gigagiga239 მთლათ ეგრეც არ არის როგორც ვიცი გამოყავთ რაღაცნაირად ეგ ჯიში , თეთრი სონღულების ფასი საიტზე ვნახე 4 ათასი იყო ნაღდი რო არ იყო ზომაზეც ეტყობოდა მაგრამ მაინც სონღული ქვია...
lasha, არა ლაშა კაცმა მომწერა რომელსაც ფერმა აქვს მეზობელ ქვეყანაში და მე თეთრი დედალი ახალი სონღული ვკითხე და ეგ მითხრა ასე თქვა გააჩნია ფერს ტანს ასაკსო .... თუ გადაწყვეტ შვეიცარიის გავლით ჩამოგიყვან საქართველოშიო.
skilter, ყველაზე ძვირად გაყიდულა 2008 წელს არაბეთში ... 100 000$ - დუბაის დოლარად, რაც აშშ-დოლარებში რომ გადავიყვანოდ გამოდის 375 000$ დუბაის შეიხს ყავს აფსოლიტურად თეთრი სონღული რომელიც 3 000 000$ არის შეფასებული.
სონგული ჰემი ოცნების ფრინველია როგორც ყველა ბაზიერისტვის მაგრამ ზვირი სიამოვნება არის ნაგდად რაც ჰეხება ფასებს ტხუტმეტად და ატად კვერცხს ტუ იჰოვი კარგია
ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა დედლისა 2კგ, მამლისა - 1,5 კგ აღწევს. ლამაზი ფრინველია, ფერად თეთრია და ნაცრისფერი ლაქები აყრია ან სულ ნაცრისფერია. გავრცელებულია ევროპის ჩრდილოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს ტყე-ტუნდრასა და ზღვების კლდოვან ნაპირებზე. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს კლდეებში, ციცაბო ნაპირებსა ამ მაღალ ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. კრუხობს დედალი 35 დღემდე(დაახლოებით 4 კვირა), რა დროსაც დედალს კვებავს მამალი თავისი მონადირებულის ბუდეში მოტანით. შემდეგ ივნის-ივლისში (ადგილმდებარეობის მიხედვით) იჩეკებიან ბარტყები. როგორც წესი 2 ან 3 კვერცს დებენ თუმცა მეტიც დაუდევთ მაგრამ 5-ზე მეტი არასოდეს დაფიქსირებულა ორნიტოლოგების მიერ, რომელთა ცნობით ძალიან იშვიათად დაუდევთ 5 კვერცხი, ისიც ძალიან კარგ პირობებში ბინადრობისას! ძირითადი საკვების მომტანი გამოჩეკვის შემდეგაც მამალია, ხოლო დედალი აქუცმაცებს და უნაწილებს ბარტყებს სათითაულოდ. როგორც წესი მტაცებელ ფრინველებს მოპოვებბული მსხვერპლი ბუდეში მიყავთ უთაოდ და შიგნეულ გამოცლილი, რაც ხელს უწყობს ბუდის სისუფთავეს და ზედმეტი შრომის თავიდან აცილებას ბარტყების და დედისთვის. მით უმეტეს რომ ბუმბული გაცლილი აქვს ნადავლს და ცოტა ბუმბული კი საჭიროც არის ბარტყებისთვის. 7-8 კვირის შემდეგ გამოჩეკიდან ტოვებს უკვე ბუდეს, პირველ ხანებში რჩებიან მშობლებთან, შემდეგ კი უკვე იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. იკვებება ფრინველებით, რომელსაც ჰაერში ფრენისას იჭერს, უფრო იშვიათად - ლემინგებით, მემინდვრიებით, კურდღლებით. ძველად იყენებდნენ როგორც ძვირფას სამეფო ბაზს (სანადირო ფრინველი).
ამას უნდა უყუროთ ბოლომდე და ცოტა გადაახვიეთ თუ მოასმენა არ გინდათ
ამ უძლიერეს ფრინველზე ქართველ ბაზიერებს როგორც ვიცი გამოცდილება არ აქვს ჯერჯერობით და ვისურვებდი მალე საქართველოშიც ყავდეთ. როგორც ვაკვირდებით ვიდეოებიდან ქორის სიძლიერე, სამონადირეო ჟინი, დიდი კლანჭები და შავარდენის სისწრაფე აქვს! ურჩევნია ჰაერში განგმიროს შავარდენივით თუმცა დაჭერითაც ნადირობს როგორც გავაზი. სონღული გავაზზე დიდია, მოზრდილი შავარდენია და ძალიან სწრაფი. შევეცდები დავდო ნადირობის ვიდეოები თუმცა მანამდე ჯობია დოკუმენტური ფილმი ნახოთ ბიბისის მიერ მომზადებული
როგორც ავღნიშნე სონღულს ურჩევნია ირაოდან (ისევე როგორც შევარდენს) დააცხრეს და გაჰკრას კლანჭიც და ბასრი ნისკარტიც ერდროულად, მაგრამ როცა სხვა გზა აღარ არის შესანიშნავად ფლობს მიწაზე მუშაობის ხელოვნებას
ბაზიერი, ბაზიარი (სპარს.), ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით (კარი 59, პ. 193-195), იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა. ბაზს განეკუთვნება მთის არწივი, სონღული, გავაზი, შავარდენი, ქორი, მიმინო და ნაწილობრივ მარჯანი. ყირგიზეთსა და ყაზახეთში მთის არწივით (ბერკუტი) ნადირობენ მელაზე, კურდღელზე, ზოგჯერ მელაზე; ქორით – იხვზე, ბატზე, ხოხობზე, გნოლზე; თურქმენეთში გავაზი სანადიროფ შემოდგომასა და ზამთარში გაჰყავთ.
რაც შეეხება სონღულს ჩვენ რაც ვიცით აბუდაბის საერთაშორისო შეკრებებიდან და სოციალური ქსელში მათ შესახებ მოპოვებული ცნობებით, ძირითადად ისინი არაბეთში ჰყავთ ბაზიერებს და კითხვაზე რატომ ღირს ასე ძვირი ალბათ ადვილი მისახვედრია ზემოთ ჩამოთვლილ ბაზები რომლებიც სხვადასხვა ფრინველ-ცხოველზე ნადირობენ, სონღულს შეუძლია იტვირთოს უნივერსალური ბაზის ფუნქცია და ინადიროს ყველაფერზე თითქმის (გარდა მგელისა რომელზეც მხოლოდ არწივი ნადირობს).
ბაზით ნადირობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ქორით ნადირობდნენ ხოხობსა და ტყის ქათამზე, იშვიათად იხვზე, მიმინოთი – მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველზე ქორსა და მიმინოს ახლაც წვრთნიან (მართავენ). სონღული დაფიქსირდა რამოდენიმეჯერ ისიც გადამფრენი ფრინველი და არა მობუდარი, ხოლო გავაზი თითზე ჩამოსათვლელია თუ უნდა ინატროს ბაზიერმა მართლაც სონღულია ნანატრი ოცნება! მისი ფასი 120 ათასამდე ადის კარგი დედალის ბუნებაში მოპოვებულის, ხოლო ვოლიერში და ინკუბაციის გზით გამოჩეკილი ბარტყები 8, 15 და 20 ათასი ღირს.
ამ ყველაფერზე ჩვენი საიტელი კომპეტენტურია და როცა ნახავს ამ ნაწერებს აუცილებლად დაწერს ფასებსაც და სუყველაფერს
--------------------------------------------- ძირითად ლინქზე უამრავი საინტერესო რამ არის ნახეთ აუცილებლად ბაზიერებმა ალტაისკიზე და მათ მიმოფრენაზე ბუდობაზე, რაც მთავარია მოუსმენთ ხმასაც თუ როგორ ხმას გამოსცემს სონღული
ENUQICHI, რაც შეეხება სონღულს ვფიქრობ ყველა ბაზიერის, ბუნების მოყვარული ადამიანის სილამაზის მოყვარული ადამიანის ოცნებაა სონღული მათ შორის ჩემიც. ჯერ სონღულზე მოგაწვდით ჩემო მეგობრებო პატარა ინფორმაციას მისი ყოლის შესაძლებლობებზე. ალბათ მოგეხსენებათ რომ არაბებს რაოდენ დიდძალი ფული აქვთ. ისინი ამ ფრინველს აღმერთებენ და მასში კოლოსალურ თანხებს იხდიან თუმცა ძალიან ცოტას თუ ყავს ნამდვილი ბუნებიდან მოპოვებული სონღული მათ ძირითადად ჰიბრიდები ჰყავთ ჰიბრიდული დართებით შესაძლებელია საშინლად მაგარი მკვლელის მიღება სხვა და სხვა მტაცებლის კენების ჩართვით ერთ ძლიერ ფრინველში. ცოტა მოგვიანებით გეტყვით რა და რა ჰიბრიდები არსებობს სონღულის. რაც შეეხება ფასებს ძალიან რთულია ბუნებიდან ამოყვანილი სონღულის ყიდვა მათი ფასები ბევრ ნულს უტოლდება. თუმცა ვოლიერის ფრინველიც არანაკლებია 5 000$ იწყება და 60 000$ 80 000$ 100 000$ 120 000$ ადის თუმცა ევროპაში ყველაფერი მოწესრიგებულია და ბევრად იაფიც ღირს მათი ფასი 200 დან 2500 ევრომდე ადის მხოლოდ საჭიორა კლუბის წევრობა და სტატუსი მასტერის.
სონღული და მისი ქვესახეობები falco rusticolus . falco obsoletus. falco candicans. falco islandus.
ქვესახეობები არსებობს ასეთი პროცენტულობითი დართულობები 50%-50%, 62.5%-37.5%, 75%-25%, F.rusticolus x F. cherrug F. rusticolus x F. cherrug rusticolus x F. peregrinus Falco rusticolus x Falco peregrinus Falco rusticolus x Falco cherrug Falco rusticolus x Falco biarmicus Falco rusticolus x Falco pelegrinoides Falco rusticolus x Falco columbarius Falco rusticolus x Falco mexicanus Falco cherrug x Falco peregrinus Falco cherrug x Falco biarmicus Falco peregrinus x Falco biarmicus Falco peregrinus x Falco mexicanus ესეც ჰირიდები. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
gigagiga239, შენგან ველოდი ფოსტს და არ დავწერე..ასევე რაც ჩვენ საქართველოში შეგვიძლია შემოვიყვანოთ ალტაისკი მაგაზეც მიაწერე ორიოდე სიტყვა..რადგანაც ბუნებაში ალტაისკი მოდის თავისი ბუდობის შემდგომ რუსეთში და უამრავია..იჭერენ და Fეისბუქზე რუსებს ყავთ ქორებივით,რაუნდა აქ ჩამოყვანას შეიძლება ისე გვცემენ პატივი მარტო ჩამოყვანა დაჯდეს მთავარია სვიაზების დამყარება, უბრალოდ ვინ აიყვანს?! მე ვერა
ENUQICHI, ავიყვან მე მაგალითად. ალტაის გავაზზე დიდი ხანი დაობდნენ ის შავი შონღულის ქვესახეობად მიაჩნდა მოკლედ ალტაი ცალკე ფენომენია... ძალიან დიდი და ძალიან აგრესიული გავაზია.
ესეც ალტაის მთების სიამაყე. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
კი კაია ეს რაც დადე გიგა მარა იაფად მე მოვიძიე ეს და მემგონი ამ ეტაპზე მსოფლიოში არაა ამაზე დაბალი ფასი! ეს ლინქი მეც ვიცი და კიდე მაილზე გადმოგზავნილი მაქვს მთელი ექვიფმენტების პრაისები! ყველა საჭირო ატრიბუტების ღირებულება და შემოთავაზება მომავალი ბიძნესისთვის თანამშრომლობა მათ კომპანიებთან:))) აქ მოთხოვნა არააა და ასეც უხსნი მაგათ მაგრამ მირჩევენ დაიწყეო და მერე დალაგდება ყველაფერიო..ჩემ ბაზარს ესენი მასწავლიან?!:))) სონღულებზე უამრავი საუბრები მქონია არაერთი დღე უამრავ ხალხთან და პიტოვნიკებთან..ბოლო დღეებია ლამის ვიყიდო ისე იაფადაც შემოუთავაზებიათ:)) ვისაც სონღული ეყოლება საქართველოში ის კაცი არის ნამდვილი ბაზიერი და უნდა ვიზრუნოთ დედალ მამლის ერთად ყოლა,მერე გაშვება ბუნებაში ერთად და მომრავლება როგორ შეიძლება მსოფლიო ბაზი არ იყოს ჩვენისთანა ტრადიციულ ქვეყანაში სადაც უამრავი ლეგენდა და ისტორია გვაქვს მტაცებელი დამჭერი ფრინველებით ნადირობაზე(თუნდაც თბილისის დაარსება და ა.შ.). ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, აფსოლიტურად გეთანხმები. თუმცა ოთო გამორიცხულია 10000000% გამორიცხულია 20 000 სზე ნაკლებად კარგი ან ჩვეულებრივი სონღული იყიდო შესაძLებელია უფრო იაფად რუსეთში იშოვნო თუ ვინმე დაიჭერს ვინც კი იჭერს ბუნებაში მათ იციან რას იჭერენ და რამდენად გააასაღებენ, ხოლო ეგეთი დაბალი ფასი რამოდენიმე წლის ჰიბრიდებს აქვს ეგეთი ფასი . ისე ყველაზე იაფად ატრიბუტები ყველანაირი საბაზიერო ატრიბუტი იყიდება პაკისტანში (ფაიზ მუჰამედ ხანი ყიდის ჩაჩები 3 4 დოლარად და აშე შემდეგ. თუმცა ალბათ სირცხვილია 1 ან 5 ჩაჩი გამოიწერო და გადმოგიგზავნოს. ბიჭებო გამოვიჩინოთ ინიციატივა ბაზიერებმა და ყველამ რომ 5 ჩაჩი გამოვიწეროთ ძალიან მაგარი იქნება და ჩაჩების პრობლემაც მოიხსნება. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ვიდეო ყველა კარგია მაგრამ ბოლოს წინას თუ დაააკვირდებით მიხვდებით რატომაც არ მომწონს შევარდნისნაირი რიგის ნადირობის სტილი, კი უდაოდ ლამაზია ჰაერშივე განგმირვა და ხშირად უსულოდ ეცემიან ძირს გარტყმის შედეგად, მაგრამ შედეგი და ნადირობა არის მაინცქორისებრი სტილით ასე მგონია რა..გავაზი ამიტომაც მევასება! კი საბოლოოდ სონღული ამუშავდება მიწაზეც მაგრამ ამასობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს..სხვათაშორის სამეფო ბაზს მეტი არც მოეთხოვებოდა, მისი დანიშნულება იყო მეფეებისთვის და მაღალი წრისათვის სიამოვნების მინიჭება, ჰაერში ულამაზესი სანახაობა გადაიშლებოდა და ლიტერატურაში სწორედ აღნიშნულია რომ მართალია შევარდნისნაირები იჭერენ უფრო ცოტას რაოდენობით მაგრამ სანახაობად ღირსო რა..მაგალითად მიმინო არის წმინდა მონადირე! 30-დან 60 მწყერამდე იჭერს და ამით მრავალჯერ გამოუკვებია გლეხის ოჯახი! ქორითაც შეიძლება ბევრი დაიჭირო ფრინველი რაზეც ნადირობს თუმცა მასაც მალევე ამოუძღება ჩიჩაყვი და აღარც შეიძლება წავიდეს! შევარდენით სამი ან მაქსიმუმ ხუთი ფრინველი დააგდო ისიც კარგად ნადიეტარი და ნაშიმშილები თუა..ამიტომ მე ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე ვიხრები გავაზისკენ რომელიც ძალიან იაფად იყიდება და ალბათ კარგად როცა შევიძენ პრაქტიკას, მერე ვიფიქრებ ამ საუცარ ჩიტზე ★ஜ۩۞۩ஜ★
l)omidze, საქართველოში არ ბინადრობს 4 ჯერ დააფიქსირეს ზამთარში გადაფრენის დროს ევროპული ქვესახეობა. ორნიტოლოგების პროგნოზით 10 15 წელიწაადში რუსეთიდან მოზამთრედ გადმოვა საქართველოში როგორც გავაზი ალალი და წითელთავა. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
baqarixarebava, სონღულს შევარდნისნაირად იჭერენ, არ მოგვეპოვება ვიდეო თუმცა ვიცი როცა ზემოთ ჩემ ფოსტს ვაკეთებდი მინდოდა დაჭერასთან დაკავშირებით დამედო და ამეღნიშნა მაგრამ არ არის.. არის სადღაც შევარდნის დაჭერაზე ორი ვიდეო, მტრედით და ხელით იჭერს ერთი..ნუ ეხლაც თუ გადავქექავ ინტერნეტს შეიძლება კი გამოჩნდა ამდენი ხანი გავიდა ვსინჯავ ★ஜ۩۞۩ஜ★
baqarixarebava, არა ბადით არ იჭერენ მტრედს ტანზე მარყუჟები უკეთდება და მტრედს მიწაზე აბამენ 2 მეტრიანი თოკით და რო დაიჭერს სონღული პეხებს მარყუჟებში ებმევა და 2 მეტრიანი თოკით დაკავებულია მიწაზე....
ბატონებო და ქალბატონებო გილოცავთ როგორც იქნება ოფიციალურად დადასტურდა ფოტომასალით რომ საქართველოში ბინადრობს [color=red][color=blue][size=13](მორფი გავაზები)[/color]. ეს ძალიან გასახარელი ამბავია ყველა ბაზიერს თუ ბუნების მოყვარულთ გაუხარდება...[/size][/color]
წყარო საიმედოა დამიჯერეთ...თუ ვინმეს წყაროზე ინტერესი გაუჩნდება... შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ბატონებო და ქალბატონებო გილოცავთ როგორც იქნება ოფიციალურად დადასტურდა ფოტომასალით რომ საქართველოში ბინადრობს [color=blue](მორფი გავაზები). ეს ძალიან გასახარელი ამბავია ყველა ბაზიერს თუ ბუნების მოყვარულთ გაუხარდება...[/colo
ძალიან საინტერესო ფაქტია მე პირადად მოხარული ვარ ამ ფაქტით უკვე დაინტერესედა მსოფლიო ორგანიზაციებიც და კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ საქართველოს როგორც მტაცებელთა ერთ ერთ მსხივ საემიგრაციო ტრასაზე )) იმედია მსგავსი ფაქტებით კიდევ გაგავახარებენ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!