მართალია ეს გადაცემა ისე დახვეწილი არ იყო როგორც საჭიროა,მაგრამ პირველი იყო და მომავალში იმედია უკეთ გამოგვივა. ეს ყველაფერი shotka-ს დამსახურებაა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საიტის სახელით.შეიძლება ბევრს გული დაწყდა რომ ვერ მიიღო მონაწილეობა ამ ნადირობაში,მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ იყო.თვითონ სამონადირეო მეურნეობიდან მოდიოდა ის აზრი რომ მონადირეთა რაოდენობა ძალიან შეზღუდული უნდა ყოფილიყო.ხოლო რაც შეეხება საიტზე წინასწარი ინფორმაციის გაუვრცელებლობა,მთავარი მიზეზი ის იყო რომ რადგან ეს ჩვენი საიტის პირველი პროექტი იყო და მომენტში იმის ალბათობაც იყო რომ არ განხორციელებულიყო ( და შემდგომ რაღაც კუდებიც რომ არ მოყოლოდა) საჭიროდ ჩავთვალეთ რომ ინფორმაცია არ გაგვეხმაურებია პროექტის განხორციელებამდე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა shotka-ს მადლობა ტელეკომპანია "იმედს" და ქალბატონ მარიკა ბაკურაძეს მადლობა ბატონ გოგი თოფაძეს და სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალებს" გულთბილი მასპინძლობისთვის.
მალადეც გია კაი თემაა, ბევრს არც უნახია ეს გადაცემა და ეხლა ნახავს, ისე ჩვენც თუ დავჩირდებით ;ბაზიერ.გე; დიდი სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ისე თეიმურაზის ნაცვლად ჩვენი საიტის ბიწებისთვის რომ მიგეცათ სიტყვა გაცილებით კარგ აზრებს ვიტყოდით, ჩვენ არავართ ცივსისხლიანები ყველას დვიყვარს ბუნება, მაგრამ ტურამ რომ გადაგვწამა მგონი ეს საქმეც მისახედია , მერე უფრო გაგვიმრავლდება ხოხობი,კაკაბი, კურდღელი, და სხვა დანარჩენი ამაში ველა დამეთანხმება. ეგრე არარი ბერგ?
დამატებულია (30.01.2010, 17:19:55) --------------------------------------------- ეე თეიმურაზ მაგარს უბერავ რა, ჯერ ერთი კაცი მანახე რომელიც ყოველდღე ნადირობს, და მერე 10 მტრედს ან ქედანს კლავს რა. ან ;ნეკრესი; იტყუება ან თეიმურაზი, ძაან მაინთერესებს როგორ დათვალეს დათვი? სად ცავიდა დათვი? სად და ხე ტყე რომ გაჩეხეს სხვაგან დაიმალა და საცხოვრებელი შეიცვალა. მგელმა რომ ცხვარი და ვირები შეუჭამა ხალხს ისიც იმ შველივით ავამტყოფი იყო?///???????????
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!