10:18:04
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ძაღლის დაგეშვა
Maverickდრო: სამშაბათი, 14.04.2009, 13:46:58 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამთემაში ვისაუბროთ მაძებრების და მდევრების დაგეშვაზე, უკვე სადაცაა მწყერიც შემოვა და მაძებრებს გაიყვანენ თვიანთი პატრონები დასაგეშად, ნუ დავიზარებთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,
ადმინს ვთხოვ რომ ამ ტემასთან მიძღვნილი სტატიები გადმოვიტანოთ სტატიებიდან ფორუმში, რომ აქტიურად მოხდეს განხილვები
 
hunter_budaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 21:36:00 | შეტყობინება # 201
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 515
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka,ლეკვი კარგია 7 -8 თვის ასაკში რო დაუწყო დაგეშვა, ამ ასაკში უფრო ხვდება მისგან რას ითხოვს პატრონი, მანამდე ლეკვი უბრალოთ თამაშითაა დაკავებული.
 
tokaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 23:06:49 | შეტყობინება # 202
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე როგორც ვიცი 3 -4 თვეზე ძაღლი იგეშება და 7 -8 თვე ბევრი ხოარარის?
 
onisee5დრო: პარასკევი, 09.07.2010, 23:15:50 | შეტყობინება # 203
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 25
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
3 -4 თვე ძალიან ადრეა რეკომენდირებულია ძაღლი დაიგეშოს 6 თვიდან (მე როგორც ვიცი :))
 
-BERG-დრო: პარასკევი, 09.07.2010, 23:23:39 | შეტყობინება # 204
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, არა მეგობარო, არავინ მოგატყუოს. ლეკვის სწავლება-გაწვრთნა იწყება 3-4 თვიდან. ჯერ სახლში ან ეზოში, შემდეგ იგივე გაკვეთილები მინდორში ან ტყეში. ამას რამდენიმე თვე ჭირდება. ამ რამდენიმე თვეში იწყებს ჩამოყალიბებას ის კავშირი და ურთიერთ გაგება რომელიც შემდეგ სულ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და იმ განუმეორებელ შეგრძნებამდე ადის რომელიც მხოლოდ იმ ორმა იცის და გრძნობს.
დაგეშვა კი უფრო გვიან იწყება.
ქართველი მონადირეები სულმოუთქმელები ვართ და ყველაფერი უცებ და სწრაფად გვინდა. თორე საერთოდ რეკომენდირებულია ლეკვის 10-11 თვიდან გაყვანა საგეშად. (საგეშად და არა მინდვის ან ტყის გასაცნობად)
ამ ასაკში ლეკვი უკვე აღწევს იმ ფიზიკური და გონებრივი განვითარების ზღვარს რო მიხვდეს რას ითხოვენ მისგან
 
tokaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 23:44:00 | შეტყობინება # 205
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა კაი ხალხი ხართ!!! 23_30_126 39
 
giga-89დრო: შაბათი, 10.07.2010, 00:43:23 | შეტყობინება # 206
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოველტვის მაქვს ზაგლტან პრობლემა ერთ რამეზე,შორს გარბის და რა მოვიხერხო რომ ტავიდანვე შევაჩვიო ახლოს სიარულს მირჩიეტ რამე
 
-BERG-დრო: შაბათი, 10.07.2010, 02:07:10 | შეტყობინება # 207
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giga-89, შორს სირბილს რას ეძახი? წინ გარბის თუ გვერდზე? და რა ჯიშია?
 
998დრო: შაბათი, 10.07.2010, 09:41:41 | შეტყობინება # 208
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giga-89, თუ სეტერზე ან პოინტერზე საუბრობ ეგ არ არის პრობლემა. მასეთი სტილი აქვთ ნადირობის. მთავარია რომ შენს მისვლამდე და ბრძანებამდე არ ააფრენს ფრინველს.
 
giga-89დრო: შაბათი, 10.07.2010, 14:34:12 | შეტყობინება # 209
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურცჰაარია და 40-35 და ნაბულზე არ ჩერდება გამგელებული ეტაკება ხოლმე
 
-BERG-დრო: შაბათი, 10.07.2010, 15:47:07 | შეტყობინება # 210
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giga-89, ოოო, ეგ არაა კაი საქმე. მაგარი ოფლის ღვრა მოგიწევს რო ეგ ძაღლი დააყენო.
1. დაგჭირდება 20 მეტრიანი წვრილი თოკი
2. უხეში საყელო ან საყელო "მარყუჟი"

მინდორში გაყვანილს ჩააბამ და თან სწორ ძებნას ასწავლი (ზიგზაგებით), თან გააკონტროლებ ფრინველზე მივარდნას. ანუ როცა შეატყობ რო ფრინველი ახლოს ყავს და წესით ნაბულზე უნდა დადგეს, თოკს მოქაჩავ და გააჩერებ. ნელ-ნელა მიუახლოვდები ძაღლს ისე რო თოკი დაჭიმული გქონდეს და ადგილიდან ვერ დაიძრას, მოეფერები, და რო შეატყობ რო ცოტა დაწყნარდა მიცემ წინ წასვლის ბრძანებას. თუ ფრინველს გაეკიდება, თოკს "რეზკათ" მოქაჩავ და დაუძახებ ამკრძალავ ბრძანებას: ფუუ, ან მსგავსი, რომელზეც შეჩვეული გყავს.
ეს უნდა გაიმეორო მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაამყარებს ნაბულს და არ მიეჩვევა სწორ ძებნას

 
giagladi27დრო: შაბათი, 10.07.2010, 17:15:55 | შეტყობინება # 211
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მყავს 7თვის ძაღლი არლეკინი ჯერ არ გამიკვანია.შეიზლება თუ არა გაკვანა უკვე?
 
tokaდრო: შაბათი, 10.07.2010, 18:25:12 | შეტყობინება # 212
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giagladi27, მთლად გამოცდილი ვერვარ მაგრამ ასე ვფიქრობ რომ უკვე დროა, იმას გეტყვი რომ დასაგეშად ძაღლი 3-4 თვეზე გაყავთ 167
 
