ამთემაში ვისაუბროთ მაძებრების და მდევრების დაგეშვაზე, უკვე სადაცაა მწყერიც შემოვა და მაძებრებს გაიყვანენ თვიანთი პატრონები დასაგეშად, ნუ დავიზარებთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ადმინს ვთხოვ რომ ამ ტემასთან მიძღვნილი სტატიები გადმოვიტანოთ სტატიებიდან ფორუმში, რომ აქტიურად მოხდეს განხილვები
sulxani, არ შეიძლება მეგობარო, 3 თვე ძაან პატარაა, სროლის ხმაზე რო დაშინდეს მერე შეიძლება საერთოდ ვეღარ ანადირო. სროლის ხმას შეაჩვიე 6 თვიდან. ქათამზე ტარებას ამ ასაკის ლეკვის აზრი არ აქვს ჯერ პატარაა ქათამი შემთხვევით რომ შეხვდეს(თუმცა ამის შანსი ძალიან მცირეა) ვერც მიხვდება რა ხდება, თან ამ ასაკის ლეკვი კიარ ინაფირებს მინდორში, ჩვეულებრივ თამაშად აღიქვამს.საერთოდ 6 თვემდე ლეკვს რასაც ასწავლი ბევრი რამე ავიწყდება ამიტომ რეალური გეშვა და სწავლება იწყება 6 თვის ზევით. თუ ეხლა სამი თვისაა 6 თვის გახდება მაისში, ხოდა მაისში აიღე ფუჭი ვაზნები და ლეკვი გაიყვანე დუპელზე, საუკეთესო ფრინველია ლეკვის დასაგეშად იმდენად მკვეთრი სუნი აქვს. რაც შეეხება შენს შეკითხვას ნაბულის თაობაზე, მარტო ფრინველზე არ გააკეთებს ნაბულს, კურდღელს თუ წააწყდა ბუჩქში ან სადმე გასუსულს სტატიკურ მდგომარეობაში იმასაც გაუკეთებს ნაბულს. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბატონებო ვიტალი, რომ არის ტაბახმელაში მონადირე ძაღლების მწვრთნელი (მირჩიეს) ღიირს ლეკვის მიბარება? 5-6 თვის ასაკიდან ვფიქრობ. მანამდე თავად ვასწავლიდი რაღაცეებს. ვინმეს თუ გქონიათ ურთიერთობა? და დადებით შემთხვევაში რამდენად კმაყოფილები ხართ? საკუთარი ძაღლი თავად, რომ უნდა გავწვრთნა და დავგეშო მაგდენი ვიცი :) უბრალოდ დროს პრობლემა მაქვს. nadsan
ცოცხალი სამი მწყერი მყავს ჩემი ძაღლის დაჭერილი და მწყრის ბუმბული შენახული და ერთი ფრთა პატარა ბალიშისთვის.მეორე ფრთა არ მაქ ჩხლართვის უნდა გამოვიყენო ვემზადები დიდი გეშისთვის თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
daviti911, შენი ძაღლი მეტისი ხომარარის? საერთოდ მეძებარს სისხლშიაქვს ნაბულის(სტოიკის) გაკეთება უბრალოდ უნდა გაწაფვა ლეკვობიდან ანუ გეშვა თუ ძაღლი ეგრევე სანადროდ გაიყვანე მაშინ არც უნდა ელოდო შედეგს რადგან ეგ ძაღლი მწყერს მხოლოდ დაჭერის მიზნით ეძებს და თან ნაბულსაც არ უკეთებს.რახნისაა ძაღლი? ნადირობა
ძალიან უცნაური ამბავია, მეტისიც რო იყოს( ქოფაკი თუ არ ყავს დედა ან მამა) მაინც უნდა აკეთებდეს ნაბულს, 2 თვის იყო ჩემი ძაღლი მტრედებს რო ნაბული გაიკეთა ეზოში, მეტისიც მყავს და ისეთ ნაბულს აკეთებს პანჩური თუ არ ამოართყი, ძეგლი გეგონება:)
lebarde, მართლა ეგრეა კი daviti911, მეგობარო მწყერის ფრთით ხომ არ ავარჯიშებდი ნაბულზე და ხომ არ აჭერინებდი მწერის ფრთას? ყველაზე ხშირად ძაღლი ასე ფუჭდება ხოლმე, მწყერის ფრთით ვარჯიშისას მეძებარს როცა აჭერინებენ მწყერის ფრთას, ძაღლი ნაბულის კეთებას თავს ანებებს "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
მეოთხე თაობას ვგეშავ უკვე რაც ნადირობა დავიწყე და მწყრის ფრთა და მაგდაგვარი ვარჯიშები არ მიკეთებია. მინდორში გაყვანამდე ძაღლთან კონტაკტი უნდა დაამყარო კარგად, ბრძანებებს უპრობლემოდ უნდა გისრულებდეს, ხან მტრედს დაანახებ ეზოში ხან გნოლს, ცააქეზებ, მერე უთოფოდ გაიყვან მინდორში, მერე თამაშის დროს ან რაიმე სახალისოთი როცაა გართული, თოფს გაუსვრი, სროლის მერე რაიმე კარგი უნდა შესთავაზო, ყველაზე მარტივია სასუნსლავი რაიმე. ეგაა და ეგ, თუ ქარხნული ბრაკი არაა, გავა და ინადირებს:) saburtalo77
არა მეტისი არ არის სუფთა სისხლისააა დედ მამაც სუფთა სისხლისააა
დამატებულია (11.04.2015, 08:20:17) --------------------------------------------- akson777 ხო მწყერის ფრთით მასწავლეს მაგის დაგეშვა და ნაბულზე მწყრის ფრთით ვავარჯიშებდი და მაგის ბრალია?
დამატებულია (11.04.2015, 08:25:46) --------------------------------------------- lebarde მწყერს კარგად ეძებს შორსაც არ მიდის მოტანითაც მოაქვს თოფის ხმისაც არ ეშინია უბრალოდ სტოიკას არ მიკეთებს
დღეს ჩემმა ბიჭი პირველად გავიყვანე მინდორში,ბეკასინახა მაგრამ ახლოს არ მიუშვა,დამჯერი არის წინ არ გარბის ხმას არ მაწევინებს,პირველი ლეკვია ჩემი და პირველად ვგეშავ.ნაბულზე ვავარჩიშებ მაგრამ რამდენად სწორად არ ვიცი,თოკზე მაგს მიმაგრებული ნაჭერი ბურთის სტილში,ნაბულს უკეთებს.გამოცდილება ვისაც გაქვს რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდით? monadire
ნაბულზე ვარჯიში არ ჭირდებათ მეძებარ ძაღლებს მათ ნაბული სისხლში აქვთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებენ! მწყერის ფრთით ვარჯიშისას თუ მწყერის ფრთას დააჭერინებთ ძაღლს ნაბულის კეთებას მიატოვებს რასაც ან გამოასწორებთ ან არა და ეს ერთ და ორს კიარა ბევრს მოუვიდა.
daviti911, გაიხსენე მეგობარო, მწერის ფრთით ვარჯიშისას ხომ არ აჭერინებდი მწყერის ფრთას შენს ძაღლს?? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
sulxani, არ შეექმება პრობლემა მეგობარო აფრენისას თუ არ გაუსვრი. მე ჩემი ლეკვი შარშან გაზაფხულზე უთოფოდ და უგასროლოდ დავგეშე უბრალოდ სეზონის დაწყებამდე რამსენიმე კვირით ადრე გავუსროლეთ რომ ხმას მიჩვეოდა. არაა არანაირი პრობლემა... "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ჯიშიანი მეძებარი აუცილებლად გააკეთებს ნაბულს თუ სისხლში აქვს ეს გენი, არსებობეს მეძებრების ჯიშები რომლებიც ნაბულს არ აკეთებენ. მაგრამ პოინტერი კურცჰაარი დრათჰაარი სეტერის სამივე ჯიში და კიდევ სხვა რომლებსაც ნაბული გენეტიკაში აქვთ არ სჭირდებათ ვარჯიში ამისთვის. უმეტესობა პირველივე სეზონზე აკეთებ თუარადა შმდეგზე აუცილებლად. ნაბულზე მხოლოდ იმის სწავლება შეიძლება, რომ დიდხანს არ დადგეს და არ გეპაროს ფრინველი. ბრძანება ეცი ან წინ მეძებარი უნდა ამოაფრენდეს ფრინველს იმის მიუხედავად.იცის თუ არა სად არის ის ზუსტად.
daviti911, ეცადე აწი არ დააჭერინო. ნაბულს თუ გაუკეთებს მაგ მწყერის ფრზთას მოეფერე და საქებარი სიტყვები უთხარი და თუ ამის მიზეზია წესით ნელ-ნელა გამოსწორდება. მარა ეს ერთ-ერთი ვარიანტია, შეიძლება იმიტომ არ აკეთებს შენი ძაღლი ნაბულს რომ ჯერ არ გახსნილა და როცა გაიხსნება აუცილებლად გააკეთებს ნაბულს. არ ინერვიულო დაელოდე, მე მინახია ძაღლები 3 წლის და ზემოთ აკეთებდნენ პირველ ნაბულს დრო თავისას იზავს თან მითუმეტეს ძაღლი თუ მეტისი არაა "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ნაბული და საბოლოო წარმატებული გასროლა, ნადირობის აპოგეაა. მეძებარი ნაბულის გარეშე, მეძებარი არაა, მთელი ნადირობის სილამაზე ნაბულიდან აყვანილი ნანადირევია.არ მესმის რას, ნიშნავს 3-4 წელი ნაბულს არ აკეთებს ძაღლი, ესე იგი "ვერ გაამართლა." მე ესე ვთვლი.
დამატებულია (13.04.2015, 12:31:24) --------------------------------------------- პ.ს. ირლანდიურმა სეტერმა მაგის გამო დაკარგა პოპულარობა, რომ უმეტესობას არამყარი ნაბული აქვს და დიდი ჟინი მიტანების.
hunter_buda, საერთოდ რაცარუნდა შედეგიანი იყოს ნაბულის გარეშე ფრინველზე ნადირობა მაინც დაუკმაყოფილების გრძნობა დაეუფლება მონადირეს. ფრინველზე ნადირობა ნაბულის გარეშე იგივეა რაც ცხოველზე ნადირობა ყეფის გარეშე. ამიტო ფრინველზე სანადიროდ არასდროს ავიყვან მაგ: სპანიელს ან იაგტერიერს. ლეკვის გეშვისას ყველაზე მთავარი ნებისყოფაა და რაცარუნდა დამჯერი იყოს მეძებარი მისი დაგეშვა თოკით უნდა მოხდეს მარტო ასე შეძლებს მონადირე ლეკვს სწორი ძებნის მანერა ჩამოუყალიბოს
სწორი ძებნის მანერა როგორ უნდა ვასწავლო ლეკს?( არ დამცინოთ) და გთხოვთ ამიხსნათ.ამ საიტიტ ავიყვანე და გავზარდე ლეკვი,თქვენი რჩევებით,და ეხლა როცა საგეშია არ მინდა შევცდე რამეში.მადლობთ monadire
akson777, მაგ აზრს ვინხ არ იზიარებს იმას არასდროს უნადირია ფრინველზე სრულფასოვნად
დამატებულია (14.04.2015, 17:49:25) --------------------------------------------- sulxani, მაგაში არაფერია ძამა დასაცინი, კარგია რომ კითხულობ მე მოკლედ ავხსბი ბიჭები უფრო განავრცობენ ალბათ, მოკლედ მეძებარი მინდორში უნდა ეძებდეს ქარის საწინააღმდეგოდ ზიგზაგისებურად ანუ 15 მეტრი მარჯვნივ მონადირისგან შემდეგ 1-2 მეტრით წინ და იგივე მანძილი უკან მონადირისკენ და 15 მეტრი მარცხნივ, შემდეგ ისევ წინ და ისევ მონადირისკენ და ასე ლეკვის წინ წასვლუსას მონადირეც მიყვება იმ 1-2 მეტრზე ამ ყველაფრის სასწავლებლად აუცილებელია 15 მერტიანი წვრილი თოკი ან რემენი და კარგი ნებისყოფა. იმედია გაიგე ისე ამ თემაში ფოტოს უნდა იყოს სწორი გეშვის
baqari3501, ისიც კი არ გიკითხია რა ჯიშის მეძებარია და უკვე ძებნის მანერა როგორ გამოუმუშაოს იმას ასწავლი. რის საფუძველზე იძლევი მასეთ დარიგებას?ცოდნის თუ გამოცდილების ხარჟზე?
დამატებულია (14.04.2015, 22:17:28) --------------------------------------------- sulxani, რა ჯიშის არის,რა ხნის და რა სქესის?
sulxani, სეტერი გადის შორს მაგრამ baqari3501, სწორად გითხრა ყველაფერი არ მისცე უფლება რომ შენგან ძალიან შორს გავიდეს და ყველაფერი კარგად იქნება სეტერისთვის რვა თვე კარგი ასაკია დასაგეშად ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
დამატებულია (14.04.2015, 22:43:04) --------------------------------------------- მინდორზე როცა გავიყნადი ეგრავე გაიქცეოდა და შორს მიდიოდა საძებრად ახლა 10 15 მეტროზე წინ აგარ გადის
რატომ შეგყავთ ადამიანი შეცდომაში?! რასქვია შორს არ გაუშვა? აბა ეს სეტერი რად უნდა? არავის არ ეწყინოს მაგრამ თუ სეტერი გინდა და გიყვარს სწორად უნდა დაგეშო(პოინტერიც) ანუ ამათი მოვალეობაა შორს გასვლა რადგან ეგაა მათში ერტ-ერთ სილამაზე. რა ჯობია ქარივით რომ დარბის და თუნდაც 500 მეტრს გადის ჰორიზონტალურად... რავი ეს მცნება რომ ძაღლი ახლოში უნდა გყავდეს მცდარია და ნაკლებად ღებულობ ესეთი ნადირობით სიამოვნებას(მე პირადად ესე ვარ) რათქმაუნდა ჯიშიან სეტერებზე ვსაუბრობ და არა მეტისებზე.შორს გასვლას იმედიმაქვს გამიგებთ რასაც ვგულისხმობ..
დამატებულია (15.04.2015, 00:24:26) --------------------------------------------- sulxani, მეგობარო თუ დაწერ როგორი სტილის ძაღლები მოგწონს შემდეგ გირჩევთ რაც უნდა გააკეთო. შენ თუ 20 მერტში გინდა შენი "სეტერი" გავიდეს მაშინ სხვანაირად მოიქცე უნდა მაგრამ თუ კარგი სისხლის ლეკვი გყავს მე გირჩევ ეხლანდელ სტანდარტებს მიჰყვე და მასე დაგეშო თუ საგვარეულოაქვს საველეებზეც გაიყვან..
დამატებულია (15.04.2015, 00:42:52) --------------------------------------------- sulxani, ამ ვიდეოს უყურე და ყველაფერს გაიგებ ძაღლის გასვლასთან დაკავშირებით. ეს კაცი ბნ სერგეი შაგინოვია ქართველი ექსპერტი (კინოლოგი) რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია.
დამატებულია (15.04.2015, 01:26:43) --------------------------------------------- baqari3501, თოკით მაგის სწავლება არაა მტლად მიზან შეწონილი. აბა თუ მინდა რომ ჩემი ზაღლი 100 მეტრზე გავიდეს რა 100 მეტრიანი ტოკი ვიყიდო და ჩავაბა? ან რატომ უნდა ვასწავლო 15 იქით 15 აქეტ რა რობოტია თუ ძაღლია? ზარლმა ტავისით უნდა გადაწყვიტოს გასვლა თუ საჭირო არაა არ გავიდეს თუ საჭიროა 15 კიარა 100 უნდა გავიდეს. თუ ძაღლის დაჩაგვრა არ უნდა პატრონს ყველაზე კარგი ვარიანტია ლეკვობიდან მიაჩვიოს უნდა ხელით ბრძანებებს ანუ მიმართულებებს. მაგ ესე: დადოს სხვადასხვა მხარეს სასუსნავი და ხელის ბრძანებით მარჯვენა სასუსნავი შმდეგ მარცხენა მერე გაზრდი შიშორეს სასუსნავებისას 10 მეტრაზე დააშორებ და მაგას რომ კარგად მიეჩვევა მერე მინდორშიც მიმართულებას მასე ანახებ( ყველას თავისი აზრი აქვს მე ჩემს ვწერ)
ისიც კი არ გიკითხია რა ჯიშის მეძებარია და უკვე ძებნის მანერა როგორ გამოუმუშაოს იმას ასწავლი.
ჯიშს არ აქვს მნიშვნელობა იმ შემთხვევაში როცა ჩელნოკის, ზიგზაგისებური სვლის მანერის გამომუშავებაზეა საუბარი! ყველა ჯიშისათვის ერთი „გეომეტრიული ფორმის„ უნდა იყოს ჩელნოკი! სხვაობა მხოლოდ პარარელების სიგრძეში იქნება! რაც სურათზეა ნაჩვენები, ეს ფორმაა ყველა ლეკვითვის გეშვისას.
მოკლედ მეძებარი მინდორში უნდა ეძებდეს ქარის საწინააღმდეგოდ ზიგზაგისებურად ანუ 15 მეტრი მარჯვნივ მონადირისგან შემდეგ 1-2 მეტრით წინ და იგივე მანძილი უკან მონადირისკენ და 15 მეტრი მარცხნივ, შემდეგ ისევ წინ და ისევ მონადირისკენ და ასე ლეკვის წინ წასვლუსას მონადირეც მიყვება იმ 1-2 მეტრზე ამ ყველაფრის სასწავლებლად აუცილებელია 15 მერტიანი წვრილი თოკი ან რემენი და კარგი ნებისყოფა.
აქ რასაც წერ, ეს „რეცეპტი" ბევრ სტატიაში და წიგნში წერია, ლეკვს ჩელონკის საწყისი როგორ უნდა ასწავლო! ანუ მოძრაობის ტრაექტორია რომ აჩვენო ლეკვს და მიაჩვიო ამ ტრაექტორიას, თორემ რასაც ჩელნოკით ძებნა ქვია ეგ სულ სხვაა! 15 მეტრის სიგრძის პარალელი საცოდავი მანძილია უკვე დამდგარი სეტერისთვის და საერთოდ ნებისმიერი ჯიშისათვის! 15 უკიდურესად ცოტაა და 500 უკიდურესად ბევრი!
ოქროს შუალედია საჭირო!
დამატებულია (15.04.2015, 07:19:08) --------------------------------------------- უნდა ეცადოთ, მინდორში ძაღლი ატაროთ ისე, რომ ქარი(სიო) თქვენ გხვდებოდეთ სახეში და ძაღლი კი დარბოდეს, თვენს მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ მისი მსვლელობის ხაზი, პერპენდიკულარულად კვეთდეს ქარის მოძრაობის ხაზს. ეცადეთ თქვენს მოწაფეს კარგად ჩაუნერგოთ სტვენაზე მობრუნება, თქვენთან მოსვლა ხელის მითითებით, ან სიტყვით, წასვლა იმ მიმართულებით საითკენაც გსურთ. თუ მუდმივად ასეთი წესით ატარებთ ძაღლს, უმეტეს შემთხვევაში ის იწყებს სწორი პარალელებით თქვენს წინ მუშაობას. თუ ამას თვითონ ვერ ეჩვევა, მაშინ წააბით საყელოზე გრძელი თოკი, დაახლოებით 6-8 მეტრი სიგრძისა, თოკის მეორე წვერი დაიჭირეთ ხელში, როდესაც თქვენ უკვე ქარის პირდაპირ დგეხართ, დააწვინეთ, გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი ძაღლისთვის არჩეული მსვლელობის ხაზზე, გაჩერდით და ხელის ჩვენებით გაგზავნეთ, მარჯვნივ ან მარცხნივ, ისე, რომ ძაღლმა თქვენს წინ გაირბინოს. რასაკვირველია თქვენი მოწაფე სწრაფად გაიქცევა, თქვენი თოკის სიგრძე მანძილს არ ეყოფა და რადგან თოკის მეორე წვერს თქვენ ხელს არ გაუშვებთ, იგი მას შეაჩერებს. ამ მომენტში უნდა მოასწროთ და დაუსტვინოთ. იგი თქვენსკენ წამოვა გაკვირვებული, ხელის ჩვენებით გაგზავნეთ ახლა იმ მხარეს, საიდანაც იწყო მსვლელობა. როგორც კი თქვენ გაგცდებათ, მაშინვე წინ წაიწიეთ რამდენიმე ნაბიჯით, თოკს დაჭიმავს თუ არა დაუსტვინეთ, იგი ისევ მობრუნდებამ, მოეფერეთ და ისევ გაგზავნეთ მეორე მხარეს. ასე ატარეთ, პირველ დღეს 15-20 წუთი, მეორე დღეს კიდევ გაუმეორეთ და შემდეგ დღეებში თოკს სულ გაუშვით ხელი, ან შეხსენით კიდეც, თუ შენიშნეთ, რომ იგი თქვენს დასტვენაზე იცვლის მიმართულებას. ამგვარად, დასტვენით და საჭიროების დროს თოკის საშუალებით ასწავლით სწორე სვლას. ლევან ციციშვილი.
. აბა თუ მინდა რომ ჩემი ზაღლი 100 მეტრზე გავიდეს რა 100 მეტრიანი ტოკი ვიყიდო და ჩავაბა? ა
ამ მეთოდის გამოყენებისას, თოკის სიგრძე იმას არ ნიშნავს რომ ამის მერე გამოზომილად იმხელა პარალელზე გავა ძაღლი, რა სიგრძისაც იყო თოკი რომელსაც ვარჯიშისას ვიყენებდით! თოკი მხოლოდ მიმართულებას აძლევს ლეკვს! როცა ისწავლის ლეკვი ჩელნოკის ტრაექტორიით მოძრაობას და როცა თოკს საერთოდ აღარ გამოვიყენებთ, ლეკვი თანდათანობით თვითონ გაზრდის პარალელის სიგრძეს იქამდე სადამდეც მონადირე მისცემს უფლებას! ანუ სანამ სატვენით არ მისცემს შემობრუნების ნიშანს! დროდადრო კი ეს ჩვევა ავტომატიზმში გადადის და სასტვენიც ნაკლები სიხშირით სჭირდება მერე ძაღლს! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
solomon, კი რელიეფის ფაქტორიც დიდია,მაგრამ 500 მეტრი ეს ძალიან დიდი მანძილია.
და რაც შეხება ჩელნოკს ძაღლი ტუ კარგადაა დაყენებული ჩელნოკს თვითონ დაარეგულირებს,ძაღლს ვერ ასწავლი 20 მეტრი მარჯვნივ 20 მეტრი მარცხნივ, ეს აფსურდია,მთავარი ის არის რო ძაღლს ასწავლო ზიგზაგისებუური ძებნა(ჩელნოკი) და რელიეფს თვითონ მოერგება. და რა მინდა დავამატო დაივიწყტეთ სიტყვა " შორს გარბის ძაღლი" რადგან ძაღლი ხან შორს უნდა გადიოდეს და ხან ახლოს მუშაობდეს,იმის თქმა მინდა რო ძაღლმა არასდროს უნდა დაკარგოს მონადირესთან კონტაქტი,ტანდემი უნდა შედგეს მონადირესა და ძაღლს შორის,ეს ტუ არა მაშვინ ნადირობა არ შედგება.იმედია სწორად მიმიხვდით რისი თქმაც მინდა მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
kucuna1, იქეან გამომდინარე რომ მხოლოდ სამი მეძებარი მყავს დანაგესი პირადად მე გამოდის, რომ დამწყები ვარ, მაგრამ არამგონია ჯიშს და სქეს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს მინდორში სწორი ძებნის სწავლებისას giorgi1998, 500 მეტრზე რომ მეძებარი გავა მონადირისგან იმის ფასი ამდენივე თეთრია ჩემთვის აი იმ მონადირის ფასი რომელიც ნაბულზე მყოფი ძაღლისგენ 500 მეტრს გარბის და მერე ეუბნება ეციო. ანდა სანამ ამ მანძილს სიარულით დაფარავ შეუძლებელია მანამდე მაგ: მწყერი არ ამოძრავდეს და მეძებარი იძულებული არ გახდება წამოაფრინოს. ძაღლმა არაფერი არ უნდა გადაწყვიტოს მონადირის ნების საწინააღმდეგოდ... თორე ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილები მიღება შემდეგში ისეთ რაღაცეებში იზრდება როგორიცაა ფრინველის შეჭმა წყალში ჩამოვარდნილი ფრინველის სხვა მხარეს გატანა და სხვა ათასი სისულელე რომელიც ნამდვილ ნადირობას ამახინჯებს... მე შემიძლაი ჩემი მეძებარი ერთი ბრძანებით ნაბულიდან მოვხსნა თუ ვთვლი რომ არ ან ვერ ვესვრი.... giohunt1982, კარგია რომ ჩაერთე ძამა, ვერ შეგედავები მართლა ძალიან ცოტა 15 მეტრი მაგრამ სწავლებისთვის იდეალურია იმიტომ რომ ამ მაძლილზე ამ სიგრძის თოკით კარგად ახერხებ მანევრირებას რაც შეუძლებელია 50 ან 100 მეტრის თოკით. და ვინმეს თუ გონია მეძებარი ასე მოკლე მანძილზე სწავლების შემდეგ რობოტივით ივლის ზუსტად 15მარჯვნივ და 15 მარცხნივ ანუ 30 მეტრ სიგრძეზე ძალიან ცდება. ნადირობის თავისებურებას ყოველთვის რელიეფი განსაზღვრავს და ჩემთან სოფელში ძალიან იშვიათია 30 მეტრის სიგანის ნაკვეთები შესაბამისად მე მშვენივრად ვიყენებ ამ ტექნიკას, მაგრამ მაგ: ახალქალაქში სოფელ ჩუნჩხაში გაშლილ ველზე მშვენივრად გავაკეთებინე იგივე ოღონდ დაახლოებით 50 მეტრ მანძილზე. sulxani,ის პოსტი ტელეფონით დავწერე და კარგად ვერ ავხსენი ყველაფერი, როგორც ვთქვი ბევრი გამოჩნდა ჭკუის მასწავლებელი ყველა გულდასმით წაიკითხე დანარჩენს მიხვდები. და ბოლოს თუ ჭკუაში დაგიჯდეს თოკით გეშვა 15 მეტრზე მეტს ნუ გამოიყენებ მოუხერხებელია და ვერ შეძლებ დამორჩილებას და როცა მარჯვნივ ან მარცხნივ ლეკვი პიკს მიაღწევს ანუ 15 მეტრს დაუსტვენ და მოქაჩავ, ის მოტრიალდება და სხვა მიმართულებით წავა იქაც იგივე მოკლე სტვენის ხმაზე მოატრიალებ და რამდენიმე დღეში შეძლებ თოკის გარეშე შენ თვითონ განსაზღვრო მანძილი და როგორც კი ის გაცდება შენთვის სასურველ მანძილს მოკლე სტვენით წამსვე მოტრიალდება საპირისპირო მხარეს. ამ მეთოდით შეძელბ ნებიემიერი რელიეფის პირობებში ინადირო და თავად გადაწყვიტო ძებნისას შუაში იდგები თუ მაგ: დამწყებ მონადირესთან ერთად 1 ძაღლით მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. სულ ბოლოს 500 მეტრზე მეძებრისთვის ხმის მისაწვდენად მინიმუმ 12 ვოლტიანი რუპორი იქნება საჭირო ნუ თუ ოპერის მომღერალი არა მონადირე
დამატებულია (15.04.2015, 09:54:53) --------------------------------------------- solomon, მართალია ძამა hunter_buda, მაგას ნამდვილად ვერ ასწავლი ბოლოსდაბოლს ვერ გაზომავ ყოველთვის 20 მეტრს გავიდა თუ 25 მაგრამ იმას ნამდვილად ასწავლი ბრძანებაზე რომ მობრუნდეს და 100 მეტრში გასული მეძებარი ნამდვილად მოწყვეტილია პატრონს . ყოველ შემთხვევასი ჩემთვის ყველაზე უსაიმოვნო ფართობში მთელ ხმაზე მოღრეიალე მონადირეა ან სასტვენით მდგარი რომლის ხმაც ყველაფერს ამახინჯებს. კიდევ ერთი ძალიან კარგი იქნება თუ მეძებარს ულტრაბრერების გამომცემ სასტვენს შუვუძენთ, რომელიც მხოლოდ ძაღლს ესმის და სხვას არ უშლის ხელს და მისი მაქსიმალური მანძილი რამდენადაც ვიცი 250 მეტრია
აქ ბევრის აზრი წავიკითხე.მადლობა ყველას.საქმე იმაში მდგომარეობს რო,მე ვცხოვრობ ქობულეთში,ძირითადად ნადირობა მიწევს ისეთ ბალახში სადაც ძაღლი ჩანა თუ არ ჩანა ეგრეა,ასევე სიმინდის ყანებში.
დამატებულია (15.04.2015, 10:50:14) --------------------------------------------- მე რაც არ უნდა ვეცადო სიზუსტით და კლასიკურად ვერ დავგეშავ.ერტი ორჯელ მყავდა გაყვანილი,ზებნის დროს ჩერდება ძაღლი რამეს რო ვერ პოულობს და მიყურებს მე,ბრძანებას ელოდება ჩემსგან.ეგ კარგი არის თუ ცუდი?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!