01:50:27
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ძაღლთა კვება და სისუფთავე
emceდრო: კვირა, 14.02.2010, 13:10:17 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ,ალბათ ბევრ დამცყებ და არადამცყებ მონადირეს გვყავს ლეკვები და გვაინტერესებს კვებასთან დაკავშირებული საკითხები და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რომელი თვიდან შეიძლება ესე თუ ის საკვები ლეკვისთვის დაბანა დავარცხნა და ესე შემდეგ , მე დამწყები ვარ და ცოტა რამ ვიცი, მაგალითად ლეკვისთვის რო არ შეიძლება ქათმის ძვლები ,გალინა ბლანკა,კარგია თვზის ცხიმი , გაგვიზიარეთ მონადირეებო გამოცდილებაა
 
kuzmichiდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 16:18:47 | შეტყობინება # 2
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
emce, რა ჯიშის ძაღლია?რახიტის გამომწვევი მიზეზი ძირითადათ არის უმოძრაობა,დაბმული გყავს? 23
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 21:46:19 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (emce)
ჩემ ძაღლს აქვს რახიტი, უკანა პეხების პრობლემა ,ეხლა ვმკურნალობთ ვიტამინებით და თევზის ქონით სხვა მეთოდი ხო არ იცით რამე?

თემებს ნუ ავურევთ 23
 
emceდრო: პარასკევი, 19.03.2010, 10:53:05 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, მაპატიე მართალი ხარ , მყავს ლავერაკი და მეზობელი მყავს და მეუბნება დაიცა გაიზარდოსო მაგის ძურწები ნახე შენო ვერ მოასწრებ გაცლასო და მეთქი ძაღლი თუ გიყვარს მოვლაც უნდა გსიამოვნებდეს მეთქი და მართლა ბევრი აედება ისე???
 
joxaraდრო: სამშაბათი, 23.03.2010, 10:21:33 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[size=10]მაწონი თუ შეიძლება მშრალ საკვებთან ერთად ლეკვი 8 თვისაა?
 
hunter_budaდრო: კვირა, 18.04.2010, 16:48:06 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 515
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
joxara კი შეიძლება, მაგრამ უმჯობესია ძვლის ნახარშთან ერთად თუ მიცემ მშრალ საკვებს.
 
skilterდრო: შაბათი, 15.05.2010, 15:33:03 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, მყავს პოინტერი 4 თვის , პეიგრმა მოწამლა და დზაან ცუდად არი, რას მირჩევთ? ტუ სჰეგიძლიათ დამეხმაროთ მომწერეთ 23 23 23 23
 
иж-к13დრო: შაბათი, 15.05.2010, 15:39:35 | შეტყობინება # 8
ჯგუფი: წაშლილები





ავატარატ რო გიყენია შენი პოინტერია ?
 
goga-giorgiდრო: სამშაბათი, 13.07.2010, 14:46:07 | შეტყობინება # 9
კაპიტანი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 78
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაჩუქეს იაგტის ლეკვი 1 თვისაა, ზალიან ცოცხალი ლეკვია ყველაპერს ჭამს რაც მივეცი,თუ ვინმემ იცის რამე ისეტი რაც არ შეიზლება მომცერეთ პირადში ძალიან დამეხმარება.დიდი მადლობა წინასწარ
 
mishguladergდრო: ოთხშაბათი, 28.07.2010, 12:10:08 | შეტყობინება # 10
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცურად ვინმემ დამეხმარეთ რა 2 დღეა ძაღლმა ლეკვები დაყარა, არაფერს არ ჭამს და
რა ვუყო ხომ ვერ მეტყვით სუპები არ ჭამა არც ფაფა არ ჭამა და რისი ბრალი იქნება??
25 25
 
მამუკადრო: ოთხშაბათი, 28.07.2010, 19:15:21 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ლავერაკი მყავს კარგ ფორმაჰია და კარგი ნასვენებიც
სეზონზე კი კარგად მოიკლებს 35854
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 28.07.2010, 21:11:50 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mishguladerg, წყალსაც არ სვამს?
 
mishguladergდრო: პარასკევი, 30.07.2010, 14:08:39 | შეტყობინება # 13
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BEრG წყალს კის სვამს პროსტა საჭმელს არ ჭამს. იცი რამე??? კაცურად დამეხმარე რა, თან ის არი რო ლავერიაკია ისედაც კაპრიზნი მჭამელია ეგ ოხერი.
 
-BERG-დრო: პარასკევი, 30.07.2010, 19:17:50 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mishguladerg, ერთი-ორი დღე შეიძლება არ ჭამოს ძაღლმა. მერეც თუ არ შეჭამს, რძე მიეცი ცოტა წყალი გაურიე. ეგეც თუ არ შეჭამა და კალცი ჩაასხი ძალით ან ტაბლეტებიცაა გამოსული ეხლა და ის დაალევინე. წესით მადა უნდა მოუვიდეს.
ზოგადად მეძუძურ დედას წვნიანი, თხელი საჭმელი უნდა მისცე.
 
mishguladergდრო: შაბათი, 31.07.2010, 09:36:20 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი იმეებს ვაჩმევ ანაკომის სუპები რო არი, საქონლის ცხიმით, ნემსიც გავუკეტე მადაზე
მომყვანი მარა მაინც არაფერს ჭამს გამაგიჟა რა, არა და უკვე ძაან დასუსტდა ტან ლეკვებიც გამოვაკელი 4 დავუტოვე რო არ დაეხოაცა მშივრები, გაიხარე ძმაო მადლობა რჩევისთვის.

დამატებულია (31.07.2010, 08:36:20)
---------------------------------------------
აუ მაგაი ცუდათ მყავს ძაღლი რა სიცხეც აქვს39 ნახევარი, დღეს მიმყავს ექიმტან ვნახოტ რა იქნება.

 
zviadi565დრო: ოთხშაბათი, 25.08.2010, 23:37:45 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mishguladerg, როგორ არი შენი ძაღლი ?
 
ij43დრო: შაბათი, 02.10.2010, 13:23:10 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურცხალი მკავს 2 ცლის 3 დგეა არ ჯამს კარგად არ ვიცი რა ეტაკა კაროცჰე რასაც ქვია ტუ არ მოეცონა საჯმელი ისე არ ჯამს მარტო მსჰრალად ჯამს კაბას და ესეტებს იქნებ დამეხმაროდ 23_30_126 23_30_126 23_30_126
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 05.01.2011, 23:39:27 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორ დავბანო ძაღლი რო არ გაცივდეს და ყური არ ატკივდეს ან რამე?

p.falcon
 
uchauchaდრო: სამშაბათი, 22.02.2011, 13:03:55 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვის საჭმელი
ლეკვის კვება გადამწყვეტია მის მომავალ გაზრდა ჩამოყალიბებაში და ეს ყველაფერი კი თავისთავად ნადირობაზეც აისახება.. ჩემ ლეკვს dimond puppie თი ვკვებავ დღეში სამჯერ 100-100 გრამით პლიუს დანამატები და ძალიან კმაყოფილი ვარ ძვირია მარა სამაგიეროდ შედეგიანი.. ლეკვი კვირიდან კვირამდე იზრდება არც არასდროს მოწამლულა საკვებით და არც კუჭი აშლია.. ერთი სიტყვით მონადირე ლეკვის შესაფერი საკვებია.. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ყველას არ აქვს იმისი შესაზლებლობა რომ ლეკვს ყოველ კვირა საკვები უყიდოს დავწერ რამოდენიმე აბზაცით თუ რა ალტერნატივები არსებობს ლეკვის ჯანსაღი კვებისათვის. (თუმცა მენდეთ ნაყიდი საკვებით უფრო მეტ ენერგიას და ფულს დაზოგავთ::)))
დაახლოებით 15-21 (გააჩნია ლეკვების და დედა ძაღლის რძის რაოდენობას) დღის ლეკვს უკვე უნდა მიეცეს დამატებითი საკვები.
პირველი საჭმელი, დედის რძის შემდეგ, არის ზროხის ან თხის რზე, რომელშიც უნდა შევურიოთ 1/5 წყალი და ცოტა შაქარი. 30-35 დღის შემდეგ იგი საჭიროა გადავიყვანოთ ხორცის ნახარშზე. ხუთი კვირის შემდეგ მივცეთ ხორცის ნახარშისა და რძისგან გაკეთებული ფაფა და დროგამოშვებითდანაყული ხორცი.
ლეკვების დატოვება დედასთან 45 დღე სრულიად საკმარისია. ამის შემდეგ ლეკვებს ბრჭყალები და კბილები ნემსივით წვეტიანი აქვთ, წოვის დროს კაწრავენ დედას და ტკივილს აყენებენ მას , ამის გამო დედა შეიძლება უდიერად მოეპყროს და დაკბინოს ლეკვები..
ხუთი თვის ასაკამდე ლეკვებს საკვები 5-6-ჯერ უნდა მივცეთ. ხუთი თვის წლამდე კი საკმარისია 3-ჯერ.
ლეკვი გაძღომას ვერ იგებს და და ამისათვის, როცა შევატყობთ რომ მუცელი შეევსო საკვებს უნდა მოვაშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მუცელი არანორმალურად გაეზრდოს და მონელება გაუჭირდეს, ზედმეტი სიმძიმისგან ფეხები მოეხაროს, ზრდასრულს კი ხერხემალი ჩაზნექილი დარჩეს.
კარგი იქნება ლეკვის საკვებში ერთ წლამდე (ზრდასრულს კი ზამთარში ერხელ) თითო ჯერზე 3-4 წვეთი თევზის ქონი შევურიოთ. საჭმელში გოგირდის შერევა როგორც ეს ჩვევია ზოგიერთ მონადირეს დაუშვებელია რადგან გოგირდს კუჭი ვერ ინელებს.
ლეკვითვის აუცილებელია სუფთა ჰაერი, მზე, ხშირი მოძრაობა, ამიტომაა რომ სოფლად გაზრდილი ლეკვი ხშირად უფრო ჯანსაღია ვიდრე ქალაქში გაზრდილი. სოფელში გაზრდილ ლეკვს რახიტი ძალიან იშვიათად თუ დაემართება რასაც ვერ ვიტყვით ქალაქში გაზრდილ ლეკვზე.
ლეკვის კანის სისუფთავესაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. იგი თვეში ერთხელ მაინც უნდა დაიბანოს (წლის თბილ პერიოდში), რომ პარაზიტებისა და ჭუჭყისაგან გათავისუფლდეს. უნდა დამუშავდეს პარაზიტების საწინააღმდეგო სითხით.

ახლა კი რაც შეეხება ზრდასრული ძაღლის კვებას
ძაღლის წინაპარი გარეული მხეცი იყო და ის ხორცით იკვებებოდა.. ამიტომ მის პირველ საკვებად მაინც ხორცი რჩება.. მაგრამ ამასთანავე უნდა მიეცეს თევზი და მცენარეული საკვებიც.. ჩემი ლეკვი დიდი სიამოვნებით შეექცევა ვიტამინებით მდიდარ ვაშლს, ფორთოხალს, ბოსტნეულს და ა.შ. :))
ძაღლი რაც მეტს ნადირობს, მით მეტ მოძრაობაშია და მის რაციონში ხორცი უნდა იყოს აუცილებლად. როცა ის ნაკლებ მოძრაობს ანუ როცა სეზონი არაა მაშინ პირიქით ხორცი მცირე რაოდენობითაა საჭირო და ამ დროს სასურველია მეტწილად ბოსტნეულით შემზადებული საკვებით ვკვებოთ.
ძაღლის კვების დროს მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მის წლოვანებას ჯიშს და იმას თუ რა საჭმელით არის იგი გაზრდილი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონის მრავალფეროვნებას რაც მეტ ვიტამინს მიიღებს მით უკეთესი.
არ არის მაინცდამაინც კარგი როდესაც ძაღლი ერთფეროვანი საკვებით იზრდება... სასურველი საკვები კვირაში ორ სამჯერ იცვლებოდეს ან ერეოდეს სხვა სახის საკვებს. ძვალიც საჭიროა ზაღლის რაციონში თუმცა არა ფრინველისა და თევზის ძვალი რომელიც ადვილად იღრღნება და შეიძლება ძაღლს სასიცოცხლო ორგანოები დაუზიანდეს.
ძაღლის საკვები შეიძლება შემდეგნაირად დამზადდეს: ქვაბში მოვხარშავთ ხორცს ან ძვლებს (კარგია საქონლის თავიც) როცა ხორცი მოიხარშება ამიოღეთ ისინი და ნახარში თხლად შეაზავეთ ქერის შვრიის ან სიმინდის ფქვილით. შესაძლებელია და სასურველია ბოსტნეულის დამატება ხარშვისას. ერიდეთ გაფუჭებულ პროდუქტს . . ცხელი საკვები ძაღლს არასოდეს მისცეთ. იგი ყნოსვის უნარს უქვეითებს თქვენს შეგირდს..
ზრდასრულ ძაღლს საკვები ორჯერ; დილით ცოტა და საღამოს ძღომამდე უნდა მიეცეს. ასევე საჭიროა ხშირად მიეცეს სუფთა წყალი. თუ სულ ექნება წყლიანი ჭურჭელი ძაღლი ეჩვევა მუდმივად (როცა მოუნდება) წყლის სმას და მინდორში (ტყეში) ნადირობას შეიძლება თავი დაანებოს და წყლის ძებნა დაიწყოს.


უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა


შეტყობინება დაამუშავა uchaucha - სამშაბათი, 22.02.2011, 13:08:40
 
დათო_მონადირედრო: სამშაბათი, 19.04.2011, 14:22:49 | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რის შედე იხარჯება ზოგიერთი ნივთიერებების საკმაო რაოდენობა, რომლებიც გამიზნულია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსამუშავებლად, და სხვა. ამიტომ, ძაღლის ორგანიზმმა ეს დანახარჯები უნდა შეავსოს ყოველდღიურად, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინების და წყლის საკმაო ოდენობის მიღების გზით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის კვების რეჟიმის საკითხს, ვინაიდან კვების რეჟიმის დარღვევას და აგრეთვე უხარისხო პროდუქტებით კვებას შეიძლევა მოჰყვეს ორგანიზმის საერთო დასუსტება და საბოლოო ჯამში ძაღლის დაავადება. ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადამეტებული კვებაც, რა დროსაც ძაღლი სუქთება, მოთენთილი ხდება, ნაკლებად მოძრავია და იძენს სხვადასხვა დაავადებისაკენ მიდრეკილებას. როგორც წესი ძაღლი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, საკმაო და ხარისხიანი საკვებით. კვების სწორ ორგანიზაციაზე მიუთითებს ძაღლის გარეგნული შეხედულება და ქცევა, იგი მხიარულადაა, მოძრავია და სიამოვნებით ასრულებს პატრონის მოთხოვნებს.

დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, თუმცა არსებობს მოსაზრება ამ საკვების საწინააღმდეგოდ. მე თავს შევიკავებ რეკომენდაციისგან, რადგანაც ეს საკითხი დღეს-დღეობით სადისკუსიო საკითხია და ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა.

ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად.

ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი.

სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწყლების და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი.

ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად.
1 კვება – ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე.
2 კვება – ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება.
3 კვება – ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
4 კვება – მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა.

2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 4-5 ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ.
2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში.
4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში.
6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში.
გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე.

არ დაგავიწყდეთ რომ ლეკვის კვების რეჟიმი ზუსტად უნდა დაიცვათ და ლეკვს ერთსა და იმავე დროს დაუდგათ საკვები.

დამატებულია (19.04.2011, 13:22:49)
---------------------------------------------
მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გადაწყვეტთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ბუნებას და გემოვნებას, მაშინვე იწყებთ ფიქრს იმაზე, რომელი სქესის ლეკვი აიყვანოთ – ძუ თუ ხვადი?

ძუ ძაღლი მოსასვლელად უფრო ადვილია. მშვიდი, რბილი და თვინიერი ხასიათისაა. თავის ადგილს მყარად და სწრაფად ეჩვევა. ბინიდან არ გარბის, ადვილად იწაფება და იგეშება. მინდორში დამჯერია. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხურვადობის, მაკეობის და ლეკვიანობის პერიოდში. ამ დროს მისი მინდორში გაყვანა და ნადირობა მიზანშეწონილი არ არის.

ხვადი ძაღლი ბინაში შესანახად შედარებით ძნელია. სქესობრივი ლტოლვის დროს ხშირად სახლიდან გარბის. სისუფთავეს ბინაში უფრო გვიან ეჩვევა. ზოგჯერ ავლენს ჯიუტ და ურჩ ხასიათს, მინდორში აზარტულია. აქვს ძლევამოსილი დაუოკებელი ნადირობის ჟინი და აზარტი. მთელი წლის განმავლობაში შესაზლებელია სანადიროდ წაყვანა.

სქესს რომ გადაწყვეტთ ჯერი უკვე თვითონ ლეკვის არჩევაზეა. რით ვიხემძღვანელოთ? მხოლოდ და მხოლოდ სამი ძირითადი პრინციპით:
პირველი – ლეკვი უნდა იყოს ჯიშიანი, წმინდა სისხლის. გულდასმით და ზედმიწევნით უნდა გადაისინჯოს და შესწავლილ იქნეს მისი საგვარეულო – უშუალო შორეული წინაპრების ექსტერიელური მონაცემები და სანადირო თვისებების მაჩვენებელი. სასურველია საველე გამოცდის ქულათა ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყნოსვის გრაფებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიახლოებით მაინც წარმოდგენა ვიქონიოთ ლეკვის მომავალ ყნოსვაზე.

აუცილებელია დავადგინოთ ლეკვის მშობლების და წინაპრების ხასიათი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მინდვრად. რადგან ლეკვს ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა ესა თუ ის ცუდი ზნე, მაგალითად, თოფის გასროლის შიში. როცა ასეთი ან სხვა მავნე ზნის მატარებელია მშობლები, მაშინ ლეკვის აღზრდისას განსაკუტრებით უნა გამახვილდეს ყურადღება და მიღებულ იქნას პროფილაქტუკური საგანგებო ზომები მათი განვითარების საწინააღმდეგოდ.

ყოვლად დასაგმობია და დაუშვებელი სანადირო ძაღლის ლეკვის აყვანა უცნობი მწარმოებლიდან ან მეტისისა, როგორი კარგი სამონადირეო თვისებებით არ უნდა იყვნენ მისი მშობლები დაჯილდოებული, რადგანაც მეტად საეჭვოა ამგვარ ლეკვს გამოჰყვეს მშობლების დადებიტი თვისებები. ექსტერიერზე საერთოდ არ ღირს საუბარი; რადგან არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასეთი ლეკვის გაზრდა მხოლდ „ წყლის ნაყვაა“.

მეორე – ლეკვი უნდა იყოს თავისი ჯიშის ტიპური წარმომადგენელი. იგი გარეგნუკად მინიატურულ ფორმებში უნდა ატარებდეს კონკრეტული ჯიშის ყველა დამაასიათებელ ექსტერიერულ ნიშანთვისებებს. მართალია, ლეკვს არ შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჩამოყალიბებული სხეულის ნაკვთები, მაგრამ ასაკტან შეფარდბით ყოველ მხრივ პროპორციული უნდა იყოს. ლეკვის კარგ განვითარებაზე მეტყველებს მისი მეტ-ნაკლებად ჩასუქებულობა, სადა და მზინავბეწვიანი ფაფუკი საფარი, თან ნაოჭებს რომ იკეთებს ისეთი.

ლეკვებში სხეულის აგებუელბით საკმაოდ კარგად უნდა განირჩეოდეს ძუები ხვადებისაგან. ხვადები უფრო დიდი, მასიური, ჩაფსკვნილი ტანისანი არიან, ძუები კი პირიქით, მომცრონი, ტანად პატარა, ნაზი, სუსტი აგებულების. საერთოდ ლეკვის ტანის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს მომავალი ძაღლის ჩამოყალიბებაში. ბუდობაში ყველაზე დიდი ლეკვი ზოგჯერ ისე ჩამორჩება ხოლმე ზრდაში და მომცრო ძაღლად გაიზრდება და, პირიქით, პატარა, სუსტი ლეკვისაგან ტანმაღალი ჩაფსკვნილი ძაღლი ჩამოყალიბდება. ეჭვგარეშეა ძაღლად ფორმირებაში, მის ზრდაზე და ექტერიერული მონაცემების გამოკვეთაში, შთამომავლობითი გენების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონალური მოვლაპატრონობა.

ლეკვის არჩევისას ყურადსაღებია მისი ბეწვის საფარველის ფერი. ნებისმიერი ჯიშის ლეკვი თუ არასტანდარტული ფერისაა დაწუნებული უნდა იყოს და აღსაზრდელად არ უნდა აიყვანოთ, რა რიგ გამოცენილი საგვარეულოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

ლეკვის ფერის მიხედვით არჩევა მთლიანად მომავალი პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია ლეკვი ფერით ჯიშს შეესაბამებოდეს. საერთოდ ლეკვის ტანზე ფერადი ლაქების განლაგება არ უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, გამოფენაზე ამას არვითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა სიმეტრიულად განლაგებული სხვადასხვა მოყვანილობის ფოთლები თავისებურად ლამაზია და მნახველის თვალს ახარებს. ძაღლის ფერს გარკვეული მნიშვნელობა ნადირობისას აქვს. მაგალითად, ღია და ამლაყი ფერი უფრო შესამჩნევია მინდორ-ველად, ბუჩქნარ-ჯაგებში, მითუმეტეს ბინდში. ბინაში მოსასვლელად კი მუქი ფერის სჯობია, რადგან ნაკლებად ჭუჭყიანდება.

საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ლეკვს ფერი ზრდასთან ერთად ეცვლება, ღია ფერის ლაქები უფრო მუქი ხდება, თეთრ ფონზე ხშირად პატარა ლაქები და ქინქკლები ჩნდება. ზრდასთან ერთად ლეკვს თვალის ფერიც ეცვლება. ორი წლის ასაკამდე თანდათან უმუქდება. ამიტომ მარტო თვალის ფერის გამო მისი დაწუნება არ ღირს.

მესამე
– ჯანმრთელი ლეკვი კარგი ძაღლის ჩამოყალიბების საწინდარია, ხოლო უსუსური რა გაიზრდება არავინ იცის. ამიტომ ლეკვი უნდა იყოს ყოველმხრივ ჯანმრთელი, ფიზიკურად კარგად განვითარებული, თავისი ასაკის შესაბამისი ზომა-წონის, სიცოცხლით სავსე, მოძრაობაში მოქნილი, მარდი, ღორმუცელა და მსუქანი.

ლეკვის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თანდაყოლილ სიმახინჯეებზე ან ლეკვობისას შეძენილ ტრამვულ დაზიანებებზე. გულდასმით უნდა გაისინჯოს კბილთაყრა, ყბების მდგომარეობა. დედისგან მოსაცილებლად გამზადებულ ლეკვს ამოსული აქვს ყველა სარძევე კბილი, ამიტომ კარგად ჩანს მათი დაბრეცილობა და ოკრო-ბოკრო განლაგება, ყბების არასწორი განვითარება, ეს ისეთი სიმახინჯეებია, რომ მათი გამოაშკარავების შემთხვევაში ლეკვის გაზრდაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უფრო მეტიც ასეთი ლეკვი უნდა განადგურდეს. ასევე არ შეიძლება კუდმოტეხილი ლეკვის აყვანა.

ჭიპის თიაქარი ბევრ ლეკვს აქვს. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ მისი მორჩენა ადვილია, ამიტომ მხოლოდ ამ მიზეზით ლეკვი არ დაიწუნება. გაცილებით პრობლემურია რაქიტი, თუმცა მისი მკურნალობაც შეიძლება კარგი ნოყიერი კვებით და პროფილაქტიკური ზომების მიღების შედეგად. თუ ლეკვი ყოველმხრივ მოგეწონათ კარგი საგვარეულოს მქონეა, რაქიტის დაწყებითი ფორმების გამო ნუ დაიწუნებთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება.

ლეკვის შეძენის მსურველს როგოც წესი, ბევრი მრჩეველი, მრავალნაცადი, ყოვლისმცოდნე დამხმარე აღმოუჩნდება ხოლმე. ყველა მათგანმა ლეკვის ამორჩევის განსაკუთრებული მეთოდი იცის, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი მათგანი მთელ ბუდობას სკამზე დასვამს და ხელის მსუბუქი კვრით პარტყა-პურტყით სკამიდან სათითაოდ გადმოყრის. ამ დროს შესაძლებელია რომელიმე ლეკვი შემთხვევით სკამის კიდეს წაეპოტინოს და ჩამოეკიდოს. თურმე ეს ყველაზე კარგი ლეკვია ბუდობაში და არჩევანიც მასზე უნდა გაკეტდეს. მეორე განსწავლული ლეკვის სასას და ხახას ათვალიერებს გულდასმით და ამტკიცებს, რომ ლეკვად ის სჯობს, რომელსაც სასა და ხახა მუქი აქვს. მესამე ტაშს უკრავს ან გასაღებს აჩხაკუნებს და თუ რომელიმე ლეკვმა ყურები დაცქვიტა, სწორედ მას ურჩევს გასაზრდელად. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგისრჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
hunter_budaდრო: სამშაბათი, 19.04.2011, 19:30:52 | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 515
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
badri94, დაბანის დროს ყურებში ბამბა ჩაუდე, სანამ თავზე წყალს დაასხამ ყურებზე ხელი დააფარე, ეს იმ შემთხვევაში თუ ლეკვია ან არაა შეჩვეული დაბანას. რაც შეეხება თუ როგორ უნდა დაბანო რო არ გაცივდეს, ოდნავ თბილ წყალით დაბანე, რათქმაუნდა კარგ მზიან ამინდში, ან თბილ ოთახში.

მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
 
SNAIPERდრო: ხუთშაბათი, 02.06.2011, 00:45:40 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლის სწორი კვების ათი წესი

1985 წელს ალფორში (საფრანგეთი) ნაციონალური ვეტერინალური კოლეჯის პროფესორმა რ. ვოლტერმა ჩამოაყალიბა ძაღლის სწორი კვების 10 წესი. ჩვენ გთავაზობთ ათ პრინციპულ მოთხოვნას (შემოკლებული ვარიანტით), რომლის დაცვით ძაღლის მფლობელები (მეპატრონეები) ულუფის შედგენისას თავაიდან აიცილებემ მოსალოდნელ შეცდომებს.

1. მიეცით ძაღლს წყალი ნებაზე
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის მოთხოვნილება წყალზე განსხვავებულია წლის პერიოდების მიხედვით, მისთვის განკუთვნილ ჯამში მუდმივად უნდა ესხას სუფთა, გამჭირვალე, უსუნო, ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი. ე. ი. აუცილებელია სასმელი წყალის ხშირად გამოცვლა. წყლის საშუალო მოხმარება დღიურად ძაღლის ცოცხალი წონის 1 კგ-ზე 60 მლ. ლიტრია. თუმცა ლეკვებისთვის, მაწოვარი და მომსახურე ძაღლებისთვის წლის ცხელ პერიოდში წყალზე მოთხოვნილება აჭარბებს ნორმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს.

2. ძაღლი სხვა სახის საკვებ პროდუქტზე თანდათანობით უნდა გადაიყვანოთ
ძაღლის ერთი სახის პროდუქტიდან მეორეზე გადასვლა უნდა განვახორციელოთ თანდათანობით, ერთი კვირის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში ძაღლი განიცდის ადაპტაციას, ეჩვევა საკვების გემოს, უადვილდება მისი მონელება და შეთვისება.

3. ძაღლს ესაჭიროება რეგულარული კვება
ძაღლისთვის საუკეთესო ვარიანტია მაშინ, როცა იგი ერთსადაიგივე საკვებ პროდუქტს ღებულობს ყოველდღე, მკაცრად დადგენილ დროზე და ერთსადაიმავე ადგილას. საკვების რაოდენობა არ არის ერთნაირი ყველა ძაღლისათვის და დამოკიდებულია ძაღლის ტანის სიდიდეზე, ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და ჯიშზე. აქედან გამომდინარე ძაღლის კვების ნორმები საჭიროებს ხშირ გადასინჯვას.

4. მუდმივად უნდა გააკონტროლოდ მიღებული საკვების რაოდენობა
ამ პროცედურას ახორციელებენ ძაღლის მიერ ენერგიის დღიური გამოყენების აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისათვის განკუთვნილი სავების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თუ თითოეული მათგანი რა რაოდენობის და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს, როგორია მათი კალორიანობა და გადამუშავებისას მათი დანაკარგის პროცენტი. ამით თქვენ ძაღლს აარიდებთ არასასურველ სიმსუქნეს.

5. მიეცით ძაღლს ბალანსირებული საკვები
ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, იმისდამიუხედავად საშინაო პირობებშია დამზადებული თუ ქარხნული წესით (სპეციალიზირებული _ მზა წარმოებით), იგი უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებას, ინგრედიენტს შესაბამისი რაოდენობისა და პროცენტის მიხედვით. ამ დროს გასათვალისწინებელია ძაღლის ზომა (დიდი, საშუალო, პატარა), ფიზიოლოგიური მდგომარეობა (მაწოვარი, მაკე), დანიშნულება _ ფიზიოლოგიური სტატუსი (მომსახურე, სანაშენე, სპორტული), ასაკი (ლეკვი, მოზრდილი, ასაკოვანი). ამროგად, სხვადასხვა სქესის, ასაკისა და დანიშნულების მქონე ძაღლს განსხვავებული ყუათიანობის საკვები უნდა მიეცეს.

6. ძაღლისთვის საგულდაგულოდ შეარჩიეთ საკვები
საკვებმა, რომელსაც ძაღლი ღებულობს, უნდა შეავსოს ორგანიზმიდან ყველა ენერგეტიკული და მარეტიალური დანაკარგები. აქედან გამომდინარე, ყველა საზრდო ნივთიერებებით დაბალანსებული საკვების ულუფის შერჩევა იოლი არ არის, თუმცა, პირველ რიგში, დაბალანსებული ულუფის შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები: 1. ასაკი (ლეკვი მოზარდი, ზრდასრული); 2. ძაღლის ფიზიკური აქტივობის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დონე (აქტიური, სპორტული, სანაშენე); 3. ზომა (დიდი, საშუალო, პატარა).

7. ძაღლისთვის საკვები რაციონალურად გამოიყენეთ
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რა საკვებით იკვებება თქვენი ძაღლი. სპეციალიზებული საკვების მიცემის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელი ფირმის ინსტრუქცია. შირაურ პირობებში დამზადებული საკვების შემთხვევაში, პრინციპულად უარჰყავით შემდეგი ფრაზები: `ის ჭამს იმას, რასაც მე~, `ის ჭამს იმას, რაც მოესურვება~, `ის ჭამს მხოლოდ ამას~, და ბოლოს, მოარიდეთ ძაღლი სუფრის ნარჩენებს და ტკბილეულს.

8. ძაღლის საკვების ჰიგიენა უნდა ესადაგებოდეს სათანადო მოთხოვნილებებს
სპეციალიზებული საკვები უზრუნველყოფს საუკეთესო ჰიგიენას. მისი სწორად მოხმარება მოწამვლის რისკს მთლიანად გამორიცხავს. გახსნილი კონსერვები, ახალი თუ გაყინული საკვები უნდა ინახებოდეს გრილ ადგილზე, ხოლო შეფუთული `კროკეტები~ _ მშრალ ადგილას. თუ ძაღლმა კვების შემდეგ საკვები დატოვა ნარჩენები უნდა გადაყაროთ. ძაღლის საკვები ჯამები ყოველდღიურად გაირეცხოს.

9. დააკვირდით კვების შედეგებს
ულუფის ეფექტურობა და მის მიმართ ძაღლის შემგუებლობა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, დააკვირდეთ ბეწვის საფარის ხარისხს, ფეკალის კონსტიტენციას (კუჭის მოქმედებას), მადას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

10. ნუ მოერიდებით კუნსულტაციის მიღებას ექიმი ვეტერინარისგან
ვეტერინარი ექიმის გამოცდილება უფლებამოსილებას იძლევა იყოს კარგი დიეტოლოგი. მადის გაუარესება, სიგამხდრე, ჭარბი წონა, ფაღარათი, ყაბზობა, ზოგადად მოუსვენრობა (შფოთიანობა) ან ფიზიკური მდგომარეობის სისუსტე შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს; ამის შემდეგ საჭიროა ძაღლს ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა ექიმ-ვეტერინარის მიერ.
 
998დრო: კვირა, 05.06.2011, 12:08:28 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო სანამ ლეკვის აყვანას გადაწყვიტავთ კარგად წაიკითხეთ SNAIPER, datokincurashvili, uchaucha, პოსტები. ლეკვი ბავშვივით გასაზრდელი და მოსავლელია.
 
ლაშა86დრო: ოთხშაბათი, 27.07.2011, 05:57:17 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, გეთანხმები ბავშვივიტ სათუთი გასაზრდელია, ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს, ჭამა, დასუფთავება,ექიმის მეტვალყურეობა არ უნდა მოაკლდეს 167 167

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
toka_monadireდრო: კვირა, 14.08.2011, 00:45:44 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ ბიჩებო დამეხმარეთ რა ჩემი ჯერი მაგარი დამისუსტდა პედიგრის საშვალება არ მაქ რო ვუყიდო და პურში ჩავულბო, ძვლის ნახარშიც მოუტანე და არ ჭამა, მარტო პურზეა და იმასაც ცოტად ჭამს იქნებ არის ისეთი საკვები რო გააძღოს კარგად და ძვირიც არ ღირდეს?

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
kinologiდრო: კვირა, 14.08.2011, 11:32:51 | შეტყობინება # 26
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უმი ხორცი აჭამე
მანამდე წიაზე დამუსავე


chqareuli
 
toka_monadireდრო: ოთხშაბათი, 17.08.2011, 23:06:41 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kinologi, უმი ხორცის ყიდვარ პედიგრილს ვუყიდიდი და იმას ვაჩმევდი მაგდენი პული რომ მქონდეს

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
BIBIდრო: ხუთშაბათი, 18.08.2011, 00:10:25 | შეტყობინება # 28
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
,,ანაკომი''ს სუპები ძაღლისთვის სასარგებლო არანაირად არ არის,პირიქით 167 :167:აზრი არ აქვს მაგის ჭმევას

POINTER the best!!!!
 
toka_monadireდრო: ხუთშაბათი, 18.08.2011, 23:22:22 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BIBI, ვიცი ადრე ვაჩუმდი მარა აპაფელიც არ მოიმატა

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
vidiდრო: პარასკევი, 19.08.2011, 00:35:40 | შეტყობინება # 30
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა ღაჟო 597741194

dddddddddd
 
toka_monadireდრო: პარასკევი, 19.08.2011, 00:55:29 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vidi, ყიდვა გაყიდვაში დაცერე ეგ განცხადება ტორე ბანი დაგედება

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
gurami_j1დრო: სამშაბათი, 23.08.2011, 17:06:18 | შეტყობინება # 32
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი დიდი პრობლემა გამიჩინა ძაღლმა 4 წლის არის და 4 წლის განმავლობაში მწყერს არც კბილს უჭერდა და არც ჭამას უპირებდა მარა ახლა ამ სეზონზე ორჯერ მივუსწარი გადაყლაპვას აპირებდა . შავი კურხარი მყავს . :) რამე მიშველეთ თუ ჯობია ახალი მოვიყვანო :D
 
jokunaდრო: ხუთშაბათი, 19.01.2012, 15:06:02 | შეტყობინება # 33
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს,მე ორი ძაღლი მყავს,ინგლისური სეტერი და კურცხაარი,კურცხაარი ყველაფერს ჭამს და სეტერი ცუდად იკვებება ძაან....ვაჭმევ პურს და გულ-ღვიძლის ნახარშს,ასევე საქონლის ხორხის ნახარშს.... საერტოდ ეგეტი ცუდი მჭამელები არიან? პატარა რო იყო უფრო კარგად ჭამდა,ეხლა მოუკლო... და ვერ მოვასუქე,რა ვუქნა ვერ მეტყვით
 
longiდრო: ხუთშაბათი, 19.01.2012, 19:58:19 | შეტყობინება # 34
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვის ბანაობა რა ასაკიდან არის დასაშვები 23 23 ?
 
vano_rusდრო: სამშაბათი, 17.04.2012, 19:01:14 | შეტყობინება # 35
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისეთი რამე მასწავლეთ ძაღლს მადა რომ დაეკარგოს რა ძაღლია თუ ღორი ვერ გამიგია რომ მივუშვა ერთ ძროხას შეჭამს
 
jolia001დრო: სამშაბათი, 24.04.2012, 18:55:44 | შეტყობინება # 36
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 109
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vano_rus, რა ჯიშია ამისთანა უეჭველი დათხარი იქნება 069 069 069

lashajoliaaaaaaaaaa
 
grishaდრო: სამშაბათი, 24.04.2012, 21:12:10 | შეტყობინება # 37
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურცხაარი მყავს 9 ტვისაა, სულ ავად მიხდება ხოლმე, არადა ყველა აცრა გაკეთებული აქ, მირჩიეთ რამე ტორე აგარ შემიძლია მეტი, მოვკვდი ექიმებტან ნარბენი.

g. tevzadze
 
jolia001დრო: ოთხშაბათი, 25.04.2012, 14:16:13 | შეტყობინება # 38
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 109
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grisha, ტბილი კვერცხი ჩაატეხე პირში და და სუფთა ღვინო დაალევიე ერთი ჭიქა ცითელი 166 166 166 166 166 166 166

lashajoliaaaaaaaaaa
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 25.04.2012, 16:05:52 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და პახმელიაზე ხაში არა jolia001, 23
grisha, რა სახის ავადმყოფობა აქვს ისიც უნდა დაწერო, აქ სწორ კვებაზეა თემა და თუ რჩევა გინდა მაღლა უწერიათ ბიჭებს 9 თვის ძაღლს მითუმეტეს სწორად გამოკვებავ..ძალიან დიდი ხანია ძაღლის მშრალ სპეციალურ საკვებს ვყიდულობთ (12 წელი მაინც), შედის ყველაფერი ამ საკვებში და მთავარია ყოველდღიურად წყალი უცვალო, სადაც გყავს სისუფთავე უნდა დაიცვა.. აპრილში უნდა მოასხა საწამლავი და ძაღლსაც უნდა დაუწვეთო ბარსი ან სხვა წამალი, ამით მკბენარებიდან გაწმინდავ. ყოველდღე უგვავთ სახლში ძაღლებს და სულ ორი-სამი გვყავს, არასდროს კანის დაავადებაა რ დამართნია (ამდენი წლის მანძილზე ერთი-ორი შემთხვევა მხოლოდ). კუჭში კარგად გადიან და ისეთ რაღაცეებს ინელებენ მიკვირს ხანდახან 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
grishaდრო: ოთხშაბათი, 25.04.2012, 19:28:06 | შეტყობინება # 40
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ბევრ ვეტექიმტან მყავდა, მადას კარგავს ხოლმე, მერე კი აგრძელებს ჭამას, რამოდენიმე დგის მერე, მაგრამ მაინც ცუდი პროცესია როცა ვუყურებ რო ჩემი შვილივით გაზრდილი ლეკვი რო არ ჭამს, არც მკმენარები არ ყავს და ჭიის წამალსაც ვასმევ ხოლმე როცა საჭიროა, საკვების შერჩევის დროსაც ყველა ნორმას ვიცავ და ვითვალისწინებ. jolia001,ეგ ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან ხო? 166 23

g. tevzadze
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 25.04.2012, 19:38:14 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grisha, ეხლა სიცხეებში იციან ძაღლებმა, ყველაფერი კარგად იქნება 166

★ஜ۩۞۩ஜ★
 
grishaდრო: ოთხშაბათი, 25.04.2012, 19:40:43 | შეტყობინება # 42
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ღმერთმა ქნას რო მართლაც ეგრე იყოს, დიდი მადლობა 23_30_126

g. tevzadze
 
jolia001დრო: პარასკევი, 04.05.2012, 12:39:42 | შეტყობინება # 43
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 109
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვი მყავს ბინაში და სულ წკმუტუნებს და როგორ გადავაჩვიო წკმუტუნს მეზობლები გაგიჯებული მომზდევენ რამე მირჩიეთ 39 069 069 069 069

lashajoliaaaaaaaaaa
 
ktx-100დრო: პარასკევი, 11.05.2012, 13:15:28 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საკმაოდ კარგი და საჭირო ინფორმაცია წერია, გულდასმით გადავიკითხე და მადლობა ყველას ვინც გაისარჯა

მშრალი საკვების მიცემა (პედი გრი და მსგავსი ტიპის საკვები) პატარაობიდანვე შეიძლება? ანუ 1 თვის ლეკვი რომ თავიდანვე მაგ საკვებით გაზარდო? თუ ეგეთ პატარას ზემოთ ჩამოთვლილი საკვები უნდა აუცილებლად და რომ წამოიზრდება მხოლოდ მაშინ მივცეთ პედიგრი?


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
bendeksiდრო: პარასკევი, 11.05.2012, 19:36:02 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ktx-100)
ანუ 1 თვის ლეკვი რომ თავიდანვე მაგ საკვებით გაზარდო? თუ ეგეთ პატარას ზემოთ ჩამოთვლილი საკვები უნდა აუცილებლად და რომ წამოიზრდება მხოლოდ მაშინ მივცეთ პედიგრი?

შეგიძლია შეუთავსო მშრალი საკვებიც. თბილ წყალში დაალბობ ცოტახანს გააჩერებ და შემდეგ ზომიერად აჭმევ.

დამატებულია (11.05.2012, 18:36:02)
---------------------------------------------

Quote (jolia001)
ლეკვი მყავს ბინაში და სულ წკმუტუნებს და როგორ გადავაჩვიო წკმუტუნს მეზობლები გაგიჯებული მომზდევენ რამე მირჩიეთ

იქნებ ლეკვს რამე აწუხებს და ამიტომ წკმუტუნებს გაუთავებლად?


ნიკა რაზმაძე
 
ktx-100დრო: კვირა, 08.07.2012, 17:35:01 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ჩემს პოინტერს გამოვუცვალე საცხოვრებელი, გაფართოებაში მოყვა 069 2 ოთახიანი ბინა შეხვდა, 1 ოთახი დახურულია და მეორე ეზო 069 დავუსუფთავე, სადეზინფექციო ხსნარი მოვასხი ძირსაც დაკუთხეებშიც და კედლებზეც და ისე შევუშვი. კიდევ რას მირჩევთ?

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
longiდრო: კვირა, 08.07.2012, 17:56:56 | შეტყობინება # 47
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვი რახიტის განვითარებისგან რომ დავიცვა და წინასწარ დავიზღვიო თავი რას მირჩევთ?
 
ktx-100დრო: კვირა, 08.07.2012, 18:36:53 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
longi, დაბმული არ უნდა იყოს, ბევრი უნდა ირბინოს, საჭმელში თევზის ქონი უნდა მისცე. დანარჩენს ჩემზე მეტად კომპეტენტურები გეტყვიან

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
bendeksiდრო: კვირა, 08.07.2012, 19:00:55 | შეტყობინება # 49
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (longi)
ლეკვი რახიტის განვითარებისგან რომ დავიცვა და წინასწარ დავიზღვიო თავი რას მირჩევთ?

აქ ვერავინ მოგცემს ამ კითხვაზე, პროფესიონალ ექიმზე კომპეტენტურ პასუხს... ხო აუყვანე ლეკვს ექიმი? ხო და ის ექიმი ვალდებულია, ნებისმიერ სატელეფონო ზარზე გიპასუხოს და დაგაკვალიანოს... მიიყვანე და დაგინიშნავს ტაბლეტებს/ვიტამინებს, ხო და დაალევინებ და იქნები დაზღვეული... 166

უფრო მეტად შეაწუხეთ თქვენი ექიმები ბიჭებო...
ჩემ ექიმს დილის 4ზე რომ დავურეკო მიპასუხებს (ერთხელ გადამირჩინა კიდეც ძაღლი ამ დროს... ზოპარკი გააღო დილის 4ზე)... 24 საათია კავშირზე, ვინაიდან ეშმაკს არ სძინავს... ამიტომ ყოველთვის პროფესიონალები უნდა აიყვანოთ და იყვეთ მასთან ხაზზე...


ნიკა რაზმაძე
 
giorgiდრო: ორშაბათი, 09.07.2012, 00:30:07 | შეტყობინება # 50
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო გაუმარჯოს ლაბრადორი მყავს 9 თვის მაინტერესებს რითი ვკვებო ზოგი ამბობს პედიკრია კაიო ზოგი ამბობს არა არვარგაო.

giorgi chitadze
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика