05:21:30
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Gia  
საქართველოს კანონმდებლობა მონადირეებისა და მეთევზეებისთვის
Adminდრო: სამშაბათი, 09.11.2010, 02:55:09 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კ ო დ ე ქ ს ი

მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების
არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და
წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა,
აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება
ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია
და ჰიბრიდიზაცია

1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე. (25.07.2006. N3516)
მუხლი 851. ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა საბინადრო გარემოს
ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების
(ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების,
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის
რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა
ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა

გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით. (06.06.2003 N2359)

მუხლი 854. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს
ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და
მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა

უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516)
მუხლი 855. გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობსათვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ.3)

მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევა (4.05.2010. N3054)

1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.
2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ნახევარბარკასის ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 87. ამოღებულია (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370)

მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-
ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის
დარღვევა (8.05.2007 N4713)

1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოც ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ორმოცდაათ ლარამდე.

მუხლი 891. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების
მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,
მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე
ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების
მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,
მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე
ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი
იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული
არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის
შეტანა

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 893. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი
იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი
საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან
გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება
ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის
თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის
ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა

1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516)


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: სამშაბათი, 09.11.2010, 03:02:42 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი

მუხლი 300. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
უკანონოდ მოპოვება (28.04.2006. N2937)

1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან შიდა წყლებში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, ელექტროდენით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ანდა თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ან ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალში ან აღკვეთილში, ანდა აკრძალულ დროს ან ადგილას, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 301. უკანონო ნადირობა
1. ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)
2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს ”წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირფრინველზე, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 302. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის
ადგილსამყოფლის მოშლა

1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენება, სადაც საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, –
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის გადაშენება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)

მუხლი 303. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა
1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

მუხლი 304. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება
1. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით,
-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

მუხლი 305. დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა
სახელმწიფო ნაკრძალის, აღკვეთილის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, დაცული ლანდშაფტის ან სხვა დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო
თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძე
ნა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან
გასაღება

1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. (25.07.2006 N 3530)
2. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. (28.04.2006. N2937)
შენიშვნა: ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლში ჩამოთვლილ საგნებს, გათავისუფლდება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: სამშაბათი, 09.11.2010, 03:03:13 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კ ო დ ე ქ ს ი

მუხლი 76. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა
ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, აგრეთვე ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
მუხლი 180. მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვ¬ლუ¬ლიანი სანადირო იარაღის შეძენის, შე¬ნახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარ¬ღვევა
მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის გარეშე, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა
იარაღის შენახვაზე შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის მქონე მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო და კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა, _
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, ან იარაღის და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევას.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ნახევრიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა მათი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულებების და ორგანიზაციის მუშაკების მიერ, აგრეთვე მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენება არადანიშნულებისამებრ, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ორიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

მუხლი 182. ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ვადების ან მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს, _

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

მუხლი 183. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძოლო მასალების რეალი¬ზა¬ცი¬ისაგან თავის არიდება
ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძო¬ლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება იმ მოქალაქეთა მიერ, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოებმა გაუუქმეს მათი შე¬ნახ¬ვის ნებართვა მონადირეთა საზოგადოებიდან გამოსვლის გამო, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე იარაღისა და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევით.

მუხლი 1831. წყალქვეშა სანადირო თოფების შეძენის, გა¬ყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გა¬მოყენების წესების დარღვევა
წყალქვეშა სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, _

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თამამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის გან¬მავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირ¬ველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თამამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
a11201დრო: პარასკევი, 18.03.2011, 13:50:38 | შეტყობინება # 4
ჯგუფი: წაშლილები





საქართველოს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N 18
2009 წლის 25 მაისი ქ. თბილისი

“ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე

”ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1999 წლის 3 ივნისის N 68 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი
1. ფრინველები

ა) რუხი ბატი
Anser anser
ბ) თეთრშუბლა იხვი
Anas penelope
გ) რუხი იხვი
Anas strepera
დ) ჭიკვარა
Anas crecca
ე) გარეული იხვი
Anas platyrhynchos
ვ) ბოლოსადგისა იხვი
Anas acuta
ზ) იხვინჯა
Anas querquedula
თ) ფართოცხვირა
Anas clypeata
ი) ხოხობი
Phasianus colchicus
კ) კაკაბი
Alectoris graeca
ლ) მწყერი
Coturnix coturnix
მ) მელოტა
Fulica atra
ნ) წყლის ქათამი
Gallinula chloropus
ო) ჩიბუხელა
Lymnocryptes minimus
პ) ჩიბუხა
Gallinago gallinago
ჟ) ტყის ქათამი
Scolopax rusticola
რ) ქედანი
Columba palumbus
ს) გარეული მტრედი
Columba livia
ტ) გულიო
Columba oenas
უ) ჩვეულებრივი გვრიტი
Streptopelia turtur

2. ძუძუმწოვრები

ა) ნუტრია
Myocastor coypus
ბ) კურდღელი
Lepus europaeus
გ) მაჩვი
Martes meles
დ) ტყის კვერნა
Martes Martes
ე) ქვის კვერნა
Martes foina
ვ) მგელი
Canis lupus
ზ) ტურა
Canis aureus
თ) მელა
Vulpes vulpes
ი) ენოტისებური ძაღლი
Nyctereutes procyonoides
კ) ტყის კატა
Felis silvestris
ლ) გარეული ღორი
Sus scrofa
მ) შველი
Capreolus capreolus
ნ) ენოტი
Procyon lotor

დამატებულია (18.03.2011, 12:49:55)
---------------------------------------------
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N 247
2008 წლის 4 მარტი ქ. თბილისი

გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე

«ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის «შ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გამცემლიძე

დებულება გარეული ცხოველების
რეგულირების წესის შესახებ

მუხლი 1. დებულების მიზანი
წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები.

მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები
1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებანი უნდა ხდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება.

მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო
საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით
1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას (შემდგომში სამინისტრო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში - ინსპექცია), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექციას. გარემოდან ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით იმ პირის მიერ ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, სამსახური ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ადგენს შესაბამის აქტს ცხოველის განადგურების თაობაზე.
3. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება სამინისტროს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებისა და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. (5.10.2009 N 36)
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო რეგულირების ღონისძიებათა აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. (5.10.2009 N 36)
5. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო განცხადების განხილვისა და საკითხის ადგილზე შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის და ხერხების შესახებ, რეგულირებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობისა და რაოდენობის ჩვენებით. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. სამინისტრო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებასა და ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რის შემდეგაც მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების თაობაზე. (5.10.2009 N 36)
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ რეგულირების ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სამინისტროს შორის «ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით, რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება ინსპექციის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე.
7. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან თავშესაფარს. ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში იგი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.
8. სათანადო კვლევებზე დაყრდნობით სამინისტრომ შესაძლოა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გარეული ცხოველების რეგულირების განხორციელების თაობაზე.

მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-
ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ
ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით
1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, ან შინაური და გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის არსებობის და გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფუძველია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი განცხადება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარუდგენს სამინისტროს.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
4. სამინისტრო განცხადების გახილვის შემდეგ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას რეგულირების ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება «ვეტერინარიის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის
პასუხიმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამატებულია (18.03.2011, 12:50:38)
---------------------------------------------
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი (13.02.2006 N90)
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები. (6.12.2007 N1735)
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (კანონმდებლობთ დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3–ის) და/ან რეალიზციის მიზნით. (6.12.2007 N1735)
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე. (6.12.2007 N1735)
4. სანაპირო თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არაუმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ. (21.10.2010 N 49)
41. შიდა წყალსატევებში თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში. (21.10.2010 N 49)
5. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
6. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
7. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
8. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:
ა) ფსკერული ვარიანტი –გამოიყენება ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონიტების საჭერად;
ბ) პელაგიური ვარიანტი –გამოიყენება ტიპური პელაგიური თევზების დასაჭერად;
9. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
10. სახლართი ტიპის ბადეები- ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
11. თევზმახეები- ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია “ძაბრისებური”, “კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებუროი კედლებით.
12. ჩასადგმელი იარუსები- სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
13. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები - აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
14. ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
15. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
16. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
17. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
18. ხოლიხი- მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება “ჩიხის პრინციპს.
19. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სამკუთხა ფორმის სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს. (21.10.2010 N 49)
20. სასროლი ბადე _ სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე; (21.10.2010 N 49)
21. ჩოგანბადე _ სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე; (21.10.2010 N 49)
თავი II. ნადირობის საშუალებები და წესები
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).
11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (17.08.2010 N 35)
2. ამოღებულია (13.08.2009 N 26)
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტებია: (17.08.2010 N 35)

ლათინური დასახელება
ქართული დასახელება
ვადები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები
1
Anser anser
რუხი ბატი

01.11 – 01.03

საერთო დღიური რაოდენობა
8 ცალი
2
Anas strepera
რუხი იხვი

01.11 – 01.03

3
Anas crecca
ჭიკვარა

01.11 – 01.03

4
Anas platyrhynchos
გარეული იხვი

01.11 – 01.03

5
Anas querquedula
იხვინჯა

01.11 – 01.03

6
Anas clypeata
ფართოცხვირა იხვი

01.11 – 01.03

7
Fulica atra
მელოტა
01.11 – 01.03

სხვა ფრინველები
8
Scolopax rusticola
ტყის ქათამი
15.10 – 15.12
7 ცალი

9
Gallinago gallinago
ჩიბუხა
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5 ცალი

10
Coturnix coturnix
მწყერი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
20 ცალი

11
Columba palumbus
ქედანი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი

12
Columba livia
გარეული მტრედი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი

13
Columba oenas
გულიო (გვიძინი)
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი

14
Streptopelia turtur
ჩვეულებრივი გვრიტი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი

5. ამოღებულია (13.08.2009 N 26)
6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
8. აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. (13.08.2009 N 26)
9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, გარდა “გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის N247 ბრძანების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას. (13.08.2009 N 26)
10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: (13.08.2009 N 26)
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, “გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის N247 ბრძანების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით”.
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით.

მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი (13.08.2009 N 26)
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა (13.08.2009 N 26)
ნადირობა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
თავი III. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები (13.02.2006 N90)
მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო
1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში;
3. აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესერთავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე;
გ) მდ. ხრამში – სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;
დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში);
ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60 მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120 მეტრიანი იზობათის ფარგლებში;
ზ) რიწის ტბაში;
თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.
პ) პალიასტომის ტბაში: (15.01.2007 N 28)
პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 დეკემბრდან 15 ივლისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი - 1 დეკემბრდან 15 ივლისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი - 1 დეკემბრდან 15 ივლისამდე;
პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ვ) შემაია - 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ზ) მცირე ვიმბა - 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ი) კობრი - 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ.ლ) ღორჯო (მდევარი) - 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.მ) მრგვალი ღორჯო - 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ნ) შავი ღორჯო -1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
4. ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
5. ყველა სხვა შემთხევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
6. თევზის ჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება

 
davidდრო: ოთხშაბათი, 17.08.2011, 10:13:15 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია მაგრამ ცოტა გაუგებელ ენაზე არის დწერილი ,

DM
 
kachaber12დრო: შაბათი, 10.12.2011, 00:59:01 | შეტყობინება # 6
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტახზე სანადიროდ ლიცნზია თუ გაიცემა და რა ღირს?
 
Adminდრო: კვირა, 15.01.2012, 04:43:12 | შეტყობინება # 7
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (kachaber12)
ტახზე სანადიროდ ლიცნზია თუ გაიცემა და რა ღირს?

ჯერჯერობით მაგ ტიპის ინფორმაცია ოფიციალურ სტრუქტურებს არ გამოუქვეყნებიათ


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: კვირა, 15.01.2012, 04:44:53 | შეტყობინება # 8
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (david)
კარგია მაგრამ ცოტა გაუგებელ ენაზე არის დწერილი ,

თუ რამეა გაუგებრად თქვენთვის საინტერესო შეგვეკითხეთ და და ავხსნით


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
გიომონადირედრო: კვირა, 15.01.2012, 15:53:35 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამერიკასჰი როგორი კანონია იციტ არასრულწლოვნებისტვის ისინი იგებენ სპეციალურ ლიცენზიას და ნადირობენ ლიცენზიაში მიტიტებულ ცხოველებზე და ფრინველებზე ასევე ამერიკაში არის სპეციალური ორ კვირიანი სეზონი 12 დან 18 წლამდე ბავშვებისტვის და ჩვენტან რატო ატ არის ასე?? 01155 XOXOBI XOXOBI cat062 cat062

გიორგი კაკაშვილი
 
alekoდრო: კვირა, 15.01.2012, 17:30:11 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (გიომონადირე)
ჩვენტან რატო ატ არის ასე?

გიომონადირე, რატო არ იქნება?! ამერიკას ადარებ საქართველოს?, თანაც ნადირობაში?!ამერიკა განვითარებული ქვეყანაა(ელემენტ. გეოგრაფია) 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 23.01.2012, 21:40:44 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



არის ვადებიც გამოქვეყბნებული ოღონდ ჯერ არ ვიცი ეს შეიცვლება თუ რახდება საერთოდ! იმდენი სისულელე მზადდება რო ვატყობ მალე ატყდება ერთი ამბავი


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 23.01.2012, 22:19:03
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 24.01.2012, 17:21:50 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნახეთ რამდენი სიდებილეა ბაზიერობაზე და ძაღლზე დაბლა 25

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №276
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული
დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:
ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:
ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე
(გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა,
ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი
იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:
ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;
გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;
რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური


საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №275
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების,
ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების
ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07
ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას
დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა)
მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ
პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.“
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ
გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ
საზღვრებში“.
3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:
ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ
წლამდე ბელი;
ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ“, „დ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;
გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;
დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;
ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;“
4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.“
5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები:
„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.
11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას,ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი
ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი,
რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას
(დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის
გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს,
აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“
ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. “
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 3 პრიმა. ნადირობისათვის აკრძალული ვადები
1. ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;
დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;
ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე;
რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე;
ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;
ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;
ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე;
ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;“

7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ა. ხეთაგური


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - სამშაბათი, 24.01.2012, 18:01:57
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 24.01.2012, 19:48:57 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ეს ბრძანება დადებულია კაი ხანია და რა საჭიროა ორჯერ ერტი და იგივე ინფორმაცია?!

http://www.bazieri.ge/news


შეტყობინება დაამუშავა -BERG- - სამშაბათი, 24.01.2012, 19:52:20
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 24.01.2012, 20:06:22 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, რო მენახა ხო არ დავდებდი 23
თან კანომდებლობაში უნდა იყოს ასე მგონია, თუ არა წაშალე რა პრობლემაა


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - სამშაბათი, 24.01.2012, 20:08:18
 
l)omidzeდრო: სამშაბათი, 24.01.2012, 21:28:55 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიომონადირე გეთანხმები ეგრე უნდა იყოს

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
zio11დრო: შაბათი, 04.02.2012, 02:27:02 | შეტყობინება # 16
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაინტერესებს იარაღის (სანადირო თოფების) უცხოეთიდან შემოტანის შესახებ კანონმდებლობა. ვინმეს თუ ჩამოუტანია თოფი საქართველოში და როგორ? რა საბუთები დაგჭირდათ?
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 04.02.2012, 03:03:20 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში ნებართვა იარაღის შემოტანაზე. გასცემს შსს–ს მოსმახურების სააგენტო ანუ სანებართვო. ნებართვა ღირს 8 ლარი. ამის შემდეგ უნდა მოძებნო თუ აქედან გინდა შეძენა დისტრიბუტორები ან პირდაპირ მწარმოებლები უცხო ქვეყანაში საიდანაც გსურს გამოგზავნა სახლიდან ინტერნეტის საშუალებით.
როგორც წესი ნებართვას, რომელიც არის ქართულ ენაზე დაჭირდება აპოსტილი (მიმართეთ იუსტიციის სამინისტროს) და შემდეგ დამოწმებული ნოტარიუსის მიერ თარგმანი. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ აქ გაცემულ ნებართვას ქონდეს იურიდიული ძალა იქ.
სხვა და სხვა ქვეყნებს აქვს სხვა და სხვა კანონები, მაგალიტად იტალია აწვდის იარაღს მიმღები ქვეყნის საბაჟო ტერიტორიამდე, შემდეგ აღარ ზრუნავსო აღარაფერზე.
თუ შენ ჩადიხარ და გინდა წამოიღო მაშინ პრობლემა არაა თუ აქედან ნებართვა მიგაქვს და საბუთები,ხოლო გამოგზავნით ჩამოდის იარაღი თვითმფრინავით როგორც კომერციული ტვირთი, სავარაუდოთ ფოსტიტაც შეიძლება ჩამოვიდეს. ძირითადად მაღაზიებში არის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვისათვის საბუთები გამზადებული და დარწმუნებული ვარ არაერთი გაუყიდიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, ასე რომ პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია, მიტუმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამარტივების კუთხით გადადგა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ იარაღზე საბუთის მიმართ ნდობა და ცნობს ნამდვილად.
გაითვალისწინე, რომ ნბართვის დედანი უნდა დაიტოვო აქ რომ განაბაჟო იარაღი.
გაითვალისწინე, რომ თუ ნებართვა აიღე და არ გამოიყენე უნდა მიბრძანდე სანებართვოში და დაწერო ახსნა განმარტება, რომ ნებართვა კი აიღე მაგრამ არ გამოიყენე რაღაც მიზეზის გამო.
მოკლედ ჯობია zio11, მიხვიდე მომსახურების სააგენტოში და დაგაკვალიანებენ.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
bendeksiდრო: შაბათი, 04.02.2012, 03:56:29 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იარაღის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან...

ესეიგი პირველ რიგში რა არის საჭირო რომ საქართველოში შემოვიდეს იარაღი? პირველ რიგში ნებართვა იარაღის შემოტანაზე. გასცემს შსს–ს მოსმახურების სააგენტო ანუ სანებართვო. ნებართვა ღირს 8 ლარი. ეს არის ყველაზე ადვილი ფაზა.

მერე უნდა მოძებნოთ ის ვიცნ იარაღს გამოგიგზავნით იურიდიული ანფიზიკური პირი. სად ეს თქვნი საქმეა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძნელია. აქმე ვერ დაგეხმარებით, მიმართეტ ინტერნეტს და მოებნეთ დისტრიბუტორები ან პირდაპირ მწარმოებლები. მიწერეთ წერილი უთხარით, რომ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყველა აუცილებელი საბუთი და თუ მიირებთ ასტურს დაიწყეთ მუშაობა.

როგორც წესი ნებართვას, რომელიც არის ქართულ ენაზე დაჭირდება აპოსტილი (მიმართეთ იუსტიციის სამინისტროს) და შემდეგ დამოწმებული ნოტარიუსის მიერ თარგმანი. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ აქ გაცემულ ნებართვას ქონდეს იურიდიული ძალა იქ.

სხვა და სხვა ქვეყნებს აქვს სხვა და სხვა კანონები, მაგალიტად იტალია აწვდის იარაღს მიმღები ქვეყნის საბაჟო ტერიტორიამდე და მერე კისერიც გიტეხიათ თუ ადგილზე რამე პრობლემა გაქვთ. ეს უკვე მათი საზრუნავი არ არის.

ვიცი, რომ ადგილზე ჩასვლისას უპრობლემოდ იყიდით იარაღს სათანადოდ მოზმადებული ნებართვით. ძირითადი პრობლემა არის ჩაუსვლელად იარაღის ყიდვა. იმეილებს ჯობა პირდაპირ დაურეკოთ და უშუალოდ დაელაპარაკოთ ტელეფონით.

ჩამოდის იარაღი თვითმფრინავი როგორც კომერციული ტვირთი, სავარაუდოთ ფოსტიტაც შეიძლება ჩამოვიდეს. ზუსტად არ ვიცი.

მოკლედ ნაბიჯი პირველი – ნებართვა

ნაბიჯი მეორე – მიმწოდებლი მოძებნა (რთულია მარამ იარაღის შემოდის ესეიგი ასეთები არიან)

ნაწილი მესამე საბუთების მომზადება და გაგზავნა (აპოსტილი, დამოწმებული თარგმანი)

ნაწილი მესამე იარაღის აქ ჩამოსვლა განბაჟება და აღრიცხვაზე დაყენება (თი სორედ მახსოვს 5 სამუსაო დღის განმავლობაში რაც იარაღს ჩამოტანთ უნდა მიბრძანდეთ იარაღით და ყველა საბუთით სანებართვოში).

გაითვალისწინეთ, რომ ნბართვის დედანი უნდა დაიტივით აქ რომ განაბაჟოთ იარაღი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ნებართვა აიღეთ და არ გამოიყენეთ უნდა მიბრძანდეთ სანებართვოში და დაწეროთ ახსნა განმარტება, რომ ნებართვა კი აიღეთ მაგრამ არ გამოიყენეთ.

დიდი ბოდიში რომ ვერ გასწავლით კონკრეტულ მიმწოდებელს, მე რომ ვიცოდე მე თვითონ რამეს კაგგს ჩამოვიტანდი.

პატივისცემით

ლევანი (ეს არის ბატონი ლევანის ინფორმაცია, რომელიც ზუსტია და უტყუარი. შენც ასე გიწერია ოთო მაგრამ იმისთვის გადმოვიტანე რომ დაზუსტებით იდოს ... (http://shooterscentral.ge/?p=550))

დამატებულია (04.02.2012, 02:56:29)
---------------------------------------------
შესაძლოა ამის შესახებ კანონის ცვლილებაც მოხდეს და უფრო გამარტივდეს იარაღის შემოტანა... (ეს ჭორის დონეზე მაქვს მოსმენილი)


ნიკა რაზმაძე
 
zio11დრო: შაბათი, 04.02.2012, 11:25:54 | შეტყობინება # 19
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა bendeksi და ENUQICHI. მოკლედ მე ვარ ორმაგი მოქალაქე ამერიკისა და საქართველოსი და ხშირად მიწევს ხოლმე იქ ჩასვლა. ამ გაზაფხულზეც მომიწევს და მინდოდა წამომეყოლა რამე კარგი თოფი. იქ უპრობლემოდ შემიძლია ყიდვა. აქ ამ 8 ლარიან ნებართვასაც ავიგებ სანამ წავალ. ეხლა ეს მაინტერესებს, თვითმფრინავში შემიძლია თოფი ყუთში ჩადებული ჩემს"baggage"_ში ჩავაბარო ჩვეულებრივად და როგორც სხვა ნივთი ისე წამოვიგო. რა თქმა უნდა თვითონ კაბინაში არ შემატანინებენ? კიდევ განბაჟება რა ჯდება დაახლოებით?
 
l)omidzeდრო: შაბათი, 04.02.2012, 16:23:13 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI ამ დროს შეიძლება ამ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა?
23 23 23 23


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
bendeksiდრო: შაბათი, 04.02.2012, 16:48:04 | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
l)omidze, თუ სათანადო ლიცენზია გექნება უკვე შესაძლებელია...

ნიკა რაზმაძე
 
l)omidzeდრო: შაბათი, 04.02.2012, 19:15:02 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi კარგი გასაგებია მადლობა გამოხმაურებისთვის 23_30_126 23_30_126 23_30_126 01 01 01 01

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
ENUQICHIდრო: კვირა, 19.02.2012, 23:00:03 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zio11, თუ მოქალაქე ხარ არაფერი 8 ლარი ძმა, პირდაპირ იქ გადაიფორმე და როგორც მიწერია მაღლა მოადექი საზღვარს იმატი გაცემული იარაღის პასპორტით, რომელსაც ცნობს შსს 167
ცნობა ნიშნავს რომ ისეთივეა შენი პასპორტი როგორსაც თავად გასცემდა და ენდობა ამერიკის შესაბამის ორგანოს და მათ დამცავ ნიშნებს რომ არ იქნება ყალბი და არ გასცემდნენ ვიღაც კილერზე 36_1_69
ბენდექსა მე რო ვიცი რაც არის მაგი იმიტო დავწერე რადგანაც დავაკოპირე ფრაზები იმიტო გგონია რომ არ გადავამოწმე, პროსტა ეწერა და რატო ამეკრიბა, მოვნიშნე დავდევი, ხო იცი სამი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და იურიდიულის დიპლომიც მაქვს მათ შორის 069
თან გავაშინაარსე და მემგონი ეტყობა კანონის ინტერპრეტაცია რო შემიძლია, სწორედ მაგიტო ურჩიე ჩვენს თანასაიტელს მარტივი გზა თუ რათქმაუნდა იქ არ არის პრობლემა იარაღის გადაფორმების, როგორც ვიცი ცეცხლსასროლს იძლევიან თარებით და რაღაც მაგრამ შესაძლოა სამონადირეო იარაღს როცა ყიდულობ ჯერ რომელიმე კლუბის წევრობა მოგთხოვონ და ასე შემდეგ 167

დამატებულია (19.02.2012, 22:00:03)
---------------------------------------------
საქართველოს კანონი იარაღის შესახებ არეგულირებს მოსახლეობის მიერ იარაღის შეძენის უფლებას. კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქესა ან სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, შეიძინოს გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და სანადირო იარაღი ტარების უფლებით. ამასთან, ზემოთჩამოთვლილი იარაღების შეძენა დასაშვებია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, თანაც ნებართვის გაცემიდან მხოლოდ 3 თვის ვადაში. შეძენიდან ათი დღის მანძილზე კერძო პირი ვალდებულია, იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარეგისტრიროს. იარაღის ფლობაზე ნებართვა არ გაიცემა 18 წლამდე ახალგაზრდებზე, ფსიქიურად არასრულყოფილ, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების, ნარკოტიკებისა და სასმელისადმი მიდრეკილების მქონე და ნასამართლევ, ანდა ძებნაში მყოფ პირებზე და სხვ.

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
თავი II
სამოქალაქო იარაღი

მუხლი 7. სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სანადირო პნევმატური იარაღი.

იარაღის შეძენა

წარმოსადგენი დოკუმენტები
1) განცხადება
2) შეძენის ყუა
3) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა
4) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი
5) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუ ნებართვის მაძიებელს: ა) საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოსაკრებელის განაკვეთებია:
თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი
თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი.
7) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) იარაღის რეგისტრაციის საფასურის - (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -(15 ლარი) რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
გ) იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (10 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში
პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული მომსახურებისას დამატებით იხდის:
5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.

იარაღის ხელახალი რეგისტრაცია

წარმოსადგენი დოკუმენტები
1) განცხადება
2) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა
3) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა
4) იარაღის ბალისტიკური შემოწმების დამადასტურებელი აქტი
5) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) იარაღის რეგისტრაციის საფასურის - (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -(15 ლარი) რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
დ)იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (10 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში
პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული მომსახურებისას დამატებით იხდის:
5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.

იარაღის ლეგალიზაცია

წარმოსადგენი დოკუმენტები
1) განცხადება იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე;
2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
3) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
5) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუ ნებართვის მაძიებელს: ა) საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოსაკრებელის განაკვეთებია:
თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი
თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი.
7) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) იარაღის რეგისტრაციის საფასურის - (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -(15 ლარი) რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
დ)იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (10 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში
პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული მომსახურებისას დამატებით იხდის:
5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.

იარაღის გადაფორმება

წარმოსადგენი დოკუმენტები
1) ერთობლივი განცხადება;
2) უფლების გადამცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
3) უფლების მიმღების საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
5) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული უფლების მიმღების ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუ ნებართვის მაძიებელს: ა) საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
7) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოსაკრებელის განაკვეთებია:
თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი
თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი.
8) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) იარაღის რეგისტრაციის საფასურის - (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -(15 ლარი) რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
დ)იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (10 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში
პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული მომსახურებისას დამატებით იხდის:
5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.

იარაღის მემკვიდრეობით მიღებისას:

წარმოსადგენი დოკუმენტები
1) განცხადება;
2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
3) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება;
5) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
6) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
7) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუ ნებართვის მაძიებელს: ა) საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
8) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოსაკრებელის განაკვეთებია:
თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი
თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი.
9) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) იარაღის რეგისტრაციის საფასურის - (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -(15 ლარი) რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური (20 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
დ)იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (10 ლარი), რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე
ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში
პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული მომსახურებისას დამატებით იხდის:
5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე.
1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება ბანკის კოდზე

რაც შეეხება იარაღის საზღვარგარეთიდან შეძენას და ჩამოტანას ამაზეც ზემოთ დევს ამომწურავი ინფორმაცია 23_30_126


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - შაბათი, 18.02.2012, 01:25:08
 
versionდრო: კვირა, 19.02.2012, 23:57:31 | შეტყობინება # 24
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცმა გაიტანა თავისი თოფი სომხეთის ტერიტორიაზე და უკან შემოტანისას შეუქმნეს პრობლემები.საბაჟოზე მაიმუნობენ რა!
 
giainterstar1დრო: ორშაბათი, 20.02.2012, 00:41:15 | შეტყობინება # 25
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესოა რამდენი სანადირო იარაგის კონების უფლება აკვს 1 ადამიანს?

55555
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 20.02.2012, 00:52:00 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, არარის შეზღუდვა, უბრალოდ თითოეულზე იქნება ცალ-ცალკე თავისი პასპორტი

★ஜ۩۞۩ஜ★
 
lasha_223დრო: ორშაბათი, 26.03.2012, 00:09:50 | შეტყობინება # 27
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, სალამი, ეხლა ვნახე რო გამოაქვეყნე კანონი რაზე და როდის შეილება ნადირობა და დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, რაუნდა გკითხო კანონში რო წერია ნაკრძალში და მასთან 500 მეტრზე ახლოს აკრძალულია ნადირობაო, მე მაგალითად ხარაგაულში მაქ სოფელი, ნაკრძალთან 10 კილომეტრის იქით და შემიძლია იარაღით რო ვიარო მაგ ტყეში? თუ რამეს გადავეყრები ვესვრი და ამის გამო ჯარიმას ხოარ მომცემენ? ან იარაღის წართმევა შეულიათ ეგეთ დროს?

დამატებულია (25.03.2012, 23:09:50)
---------------------------------------------
ხალხნო ათასჯერ დავწერე და არ მიპასუხა არავინ რახდება რა,

 
bendeksiდრო: ორშაბათი, 26.03.2012, 00:16:23 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, კანონში გარკვევით წერია, რომ ნაკრძალიდან 500 მეტრში ნადირობა აკრძალულია... ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იარაღით 500 მეტრზე ახლოს მიუახლოვდი ნაკრძალს დიდი შანსია, რომ დაგაჯარიმონ... თოფის ჩამორთმევა მე მგონი აღარ ხდება და თუ მაინც ჩამოგართვეს ეს უბრალოდ დროებითი იქნები.. ალბათ.

ნიკა რაზმაძე
 
lasha_223დრო: ორშაბათი, 26.03.2012, 12:03:37 | შეტყობინება # 29
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ეგ მეც ვნახე რა წერია კანონში მაგრამ ნაკრძალიდან შორს თუ ვიყავი და მაგალითად როცა დაშვებულია იმ პერიოდში მოვკალი ირემი ან შველი ჯარიმა არ დამეკისრება? ბორჯომ ხარაგაულის ნაკრძალიდან ძალიან დიდ მანძილზე გამოდის ნადირი და რო ვინადირო მაგ პერიოდში ნამდვილად იცი რო არ დამაჯარიმებენ? ამას იმიტო ვწერ რომ ადგილობრივი ხალხისგან ვიცი რომ იარაღით არ უშვებენ საერთოდ ტყეში და რამდენად კანონიერია თუ უბრალოდ აშინებენ როარ ინადირონ ეგ ვერ გავიგე, რა უფლებით არ უშვებენ იარაღით ტყეში ვერ ვიგებ, ნაკრძალიდან 10 კილომეტრი მაინც იქნება მეტი თუ არა

დამატებულია (26.03.2012, 11:03:37)
---------------------------------------------
კიდე რა მაინტერესებს, კანონსჰი წერია რომ სეზონს რო გახსნიან შეიძლება დათვზე ნადირობა და ლიცენზია აუცილებელია? ან რაღირს ლიცენზია? ზოგი მეუბნება ფიზიკურ პირს არ აქვს ლიცენზიის აღების უფლებაო,

 
bendeksiდრო: ორშაბათი, 26.03.2012, 18:05:46 | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223,
კი ლაშა, კანონში რაც წერია ისე იქნება ზუსტად... თუ წერია, რომ 500 მეტრის რადიუსის გარეთ ნებადართულია ნადირობა, ესეიგი გაქვს უფლება... მაგრამ ის გაარკვიე ტყე რომელსაც შენ გულისხმობ, იქნებ ნაკრძალის ტერიტორიაში შედის?
დათვს რაც შეეხება, ლიცენზია აუცილებელია... ლიცენზიის გარეშე ნადირობა კანონით ისჯება... აი ლიცენზია რა სახის არის და რაღირს ამაზე კი არის ფასები სადღაც აქ დევს საიტზე, მაგრამ მგონი დასაზუსტებელია... ყოველშემთხვევაში ამაზე ინფორმაცია სეზონის დაწყებამდე გავრცელდება.


ნიკა რაზმაძე
 
lasha_223დრო: ორშაბათი, 26.03.2012, 19:04:06 | შეტყობინება # 31
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, არა მე სადაც ვამბობ ნაკრძალიდან ძალიან შორსაა და არ შედის მის შემადგენლობაში ეგ ნამდვილად ვიცი, ლიცენზიის ფასები აქ ვერ ვნახე სად წერია და რომელ საიტზე ვნახო იქნებ მომწეროთ, ადრე დავწერე და არ მიპასუხეს სანადიროდ რო არ ვიყო, ისე უბრალოდ წავიდე ტყეში სოკოზე და იარაღი წავიღო მაგის უფლება თუ მაქ?
 
RazGAAAდრო: სამშაბათი, 03.07.2012, 13:52:06 | შეტყობინება # 32
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gia, გამარჯობათ. მინდა რაგაც გკითხოთ მაინტერესებს საქართველოში თუ არის აკრძალული მანოკები მწყერის საყვირები რომაა

მონადირეებო და არამხოლოდ მონადირეებო ვისაც მოგწონთ ან გიყვართ ნადირობა გთხოვთ დაალაიქოთ ეს გვერდი ჩვენ თქვენი ლაიქი გვჩირდება!!!SoS!!!
https://www.facebook.com/NadirobaSakartveloshi
 
alekoდრო: სამშაბათი, 03.07.2012, 14:24:32 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (RazGAAA)
საქართველოში თუ არის აკრძალული მანოკები მწყერის საყვირები რომაა

კი, კანონიერად აიკრძალა, ელექტრო მანოკის გამოყენება!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
მონადირედრო: სამშაბათი, 03.07.2012, 21:27:39 | შეტყობინება # 34
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
RazGAAA,
http://www.bazieri.ge/news....-28-659


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 04.07.2012, 01:14:50 | შეტყობინება # 35
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lasha_223)
ENUQICHI, სალამი, ეხლა ვნახე რო გამოაქვეყნე კანონი რაზე და როდის შეილება ნადირობა და დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, რაუნდა გკითხო კანონში რო წერია ნაკრძალში და მასთან 500 მეტრზე ახლოს აკრძალულია ნადირობაო, მე მაგალითად ხარაგაულში მაქ სოფელი, ნაკრძალთან 10 კილომეტრის იქით და შემიძლია იარაღით რო ვიარო მაგ ტყეში? თუ რამეს გადავეყრები ვესვრი და ამის გამო ჯარიმას ხოარ მომცემენ? ან იარაღის წართმევა შეულიათ ეგეთ დროს?
დამატებულია (25.03.2012, 23:09:50)
---------------------------------------------
ხალხნო ათასჯერ დავწერე და არ მიპასუხა არავინ რახდება რა,


კანონების ძირითადი ნაწილი სტატიებში დევს. რაც შეეხება იარაღით ტყეში შესვლას,თუ დაცული ტერიტორია არ არის შეგიძლიათ შეხვიდეთ,მხოლოდ ნადირობის სეზონზე,გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე ლიცენზიით (ცხოველზე ნადირობის ლიცენზია მე მგონი ჯერ საერთოდ არ გაცემულა მრავალი წელია) და თუ ტყეში ვინმე გარემოს დამცველი შეგხვდა და მწყერზე ვნადირობო ეტყვი, და დაგიჯერებს ეს თქვენი პირადი საქმეა,ტყის ქათამზე და ქედანზე კიდევ შეიძლება. "თუ რამეს გადავეყრები ვესვრი" - ეს ფრაზა ნამდვილად არ ჟღერს ლამაზად,გადაეყრები ანუ არ გაქვს მისი მოკვლის უფლება- ჯარიმასაც დაგიწერენ,შეიძლება თოფიც ჩამოგართვან და კიდევ ბევრი ცუდი რამე შეიძლება წითელი წიგნის ცხოველს თუ მოარტყამ. მაგალითისთვის დათვის მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და საპროცესო 2000-ლარი (მინიმუმი) ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარი + პირობითი.

დამატებულია (04.07.2012, 00:12:29)
---------------------------------------------
Quote (lasha_223)
bendeksi, არა მე სადაც ვამბობ ნაკრძალიდან ძალიან შორსაა და არ შედის მის შემადგენლობაში ეგ ნამდვილად ვიცი, ლიცენზიის ფასები აქ ვერ ვნახე სად წერია და რომელ საიტზე ვნახო იქნებ მომწეროთ, ადრე დავწერე და არ მიპასუხეს სანადიროდ რო არ ვიყო, ისე უბრალოდ წავიდე ტყეში სოკოზე და იარაღი წავიღო მაგის უფლება თუ მაქ?

ცხოველის ლიცენზიის ფასებს რა აზრი აქვს,ჯერ არ გაცემულა ფიზიკურ პირზე.
სოკოზე თუ წახვალთ თოფით, გადამფრენი ფრინველების მოპოვების ლიცენზია უნდა გქონდეთ და დროც უნდა ემთხვეოდეს იმ ფრინველზე ნადირობას, რომელიც ტყეში მოიპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონო ნადირობად ჩაგეთვლებათ.

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. ბოლო რედაქცია


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
tengo67დრო: ოთხშაბათი, 28.11.2012, 09:15:08 | შეტყობინება # 36
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gia, ადმინ მოგესალმები, ასეთი ამბაცი დამემეართა. ბათუმიდან გავყიდე თოფი ქუთაისში 2007 წელს, ვინც იყიდა იმან შემპირდა ჩავალ და იქ გავიფორმებ და შენ მანდ (ბათუმში) მიხვალ ხელს მოაწერ და მორჩაო. ნუ როგორც ხდება ხოლმე სხვა ქალაქში გაყიდვის დროს. მაგრამ ეს პიროვნება წავიდა და დაიკარგა. გუშინ აბაშის პოლიციიდან მირეკავენ უკანონო ნადირობისათვის ესა და ეს კაცი დავაკავეთ და თოფი ამოვიღეთ შენზეა გაფორმებულიო. ამ კაცს რაიმე შარი ამ თოფით არ უნახია (გადავრჩი), უბრალოდ გაუფორმებელი თოფით ნადირობდა. მე ვაპირებ აბაშაში ჩასვლას ამ დღეებში პოლიციაში. ვიცი რომ ჯარიმა მეკისრება მაგრამ რამდენი ვერ გავიგე. თოფს იტოვებენ თუ გამომატანებენ? მაგ კანონში რომ წერია ნახევრიდან ერთი მინიმალური ოდენობა რას ნიშნავს ვერ გავიგე. კონკრეტულად რას ან რამდენს დამაკისრებენ ამიხსენი თუ ძმა ხარ. და კიდევ ეგ ჯარიმა იმ ტიპს რომ ავკიდო დაკარგვისათვის (არადა ღირსია) თუ შეიძლება? წინასწარ მადლობა. შეგიძლია ემაილზეც მომწერო.
 
Adminდრო: სამშაბათი, 18.12.2012, 01:12:29 | შეტყობინება # 37
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (tengo67)
Gia, ადმინ მოგესალმები, ასეთი ამბაცი დამემეართა. ბათუმიდან გავყიდე თოფი ქუთაისში 2007 წელს, ვინც იყიდა იმან შემპირდა ჩავალ და იქ გავიფორმებ და შენ მანდ (ბათუმში) მიხვალ ხელს მოაწერ და მორჩაო. ნუ როგორც ხდება ხოლმე სხვა ქალაქში გაყიდვის დროს. მაგრამ ეს პიროვნება წავიდა და დაიკარგა. გუშინ აბაშის პოლიციიდან მირეკავენ უკანონო ნადირობისათვის ესა და ეს კაცი დავაკავეთ და თოფი ამოვიღეთ შენზეა გაფორმებულიო. ამ კაცს რაიმე შარი ამ თოფით არ უნახია (გადავრჩი), უბრალოდ გაუფორმებელი თოფით ნადირობდა. მე ვაპირებ აბაშაში ჩასვლას ამ დღეებში პოლიციაში. ვიცი რომ ჯარიმა მეკისრება მაგრამ რამდენი ვერ გავიგე. თოფს იტოვებენ თუ გამომატანებენ? მაგ კანონში რომ წერია ნახევრიდან ერთი მინიმალური ოდენობა რას ნიშნავს ვერ გავიგე. კონკრეტულად რას ან რამდენს დამაკისრებენ ამიხსენი თუ ძმა ხარ. და კიდევ ეგ ჯარიმა იმ ტიპს რომ ავკიდო დაკარგვისათვის (არადა ღირსია) თუ შეიძლება? წინასწარ მადლობა. შეგიძლია ემაილზეც მომწერო.

უკაცრავად. ახლა ვნახე ეს პოსტი, ძალიან დავაგვიანე. სამწუხაროდ ბევრი საქმე მაქვს და ხდება ხოლმე ოპერატიულად ვერ ვცემ ყველა კითხვას პასუხს. მე მგონი ახლა პასუხის გაცემას ჯობია როგორ ჩაიარა ამ ამბავმა დაწეროთ და ვიმსჯელოთ.
ისე ჯობია ეს ამბავი მომავალში ჭკუის სასწავლებლად გამოვიყენოთ,რომ ასეთ სიტუაციაში არ მოვხვდეთ. ცნობისათვის, ასეთი შემთხვევის დროს შეიძლება მეპატრონეს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოგვართვან და ამ ყველაფერ უბედურებას არ ჯობია,სანამ ჩვენი ნივთი ჩვენს ხელშია,მანამდე მოვახდინოთ კანონით გათვალისწინებული ქმედებები?
თუ კი ვინმეს ასეთი საჩქარო იურიდიული დახმარება დაგჭირდებათ, მომწერეთ ემაილზე admin@bazieri.ge


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
vaxogewadzeდრო: სამშაბათი, 18.12.2012, 12:46:00 | შეტყობინება # 38
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gia, გამარჯობათ მაინტერესებს სანადირო თოფის ტარება შენახვის ნებართვის აღდგენა რა ჯდება. წელს ვიყიდე თოფი და სამწუხაროდ ნადირობის დროს დავკარგე. ადრე 46 ლარი ჯდებოდა თუარ ვცდები და ხოარ შეცვლილა რამე. სააგენტოს საიტზე ვერ შევდივარ. 23_30_126
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 15:40:42 | შეტყობინება # 39
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (vaxogewadze)
Gia, გამარჯობათ მაინტერესებს სანადირო თოფის ტარება შენახვის ნებართვის აღდგენა რა ჯდება. წელს ვიყიდე თოფი და სამწუხაროდ ნადირობის დროს დავკარგე. ადრე 46 ლარი ჯდებოდა თუარ ვცდები და ხოარ შეცვლილა რამე. სააგენტოს საიტზე ვერ შევდივარ.

სამწუხაროდ საიტი გათიშული აქვთ და ზეპირად ნაღდად არ მახსოვს რამდენი ჯდება აღდგენა


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
mon78დრო: ორშაბათი, 03.08.2015, 23:39:34 | შეტყობინება # 40
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1 ნოემბრიდან კანონში შედის ცვლილებები, დიდი ალბათობითაც იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებ გამოცდებს,რა იტყვით მონადირეებო,ბოდიში თუ ეს თემა შესაბამის თემაზე ვერ დავდე

maisuradze
 
kobaxidzeდრო: სამშაბათი, 04.08.2015, 09:10:35 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვისაც გაფორმებული გვაქ გამოცდებს ვაბარებთ? gimili gimili

GEBRUDER MERKEL
 
deziდრო: ხუთშაბათი, 10.12.2015, 20:11:55 | შეტყობინება # 42
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ იცოდეთ, სააგენტოებში ვერ მცემენ კონკრეტულ პასუხს, არ ვარ საქართველოს მოქალაქე მაქ მხოლოდ ბინადრობა, და ტუა შესაზლებელი თოპი გავიპორმო და როგორ?

დამატებულია (10.12.2015, 20:11:55)
---------------------------------------------
გამოცდის ბილეთებში ბევრჯერ მოიხსენიება უცხოეთის მოქალაქე და იგულისხმება რო შეუძლია გაფორმება


შეტყობინება დაამუშავა dezi - ხუთშაბათი, 10.12.2015, 20:12:57
 
giorgiarsenidze1990დრო: კვირა, 17.07.2016, 21:57:23 | შეტყობინება # 43
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 101
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
daviti911, ხომ ვერ მეტკვი რომელ საიტზე ვნახო ბილეტები?

kvela namdvil monadires gaumarjos visac buneba da nadir prinveli ukvars
 
daviti911დრო: კვირა, 17.07.2016, 22:24:06 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgiarsenidze1990, http://sagency.ge/uploads/iaragis_gamocda/sanadiro.pdf

Born to hunt
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика