმრობა არარის, ბოლოს და ბოლოს საქმე გვაქვს ცის უსწრაფეს ბინადრებთან... სხვა რაღა დავწერო? დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა რაიმე სახით იმაში, რომ მე ახლა ცოტა მაინც მესმის რა როგორ.... აბა წარმატებები მისურვეთ....
დამატებულია (26.05.2011, 19:06:20) --------------------------------------------- დღეს ამოვიყვანეთ კირკიტას ბარტყი და ბაზიერი გავხდი ჯერ პატარაა ალბათ 3-4 დღის თუ იქნება... 3 დღის წინ რო ვნახეთ კვერცხი იყო და მერე უკვე ბარტყი მაგრამ ცოტა მერე ამოვიყვანეთ მე ვფიქრობ რომ 2-3-4 დღის იქნება სადღაც ამ შუალედში უფრო 3 დღის ალბათ. რავი ყველანაირად ვეცდები კარგი გავზარდო....
აი ისიიიიცცცცცცცცც ეს მეორე სურათი ჯერ თვალი არ აქვს ახელილი p.falcon
ვაჩვევ თანდათან რომ პირი უნდა გამიღოს და ისე შეჭამოს მოძლიერდა უფრო თორემ აქამდე მე ვუტენიდი და იმასაც საცოდავად ყლაპავდა აი ისიც
დამატებულია (30.05.2011, 20:53:34) --------------------------------------------- ეს დღევანდელი ფოტო გაიზარდა მაგრად და ჩაჯდა ფორმაში მიჯერებს და აკრგად ჭამს უკვე აი თვალსაც ახელს მაგრამ უმეტესად დახუჭული აქვს ისევ
ესეც დღეს გადაღებული იზრდებააა უკვე 1 ბეღურას ჭამს დილას ერთ ჭამაზე
დამატებულია (04.06.2011, 21:55:28) --------------------------------------------- ეს ის ადგილი სადაც ჩემი მტაცებლები ივარჯიშებენ და + ამას ღაჟოს ბუდობააააა
კი იწევს... ეგ კი არა დღეს ფრთაში დაჭრილი ბეღურა ჩავუგდე და ეცა ეგრევე და თავში წაავლო ნისკარდი კლანჭს ჯერ ვერ ხმარობს ფეხზეც ვერ დგას ჯერ კარგად მერე თბილი ხორციც ვაჭამე
დამატებულია (10.06.2011, 09:54:28) --------------------------------------------- ეს ისე მივეცი მაინტერესებდა რას იზამდა და პუტვა დაუწყო და ჯერ ფეხზე ვერ დგას კარგად მაგრამ ბრჭყალი მაინც მოჭიდა ზემოდან... მერე გავუპუტე და გავაძღე
toka_monadire, კარგადაა უკვე დღეს დაახლოებით 40-50 მეტრიდან ხელზე მოვიდა და ასევე 2 ჯერ მოვიდა ხელზე გაფრენილი ჰაერიდან ჯერ კიდე მსუქანია და ერთი გატეხვა ჭირს და მერე კარგად იქნება ყველაფერი შენ რასშვები ძაღლი გყაავს? მალე მყწრის სეზონი მოვა და მერე...........
აი რა შეუძლია კირკიტააას მტრედმა მიმტყუვნა ცოტა მეტი ბუმბული მოვაპუტე და ვერ გაფრინდა კარგად მაგრამ დასაწყისისთვის მაგარია და იმედია ფინალიც ასეთი კარგი იქნება
ჩემი ღაჟოები პირველი დიდად რო ჩანს ძალიან ნიჭიერი ღაჯოა ჯოხს რო ვერ ხედავს რო დაჯდეს ეკეტება მიწაზეც რო დასვა და ჯოხიც მიწაზე დადო მაინც ჯოხთან მიდის და ჯდება p.falcon
დღეს ავედი ქორის დასაჭერად, უ ცებ ჰორიზონტზე მტაცებელი გამოჩნდა წრეებს არტყავდა... მე შევვარდი კარავში და ჩიტის გაფეთქება დავიწყე მაგრამ არ წამოვიდა ფრინველი ბადეში და უკვე რომ გამოვიხედე ქოხის სარკმელიდან ცაზეც არ იყო მაგრამ ჩციტს შევატყე რო აიწურა და ისევ დავუბრუნდი ძველ პოზიციად და გავაფეთქე რაჯო, ამ დროს ღაჟომ წრიპინი დაიწყო და კარვისკენ წამოსვლა და მივხვდი რო მტაცებელი საცაა დაარტყავდა ბადეს მაგრამ სამწუხაროდ ხდეება ხოლმე როცა სხვა მტაცებელი ბადის უ კანა მხრიდან წამოვა და ღაჟოის კლავს მე კიდე მეგონა წინიდან მოდიოდა ჯერ შხუილის ხმა გავიგე და მერე დიდი სისწრაფით დაარტყა ღაჯოს ჯოხს რარაცამ და კინაღამ ხელიდან გამაგდებინა და ჩემ ბადეს სუსტად შეეხო მე ჯოხი დავკეტე და მტაცებელს თავცში მოხვდა და მიწაზე ფრთები გაშალა და ცალი ფეხით იყო გაბლანდული, ყველაფერი წამებში მოხდა გადავხტი კარვიდან სწრაფად რო ხელი მეტაცა მაგრამ გამასწრო და გაფრინდა და აი ასეთი სიტუაცია დატოვა
ეჰ დღეს გავუშვი ჩემი კირკიტა 26 მაისს ამოვიყვანე სულ რაღაც 3 დღის ბარტყი იყო და მას მერე ყავს.... ძალიან მაგარი ფრინველი იყო და გული დამწყდა მაგრამ მისთვის ასე აჯობებს ინავარდოს ბუნებაში, თავისუფლება არ ღირსებია აქამდე... მე სწავლას ვიწყებ და ცოტა ხანი ვტოვებ ბაზიერობას და 1წელიწადში ისევ ავიყვან ფრინველს იმედია p.falcon
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!