მტაცებლის ბარტყს იმდენი უნდა ვაჭამოთ რამდენსაც მოგვთხოვს . მაგრამ არა ყოველ წუთში . უნდა გავუსინჯოთ ჩიჩახვი თუ სავსე აქვს უნდა დაველოდოთ საჭმლის მონელებას და ჩიჩახვის დაპატარავებას . ამის შემდეგ შეგვიდზლია ვაჭამოთ გაძღომამდე . შეიძლება დღეში 4-5 ჯერ ან მეტჯერც მოგიწიოთ ფრინველის კვება იმიტომ რომ იგი სწრაფი ზრდის პროცესშია და სწრაფადვეც ინელებს საჭმელს . ხოლო რაც შეეხება საკვებს . უნდა (უმჯობესია) ფრინველის ან ხბოს ხორცი სისხლიანი . სისხლით გაჟღენთილი ხორცი მალევე აძლიერებს და ზრდის ფრინველს . მაგალითად ავიღოთ მტრედი , კარგად გავაცალოთ ბუმბული და დიდი ზომის ძვლები . შემდეგ დავაქუცმაცოდ , ან გავათაროთ ხორცის გასატარებელ ხელსაწყოში , ისე რომ კარგად დაქუცმაცდეს (კარგი იქნება თუ შევაყოლებთ ცოტაოდენ ღინღლს ) და ამყოველივეს შემდეგ უკვე შეიძლება ვაჭამოთ .
ბარტყის კვებისას საუკეთესოა ფრინველის ახალი ხორცი.ძირითადად იმ ფრინველების ხორცი,რომელიც შედის ამ კონკრეტული მტაცებელი ფრინველის კვების რაციონში. აუცილებელია მრავალფეროვნება. საუკეთესო ხორცი აქვთ ბარტყ ფრინველებს. შეიძლება ფრინველის გაყინული ხორციც,მხოლოდ აუცილებლად თბილ წყალში გალმღვალი და ბუნებრივ ტემპერატურამდე მიყვანილი,მხოლოდ ასეთი ხორცი ადრეული ასაკის ბარტყს ნაკლებად უნდა მიეცეს. ასევე აუცილებელია თევზის ქონის, ე.წ "რიბიჟინ"-ის (რიბნი ჟირ) მიცემა. ხორცს წვრილი ძვლები,ისეთები რომლებიც საშიშია, რომ შეესოს უნდა გამოვაცალოთ. ბარტყის ხელის მოკიდება,ხელში აყვანა, სასურველი არ არის,მითუმეტეს გამძღარი ბარტყის. ფრინველის ძვალი, ხორცთან ერთად აუცილებელია, რომ ბარტყმა მიიღოს. ხოლო როდესაც ცოტა მოიჩიტება აუცილებელია ხანდახან ბარტყს ხორცი მივუგდოთ და თვითონ შეჭამოს. ასევე აუცილებელია ბარტყობაში მტაცებელს მივაღებინოთ ახალგამოჩეკილი წიწილები,რამოდენიმე მაინც და ფერმის მწყერი (შესაძლებელია გარეულის ხორციც). არ შეიძლება ბარტყის პატარა გალიაში გაზრდა,დაიზიანებს ბუმბულს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
მტაცებელ ფრინველს მუდმივად უნდა ედგეს წყალი იქ სადაც მუდმივად ზის და როცა თავად მოისურვებს მაშინ დალევს და ბუნბულსაც მაშინ გაისწორებს ლაპარაკი მაქვს ქორზე და მიმინოზე რადგან მათთვის აუცილებელია. giorgi chitadze
თოთო ბარტყს წყალი არ სჭირდება,ფრენის დაწყებამდე. ხანდახან წყალში დასველებული ხორცი.თუ ვოლიერში გეყოლებათ,როგორც კი ბუმბული გაეზრდება შეიძლება წყლის დადგმა. ხელში აყვანას რაც შეეხება,რატომ უნდა აიყვანოთ ბარტყი ხელში,რა საჭიროა? ძვლები გაუმაგრებელი აქვს,ბუმბულის ღეროები თოთო, სისხლით სავსე. გამძღარზე კი ხელში აყვანისას შეიძლება ძვლით ჩიჩაყვის გახვრეტა მოხდეს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
მე აციყვანე ერთი კვირის ქორი და ხელიდან ჩამოსმისას გადამიხტა, ცუდად დაეცა და ფრთა დაიზიანა, დღესაც არ ამომდის თვალებიდან, ეს რჩევები გაითვალისწინეთ!!! აჯობებს დიიდი ყუთი დადგათ,ჩაყაროთ ნაძვის ტოტები (რათქმაუნდა წიწვებიანი), ჩასვათ და მხოლოდ აჭამოთ 6-7 ჯერ ან მეტჯერ ჩიჩაყვის მიხედვით. გაიტანთ გარეთ ან გააჩოჩებთ მზეზე 10-15 წუთი, მერე შემოიტანთ ან ფრთხილად დასვამთ მზეზე და ისევ უკან ბუდეში. მზე აუცილებელია D ვიტამინია მათთვის და ბუმბულს ჭირდება, აგრეთვე ხელს უწყობს კუჭნაწლავის მუშაობას და გამოაქვს საჭმლიდან კალციუმიც და ფოსფორიც, მოკლედ მზე საჭიროა და მხოლოდ ამის გამო თუ აამოძრავებთ ბარტყს. იქნებ გავაკეთო ვიდეოები იმდენი მაქვს რომელი გაჩვენოთ არ ვიცი რაააა))))))))))დავდებ მალე ★ஜ۩۞۩ஜ★
რა საკითხავია ძმა როცა ვამბობ ნაძვის წიწვები ადვილი მისახვედრია რომ ქორი ფიჭვზე და ნაძვზეც იკეთებს საერთოდ ბუდეს და მათთვის საყვარელი ხეებია, სხვა მაღალ ხეებზე იკეთებს არ მახსოვს სახელი ძირითადად ქორი ბუდეს, რადგანაც მზე უნდა ხვდებოდეს! თუ მზე არ ხვდება 40% მაინც და სიოს დროს ფოთლებს რაც არ უნდა არხევდეს მზის სხივები არ ჩამოდის ისე არ გააკეთებს. ★ஜ۩۞۩ஜ★
მტაცებლის ბარტყს ყუთში ზედმეტი საგნები არ ჭირდება.ბუმბულს დაიზიანებს.დაზიანებული ბუმბული კი 1 წლის განმავლობაში არ ამოუვა.მტაცებლის კარგი მოვლის ერთერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი საღად შენარჩუნებული ბუმბულია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
მთავარი ნაკლი რაც აქვს ამ "ბუდეს" ის არის რომ ზედა ნაწილის რგოლზე დაიწყებს დაჯდომას,როგორც კი მოძლიერდება და მასზე ფეხები დაუსხლტება ხოლმე. დავწერე რომ არ გინდათ ბუდეების მოგონება,პრობლემებს შექმნითთქვა და არ გჯერათ. მაგ ბუდეში რომ ფრინველი ჭამას დაიწყებს, ბუმბულებს გაშლის ხორცის დასაფარად,აი მაგ დროს დაიწყებს ბუმბული დაზიანებას. საერთოდ მტაცებელის მოვლა მისი ბუმბულის შენახვით ფასდება, თუ ფინველს აკლია ბუმბულები,დამტვრეული და დაზიანებული აქვს, ეს ნიშნავს რომ პატრონი მტაცებელი ფრინველის მოვლის აზრზე არ არის. თუ გგონიათ რომ მთავარი ცოცხალი ფრინველია, ეს არასწორია. მთავარი არის ვიზუალურად დაუზიანებელი ფრინველი. ამიტომ არის სანამ ფრინველი ბუმბულს დაიზიანებს,მანამდე დიდხანს უნდა ვიფიქროთ რა როგორ გავაკეთოთ. მე წერა კი არ მეხალისება. თუ არ გინდათ გაიგოთ რა როგორ ჯობია,მომავალში დაგიწერთ ვარგა ან არ ვარგა და რა რატომ მერე არკვიეთ თავად რა რატომ ვარგა და რა არ ვარგა. რომელი ზრდის სტაბილურად დაუზიანებლად მტაცებელს ასეთ ბუდეში დაწეროს და კი ბატონო,ხმას არ ამოვიღებ დაგეთანხმებით. იმ უცხოელმა ბუდეში რომ გაზარდა მტაცებელი რა აქვს მინუსი ან პლიუსი ასეთ ბუდეს გაიგო ვინმემ? ასეთ რაღაცეებს მარტო წაკითხვა არ შველის,პრაქტიკა უნდა და ფიქრი-ყველაფრის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
სად უნდა გაზარდო ფრინველი? საკუთარ ეზოში,ბინაში თუ გარაჟში ან რომელიმე სათავსოში. კარგია პატარა მაგიდას თუ გამოუყოფ ცოტა ხანი სანამ შეიბუმბლება.მაგიდა გალაქული არ უნდა იყოს,რომ არ ისრიალოს. კარდონის ყუთიც დაუდგი, თუკი მოეწონება შიგნით დაიძინებს. ისე უნდა მოაწყო რომბუმბული არ დაიზიანოს და ტრამვა არ მიიღოს. ეს არის ძირითადი მოთხოვნილება, სხვა დანარჩენი თვითონ ბაზიერმა უნდა მოიფიქროს მისი ცხოვრების სტილის და ადგილის მიხედვით. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
paitona17, გადმოვარდნით არ გადმოვარდება თვითონ. მთავარია არაფერმა შეაშინოს და თვითონ არ გადაყიტავდეს რაშიც გყავს ჩასმული. კარგია ბარტყი. giorgi chitadze
Gia, ბარტყს შეიდლება ძვლების გამაგრებისთვის, წვრილად დაფხვნილი კვერცხის ნაჭუჭი მოვუყაროთ ხორცზე და ისე ვაჭამოთ? დამატებულია (
წვრილად დაფხვნილი კვერცხის ნაჭუჭი კი ამაგრებს ძვლებს,ლეკვებსაც ვაძლევთ ხოლმე,თუმცა ფრინველისთვის არასდროს მიმიცია არ არის სასურველი ჩვენს პირობებში ორ კვირამდე ასაკის ბარტყის აყვანა. იმ სრულფასოვან საკვებს რაც სჭირდება მას სწორი განვითარებისთვის ჩვენ ვერ მივცემთ. მე პირადად ასეთ ბარტყებს არ ვიყვან და არც სხვას ვურჩევ. ორკვირიანი ბარტყისათვის კი თევზის ცხიმი და მზე სრულიად საკმარისია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
dudu-duda, ვერ მივხვდი ჩემ ფორუმზე შედიო და მანდ როგორ შევიდე თუ ლინკს მომცემ ისედაც მადლობელი კიდევ უფრო მადლობელი დაგრჩები . აქვე სხვაგანაც დავწერე მარა აქაც ვიკითხაც ბარემ ბარტყზე კია საუბარი მარა უფრო ზოგადად მტაცებლის ბარტყზეა და კირკიტას შენახვა ( ბარტყის ) მისი საკვები რო ვიყიდო რა დამიჯდება კვირაში დაახლოებით და ბარტყობის პერიოდი რამდენი ხნის შემდეგ გადის ანუ უკვე ფრენას რამდენ ხანში შეძლებს The Mauler
tyupi007, მადლობა დიდი და ბარემ ისიც მითხარი აი ბარტყი სანამ იქნება რა სანამმ აფრინდება დაახლოებით დროს როგორ წაიღებს და როგორი ყურადღება დაჭირდება? The Mauler
Gi0rGi,3-4 საათი მაინც უნდა იყო ბარტყთან, რაც უფრო მეტ დროს გაატარებ მით უკეთესი.მე მარტო ღამით ვტოვებდი ხოლმე მარტო, დღე სულ ბარტყთან ვიყავით ან მე ან ჩემი ძმა.ფრენა ჩემმა კირკიტამ დაახლოებით 4-5 კვირაში დაიწყო. ოღონდ თავიდან უჭირს, გამართულად ვერ დაფრინავს, სიმაღლეზე ვერ ადის. ასე 6-7 კვირაში უკვე კარგად დაფრინავს, სიმაღლეზეც ადის და ყველაფერი
დამატებულია (27.04.2015, 23:06:07) --------------------------------------------- აი უკვე რო კარგად დაიწყებს ფრენას, და დაკარგვის არ შეგეშინდება, ქარიან ამინდში უნდა აუშვა.აი მაგ დროს ამუღამებს ყველაფერს არ დამავიწყდება ჩემი ლედის ცაში ნავარდი :AllSmail133: bazieri.ge
tyupi007, აჰა მადლობა ანუ ჩემ გარდა სხვასაც რო ქონდეს კონტაქტი როგორც შენ ძმას და შენ არ იქნება პრობლემა ესეიგი ანუ მე როცა გასული ვიქნები დედაჩემი აჭმევს ხოლმე და არც ეგ უნდა იყოს ესეიგი პრობლემა The Mauler
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!