როგორ ხდება კლუბში გაწევრიანება
| |
ზურა333 | დრო: ოთხშაბათი, 21.07.2010, 14:09:46 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჩემი აზრით უნდა შევადგინოთ ტესტი, რომლის გავლის შემდეგაც პიროვნება გახდება კლუბის წევრი. ტესტის კითხვები უნდა შეიცავდეს ნადირობის სხვადასხვა წესებს, რომლის ცოდნა და დაცვა აუცილებელია მონადირისათვის. ეს ხელს შეუწყობს როგორც მონადირის ცოდნის გაღრმავებას, ასევე კლუბში კომპეტენტური ხალხის მოხვედრას.დამატებულია (21.07.2010, 13:09:46) --------------------------------------------- შეიძლება ასევე ჩატარდეს ნათლობის რიტუალიც
|
|
| |
bu | დრო: კვირა, 25.07.2010, 16:42:59 | შეტყობინება # 2 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ზურა333, გეთანხმებით რომ ტესტი და ამდაგვარი ბარიერები უნდა იყოს გადასალახავი და არც ისე იოლად! უნდა იქნეს აგრეთვე გასათვალისწინებელი ისიც რომ თუ რამდენი ხანია ატარებს იარაღს (თოფს) ძნელი გასარკვევი იქნება თორემ ისიც დასადგენია რა დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან (ბრაკონიერობს თუ არა) ცოტა რთული ჩამოსაყალიბებელი იქნება ეს მაგრამ შეუძლებელი არაფერია გონიერი ხალხი არ გამოლიოს ღმერთმა საქართველოში. თქვენს გვერდში მიგულეთ! გაგიმარჯოთ!!!!
|
|
| |
ზურა333 | დრო: ორშაბათი, 26.07.2010, 11:48:17 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| bu, მადლობა გამოხმაურებისათვის, ალბათ გაითვალისწინებს ჩვენი ადმინისტრაცია.
|
|
| |
ვულფ | დრო: ხუთშაბათი, 29.07.2010, 13:35:54 | შეტყობინება # 4 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ტესტირება აუცილებელად უნდა მოხდეს დამთავრდა ის დრო კაცით და ხათრით რომ კეთდებოდა
|
|
| |
ზურა333 | დრო: პარასკევი, 30.07.2010, 13:06:58 | შეტყობინება # 5 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რაღაც პასიურობაა ამ თემასთან დაკავშირებით, მგონი არ უნდათ ტესტირების ჩაბარება ხალხს
შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - პარასკევი, 30.07.2010, 13:09:02 |
|
| |
ღლიღვა | დრო: პარასკევი, 30.07.2010, 13:40:41 | შეტყობინება # 6 |
ჯგუფი: წაშლილები
| ზურა333, ვულფ, bu, ბიჭებს გაუმარჯოს ! პასიურობა არ არის, უბრალოდ გაკრეფილები ვართ იქეტ აქეთ და ადგილზე 2-3 კაცივართ დარჩენილი. სეზონის დაწყებამდე ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მაგიტომ ვერ ვიცლით ეხლა ყველაფრისთვის. რაც შეეხება ტესტირებას და საერთოდ კლუბსი მიღებას ზოგად მონახაზს გეტყვით 1. ტესტირება იქნება და შესაბამის ტესტებზე მიდის მუშაობა. ეს ტესტები იქნება ვცელი, არ იქნება რთული მაგრამ ითვალისწინებს მონადირე-მეთევზის და ბუნების სარგებლობის საკითხების ცოდნას 2. თეორიული ტესტის გარდა იქნება საველე ცოდნის ტესტი. ანუ კლუბის წევრი რომ გახდეს კლუბის წევრისგან უნდა მიიროს რეკომენდაცია. ამასთან ერთად უნდა კლუბის ერტობლივ ღონისძიებებში მიიროს მონაწილეობა (კლუბის წევრები ახლოს უნდა იცნობდნენ ერთმანეთს,ტორემ ისე ვინ მისცემს რეკომენდაციას). ერთობლივი ნადირობაზე პრობლემები რომ არ შეიქმნას (ზოგი აღმოსავლეთშია და ზოგი დასავლეთში) კლუბს აქვს თავისი რეგიონალური ფილიალები. მესმის რომ შეიზლება ვერ წამოვიდეს სანადიროთ კახეთში მაგრამ ხომ შეუძლია გურიაში,სამეგრელოში,რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში და ასე შემდეგ. ანუ თუ ვერსად და ვერავისთან ვერ ახერხებს შეხვედრას ვერც რეკომენდაციას მიიღებს. 3. სპეციალური ტესტები იქნება ბაზიერებზე (მონადირეთა ეს კატეგორია შეიძლება საერთოდ არ ისროდეს მაგრამ ვიზე ნაკლები მონადირეები არიან, თუ მეტი არა). და კიდევ ერთი - ვფიქრობთ კლუბის წევრობის მოწმობა იყოს ერთ წლიანი და თუ ვინმემ დაარღვია კლუბის წესდება, იდეოლოგია და მიმართულება ან შეურაცყო კლუბის სახელი და იმიჯი თავისი ქმედებით, წევრობის მოწმობა არ განუახლდება და შეიძლება გამგეობამ საერთოდ გარიცხვის საკითხიც დააყენოს. ბიჭებო ეს ყველაფერი არის კლუბის დებულებაში, მაგრამ სამწუხაროდ ისე მიეწყო მოვლენები ერთმანეთს რომ საიტზე დადება ჯერ ვერ მოხერხდა. ნებისმიერ შემთხვევაში ამ წესებზე მიდის მსჯელობა და თუ ვინმეს გაქვთ თქვენი მოსაზრებები დაპოსტეთ, რაც ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარება. საერთოდ დიდი მადლობა ყველას ვინც ზრუნავს და თავს იწუხებს, კლუბის და საიტის სიძლიერისათვის ! :23_30_126:
|
|
| |
მამუკა | დრო: ორშაბათი, 02.08.2010, 23:38:08 | შეტყობინება # 7 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მარტლაც საინტერესოა
|
|
| |
irakli-1973 | დრო: სამშაბათი, 03.08.2010, 01:16:03 | შეტყობინება # 8 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ყველას მოგესალმებით, მეც ვიზიარებ იმ აზრს რომ კლუბის წევრობა ადვილი არ უნდა იყოს, თორემ სხვანაირად აზრს დაკარგავს, წევრი - ეს უნდა ნიშნავდეს: არაბრაკონიერს, წესების და კანონების მცოდნეს, პატიოსან, გამოცდილ, ბუნების და ნადირ-ფრინველის მოყვარულს (და არა ხორცის მონადირეს ყველაფერზე რომ წავა ოღონდ რაღაც მოკლას და მერე "იმარიაჟოს", მონადირეს რომელმაც იცის და გაუწვრთნია ძაღლი, ან ფრინველი. რომელიც ცდილობს რომ საქართველოში ნამდვილი მონადირეები და ჯიშიანი სანადირო ძაღლები იყვნენ.... და ასე შემდეგ ერთი სიტყვით ნამდვილ მონადირეს არა მარტო იმისთანას ვისაც ბევრი ტყავები და კარგი თოფები უკიდია კედელზე არამედ ნამდვილ მონადერეს (სულით მონადირეს) რომელსაც უყვარს და ახლოსაა ბუნებასთან ასე რომ ამ კრიტერიუმების შერჩევა არც ისე ადვილია...... ერთი ტესტით მითუმეტეს.... წარმატებებს გისურვებთ და ნეც შეგეხმიანებით ხოლმე, და ერთ ორ აზრს გავურევ.... თუ გამოდგა ხო კაი....
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: შაბათი, 07.08.2010, 21:52:35 | შეტყობინება # 9 |
ჯგუფი: წაშლილები
| აუუუუ მეც მინდაააააააა მინდაააააააააააა მინდააააააააააააააააა კლუბის წევრობა მინდა ბატონო ვასო როდის დადგება ის ბედნიერი დგე როცა კლუბის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა მექნება?? თუ მე დაჯარიმებული ვარ ამდენი ხანი რო არ გამოვცჰნდი
|
|
| |
ღლიღვა | დრო: შაბათი, 07.08.2010, 22:53:01 | შეტყობინება # 10 |
ჯგუფი: წაშლილები
| PATARA-SAMO, ჩემო ძმაო არავინ არ არის დაჯარიმებული ! კლუბში წევრების მიღებაც ალბათ მალე დაიწყება. პირველ რიგში იმათთვის ვისაც ერთობლივი ნადირობის და შეხვედრების "ტესტირება" უკვე გაიარა. აქ ის ბიჭებიც იგულისხმება ვინც თბილისის მიღმა საიტის და კლუბის საერთო საკეთებელზე მუდამ ზრუნავენ. მინდა ყველამ იცოდეს რომ კლუბის წევრობა საპატიო დატვირთვა და მოვალეობა იქნება ! ამიტომაც ჩვენმა კლუბის აქტივმა გადაწყვიტა,სხვა კლუბებისაგან განსხვავებით, საწევრო გადასახადი არ ყოფილიყო ! ჩემო დავით შენ ყოველთვის იყავი ამ საიტის და კლუბის გულშემატკივარი და ყველა გიცნობთ, ამდენად შენზე არ არის საუბარი. უბრალოდ ეს საკითხები სამმაგ საცერში გაივლის სანამ საბოლოოდ საიტზე დაიდება ! ხომ ხვდები, რომ წესი ყველასათვის ერთი უნდა იყოს ! და ამ წესს საიტზე რომ დადებ მერე შეცვლას მეტი განმარტება უნდა თუნდაც თავიდან დადებულ არასწორე მომენტებს ! გარდა ამისა ალბათ გახსოვს რამდენი იურიდიული ასპექტი იყო ჩახლარტული ტავად კლუბის დაარსებისას. ასევე გაწევრიანებაზე და წევრობის მოწმობაზეა. ქაღალდის დაბეჭდვას არაფერი არ უნდა. მთავარია რა იქნება ამ ქარალდის უკან.ეს მოწმობა ისეტივე ძალით უნდა სარგებლობდეს როგორც პირადობის მოწმობა. მაგით კაცი რომ მივა იმ მაღაზიებში სადაც ჩვენ ხელშეკრულებები გვექნება ის უნდა იყოს უტყუარი საბუთი ! ისე გული რომ არავის დასწყდეს წევრობის მოწმობა ჯერ საერთოდ არავისთვის დამზადებულა და იგი მომზადების სტადიაშია. ზოგადათ წევრობის მსურველების საყურადღებოთ ! მაქსიმალურად ეცადეთ მიიღოთ მონაწილეობა კლუბის ერთობლივ ღონისძიებებში, რაც ხელს შეგიწყობთ კლუბის წევრების გაცნობაში
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: შაბათი, 07.08.2010, 23:17:43 | შეტყობინება # 11 |
ჯგუფი: წაშლილები
| ღლიღვა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ
|
|
| |
მამუკა | დრო: შაბათი, 07.08.2010, 23:21:19 | შეტყობინება # 12 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ყველანაირად ვეცდები. მტელი სულიტ და გულიტ მინდა ტკვენტან ურტიერტობა
|
|
| |
ramazi123 | დრო: კვირა, 08.08.2010, 01:05:50 | შეტყობინება # 13 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
|
|
| |
მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 18.08.2010, 18:06:42 | შეტყობინება # 14 |
ჯგუფი: წაშლილები
| ზურა333, bu, ვულფ, irakli-1973, mamuka83, კლუბში გაწევრიანებისათვის საჭირო იქნება სამონადირეო მინიმუმის ჩაბარება, რომელზეც მიდის მუშაობა. იქნება ბილეთები, რომლებიც საიტზე წინასწარ დაიდება.
|
|
| |
პედიატრი | დრო: ოთხშაბათი, 18.08.2010, 22:27:02 | შეტყობინება # 15 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| წინადადება: კლუბის წევრობისთვის აუცილებელი უნდა იყოს სეზონზე მინიმუმ 5 ტურის, მგლის, ენოტისებრი ან გაველურებული ძაღლის, ან ველური კატის გამოხშირვა(ან 100 ლიტრა ღვინო კლუბის მარანში )
|
|
| |
ზურა333 | დრო: ხუთშაბათი, 19.08.2010, 15:50:55 | შეტყობინება # 16 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მონადირე, მოხარული ვარ, მადლობა ინფორმაციისთვის
|
|
| |
a11201 | დრო: შაბათი, 21.08.2010, 14:14:51 | შეტყობინება # 17 |
ჯგუფი: წაშლილები
| ზურა333, გაუმარჯოს, ტესტირება ძალიან კარგი აზრია და აუცილებელიც მაგრამ არის ერთი პრობლება, როგორ და რა ბერკეტებით გააკონტროლებ ტესტში მოყვანილ კითვხებზე პასუხის სინამდვილეს. კლუბში მოხვედრის სურვილიდან გამომდინარე არავინ იტყვის რო ბრაკონიერობა არ ჩაუდენიადამატებულია (21.08.2010, 13:08:25) --------------------------------------------- მონადირე, გაუმარჯოს, რა ბილეთებზე საუბარი, კანონმდებლობიდან თუ ზოგადად სამონადირეო ეთიკიდან? დამატებულია (21.08.2010, 13:14:51) --------------------------------------------- ღლიღვა, გამომდინარე რომ საშინლად დატვირთული გრაფიკი მაქვს ვერ ვახერხებ კლუბის ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები ნებისმიერ საკითხში.........
|
|
| |
-BERG- | დრო: შაბათი, 21.08.2010, 17:16:47 | შეტყობინება # 18 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| a11201, მეგობარო,როგორ დავიჯერო ერთხელ მაინც ვერ წავინადირებთ სადმე ერთად. ნებისმიერ კლუბელთან, რომელიც მერე რეკომენდაციას გაგიწევს?! ეს ჩვენი ქვეყანა პატარაა და სანადირო ადგილები კიდევ უფრო ცოტა რაც შეეხება ბილეთერბს: ეს იქნება სანადირო მინიმუმი. დაახლოებით ისეთი როგორიც რუსებს აქვთ მონკავშირში მისაღებად.და აქ არ მოწმდება უბრაკონიერია თუ არა. სწორედ ამიტო უნდა ნაცნობი კლუბელი რომელიც იცნობს რა "სულიერია" . უცნობს ხო არ გაუწევს რეკომენდაციას?! თუ მაინც ბრაკონიერი აღმოჩნდება კლუბიდან გაირიცხება. ის კლუბელი კი, ვინც რეკომენდაცია მისცა დაისჯება.
|
|
| |
tsulo | დრო: შაბათი, 21.08.2010, 22:23:40 | შეტყობინება # 19 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 43
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ანუ ყველაპერი მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს და შემოწმდეს:),მაგრამ თუ მოუხდა შეცდომა და ვერ გაიგეთ ? და კიდევ ერთი თუ არა ხარ სრულწლოვანი შესაძლებელია კლუბში გაწევრიანება?
|
|
| |
a11201 | დრო: ორშაბათი, 23.08.2010, 14:12:41 | შეტყობინება # 20 |
ჯგუფი: წაშლილები
| -BERG-, იმედია მეც მოვხვდები თქვენს კლუბში
|
|
| |
მონადირე | დრო: ორშაბათი, 23.08.2010, 14:20:23 | შეტყობინება # 21 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, tsulo, ტესტი არ იქნება, იქნება ბილეთები, რომელშიც იქნება საკითხები, როგორც იარაღზე, ასევე ბაზიერობაზე, ასევე თევზაობაზე, ცხოველთა, ფრინველთა და თევზის სახეობებზე, მათი გამრავლების არეალსა და პერიოდზე, ნადირობის ვადებსა და არსებულ კანონებზე და ა.შ. ეს ყველაფერი მარტივად და გასაგებად იქნება მოცემული. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:თქვენ გაძლევენ ბილეთს, რომელშიც არის რამოდენიმე შეკითხვა. თითოეულ შეკითხვაზე შემოთავაზებულია პასუხის სამი ვარიანტი, თქვენ უნდა აირჩიოთ ერთერთი. ეს ამარტივებს ამოცანას. ბილეთები წინასწარ გამოქვეყნდება და სწორი პასუხი ჩასმული იქნება ფრჩხილებში. თქვენ აგრეთვე წაიკითხავთ კომენტარებს და ახსნა-განმარტებებს საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ეთიკას, აგრეთვე წინასწარ სანამ წევრი გახდებით, გაეცნობით კლუბის იდეალებსა და წესებს. არასრულწლოვანები კლუბში მიიღებიან და გასვლებშიც მიიღებენ მონაწილეობას მშობლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, კლუბის გამოცდილი წევრების ზედამხედველობის ქვეშ, რაც მათ ნამდვილ, კულტურულ მონადირედ ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს! რაც შეეხება, გაკონტროლებას, კლუბში პიროვნება ნებაყოფლობით წევრიანდება და თუ იგი არ იზიარებს კლუბის მიმართულებებსა და მისი წესების დამცველი არ იქნება, მაშინ რა აზრი აქვს მის გაწევრიანებას! ასეთი ხალხი ჩვენ არ გვჭირდება!
|
|
| |
a11201 | დრო: ორშაბათი, 23.08.2010, 15:12:19 | შეტყობინება # 22 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, კიდევ მაინტერესებს თუ არ შეგაწიხებთ, კლუბს რა იურიდიული სტატუსი ექნება და კლუბის წესდება არსებუბს თუ არა...
|
|
| |
მონადირე | დრო: ორშაბათი, 23.08.2010, 15:16:41 | შეტყობინება # 23 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, კლუბის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. წესდება არსებობს და კლუბი დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში
|
|
| |
a11201 | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 14:39:28 | შეტყობინება # 24 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, ან იურიდიული მისამართი მითხრათ სად იქნეა კლუბის ოფისი დამატებულია (23.08.2010, 14:19:06) --------------------------------------------- ზედმეტ კითხვებს თუ ვსვავ მითხარით, უბრალოდ მაგარი დაინტერესებული ვარ და მაგარი გამიხარდა საქართველოში რო კეთდება ასეთი კეთილშობილური საქმე დამატებულია (24.08.2010, 13:39:28) --------------------------------------------- რა ხდება ხალხო კლუბში როდის უნდა გამაწევრიანოთ?
|
|
| |
zurakhachidze | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:00:56 | შეტყობინება # 25 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მოგესალმებით ყველას ძალიან კაი აზრია და მისაგები უნდა იყოს ყველა ნამდვილი მონადირისათვის კლუბის წევრობა, კლუბის წევრები უნდა იმსახურებდნენ რათქმაუნდა წევრობას, და კლუბში უნდა იყვნენ ისეთი კატეგორიის ხალხი რომლებიც ზრუნავენ როგორც ბუნებაზე ასევე გარემოზე, არ უნდა იყვნენ (მეხორცეებიი) რომლებიც წყვიტავენ ფრინველს თუნდაც სეზონის გახსნამდეეე. და მაგიტომაცაა რო ვერ მრავლდება მწყერი საქართველოში და პროცენტულად ყველა რაიონში მოკლებულია ფრინველის რაოდენობა..... სიამოვნებით გავხდებოდდი ამ კლუბის წევრიი რათქმაუნდა ყოველგვარი ტესტების და ბილეთების გავლის შედეგად. მეც შემოგიერთდებით სულით და გულით. ახალ იმფორმაციას თუ მომაწვდით რახდება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კაი იქნება.
|
|
| |
მონადირე | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:15:47 | შეტყობინება # 26 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, zurakhachidze, მოხარული ვარ, რომ ასე გულით უდგებით საქმეს. გაწევრიანება მალე დაიწყება, სამონადირეო მინიმუმიც შედგენილია და საიტზე ყველაფერი წინასწარ დაიდება. საიტზე გათვალისწინებულია ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, კლუბს ექნება ცალკე "ღილაკი", და კლუბის თემებში წერის უფლება მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ, დათვალიერების უფლება - ყველას. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ამ ცვლილებების განხორციელება ცოტა შეყოვნდა, მაგრამ სულ მალე ყველაფერი მოწესრიგდება და დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა ჭეშმარიტ მონადირეს!
შეტყობინება დაამუშავა მონადირე - სამშაბათი, 24.08.2010, 16:30:53 |
|
| |
a11201 | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:30:04 | შეტყობინება # 27 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, ცნობისათვის მე იურისტი ვარ და ვმუშაობ ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მაქვს კარგი კავშირებიც თითქმის საქართველოს კველა უწყებასთან, თუ რამეში შემიძლია კლუბის დახმარება არ მოგერიდოთ და მეც ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემს ძალებს არ აღემატება.....
|
|
| |
მონადირე | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:32:09 | შეტყობინება # 28 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, იცოცხლე, ძალინ სასიამოვნოა! გავითვალისწინებთ!
|
|
| |
a11201 | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:35:16 | შეტყობინება # 29 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, საერთოდ ძველი ხალხის ნათქვამია (წინაპრების) ნამდვილი მონადირე კაცი კეთილი და უბოროტო ადამინიაო და მათი ნდობა თავისუფლად შეიძლებაო წარმოიდგინე ამდენი უბოროტო და კეთილი ადამინი რო გაწევრიანდება კლუბში რა მტებმა უნდა გაგვიბედოს შემოტევა
|
|
| |
მონადირე | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:41:04 | შეტყობინება # 30 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, ვინ გაბედავს!
|
|
| |
a11201 | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 16:44:50 | შეტყობინება # 31 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, სხვათაშორის ეგეტებიც გამოჩნდებიან, ისე ყველა ვისაც თოფი უჭირავს ხელში და ისვრის მნადირე ჰგონია თავი, იმდენი მეხორცე ვაი მონადირე ვიცი რო გადაირევი საიდან ხარ წარმოშობით მეგობარო?
|
|
| |
მონადირე | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 17:39:07 | შეტყობინება # 32 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, თბილისელი ვარ! წარმოშობით მეგრელი, გალის რაიონიდან! ჩვენი კლუბის მიზანია სწორი, ეთიკური ნადირობის ტრადიციების აღდგენა ქვეყანაში, ეხლა რაც ხდება, საშინელებაა! ამიტომ გვინდა პატიოსანი ხალხი კლუბში, მეხორცეებს ახლოს არ გავიკარებთ!
|
|
| |
a11201 | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 17:58:48 | შეტყობინება # 33 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, არ გავიკარებთ მაგრამ, იქნებ გარემოს დაცვის სამინისტროსტან გაფორმდეს მემორანდუმი ან ხელშეკრულება რო რაიმე სახით ვებრძოლოთ ბრაკონიეროებს და მეხორცეებს.......... მგონი კარგი აზრია...დამატებულია (24.08.2010, 16:58:48) --------------------------------------------- მონადირე, ამით დიდ დახმარებას გავუწევთ ჩვენს ბუნების დამცველებს თუ სამინისტროში ჭკვიანები არსებობენ დიდი სიხარულით უნდა დათანხმდეთ კლუბის ასეთ შეთავაზებას
|
|
| |
zurakhachidze | დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 21:15:08 | შეტყობინება # 34 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძალიან სასიამოვნო წასაკითხია თქვენი ნაწერები, და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, ჩვენ გვჭირდება სულით მონადირეები და არა ხორცით მონადირეები. მე დიდი ხანია დარეგისტრირებული ვარ საიტზე და რიგი პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი აქტიურ ჩაბმას თქვენს საუბარში, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ უბრალოთ მონადირეების სურვილით იქმნება ეს კლუბი??? თუ რამე ორგანიზაცია ხელმძღვანელობსს ზოგადად ისტორია, საერთოდ მე ისიც არ ვიცი ბაზიერი როგორ შეიქმნა, ისე ძალიან კარგი საიტიაა. სად იქნება კლუბი ტერიტორიულად და მსგავსი საკითხები ფორუმზე გახდება ცნობილი ხო ალბათ??? მინდოდა მეკითხა რა პრობლემის წინაშე დგახართ იქნება და შეგვეძლოს ვინმეს მაგ პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის მიღებაა??? დამატებულია (24.08.2010, 20:15:08) --------------------------------------------- ისე ძალიან სასიამოვნო ხალხი ხართ ერთი თქვენთან მანადირაა, და ჩამახუტა რა კარგი იქნებააა.....
|
|
| |
მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 12:01:51 | შეტყობინება # 35 |
ჯგუფი: წაშლილები
| zurakhachidze, a11201, საიტი შექმნა ქუთაისელმა ჩვენმა მეგობარმა, კაი კაცმა და პროპესიონალმა ბაზიერმა გია გაბუნიამ (ქეა ქუთეისელი, მაგრამ მეგრელია ჩემსავით), რამოდენიმე წლის წინ. ამ საიტზე გავიცანით ერთმანეთი კლუბის დამფუძნებლებმა და დავარეგისტრირეთ კლუბი ოფიციალურად საჯარო რეესტრში წელს ზაფხულში. ჩვენი სურვილი და მიზანია საქართველოში სწორი, ეთიკური ნადირობის ტრადიციების აღდგენა. ჩვენ გვსურს რომ კლუბის წევრები იყვნენ მხოლოდ ჭეშმარიტი მონადირეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ კლუბი იყოს ჩვენს საყვარელ საქმიანობაში გათვითცნობიერებული, მონადირულ ეთიკასა და კულტურაში ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელსაც დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს ქვეყანაში დღეს სავალალო მდგომარეობაში მყოფი ამ დარგის ასაღორძინებლად და არა მსროლელბის ბანდა, რომელიც ყველაფერ მოძრავს ხოცავს განურჩევლად და ამას ნადირობას ეძახის. რა მოსაზრებები გაქვთ თქვენ? რა ღონისძიებებს შემოგვთავაზებთ?
|
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 13:13:07 | შეტყობინება # 36 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, ჩემი აზრით კლუბის შქმნა დიდი განაცხადია საქართველოს უახლოეს ისტორიაში.......... კლუბის სწორი და მზანმიმართული მუშობისათვის მთავარია მენეჯმენტი.... პირადად მე რომ ვიცნობდე კლუბის წესდებაში გაწერილ ,,საქმიანობის სფეროს" გამიადვიდებოდა პასუხის გაცემა...... არ დაგიმალავთ და ჩემი ბავშვობის ოცნებააა ძველლი მონადირეების ჩანაწერების გაცნობა...... და სხვებისთვის გაცნობა (მართალია კომუნისტური წყობის პერიოდშია გამოცემული). კიდევ ერთხელ გავიმეორებ: კლუბმა აქტიურად უნდა ითანამშომლოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთანდამატებულია (25.08.2010, 12:13:07) --------------------------------------------- მონადირე, კლუბის წევრებში ვიკითხოთ იქნებ ვინმეს ქონდეს სახლში ძველი წიგნები (უამრავი გამოდიოდა) ან ვინმეს ხელი ხომ არ მიუწვდება ყოფილი ბიბლიოთეკებთან- მანდ კარგ მასალას ავიღებდით..... მე მაქვს წიგნი მონადირის ჩანაწერები სადაც მოხევე კაცი ყვება თავის სანადირო ისტორიებს, იხსენებს ძველი მონადირეების გამონათქვამედ და ა.შ. თუ რამეში გამოგვადგება შემიძლია დავასკანერო და დავდო საიტზე.
|
|
| |
მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 15:18:21 | შეტყობინება # 37 |
ჯგუფი: წაშლილები
| a11201, საიტზე ცვლილებების განხორციელების შემდეგ დაიდება წესდება. ვისია ეგ წიგნი, ხორნაულის?
შეტყობინება დაამუშავა მონადირე - ოთხშაბათი, 25.08.2010, 15:18:54 |
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 15:32:02 | შეტყობინება # 38 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, ზუსტად ვერ გეტყვი ეხლა, სახლში რო მივალ ვნახავ და გეტყვი
|
|
| |
zurakhachidze | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 16:51:45 | შეტყობინება # 39 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| a11201 ჩემი აზრით კლუბს სწორი მიმართულება აქვს აღებული დასახვეწი იქნება თავიდან რაღაც რაღაცეები და შესაცვლელი რომელსაც დრო და გამოცდილება აჩვენებს როგორი ცვლილებები უნდა განხორციელდეს, უბრალოთ რაც შეეხება იდეებს თვითონ მონადირის შეგნებამდე უნდა მივიდეს ის რომ სეზონის გახსნამდე ნადირობა და ერთი მწყერის მოკვლა ნიშნავს რომ მინიმუმ 7 ან 9 მწყერს კლავს და არ აძლევს ბუნებას გამრავლების საშვალებას, დავეთანხმები იმ აზრს გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა ჩაერთოს ამ საკითხში რამენაირად, უფრო სწრაფად განვითარდება შემდგომში კლუბიც. ალბათ საჭიროა მეტად ინფრმირება ხალხისს, და თუ თვითონ ვერ აცნობიერებს რომ არ უნდა ინადიროს ბრაკონიერულად უნდა დავეხმაროდ ინფორმაციის მიღებაში, და შემდგომ აღარ ინადირებენ ალბათ, მაგრამ მეხორცეების კატეგორია საქართველოში ვფიქრობ ყოველთვის იქნება თუნდაც ეკონომიური პირობებიდან გამომდინარეე. ყველაზე კარგი იქნება სანადირო მეურნეობების შექმნა და ამ მხრივ საქართველოში ცვლილებების განხორციელებაა... ჩეემი აზრით.
|
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:19:05 | შეტყობინება # 40 |
ჯგუფი: წაშლილები
| zurakhachidze, აგაშენა ღმერთმა, ყველაფერში გეთანხმები, არსებობს ისეთი კეტეგორია ხალხი რომელთათვისაც სეზონის დალოდება დიდი სირცხვილია (თავისი შეგნებით). რაც შეეხება სამონადირეო მეურნეობას უმაგრესი იდეააა, მე ვაპირებდი მაგის გაკეტებას მაგრამ იმდენი ფული უნდა დასაწყისისთვის რომ ვერ გავქაჩე...... ამ კლუბს ფინანსები თუ არ ექნა ვერაფერს ვერ გააკეთებს, უნდა დაწესდეს საწევრო თუნდაც მიზერი..., უნდა მოახერხოს და საერთაშორისო ორგანიზაცებიდან გრანტი მოიპოვოს, მერე უკვე ყველაფერი გაკეთდება და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნება, არ დაემსგავსება იმათ რომლებსაც აქვს აღნიშნული მეურნეობები - მონედირეებს წეწავენ და თAნ შეგნებულად არ აკვლევინებენ ნადირს ........... კლუბის არსებობა უნდა გავრცელდეს პრესით და ტელევიზიით...... სერიოზული პიარია საჭირო და გარემოს დაცვის სამინისტროს შეგვეხვეწება თანამშრომლობაზე.....დამატებულია (25.08.2010, 16:19:05) --------------------------------------------- zurakhachidze, ისეთ მონადირეს რომელსაც შეგნება არ აქვს უნდა დაისაჯოს ისე რომ ცხოვრებაში ვეღარაფერი ვერ მოკლას...... მე შევესწარი ერთ ამბავს ქართლელი ბრაკონიერები თიანეთში ისე დასაჯეს რო სცხვენიათ თუ ოდესმე ინადირეს....... ჩვენც ასე უნდა მოვექცეთ ბრაკონიარებს.... მეხორცეობა არ მდგომარეობს ეკონომიკური გარემოებებიდან......... მონადირე რომელიც 1 დღეს მოკლავს რამოდენიმე მსხვილფეხა ნადირს იმას რაღა უნდა ელაპარაკო
|
|
| |
მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:28:21 | შეტყობინება # 41 |
ჯგუფი: წაშლილები
| საქართველოში დღეს 22 სანადირო მეურნეობა არსებობს და ფუნქციონირებს, მაგრამ ეს ამინდს ვერ ცვლის. საჭიროა კანონის შეცვლა, ან კანონის მიღება ნადირობის შესახებ. პირველ რიგში მტაცებლების (მგელი, ტურა, მელა) რიცხვი უნდა შემცირდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ამას უნდა მივაღწიოთ, თორემ ისე არაფერს აზრი არ აქვს.
|
|
| |
zurakhachidze | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:39:54 | შეტყობინება # 42 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| a11201 რათქმაუნდა დღესდღეობით ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული თუ ფინანსები არ გაქვს ელემენტარული კახეთში ვერ წახვალ სანადიროდ 100 კმ ზე. საქართველოში არიან ისეთი ბიზნესმენები რომლებიც ნადირობას დიდ პატივს ცემენ, ესეთია მაგ. გოგი თოფაძე რომელსაც უნდა რომ გააკეთოს საკუთარი სანადირო მეურნეობები. ხოლო ის რამდენად მიიღებს კლუბისგან წინადადებას ეს მეორე საკითხია, შესაძლებელია ამ პიროვნებისათვის შეთავაზებაც. სანადირო მეურნეობების გაკეთებას ერთი რომ დიდი ფინანსები ჭირდება და მეორე საკმაოდ დიდი დრო ჭირდებაა. ვის რა იდეები გაქვთ და მოსაზრებები გაგვიზიარეთ და რომელიც უფრო მისაღები და ადვილად შესაძლებელი იქნება ისე გაკეთდესს. ამდენს ვსაუბრობთ და შენი სახელიც არ ვიციი, სად დადიხარ სანადიროდ ხოლმეე?? ან სად ცხოვრობბ?? დამატებულია (25.08.2010, 16:39:54) --------------------------------------------- ეგეთი მეურნეობები საქართველოში როა ჩვენნაერ მონადირეს ამინდს ვერ უქმნისს, მაგ ნაკრძალში რო შეხვიდე და ინადიროო საკმაოდ თანხები ჯდებაა, რომლის გადახდის საშვალებაც ბევრს არ აქვს. ეგრე ბორჯომის ნაკძალიც იყიდეს გერმანელებმა და მოიყვანეს წითელი მგლები რომლებმაც გადაჭამეს მთელი დასნეულებული ცხოველები, და მერე უნდა დაეხოცათ მაგრამ რო შემოაკლდათ საჭმელი მოსახლეობას მიადგნენნ... და ესე წინ ვერ წავალთთ
|
|
| |
მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:41:16 | შეტყობინება # 43 |
ჯგუფი: წაშლილები
| zurakhachidze, თოფაძეს აქვს თავისი სანადირო მეურნეობა.
|
|
| |
zurakhachidze | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:44:23 | შეტყობინება # 44 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვიცი რომ აქვს მე ვთქვი რო შეიძლება დაინტერესდესთქოო..
|
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:46:15 | შეტყობინება # 45 |
ჯგუფი: წაშლილები
| მონადირე, Tოფაძეს აქვს მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება, ყოფილა ისეთი შემთხვევა რო არ მოაკვლევინეს ბიჭებს ღორი, ზოგზე უთხრეს ამის მოკვლა არ შეიძლებაო, ძოგჯერ ისეთ ნომრებში დააყენეს გიდებმა რო საერთოდ არაფერი არ იყო და ა.შ. ანუ არ ღირს თოფაძესთAნ წასვლა სანადიროდ....... თან თუ უსმენთ გარემოს მინისტრის გადაცემებს მზეზე რომ აქვს სამონადირეო მეურნეობის მეპარონეები სულ იმას წუწუნებენ რომ საზღვარგარეთ ნადირობა გაცილებით ძვირია და ჩვენც იქნებ გავზარდოთ მოსაკრებლის ფასიო
|
|
| |
zurakhachidze | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:51:52 | შეტყობინება # 46 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ზოგადად კლუბის მიმართულების განვითარებაში.... და სხვა კიდე ბევრ საკითხში რაც ნადირობას შეეხება, მტაცებლების რიცხვი სასწრაფოდ უნდა შემცირდეს რამდენი კურდღელზე ვიყავი ამ ბოლოს სანადიროდ მელიებითაა გავსებული ყველაფერი და კურდღელს კიდე მელია ჭამს და იმიტო ვართ ესეთ დღეში. დამატებულია (25.08.2010, 16:51:52) --------------------------------------------- საზღვარგარეთ რო მიდიხარ მეურნეობაში სანადიროდ იქ ფულს იხდი და განსაზღვრულად იცი რამდენი რა უნდა მოკლა სადაა ისე რო ფული გადაიხადოო და არ მოგაკვლევინონ ფრინველი ან ნადირიი... საზღვარგარეთ რო ძვირი ღირს მეურნეობაში ნადირობა იქ ხალხს სტაბილური სამსახურები აქვთ და ცხოვრება, აქ როცა იქნება ეგრე და მივალთ იმათ დონემდე მერე გააძვირონ..
|
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 17:59:27 | შეტყობინება # 47 |
ჯგუფი: წაშლილები
| zurakhachidze, გიო ვარ თედიაშვილი, თბილისელი..... ძირითადად ვნადირობ დიდგორზე, თიანეთში და თეთრიწყაროს რაიონში.. რაც შეეხება თოფაძის დაინტერესება ჩემი აზრით გამორიცხულია........ ბობოლა ბიძიები ნადირობენ მაგასთან და შემოსავლის წყაროც კარგად აქვს უკვე..... თუ გინდათ მაინც შევთავაზოთ დამატებულია (25.08.2010, 16:57:08) --------------------------------------------- 2 კვირის წინ გადაცემა იყო ნადირობაზე და ქართველი ბიზნესმენები წუწუნებდნენ სომხეთში ჯიხვის მოკვლა გაცილებით ძვირია და საქართველოში რა გვჭირსო. იმას ვერ ვხდებიან რაც უფრო ნაკლები იქნება გადასახდლი მით უფრო მეტი რეალიზაცია ექნებთ და შემოსავალიც გაეზრდებათ მაგრამ ქართული ბიზნესი ხო იცით როგორია ღორობა და ისევ ღორობა (ყველას არ შევირაცყოფ) დამატებულია (25.08.2010, 16:59:27) --------------------------------------------- წარმოიდგინეთ ადამინი დათვს, მგელს ტურას და მელას რო კლავდნენ კომუნისტები ფულად ჯილდოებს აძლევდნენ და ეხლა თუ მოკალი რამე მასეთი თავი უნდა იმართლო რო თავს დაგესხა, გამაბრთხილებელი გაისროლე არ დაგემორჩილა და იძულებული იყავი მოგეკლა. თუ ჯინში ჩაგიდგნენ ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებ.....
|
|
| |
zurakhachidze | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 18:00:22 | შეტყობინება # 48 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სასიამოვნოაა მე ზურა ვარ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს იმედია სანადიროთაც ვივლით ერთად მომავალში. მე ხაშურში ვარ გაზრდილი და იქ მყავს სასტავი აქ კიდე არ მყავს ისეთი აქტიური სასტავი რო სისტემატიურად დადიოდნენ სანადიროდდ. და ვედზებ რო ჩავჯდე სასტავში და ვინადირო ხოლმე ცოტა ხშირად.
|
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 18:04:25 | შეტყობინება # 49 |
ჯგუფი: წაშლილები
| გაიხარე, ჩემთვისაც სასიამოვნოა, მეც შარშან ჩამსვევს სასტავში ვზროსლების სასტავის და მაგარი საინტერესო ხალხია...... შეპირებით ვერაფერს ვერ შეგპირდები მაგრამ იმას მაინც გეტყვი რო ვეცდები ჩვენთან ერტად წამოხვიდე სანადიროდ......
|
|
| |
მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 18:05:10 | შეტყობინება # 50 |
ჯგუფი: წაშლილები
| ბიჭებო, მეც ეგა ვთქვი, რომ ამინდს ვერ ცვლის მეთქი! სანადირო მეურნეობის განვითარებას კანონი ჭირდება! ისე თოფაძესთან იყვნენ საიტის წევრები რამდენიმე წლის წინ. ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაზე მეტად მე ის მაწუხებს, რომ იურიდიულად ჩვენ ყველანი ბრაკონიერები ვართ, როცა ამ დროს , არ ვტრაბახობ, ჩემნაირი ბუნებისმოყვარული და მისი დაცვისათვის მებრძოლი კაცი იშვიათად მოიძებნება! დღეს ნადირობა კანონმდებლობით გადამფრენი ფრინველების გარდა, მხოლოდ სანადირო მეურნეობებშია დაშვებული!
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|