17:43:50
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ძაღლის დაგეშვა
Maverickდრო: სამშაბათი, 14.04.2009, 13:46:58 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამთემაში ვისაუბროთ მაძებრების და მდევრების დაგეშვაზე, უკვე სადაცაა მწყერიც შემოვა და მაძებრებს გაიყვანენ თვიანთი პატრონები დასაგეშად, ნუ დავიზარებთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,
ადმინს ვთხოვ რომ ამ ტემასთან მიძღვნილი სტატიები გადმოვიტანოთ სტატიებიდან ფორუმში, რომ აქტიურად მოხდეს განხილვები
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:07:08 | შეტყობინება # 1001
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, მინდორში გაყვანიდან 15 წუთი ირბინოს თავის ჭკუაზე,ეგრევე ნუ დაუწყებ დავალებების მიცემას,ლეკვია და მინდორში არა არის ნამყოფი წესიერად,ხომ არ უნდა შეჯავრდეს.გახალისდეს ირბინოს,მერე კი სისტებაში მოაქციე,სანამ მობეზრებას დაიწყებს(შეატყობ თვითონ,რამდენჯერმე გაგამეორებინებს რამეს ან ყვირილი დასჭირდება).რაც მთავარია დაუშალე ბალახში თავის ჩაყოფა და ყნოსვა,ეცადე ყოველთვის ირბინოს მინდორში და არ იწანწალოს.სეტერი მაღალი ყნოსვის და სწრაფი ძაღლია,სეტერით ნადირობა მართლაც დიდი სიამოვნებაა.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sulxaniდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:14:24 | შეტყობინება # 1002
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ეგ არ ვიცოდი ბალახში თავის ჩადება და ყნოსვა თუ უნდა დამეშალა,პირიქით კარგი მეგონა ეძებს მეთქი,როცა დარბის მარცხნივ და მარჯნივ მეგონა ტყუილად დაბოდიალებს ბალახში რო არ აქვს თავი ჩადებული

monadire
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:20:34 | შეტყობინება # 1003
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani ()
ეგ არ ვიცოდი ბალახში თავის ჩადება და ყნოსვა თუ უნდა დამეშალა,პირიქით კარგი მეგონა ეძებს მეთქი,როცა დარბის მარცხნივ და მარჯნივ მეგონა ტყუილად დაბოდიალებს ბალახში რო არ აქვს თავი ჩადებული

იმედი მაქვს ღადაობ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sulxaniდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:33:17 | შეტყობინება # 1004
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, არ ვღადაობ სერიოზულად,მინდორში როცა ვართ დარბის ეძებს,სუნს რო აიღებს მერე ჩერდება ჩადებს ბალახში თავს და ცოტა შენელებული ტემპით ახლო მონაკვეთში ბალახში თავჩარგული ეძებს

monadire
 
lebardeდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:46:57 | შეტყობინება # 1005
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, მოვა მწყერი და მოვა ეგეც მუღამზე 166

saburtalo77
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:47:10 | შეტყობინება # 1006
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, აუცილებლად დაუშალე,ჩააბი საყელო,გაიყვანე მოშორებით და შემდეგ გაუშვი ისევ.მადევარი ხომ არ არის კვალი გაიტანოს.მაღალი ყნოსვის ძაღლია,ნაბულს აკეთებს ფრინველზე და არა მის ნატარზე,არ არის გამონაკლისი რომ ნაჯდომზე გააკეთოს ნაბული(გამოცდილმა ძაღლმაც კი,დროთა განმავლობაში მაგასაც დაამუღამებს და მაგ ხანმოკლე ნაბულს,შემოწმების სახე მიეცემა).ამიტომ არის რომ საგეში ძაღლი დილით ადრიანად უნდა გაიყვანო მინდორში სანამ ფრინველი "ნაჩოვკიდან" შორს გავა და წვრილი ფრინველებიც ბალახში გადასხდებიან.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ხუთშაბათი, 23.04.2015, 15:00:03
 
sulxaniდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 14:56:52 | შეტყობინება # 1007
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, მაგისი იმედი მაქვს 39 kucuna1, გაიხარე ჯიგარ 39

monadire
 
lebardeდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 16:37:00 | შეტყობინება # 1008
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე არასასიამოვნო მომენტი ეხლა მიდგას ამ წუთასაც, გარაჟში მიჩვევა :( სანამ მიეჩვევა გული მაქ მკვდარი

დამატებულია (23.04.2015, 15:37:00)
---------------------------------------------
გინდა არ გინდა ყოველი ატეხილი ყეფის მერე უნდა დასაჯო და ეგ მეზიზღება ყველაზე მეტად 02


saburtalo77
 
sulxaniდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 16:56:58 | შეტყობინება # 1009
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, მეც ეგ პრობლემა მაქვს ზუსტად,დგით მინდა ეზოში იყოს პატარა ნაგობში ღამით ისევ სადარბაზოში,5წუთსაც არ ჩერდება ყმუის და წკმუტუნებს რა მოვუხერხო?

monadire
 
lebardeდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 17:24:45 | შეტყობინება # 1010
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაკრას დღისით გამოკეტე ხოლმე, რო მიაყრის პანიკას, შედი გატისკე, კიდე რო ატეხავს ისევ და ესე ნელ ნელა იზრდება პერიოდები სიჩუმის. არის კიდევ ელეკტრო აშეინიკი რომელიც ყეფაზე დენს ურტYავს მაგრამ ეგ უკვე ბოლო პასადკაა, ბოლომდე ჯობია ეცადო უმაგისოდ მიაჩვიო. ყველა პონტში მიეჩვევა, მე დღეს დავუწყე, თავიდან დაანგია კარები, ჩავედი გავტისკე, ერთი 15 წუთი ეყო, მერე ისევ, კიდე გავუმეორე და 1 საათამდე იყო ჩუმად, ეხლა უკვე სადღაც 3 საათია და გაყუსულია:) ანუ დღისით ტუ უშვებ და ღამე კეტავ ცოტა გაუჭირდება ათვისება, თუ მუშაობ და დღისით არ გცალია, ჯობია შაბათ კვირას ჩაუჯდე, ჩაკეტე, ატეხავს პანიკას ეგრევე მიდი გატისკე, მერე უკვე გარედანვე რო დაუყვირებ ფუუუ ან ჩუმადო, უკვე მოქმედებს. გამოსეირნების მერე, საჭმელი იქ აჭამე სადაც კეტავ

saburtalo77
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 17:50:36 | შეტყობინება # 1011
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, არ დასაჯო,ძალიან ცუდად მოქმედებს,მერე მაინც სხვა ხერხის მოფიქრება მოგიწევს.ვერც კი წარმოიდგენ როგორ გითანაგრძნობთ,ჩემთვის ეგ პროცესი გადაუჭრელია.
ეცადე რომ ისეთი მეგობრები დაიყოლიო,რმლებიც დასჯიან შენს მაგივრად ყეფაზე.მაგრამ რა აზრი აქვს შენ დაგიწყებს ძახილს მაინც.
ამის წინა ძაღლი ვერ გადავაჩვიე საერთოდ,რომ დამინახავდა თუ არ გამოვიყვანდი,წივილ კივილს ტეხავდა.მერე ერთი რამე დავამუღამე;სადარბაზოში უნდა შევსულიყავი რომ სცოდნოდა სახლში ვიყავი(მე კიდევ მეორე მხრიდან გავდიოდი),ეცადეთ რომ ძაღლის დამწყვდევის შემდეგ სახლიდან შეეხმიანოთ.
დამწყვდევიდან რამოდენიმე ხანი თუნდაც არ ეყეფა,ზემოდან შევეხმიანებოდი ხოლმე(ერთგვარი ნუგეშია იმისა რომ ყურადღებას აქცევ).როგორც ამიხსნეს,თურმე ძაღლებსაც ეშინიათ მარტოობის და სიბნელის,მით უმეტეს ისეთ ძაღლებს რომლებიც საწყის ასაკს პატრონთან ძალიან ახლოს ატარებს,მასზე ძალიან არის დამოკიდებული და მისი განსაკუთრებულად ერთგულია.
ამას კი საერთოდ არ ამოუღია ხმა,ძაღლი თუ გაივლის ვოლიერთან მაშინ ყეფავს.საკმაოდ წყნარი ხასიეთი აქვს,რამაც მეორის აყვანის გამბედაობა შემძინა.

დამატებულია (23.04.2015, 16:50:36)
---------------------------------------------
lebarde ()
კაკრას დღისით გამოკეტე ხოლმე, რო მიაყრის პანიკას, შედი გატისკე

მაგ მეთოდით ვერ გადავაჩვიე საერტოდ,რა ნებისყოფა ქონდა იმ ოხერს,თვეების განმავლობაში ფანჯარასთან ჩაცმულს მეძინა,დაიწყებდა თუ არა ჩავდიოდი და გაწევ გამოწევა გვქონდა.მგონი მაზოხისტი იყო და იმიტო ყეფავდა რომ მექოთა 069 :069: 069
ისე კი მეცოდებოდა ხოლმე,25 დღის იყო რომ ავიყვანე და 5 თვემდე არცერთი წამით არ მომიშორებია გვერდიდან,მერე ვოლიერში ჩავკეტე,ის მეძახოდა რომ ჩემს გვერდით უნდოდა ისევ,მე კიდევ ჩავდიოდი და უბაგუნებდი,მაგრამ ჩემთან ყოფნის სურვილი ვერ გავუქრე(გული მომიკვდა რეებს მაგონებინებთ ხალხო).ოღონდ ჩემგან შექება მიეღო და ძაღლი რეებს აკეთებდა გადაგრევდა ადამიანს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ხუთშაბათი, 23.04.2015, 17:51:01
 
lebardeდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 17:58:17 | შეტყობინება # 1012
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, წინა 2 ძაღლი ესე მივაჩვიე რავიცი. ანუ ვახვედრებ თუ იყეფებს ისჯება, ჩუმად თუა, კაის ჭამს და კაის სეირნობს. სადღაც 5 დღეში მაძლევს ხოლმე შედეგს. პონტი არ მაქ სხვა გარაჟის გარდა და რა ვუყო აბა....

saburtalo77
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 18:10:40 | შეტყობინება # 1013
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, მეც მაგ დღეში ვარ მაგრამ მე გარაჟის წინ მინიმუმ 30 კვადრატი შემორობილი მაქვს,ერთი მაგხელაც გარაჟია და დღისით კარებს რომ გავაღებ გვარიანი ადგილი გამოსდის,12 საათამდე ვოლიერს მზე ადგას,ხეივანი მაქვს ზემოდან სულ და წინ მთელ ტერიტორიაზე ბეტონი არ მისხია(მარტი იქ სადაც მანქანამ უნდა გადაიაროს) გრუნტზეც უწევს სიარული ძაღლს<თან სახლიდან 200 მეტრში უშველებელი მინდორი არის სადაც ვასეირნებ დილა საღამოს,პოინტერის თემაში რომ ვიდეოები და სურათები მაქვს დადებული მანდ არის გადაღებული(ამ დილასაც წვიმაში 7 მწყერი ვნახეთ პატარა მონაკვეთში).
თბილისში ეგ პირობები რთული წარმოსადგენია და ჩემი აზრით ყველა თქვენთაგანს ჯილდო გეკუთვნით,.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
lebardeდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 18:20:09 | შეტყობინება # 1014
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ოჯახის ყველა წევრი საქმეში მყავს:) დღეში 5 ჯერ და თუ კაი ამინდია ხო მეზობლებიც ჩართული მყავს, გამოყვანილი მყავს და ბაღში დარბის. გარაჟი ღამე უწევს და ნუ თუ მოხდება ისე რო არავის არ ცალია. დასჯაში ცემა ტყეპას არ ვგულისხმობ:) ხვდება რო დააშავა და ზოგჯერ თითის ქნევას ვაკმარებ. მადლობა რო გესმის ჩვენი გასაჭირი 166

დამატებულია (23.04.2015, 17:20:09)
---------------------------------------------
ეჰ, დამაწყდა ნერვები, დასალევი ამინდია, წავედი ცოტა მივცხო. იხარეთ და იდღეგრძელეთ კაი ხალხო 39


saburtalo77
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 18:55:30 | შეტყობინება # 1015
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1,
Quote kucuna1 ()
თბილისში ეგ პირობები რთული წარმოსადგენია და ჩემი აზრით ყველა თქვენთაგანს ჯილდო გეკუთვნით,.

ესეა ესე! gimili ბინაში ძაღლის ყოლა იმხელა ნერვებს მოითხოვს რომ რავი, ნერვოოზ d587 d587


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 20:20:51 | შეტყობინება # 1016
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც კორპუსში ვცხოვრობ და ძალიან მირათულდებოდა ძაღლის ყოლა, რამოდენიმე თვის წინ ეზოში გავაკეთეთ 4 კაპიტალური ვოლიერი თავისი ჩასარეცხი კანალებით, ეხლა უკვე მეორე ძაღლის აყვანაზეც ვფიქრობ :)
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 21:18:03 | შეტყობინება # 1017
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, ყველა სიამოვნებით გააკეთებს ვოლიერს თუ ეს შესაძლებელია.მე თბილისში გარეუბანს არ ვულისხმობ სადაც ხალხზე მეტი ძროხები არიან.
Quote solomon ()
გავაკეთეთ 4 კაპიტალური ვოლიერი თავისი ჩასარეცხი კანალებით

ეგ რომ საბურთალოზე გააკეთოს ადამიანმა,მინიმუმ ხადური უნდა იყოს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 23.04.2015, 22:18:47 | შეტყობინება # 1018
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ხო ბაზარი არ არი გააჩნია სად ცხოვრობ, მე ქობულეთში ვცხოვრობ და აქაც იყო ზოგიერთი მეზობელი წინააღმდეგი მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ რო გაეგოთ ჩვენთვის, 4 მონადირე ვცხოვროთ კორპუსში და მოვახერხეთ რო გაგვეკეთებინა და დიდი პრობლემა მოვიხსენით..
წლების წინ გარაჟებში გვყავდა, მერე ქალაქის ზედამხედველობამ აიღო გარაჟები და 4-5 წელი მაგრად ვწვალობდით, სეზონი რო არიყო სოფელშიც მიმყავდა ძაღლი.


შეტყობინება დაამუშავა solomon - ხუთშაბათი, 23.04.2015, 22:20:34
 
sulxaniდრო: პარასკევი, 24.04.2015, 10:03:17 | შეტყობინება # 1019
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეზობლებლები წინაღმდეგი კიარ იყო ჩემთან ეგრევე პატრული გამოიძახეს და მიჩივლეს...აქვე ერტი პრობლემაა კიდე ჩემს ძაღლთან დაკავშირებით,ეზოში ყველა ბავშთან მიდის ვინც კი მოეფერება და გაეთამაშება,როგორ ვუთხრა ბავშს არ მოეფეროს და არ გაეთამაშოს,ან რით გადავაჩიო რო სხვასთან არ მივიდეს?

monadire
 
nika0603დრო: პარასკევი, 24.04.2015, 11:32:55 | შეტყობინება # 1020
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 198
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, ზოგადად ძაღლებს უყვართ ბავშვები და განსაკუთრებიტ ლეკვებს. ჩემიც ესე იყო ბავშვებს და ბურთს რომ ხედავდა საერთოდ ავიწყდებოდა ყველაფერი და ტან სმენაც ეკარგებოდა gimili მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად გადავაჩვიე და როდესაც გაიქცევა ბავშვებისკენ ერთ დაძახებაზე მორბის. გარდა იმ შემთხვევისა თუ რომელიმე ბავშვს შეეშინდა და გაიქცევა გამოეკიდება წინ უდგება. მაგრამ ყველა მავნე ჩვევის გამოსწორება შეიძლება სწორი მუშაობის შედეგად. ამაში საკუთარ ლეკვთან მიმართებაში დავრწმუნდი.

nika0603
 
sulxaniდრო: პარასკევი, 24.04.2015, 11:41:44 | შეტყობინება # 1021
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nika0603, ჩემის ეგრეა ზუსტად,ტუ ბავშვმა გაიქცა გამოეკიდება,დაუძეხებს მივა

monadire
 
le-444-osდრო: კვირა, 03.05.2015, 19:23:58 | შეტყობინება # 1022
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი მყავს 2 წლისაა ლავერაკი ყველაფერი იცის ერთის გარდა ფრინველი არმოაქვს არკიდებს პირს ტლეკს, ტორე სხვა ნებისმიერი ნივთი გინდ წყალში გადაუგდებ ბრძანებაზე მოაქვს gimili შარშან ინადირა პირველად, საველეზე მინდოდა გაყვანა წელს, მაგრამ მაგისგამო აღარ გამყავს. გქონიათ ასეთი შემთხვევა? 23

მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!

შეტყობინება დაამუშავა le-444-os - კვირა, 03.05.2015, 19:24:29
 
ბაქარიდრო: კვირა, 03.05.2015, 21:48:37 | შეტყობინება # 1023
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
le-444-os, ,როდესაც მეძბარი უარს ამბობს ფრინველისთვის პირის მოკიდებაზე ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არასწორად დასჯაა მაგ: როცა მეძებარი ლეკვობაში წიწილს მოკლავს მისი ცემა არ შეიძლება, მე მქონდა მსგავსი შემთხვევა ჩემს პირველ მეძებართან და 5-6 წლის ასაკში დაიწყო მოტანა ისიც იმიტომ, რომ ძმაკაცის სეტერს მოჰქონდა და ამანც მიბაძა 36_1_69 . პირველ რიგში უნდაა გაიგო რა არის მიზეზი და შემდეგ გამოასწორო, რამდენიმე მარტივ რჩევას მოგცემ. ფრინველი წყალში გადაუგდე და როცა მოიტანს შეხვდი ნაპირთან და დააჯილდოვე მოფერებით და სასუსნავით. როცა კარგად აათვისებინებ შემდეგ ისეთ წყალში ჩაუგდე სადაც გაცურვა არ დასჭირდება ამის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ უკვე მიწაზე გააკეთებინე და ტუ უარს იტყვის მიდი დააჭერინე და მოიყვანე იმ ადგილას საიდანც გადაუგდე ცოტაოდენი წვალების შემდეგ აუცილებლად მიხვდება რას თხოვ და ისწავლის 39
 
gagrinskiდრო: კვირა, 03.05.2015, 22:19:36 | შეტყობინება # 1024
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
le-444-os,

საველესტან აპორტირება არაფერ შუაშია, არავინ არ თხოვს მეძებარს აპორტირებას, საველე გამოცდაზე იცდება ძარლის საველე ტვისებები, სტილი, ყნოსვა, ნაბული, დამჯერობა-დაყენება. ფრინველის აპორტირება ორ შეჯიბრზეა მხოლოდ-ეფციას შეჯიბრზე სანადირო ძებნაში სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა და ამის შემდეგ ძაღლმა აუცილებლად უნდა გააკეთოს აპორტირება და წმინდა ჰუბერტის შეჯიბრზე სადაც მონადირის ცაცმულობიდან დაწყებული მეძებრიტ დამტავრებული ყველაფერში ქულა იწერება.

ისე ერთ რცევას მოგცემ, არაა აუცილებელი სეტერს და პოინტერს ფრინველი მოქონდეს, ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ამ ჯიშებისთვის ნაკლი არაა.


d.kakulia
 
le-444-osდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 10:26:00 | შეტყობინება # 1025
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ხო რავი მემეგონა წაკითხულიმაქვს უნდა იცოდეს მოტანა. მე არმაქ არასდროს საველე გამოფენაზე მონაწილეობა მინაღები

დამატებულია (04.05.2015, 09:26:00)
---------------------------------------------
baqari3501, ეგრევიზამ წყალში, სხვა ყველაფერი ვცადე ისე რაცვიცოდი მოფერებიტაც ტკბილი სასუსნავითაც, არასდროს დამისჯია ეგ ყველაკომპონენტში მაგარია ეგ ერთი მოტანა, არარი ნაკლიო მაგრამ მემინდარო იცოდეს gimili მეორე მყავს 11 თვისარი დასდევს ქათმებს გუდავს მეუთვარ არგაიწევა ისე დასჯილიმყავ ბევრჯერ, მაგრამ ბეკასს გადაუგდებ მოაქვს არაფუჭებს, ტყისქათამზე 7 თვისიყოდა გადაუგდებდი მოყავდა ხო დანასჯელიმყავს მაგრამ მაინც არაქ პრობლემა რავი


მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!

შეტყობინება დაამუშავა le-444-os - ორშაბათი, 04.05.2015, 10:29:15
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 11:12:49 | შეტყობინება # 1026
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
le-444-os, წყალზე ცადე თან სუსტი დინებაც სასურველია როცა მოძრაობს, მიაქვს წყალს უფრო მიტანს 166
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 11:49:11 | შეტყობინება # 1027
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მოვუხერხო რით გადავაჩვიო მწყერზე გამოკიდება სეტერს?მომენტ არ ეკიდება,მომენტ სანამ ხედვის არედან არ გადავა იქა დე მისდევს,მაგ დროს არანაირი ბრძანება არ ესმის,არც დაჯე არც ადგილზე.მწყერს რო ააფრენს წყობიდან გამოყავს ძარლი 069 რო გადავუგდებ ნივთს და წავა მოსატანად ბრძანებაზე "ადგილზე"ჩერდება მერე ისევ ბრძანება მომიტანე მოაქვს მაგრამ როგორც ავღნიშნე მწყერი აშტერებს.ჩიტებს არ დასდევს

დამატებულია (04.05.2015, 10:49:11)
---------------------------------------------
და კიდე ერთი რამეა,სულ დარბის და ეძებს ჩემსგან მარცხნივ,როცა მივუთითებ მარჯვნივ გაყვება ზოლს მობრუნდება და ისევ მარცხნივ იწყებს ძებნას


monadire
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 12:53:46 | შეტყობინება # 1028
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ პრობლემა მეც მაქვს მაგრამ იმის გამო რომ 2 წელი არ ვუშლიდი გაკიდებას. მაგის სწავლება იწყება სახლში, როცა შია და საჭმელს უდგამ რომ მიდის უნდა აცერებდე ბრძანებით სტოპ. ამას რომ კარგად აითვისებს მინდორში ნაბულის დროს მიდი დაამშვიდე და ჩააბი, რომ ამოაფრენს სტოპ დაუყვირე და მოქაჩე, რამდენიმე გაკვეთილის მერე გადაეჩვევა.

რაც შეეხება მარტო მარცხნივ მუშაობას, როდესაც შენსკენ ტრილდება უნდა გაიქცე მარჯვნივ და მიუთითო რომ თვიტონაც წამოვიდეს, მაგის გამოსწორება არაფერია ისწავლის თუ ასე გააკეთებ


d.kakulia
 
akson777დრო: ორშაბათი, 04.05.2015, 14:42:11 | შეტყობინება # 1029
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმისათვის რომ ძაღლის გადიკება გადააჩვიოთ, ამისთვის ყველაზე ადვილი და უტყუარი მეთოდი არის ელექტრო ყელსაბამი. რომ ააფრენს მწყერს და რო გაეკიდება ჯერ ვიბრაციას მისცემ და რომ არ მიატოვებს გაკიდებას დენს დაარტყავ, ესე უნდა გააკეთო რამდენჯერმე და მერე ვიბრაციას რომ მისცემ ეცოდინება რომ თუ გააგრძელებს გაკიდებას დენი მოხვდება და ვიბრაციის შემდგ გაჩედრება და რამდენიმე ცდის შემდეგ ვიბრაციაც აღარ დაგჭირდებათ თავისით მიატივებს გაკიდებას! ოღონდ ამ ვარჯიშისას უნდა იცოდეთ რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ! ფრინველის აფრენა არ უნდა ასოცირდებოდეს ძაღლისთვის ტკივილთან თორემ სავალალო შედეგს მიიღებთ! ამიტომაა კარგი რომ ჯერ ვიბრაცია და შემდეგ მხოლოდ დენი.(თუ გააგრძელა გაკიდება)

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ორშაბათი, 04.05.2015, 14:42:52
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 15:10:50 | შეტყობინება # 1030
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ელექტრო საყელური ყველაზე ბოლო მომენტია თუ ვერ გადავაჩვიე ზემოთ ნახსენები მეთოდებით. gagrinski, ეგრე აკეტებდა ნივთის გადაგდებაზეც,გადაგდებული არ მქონდა უკვე გარბოდა მაგრამ გადავაჩვიე ჩამბით.ბოლოს დამიმუღამა მანაც და აღარ გარბოდა ბრძანებაზეც კი(მიმტანე) რო ავხსნიდი მოტანას ვეტყოდი მერე მოქონდა.
მინდორშიც რო თოკით გავიყვანო 15 მეტრიანი ამით დაშავდება რამე?ხო შეიძლება ნაბულის გარეშეც ააფრინოს მწყერი და როცა გამოეკიდება ადგილზე ბრძანებასტან ერტად მოვქაჩავ უკან


monadire
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 16:10:04 | შეტყობინება # 1031
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, მართალია საყელო ყველაზე მარტივი გამოსავალია და ყველაზე საშიში თუ არასწორად გამოვიყენებთ. მე ვაპირებ ჩემი მძებრისთვის გადაჩვევას, მაგრამ პირველ ეტაპზე წელში მობმულ მარყუჟს გამოვიყენებ, საკმაოდ მტკივნეულია მტკივნეულია ძაღლისთვის, ოღონდ ამ მეთოდით სწავლებისას აუცილებელია ჩვენ ვაკონტროლოთ ფრინველის აფრენა რადგან დრო გვქონდეს ნაბულზე თოკის ჩაბმის... სასწავლად მტრედსაც იყენებნე მაგრამ მე რამდენიმე გარეულ მწყერს ვიყიდი და დაუბრუნებ ბუნებას 166
sulxani, უბრალოდ მოქაჩვა არაეფექტურია თან საყელოზე. ამით გაჩერდება მაგრამ შემდეგ ისევ გამოედევნება gimili
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 04.05.2015, 16:19:40 | შეტყობინება # 1032
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote sulxani ()
და კიდე ერთი რამეა,სულ დარბის და ეძებს ჩემსგან მარცხნივ,როცა მივუთითებ მარჯვნივ გაყვება ზოლს მობრუნდება და ისევ მარცხნივ იწყებს ძებნას

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს,მაგდაგვარი პრობლემის წინაშე თითქმის ყველა ის მემარჯვენე დგას ვინც არ იცის ეგ წვრილმანი დეტალი,ანუ როდესაც ძაღლს მოტანაზე ავარჯიშებ (მემარჯვენეს ვგულისხმობ) თითქმის ყოველთვის ნივთს ისვრი შენგან მარცხნივ,შესაბამისად ძაღლი ვითარდება ისე რომ ძებნა მარცხნივ უნდა განახორციელოს.მაგისი გამოსწორების ერთადერთი ხერხი gagrinski,-მ რომ აგიხსნა ეგ არის,ოღონდ არ უნდა დაგეზაროს და შენც უნდა ირბინო ცოტა ხანი.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 17:15:44 | შეტყობინება # 1033
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, გაიხარე ჯიგარო. baqari3501, ვცდი მაინც

monadire
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 19:17:21 | შეტყობინება # 1034
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, სპეციალურად შეკერილი მაქვს ტყავისგან ძვლის ფორმისაა და მაგითი ძირითადად.მოტანით ყველაფერი მოაქვს აფსოლიტურად

monadire
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 04.05.2015, 19:56:14 | შეტყობინება # 1035
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote sulxani ()
მინდორშიც რო თოკით გავიყვანო 15 მეტრიანი ამით დაშავდება რამე?ხო შეიძლება ნაბულის გარეშეც ააფრინოს მწყერი და როცა გამოეკიდება ადგილზე ბრძანებასტან ერტად მოვქაჩავ უკან

მაგით არაფერი დაშავდება,პირიქით გამოკიდების გადაჩვევის ერთ ერთი მეთოდი ეგ არის,მაგრამ ნაბულის გარეშე ფრინველის აფრენა კარგი არ არის,ვინაიდან ეგ გენეტიკის საქმეა და თუ პატრონს არანაირი სეცდომა არ დაუშვია გაწვრთნა დაგეშვის პროცესში და ძაღლი ნაბულს არ აკეთებს,თუ იყნოსა,არ დადგა ესეიგი იქ არის რაღაც პრობლემა და მაგდაგვარი ძაღლები სელექციაში არ დაიშვებიან როგორც ვიცი.შენს შემთხვევაში კი რამდენადაც მე ვიცი ნაულს აკეთებს,შენ უბრალოდ ალბათობაზე საუბრობ რომ უიმისოდ ამოაფრენს.ამ შემთხვევაში ამ სეზონზე შენს ადგილზე ძაღლს მოტანას არ ვაიძულებდი,ვინაიდან გამოკიდების ერთერთი მაპროვოცირებელი ფაქტი არის.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 20:15:54 | შეტყობინება # 1036
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ეგ ვცი,პირველ წელს რო მოტანა არ უნდა ვაიძულო.ნაბულს კი აკეთებს,მაგრამ ერტი ორჯერ შეცდომა დავუშვი როგორც კი ნაბულზა დადგა და დავინახე ეგრევე ბრძანება მივეცი (წინ)ეხლა უნდა შევეცადო ნაბული გავამყარებინო რამდენსაც გაჩერდება

monadire
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 04.05.2015, 20:26:15 | შეტყობინება # 1037
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, "წინ" ეგ სიტყვა ამოიღე ლექსიკონიდან,თვითონ აიძულებ ძაღლს გამოკიდებას და შემდეგ გაჩერდიო იმას ეძახი,ორი ურთიერთგამომრიცხავი ბრძანებაა.დაუდექი გვერძე და მიყევი,ფრინველი თავისით ამოვა,ვერც ხეზე ახტება და ვერც სოროში დაემალება gimili gimili .არასდროს არ მიბრძანებია ძაღლისთვის ფრინველის ამოყვანა,უსასრულოდ შეუძლია ნაბულზე დგომა და ყოველთვის ფეხიდან ამოგყავს ფრინველი.წარმოიდგინე რა სასიამოვნოა როდესაც ძაღლი შენს მოძრაობას იმეორებს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 20:43:05 | შეტყობინება # 1038
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ეგ მესმის შენ რაც დაწერე და აბსოლიტურად გეთანხმები კარგიცაა და სასიამოვნოც,მაგრამ რაგაც ბრძანებით ხო უნდა ამოიყვანოს ფრინველი,რო არ დაუდგე გვერდიტ ასეტ შემტხვევას ვგულისხმობ

დამატებულია (04.05.2015, 19:43:05)
---------------------------------------------
და კიდე,ჩემტვის პირველია არის ეგ,და არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არა მაქვს,მხოლოდ ტეორიული.შენ დიდი გამოცდილება გაქვს მე არა


monadire
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 22:43:11 | შეტყობინება # 1039
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეცი არაა რეკომენდირებული, წინ არ არის მაპროვოცირებელი, ეს მშვიდი ბრძანებაა რომელიც ჩვენი საველე გამოცდისთვის უნდა იცოდეს მეძებარმა, აი ევროპულს ეგ დიდად არ სჭირდება, მოგყვება ფეხთან, თან ბევრი ევროპელი მგეშავი არც აფრენინებს ძაღლს მერე გაქცეულ ფრინველზე დევნას და ქექვას რომ არ მიეჩვიოს, აი მეორე წელს როცა მას ნაბულ;ი მყარი აქვს უკვე შეიძლება ხელის შეხებით მისი გაგზავნა. ყველაფერი ინდივიდუალურია მაინც

d.kakulia
 
lebardeდრო: ორშაბათი, 04.05.2015, 23:52:18 | შეტყობინება # 1040
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რეკომენდირებული ისიც არაა რო როდესაც ძაღლი პადტიაჟკაზეა, არ უნდა მიყვე, უნდა გაჩერდე მაგ დროს და როდესაც ნაბულზე დადგება მერე უნდა მიადგე

saburtalo77
 
sulxaniდრო: შაბათი, 09.05.2015, 19:36:05 | შეტყობინება # 1041
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ვიყავით მე და მაქსი გასულები,დილით 10 ცალამდე ნახა მწყერი ეხლაც ვიყავი და 7-8 ცალამდე ნახა.რა მაინტერესებს ეხლა,მაქსიმუმ ახალბედა ძაღლმა რა მანძილზე უნდა მიუახლოვდეს მწყერს რო ნაბული გააკეტოს?დგეს საერტო ჯამიდან 18 ცალიდან 3 თუ ოთხს გაუკეტ ნაბული და არც ტუ ისე მყარი რამდენიმე წამიანი.ძაღლი ეძებს მწყერს ვხედავ ჩემთან ახლოს დაახლოებით 10 კვადრატულ მანძილზე,დავინახე მწყერი აფრინდა და ისევ ერთ მერტოში ჩაჯდა ძაღლთან ახლოს ძაღლი ეძებს გამწარებული.მაინტერესებს ნაბული რატო არ გააკეტა,საერტოდ აზრზე არავარ რა ხდება.შეიძლება გამოსწორება?ეგ მე რაც დავინახე,და სხვა დანარჩენი სუ ყველა ახლო მანძილზე აუფრინდა ძებნის შედეგად.სუნს რო იგრძნობს ვხდები ჩერდება ტავს მაღლა აწევს და მერე იწყებს თავ დახრილ ძებნას 1000569

დამატებულია (09.05.2015, 19:36:05)
---------------------------------------------
დადგება ნეტა ნაბულზე?


monadire
 
lebardeდრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 17:57:20 | შეტყობინება # 1042
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაჩუმდა ხალხო გაჩუმდა, 2 დღეა ერთიც არ დაუყეფია, სეირნობის მერე უკვე სადარბაზოსკენ კიარა, გარაჟისკენ მირბის. ეგაა, მორჩა, დავისვენე 10 gimili

saburtalo77
 
pajeroდრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 18:18:39 | შეტყობინება # 1043
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, კი დზმა აუცილებლად დადგება. რა ხნისაა? შარშან ჩემი ძაღლიც ეგრე იყო და მერე დაამუღამა ნაბული პირველად ჯავახეთში გააკეთა და მერე სულ ნაბულზე დგებოდა ისე აღაე ამოყავდა. ხშირად ატარე და დადგება ნაბულზე და როცა ნაბულზე დადგება არ დააჩქარო აცალე რაც შეილება დიდხანს იდგეს

g. kobaidze
 
sulxaniდრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 19:14:04 | შეტყობინება # 1044
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
pajero, 9 თვის არაა ჯერ ყ ელა დგე ვატარებ ისე ხანდახან დგება ნაბულზე

monadire
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 20:11:03 | შეტყობინება # 1045
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, კაი ამბავია,მეზობლებიც დაისვენებენ,არადა როგორია ზაფხულში დაკეტილ ფანჯრებში ძილი.
რა ვიცი ეს რა გამოდგა,საერთოდ ჩუმია,ძაღლი რომ გაივლის ვოლიერთან კი არ უყეფავს მუშტებს უქნევს. 069 069 069


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
pajeroდრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 20:53:41 | შეტყობინება # 1046
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, კარგია დზმა ეგრე გააგრძელე ხშირად ატარე და ყველაფერს ისწავლის

g. kobaidze
 
lebardeდრო: კვირა, 17.05.2015, 22:50:51 | შეტყობინება # 1047
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, რესკად გაჩუმდა, დავღალე მაგრად და რო დავამწყვდიე ერთი ორი გატრაკების მეტი ვერ გაქაჩა, ჩაედზინა და ღამის ორამდე ეძინა. ამასობაში მეზობლემაც დაიძინეს და მთელი ღამე რო უბერა მერე ოპერა, ვეღარ გაიგეს ეტყობა:)) დილით ჩავედი, მივწკეპლე ცოტა, გამოვიყვანე გავასეირნე, და უკანა გზაზე პადიზედის მაგივრად გარაჟისკენ რო დაგაზა, მივხვდი რო ეგ იყო და გორის ცოხე, იმის მერე ხმა არ გამიგია მაგისი. ესე მგონია რო მესამე მსოფლიო ომი მოვიგე იმდენად მურტალი საკიოთხია ეს ჩვენთვის, თბილისელებისთვის ვინც კორპუსში ვცხოვრობთ

დამატებულია (17.05.2015, 22:49:18)
---------------------------------------------

დამატებულია (17.05.2015, 22:50:51)
---------------------------------------------
ეს ისე, ვინც არ იცის განვითარების რა სტადიაშია ლეკვი gimili


saburtalo77
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 09.09.2015, 20:04:47 | შეტყობინება # 1048
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო გამარჯობათ. ესეთი პრობლემა მაქვს: მყავს 4თვის ბრეტონის ლეკვი, ბრზანებები ვასწავლე ყველაფერი სახლის პირობებში, გუშინ წავედი სანადიროდ ახლოსვე და შემთხვევით გამომყოლია თუ რავიცი იქ საიდან გაჩნდა რო უნდა დაგვეწყო ნადირობა იქ გაჩნდა, რა მექნა დავიწყეთ ნადირობა და რო ატყდა სროლა შეეშინდა და გამოიქცა სახლში. დღეს დილით მერე მარტო კაფსოლები გავუსროლე თავიდან შეკრთა ცოტა მოვეფერე და მერე აღარ ქონდა რეაქცია. საღამოთი კი წავიყვანე მეთქი თოფს გავუსვრითქო. როცა გართული იყო ძებნაში მაშინ ვუსროლე შეკრთა მაგრამ დავუზახე მოვეფერე ასე გავიმეორე და წამოვიყვანე და სახლს რომ მოვუახლოვდი გამოიქცა არც დაძახილი ესმოდა არც არაფერი მივიდა სახლში და დაწვა თავის ბუნაგში. ესეთი პრობლემა არცერთ ლეკვზე არ მქონია და იქნებ რამე მირჩიოთ ან თუ ღირს წვალებად და შესაძლებელია თუ არა რო გამოსწორდეს
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 09.09.2015, 22:21:00 | შეტყობინება # 1049
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, ადრე გაგიყვანია მინდორში. 7 თვემდე არ უნდა გაგეყვანა მარა არაუშავს ამის გამოსწორება შეიძლება. ის რომ სახლში მისვლისას არ დაგემორჩილა ამას მაინცდამაინც დაშინებას ნუ მიაწერ ბევრი ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი... გაიყვანე მინდორში სადაც ბევრი ხალხი არ იქნება და მყარად ნაბულზე როცა დადგება მაშინ გაუსროლე და მომენტალურად დადებით ასოციაციად გადაუკეთდება სროლა ძაღლს, თან ნაბულზე როცა იდგება გასროლის ხმა არ აშინებს ძაღლს... ეგ მეთოდი არის იდეალური მეძებრისთვის შეიძლება რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეს ამ პროცედურის , მარა 95%-ით გაგიმართლებს! ოღონდ დაიმახსოვრე, ესვრი მხოლოდ მყარი ნაბულის დროს! ე.წ. "პაწიაშკის" დროს არ გაუსროლო თორე შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ! წარმატებები

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
sulxaniდრო: ხუთშაბათი, 10.09.2015, 10:25:25 | შეტყობინება # 1050
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ეშველაბა რამე ასეთ შემთხვევას.მწყერი მოვკალი მივიდა ნახა ძაღლმა მაგრამ არ მომიტანა.გადაგდებული ნივთები მოაქვს.

monadire
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика