02:13:13
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
აფერისტი ძაღლები
Maverickდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 14:08:06 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფორუმზე დავწერეთ რომ კვირას 29 ნომბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედგა პირველი ერთობლივი გასვლა, მშვენიერი დღე იყო, მზიანი, ხალისიანი და შედეგიანიც
როგორც ყოველთვის ეხლაც ნადირობას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია, აქ მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას

ვინა თქვა რომ ძაღლი ცხოველია, და აზროვნება არ შეუძლია, გეუბნებით და დამიჯერეთ, აზროვნებს კიდეც და აფერისტიც არის
მოკლედ ჩვენ ძმას xedos არ ეწყინება და მოვყვები

დაგეგმვისას, დამირეკა xedos-მა და ომახიანად მითხრა მე ძაღლით მოვდივარო, 8 წლის ძაღლიაოო, ხოდა წამოვიდა კიდეც
ოღონდ xedos-მა კი არ წამოიყვანა ძაღლი, ძაღლმა წამოიყვანა xedos-ი, უბრალოდ მას დაარეკინა ჩემთან 167 აი ფაქტიც:

ჩამოცხა თუ არა, წამოწვა მინდორზე აი ჩვენი ნაქები ძაღლი ფაქიზოსავით და თავი გადააგდო, გვეგონა კვდებოდა, xedos-მა რომ ხელში აიყვანა მოყავდა სურათი გადავუღე, მერე ვინანე, გულწრფელად ვამბობ
ძაღლი კვდება და მე რა მეღადავება-მეთქი, მაგრამ ჰოი საოცრებავ, ძაღლმა მანქანა დაინახა (მანქანამდე xedos-იმ ატარა, krimanjuli-ს ორჯერ ქონდა მცდელობა დახმარებოდა, მაგრამ ამ აფერისტმა ორჯერ უკბინა) თუ არა ეგრევე მანქანაში ჩახტა და გაიტრუნა, მერე სადილზე დავჯექით, 2 საათზე მეტი ვისხედით და ვქეიფობდით, 1 წუთით არ გაჩერებულა სულ ყეფდა, ნახევარი ბუხანკა პური შეჭამა

აი ასეთი გაგვიჩალიჩა xedos-ის ძაღლმა,
მეტი არაა ჩემი მტრი ეგ მეორედ უჩამ სანადიროდ გაყვანოს 069 069 069

 
lordiდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 14:37:50 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნახევარი ბუხანკა პურიც არ ეყო ეტყობა და თემოს (998) ძაღლის მიყოლებაც მოინდომა დესერტად:))
ყველას მაგარად გვაჭამა მაგ ძააღლმა რა! თავგადადებულ და ხელში ატატებულ ძაღლს ზოგმა რა დიაგნოზი დავუსვით და ზოგმა კიდე რა. კრიმანჭული რო დაკბინა, ე მაგ დროს კი მაგარი შემეშინდა: მეთქი სად დაბადებულებს სად მოგვაგნო მიქელამთქო და კრიჭაშეკრული ვიყავი მანამ, სანამ ძაღლმა ხმა ამოიღო და ჭამის მადა მოუვიდა 069
ნამდვილად ეკუთვნის მაგ ძაღლს ,,მოაზროვნის" წოდების მინიჭება 069
 
@shota@დრო: სამშაბათი, 01.12.2009, 21:00:00 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
069 069 069 069 069

დამატებულია (01.12.2009, 19:59:25)
---------------------------------------------
10 10 10

დამატებულია (01.12.2009, 20:00:00)
---------------------------------------------
ეს ტაში ძაღლს. 166

 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 22:30:57 | შეტყობინება # 4
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ მე მკითხეთ მაგ ძაღლს რა ეკუთვნის .....ვიფიქრე ამ თემას კურიოზებში გავაშუქებ მეთქი მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ცალკე’’რუბრიკას’’
მოკლედ ნადირობიდან ვბრუნდებით , მზე თოხის ტარზე სწორდება, მე ბიჭებს ცოტა მოშორებით მივყვები, რაიმეს პოვნის იმედად (5 ლარიანმა იცის ეგ) ნელნელა მზე აჭერს, ცხება... იმ ადგილამდე სადაც მანქანები გავაჩერეთ კილომეტრი მაინც იქნება დარჩენილი. შევამჩნიე რო თემოს და მავერიკის ძაღლები ჩვეულებისამებრ მონადირეების წინ მინავარდობენ, მონადირეების უკან 90 წლის კოჭლი ბერიკაცივით ხედოსის ძაღლი ნბიჯ ნაბიჯ მიათრევს წელს, ჩერდება ისვენებს, ისევ პატრონის სიყვარულით თავს ძალას ატანს და მონადირეებს უკან მიყვება, ისევ ჩერდება , სულს ითქვამს, მაგრამ პატრონს ხო ვერ უღალატებს, თავს ზემოთ ძალას ნახულობს და ქარავანს რო არ ჩამორჩეს მაინც მიიწევს წინ, ენა გადმოგდებული აქვს , ლამის მიწამდე დასთრევს საწყალს, კიდევ კარგი ქანც გაწყვეტილი დიდ ნაბიჯებს ვერ ადგამდა თორე ენაზე დაიბიჯებდა საცოდავი. ხშირად მინახავს საწყალი ძაღლები, მაგრამ ეს იმდენად საწყალი მომეჩვენა რო 100 მეტრიდან დავინახე მისი ნაღვლიანი თვალები...100 მეტროდან გავიგონე ბებ ერი გულის გახშირებული ფეთქვა რომელსაც პატრონის სიყვარულის ალი მოდებოდა, მისი ქოშინი თავზარდამცემი იყო. მრავალი ჰაერი ჩაუყლაპავს ნადირობისას;ცხელი, სუსხიანი, ნესტიანი... არა ეს სხვა სუნთქვა იყო, ალბათ უკანასკნელი , სიკვდილმისჯილივით ჩასუნთქვებს ითვლიდა , ნაბიჯს ნაბიჯზე ამატებდა, უყვარდა პატრონი , მონადირე ძაღლისთვის ალბათ საუკეთესო სიკვდილით კვდებოდა.. . ის ხომ ნადირობისას უნდა დაცემულიყო... ნადირობის დროს უნდა ჩესუნთქა უკანასკნელად და ნდირობის დროს უნდა აეხედა პატრონისთვის და ეთქვა(თუნდაც დუმილით) რო მადლობელი იყო მასთან ერთად ნადირობის და ამ დიადი სიყვარულის გაზიარებისთვის......... მოკლედ ეგრე ვფიქრობდი ამ ძაღლის შემხედვარე.ვეღარ გავუძლებდი ამ სანახაობას , თოფიდან გილზები ამოვალაგე, მხარზე გადავიკიდე მივედი ძაღლთან და ვუთხარი-- არა ძმობილო შენ დღეს არ მოკვდები , შენ დღეს სახლში დაიძინებ , იმ ბედნიერი ძილით რაც ჩემი აზრით ნადირობიდან დაბრუნებული ძაღლისთვის საოცნებოა თქო , მან ამომხედა და მითხრა, არა მე კიდევ შემიძლია სიარულიო და წინ წავიდა, კუნთები უკანკალებდა , ხშირად წაიბორძიკებდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა, მაინც განაგრძნობდა სიარულს, ბოლოს წაიქცა , მოიცელა მიხლებში და ზამთრის გაყვითლებულ და ქარებისაგან გამომხმარ ბალახებში ჩაეშვა, რა დიდებული დაცემა იყო.. რა დიდებული.... მე და ყველა დანარჩენი იხტიბარს არ ვიტეხდით და ვფაციფუცობდით, ---ლეიშმანიოზი აქვს მაგ ძაღლს ძამა ვიძახი მე, გამონაყარი რო არაა აქვს ტანზე ? რაღაც სხვა სჭირს მეუბნება მავერიკი,-- დიდიხანია კორპუსში გყავს გამოკეტილი და ეტყობა მაგისი ბრალია --ალბათ ღვიძლი აწუხებს გაჭივრებულს--აგვყვნენ სხვები, ძაღლი კი იწვა და სადღაც შორს იყურებოდა...მომეცი ხედოს მაი შენი თოფი აგერ, ვუთხარი და თოფი გამოვართვი ისე რო მის რეაქციას არც დავლოდებივარ, არც ის დალოდებია ჩემს რეაქციას და ძაღლი ხელში ბავშვივით აიყვანა, ყველანი მანქანისკენ სრული სვლით მივდივართ, დაგრძელდა გზა უსაშველოდ. თავი წელში გაწყვეტილივით გადმოაგდო ძაღლმა უჩას მკლავებზე... დაიღალა უჩა , დაიღალა და დასვა ძაღლი, დაჯდა თვითონაც , დავჯექით ჩვენც, არა მეტს ვეღარ გავუძლებდი მივარდი ძაღლს შემოვხვიე ხელი ავიყვანე და ისევ გავუშვი ტკივილისაგან გაგიჟებულმა, მშვენიერი მოძრაობით(ზიდანს რო შეშურდებოდა) ჩვენმა მომაკვდავმა ჩემი ხელი კბილებში მოიქცია და კარგადა ’’დამაპრაკოლა’’---ოხ ეგ არაფერ მეთქი , უკვე კვდება და ვეღარ აზროვნებს თქო, ამისთვის ხო არ გაემტყუნება ძაღლს, ისევ ვცადე ხელში აყვანა , ეხლა უფრო ფრთხილად, მაგრამ ამ შემთხვევაში თავის ტკივილის რა მოგახსემოთ მაგრამ მეორე ხელში გადაინაცვლკა კბენისაგან გამოწვეულმა ტკივილმა. ძაღლი ადამიანის მეგობარია და არასოდეს მიატოვებს-თქო, მეც ადამიანი ვარ და არც მე მივატოვებ, მერე რა რო მიკმინა, კარგად და საღ გონებაზე ამას ხო არ იზამდა , ვცადე მესამედ .... კიდევ კარგი იმ დღეს სიცივის შიშით ბევრი მეცვა თორე მარჯვენა ხელი ჩათვალეთ დამეკარგებოდა... შევხედე უჩას და მიხვდა ისიც რო მე მისი მიმხმარე აღარ ვიყავი, ადგა და თვითონაც როგორც ადგა ისევ დაჯდა, იმ განსხვავებით რო საკუთარმა ძაღლმა მის ხორცსაც გაუსინჯა გემო.. ბოლოს მოიგდო კისერზე და მანქანისკენ გაუყვა. ესე დაკმენილ-დასისხლულები მივდიოდით მანქანისკენ და დიდის მოწიწებით მიგვყავდა მომაკვდავი ძაღლი, ბიჭებმა გზის დასამოკლებლად მანქანისკენ გასწიეს და გზაში შეგვხვდნენ , დასვა ძალა გომოცლილმა უჩა-ხედოსმა ძაღლი ძირში, დავცვივდით ჩვენც... და ამ დროს საოცრება -ეს ჩვენი მომაკვდავი ძაღლი კუდის ქიცინით წამოხტა და მავერიკის მანქანაში უკანა სავარძელზე შეხტა და კაი გემრიელად მოთავსთა, რა მომაკვდავი რის უკანასკნელი ქოშინი, მანქანიდან სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი ძაღლი გვიყურებდა, თვალებში ეშმაკუნები უელავდა, ლაშებზე ღიმილი უთამაშებდა და გვეუბნებოდა : ვაი თქვენს პატრონს უბედურსო... ალბათ დაღლილობამ და ნერვიულობამ გამომაცალა ძალა თორე განკითხვის დღე მერე გენახა ძაღლისთვის, ამას აფერისტობა ქვია და მეტი არაფერი, ბევრი აფერისტი და აფერისტობა მინახავს, მაგრამ ძაღლის და თან ასეთი ...არა ეს მართლა მეტისმეტი იყო.. დავხარე თავი და ვუთხარი ძაღლს , ეე ჰ ძაღლო ძაღლი კი ხარ მარა მთლად ეგრე ძაღლურად არ უნდა ჩაგეფურთხებინა სულში ჩვენთვის თქო...მანაც გვიპასუხა, -- გაჭამეთ ბიჭებო-- ჩენც ვუპასუხეთ -გვაჭამე-- ეს სხვებისთვის და ჩემთვის ისეთივე დაუვიწყარ კურიოზად დარჩება როგორც მისი ნაკბენი ჩემს ხელზე... მერე როგორც აქტიურობდა და ყეფით ყურებს გვიჭედავდა ამს ზემოთ წაიკითხავდით მავერიკისა და უჩას მონაყოლში.ჩემთვის ეგ კურიოზი დღესაც გრძელდება--დღეში სამჯერ ვურეკავ უჩას და ძაღლის ამბავს ვკითხულობ ; კარგად ხო არის რამე ხო არ დამართნია მეთქი. აცრა ხო ნამდვილად ააქვს განაკეთები და სხვა ასეთები...ცოფის ნიშნებზე სიმტომებს ვაკვირდები ხო არ გამოვავლენ... თუ რამე ამ ისტირიაში და მონაყოლში რაიმე დაუჯერებელი და მონაგონი გეჩვენოთ ჩემი ბრალი არაა, აფერისტმა ძაღლმა დამკბინა და ეტყობა ვაფერისტდები.
 
998დრო: ოთხშაბათი, 02.12.2009, 13:43:31 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, მეც მინდოდა ერთი-ორი სიტყვა დამემატებინა, მაგრამ შენი კომენტარის მერე აზრი არა აქვს. 10 10 10
 
shotkaდრო: ოთხშაბათი, 02.12.2009, 17:34:38 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე კიდე იმის შიშში ვარ რომ აი პატიოსანი კაცი თუ დააიმფიცირა ახლა ამ აფირისტობის ეპიდემიით, მერე ერთად რომ წავალთ მედა კრიმანჭული სანადიროდ, ვაი თუ წამოწვა შუა მონდორში და ჩემი წამოსაღები დარჩა 069 069 069 069
 
998დრო: ოთხშაბათი, 02.12.2009, 19:13:05 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shotka, შენც ხერხი იხმარე და სათამაშო მანქანა ატარე ჯიბით krimanjuli, ერთად მომ წახვალ სანადიროდ. 10 10 10
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 02.12.2009, 22:45:55 | შეტყობინება # 8
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ბიჭებო თქვენი ფორუმში შემოსვლაც კი საშიშია 10 დღე, გაფრთხილებთ პირადში რამე არ მომწეროთ 10 დღე 069 069 069 36_1_69 36_1_69 36_1_69 a4 b
 
shotkaდრო: ხუთშაბათი, 03.12.2009, 00:38:59 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a5 a5 a5 კარანტინი!!!!!!!!!!!!!!!!!!! ardhah ardhah ardhah ardhah ardhah
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 03.12.2009, 12:55:42 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, მართალი ხარ. დიდი შანსია იმისა, რომ როგორც თითქმის ყველა ვირუსმა მსოფლიოში, ძაღლის ამ ვირუსმაც პანდემიის ხასიათი მიიღოს 069 069 069
 
goga-0niდრო: პარასკევი, 11.12.2009, 01:18:41 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 კარგად ვიხალისე. მეც მყავს აფერისტი ძაღლი, დეიდაშვილი ჩამომივიდა რაჭაში, სანადიროდ დავპატიჟე მაგარი ძაღლი მყავს ცოცხლოდ მოჰყავს კურდღლები მეთქი, ერთ დღესაც წავედით სანადიროდ ტაგანას (ჩემი ძაღლის სახელია) იმედად, ცოტა დავიგვიანეთ მზე კარგად აცხუნებდა, ძაღლის აშვება და გაქრობა ერთი იყო, ერთი ორი საათი ვიცადეთ არც ძაღლი ჩანდა არც კურდღელი, შუა დღეც მოვიდა პურის ჭამა გადავწყვიტეთ. გავშალეთ სუფრა შემოვუსხედით და უცბათ რაღაც გაინძრა ბუჩქში იქვე ორ მეტრში, თოფს წავავლე ხელი მაგრამ რას ვხედავ ტაგანა წამოიმართა გაიზმორა და სუფრას მოუჯდა, გადავხედე დეიდაშვილს სიცილით ჩაბჟირებული ძლივს მოვაბრუნე, მთხოვა არ გაუჯავრდეო, კარგი თონის პური და რაჭული ლორიც მიირთვა 39 და ამაყად გაგვიძღვა სახლისკენ. 23_30_126
 
grenader21დრო: სამშაბათი, 15.12.2009, 15:20:22 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა უნდა იყო ესეთი აფერისტი რო გურულს მოატყუო,ისე მწერლობაზე ხო არ გიფიქრია კრიმანჭულ. კარგად გამოგდის, არ ვკაიფობ, სერიოზულად ვამბობ.
 
иж-к13დრო: სამშაბათი, 15.12.2009, 19:41:38 | შეტყობინება # 13
ჯგუფი: წაშლილები





069 069 069 069 მარტლა სასაცილოა
 
grenader21დრო: სამშაბათი, 15.12.2009, 22:07:13 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე სიბერისაგან გული ხო არ აწუხებს?
 
doxeდრო: სამშაბათი, 05.01.2010, 15:22:44 | შეტყობინება # 15
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 137
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
39 39 39 166
 
goga-0niდრო: პარასკევი, 08.01.2010, 02:17:36 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარჯვნივ რომ გონჩია ეგაა ბებერი აფერისტი ტაგანა 39

დამატებულია (08.01.2010, 01:57:46)
---------------------------------------------
ვაააა მეგონა სურათი დავდე 069

დამატებულია (08.01.2010, 01:59:31)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (08.01.2010, 02:00:48)
---------------------------------------------
როგორც იქნა დავდე 39

დამატებულია (08.01.2010, 02:11:02)
---------------------------------------------
და მარჯვნივ ყეფია ,ლაიკა, რომ ჩანს ეგ მომპარეს. დაკარგული ძაღლების თემაშიც დავდე ეს სურათი

დამატებულია (08.01.2010, 02:12:33)
---------------------------------------------
მპოვნელი დასაჩუქრდება დათვის ტყავით ან ფულადი ჯილდოთი

დამატებულია (08.01.2010, 02:17:36)
---------------------------------------------
ეპილეფსია ჭირს ვერაფერში გამოიყენებს ვისაც ყავს, დასაკარგად მენანება ჩემი ხელით გავზარდე Smiles_48

 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 13.01.2010, 20:44:27 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, ეპილებსია ,, დაუბრუნეთ ამ კაცს თავისი ძაღლი !!!!!!!!!
 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 14.01.2010, 21:49:18 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, თავი თუ მოვაბეზრე ვინმეს ჩემი ძაღლებით ბოდიშს ვუხდი 25
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 14.01.2010, 22:16:18 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





goga-0ni, თავი მოაბეზრე კი არა,ერთი ეგ გამაგებინა ძაღლი ვინ წაიყვანა,მოვტეხავ ორივე ხელს.ვერ ვიტან ამ ქართულ სენს სხვის გაზრდილ ძაღლებზე რო ატრიალებენ თვალებს.პ......ი dyr6uq
 
emceდრო: ოთხშაბათი, 20.01.2010, 18:32:41 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაუბრუნდეს აპილეპსიანი ძაღლი თავის პატრონს 2daf4 2daf4 2daf4
 
zaza1970დრო: სამშაბათი, 16.02.2010, 13:52:50 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ ძმებო რა მაგრად ვიხალისე,აფირისტი ძაღლები თუ არსებობდნენ ნამდვილად არ ვიცოდი,39 წლის ვარ და რა თავი მახსოვს სულ ძაღლები მყავს,ასეთი რამე არცერ ჩემს ძაღს არ უქნია,არც ჩემს საძმაკაცოში გამოგონია,მოკლედ კა სახალისო ისტორია არის 069 069 166
 
sukre17დრო: პარასკევი, 19.02.2010, 15:54:43 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ ყოჩაღ რას აღარ გაიგებ რა მაგარი იყო!
 
goga-0niდრო: პარასკევი, 19.02.2010, 23:54:55 | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პატარა ვიყავი პირველი ძაღლი რომ გავზარდე, ერთი ასეთი ჩვევა დასჩემდა ადამიანთან რომ მივიდოდა თუ არ შეუტევებდნენ დაყნოსავდა ვინც იქნებოდა მოეწონებოდა თუ არ მოეწონებოდა არ ვიცი 23 აწევდა ფეხს და მიაფსავდა მონიშნავდა, ერთს რეზინის ჩექმაშიც ჩაუფსა. 39

დამატებულია (19.02.2010, 23:51:32)
---------------------------------------------
საფარში ჩაძინებული მონადირისთვისაც იმუნიშნაყს 39

დამატებულია (19.02.2010, 23:54:55)
---------------------------------------------
მინიშნავს

 
zaza-50დრო: შაბათი, 20.02.2010, 14:08:59 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა მაგაარი ისტორია გადაგხდენიათ. კრიმანჭულმა ხო სულ დაგლიჯა. ისე მაგრად მომწონს მაგის ნაამბობის წაკითხვა. იმ პატარა ზომის კეტებისა არ იყოს არც მაინტერესებდა მეგობარს რატო ქონდა ტავზე კოპი და რატო ქონდა შეწუხებული სახეო 069 . რო დაინტერესებულიყო კარგად ინადირებდა ორივე თავიდანვე. საღოლ კრიმანჭული საღოლ
 
goga-0niდრო: პარასკევი, 26.02.2010, 21:50:09 | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი ფინია მყავდა მაგარი გოთვერანი იყო გონჩი რომ გავზარდე ჩხუბში ვერ ერეოდა ფინია მგრამ ჭკუით ჯობნიდა , სახლის შესასვლელ კართან ფეხსაწმენდ ტილოზე უყვარდათ ორივეს წოლა დასწრებაზე იყო ტილოზე წოლა, ადგა ეს ჩვენი ფინია და ასეთ ოინს მიმართა სიაფანტზე ატეხდა ყეფას და ეზოს ჭიშკრისაკენ გაიქცეოდა ამის ყეფაზე წამოხტებოდა მდევარიც და გაედევნებოდა ფინია იქვე ბუჩქებიდან გამოძვრებოდა და დაიკავებდა თბილ ლოგინს 39 ასე გრძელდებოდა სანამ მანქანამ არ გაიტანა საწყალი 23
 
zimsoniდრო: პარასკევი, 26.02.2010, 22:37:49 | შეტყობინება # 26
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 10 საღოლ ფინია
 
nugomonadireდრო: კვირა, 28.02.2010, 04:30:27 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მოგიყვებით ერთ პატარა ამბავს რომელიც მე გადამხდა თავს. ახალი წლის წინა დღეა და მეგობრები როგორც წესი სანადიროდ გასვემგზავრეთ ჯაპანაზე. არ ვიცი ვინ დაქვთარსა მე და ჩემი ძაღლი (ირლანდიური სეტერი მყავდა მაშინ, მაქსია ერქვა). დილით პერელიოთზე დავკარგეთ ერთი თითქოსდა ტაფაზე დადებული იხვი, მერე იყო და კიდე ერთი პადრანკაც მივაყოლეთ დაკარგულების და შინმოუსვლელთა სიას, გვიან გაუცივდა ტყვია, ჩამოვარდა და შავქათმებს შეერია, გაუჩინარდა. ერთი სიტყვით მთელი დღე ასე ხელმოცარული და განადგურებული ვიხეტიალე აუზების ირგვლივ, არადა ის პერიოდი იყო იხვმა რო კარგად იცის მოსვლა. ბოლოს ბიჭებმაც მოიყარეს ერთად თავი, ყველას ნანადირები ყავს, მე და ჩემი ძაღლი ვართ ატუზული ხესთან ცარიელ ტარიელი. ამგენის ირონიულმა გამხნევებამ მთლად ნერვები მომიშალა, რა იყო ვის არ მოსვლია და მერე რა მოხდა, რას ჯავრობ და ასე შემდეგ. მეც ავდექი და ყველაფერი ძაღლს დავაბრალე, დროზე რომ ჩასულიყო წყალში და მაგან დამაკარგია, მაგის ბრალია, რავა ლავერაკი (ტობია) არ წამოვიყვანე და დევიწყე წუწუნი__ძლივს გამაჩერეს...ბოლოს გადაწყდა საღამოს პერელიოტზე აღარ დავრჩით და სახლში წამოვედით. გამოსასვლელში ვინც ჯაპანაში ნამყოფია იცის, ტრასიდან რომ გადმოდიხარ აქეთ შლაგბაუმის წინ არის ერთი ტბა, იქ ადრე მეურნეობა ქონდათ და გარეულ იხვებს ამრავლებდნენ. გავიხედეთ მანქანიდან და ამ ტბის დასაწყისში არ ზის იხვების პატარა გუნდი? არადა აქ სროლა არ შეიძლება, მარა მე ისეთი გამწარებული ვარ არსებული მდგომარეობით რო ჩემთან პადიეზდში რო დავინახო იხვი იქ ვესვრი ალბათ. ხოდა ვინ მოგვასწრებდა მე და ჩემ ძაღლს გადმოვხტით მანქანიდან დავწექით და ხოხვით წავედით ტბისკენ, ტალახში კარგად რო ამოვიქვარქნეთ და ქეც მივედით დანიშნულების ადგილთან, გავმართე თოფი, შევიკარი სუნთქვა, გავხედეთ იხვებს და გავშეშდით მე და ჩემი მაქსიე__რას ვხედავთ, ჩვენგან 30–40 მეტრში არხეინათ დანავარდობენ წყალში შინაური კვატები. უნდა გენახათ როგორ გაგვიჭირდა მე და ჩემს ძაღლს მანქანისკენ თავის მოტრიალება სადაც გადაბჟირებული ჩემი ოხერი და მუდრეგი ძმაკაცები ღრიალებდენ სიცილსგან. ჩვენ სანამ დაწოლილები მივფორთხავდით მაგათ მანამდე დაუნახიათ შინაური კვატიები. ასე ნირწამხდარი და გაუბედურებული ისე ჩამოვედით წყალტუბომდე ხმა არ ამოგვიღია მე და ჩემ ძაღლს... 069 :069: 069 10

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - კვირა, 28.02.2010, 12:24:37
 
krimanjuliდრო: კვირა, 28.02.2010, 11:38:55 | შეტყობინება # 28
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire 10 10 10 10

კარგი კურიოზი შეგმთხვევიათ და კარგადაც მოგვიყევი 166 ისე ლანძღავდი უდანაშაულო ძაღლს რო თვალწინ მისი გაოცებული თვალები წარმომიდგა... ალბათ ამ სმაილივით იყო tsrjhrtjhs
069 069 069
სიმართლე გითხრა მანდ ძაღლის აფერისტობა ვერ დავინახე , მაგრამ შენ რო გაგიშვეს ძაღლთან ერთად შინაურ კვატებზე ეგენი კი ნამდვილად წაიაფერისტებდნენ...მოკლედ მაგრა ვიხალისე. სულ სიცილით ვწერ ეხლა 17 vv 069

 
nugomonadireდრო: კვირა, 28.02.2010, 12:22:47 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, მე თუ მკითხავ ძამიკო ძაღლი აფერისტობას პატრონისგან სწავლობს ხშირ შემთხვევაში. ამის ნათელი მაგალითი ჩემი წერილია. საქმე რაშია იცი მეგობარო ჩემმა ძაღლმა ისე ოსტატურად დაიბრალა ყველაფერი, რომ თვალიც კი არ დოუხამხამებია.ისე უნდა დავეკბინეთ და შევეჭამეთ თუ რა უნდა ექნა, იმ თქვენი ზემოთ მოთხრობილი ამბის არ იყოს. 069 069 069 10 166
 
krimanjuliდრო: კვირა, 28.02.2010, 13:52:17 | შეტყობინება # 30
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგ ამბის გახსენებაზე ნაკბენი ადგილებვი მეწვება 069 166 166 39
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 10.03.2010, 00:02:39 | შეტყობინება # 31
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამართლდა შიში, მუტაცია განიცადა აფერისტობის ვირუსმა და მონადირეებსაც გადადებიათ 069 ტალახში რომ ახოხეს ნუგომონადირე იმაზე ვამბობ 39
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 11.03.2010, 16:29:30 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცჰემი ძაღლი ისეთი აფერისტია რომ რაც არ უნდა დააშავოს ისთ რამეს გააკეთებს თავი დამნაშავე გეგონება 069 069 069
 
BARBAROSSAდრო: ხუთშაბათი, 08.04.2010, 03:32:49 | შეტყობინება # 33
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სახალისო ისტორიები იყო 10
 
toliaდრო: ორშაბათი, 21.06.2010, 02:17:17 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაა რა მაგარი ისტორიები მოყევით ეგ თემა თუ იყო არც ვიცოდი. აფერისტი ძაღლები 069 069
 
G_I_O_R_G_1დრო: ხუთშაბათი, 24.06.2010, 23:09:35 | შეტყობინება # 35
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მყავს კავკასიური ნაგაზი მუხტარა ქვია. ერთდღეს ყასაბმა ღორი დაკლა მოილია სქმე და დანა არ ჩანს თურმე ამას აუღია და დაუმალავს ძლივს ვნახეთ
 
tengomengoდრო: პარასკევი, 09.07.2010, 18:46:03 | შეტყობინება # 36
ჯგუფი: წაშლილები





069 069
 
uchauchaდრო: სამშაბათი, 13.07.2010, 22:37:09 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საღოლ პირველმა და krimanjulis ისტორიამ დაგლიჯა.. მაგარი ვიღადავე 069 069 069 069 ეგ არ ვიცი მარა სპანიელი მყავს სოფელში და უნდა განახატ რა დრეშია რო დავსჯი.. კინაღამ თმა დამვარცხნოს ენით.. აფერისტი კი არა არ ვიცი რა დავარქვა.. წავა მერე და იგივეს აკეთებს 069 069 069
 
turgaliდრო: ხუთშაბათი, 15.07.2010, 22:07:56 | შეტყობინება # 38
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო, პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ამ საიტის სახით ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ამ საიტის წევრი ჩემი მეგობრის რჩევით გავხდი. მომეწონა საიტზე დადებული თემები. გაშინაურებას ამ თემიდან დავიწყებ 3_8_62 . რაც შეეხება აფერისტ ძაგლებს, მომისმენია ძველი მონადირებისაგან, მაგრამ ნადირობა ერთ ხელში თოფით, მეორეში ძაღლით მართლა მაგარია :17:, მე მიმაჩნია რომ როდესაც ძაღლი აფერისტობს იმაზე მეტად აზროვნებს ვიდრე უბრალოდ ოთხფეხა მეგობარი.

დამატებულია (15.07.2010, 21:07:56)
---------------------------------------------
წინა სეზონზე ჩემს ძაღლსაც შევამჩნიე პატარა აფერისტობა. მწყერზე ნადირობისას რამოდენიმეჯერ კარგად დავტუქსე. როცა იყოჩაღა ხოლმე შევაქე და მოვეფერე. ერთხელ ისე მოხდა რომ ძალიან დაბალ ბალახზე ნაბული გააკეთა და დავვეჭდი, მაგრამ ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ ნაბულამდე გავუჯავრდი. მერე რამდენჯერმე დავტესტე და დავაკვირდი, რომ თავს მაფერებინებდა მაშინ როცა ვუბრაზდებოდი 23 , ე.ი. ბრაზიანი დაძახილის შემთხვევაში ნაბულს აკეთებს, რომ წავაქეზო და წავახალისო. ჯერ-ჯერობით მეტს არაფერს აფერისტობს.

 
ij43დრო: შაბათი, 02.10.2010, 10:20:49 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni საგოლ კაი იკო 069 069 069
 
toka_monadireდრო: ორშაბათი, 06.12.2010, 18:56:18 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მასე გამაცურა ერთხელ მინდორში წავიყვანე და რო ეძებდა უკან მოვიხედე და ძაგლი იცვა მივედი ახლოს შევაჯანჯგალე მერე უცბად ხელსი ავიყვანე სახლს რომ მოუახლოვდით ახტა და სახლსი შევარდა 069

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
ShalvaQდრო: პარასკევი, 10.12.2010, 21:54:53 | შეტყობინება # 41
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, გამარჯობათ ლეკვი მაჩუქეს მა მინდა ზუსტი ჯიში დავადგინო, შეგიძლიათ დამეხმაროთ?

....
 
GAGA_CHIKOდრო: შაბათი, 11.12.2010, 00:15:43 | შეტყობინება # 42
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
069 10

დამატებულია (10.12.2010, 23:15:43)
---------------------------------------------
სურათი უნდა გვანახო ძაღლის და ...

 
ShalvaQდრო: შაბათი, 11.12.2010, 21:35:49 | შეტყობინება # 43
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლების სურათებში დავდე 2 სურათი

....
 
toka_monadireდრო: შაბათი, 11.12.2010, 23:16:46 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ShalvaQ, მემგონი მდევარია მე ასე ვფიქრობ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
_Tornike_დრო: კვირა, 17.02.2013, 23:35:05 | შეტყობინება # 45
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166
 
tatoxoniდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 21:07:03 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მანერვიულა ჩემმა ლეკვმა 3 თვის იყო სანადიროდ წამომყვა წაყვანა არ მინდოდა მაგრამ გზაში დამეწია მთელი საღამო იარა შებინდების ხანს დამეკარგა სახლიდნ ერთი გზით წავედი სულ სხვა გზით მივედი რომელიც ჩემმა ლეკვმა არ იცოდა. მეორე დილით წავედი საძებრად მთელი დღე ვეძებე ბოლის მივედი სახლში დაღლილი და ათ წუთში ვხედავ და მოვიდა ჩემი ლორდიც

ხონსკი
 
Шотиდრო: შაბათი, 16.08.2014, 11:30:02 | შეტყობინება # 47
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა მაგარი თემა დაიდო საიტზე, ისტორიებიც ძალიან კარგი და სახალისოა, რამდენი ძაღლია არმყოლია მაგრამ ეგეთი რამ არცერთს არგაუკეთებია, თორემ დავწერდი აქ. 166

_______________
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика