ძაღლის მძუნაობა და დართვა
| |
uchaucha | დრო: ხუთშაბათი, 27.01.2011, 16:22:50 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მძუნაობას ძაღლი იწყებს სხვადასხვა ასაკში. უმეტეს შემთხვევაში მძუნაობა მეორე წელს იწყება, თუმცა შესაძლებელია ღომ 5-7-9 თვის ლეკვებიც ამძუნდნენ. მძუნაობის ნიშნებია: ძაღლი ხშირად გადის შარდზე, ასო თანდათან უსივდება და წვეთ წვეთად სისხლი გადმოსდის. დღიდან სისხლის გამოჩენისა 8-9 დღეში სისხლი წყდება და ძუ მზად არის დაერთოს ხვადს. დართვა დღიდან სისხლისდენისა მე-10-13 დღეს უნდა მოხდეს. ვინც დაინტერესებულია, რომ მისმა ძუმ ჯიშიანი ლეკვები დაყაროს, საჭიროა იგი დღიდან სისხლისდენისა 25 დღე იზოლირებული იყოლიოს, რომ შემთხვევით ხვადს არ დაერთოს. საკმარისი არ არის ამძუნებული ძაღლის დაბმა რადგან ხვადი მაინც იპოვის ზუს სუნს. მძუნაობის დროს ძაღლს წყურვილი აწუხებს, ამიტომ მას განუწყვეტლივ უნდა ჰქონდეს სუფთა წყალი. ძაღლის მაკეობა 61-64 დღეს გრძელდება, უმეტეს შემთხვევაში კი 62 დღე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაკეობა 65 დღეს გაგრძელებულა ან შემოკლებულა 55 დღემდე, რაც გამონაკლისს წარმოადგენს. დართვისას ზოგჯერ ძაღლებს დახმარება სჭირდებათ. სასქესო ორგანოების თავისებურებების გამო. ხვადები დართვის შემდეგ მეტისმეტ დაღლილობას გრძნობს და ამის გამო იგი პირველი დართვის შემდეგ 6 სათის განმავლობაში უნდა დაამწყვდიოთ რომ აღარ იმოძრაოს და დაისვენოს. მეორე დართვის შემდეგ კი ხვადს 24 საათი დასვენება ესაჭიროება. ხვადის დართვა წელიწადში 6-8 ჯერ შეიძლება და ვისაც თავისი ძაღლი უყვარს ამ წესს არ უნდა გადაუხვიოს. ერთხელ დართვა საკმარისია, რომ ძუ განაყოფიერდეს, მაგრამ ვისაც იმედი არ აქვს ძუ ან ხვადი ძაღლისა (მოხუცებულობის ან სხვა სისუსტის გამო) მიზანშეწონილია პირველი დართვის შემდეგ მესამე დღეს მოახდინოს კიდევ ერთი დართვა. დართვის სურვილი -8 თვის ლეკვსაც შეიძლება ჰქონდეს, ჩასახვის შესაძლებლობა კი მათ, უმეტეს შემთხვევაშ, 12-14 თავზე უჩნდებათ. ხშირად 8 თვის ლეკვები ერთვიან ერთიმეორეს, მაგრამ ამ შემთხევაში, მჩირე გამონაკლისის გარდა ძუ არ მაკდება.შეხედულება თითქოს პირველი ლეკვები არ ვარგა ანდა გაცოფდებიანო მცდარია, პირიქით პირველი ლეკვები უფრო ჟანსაღები არიან. თუმცა ამ შეხედულებასაც თავისი გამართლება აქვს, მოუმწიფებელი ახალგაზრდა ლეკვების შთამომავლობა სუსტი გამოდის, მათ კი ადვილად ემართებათ სხვადსხვა დაავადებები, ამის გამო მიზანშეწონილი არაა დართვა 1,1\3 წლამდე მოხდეს. მძუნაობის დროს ძაღლი ძლიერ ნერვიულობს და თუ მას დროზე ხვადი არ დავრთეთ შეუძლია ფანჯარა გაამტვრიოს (თუ ოთახშია). ასევე ითქმის ხვადზეც, თუ იგი ხვადს არ დავრთეტ იგი შესაძლოა დაავადდეს.. ძაღლის დართვის დროს სასურველი წლოვანების ასეთი შეფარდება: 1.1\2 წლის ძუს -2-4 წლის ხვადი უნდა დავრთოთ 3 ,, -5-6 ,, ,, ,, 4 ,, -5-6 ,, ,, ,, 5 ,, -5-6 ,, ,, ,, 6 ,, -5-6 ,, ,, ,, 7 ,, -4-5 ,, ,, ,, 8 ,, -3-5 ,, ,, ,, ძუ და ხვადის ძაღლის დასართავად შერჩევის დროს საჭიროა შესწავლილ იქნეს მათი საგვარეულო. შერჩევის დროს საჭიროა ყურადღება მიექცეს რომ ერთი და იგივე ნაკლი არ ქონდეს ძუს და ხვადს, რადგან ერთნაირი ნაკლის მქონე ძუ და ხვადის დართვა მათ ნაკლს გააძლიერებს შთამომავლობაზე. ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნება ეს საკითხი ამ საქმის სპეციალისტს გადავაწყვეტინოთ. ჯიშიანი და ჯანსაღი შთამომავლობის მისაღებად საჭიროა დართვის სისტემისა და მასთან დაკავშირებული აუცილებელი წესების ცოდნა. როცა ადამიანმა ძარლი მოიშინაურა თავის თანაშემწედ გაიხადა. თავიდან შეეცადა გამოეყენებინა იგი საჭირო სამუშაოთა მიხედვით, ამრიგად მან ხელოვნურად შერჩეული ძუსა და ხვადი ძაღლის დართვით მიიღო სხვადასხვა აგებულებისა სა ფერის ძაღლი. დასართავი ძაღლის არჩევის დროს უნდა სევისწავლოთ: ძაღლის საველე ღირსებანი, ექსტერიერი, მისი ჯანმრთელობა, და გამოვარკვიოთ აგრეთვე ძაღლის მემკვიდრეობითი თავისებურებანი. მონადირეს მხოლოდ მაშინ შეუძლია ცოტად თუ ბევრად მიზანშეწონილას შეარჩიოს ტავისი ძაღლის მეტოლე, თუ იგი თვითონ კარგად იცნობს თავის ძაღლს. ამისათვის პირველრიგში საჭიროა საკუთარი ძაღლის დეტალური შესწავლა შემდეგ მეტოლის შესწავლა და დავრწმუნდებით თუ არა რომ ეს ორი ძაღლი შეესაბამება ერთმანეთს მაშინ უნდა მოხდეს დართვა. კულტურულ მონადირეს არ უნდა დაავიწყდეს რომ სანადირო ძაღლის უმთავრეს დანიშნულებას მხოლოდ და მხოლოდ ნადირობა წარმოადგენს, რომ ძაღლი თანაშემწეა და არა ბინის და გამოფენების დამამშვენებელი ცხოველი. თუ ეს ასეა, მონადირე უნდა ეცადოს რო კარგი შთამომავლობა მიიღოს და მათაც დააკმაყოფლონ მონადირის მოთხოვნილებები. სანადირო ძაღლისათვის უმთავრესია ყნოსვა, სვლა და არა გარეგნული შეცედულებება, სილამაზე. ჩვენში საერთოდ ზაღლის პატრონები უმთავრესად დაინტერესებულნი არიან ხვადის შერჩევით. ხვადის პატრონები კი სავალდებულოდ არ თვლიან თავის ძაღლს კარგი ძუ შეურჩიონ და ამის გამო ხშირად საუკეთესო შთმომავლობის მომცემი ხვადი ქუჩის ძაღლს ერთვის რაც დაუშვებელია. ხო და კიდევ ბოლოს ახლო ნათესავების დართვას შევეხოთ. ნათესაურ მოშენებას ინბრიდინგი ეწოდება, როცა ხდება ნათესავების დართვა. საეთოდ ასეთ დართვას ბევრი ეწინააღმდეგება. ინბრიდინგსს ხშირ შემთხვევაში სარგებლობა მოაქვს. მაგრამ მონადირე ინბრიდინგს უნდა ერიდოს.
უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 27.01.2011, 17:26:28 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| uchaucha, კარგი და სასარგებლო სტატიაა
|
|
| |
uchaucha | დრო: ხუთშაბათი, 27.01.2011, 17:35:45 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, გაიხარე და იმეია წაიკითხავენ ახლებიც ძველებიც დილეტანტებიც და ყველაც.. და აღარ იქნება რო სისხლი აურიოთ ან ცრუ ორსულობა ვეღარ გავარჩიოთ თქვენ სამსახურში მიგულეთ
უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
|
|
| |
gadarchenili | დრო: ხუთშაბათი, 27.01.2011, 18:01:19 | შეტყობინება # 4 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| uchaucha, გაიხარე ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა
|
|
| |
uchaucha | დრო: ხუთშაბათი, 27.01.2011, 18:42:45 | შეტყობინება # 5 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაიხარეთ ცოტახანში მოგაწვდით იმ ძირითად პრინციპებს რისი ცოდნაც საჭიროა ლეკვების დაყრისას, და მათი შერჩევისას
უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
|
|
| |
toka_monadire | დრო: ხუთშაბათი, 27.01.2011, 19:03:35 | შეტყობინება # 6 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აქ ჩემი დედალია და ცხვირზე რომ აქვს ბევრი შავები ის ჩემი სიძეა, სართვის დროს
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
uchaucha | დრო: სამშაბათი, 22.02.2011, 14:10:41 | შეტყობინება # 7 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ექსტერიერზე ორივეს ეტყობა რა ლეკვებიც ჩამოვლენ დამატებულია (22.02.2011, 13:10:41) --------------------------------------------- ახლა იმაზე მოგახსენებთ თუ რა და როგორ ხდება ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ლეკვების დაყრა დამაკებულია თუ არა ძაღლი ამის შეტყობა მხოლოდ 4-5 კვირის შემდეგ შეილება. მე 6 კვირაზე ძაღლს მუცელი თანდათან ეზრდება. გადამეტებული მოძრაობა მისტვის ამ დროს მიზანშეწონოლი არაა, ნორმალური კი აუცილებელი. ამ დროს ძაღლის თავისუფლად გაშვება საშიშია რადგან დიდი შანსია იმისა რო ტრამვას მიიღებს და უდღეურ ლეკვებს დაყრის. ლეკვების დაყრის მოახლოვებას ძაღლი ხან ერთი დღით ხან რამდენიმე საათიტ ადრე იგებს. ამ შემტხვევასჰი იგი მიჩენილ ბინას ასწორებს, არ სჯერდება პარტრონის გასწორებულს სხვა კუთხეს ეძებს საწოლის ქვეშ ძვრება და ა.შ. ლეკვების დაყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მუცელი სტკივდება წკმუტუნებს იგრიხება და ამ დროს პირველი ლეკვის იბადება.ლეკვის დაბადებისთანავე ბუშტს ძაღლი კბილებით კვნეტს ათავისუფლებს ლეკვს ბუშტშ შეწამს ლეკვს ჭიპს მიაკვნეტავს და დამშვიდებული დაუწყებს ლოკვას სანამ ლეკვი არ გაშრება. როდესაც ეს მორჩება 10-15 წუთით შემდეგ მეორე ლეკვი დაიბადება იგივე ოპერაციას შეასრულებს ძუ და ასე იქნება სანამ ყველა ლეკვი არ მოევლინება ამ ქვეყნიერებას. აღსანიშნავია რომ ლეკვების დაყრას შორის პერიოდი ტანდათან იზრდება და არის შემთხვევები როდესაც დედამ მორე დღეს დააგდო ბოლო ლეკვი. თუ ძაღლს ლეკვების დაყრა უძნელდება საჭიროა ექიმს მივმართოთ ან ვინმე გამოცდილს. ლეკვების რაოდენობა განსაზღვრული არაა იბადება 1-12 ლეკვამდე. ცნობილი მომჯიშებელის დე-კონორის პრაქტიკაში კი იყო 20 ლეკვის დაყრის ფაქტიც. კარეგ დედა 5-6 ლეკვს ყოველთვის გამოზრდის ამაზე მეტი ლეკვი ძნელი გასაზრდელია. თუ ძაღლმა მკვდარი ლეკვი დააგდო საჭიროა მაშინვე მოვაშოროთ რადგან ძუმ იგი შეილება შეჭამოს, და ამის შემდეგ შესაძლებელია ცოცხალი ლეკვებიც იმსხვერპლოს.. საერთოდ ლეკვები იბადებიან ყრუ ბრმა და უკბილო. თვალებს ახელენ 9-11 დღეზე კბილები კი 18-20 დღისებს ამოსდით. სამ კვირამდეა ლეკვებს მოვლა არ სჭირდებათ დედა თავად მიხედავს მათ სამი კვირის შემდეგ კიპატრონმაც უნდა გამოიჩინოს ყურადღება.. ჭია, პარაზიტები და ასე შემდეგ.. ლეკვიანობსი დროს ძუს მეტი კვება სჭირდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად.. ლეკვების გაზრდა რომ შევუმსუბუქოთ საჭიროა ნახევრად ადუღებუი რძეც მივცეთ დღეში სამჯერ.. ახლა კი რაც შეეხება უკვე ყველაზე საინტერესოს: ლეკვის არჩევა სანადირო ძაღლის გამძლეობა დამოკიდებულია მის აგებულებაზე, ჯანმრთელობაზე, ეს თვისებები კი შედეგია კარგი მოვლისა და კვებისა. გამძლეობა დამოკიდებულია აგრეთვე ნადირობისას ძაღლის მიზანშეწონილად გამოყენებაზე. ძაღლის ჯიშის არჩევისას მნიშვნელობა აქვს აგრეთვე თვით მონადირის წლოვანებას, ხასიათს, გემოვნებას.. ლეკვის ან მოზრდილი ძაღლის შეძენის დროს მთავარია იცოდეთ მისი საგვარეულოს ანუ წარმომავლობის შესახებ და ამის დოკუმენტურად დამადასტურებელი საბუთების ქონას ნამდვილი მონადირისათვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა არ აქვს (თუმცა სასურველია) ლეკვს პირდაპირ უსაბუთოდაც ეტყობა ვისი გორისაა.. თუ ახალ დაყრილ ლეკვს აარჩევთ გარდა წარმომავლობისა ყურადღება უნდა მიექცეს რაიმე ნაკლი ხომ არ აქვს ლეკვს. ნუ მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას თვალის ან ცხვირის ფერს. მთავარი ყურადღება მიაქციეთ ლეკვის ყბებს. უსწორმასწორო ყბები, ე.ი: თუ ქვედა ყბა უფრო გრზელია ან პირიქით ზედაა გრძელი ეს ნაკლია. თუ ლეკვის კბილები არაა უსწორმასწორო და ერთმანეთს არ სცილდება ასეთი ლეკვი აირჩიეთ.. სხვა ნიშნებს ვიმეორებ დიდი მნიშვნელობა არ აქვს და სურვილზე და სიმპათიაზეა დამოკიდებული.. ორი თვის ლეკვებიდან შეუძლებელია საუკეთესოს არჩევა სხვა რაიმე განმასხვავებელი ნიშნებით
უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
|
|
| |
toka_monadire | დრო: პარასკევი, 11.03.2011, 23:00:28 | შეტყობინება # 8 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაიხარე უჩა გამოსადეგი სტატიაა, დამატებულია (11.03.2011, 22:00:28) --------------------------------------------- დღეს დავრთე ჩემი დედალი და 2 თვეში ვნახავ რა გამოვა
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
შეტყობინება დაამუშავა toka_monadire - შაბათი, 12.03.2011, 00:09:09 |
|
| |
cotne | დრო: პარასკევი, 11.03.2011, 23:30:13 | შეტყობინება # 9 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლეკვებს გაყიდი? საბუთიანი ძაღლები არიან?
n. inaneishvili
|
|
| |
toka_monadire | დრო: პარასკევი, 11.03.2011, 23:56:33 | შეტყობინება # 10 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აქვს საგავარეულო ჯიშის არის
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
-BERG- | დრო: შაბათი, 12.03.2011, 18:37:39 | შეტყობინება # 11 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (toka_monadire) აქვს საგავარეულო ჯიშის არის toka_monadire, ცოტა უფრო გასაგებად რო დაწერო?
|
|
| |
toka_monadire | დრო: შაბათი, 12.03.2011, 18:53:14 | შეტყობინება # 12 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აქვს ყველანაირი საბუთი
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
ლაშა86 | დრო: შაბათი, 26.03.2011, 17:51:44 | შეტყობინება # 13 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დგეს დავრტე ცჰემი გორდონი, მამაც კარგი ავურცჰიე
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
ivane-66 | დრო: შაბათი, 26.03.2011, 20:06:40 | შეტყობინება # 14 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 212
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საერთოდ რო არ ატყდეს ძაღლი თუ შეიძლება.წლის და რვა თვისაა უკვე და ჯერ არაფელს არ შობა არადა ბოდიშიდა რამდენი მიჩერებია ეგებო ქნას რამეო.
vanihka.
|
|
| |
toka_monadire | დრო: შაბათი, 26.03.2011, 22:30:48 | შეტყობინება # 15 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ivane-66, ლეკვი რომ არის პირველი ატეხვა უნდა გადააგრილო...შემდეგ გავა სასურველი დრო და მეორედ რომ ატყდება მერე უნდა ამაკო
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
zura89 | დრო: კვირა, 17.04.2011, 20:07:43 | შეტყობინება # 16 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| uchaucha, უჩა მართლა კარგი და საინტერესო ინფორმაციაა
ზურა
|
|
| |
gao28 | დრო: ორშაბათი, 18.04.2011, 19:36:27 | შეტყობინება # 17 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ყველაპერი კარგია ეს ინპორმაცია,ერტი რაგაც მაინტერესებს მე მყავს 7წლის პოინტერი და რა ასაკამდე შეუზლია ძაგლს ლეკვების დაბადება??
მე ♥ბაზიერი
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: სამშაბათი, 19.04.2011, 14:24:20 | შეტყობინება # 18 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გადაწყვეტთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ბუნებას და გემოვნებას, მაშინვე იწყებთ ფიქრს იმაზე, რომელი სქესის ლეკვი აიყვანოთ – ძუ თუ ხვადი? ძუ ძაღლი მოსასვლელად უფრო ადვილია. მშვიდი, რბილი და თვინიერი ხასიათისაა. თავის ადგილს მყარად და სწრაფად ეჩვევა. ბინიდან არ გარბის, ადვილად იწაფება და იგეშება. მინდორში დამჯერია. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხურვადობის, მაკეობის და ლეკვიანობის პერიოდში. ამ დროს მისი მინდორში გაყვანა და ნადირობა მიზანშეწონილი არ არის. ხვადი ძაღლი ბინაში შესანახად შედარებით ძნელია. სქესობრივი ლტოლვის დროს ხშირად სახლიდან გარბის. სისუფთავეს ბინაში უფრო გვიან ეჩვევა. ზოგჯერ ავლენს ჯიუტ და ურჩ ხასიათს, მინდორში აზარტულია. აქვს ძლევამოსილი დაუოკებელი ნადირობის ჟინი და აზარტი. მთელი წლის განმავლობაში შესაზლებელია სანადიროდ წაყვანა. სქესს რომ გადაწყვეტთ ჯერი უკვე თვითონ ლეკვის არჩევაზეა. რით ვიხემძღვანელოთ? მხოლოდ და მხოლოდ სამი ძირითადი პრინციპით: პირველი – ლეკვი უნდა იყოს ჯიშიანი, წმინდა სისხლის. გულდასმით და ზედმიწევნით უნდა გადაისინჯოს და შესწავლილ იქნეს მისი საგვარეულო – უშუალო შორეული წინაპრების ექსტერიელური მონაცემები და სანადირო თვისებების მაჩვენებელი. სასურველია საველე გამოცდის ქულათა ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყნოსვის გრაფებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიახლოებით მაინც წარმოდგენა ვიქონიოთ ლეკვის მომავალ ყნოსვაზე. აუცილებელია დავადგინოთ ლეკვის მშობლების და წინაპრების ხასიათი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მინდვრად. რადგან ლეკვს ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა ესა თუ ის ცუდი ზნე, მაგალითად, თოფის გასროლის შიში. როცა ასეთი ან სხვა მავნე ზნის მატარებელია მშობლები, მაშინ ლეკვის აღზრდისას განსაკუტრებით უნა გამახვილდეს ყურადღება და მიღებულ იქნას პროფილაქტუკური საგანგებო ზომები მათი განვითარების საწინააღმდეგოდ. ყოვლად დასაგმობია და დაუშვებელი სანადირო ძაღლის ლეკვის აყვანა უცნობი მწარმოებლიდან ან მეტისისა, როგორი კარგი სამონადირეო თვისებებით არ უნდა იყვნენ მისი მშობლები დაჯილდოებული, რადგანაც მეტად საეჭვოა ამგვარ ლეკვს გამოჰყვეს მშობლების დადებიტი თვისებები. ექსტერიერზე საერთოდ არ ღირს საუბარი; რადგან არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასეთი ლეკვის გაზრდა მხოლდ „ წყლის ნაყვაა“. მეორე – ლეკვი უნდა იყოს თავისი ჯიშის ტიპური წარმომადგენელი. იგი გარეგნუკად მინიატურულ ფორმებში უნდა ატარებდეს კონკრეტული ჯიშის ყველა დამაასიათებელ ექსტერიერულ ნიშანთვისებებს. მართალია, ლეკვს არ შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჩამოყალიბებული სხეულის ნაკვთები, მაგრამ ასაკტან შეფარდბით ყოველ მხრივ პროპორციული უნდა იყოს. ლეკვის კარგ განვითარებაზე მეტყველებს მისი მეტ-ნაკლებად ჩასუქებულობა, სადა და მზინავბეწვიანი ფაფუკი საფარი, თან ნაოჭებს რომ იკეთებს ისეთი. ლეკვებში სხეულის აგებუელბით საკმაოდ კარგად უნდა განირჩეოდეს ძუები ხვადებისაგან. ხვადები უფრო დიდი, მასიური, ჩაფსკვნილი ტანისანი არიან, ძუები კი პირიქით, მომცრონი, ტანად პატარა, ნაზი, სუსტი აგებულების. საერთოდ ლეკვის ტანის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს მომავალი ძაღლის ჩამოყალიბებაში. ბუდობაში ყველაზე დიდი ლეკვი ზოგჯერ ისე ჩამორჩება ხოლმე ზრდაში და მომცრო ძაღლად გაიზრდება და, პირიქით, პატარა, სუსტი ლეკვისაგან ტანმაღალი ჩაფსკვნილი ძაღლი ჩამოყალიბდება. ეჭვგარეშეა ძაღლად ფორმირებაში, მის ზრდაზე და ექტერიერული მონაცემების გამოკვეთაში, შთამომავლობითი გენების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონალური მოვლაპატრონობა. ლეკვის არჩევისას ყურადსაღებია მისი ბეწვის საფარველის ფერი. ნებისმიერი ჯიშის ლეკვი თუ არასტანდარტული ფერისაა დაწუნებული უნდა იყოს და აღსაზრდელად არ უნდა აიყვანოთ, რა რიგ გამოცენილი საგვარეულოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ლეკვის ფერის მიხედვით არჩევა მთლიანად მომავალი პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია ლეკვი ფერით ჯიშს შეესაბამებოდეს. საერთოდ ლეკვის ტანზე ფერადი ლაქების განლაგება არ უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, გამოფენაზე ამას არვითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა სიმეტრიულად განლაგებული სხვადასხვა მოყვანილობის ფოთლები თავისებურად ლამაზია და მნახველის თვალს ახარებს. ძაღლის ფერს გარკვეული მნიშვნელობა ნადირობისას აქვს. მაგალითად, ღია და ამლაყი ფერი უფრო შესამჩნევია მინდორ-ველად, ბუჩქნარ-ჯაგებში, მითუმეტეს ბინდში. ბინაში მოსასვლელად კი მუქი ფერის სჯობია, რადგან ნაკლებად ჭუჭყიანდება. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ლეკვს ფერი ზრდასთან ერთად ეცვლება, ღია ფერის ლაქები უფრო მუქი ხდება, თეთრ ფონზე ხშირად პატარა ლაქები და ქინქკლები ჩნდება. ზრდასთან ერთად ლეკვს თვალის ფერიც ეცვლება. ორი წლის ასაკამდე თანდათან უმუქდება. ამიტომ მარტო თვალის ფერის გამო მისი დაწუნება არ ღირს. მესამე – ჯანმრთელი ლეკვი კარგი ძაღლის ჩამოყალიბების საწინდარია, ხოლო უსუსური რა გაიზრდება არავინ იცის. ამიტომ ლეკვი უნდა იყოს ყოველმხრივ ჯანმრთელი, ფიზიკურად კარგად განვითარებული, თავისი ასაკის შესაბამისი ზომა-წონის, სიცოცხლით სავსე, მოძრაობაში მოქნილი, მარდი, ღორმუცელა და მსუქანი. ლეკვის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თანდაყოლილ სიმახინჯეებზე ან ლეკვობისას შეძენილ ტრამვულ დაზიანებებზე. გულდასმით უნდა გაისინჯოს კბილთაყრა, ყბების მდგომარეობა. დედისგან მოსაცილებლად გამზადებულ ლეკვს ამოსული აქვს ყველა სარძევე კბილი, ამიტომ კარგად ჩანს მათი დაბრეცილობა და ოკრო-ბოკრო განლაგება, ყბების არასწორი განვითარება, ეს ისეთი სიმახინჯეებია, რომ მათი გამოაშკარავების შემთხვევაში ლეკვის გაზრდაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უფრო მეტიც ასეთი ლეკვი უნდა განადგურდეს. ასევე არ შეიძლება კუდმოტეხილი ლეკვის აყვანა. ჭიპის თიაქარი ბევრ ლეკვს აქვს. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ მისი მორჩენა ადვილია, ამიტომ მხოლოდ ამ მიზეზით ლეკვი არ დაიწუნება. გაცილებით პრობლემურია რაქიტი, თუმცა მისი მკურნალობაც შეიძლება კარგი ნოყიერი კვებით და პროფილაქტიკური ზომების მიღების შედეგად. თუ ლეკვი ყოველმხრივ მოგეწონათ კარგი საგვარეულოს მქონეა, რაქიტის დაწყებითი ფორმების გამო ნუ დაიწუნებთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება. ლეკვის შეძენის მსურველს როგოც წესი, ბევრი მრჩეველი, მრავალნაცადი, ყოვლისმცოდნე დამხმარე აღმოუჩნდება ხოლმე. ყველა მათგანმა ლეკვის ამორჩევის განსაკუთრებული მეთოდი იცის, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი მათგანი მთელ ბუდობას სკამზე დასვამს და ხელის მსუბუქი კვრით პარტყა-პურტყით სკამიდან სათითაოდ გადმოყრის. ამ დროს შესაძლებელია რომელიმე ლეკვი შემთხვევით სკამის კიდეს წაეპოტინოს და ჩამოეკიდოს. თურმე ეს ყველაზე კარგი ლეკვია ბუდობაში და არჩევანიც მასზე უნდა გაკეტდეს. მეორე განსწავლული ლეკვის სასას და ხახას ათვალიერებს გულდასმით და ამტკიცებს, რომ ლეკვად ის სჯობს, რომელსაც სასა და ხახა მუქი აქვს. მესამე ტაშს უკრავს ან გასაღებს აჩხაკუნებს და თუ რომელიმე ლეკვმა ყურები დაცქვიტა, სწორედ მას ურჩევს გასაზრდელად. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგისრჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
ENUQICHI | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 00:19:30 | შეტყობინება # 19 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| gao28, მე მყავს გერმანული ხვადი მეათე წელშია და არაჩვეულებრივ ლეკვებს აკეთებს ძმაო..რო მოუნდება ქალბატონები ვერ ვაკავებ სახში..საერთოდ ჯიშიან ძაღლებს რო უწერიატ ასაკი იგულისხმება რომ ამ ასაკამდე იქნებიან ტანკივით..შესაძლოა მეტიც იცოცხლონ მაგრამ მერე უკვე ნახევარი ფეხი კი იცით სადაც აქვთ და როგორადაც იქნებიან..ჩემსას 12 წელი უწერია და დარწმუნებული ვარ როგორიც იყო 4 წლის ასაკში ისეთივე ჯანზეა ეხლაც უბრალოდ შედარებით მალე იღლება და ჭაღარა აქვს ულვაშებში..სხვა ყეფა და დარაჯი სიფხიზლეში მაგარია ისე ისეთი აქვს!
---------------------------------------------
სტატიათან დაკავშირებით მეც შევიტან მცირე ცნობას ორსულ ძუ ძაღლთან დაკავსირებით საკმაო გამოცდილებიდან გამომდინარე. ბოლო ორი კვირა დედალს მუცელი საგრძნობლად ეზრდება და ბოლო დღეებში თითქოსდა სივდება. მოძრაობენ კარგად მე მაგალითად რამოდენიმე ჯიშის ძაღლზე მოვახდინე დაკვირვება..ორი ერთი თვის უკან ჩემმა სპანიელმა იმშობიარა და პატარა ტანის დედალი ძაღლზეც მომიწია პრაქტიკის ამაღლება:))) თუ დღეებს კარგად დაითვლი დართვიდან მომზადებული დახვდები მშობიარობას და თუ აგერევა ვერ გაიგებ როდის დაყრის რადგანაც მშობიარობის დღესაც ვათამაშე ძაღლი და ნელა თუმცა საკმაოდ მოხერხებულად მოძრაობდა ისე როგორც წინა კვირას..ასე რომ ჯობია ავღნიშნოთ ტელეფონში ან რვეულში თუ როდის დავრთედ და მოვახდინოთ გადათვლა
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
marsi | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 00:37:34 | შეტყობინება # 20 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| uchaucha, ოო ეს მართლა კაი ინფორმაცია იყო
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
xarata | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 01:14:04 | შეტყობინება # 21 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და რა მაინტერესებს ბიჭებო ნოემბერის შუა რიცხვებში(ზუსტად აღარ მახსოვს თარიღი) ვაჯვარეთ ძაღლი და ამ დროს ხო უნდა ეტყობოდეს უკვე მუცელი?
|
|
| |
ENUQICHI | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 01:38:42 | შეტყობინება # 22 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| xarata, კი ოღონდ მთლად ისე არა თუმცა რო შეხედავ უნდა თქვა ორსულადააო..ძუძუები უნდა ქონდეს წამოწეული კიდე
★ஜ۩۞۩ஜ★
შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ხუთშაბათი, 29.12.2011, 01:57:10 |
|
| |
xarata | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 14:14:34 | შეტყობინება # 23 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ENUQICHI, ხო ცოტაზე ეტყობა უკვე და ძუძუებიც მეტობა ორონდ ცოტა
|
|
| |
bendeksi | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 18:14:47 | შეტყობინება # 24 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| xarata ზუსტად ერთი თვის შემდეგ უნდა შეემჩნეს ფეხმძიმობა, ძუძუები კი უფრო მოგვიანებით შეუსივდება. დამატებულია (29.12.2011, 16:57:20) --------------------------------------------- xarata, ხარატ ახლა წავიკითხე მე ზემოთ სტატიები და იქ ყველაფერი წერია, სანამ შეიკითხვას დასვავ არ ჯობია რომ წაიკითხო ტემა ტავიდან? ესეც 20 გვერდიანი თემა ხო არაა... დამატებულია (29.12.2011, 17:14:47) --------------------------------------------- uchaucha, ძალიან საინტერესო სტატია იყო გაიხარე უჩა, აი რა არის დედობრივი ინსტიქტი.
ნიკა რაზმაძე
|
|
| |
xarata | დრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 19:43:25 | შეტყობინება # 25 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| bendeksi, სხვებისგან განსხვავებით ვკითხულობ ყველაფერი წვიკითხე და რაც ეწერა ყველაფერი ვიცოდი მარა მე თქვენი აზრი მაინტერესებდა
|
|
| |
ლაშა86 | დრო: პარასკევი, 30.12.2011, 14:30:51 | შეტყობინება # 26 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვინც იცით მიპასუხეთ, 9 თვის ლეკვის ამძუნება შეიძლება? ჩემი ჯოლი არის მაგ დღეში
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
ENUQICHI | დრო: პარასკევი, 30.12.2011, 15:10:21 | შეტყობინება # 27 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ზემოთ წერია კიო და მეც მასე ვიცი ოღონდ უნდა გადაააკარებინო ბრატ ლაშაბერ კი იცი და ყველაფერი
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
ლაშა86 | დრო: პარასკევი, 30.12.2011, 15:23:08 | შეტყობინება # 28 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ENUQICHI, ნაგდენი ქე ვიცი, საწყალი ჯოლი მისდღემჩი არ დამიმწყვრევია და ახლა გამოვკეტე 9კლიტურში, გადარევასაა ძაღლი. უბრალოდ ასეთ პატარა ასაკში თუ შეიძლებოდა ეგ მაინტერესებდა
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
ENUQICHI | დრო: პარასკევი, 30.12.2011, 15:31:05 | შეტყობინება # 29 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (uchaucha) მძუნაობას ძაღლი იწყებს სხვადასხვა ასაკში. უმეტეს შემთხვევაში მძუნაობა მეორე წელს იწყება, თუმცა შესაძლებელია ღომ 5-7-9 თვის ლეკვებიც ამძუნდნენ. წაიკითხე შენც მე ნაღდად ვიცი და მასე ექნება ანჯელინა ჯოლსაც..მეორეჯერაც თუ მალე მოუწია გადააკარებინე და მერე აჯვარე..ჰო ლეკვი არ დაგავიწყდეს:)))
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
ლაშა86 | დრო: პარასკევი, 30.12.2011, 15:34:18 | შეტყობინება # 30 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ENUQICHI, 2 წლამდე ქალიშვილი იქნება, მერე კი შევაჯვარებ და ლეკვიც იქნება
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
bendeksi | დრო: პარასკევი, 30.12.2011, 15:47:40 | შეტყობინება # 31 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლაშა86, მეორეთი მოიწევს 6 7 თვეში, მერე კიდე გაამაზინებ და მესამეთ უკვე იანვრის ბოლოსკენ ამძუნდება და კარგი პერიოდიც დაემთხვევა.
ნიკა რაზმაძე
|
|
| |
marsi | დრო: ხუთშაბათი, 05.01.2012, 20:50:30 | შეტყობინება # 32 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჭებო კარგი მამალი კურცჰაარი არსად გეგულებათ? ოღონდ სასწრაფოდ!! თუარა მაგარი გახელებულია ჩემი ძაღლი. იმერეთს გარეთ არ მაწყობს, მასე შორს ვერ წავიყვან ძაღლს. თუ ვინმეს გეგულებათ პირადულში მომწერეთ დამატებულია (05.01.2012, 19:50:30) --------------------------------------------- ლაშა86, შენ ვერ გამირკვიე ლაშა?
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
xarata | დრო: ხუთშაბათი, 05.01.2012, 22:02:47 | შეტყობინება # 33 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჭებო რა მაინტერესებს დასაყრელი ძაღლის ნადირობა და წყალში შესვლა(ეხლა სიცივეში)ვიცი რო მიზან შეწონილი არ არის მარა ლეკვებს რამეს ხო დამართებს?
|
|
| |
marsi | დრო: ხუთშაბათი, 05.01.2012, 23:12:12 | შეტყობინება # 34 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| წყალში შესვლა კიარა საერთოდ არ შეიძლება სანადიროდ წაყვანა
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
ლაშა86 | დრო: ხუთშაბათი, 05.01.2012, 23:38:40 | შეტყობინება # 35 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| marsi, ხვალ გამოგივლი ცეხში, მანდ ყოლიათ კაი კურცჰაარი. პატრონს გოჩა ქვია მემგონი, შეიძლება შენც იცნობდე. მაგის ძაღლი აქეს. შეჯვარებაზე უარს არ იტყვის
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
marsi | დრო: ხუთშაბათი, 05.01.2012, 23:44:40 | შეტყობინება # 36 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლაშა86, მაგ გოჩას ჩემი ძაღლის მამა ყავდა და კი მოუკვდა. ახლა რომ ყავს ის ჯერ რვა თვისაა თუარა ისე კაი ძაღლია. ასე რომ შესაჯვარებლად პატარაა
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
ლაშა86 | დრო: ხუთშაბათი, 05.01.2012, 23:53:10 | შეტყობინება # 37 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| marsi, აგერ ყავთ ხვადი, მაგრამ არაა ქე რომ უნდა ისეთი. დღეს დავუკავშირდები ერთ კაი კაცს და იმას ეცოდინება კაი კურცჰაარი. ფანი არის ამ ჯიშის
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
marsi | დრო: პარასკევი, 06.01.2012, 00:03:38 | შეტყობინება # 38 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლაშა86, ხოო თუ ფანია მაშინ ეცოდინება. მეც ვნახე დღეს ორგან მარა არ მომეწონა, ყურები ქონდათ მოკლე დამატებულია (05.01.2012, 23:03:38) --------------------------------------------- არადა ძაღლი ისეა გამწარებული ყველას მუშტარის თვალით გვიყურებს
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 06.01.2012, 02:01:30 | შეტყობინება # 39 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (marsi) ყველას მუშტარის თვალით გვიყურებს სასწრაფოდ უშველეთ რამე
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
xarata | დრო: პარასკევი, 06.01.2012, 14:59:13 | შეტყობინება # 40 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| marsi, და დაემართება რამე?
|
|
| |
marsi | დრო: პარასკევი, 06.01.2012, 17:18:28 | შეტყობინება # 41 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| xarata, რა დაემართება და ნერვოზი
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
toka_monadire | დრო: შაბათი, 07.01.2012, 02:27:38 | შეტყობინება # 42 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჩებო რა მაინტერესებს გქონიათ შემტXვევა ძაღლს 4 ლეკვი მოეგოს მარტო?
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
ENUQICHI | დრო: შაბათი, 07.01.2012, 02:36:59 | შეტყობინება # 43 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| toka_monadire, კი ხდება მე გამიგია უტყუარი ინფორმაციას გეუბნები, მამალზეა დამოკიდებული რამდენად ივაშკაცებს და გაანაყოფიერებს.
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
-BERG- | დრო: შაბათი, 07.01.2012, 03:10:55 | შეტყობინება # 44 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (toka_monadire) გქონიათ შემტXვევა ძაღლს 4 ლეკვი მოეგოს მარტო? ოთხიც, ორიც და ერთიც
|
|
| |
marsi | დრო: შაბათი, 07.01.2012, 13:44:26 | შეტყობინება # 45 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| toka_monadire, მერე მაგაში ცუდს რას ხედავ?
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
xarata | დრო: შაბათი, 07.01.2012, 21:46:01 | შეტყობინება # 46 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| toka_monadire, ჩემი ძმაკაცის ძაღლმა(დრათხარმა) ერთი ლეკვი დააგდო და ოთხისა რა გიკვირს მეტი რათ გინდა კურდღელი ხო არ არის
|
|
| |
beqarichi | დრო: კვირა, 08.01.2012, 01:10:15 | შეტყობინება # 47 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კითხვა მაქვს ,ნაბოლარა ლეკვი როგორია რომ ავიყვანო ნადირობაში გამომადგება ? რამე ნაკლი თუ აქვს მითხარით
მე ♥ bazieri.ge
|
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 08.01.2012, 02:01:56 | შეტყობინება # 48 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| beqarichi, მნიშვნელობა არ აქვს ნაბოლარაა თუ პირველი, მთავარია ჯანმრთელი იყოს და ლეკვის არჩევის შესახებ არის აქ #8 პოსტი უჩაუჩასი და შეგიძლია წაიკითხო!
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
ENUQICHI | დრო: კვირა, 08.01.2012, 21:58:38 | შეტყობინება # 49 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჩემმა მაგალითად ყველაზე დიდი დედალი ლეკვი დააგდო ბოლოს..უბრალოდ მე არ ვიყავი და გადაღლილზე მომყოლი ვეღარ შემოუცლია ეტყობა და ლეკვმა ვეღარ ამოისუნთქა..ძალიან მაგარი ლეკვი იყო მწყდება გული..უბრალოდ აღარც მეგონა თუ კიდე დაბადებდა და 2 წუთით გამოვედი მხოლოდ 2 წუთიიიიიიიიი
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
xarata | დრო: კვირა, 08.01.2012, 23:23:49 | შეტყობინება # 50 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეეეეეხ რა იმედები გადამეწურა დრათჰაარის ლეკვს ველოდებოდი და რავი გაბერწდა თუ რა მოუვიდა კაროჩე აღარ ყრის რა. პოინტერით ხო არ ვინადირებ იხვზე ხო უნდა ამოვიღო ძაღლი გაფშეკილი
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|