10:34:38
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მეძებარი ძაღლების დაგეშვა-მომზადება
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 16.12.2015, 10:40:10 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ჩვენი წარმატებული მგეშავი განსაკუთრებით კი ევროპული ძაღლების გიგა მეგუთნიშვილი -გთავაზობთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც არ აქვს დრო, ნერვები და საკმარისი გამოცდილება მეძებარი ძაღლის დასაგეშად საკუთარ მომსახურებას.

მეძებარი ძაღლის საველე მომზადება-დაგეშვა.თქვენს მიერ შემოთავაზებულ მეძებარს რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გააატარებენ საველე მომზადებას. მეძებარს(ბუნებრივია მისი ბუნებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე)-ასწავლიან პარალელებზე მოძრაობას ანუ სწორ ძებნას, გამოამუშავებინებენ მყარ ნაბულს, დალოდებას ნაბულზე და ფრინველის აფრენის შემდეგ ადგილზე დარჩენას. შეაჩვევენ სროლის ხმას(ბუნებრივია ე.წ. სტარტოვკით)ძაღლი მეპატრონეს ჩაბარდება ე.წ. 81 წლის წესებით საველე გამოცდისა და დიპლომის აღების შემდეგ(მეპატრონის თანდასწრებით).

მეპატრონის სურვილის თანახმად მეძებარს ასწავლიან სწორ აპორტირებას.

დასაგეშად მიიღებიან მეძებრები განურჩევლად ჯიშისა 10 თვიდან 2 წლის ჩათვლით. ბუნებრივია მეძებარს რომელსაც გიგა ჩაიბარებს უნდა ქონდეს ძაღლის ასაკის შესაბამისად ჩატარებული ვაქცინაცია და ამის დამადასტურებელი სამედიცინო პასპორტი.

მომსახურების ღირებულება-600 ლარი+ძაღლის საკვები; თანხის ნახევარს მგეშავი იღებს როდესაც იბარებს ძაღლს, მეორე ნაწილს მეპატრონე იხდის, როდესაც ჩაიბარებს მომზადებულ დიპლომირებულ ძაღლს.

მგეშავი-კონდუქტორი-გიგა მეგუთნიშვილი-599 07 05 06

ჩემი მხრიდან ერთადერთი რასაც დავამატებ ისაა რომ პირადად ჩემს ირლანდიურთან დაკავშირებით სასწაული მოახდინა და საერთაშორისო შეჯიბრზე კი იცით ფრიდა რა შედეგითაც გამოიყვანა მინდვრიდან.

დამატებულია (16.12.2015, 10:40:10)
---------------------------------------------
ძაღლების მომზადება მოხდება გაზაფხულზე და ზაფხულის იმ პერიოდში როდესაც გეშვა შეიძლება საქართველოს იმ რაიონებში სადაც ფრინველი გვიან ჯდება ბუდეზე.


d.kakulia
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 16.12.2015, 21:36:48 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, არ მინდა ამ მოკრძალებული რეკლამის თანაავტორობაში ჩამომართვან,მაგრამ ის პირობები რასაც რომ გიგა სთავაზობს ხალხს არაფერია მოკლედ რომ ვთქვა,მით უმეტეს რომ ძალიან კარგი ადამიანი და ამავდროულად მგეშავიც საუცხოოა,ამ ბიჭზე მსმენია რომ ძაღლთან შედეგს სიყვარულით და არა დასჯით ახწევს.
დღეს დღეისობით არიან საქართველოში "მგეშავები" რომელთა მეტი ნაწილი დღეს მოდიდან გადავარდნილი სამომსახურეო ძაღლები წრვთნით იყვნენ დაკავებულები,დღეს კი უსაქმურობით მგეშავობა დაიბრელეს და ბევრ ძაღლს მინდორში შესვლის შიში ჩაუნერგეს.
ბევრი რომ აღარ გავაჭიანურო,მე ჩემი ძაღლის დაგეშვისას 760 ლარის საწვავის ქვითრები დავაგროვე და დოპლომირებული არ არის.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 17.12.2015, 06:53:24 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 ბრავო. მივესალმები ამ სიახლეს!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kobaxidzeდრო: ხუთშაბათი, 17.12.2015, 08:32:20 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გილოცავთ ყველას ბარბარობას,მრავალს დავესწროთ

GEBRUDER MERKEL
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 01.04.2016, 11:50:41 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ ყველას გილოცავთ.

გეთანხმები გიგამ იცის თავისი საქმე და ეს არაერთ ძაღლზე ვნახე, სადაც ჩემი ირლანდიური გატეხა იქ სხვაზე არაფერს აღარ ვამბობ. გიგა თან მუდმივად იღებს რჩევებს და განათლებას ამ სფეროში ჩვენი მეგობრებისგან რომლებიც ძალიან წარმატებული მომშენებლები და კონდუქტორები არიან რუსეთში. ვიტალი სადოვნიკოვი მაგალითად, ვინც წელს სერბეთში თუ არ ვცდები 4 ძაღლს ააღებინა კვალიფიკაცია. ასევე ჩვენი ტანამემამულე პოინტერების მომშენებელი სანდრო პანაგასოვი, რომლის დამსახურებაცაა დღეს საქართველოში ევროპული პოინტერების და სეტერების შემოყვანა. სერგო შაგინოვი თავისთავად.

დამატებულია (17.12.2015, 10:18:30)
---------------------------------------------
რეალურად გიგა ამ ნაბიჯით თანხას აგროვებს რომ ძაღლები საერთაშორისო შეჯიბრებებზე წაიყვანოს, მე უბრალოდ ვეხმარები მას. თუ ყველაფერი კარგად წავიდა საქართველო წელს გამოვა თავისი დროშით უკრაინაში.

დამატებულია (17.12.2015, 10:19:43)
---------------------------------------------
kucuna1

გამოიყვანე გაზაფხულზე აუცილებლად, ჩვენი საველეები პოინტერების ნაკლებობას უჩივის ძაან ბოლო რამდენიმე წელია

დამატებულია (01.04.2016, 11:50:41)
---------------------------------------------
გამარჯობა მეგობრებო, საგეშმა ფრინველმა დაიწყო ეტაპობრივად შემოსვლა აღმოსავლეთ საქართველოში, ვისაც აქვს სურვილი რომ ძაღლები მოვამზადოთ ველოდებით მე და გიგა თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. 39


d.kakulia
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика