ქორი სხვაგანაც დავწერე და იმდენია ჩემს სოფელში გაწამებული ყავთ გლეხები, ეთი რაგაც მიკვირს აგვისტოში თივის ზვინებზე იციან ჩამოჯდომა და საკმაოდ ახლოსაც მიშვებენ თუ მკვეთრ მოძრაობას არ აკეთებ
ქორი სხვაგანაც დავწერე და იმდენია ჩემს სოფელში გაწამებული ყავთ გლეხები, ეთი რაგაც მიკვირს აგვისტოში თივის ზვინებზე იციან ჩამოჯდომა და საკმაოდ ახლოსაც მიშვებენ თუ მკვეთრ მოძრაობას არ აკეთებ
გოგა ეგ მემგონი ქორი არ არის, ვიცი რაზეც ამბობ, მეც მინახავს ეგ თაგვების მტერია
საერთოდ სოფლებში და მათ შორის ჩემთანაც, წიწილებს რაც იპარავს ანუ ქორი და მიმინო, ყველაფერს ქორს ეძახიან უკეტეს შემტხვევაში,ხოლო ქათმების ქურდი ძერაა და ვსო, ეგ არის და ეგ, ხანდახან ახსნას ვიწყებ ხოლმე რო გაერკვნენ მარა რად გინდა თვალებში ვატყობ ფიქრობენ ეს სუ გაგიჟებულაო
შარშან სექტემბერში გურიაში ერთ ერთ საირაოზე (ნაფარახევი) ღამეს ვათენებდით ბაზიერები, ცეცხლი გვენთო და 6 ჩიტი გვყავდა ხეზე ,,გარჭობილი" ჯოხებით, ცეცხლი გვენთო ღამის 3 სთ იქნებოდა და ამ დროს რაგაცამ გამოიფრინა და ერთი ჩიტი ჯოხიანად წაიგო, და ვერ დავადგინეთ რა ფრინველი იყო ეს, მე ეხლა ვფიქრობ რომ ქორი იყო- ერთ ვიდეოში ბაზიერი.გე ს საიტზე არის ქორით ნადირობა სადაც ღამე ფანრით ნადირობენ მტრედებზე ქორით და ჩვეთან ცეცხლი საკმაოდ კარგად ანათებდა. - წარმოიდგინეთ ჩვენი სახეები ღამის 3 საათზე ჩიტი რაგაცას მიაქ ჯოხიანა :)
ბუნებაში უცნაურობებიც ხდება,მომენტში შეიძლება ქორი იყო,ან სხვა რამ,მაგრამ ლოგიკურად ბუ ან მისი ჯიშის ფრინველი იქნებოდა,რომლებიც არანაკლები მტაცებლები არიან და ღამეც მათი სტიქიაა
ალბათ მე მომავალ წელს მეყოლება ქორი...იმედია კარგად დავგეშავ...ძალიან ვარ მონდომებული..ასევე მეყოლება ქორის მაგარი პადელნიკი იაგდტერიერი.... და მერე წავა ნადირობა ჯიგრებო...ნეტა მართლაც ასე მოხვდეს დიდი იმედი მაქვს...
ქორით და იაგით ვინადირებ: იხვზე ხოხობზე,კურდღელზე და ტყის ქათამზე... <ესენი იმიტომ იმიტომ რომ ორივენი ერთად ნადირობენ ამაზე თანაც მაგრად...და რაც შეეხება ცალ-ცალკე ნადირობა მასე უამრავია.. :069:
ადმინისტრატორი, ეგ კი ნამდვილად კაკაჩაა მარა ამერიკელები ქორს ეძახიან ანუ წითელ კუდა ქორი ანუ ( red tailed hawk) კაკაჩა რომ იყოს ასე ერქმეოდა (red tailed Common Buzzard ) ანუ წითელკუდა კაკაჩა ან კიდე ლათინურად ( red tailed Buteo buteo) .... მარა ეგ ქორი კაკაჩის გვარისაა.
რა ვუყოთ გიგა რომ ამერიკელები ქორს უძახიან,უკეთესი რომ არ ყავს გლეხი კაცისთვის ვირი ზღაპრული რაშია.ჩვენ ხომ ვიცით და ორინთოლოგებმა რაცაა.ამიტომ კაკაჩა უნდა დავუძახოთ.ჩვენ ქორს ამერიკული წითელკუდა კაკაჩა ახლოსაც ვერ დაუდგება და ჩვენ რომ ამერიკულ ქორს დავუძახებთ,ისედაც მოდაშია რომ ამერიკული ყველაფერი მაგარია და უკვე ამ დასახელებით ჩვენ ქორს წამგებიან მდგომარეობაში ჩავაყენებთ თავიდანვე. მე ხომ არ ვითხოვ ჩვენ დავარქვათ სახელითქვა.უბრალოდ რაც არის ის დავუძახოთ. P.M რუსები კაკაჩას ეძახიან და სხვა ქვეყნების ენა მე არ ვიცი ორიგინალში რა ქვია.გვარიშვილობა რომ კაკაჩის აქვს ამას ამერიკელებიც არ და ვერ მალავენ,სახელი კი დაარქვეს მეფური და ეს ამბავი თურქი მესხების ამბავს მაგონებს,იმ თურქების, ოღლები რომ იყვნენ მთელი ცხოვრება და შემდეგ საქართველოში ცხოვრების გულისთვის რომ გვარები გადაიკეთეს და სულ ბაგრატიონები ჩოლოყაშვილები და ორბელიანები და ... დაირქვეს.
ადმინისტრატორი, გასაგებია გია აფსოლიტურად გეთანხმები თუმცა რათქმაუნდა ნამდვილ ქორს კი არ ვაკნინებ ... და ვერ დავაკნინებ რადგან გათვიცნობიერებულმა კაცმა იცის ქორს რაც შეუძლია უბრალოდ როგორც წერია მაგ კაკაჩაზე თუ ქორზე ის დავწერე როდესაც ინფორმაციის მოძიებას ვცდილობ ძირითადად უცხოურ საიტებს ვიყენებ ყველგან ქორს ეძახიან ერთგან ისიც დავწერე ეგ კაკაჩის გვარისაა მეთქი და ხალხი გადაირია......
მეც კაკაჩად ვთვლი მაგ ფრინველს უბრალოდ კაკაჩას ჩვენს გარდა არავინ ეძახის და მაგის დაწერა მინდოდა ....
მყავდა ქორი დიდიხნის წინ დიდი სიამოვნებაა ჩვენ პირობებში ქორი სხვა მტაცებელ ფრინველებს სჯობია მოკლე მანძილს სწრაფად ფარავს და ტოტებისაც ნაკლებად ეშინია შევარდენთან შედარებით ,ტყვეობასაც უკეთ იტანს
ქორი მამალი ბევრათ სწრაფია ვიდრე დედალი და თუ სიამოვნებისთვის გინდათ მამალი ჯობია,მომცრო კურდღელსაც დაიჭერს,კაკაბსაც და ხოხობსაც ასე თუ ისე,მტრედზე ხომ მისწრებაა,მწყერზეც შეიძლება.დედალი უფრო ტლანქია და მოუხეშავი.სიძლიერეში მართალია შედარებაც არ შეიძლება მაგრამ გასათვალისწინებელია რომ მტაცებლებში ბუდობის პერიოდში მამალი არჩენს ძირითადათ მთელ ოჯახს.მტაცებლებში ძირითადათ მამალი უფრო მონადირე და სწრაფია.მელიაზე ოცნებებს კი დაანებეთ თავი.რაც არ უნდა დიდი იყოს ქორი არწივივით მსხვილი და ძლიერი ფეხი და კლანჭი არ აქვს.თუ მტაცებელი გიყვარს და შრომა გაქვს გაწეული წასვლითაც რომ გაიწიოს უაზრობაა გაშვება,რადგან შეიძლება მინიმუმ ფეხი დაკარგოს,თავს რომ თავი დავანებოთ.
კვერნას ძლიერი ყბის სისტემა აქვს.საშინელი კბენა იცის.მისგან ფრინველის დაზიანების ალბათობა დიდია.მე არ გირჩევთ მასზე ფრინველის მიტევებას.დაგეშილი ფრინველი საექსპერიმენტო მასალად არ გამოდგება.
რუსული ქორით ნადირობა კურდღელზე უძლიერესი ვიდეონანახი არ გექნებათ შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
დამატებულია (16.01.2012, 00:53:10) --------------------------------------------- ესეც რუსული ქორი და იხვები..... კარგი გადევნება.
დამატებულია (16.01.2012, 00:56:35) --------------------------------------------- ესე ძველი მაგრამ ლამაზი ვიდეო ქორზე ამ ვიდეოში ნათლად ჩანს ქორის შესაძლებლობები.
დამატებულია (16.01.2012, 00:59:13) --------------------------------------------- ეს კიდე ჰარისის პიკირებით დაცემა კურდღელზე ულამაზესად იჭერს. :166: შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
არაჩვეულებრივი ვიდეოებია და ძალიან საინტერესოც მე მომეწონა კარგი იქნება თუ გავაქტიურდებით და დავდებთ ფორუმში საინტერესო მასალას ასე უფრო ვისწავლი მეც და თქვენც.
badri94, საქართვეოში ზოგადად რომ უფრო მეტია ქორით სანადირო მაგაზე კამათს არ ვაპირებ. თუმცა გააჩნია საქარტთველო არც კახეთი არაა და არც იმერეთი მარტო მაგალითად გურიაში ჩემს პატარა ლამაზ გურიაში არ არის ხოხობი არც კაკაბია და არც გნოლი არც ბევრი კურდღელია .... რაზე უნდა ინადირო ბაკლანებზე? თუ ყანჩებზე? თუ ყვავებზე? ქართველებს გვჩვევია რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო ესეა მტაცებელზეც ყველაზე მაგარი მტაცებელი ქართულიაო ქართული მტაცებელი არ არსებობს არ არსებობს საქართველოში არც ფრინველი არც ცხოველი გარდა ჯიხვისა (რომელიც მართლაც რომ ქართულია) დანარჩენი ყველაფერი მიგრირებს და ისევეა თურქული ან რუმინული როგორც ქართული ეს ეხება ყველა ქორს ყველა არწივსა და შავარდენს. ეგეთი ნათქვამი მცდარი შეხედულების ბრალია. ჩვენი ქორი ტანით პატარაა და ვერ მივა ამათთან
აი ამათზე მაქვს საუბარი ამათთან შედარება ჩვენი ქორის სრული კატასტროფაა და მეტი არაფერი.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
gigagiga239, კარგად წაიკითხე მე რასაც ვწერ ხოლმე. მე ვთქვი რომ ჩვენთვის ჩვენი ქორი უნდა იყოს საუკეტესო იმიტომ რომ ქართულიათქო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაზე მაგარი ქართული ქორია. მიაქციე ამ სიტყვას ყურადღება ''ჩვენთვის'' და ქართულ ქორში რაც იგულისხმება ეგ შენც კარგად იცი. მე არ მეშლება რა მიგრირებს და რა არა მაგრამ არსებობს ქორის ოჯახები რომლებიც გამოჩეკიდან სიცცოცხლის ბოლომდე ჩვენთან არიან. ერთ ტერიტორიაზე ბუდიბენ... ესეც რომ არ იყოს ქართულ ქორს რომ ვიტყვი რა თქმა უნდა ჩვენი ციმბირულთან და რუსულთან შედარებით პატარა ქორი იგულისხმება. და კიდევ ერთს დავამატებ ქორი იმიტოა საუკეთესო მეტქი ვთქვი რომ რა ფრინველიც აიღე საქართველოს ნებისმიერ ადგილზე ქორზე კარგად ვერცერტს ვერ ანადირებ (რაც ჩვენტან არის იმას ვგულისხმობ) და შენ რომ ტქვი ბაკლანებზე თუ ყვავებზეო? ვერც სხვა რამეს ანადირებ მაგათზე, უფრო სწორად არ ღირს ანადირო ;) p.falcon
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!