-BERG-დრო: შაბათი, 10.07.2010, 22:06:44 | შეტყობინება # 213
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მგონი ტყუილა ვპოსტავ რაა...
თქვენთვის ვწერ რო გაგიადვილდეთ გაწვრთნა-დაგეშვა და თუ მაინც არ კითხულობთ აღარ დავწერ.
ამ სიცხეში წერა კი არ მეხალისება, ვააა...
 
giga-89დრო: შაბათი, 10.07.2010, 23:37:44 | შეტყობინება # 214
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG- გაიხარე ძმა რჩევისტვის.ვატყობ სეზონზე არ მოვიწყენ 23 :23: 23 166

შეტყობინება დაამუშავა giga-89 - შაბათი, 10.07.2010, 23:39:39
 
tokaდრო: კვირა, 11.07.2010, 00:53:34 | შეტყობინება # 215
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, კარგი ნუ გვიბრაზდები რაიყო 39 ძაან სიცხეა და მაინც 069 36_1_69
 
-BERG-დრო: კვირა, 11.07.2010, 01:46:50 | შეტყობინება # 216
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, სიცხე როა მიტო ვზივარ აქ და ვწერ, თორე რო აგრილდება და სეზონი გაიხსნება მერე სხვა წერაზე ვიქნები 069
 
998დრო: კვირა, 11.07.2010, 02:04:06 | შეტყობინება # 217
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, სეზონი რომ მოვა რჩევა დარიგება ბრძოლის ველზე იქნება რასაც უკეთესად აითვისებს ყველა. 167
 
-BERG-დრო: კვირა, 11.07.2010, 02:26:20 | შეტყობინება # 218
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, გეთანხმები, პრაქტიკაში მაინც სხვანაირადაა ყველაფერი. და უფრო ადვილა გასაგებიც.
 
giga-89დრო: კვირა, 11.07.2010, 22:28:18 | შეტყობინება # 219
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნახეთ 166 http://www.myvideo.ge/?video_id=833932
 
zviadi565დრო: შაბათი, 28.08.2010, 11:48:52 | შეტყობინება # 220
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სეტერი მყავს 3 წლის ანუ მესამე სეზონია რო ვნადირუბთ ერთად მოტანა არ იცის მაგრამ წყლიდან გამოყავს დღეს წყალში გადაუგდე დაჭრილი მწყერი და გამოტანაში დაუწყო ღეჭვა ისე დაღეჭა მწყერი აღარ ვარგოდა რამეთ . მაგრა ვცემე მაგრამ უშველის კი რამეს ? არადა ადრე ასეთი არ უქნია მირჩიეთ რამე
 
aragveliდრო: შაბათი, 28.08.2010, 12:11:37 | შეტყობინება # 221
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zviadi565)
სეტერი მყავს 3 წლის ანუ მესამე სეზონია რო ვნადირუბთ ერთად მოტანა არ იცის მაგრამ წყლიდან გამოყავს დღეს წყალში გადაუგდე დაჭრილი მწყერი და გამოტანაში დაუწყო ღეჭვა ისე დაღეჭა მწყერი აღარ ვარგოდა რამეთ . მაგრა ვცემე მაგრამ უშველის კი რამეს ? არადა ადრე ასეთი არ უქნია მირჩიეთ რამე

ცემა არ შეიძლება მასე შეიძლება საერთოდ უარი ათქმევინო ძაღლს მოტანაზე. არსებობს ერთი მეთოდი ისეთი ბურთი ან რამე აიღე რაზეც დაახვევ ეკლიან მართულს და მართულის გარედან კიდევ რამეს რბილს, მოკლეთ რომ გადაუგდებ და მოსატანათ გაიქცევა როგორც კი პირს მოუჭერს ზედმეტად მართული იმუშავებს და წესით ამართლებს ეგ მეთოდი.
 
zviadi565დრო: შაბათი, 28.08.2010, 20:51:01 | შეტყობინება # 222
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aragveli, ეგ მეთოდი მსმენია მაგრამ ეგ ლეკვებზე მუშაობს და არამგონია 3 წლის ძაღლზე იმუშაოს .რჩევისთვის მადლობა ძმა ხარ
 
zviadi565დრო: ოთხშაბათი, 08.09.2010, 23:32:38 | შეტყობინება # 223
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dandala, ხშირად ატარე სანადიროდ .ერთი ორჯერ რო ნახავს მერე თვითონ ჩავარდება მუღამში და ძებნას დაუწყებს
 
guramiiდრო: ხუთშაბათი, 09.09.2010, 01:09:19 | შეტყობინება # 224
ჯგუფი: წაშლილები





ძაღლს ბუნებრივად თუ ნიჭი არ აქ მაინც მონადირის ზოგი ისეთი უტვინოა რაც არ უნდა გეშო აზრი არ აქ.ჩემ ძაღლს მაგალითად არაფერი დაგეშვა დაჭირვებია პატარაობიდანაც კარგი მონაცემები ქონდა და პირველად სანადიროდ წლინახევრის გავიყვანე და ინადირე ჩვეულებრივად თან დაგვიანებული მქონდა უკვე ისეთ დროს დაიაბდა რომ ეგრე მოუწია ახლა 4 წლისაა დედალია და 3 თვეში ლეკვებს ველოდები თუ გინდათ შემეხმიანეთ 851 50 06 05

დამატებულია (09.09.2010, 00:09:19)
---------------------------------------------
და ერთი რჩევა მინდა ვიკითხო ეს ძაღლი ჩემი არის შავი ფერის საიდანც წამოვიყვანე 7 ლეკვი იყო სუფთა კურცხალი და ეს ერთი იყო მარტო შავი სულ შავია ვინც დიანხავს გონიათ პოინტერი რა ვქნა ვეღარ გავიგე პოინტერზე შევაჯვარო თი ისევ კურცხალზე????????????და თუ პოინტერზეა ნაჯვარი მარტო ეს ერთი რატო გამოვიდფა ასეთი და დანარჩენი სუფტა ეგეც ვერ გამიგია :):)

 
zaza-50დრო: პარასკევი, 10.09.2010, 10:10:02 | შეტყობინება # 225
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ეგეთ შავ დღეში ვარ. სულ ჰკიდია მწყერი და მისთანები. ზედ ისე გადაურბენს რო უკან უფრინდება. რო ვთქვა ყნოსვა არ უვარგა თქო მინდორში თუ ვინმეს ძვალი დაუგდია შარშან ყველა აკრიფა 10-15 მეტრიანი პოდტიაჟკით 23 23
 
tokaდრო: პარასკევი, 10.09.2010, 12:30:00 | შეტყობინება # 226
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო დამეხმაროთ იქნებ!!! 8 თვის კურცჰარი მყავს და სახლში შემოსვლას ვერგადავაჩვიე, ძაან ჯიუტია და ნადირობაში იცოცხლეთქვა. სახლში მარტო შემოსვლას არჯერდება წუხელ ჩემსიმაურს შეუხტა ლოგინში ეძინა და კაცი გაფითრებული წამოხტა ფეხზე჻჻ 069 069 069 იქნებ დამეხმაროთ!!!
 
zaza-50დრო: პარასკევი, 10.09.2010, 14:33:11 | შეტყობინება # 227
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, პატარა ბუტკა ისე რო შიგ თავისუფლად იგრძნოს თავი და კარგი ჯაჭვია მაგის წამალი. ჩვენ გვეცოდებიან თორემ კარგად რო დაუკვირდე ძაღლი ძაღლია. ყველას ერთი ძირი აქვს და თუ ამათ არ ეკადრებათ იმეებმმა რა დააშავეს სულ გარეთ რო დადიან. კი ბატონო , კურცხარია: კარგად დაუთბე რო შიგ ოდნავ შეეტიოს (ბუტკაში) და კარგად გამოუტენე ძველმანებით და ქარს მოარიდე რო არ უბერავდეს. მაინ მოკლე ბეწვიანია. 2 დღჱ დაგტანჯავს თავის წკმუტუნით მაგრამ 12-15 წელი დაისვენებ. თოკიდან აშვებულ ძაღლს უფრო სიარულის და სირბილის ხალისი აქვს ვიდრე ნებიერა და სიმამრის კალთებზე ძილის მოყვარულ ძაღლებს. დილით ადრე 1 საათი გაასეირნე და საღამოს გემოვნებით. რეჟიმს მიეჩვევა და დაისვენებ. მთავარია იმ პირველ 2 დღეს გაუძლოთ შენ და მეზობლებმა. შიგა და შიგ პატარა წამორტყმაც არ ავნებს
 
tokaდრო: პარასკევი, 10.09.2010, 18:39:26 | შეტყობინება # 228
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, იცოცხლე დიდი მადლობა. გავითვალისწინებ შენს რჩევას!!! 23_30_126 23_30_126
 
zviadi565დრო: პარასკევი, 10.09.2010, 19:08:12 | შეტყობინება # 229
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, კარები მოუკეტე მაგრად 069 ძმა ლეკვობიდან მიაჩვიე ალბად . ცოტა შეუყვირე და პატარა პანღური ამოდე ისე რო არ ეწყინოს და არ ეტკინოს 069 069 გადაეჩვევა ნელნელა
 
guramiiდრო: შაბათი, 11.09.2010, 23:54:35 | შეტყობინება # 230
ჯგუფი: წაშლილები





დღეს პირველად გავიგე ერტი ახალი ამბავი პირდა ჩემთვის დედალი კურცხალი მყავს და შეჯვარებამ ინდოდა და მამლის პატორნს რომ ვკითხე ახლა როგორ შეილება შეჯვარება მამალი ამ სეზონზე ვეღარ ინადირებსო და მართალიაა?
 
aragveliდრო: კვირა, 12.09.2010, 09:52:25 | შეტყობინება # 231
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ სეზონზე სამი ძუს შეუსრულა ჩემმა კურცჰარმა, მშვენივრად ნადირობს ვერაფერს ვატყობ. ისე ძაღლს მაგრად ფიტავს, ნადირობიდან მოყვანილი დაღლილი არ უნდა დაურთო, და დართვიდან 1 დღე მაინც დაასვენო 39
 
zviadi565დრო: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:36:41 | შეტყობინება # 232
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dandala, გილოცავ მეგობარო ეგ ერთი და სხვა მრავალი 10 10 10 166 166 166
 
grenader21დრო: პარასკევი, 24.09.2010, 03:08:14 | შეტყობინება # 233
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი პრობლემა გამიჩნდა. ცჰემ ძაღლს სროლის შიში კი მოვაშორე მაგრამ ვერ იქნა და ვერა ნანადირევი ვერ ავაღებინე, არაფერის დიდებით მოკლულ ნანადირევს არ კიდებს პირს, არც მწყერს არცქედანს არაფერს არადა ეძებს ნახულობს ააფრენს ცოცხალს მისდევს დაჟე მაგრამ რო მოუკლავ მორჩა აღარ ეკარება ცხვირს არიდებს და გვერდს უვლის, რა არ ვცადე ბალიშები სხვა ძაღლის მოტანა ვანახე ვათამაშე მაგრამ არ შვება, ვითომ ჯერ კიდევ ლეკვობს და ცანცარებს, წყალშიც სანამ ფეხები არ დაეფარება შედის მერე არაფრით, თუ შევედი იცოცხლეთქო სირბილით მომყვება სადამდესაც არ უნდა სჰევიდე, მარტო არა, მეთქი ნანადირევზე გაიწევს მაგრამ იმას სულ არ ეკარება, ჭკუაზე აღარ ვარ
მიიიშშშველეეეეთ!!!


შეტყობინება დაამუშავა grenader21 - პარასკევი, 24.09.2010, 03:09:01
 
ij43დრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 22:37:56 | შეტყობინება # 234
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაჯრილსაც არ ეკარება ?
 
temotemo73დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 23:14:57 | შეტყობინება # 235
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დადინჯდება არ უნდა მოეშვაა
 
goga_001დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 23:30:38 | შეტყობინება # 236
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21,

სად ცხოვრობ მეგობარო?თუ ქუთაისში ხარ მოგეშველები 23

 
misho777დრო: პარასკევი, 29.10.2010, 20:48:35 | შეტყობინება # 237
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ყველას ერთი შეკითხვა მაქვს ჩემ მეზობელს ჰყავს რუსული გონჩი დედ-მამა მაგარი მონადირეები არიან ეს ძაღლი სახლში ყავთ დაბმული არავის არ წაუყვანია სანადიროდ უკვე არის 1 წლის რო გამოვართვა და ვატარო ხოლმე სანადიროთ რამე გამოვა თუ აზრი არ აქვს
 
goga_001დრო: პარასკევი, 29.10.2010, 23:15:42 | შეტყობინება # 238
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
misho777 ხშირად ატარე და დაიგეშება.კარგ ძაღლებს გააყოლე ,რომ კვალის აღების დროს გაზდიოს.თუ დაუგდებ კურდღელს და გეშს თან დაარტყმევინებ ჩათვალე დადგება კარგი.ოღონდ აწინ ხშირად ატარე.
 
OchOpinTreდრო: ხუთშაბათი, 25.11.2010, 20:16:08 | შეტყობინება # 239
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეძებრისათვის ძებნის მანერის გამომუშავება

თქვენი შეგირდი უკვე გაიზარდა. თუ სათანადო წრთვნის კურსი გაიარა, ე.ი ხალისით და ზუსტად ასრულებს ბრანებებს, მაშინ ის მზადაა მინდორში გასაყვანად. თანამედროვე მეძებრებს მრავალი თვისება თან დაყოლილი აქვთ, მათ შორის ნადირობის ჟინი, ძებნა და ნაბული. მგეშავის საქმეა ახალგაზრდა ძაღლს ეს თვისებები ჯერ გაუღვიძოს, შემდეგ კი მიზანმიმართული ვარჯიშით თანდათან განუვითაროს, დაუხვეწოს და გაუმყაროს.

თუ თქვენი ლეკვი მუშა ძაღლების შთამომავალია, მაშინ ისიც, დიდი ალბათობით, კარგ სანადირო თვისებებს გამოამჟღავნებს. არ უნდა შეშინდეთ, როცა პირველ ხანებში ის უსისტემო სირბილს დაიწყებს და პეპლების გარდა ყურადღებას არაფერს მიაქცევს. ცხადია, უკეთესი იქნება, თუ ლეკვი მინდორში პატარაობიდანვე, სეირნობის დროს იქნება ნამყოფი, მაშინ ბალახის, ყვავილებისა და პეპლების დანახვაზე იგი შედარებით ნაკლებად გაფიცხდება და რამდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ, როცა გულს იჯერებს, ძალდაუტანებლად დაიწყებს ბრძანებბების შესრულებას...

ზოგიერთი მონადირე დიდ, ზოგჯერ კი გამოუსწორებელ, შეცდომას უშვებს, როცა ძაღლის დაგეშვას იმ ადგილებში იწყებს, სადაც ფრინველი მრავლადაა. მართლაც, ბევრ გეშვას სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად დაგეშოს ძაღლი და პირველივე წელს სრულფასოვნად ინადიროს, მაგრამ ავიწყდება, თუ ხშირად რა შედეგი მოჰყვება ხოლმე ამას. მრავალწლიანი გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ მეძებარი სწორად და კარგად იმ შემთხვევაში მუშაობს, როცა პირველადი გეშვა ისეთ ადგილებშია აქვს დაწყებული, სადაც ფრინვრლი მცირე რაოდენობით იყო. რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ სადაც ფრინველი ბევრია, ძაღლი მაშინვე, წამყვანიდამ 5-10 ნაბიჯში, პოულობს მას, რომელსაც მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ ასეთ შემთხვევაში ძაღლი ვერ სწავლობს სწორი მანერით ძევნას და უსისტემოდ დარბის მინდორში. ამგვარად დაგეშილი ძაღლები ფრინველით ღარიბ საგვარეულოში მალე კარგავენ აზარტს, არ ავითარებენ სათანადო სისწრაფეს და, მიუხედავად იმისა, ზოგიერთი მათგანი მაინც თავგამოდებით მისდევს ფრინველს. ასე, რომ, გახსოვდეთ: შესანიშნავი ყნოსვის ძაღლი, თუ ის უსისტემოდ ეძებს, ნადირობისას ყოველთვის ჩამორჩება საშუალო ყნოსვის, მაგრამ სწორი მანერით მომუშავე ძაღლს.

ახალგაზრდა დაუგეშავი ძაღლი, როგორც წესი,უჩვეულო გარემოში ძნელად ასრულებს ბრძანებებს. ამავე დროს მას ფრინველისადმი თანდაყოლილი ლტოლვა აქვს, ამიტომ როცა ის პირველ ფრინველს წამოაფრენს, მის დაჭერის სურვილი უჩნდება და მის დევს. თუ პირველ ფრინველს გაეკიდა, მაშინ აუცილებლად გაეკიდება სხვებსაც და ეს მავნე ჩვევა ე.წ. „ავტომატიზმში“ გადავა, რაც საკმაოდ ძნელი გამოსასწორებელია. ამას პროფესიონალ მაგეშავთამრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს. იმიტომ ძაღლისთვის ფრინველის ჩვენება საჩქარო არ არის. მტავარია, ახალგაზრდა ძაღლი მიხვდეს, თუ რატომ დაჰყავთ მინდორში, მასში უნდა გაიღვიძოს ნადიობის ჟინმა რისთვისაც სრულიად საკმარისია 2-3 ფრინველის ჩვენება. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ფინველმა ძაღლში ინტერესი და ლტოლვა გამოიწვია, იგი მაშინვე გადაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ფრინველი ნაკლებად ან საერთოდ არ არის. იგი მის ძებნას დაიწყებს, თქვენ კი მოგეცემათ საშუალება მშვიდად ასწავლოთ მას სწორი მანერით მუშაობა.

გეშვისათვის საჭირო ატრიბუტები

გეშვისათვის აუცილებელია:

საყელური,
საბელი,
სასტვენი.
დაგჭირდებათ 25-30 მეტრიანი „კორდაც“-ჩვეულებრივი 8-10 მმ-იანი თოკი. ზოგი თოკს არ ხმარობს, რადგან ფიქრობს, რომ ძაღლს მისი ტარება უჭირს და წვრილ ზონარს ან თასმას იყენებენ. თუმცა ძაღლი საკმაოდ ადვილად დაატარებს შედარებით მძიმე კორდასაც კი , თან საკმარის სიჩქარესაც ავითარებს. ზონარი კი მოუხერხებელია. პირველ ხანებში ძაღლის შესაკავებლად მისი ძლიერად მოქაჩვა არის ხოლმე საჭირო. ამ დროს ზონარის ხელში დაკავება საკმაოდ ძნელია-ცურავს და ხელისგულსაც აზიანებს.

კორდა საყელურზე „კარაბინით“ უნდა მიამაგროთ. თუ თქვენი ძაღლი რბილი ხასიათისაა და დამჯერია, შეიძლება კორდა არც კი დაგჭირდეთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. უფრო ხშირად კორდის ტარება აუცილებელია ხოლმე არამარტო გეშვის, არამედ ნადირობის დაწყების წინაც. მართალია, კორდა ერთგვარად თრგუნავს ძაღლს, მისი ნერვულლი სისტემის შეკავებას იწვევს, რადგან ძაღლი თავს დაბმულად გრძნობს, მაგრამ კორდაზე მყოფი ძაღლი მუდმივად ხხელში გეყოლებათ და მისი მართვა გაგიადვილდებათ.

დასაგეში ადგილის შერჩევა

ძაღლის გეშვის დასაწყებად ადგილის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე კარგია, თუ ადგილმდებარეობას დაზვერავთ და ისეთ მინდორს შეარჩევთ, სადაც ბუჩქები ნაკლებად არის, რათა ძაღლი თქვენი თვალთახედვის არეში გყავდეთ. ასევე სასურველია. თუ მინდორში არანაირი ფრინველი არ იქნება. თუმცა ასეთი ადგილის პოვნა საკმაოდ ძნელია, ვინაიდან ტოროლები და სხვა წვრილი ფრინველები ყველგანაა და ამას ძალაუნებურად უნდა შეეგუოთ, მთავარია, არ იყოს სანადირო ფრინველი. როცა ძაღლს მინდორში სათანადო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებთ, შეგიძლიათ ის მეჩხერ ტყეშიც შეიყვანოთ (შემდგომში რომ არ იუცხოოს), მაგრამ დიდი ხნით არ უნდა დაგეკარგოთ თვალიდან. და კიდევ ერთი, იქ სადაც ძაღლს გეშავთ, არ უნდა იყოს უცხო გამაღიზიანებლები (საქონლები, სხვა ძაღლები, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და ა.შ), რაზეც ძაღლი ყურადღებას გადაიტანს. მოგვიანებით, როცა ძაღლი სწორი მანერით ძებნას საბოლოოდ აითვისებს, მისი ყურადღება სხვა გამღიზიანებლების მიმართ არ გაიფანტება.

სწორად ძებნის მიჩვევა

ბრძანების შემდეგ-„ნახე“ („ეძებე“) მეძებარმა მისი ჯიშისათვის დამახასიათებელი ალურით ქარის საწინაამღდეგოდ მაქოსებური მოძრაობით უნდა დაიწყოს ძებნა, უნდა მოუხვიოს ნიავის მხარეს გარეთა მხრიდან, არ უნდა გაჩერდეს ფრინველის კვალზე, მაგრამ ეს ყველაფერი მას ჯერ უნდა ასწავლოთ.

პირველ რიგში, ახალგაზრდა ძაღლთან იმდენ ხანს უნდა იმუშაოთ, რამდენ ხანსაც მას ძებნის ხალისი ექნება, რადგან გადაღლის შემდეგ ძაღლი ტემპს აგდებს და ნადირობის ჟინსაც კარგავს, რაც, ცხადია, არასასურველია. ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ ჩამოუყალიბებელ-ფორმირებული ძაღლის ფიზიკურად ზედმეტად გადატვირთვა დაუშვებელია და აი რატომ: მინდორში ძაღლი გამუდმებით სხვადასხვა ბრძანებებს ღებულობს, რაზედაც მას რეაგირება უხდება. ფიზიკურ დაღლილობას ამ დროს ნერვული დაძაბულებაც ემატება და, შესაძლოა ძაღლმა უარი თქვას ძებნი გაგრძელებაზე და გვერდში ამოგიდგეთ. საერთოდ გადაღლილი ძაღლი მკვეთრად ამცირებს ძებნის სისწრაფესა და დიაპაზონს, უქვეითდება ყნოსვაც და იგი „ცრუ“ ნაბულების კეთებას იწყებს. მიღებულია, რომ ერთსაათიანი ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ ძაღლი კარგად უნდა დაასვენოთ.

ძაღლის გეშვისათვის რომელი პერიოდია საუკეთესო? ეს საკითხი ბევრს აინტერესებს. ძაღლის ზოგიერთი პატრონი საამისოდ გათენებამდე დგება, ისევე, როგორც სანადიროდ წასვლისას. ამის გაკეთება აუცილებელი სულაც არ არის. თქვენ სანადიროდ, ხომ არ მიდიხართ, რომ დასიცხებამდე სროლით გული იჯეროთ. უკეთესია, თუ სავარგულში მაშინ გახვალთ, როდესაც ნამი გაშრება- არც თქვენ დასველდებით და მშრალი კორდით მუშაობაც გაგიადვილდებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ხშირად რიჟრაჟზე ნიავი არ არის ხოლმე, რაც ძაღლის თვის აუცილებელია. მთავარია, რომ ამ დროს დიდი სიცხე არ იყოს. თუ გრილი ამინდია, ძაღლთან დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მუშაობა, მაგრამ მაინც დილა-საღამო ჯობია.

მინდორში გასვლის წინ ძაღლს მსუბუქად უნდა აჭამოთ. სრული ულუფა მას მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ, ერთი საათის შემდეგ მიეცით. თუ ძაღლი ფიზიკურად ძლიერია და ჯამრთელი, მაშინ ყოველდღიური ვარჯიში დასაშვებია, ყოველ შემთხვევაში კვირაში სამჯერ მაინც აუცილებელია, რადგან მეცადინეობის ხშირად გაცდენის შემდეგ ბევრი ძაღლი ათვისებულ ილეთებს ივიწყებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მინდორში პირველად გასული ძაღლი ბევრ უცნობ რამეს დაინახავს და შეიძლება ისე გაერთოს, რომ თქვენს ბრძანებებს ყურადღებაც აღარ მიაქციოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყვირილი, მითუმეტეს ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ძაღლი დაშინდება და ის უფრო მეტ ყურადღებას თქვენს მოქმედებას მიაქცევს, ვიდრე ძებნისას მიცემული ბრძანების შესრულებას.

გეშვის დაწყების პირველი ეტაპი სწორი მანერით ძებნის გამომუშავებაა. სწორი ძებნა ყველა თანამედროვე მეძებარში შთამომავლობით არის გადმოცემული, მაგრამ თქვენი ვალია გააღვიძოთ ეს უნარი და ისე განამტკიცოთ, რომ ძაღლი მუდმივად, ნებისმიერი ტიპის სავარგულში მეტ-ნაკლებად სწორად ეძებს. ამინტომ მინდორში შესვლისას უნდა გაითვალისწინით ქარის მიმართულება და აუცილებლად ქარის საწინაამღდეგოდ უნდა ატაროთ ძაღლი. თუ ნიავი არ არის, ისევე როგორც ძლიერ ქარში ვარჯიში არ აშეიძლება.

მინდორში გახვედით, პირობები ხელსაყრელია. დაღლი დააწვინეთ, კორდა გაშალეთ, საყელურზე ჩააბით, მეორე ბოლო კი ხელში დაიჭირეთ. თუ ძაღლი წამოხტომას შეეცდება, ნუ გაუშვებთ. გადაიწიეთ გვერძე იმ მიმართულებით, საითაც ძაღლი უნდა გაუშვათ. ხელიც იმ მიმართულებით გაიქნიეთ და ძებნის დაწყების ბრძანება მიეცით. ის მაშინვე წამოხტება და მითითებული მხარეს გაიქცევა. საშუალება მიეცით გაიქცეს იქამდე, სადამდეც კორდა გაუშვებს და შემდეგ მოკლე ჩასტვენითა და ბრძანებით „უკან“ ძაღლი აიძულეთ შემობრუნდეს. მეძებარი გაჩერდება და გაკვირვებით შემოგხედავთ, მაგრამ მერე გამოიქცევა. აკრიფეთ კორდის ნაწილი, როცა ძაღლი გაგისწორდებათ, საპირისპირო მხარეს გაგზავნეთ. ამ დროს თქვენ აუჩქარებლად წინ გადაინაცვლეთ მხოლოდ არა სწორხაზოვნად, არამედ ტეხილის ხაზით იგივე მაქოსებური მოძრაობით, მაგრამ შედარებით ვიწრო დიაპაზონზე. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად იმოძრავებთ და რაც უფრო ნაკლებ მანძილს გაივლით, მით უფრო მჭიდრო პარალელებზე ირბენს თქვენი ძაღლი. ხშირად გაჩერებაც მოგიწევთ, ზოგჯერ-უკან დახევაც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ძაღლს უნდა დაელოდოთ და სასურველი მიმართულებით გაგზავნოთ. პირველი ორი-სამი მეცადინეობა გამოუცდელი მგეშავისათვის მეტად დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არაა.

მაგრამ თუ გვერდზე გასული ძაღლი ბრძანების შემდეგ არ შემოუხვევს, მაშინ განმეორებითი ბრძანებისთანავე კორდის მოქაჩვით აიძულეთ იგი შემობრუნდეს. თუმცა ძალიან ძლიერად მოქაჩვა არ შეიძლება, ფიზიკური ტკივილი ზოგიერთ მეძებარს თრგუნავს და ისე აშინებს, რომ ძებნას საერთოდ თავს ანებებს. ძლიერ მოქაჩვას მხოლოდ ზედმეტად ფიცხი, ტემპერამენტდაუოკებელი ძაღლები საჭიროებენ.

არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ძაღლი თავიდან ორი-სამი მეცადინეობის შემდეგ სრულად ვერ მიხვდება, თუ რას მოითხოვენ მისგან. გაივლის მცირე დრო და შეამცნევთ, რომ ძაღლს სასტვენის შემდეგ შემობრუნებისათვის კორდით მოქაჩვა აღარ დასჭირდება. დარწმუნდებით თუ არა ამაში, კორდას ხელი გაუშვით ძაღლი იგრძნობს რა თავისუფლებას, სვლას აუჩქარებს. ამ დროს თქვენ წინ წაიწიეთ და ყოველ შემთხვევისათვის კორდას ფეხი დაადგით. თუ ძაღლი სასტვენის შემდეგ მაშინვე შემობრუნდება, კორდიდან ფეხი აიღეთ, ხელით მიმართულება აჩვენეთ და, როცა ძაღლი ჩაგირბენთ, თქვენ წინ გადაიწიეთ. თუ ძაღლი ბრძანებას არ დაემორჩილა, ფეხდადგმული კორდა ხელში აიღეთ, მოქაჩეთ და აიძულეთ შემოუხვიოს. როგორც წესი, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კორდის ხელში დაჭერა აღარ დაგჭირდებათ, ძაღლი ყველაფერს თვითონ გააკეთებს.

როცა სწორი მანერით ძებნის უნარს გამოიმუშავებს და დაამყარებს, მეძებარი შეგიძლიათ კორდიდან გაათავისუფლოთ: მაგრამ აჩქარება სასურველი არ არის, ძაღლმა შეიძლება პარარელებზე იმოძრაოს, მაგრამ ძალიან შორს დაიწყოს გასვლა.ეს კი უკვე სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება ამაოდაც გაისარჯოთ. ასეთი ჩვევა ზოგიერთ ძაღლს (უპირატესად ინგლისურ მეძებრებს) სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. მაშ რამდენი ხანი უნდა დაეთმოს კორდის სწავლებას? პირველ რიგში, ეს ძაღლის ტემპერამენტზეა დამოკიდებული, შემდეგ აღზრდასა და გაწაფულობაზე. დღეს ისეთი ძაღლებიც გვხვდებიან, რომლებიც, კორდით ტარებას არა მარტო პირველ წელს, არამედ მეორე წელსაც საჭიროებენ. ჩვეულებრივ კი სამი-ოთხი კვირს შემდეგ მეძებარი უკვე სრულიად მომზადებულია ხოლმე და იგი უნდა გაანთავისუფლოთ კორდისაგან. ამას ადვილად მივხვდებით ძაღლის მოქმედების მიხედვით. რაღა საჭიროა კორდა, თუ ძაღლი გვერდზეც სასურველ მანძილზე გადის, სწორად უხვევს და იცვლის მიმართულებას.

სანამ ძაღლს კორდის გარეშე საძებნად გაუშვებთ, ჯერ აუცილებლად დააწვინეთ, დააწყნარეთ. ძებნისას ყურადღებით ადევნეთ თვალი მის ნებისმიერ ქმედებას, არ მისცეთ საშუალება დასაშვებ მანძილზე შორს წავიდეს. უყურადღებოდ არ დატოვოთ მცირეოდენი შეცდომაც კი. მაგალითად, შეამჩნიეთ, რომ ძაღლმა მოკლე მანძილზე დროზე ადრე შემოუხვია, თუ არ დაუშლიათ შემდგომში იგი ამას სულ უფრო ხშირად გააკეთებს, ცალ მხარეს მუშაობას დაეჩვევა და მეორე მხარეს დაუძებნელს დატოვებს.

მინდორში მუშაობის საწყის პერიოდში ახალგაზრდა ძაღლები ხშირად ვერ ხვდებიან იმას, თუ რატომ აქვთ მათ ცხვირი და საერთოდ არ იყენებენ მას. აი, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ძაღლი უცბად გაჩერდა და რაღაცის ყნოსვა დაიწყო. არავითარ შემთხვევაში არ მიცეთ უფლება დიდხანს იქექოს კვალში. იმის ვარაუდით, რომ ქექვის შედეგად ძაღლი საბოლოოდ ფრინველს იპოვნის და ნაბულს გაუკეთებს, ზოგი მგეშავი თავს იკავებს ამკრძალავი ბრძანებებისაგან, რაც დაუშვებელია. ძაღლს კვალზე მუშაობას თუ არ დაუშლით, იგი სამუდამოდ „ქექიად“ დარჩება. ასეთი მეძებრები ჩაყოფენ თუ არა ცხვირს კვალზე, ფიცხად მისდევენ ფრინველს და მას როგორც წესი, ნაბულის გარეშე აფრენენ.

ზოგჯერ ძაღლი ისე ერთობა კვალის ქექვაში, რომ აღარ რეაგირებს და სასტვენს ყურადღებას აღარ აქცევს. ამ დროს ყველაზე ეფექტურად ხმამაღალი ბრძანება-„დაწე“ ან „დაუნ“ მოქმედებს, რომელსაც ძაღლი ლეკვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ, თან ისე, რომ პირველივე ბრძანებაზე მოცელილივით უნდა ვარდებოდეს მიწაზე. შემდეგ უნდა მიხვიდეთ მასთან, უნდა ჩააბათ კორდა და მოშორებით განაგღძოთ მეცადინეობა.

ძაღლისათვის სწორი მანერით ძებნის სწავლება მეტად შრომატევადი საქმეა, დიდი ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ ვარჯიშისას არა მარტო ძაღლს უნდა მიაქციოთ ყურადღება, არამედ საკუთარ თავსაც. დაიოკეთ ტემპერამენტი და არც კი ეცადოთ გაღიზიანებულმა ყვირილი დაუწყოთ ან უარესი, მცირეოდენი უზუსტობისთვის ძაღლი დასაჯოთ. თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით თქვენი ძაღლი ჯიუტია თუ თვინიერი, მორჩილია თუ დაუჯერებელი. სწორეთ ამის გათვალისწინებით უნდა დაგეშოთ ის. მუდამ გახსოვდეთ, რომ ორი ერთნაირი ტემპერამენტის ძაღლი არ არსებობს.

სწორად ძებნის სწავლების ზემოაღწერილი მეთოდი ძაღლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გამოდგება, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მართლაცდა, როგორ უნდა გამოუმუშაოთ ძაღლს სწორი ძებნა, თანაც კორდით, თუ ის ფეხიდან არ სცილდება პატრონს ან ხუთიოდე ნაბიჯზე ტრიალებს? ასე მხოლოდ ძალიან მშიშარა ძაღლები იქცევიან, რომლებსაც მკვეთრად შეკავებული ნერვული სისტემა აქვეთ. თუ ასე ძაღლს კორდას გაუკეთებთ, იგი საერთოდ გაჩერდება და არაფრისდიდებით ნაბიჯსაც არ გადადგამს. ამგვარად ძაღლთან მხოლო ალერსიანი მოპყრობით შეიძლება მუშაობა. უმნიშვნელო ძალდატანება, დაყვირება და უხეში მოპყრობა მხოლოდ გაართულებს საქმეს. თუ დაუყვირებთ და დაემუქრებით, იგი კუდს ამოიძუებს, გაგეცლებათ ან დაწვება. ამის შემდეგ მისი ნდობის მოპოვება ძნელია.

ამ ტიპის ძაღლთან მუშაობისას ნუ აჩქარდებით. პირველ ხანებში ეცადეთ იგი რაიმეთი დააინტერესოთ, რომ გარკვეულ მანძილზე დაგშორდეთ. არ არსებობს ისეთი მეძებარი, რომელიც ინტერესს არ იჩენდეს წვრილი ფრინველის მიმართ. დაიმახსოვრეთ ტოტოლას ჩაჯდომის ადგილი, მისკენ გაემართეთ და შეეცადეთ, ძაღლმა მისი აფრენა შეამჩნიოს. გააკეთებს რამდენიმე ნაბიჯს მისკენ?-შეაქეთ, წაახალისეთ, ხოლო თუ გაფრენილს გაეკიდება არ დაუშალოთ. ნელ-ნელა ასეთი ძაღლი თვით დაჯერებული გახდება და ძებნის სურვილიც გაუჩნდება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სწორი ძებნის სწავლება. როგორც წესი, კორდა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც. გადით მინდორში, დააწვინეთ ძაღლი, შემდეგ იგი ქარის საწინაამღდეგოდ საძებნად გაუშვით და თქვენც იმ მიმართულებით იმოძრავეთ. 10-15 ნაბიჯის შემდეგ მობრუნდით უკან, ძაღლიც შემობრუნდება და შესაძლოა უხალისოდ, მაგრამ მაინც თქვენსკენ გამოიქცევა. ამ დროს იგი აუცილებლად გაამხნევეთ. ამკრძალავი ბრძანებებისაგან საერთოდ თავი შეიკავეთ, პირიქით, ძაღლის ისეთი ქმედებაც კი უნდა წაახალისოთ, როგორიც ტემპერამენტიან ძაღლებს ეკრძალებათ. როგორც წესი, ასეთი ძაღლები დამჯერნი არიან და შემდგომში მათი ზოგიერთი არასწორი ქმედების გამოსწორება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ნუ დაკარგავთ მოთმინებას, ძაღლი თანდათან აუცილებლად აუჩქარებს ნაბიჯს და სულ უფრო და უფრო მოშორებით დაიწყებს ძებნას. ცოტა მოგვიანებით ის დროც დადგება, რომელსაც ზუსტად თქვენს გასწვრივ დაიწყებს სირბილს. ამ მომენტიდან უკვე ძებნის დახვეწაც შეიძლება. მინდორში ხშირად იარეთ, მაგრამ ძაღლი ზედმეტად არ გადატვირთოთ. მეძებარს მინდორში ყოფნა მხოლოდ სიხარულს უნდა ანიჭებდეს. როდესაც ძაღლი თქვენგან გარკვეულ მანძილზე დაიწყებს დაშორებას, შეწყვიტეთ მასთან ერთად პარალელებზე სიარული. დროა უკვე პირიქით მოიქცეთ. როგორც კი ძაღლი თქვენთან ახლოს მარჯვნივ ჩაირბენს, თქვენ მაშინვე, რაც შეიძლება სწრაფად შებრუნდით და მარცხნივ დაიწყეთ მოძრაობა, ისე რომ მან თქვენი მანევრი ვერ შეამჩნიოს. ძაღლი სათანადო მანძილზე აღმოჩნდება თუ არა, სასტვენით უკან დააბრუნეთ. გაიმეორეთ ეს ხშირად. გაწვალდებით, მაგრამ საბოლოოდ ძაღლი მიეჩვევა და ახალ პარარელზე გადასასვლელად ზუსტად საჭირო მომენტში შემობრუნდება...

კიდევ ერთ მომენტზე ღირს ყურადღების გამახვილება. სწორი ძებნის გამომუშავების პროცესში ძაღლი უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს ყნოსვის გამოყენებას. მეტად დაინტერესდება აფრინილი ფრინველის ნაჯდომი ადგილით და ზოგჯერ გაქცეულ ტოროლას დაინახავს, დაძაბულ პოზაში დადგება. ამ დროს არ დააგვიანოთ, მიეცით ამკრძალავი ბრძანება და საძებრად გაგზავნეთ. მეძებარი ვალდებულია ფრინველი ყნოსვით იპოვოს და არ თვალით.

 
toka_monadireდრო: ორშაბათი, 06.12.2010, 18:48:39 | შეტყობინება # 240
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ლავერაკი კი დაიგეშა მაგრამ მოტანა ვერ ვასცავლე სახლში მოაქვს და მინდორში არა:D:D:D:დ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
GIORGI-1981დრო: სამშაბათი, 07.12.2010, 20:18:38 | შეტყობინება # 241
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს,1 შეკითხვა მაქვს
მყავს 4 თვის პოინტერი,თოპი ჯერ არ გამისროლია ხლაპუშკების აპეტკების ხმის ეშინია რას მირჩევ თოფის ხმას როგორ შევაჩვიო


kupatadze
 
garabagrataდრო: ოთხშაბათი, 08.12.2010, 12:05:31 | შეტყობინება # 242
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიორგი -1981 ტუ ტბილიჰი ცხოვრობ მაჰინ მოგეხმარები განახებ როგორ ვუჰველოტ ჰენს ლეკვს
 
GIORGI-1981დრო: ოთხშაბათი, 08.12.2010, 15:03:35 | შეტყობინება # 243
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მყავს 4თვის პოინტერი ბავშმა დაუგდო ასაფეტქებელი შეშინდა თუ იცი როგორ გამოვასწორო დამეხმარე შენი გამოცდილებით წინასწარ გიხდი მადლობას

დამატებულია (08.12.2010, 14:03:35)
---------------------------------------------
garabagrata, კი თბილისში ვცხოვროფ


kupatadze
 
beqaდრო: ოთხშაბათი, 08.12.2010, 15:49:12 | შეტყობინება # 244
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GIORGI-1981, ცუდია თუ ეშინია,მაგრამ არც ეგაა საგანგაშო მგონი.მე მყავდა კურცჰარი იმას ასაფეთქებლების ეშინოდაა 31-ში რო დაიმალებოდა ძველით ახალ წელს ძლივს ვნახულობდით. 069 :069: 069 ნადირობის დროს კი რეაქცია არ ქონდა ხმაზე, პირიქით

გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.

შეტყობინება დაამუშავა beqa - ოთხშაბათი, 08.12.2010, 15:49:57
 
PATARA-SAMOდრო: სამშაბათი, 21.12.2010, 13:31:30 | შეტყობინება # 245
ჯგუფი: წაშლილები





OchOpinTre, 10 10 კაი სტატიაა დამწყებთათვის და ბევრი შემდგარი მონადირესთვის 39
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 05.01.2011, 23:38:15 | შეტყობინება # 246
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
4 თვის კურცჰარი რო ვატაროთ სანადიროდ რო წავალთ ხშირად შეიძლება? და კარგია ეგ?

p.falcon
 
иж-к13დრო: ხუთშაბათი, 06.01.2011, 11:12:39 | შეტყობინება # 247
ჯგუფი: წაშლილები





ეხა რაზე უნდა დაგეშო ? მწყერი არაა და 069 საერთოდ ფრინველის ძაღლს მწყერზე გეშავენ და კიდე 4 თვის საგეშად პატარაა ჯერ ბრძანებების შესრულება ასწავლე კარგად და სეზონზე დაგეშე . 39
 
monadire13დრო: კვირა, 30.01.2011, 17:43:09 | შეტყობინება # 248
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია მწყერი არაა და
 
toka_monadireდრო: კვირა, 30.01.2011, 18:48:15 | შეტყობინება # 249
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ლეკვი უკვე 1 წლისაა და ნადირობს მაგრამ მოტანას ვერ მივაჩვიე ვერაფლით სახში კი მოაქ და მინდორზე არა, როგორ მივაჩვიო?

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
garabagrataდრო: ორშაბათი, 31.01.2011, 11:17:45 | შეტყობინება # 250
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზაგლის დაგეჰვა იქიდან იწყება როგორცკი ზუზუს ტავს დაანებებს და კვებაზე გადავა არც ტუ ისე ადვილია ზაგლის დაგეჰვა როგორც ერტი ჰეხედვიტ ჰანს .
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика