ბუთუთი, ქართულად ლათინურს როგორ დაწერ ? ლათინური ( თითქმის მკვდარი ენაა და მისი თარგნმა ნამდვილად არ ვიცი) დედამიყაზე ყველა არსებას,ყველა ინდივიდს,დაწყებული მტაცებლებით დამთავრებული მწერებით ყველას საკუთრებითი სახელი გააჩნია რომელიც უეჭველად აღნიშნავს კონკრეტულ სახეობასა თუ ქვესახეობას. მაგალითად თუ გეშლება სხვა და სხვა ფრინველის სახელი ერთმანეთში ლათინური სახელი რომ იცოდე ისინი არ აგერეობა. მაგალითად ქორი accipiter gentilis მიმინო aciipiter nisus შავარდენი falco pelegrinus გავაზი falco cherrug ალალი Falco columbarius . . .
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ბუთუთი, ხო დაგიწერა გიგამ მაღლა რომელია, ერთი ბუტეოდისი, ჶინიშ გოშჰავკს დაგიწერს იუთუბზე ლათინურად კი იცი, და მეორე კანადური ქორი, მე ვიდეო დავდევი სადაც 1,318 კგ ქორი კურდღლებს რას უშვება უპრობლემოდ, ეხლა ორი კილოიანი რას უზავს ხო წარმოგიდგენიათ! მელასაც ასევე!
ამ ვიდეოში კაკაჩას ლეშზე ვერავინ ერევა, ჩვენთან ტყეში თუ მიაჯდა ვინ გამოიყვანს იქედან! მთავარია ცოტა ხორცი იყოს, თვით ქორიც კი ვერ აგდებს, მერამდენე ვიდეო ვნახე ქორს როგორ დევნის..როცა მყავდა კაკაჩა მიძახოდენ ქორებით კაკაჩებზე ნადირობა მაქვს ნაანხიო..კი ბატონო შეიძლება გაუშვა მოშიებულზე ოღონდ არამგონია პირველივე წარუმატებელი ცდის მერე რაიმე უქნას, აღარ გაეკიდება, ბუნებაში არც ინადირებს არასოდეს (საუბარია ჩვენთან). ★ஜ۩۞۩ஜ★
ბადრი ტუ იცი ისეთი ვიდეო, რომელშიც ქორი კაკაჩაზე ნადირობს? შეგიძლია დადო?
დამატებულია (27.06.2012, 18:30:51) --------------------------------------------- აი ამიტომ მიყვარს ქორისებრთა წარმომადგენლები, მაგარი ჟილკიანები არიან და დაქანცვამდე შეუძლიათ ნადირობა
badri94, ბადრი სულ ეგენი გამახსენდა რომელია მერვე ? შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ქორი რო არაა ფეხის კლანჭზე და თვითონ ზომაზე აშკარაა, არც თავით გავს, მაინტერესებს ლათინური ზუსტი სახელი და საერთოდ მიმინოების თემაში გადავიდეთ იქაც ჩამოწერეთ რამდენი სახეობაა. გელოდებით იქ..
თუარა დავიწყე ხელით ჭერა კურდღლების და ასე გეშვა, ხო ხედავთ რაფერ მიზდევს ქორი და ეძლევა ჟინი:)))
ამ ვიდეოში საინტერესოა ყველაფერი, ბოლომდე უყურეთ და დაწვრილებით შეისწავლეთ მათი ცხოვრება, რათა მერე ადამიანთან ცხოვრება და ადამიანის მიერ ბაზად (დამჭერ ფრინველად) გამოყენება იყოს შეძლებისდაგვარად ჰარმონიული. დააკვირდით ბუნებაში როგორ ცხოვრობს დედალი ქორი განგურის-ბარტყობის დროს! აზის ბუდეს მანამ სანამ დადებს კვერცხებს და გამოჩეკავს და შემდეგ მთელი ბარტყობის პერიოდში არის გაზარმაცებული, იცვლის ბუმბულს, ჭამს მამლის მიერ მორთმეულ საკვებს და არის არხეინად. მას არც შეუძლია ასეთ გასუქებულზე გააკეთოს მანევრები და განავითაროს შესაბამისი სისწრაფე! ამიტომ ის სანადირო ფორმაში არაა. არც ავალდებულებს მამალი. ამიტომ მამალს ცუდად ნუ უყურებთ ჩვენ:))) დააკვირდით ბუდეს სად იკეთებს რა კონსტრუქციის არის, ერთგან ჩანს ნაძვის ტოტები როგორ არის ჩაფენილი:-) მიმინოც იჩითება ამ ვიდეოში თავის ბარტყებით, როცა 5 კვირაზე გადადიან ბუდესთან მიმდებარე ტოტებზე და მშობლები მორთმეულ საკვებზე უძახიან. მაგარი ვიდეოა მემგონი პარკაულმა დადო თავის დროზე მაივიდეოზე. კიდევ საინტერესოა იმით რომ გლუხარი ძალიან მძიმეა, მამალი ხო საერთოდ! ამბობს გამხმოვანებელი რომ არსებობს შემთხვევები როცა მამალიც წაუყვანია დიდ ქორს ბუდეშიო, ძირითადად დედალი ეწირება კი ნახეთ მცირე ზომის არის მამალთან შედარებით. რაუნდა მოხდეს რომ ქორი ჩამინაცვლოს რომელიმე ფრინველმა! ეს არსება არის ყველაზე მაგარი მონადირე ფრინველებში! ★ஜ۩۞۩ஜ★
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი, ტკივილი ცოტახნით დამიამე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი...
დამატებულია (06.11.2012, 09:40:19) --------------------------------------------- ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი, ტკივილი ცოტახნით დამიამე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი...
cq, დედალს იმდენი უდა აჭამო რომ არ გასუქდეს და ამავდროულად ბოლომდე გააძღო ვარჯიშის შემდეგ. თუმცა ფრინველს თუ ავარჯიშებ და კარგი მადა აქვს აჭამდე ერთხელ და იმდენი რამდენსაც შეჭამს. ასევეა მამალზეც. გრამებში გინდა ? შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
cq, გრამებში არ გამიზომია მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ვაჭმევდი მტრედის თავს კისერს მკერდს და ფრთას , და იდეალურ ფორმაშიც იყო და წონაც კარგი ქონდა ;) ჩემი მამალი ქორი იყო,, მაგრამ მამლის კვალობაზე შეიძლება ითქვას დიდი მამალი იყო
გორში, მტკვრის ჭალაში დავბოდიალობდი სანადიროდ და ქორს წავაწყდი, აფრინდა უცბად ხეებში გაიჭედა, გამიხარდა მეთქი მივალ დავიჭერ მარა იმდენი იჩალიჩა სანამ მივირბინე ავარდა ჰაერში .... იმ ადგილას რომ მივედი საიდანაც აფრინდა, მიწაში ორმო იყო და შიგ კრაზანების ბუდე, ქორს კი ფიჭა ამოეცალა და კრაზანების მატლებს ჭამდა.... წამოვედი და მეორეს დღეს რომ მივედი ისევ იმ ადგილას კიდე იქ იყო :) დაჭერა მინდა მარა რანაირად დავიჭირო მაგხელა მტაცებელი ? :)
უნიკალური ფრინველია, რა თქმა უნდა ჩემი აზრით და იმედია ბევრი დამეთანხმებით ამაში თან ჩემი ოცნებაა და...... ისე ვინმეს ხომ არ გყავთ გასაჩუქებელი? bazieri.ge
გამარჯობათ ястреб тетеревятник ამ ფრინველს ქართულად რა ქვია და რა ღირს მაგის დედალი ბარტყი? ძალიან დამაინტერესა ამ სახის ნადირობა დ ისიც მიტხრიტ ტუ სჰეიძლება სადმე რო ვისწავლო დ როგორ ხდება. მადლობა
თეორიული ცოდნა აუცილებლეია რაღაც რაღაცეები არის რომელიც არ იცველაბა მაგრამ ყველა ინდივიდუალურად ამუღამებს მტაცებელს და ყოველთვის ახალ და სანტერესო რამეს სწავლობს
საზანოში ვაპირებ.არასდროს არ დამიჭერია მაგრამ იმედია წელს დავიჭერ დამატებულია (28.06.2014, 00:01:44) --------------------------------------------- ჩემი ძმა შენიდან ელოდება მიმინოს და მე ქორი მინდა დავიჭირო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!