როგორც წიწკანამ გააკეთა თემა მთის არწივზე ისეთი ჯობია გააკეთო ხოლმე , ანუ პატარა შესავალივით გააკეთო , ცოტა ინფორმაციაც დაწერო და რამოდენიმე სურათი რო დადო კაი იქნებოდა ..
თქვენ ჭია იხარეთ ჯერ ერთი წიწკან იმ სურათში დავაზუმე რომ გამოჩენილიყო..... ეგ ერთი მეორეც ჩამოდი და ჩამოიყვანეთ მიმინო და შევაჯიბროთ სისწრაფესა და მანევრებში მე უკვე ვუშვებ ტყავების ამარა.....
მარჯანს დიდი ფრთა აქვს და პატარა კუდი...მიმინოს კი პირიქით პატარა ფრთა და დიდი კუდი...დიდი ფრთა სისრაფის ნიშანია მაგრამ კუდი თუ არ აქვს დიდი დაბალზე და ხელიდან ახალ წასულზე იმდენს ვერ დადებ რამდენსაც მიმინოს...მიმინოს პატარა ფრთა აქვს მაგრამ ძლიერი და სწრაფი...კუდი კი დიდი,დიდი კუდი მოხვევაში და მანევრების ჩატარებაში ეხმარება...მარჯანი ერთ ერთი უსწრაფესი ფრინველია ჰაერში,იწერს მერცხალს და ნამგალას რასაც მიმინო ვერ მიახერხებს ვერანაირად თუ მოახერხებს იმასაც ბარტყს.მიმინოს უადვილდება პატარა ჩიტების მწყრის და მტრედების დაჭერას ხელიდან დაშვებისას რადგან აკრეფა აქვს სწრაფი....მიმინოც ნადირობს ირაოდან მაგრამ შედარებით სხვა სტილით,მაგრამ ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს რომ ერთი მეორეზე კარგია
წიწკან საინტერესოა შენი შედარება მიმინოსი მარჯანზე... როგორც ჩანს გამომჩა თორემ აუცილებლად გამოვთქვამდი ჩემს აზრს...
1). ის რომ დააკვირდი ორივე სურათს ფრთებზე ხოლო დააკვირდით ... მიმინოსთან დაკავშირებით არის ესეთი ნადირობის წესი აფხაზეთში იყენებდნენ ძრირიტადან მიმინოს ესვროდნენ ხოლმე მწყერს ( აბა რატომ? ) იმიტომ ხომ არა რომ მისთვის საწყისი სიჩქარე მიეცათ?
აღებაში ალალი და მიმინოს შედარება უფრო მართებული მგონია,რადგან რამდენიმე ბაზიერმა მესაუბრა ალალის ადგილიდან აღების სისწრაფეზე და აზრი გამოთქვეს მიმინოს ასწრებს აღებაშიო,და მეც ვატყობ რომ ძალიან სწრაფად იქნევს ფრთას.ყოველშემთხვევაში დავაკვირდები ჩემს ფრინველს და აზრს ერთიორი ნადირობის შემდეგ მოგახსენებთ.
ადმინისტრატორი, რაც მინახია (ბუნებაში ალალი მაგარი სწრაფია..... ზუსტად ვერ შევადარებ ალას და მარჯანს სჯობს შევაჯიბროთ რადგან ორი განსხვავებული სახეობაა... მარკანი მაგრა იღებს ადგილიდანაც და ჰაერში ხომ საერთოდ.... რომ ტრიალებს ხოლმე ზოგჯერ ვერ ვასწრებ შემობრუნებას.......(როგორც იქნა გამოვიდა ამინდი)
matequrdadze, ბრატუხ ნადირობაზე რა გითხრა მაგრამ თუ მაგრად გაინტერესებს.... შეგიძლია გადმოხვიდე 22 სკოლის პირდაპირ მინდორში გამყავსო ხოლმე დილით 8 ხე და საღამოს 5 ზე და ნახავ როგორ ვგეშავ.
ხალხო დღეს ჩემი მარჯანის პირველი ნადავლის დღეა (დღეს ვანადირე პირველად) გვრიტზე.... ჩემს ცხოვრებაში ესეთი რაღაც არ მინახია...... გამოვშტერდი რა უქნა გვრიტს..... [size=20]აი სურათებიც[/size]
ადმინისტრატორი, არა ადმინ მინდორსჰი მყავდა გაშვებული და გადმოიარა დაბალზე და გავუშვი და გაეკიდა თან მაგარი მშიერი იყო რომ დაიჭირა კორპუსებისკენ წამოიღო დზლივს ვიპოვე ბავშვებმა მანახეს მიდი იქ ყავს და ჭამსო.... ხოდა მეც ეგრევე სახლში გამოვარდი და სურათები გადავუღე..... თქვენთვის რომ არ გამომეპარებინა.....
soso_k3, გავრცელებულია დასავლეთში ზღვისპირა ზოლში ... მარა ადრე მე და წიწკანამ ახმეტელის მეტროს თავზე გადაგვიფრინა..... მარჯანმა... შუა ქალაქში აჭარა გურია სამეგრელო ... აი აქაა საბინადრო ტერიტორია
საერთოდ მარჯანს მგონი ყველაზე მაგარი რეაქცია და მანევრი აქ ბოლობოლო დედამიწის უსწრაფეს ბინადრებს მერცხალს და ნამგალას იჭერს ჰაერში და როგორი მანევრირება უნდა ქონდეს დასკვნა გამოიტანე მე მინახავს გაშხუილებული მერცხალი რომელიც უცებ 180 გრადუსით შემოტრიალებულა და უკანა გზაზე იგივე სიჩქარით წამოსულა და აი ამას იჭერს მარჯანი... p.falcon
მარჯანი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება თითქმის ყველგან, ვერტიკალურად აღწევს 3050 მ-მდე ზ.დ.
მეტწილად გვხვდება მთის ტყეებში, უღრან ტყეს ერიდება. უმეტესად ბინადრობს ტყის სანაპირო ზონაში, საიდანაც სარჩოს საძებრად იჭრება ველებსა და მინდვრებში.
ბუდეს იკეთებს ხეზე. ზოგჯერ კვერცხებს დებს ყვავის, კაჭკაჭის ან რომელიმე მტაცებელი ფრინველის მიტოვებულ ბუდეში. მაისის დამლევს დებს 3-4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. კრუხად ხანგამოშვებით ჯდება მამალიც. საკვებს შეადგენენ ფრინველები, რომელთაც მეტწილად იჭერს ფრენის დროს.
მარჯნის სახე აერთიანებს რამდენიმე ქვესახეს. რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მარჯანი – Falco subbuteo subbuteo ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!