იურიდიული კონსულტაცია პირად საკითხებზე
| |
Admin | დრო: ოთხშაბათი, 14.04.2010, 18:16:25 | შეტყობინება # 1 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო იურიდიულ საკითხზე,რაზეც კვალიფიციურ პასუხს მიიღებთ.
|
|
| |
grenader21 | დრო: კვირა, 16.05.2010, 18:39:11 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იარაღი რო გამოვაგზავნიო ფირმადან , რა იქნება საჭირო?
|
|
| |
Admin | დრო: ორშაბათი, 17.05.2010, 00:17:24 | შეტყობინება # 3 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ფიზიკური პირის მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვა წარმოსადგენი დოკუმენტები 1) განცხადება; 2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; 3) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5) საბაჟო დეკლარაცია ან მისი ასლი; 6) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 7) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფიზიკური პირის მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოდან გატანის ნებართვა წარმოსადგენი დოკუმენტები 1) განცხადება 2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 3) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი: 4) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5) საბაჟო დეკლარაცია ან მისი ასლი; 6) უცხო სახელმწიფოდან სათანადოდ წესით დამოწმებული დოკუმენტის თარგმანი, რომელიც ადასტურებს პირის ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებებზე მოწვევას; 7) უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, მეცნიერულ ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას 8) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა. 9) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 10) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებართვის გაცემა 14 სამუშაო დღის განმავლობაში: სანებართვო მოსაკრებელი: 8 ლარი * დაჩქარებული მომსახურება: 10 სამუშაო დღის განმავლობაში 30 ლარი, კოდი I 13. * დაჩქარებული მომსახურება: 5 სამუშაო დღის განმავლობაში 50 ლარი, კოდი I 14.
|
|
| |
grenader21 | დრო: პარასკევი, 21.05.2010, 07:36:49 | შეტყობინება # 4 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჯიგარი ხარ, ისე ინტერნეტით ოგორ ხდება გამოწერა გეც ხო არ იცი და რა საიტები, ისე მაღაზიში გვიტხრეს ნარეზიანზე დაჯე გეკოზეც კ ემბარგო გვაქს გამოცხადებულიოდა შემოტანა მოხერდება ტუ არა?
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 21.05.2010, 22:33:13 | შეტყობინება # 5 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| არ ვიცი.იარაღის ემბარგოზე არაფერი გამიგია.ვიცი მხოლოდ რუსეთიდან არ შემოდის არანაირი იარაღი,მაგრამ შემოდის რუსული იარაღი მესამე ქვეყნებიდან
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 21.05.2010, 22:46:24 | შეტყობინება # 6 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| http://airgunbuyer.com ეს საიტი ნახე როგორც მითხრეს აქედან გამოგზავნა შეიძლებაო
|
|
| |
onisee5 | დრო: ორშაბათი, 05.07.2010, 00:11:32 | შეტყობინება # 7 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იარაღის გადაფორმება რა ჯდება?
|
|
| |
Admin | დრო: ორშაბათი, 05.07.2010, 00:25:25 | შეტყობინება # 8 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (onisee5) იარაღის გადაფორმება რა ჯდება? http://saagento.security.gov.ge/index.p....emid=62 აქ ნახე
|
|
| |
SHAKO | დრო: ორშაბათი, 05.07.2010, 01:53:10 | შეტყობინება # 9 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 245
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თუ არსებობს რაიმე ბუკლეტი რომელიც პირდაპირ გვეუბნება სად არ შეიდზლება მწყერზე ნადირობა, იმიტომ დამაინტერესა რომ მე პირადა რამოდენიმეჯერ პრობლემა შემექნა მაგრა მდეტალურათ ვერ მოვიძი რაიმე იფორმაციის წყარო რომელიც გამარკვევდა ზუსტად ამ პრობლემაში
|
|
| |
Admin | დრო: ორშაბათი, 05.07.2010, 23:38:48 | შეტყობინება # 10 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბუკლეტის რა გითხრა და მინისტრის ბრძანება არის.ყველას ვთხოვ სტატიები წაიკითხოს კანონმდებლობაზე სანამ ისეთ შეკითხვას დასვამდეთ რომელზეც პასუხები არის საიტზე.აქ ნახეთ ქვენს შეკითხვაზე პასუხი http://www.bazieri.ge/publ/6-1-0-52
|
|
| |
misho777 | დრო: ოთხშაბათი, 18.08.2010, 16:39:00 | შეტყობინება # 11 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თუ თოფს არ აქვს არანაირი საბუთი არავისზე არ ყოფილა გაფორმებული რა არის საჭირო მის გასაფორმებლად?
|
|
| |
მგელი | დრო: ოთხშაბათი, 18.08.2010, 20:49:53 | შეტყობინება # 12 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 174
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ფულია საჭირო
|
|
| |
misho777 | დრო: ოთხშაბათი, 18.08.2010, 20:52:43 | შეტყობინება # 13 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კერძოდ რა საბუთები დამჭირდება
|
|
| |
პედიატრი | დრო: ოთხშაბათი, 18.08.2010, 23:37:54 | შეტყობინება # 14 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჩვეულებრივი საბუთები, თოფი შემოწმდება რომ მოპარული და ძებნაში არ იყოს, ვინმეს სახელზე არ იყოს გაფორმებული, მერე გაგაგზავნიან ბალისტიკურ შემოწმებაზე და გაგიფორმებენ. ცოტა მეტი სარბენია და თანხაც ასე 50-70 ლარით მეტი დაჯდება, ვიდრე მაღაზიიდან ყიდვისას.
|
|
| |
მგელი | დრო: ორშაბათი, 23.08.2010, 19:19:09 | შეტყობინება # 15 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 174
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მაგალითად მაქ ორი თოფი ორივე გაფორმებული შეიძლება თუარა მეგობარს ვათხოვო და თან მეც იქ რო ვიყო
|
|
| |
Admin | დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 19:28:25 | შეტყობინება # 16 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (მგელი) მაგალითად მაქ ორი თოფი ორივე გაფორმებული შეიძლება თუარა მეგობარს ვათხოვო და თან მეც იქ რო ვიყო მაგ საკითხზე მეზობელ თემაშია პასუხი "იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე"
|
|
| |
Admin | დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 19:31:55 | შეტყობინება # 17 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (misho777) თუ თოფს არ აქვს არანაირი საბუთი არავისზე არ ყოფილა გაფორმებული რა არის საჭირო მის გასაფორმებლად? http://saagento.security.gov.ge/index.p....mid=102 აქ ნახე.ლეგალიზაციის განცხადებას იქ დაგაწერიებენ.წარმოშვებაზე იტყვი (თოფის ასაკიდან გამომდინარე) ბაბუისეულია,ან რაღაც ,არ ჩაგეძიებიან,მთავარია მოპარული არ იყოს და მაგ თოფის ნომერი სადმე არ ფიგურირებდეს
|
|
| |
temuri85 | დრო: სამშაბათი, 19.10.2010, 23:46:45 | შეტყობინება # 18 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვარციხგესზე ვიდექი იხვის პერელიოტზე და ბიჭებმა მითხრეს დაგაჯარიმებენ არ შეიძლება აქ ნადრიობაო და თუ შეგიძლიათ მითხრათ გესთან ახლოს ან ასეთ ადგილებში შეიძლება თუ არა ნადირობა?
|
|
| |
Admin | დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 02:30:35 | შეტყობინება # 19 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (temuri85) ვარციხგესზე ვიდექი იხვის პერელიოტზე და ბიჭებმა მითხრეს დაგაჯარიმებენ არ შეიძლება აქ ნადრიობაო და თუ შეგიძლიათ მითხრათ გესთან ახლოს ან ასეთ ადგილებში შეიძლება თუ არა ნადირობა? თავი II. ნადირობის საშუალებები და წესები მუხლი 3. ნადირობის წესები 1. სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება ეძლევათ მხოლოდ ნადირობის ნებართვის მფლობელებს. 2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. მოსაპოვებელი ცხოველების რაოდენობა განისაზღვრება გაცემული ნებართვის პირობებით. 5. ნადირობის ნებართვა გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლოსამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის. 6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. 9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. 10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება; დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე; ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით; თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით; ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით; მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით); ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად; ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება; პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით. მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით. მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი 1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით; დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით. 2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. 3. ნადირობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალული (მათ შორის, არარეგისტრირებული და რეგისტრაციის ვადაგასული) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება უკანონო ნადირობად. თავი III. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო 1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის. 2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაცულ ტერიტორიებზე თევზჭერა რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები 1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 2. აკრძალულია თევზჭერა: ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში; ბ) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში; გ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა; დ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში; ე) გამოსაზამთრებელ ღრმულებში; ვ) მდ. შავწყალაში – და მის შესართავში ორი კმის მანძილზე ორივე მხარეს და ზღვის სიღრმეში 3 კმის მანძილზე; ასევე მდინარეებზე ფსოუ, ხიფსთა, ბზიფი, გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვა, ოქუმი, კინტრიში, მაჭახელა, ჩაქვისწყალი, აჭარისწყალი, ჭოროხი და მათ შენაკადებში; ზ) მდ. რიონი – შესართავიდან სოფ. ვარციხემდე, ყველა შენაკადებში; თ) მდ. ხრამში – სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე; ი) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში); კ) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; ლ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120 მეტრიანი იზობათის ფარგლებში; მ) პალიასტომისა და რიწის ტბებში. 3. აკრძალულია თევზჭერა შავ ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისიდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მოლუსკების აკვალანგებით შეგროვება და სანაპირო თევზჭერა მოსასმელი ბადით. 4. აკრძალულია თევჭერა შემდეგ ტბებში: ა) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე; ბ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; 5. აკრძალულია თევჭერა შემდეგ წყალსაცავებში: ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე; ბ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; 6. ყველა სხვა შემთხევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 7. თევზის ჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15 დღიანი განსხვავებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით. არსად წერია რომ ჰესთან ნადირობა არ შეიძლება.ჰესს აქვს თავისი დაცული ზონა სადაც მისი დაცვის სამსახური არ გაგაჩერებს,ხოლო სხვა ადგილზე აკრძალვაზე ჩემთვის ცნობილ არცერთ საკანონმდებლო აქტში მითითებული არ არის.რაც შეეხება თევზჭერას,როგორც ზევით ნახავდით აკრძალვა არის,და ეს აკრძალვა ნადირობაზეც რომ მოქმედებდეს,ამ ჩამონათვალში აუცილებლად იქნებოდა
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
shurika22 | დრო: ორშაბათი, 29.11.2010, 23:31:38 | შეტყობინება # 20 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თუ არსებობს სააგენტო ან რაიმე კერძო დეტექტივი მოპარული ძაღლის მოძებნაში რომ დამეხმაროს ანაზღაურების სანაცვლოდ?
|
|
| |
Admin | დრო: ხუთშაბათი, 02.12.2010, 23:01:05 | შეტყობინება # 21 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (shurika22) თუ არსებობს სააგენტო ან რაიმე კერძო დეტექტივი მოპარული ძაღლის მოძებნაში რომ დამეხმაროს ანაზღაურების სანაცვლოდ? ზუსტად მასეთი პროფილის სააგენტო ან ფირმა არ გამიგია.თუმცა ანაზღაურების სანაცვლოდ შეიძლება დაფაცურდეს რომელი კერძო დეტექტივი
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
shurika22 | დრო: პარასკევი, 03.12.2010, 12:48:29 | შეტყობინება # 22 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მადლობთ. კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა. საბერძნეთში მყავს ახლობელი, რომელიც ნადირობს და დადის სხვადასხვა ქვეყნებში. სურვილი აქვს საქართველოშიც ინადიროს და უნდა ჩამოსვლა და როგორ უნდა მოიქცეს, რომ მიიღოს შესაბამისი ლიცენზია ნადირობის და იმის უფლება რომ წამოიღოს თავისი იარაღები და აღჭურვილობა? ვის უნდა მივმართო ამისათვის? დამატებულია (03.12.2010, 11:48:29) --------------------------------------------- ადმინისტრატორი, მადლობთ. კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა. საბერძნეთში მყავს ახლობელი, რომელიც ნადირობს და დადის სხვადასხვა ქვეყნებში. სურვილი აქვს საქართველოშიც ინადიროს და უნდა ჩამოსვლა და როგორ უნდა მოიქცეს, რომ მიიღოს შესაბამისი ლიცენზია ნადირობის და იმის უფლება რომ წამოიღოს თავისი იარაღები და აღჭურვილობა? ვის უნდა მივმართო ამისათვის?
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 03.12.2010, 20:38:19 | შეტყობინება # 23 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (shurika22) ადმინისტრატორი, მადლობთ. კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა. საბერძნეთში მყავს ახლობელი, რომელიც ნადირობს და დადის სხვადასხვა ქვეყნებში. სურვილი აქვს საქართველოშიც ინადიროს და უნდა ჩამოსვლა და როგორ უნდა მოიქცეს, რომ მიიღოს შესაბამისი ლიცენზია ნადირობის და იმის უფლება რომ წამოიღოს თავისი იარაღები და აღჭურვილობა? ვის უნდა მივმართო ამისათვის? დღეისათვის ეს საბუთები სჭირდება. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სანადირო და სპორტული იარაღის შემოტანის ნებართვა წარმოსადგენი დოკუმენტები 1) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი; 2) საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა. 4) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მოსაკრებელის განაკვეთებია: უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანა-8 ლარი 5) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი: 1 ერთეულ იარაღზე 10 ლარი 1 ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) 0,1 ლარი ნებართვის გაცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში: * დაჩქარებული მომსახურება: 4 სამუშაო დღის განმავლობაში 40 ლარი, კოდი I 13. .რაც შეეხება ნადირობაზე კონტრაქტს,ამ საკითხზე უნდა მიმართოთ სანადირო მეურნეობებს და შეუთანხმდეთ
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
samziari | დრო: სამშაბათი, 26.04.2011, 15:08:28 | შეტყობინება # 24 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაუმარგოს მონადირეებს. ვარ არასრულწლოვანი და შემიძლია ტუ არა მამაჩემის ტოფზე მინდობილობა ან რაიმე ეგეტი გავაკეტო რომ ტავისუფლად ვინადირო.
d.gobadze
|
|
| |
ლაშა86 | დრო: სამშაბათი, 26.04.2011, 15:22:15 | შეტყობინება # 25 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| samziari არა არ შეგიძლია, არასრულჭლოვანს არ აქვს იარაგის ტარების უფლება
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
zura89 | დრო: სამშაბათი, 26.04.2011, 16:15:24 | შეტყობინება # 26 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამარჯობათ მაინტერესებს რამდენი თოფის გაფორმება შეიძლება ერთ ადამიანზე?
ზურა
|
|
| |
ლაშა86 | დრო: სამშაბათი, 26.04.2011, 16:26:15 | შეტყობინება # 27 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| N რაოდენობით, საშუალებას რა ვუთხარი თორე მთელ არსენალს გაიფორმებ კაცი
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
misha23 | დრო: ოთხშაბათი, 08.06.2011, 00:40:40 | შეტყობინება # 28 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მაქვს თუ არა უპლება ტურისტი ცავიყვანო სანადიროტ და სატევზაოტ???
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 10.06.2011, 01:55:35 | შეტყობინება # 29 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სათევზაოდ კი ბატონო,მაგრამ სანადიროდ თოფის ნებართვა და ლიცენზია თუ არ ექნა კანონიერად ვერ წაიყვანთ
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
axotnik007 | დრო: სამშაბათი, 15.11.2011, 01:50:09 | შეტყობინება # 30 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 92
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დიდად დამავალებთ თუ გმარკვევთ როგორ მოვიქცე.. ესეიგი მაქვს 2 თოფი რომელიც არის მამაჩემის სახელზე მამა დამეღუპა და როგორ გადავაპორმო ჩემზე რაარის ამისთვის საჩირო. წინასწარ დიდი მადლობა
სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.
|
|
| |
bendeksi | დრო: სამშაბათი, 15.11.2011, 02:08:26 | შეტყობინება # 31 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| axotnik007, ცნობა მემკვიდრეობის შესახებ... თუ შენ ხარ მემკვიდრე არანაირი პრობლემა არაა... ტუ სხვაა ჯერ ის გადაიფორმებს და შემდეგ შენ...
ნიკა რაზმაძე
|
|
| |
axotnik007 | დრო: სამშაბათი, 15.11.2011, 23:50:16 | შეტყობინება # 32 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 92
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დიდი მადლობა
სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.
|
|
| |
fshavelo | დრო: ხუთშაბათი, 17.11.2011, 22:52:30 | შეტყობინება # 33 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მეგობრებო ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა :( მამაჩემის სახელზეა თოფი, რომელსაც მიფორმებს, და რა საბუთები დამჭირდება, და რა დამიჯდება ხომ არ იცით? (ჯერ არ ყოფილა თოფი ჩემზე გაფორმებული არასდროს აქამდე) და მაღაზიიდან როცა ვყიდულობ მაშინ რა დამიჯდება ?
დამეხმარეთ გთხოოოვთ
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
შეტყობინება დაამუშავა fshavelo - ხუთშაბათი, 17.11.2011, 22:59:34 |
|
| |
chibati | დრო: ხუთშაბათი, 17.11.2011, 23:14:29 | შეტყობინება # 34 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სულ მაინტერესებდა სხვა ქვეყნიდან სანადირო თოფების შემოტანის წესებზე იმფორმაცია.მადლობა.
gurulo
|
|
| |
Toz-BM | დრო: ოთხშაბათი, 29.02.2012, 13:20:55 | შეტყობინება # 35 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამარჯობათ მაქვს სკს და მაინტერესებს შეიძლება თუ არა, რომ შემოვიტანო პლასტმასის ნაწილები https://www.buymilsurp.com/sks-ultimate-t6-compliance-stock-set-black-p-40054.html საჭიროა რამე ნებართვა?
|
|
| |
eXtrim911 | დრო: ორშაბათი, 21.05.2012, 14:23:57 | შეტყობინება # 36 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამარჯობათ, მაინტერესებს სამონადირეო მაგაზიიზ გასახსნელად რა საბუთებია საჭირო და დაახლოებით რა ჯდება????
|
|
| |
gio001 | დრო: სამშაბათი, 22.05.2012, 00:50:48 | შეტყობინება # 37 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამაჯობათ, ეხლახანს შევიძინე იარაგი მაინტერესებს თუ არსებობს ისეთი ადგილი სადაც შეიძლება გავტესტო, გამოდის ბრმად ვიკიდე
bb
|
|
| |
magalo | დრო: ორშაბათი, 28.05.2012, 19:47:36 | შეტყობინება # 38 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთი რაღაც მაინტერესებს და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ,ბიძას აქვს თოფი თავის სახელზე გაფორმებული და თუ შეიძლება მინდობილობის გაკეთება რო მე ვინადირო...
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 06.07.2012, 01:47:20 | შეტყობინება # 39 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (eXtrim911) გამარჯობათ, მაინტერესებს სამონადირეო მაგაზიიზ გასახსნელად რა საბუთებია საჭირო და დაახლოებით რა ჯდება???? სამონადირეო მაღაზია ჩვეულებრივად როგორც სხვა სამეწარმეო სუბიექტი ისე რეგისტრირდება,თუმცა ალბათ კონკრეტული იარაღების თუ ტყვია წამლის შემოტანაზე დაგჭირდებათ ლიცენზია ან ნებართვა,ამას სამონადირეო მაღაზიაში გაიგებთ უფრო კარგად. ბიზნესის წამოწყებამდე კი გაეცანით ამ სტატიას http://www.businessombudsman.ge/cms....esi.pdf
დამატებულია (06.07.2012, 00:42:38) --------------------------------------------- Quote (magalo) ერთი რაღაც მაინტერესებს და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ,ბიძას აქვს თოფი თავის სახელზე გაფორმებული და თუ შეიძლება მინდობილობის გაკეთება რო მე ვინადირო... იურიდიუ ლაკითხებზე სულ სამი თემაა გახსნილი და სანამ კითხვას დასვამთ,მანამდე თუ გადაავლებთ თვალს არ იქნება ურიგო. უკვე გაცემულია ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი
დამატებულია (06.07.2012, 00:44:26) --------------------------------------------- ეს გადამზიდავ კომპანიას კითხეთ,თუ ჩამოგიტანთ.ისინი უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ
დამატებულია (06.07.2012, 00:46:01) --------------------------------------------- Quote (chibati) სულ მაინტერესებდა სხვა ქვეყნიდან სანადირო თოფების შემოტანის წესებზე იმფორმაცია.მადლობა. ნახეთ აქ http://saagento.security.gov.ge/index.p....mid=114
დამატებულია (06.07.2012, 00:47:20) --------------------------------------------- Quote (fshavelo) მეგობრებო ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა :( მამაჩემის სახელზეა თოფი, რომელსაც მიფორმებს, და რა საბუთები დამჭირდება, და რა დამიჯდება ხომ არ იცით? (ჯერ არ ყოფილა თოფი ჩემზე გაფორმებული არასდროს აქამდე) და მაღაზიიდან როცა ვყიდულობ მაშინ რა დამიჯდება ?
დამეხმარეთ გთხოოოვთ
აქ ნახეთ
http://saagento.security.gov.ge/index.p....mid=103
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
4x4 | დრო: კვირა, 02.09.2012, 15:23:59 | შეტყობინება # 40 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამარჯობათ,
როგორც გავიგე სანადირო იარაღის გაფორმება ხდება მხოლოდ მართვის მოწმობის წარდგენით. რამდენად სწორია ეგ ინფორმაცია?
წინასწარ გმადლობთ
|
|
| |
Admin | დრო: შაბათი, 27.10.2012, 03:24:49 | შეტყობინება # 41 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (4x4) გამარჯობათ,
როგორც გავიგე სანადირო იარაღის გაფორმება ხდება მხოლოდ მართვის მოწმობის წარდგენით. რამდენად სწორია ეგ ინფორმაცია?
წინასწარ გმადლობთ პირადობის მოწმობით. თუ მართვის მოწმობა გაქვთ ან სხვა იარაღის ირიცხება თქვენს სახელზე, ე.წ. ფსიხო არ დაგჭირდებათ
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
firali81 | დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 14:17:09 | შეტყობინება # 42 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თუ არის შესაძლებელი რომ სანადირო თოფი (მეორადი) რომ ინტერნეტით გამოვიწერო.
|
|
| |
Admin | დრო: სამშაბათი, 18.12.2012, 00:56:27 | შეტყობინება # 43 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (firali81) თუ არის შესაძლებელი რომ სანადირო თოფი (მეორადი) რომ ინტერნეტით გამოვიწერო. სამწუხაროდ ამანათის ჩამომტან ფირმებს ასეთი ტიპის მომსახურება არ გააჩნიათ. უკვე პნევმატური იარაღიც არ ჩამოაქვთ.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
ბაქარი | დრო: პარასკევი, 28.12.2012, 13:30:32 | შეტყობინება # 44 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Gia, მოგესალმებით. სამწუხაროს ახალ გაფორმებული სანადირო თოფის საბუთი დავკარგე, მაინტერესებს რა პასუხისმგებლობა შეიძლება დამეკისროს თუ ნადირობის დროს მხოლოდ ლიცენზია მექნება. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ აღვადგინო ფინანსური მდგომარეობის გამო. კანონში წერია რომ აუცილებელია ნადირობის დროს სანადირო თოფის შენახვა ტარების ნებართვის ქონა , მაგრამ ვერსად ვნახე თუ რა დაეკისრება პიროვნებას თუ მის სახელზე გაფორმებული თოფით ნადირობს მაგრამ თან არ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუნდაც სახლში დარჩენის დროს.
შეტყობინება დაამუშავა baqari3501 - პარასკევი, 28.12.2012, 13:32:12 |
|
| |
Admin | დრო: შაბათი, 29.12.2012, 01:51:10 | შეტყობინება # 45 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| (baqari3501) Gia, მოგესალმებით. სამწუხაროს ახალ გაფორმებული სანადირო თოფის საბუთი დავკარგე, მაინტერესებს რა პასუხისმგებლობა შეიძლება დამეკისროს თუ ნადირობის დროს მხოლოდ ლიცენზია მექნება. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ აღვადგინო ფინანსური მდგომარეობის გამო. კანონში წერია რომ აუცილებელია ნადირობის დროს სანადირო თოფის შენახვა ტარების ნებართვის ქონა , მაგრამ ვერსად ვნახე თუ რა დაეკისრება პიროვნებას თუ მის სახელზე გაფორმებული თოფით ნადირობს მაგრამ თან არ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუნდაც სახლში დარჩენის დროს. პოლიცია თუ შეგიმოწმებთ საბუთებს,ალბათ არ დაგიწერთ ოქმს, რადგან წვდომა აქვთ ბაზაზე და გადაამოწმებს თქვენს მონაცემებს,ხოლო გდი ჯერ არავის უნახია ტყეში, რომ შემოვლენ ალბათ ოქმს დაწერენ და შემდეგ სათანადო საბუთის ან ამონაწერის მიტანის შემთხვევაში უნდა გააუქმებენ ოქმს. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზეა,რადგან კანონით ნათლად არ არის განსაზღვრული ეს შემთხვევა და არც ამის პრეცედენტი გამიგია.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
ბაქარი | დრო: შაბათი, 29.12.2012, 10:58:13 | შეტყობინება # 46 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Gia, მადლობა
შეტყობინება დაამუშავა baqari3501 - შაბათი, 29.12.2012, 10:58:30 |
|
| |
krimanjuli | დრო: კვირა, 20.01.2013, 16:22:42 | შეტყობინება # 47 |
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 13 იანვარს საღამოს 10 საათისთვის სანადიროდან ვბრუნდებოდი ჩემი მანქანით, მანქანაში ვიყავი მარტო და ჩემი ძაღლი იყო უკან ბაგაჟნიკში, წყნეთის გზატკეცილზე სტუდქალაქთან თეთრი ფერის ძველმა ოპელმა არ გამიშვა წინ, უკან ჩავუდექი სად მეჩქარება თქო, ეხლა სულ მოუკლო სიჩქარეს, გადავწყვიტე გამესწრო. ჩავრთე ''პავაროტნიკი'' და მარცხენა მხარეს ამოვუდექი, მან კი უფრო მარცხნივ გადმოსწია მანქანა, გიჟია რა მეშარება მეთქი და მუხრუჭს დავადგი ისევ უკან ამოდგომის მიზნით. შორს მანქანა მოდიოდა თან საწინააღმდეგო მხარეს და რატო გავრისკო თქო ვიფიქრე, მანქანა მომიცურდა და საწინააღმდეგო მხარეს გავსრიალდი, დავიბენი და ტორმუზისთვის არც ამიშვია ფეხი, თან ამ საწინააღმდეგო მოძრავ მანქანას ''დალნებს'' ვუნთებდი რო გაეჩერებინა, სადღაც 7-8 მეტრი გავსრიალდი და გავჩერდი , იმ მანქანამ კი მაქსიმალურად კუთხისკენ აიღო რული რათა გზა დაეთმო ჩემთვის , (მისი აზრით) და რო მომიახლოვდა ასე 1 მეტრში მხოლოდ მაშინ იხმარა მუხრუჭი და შემეჯახა(ჩემი აზრით გაძრომა უნდოდა , ეგონა ალბათ გაეტეოდა და რომ მიხვდა რო ვერ ეტეოდა მხოლოდ მაშინ დაამუხრუჭა) ორივენი გადავრჩით (ისიც მარტო იყო) მე მეორე დღეს დამეწყო ტკივილები, აირბაგმა ცხვირი გამიტეხა, კოჭსა და მუხლში ტკივილებმა სამ დღეში გამიარა, მოკლედ რაც მოხდა მოხდა, ალბათ უფრო უარეს განსაცდელს ამარიდა უფალმა, ეს მანქანა აღმოჩნდა 2007 წლის ტოიოტა რავ4. მისი ღირებულება 15 000 $ შეადგენს. ჩემი საერთოდ ჯართშიც არ ჩაიბარება და მას კისდევ ფაქტიურად ბევრიც არაფერი დაზიანებია ორი გიტარა ფარი, წინა ბამპერი და აბლიცოვკა, პლუს აირბაკები და მარცხენა კრილო სჭირდება. რა საშუალება მე მაქვს მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა , ჩემი ბრალეულობით იყო და შევთავაზე გაგიკეთებ მანქანას თქო, ქმარი იჯდა საჭესთან , მაგრამ ცოლის სახელზე იყო მანქანა და შესაბამისად ცოლმა დამიწყო ლაპარაკი, მაგას თუ ლაპარაკი ქვია, ეს იყო ლანძღვისა და მოთხოვნათა ნაზავი, უარი განაცხადა ჩემს თხოვნაზე რო უფლება მოეცა მანქანა გამეკეთებინა, და ყველას ვინც კი დალაპარაკება მოისურვა ნასთან უარით დაისტუმრა, ითხოვდა 15 ათას დოლარს, , მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანა, მოკლედ შემდეგ დიდი ხვეწნა მუდარით გაკეტება ტოიოტა ცენტრში და ზემოდან 2000 დოლარი მოითხოვა, შემდეგ 1000 ზე ჩამოვიდა, ბოლოს გადავწყვიტეთ 500 დოლარი და მანქანები გამყავდა რო ჩემი ჩამებარებინა და მისის კეტებაცს შევსდგომოდით, ნოტარიუსთან კიდევ სხვა პირობები წამოაყენა უკვე შეთანხმებულ საქმეზე, ჩემი მანქანის გადაფორმებაც მოითხოვა თავისზე, მოკლედ ვერ შევთანხმდით, ჩემი მხრიდან სულ ხვეწნა მუდარა და ბატონობის გარეშე საუბარი არ ყოფილა, რასაც მასზე ვერ ვიტყვი, ხო ქმარს კიდევ არავინ მალაპარაკებს, ეტყობა არც არავინ ეკითხება მას სიტყვას, საქმეს ისიც ართულებს რომ ამ ცოლქმარს გარდაცვლილი ბიჭი ყავთ 20 წლის რაც მე უფრო მირთულებდა საქმეს იგივე საუბარში, მოკლედ სასამართლოზე შევთანხმდით , სხვანაირად ვერაფერი გავაწყვე, ეხლა მაინტერესებს თქვენი პროგნოზი თუ როგორი გადაწყვეტილებას უნდა ველოდო სასამართლოდან. წინასწარ დიდი მადლობა, ან მსგავსი შემთხვევა ხო არ ქონიათ თქვენს ახლომახლო ვინმეს და რა შედეგით დამთავრდა... . [img][/img] . [img][/img]
|
|
| |
kaxa75 | დრო: კვირა, 20.01.2013, 16:42:58 | შეტყობინება # 48 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თურქეთში რომ ვიყიდო თოფის წამალი და ფისტონი მაქვს საბაჯოზე გადმოტანის უფლება უპრობლემოდ? 1კგ წამალი და 500 ფისტონი ამ რაოდენობით
|
|
| |
giiiivi | დრო: კვირა, 20.01.2013, 17:21:35 | შეტყობინება # 49 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| krimanjuli, მე მქონდა ეგრეთი შემთხვევა, მაგრამ დავძვერი, შენ მუშაობ სადმეე? სახელმწიფო სამსახურს ვგულისხმოობ? დამატებულია (20.01.2013, 16:21:35) --------------------------------------------- სასამრთლო გადაწყვეტს რო აუნაზღაურო ზარალი შეაფასებენ მანქანას და იმის მიხედვით, ანუ საბაზრო ფასი რა ააქვს მანქანას და ამის მერე ხელფასი თუ გერიცხება რომელიმე ბანკში (მიტომ გკითხე სამსახურზე) იქიდან დაგექვითება გარკვეული პროცენტი მანამდე სანამ სრულათ არ დაიფარება მე ეგრე მითხრა ადვოკატმა როცა ავარია მომივიდა, ეგ რო შენ თავიდანვე გცოდნოდა და რო გეთქვა აღარ მოითხოვდა სასამართლოოს, არავის არ აწყოობს წიაწია ფულის აღება, ისიც გააჩნია რამდენს იგებ ხელფას შეიძლება მაგ ფულის დაფარვას წლებმა მოუწიოს, ეგ რო გაიგო დაზარალებულმა გაკეთების ნახევარი შევთავაზე თუ არა მაშინთვე დამთანხმდა, დანარჩენი უკვე ადვოკატებზეა დამოკიდებული საქმეს როგორ წარმართავს. მშვიდობიან დასასრულს გისურვებ მეგობარო
|
|
| |
Admin | დრო: კვირა, 20.01.2013, 17:22:19 | შეტყობინება # 50 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (kaxa75) თურქეთში რომ ვიყიდო თოფის წამალი და ფისტონი მაქვს საბაჯოზე გადმოტანის უფლება უპრობლემოდ? 1კგ წამალი და 500 ფისტონი ამ რაოდენობით Quote (kaxa75) თურქეთში რომ ვიყიდო თოფის წამალი და ფისტონი მაქვს საბაჯოზე გადმოტანის უფლება უპრობლემოდ? 1კგ წამალი და 500 ფისტონი ამ რაოდენობით საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან ან მის გატანასთან დაკავშირებული აკრძალვები ან/და შეზღუდვები
პროდუქცია, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ან გატანა საქართველოდან აკრძალულია ან შეზღუდულია
ან
ამანათების ტრანსპორტირება - ჩამოტანა! რომელი ნივთების ტრანსპორტირება აკრძალულია ან შეზღუდულია?
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|