მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.ალალის სხეულის სიგრძეა 30-35 სმ, წონა - 150-200 გრამი.ზურგი მუქი რუხი ფერისა აქვს, მუცელი წითური. ალალი გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ტყეებსა და ტყე-ტუნდრის ზონაში,გრეთვე აზიის ველებსა და მთებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ნაპრალებში, ბუჩქნარში ან მიწაზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდე გრძელდება. იკვებება უმეტესად პატარა ფრინველებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერს, ჭამს მღრღნელებსა და მწერებსაც. ალალის ქვესახეობათაგან ზამთრობით საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი და აღმოსავლეთციმბირული ალალი. ალალი ერთ ერთი ყველაზე პატარა ფრინველია შევარდნისებრთა ჩიტებს შორის....საქართველოში იშვიათად იჭირება....დაგეშვვის ძირითადათ შემთხვევაში ანადირებენ მწყერზე.
მიდი გიო მიაწექი გთხოვ არ გაუშვა რა ბოლომდე გაწვრთენი მაგრად მაინტერესებს შენი გაწვრთნილი ციტი... რახან შენ ჩიტი დაიჭირე და დაიტოვე და მეტი არაფერი აღარ მინდა....
ბევრ დროს ვერ დავუთმობ,მაგრამ რაღაცას გამოვიყვან.უბრალოდ 2 კაცს ისე უნდოდათ რომ კინაღამ განაწყენდნენ ერთმანეთზე და ვუთხარი მე ვგეშავ არავის ვაძლევთქვა და ...მთლად დამუნჯდა ორივე კინაღამ მოვკვდი სიცილით
ბევრ დროს ვერ დავუთმობ,მაგრამ რაღაცას გამოვიყვან.უბრალოდ 2 კაცს ისე უნდოდათ რომ კინაღამ განაწყენდნენ ერთმანეთზე და ვუთხარი მე ვგეშავ არავის ვაძლევთქვა და ...მთლად დამუნჯდა ორივე კინაღამ მოვკვდი სიცილით
პატარა ლევანიკოს ყავდა ალალი კიდევ ომ გაიმარჯვა იმის დზმას 1 კლასს7ია მაგარი ჩიტია ალალს რომ იმ დგეს სურათები გადაუღეს არცერთზე არ გადაუღიათ მემგონი იმდენი
ალალი მაგარი ფრინველია..... მინდახავს ბუნებაში..... ადმინ გილოცავ ალალს მაგრად დაგეგეშოს. სულით და გულით წარმატებები. როგორ დაიჭირეთ? სამკუთხა ბადით? დღეს ჩემს მარჯანს რომ ვავარჯიშებდი შევარდენმა გადამიარა 20 მეტრზე (სიმაღლე) რამხელა იყო ........ ამ დღეებში მახეს დავდგამ იქნებ დავიჭირო პასტაიანად გადმოდის საღამოს პირზე კორპუსისა და მინდვრის ზოლზე.
ხო ეგრეა ადმინ დავითა რომაა ავაზი მაგან იცი რა მითხრა ქორში გაგიცვლიო ალალს და გამიკვირდა.... წარმოდგენა არ მაქვს რატო მითხრა..... ისე მაგრად მინდა ალალი სადმე რომ გამოჩნდეს თუ არ მაჩუქებენ ვიყიდი მაინც...
ხო ეგრეა ადმინ დავითა რომაა ავაზი მაგან იცი რა მითხრა ქორში გაგიცვლიო ალალს და გამიკვირდა.... წარმოდგენა არ მაქვს რატო მითხრა.....
რატომ გითხრა და ალალი მაინც არაა ბაზიერისთვის სრულყოფილი მტაცებელი.დედალი ქორი ან დედალი შევარდენი,ესენია ფრინველები რომელზეც ხარჯიც ღირს და ენერგიის დახარჯვაც
ადმინისტრატორი, ხო ადმინ დამავიწყდა სახელი და (ისე დასავლეთში ვერტალიოტებს ეძახიან.... ასე რომ მეპატიება მტელი ბავშობა მაგას დავზდევდით და ცდებს ვატარებდით ასე რომ.... აუუუ მაგარია ალალი ყოუტუბზე მაგას ვუყურებ ეხლაც.... პატარაა და ადვილადაც იგეშება...
ალალს ექსპერიმენტალურად ვუძახი ხელზე.ყოველდღე დღეში ერთხელ ვაჭმევ და ჭმევამდე 4-ჯერ ვუძახი ხელზე:აქედან ორჯერ რომ ვუძახი მხედავს, 2 ჯერ კი მარტო ხმაზე მომყავს.ეს მართალია დახურულ სივრცეში ხდება და გარეთ რას იზამს არც ვიცი.ჯერ არ მცალია რომ ნორმალურად მივხედო.ის კი არადა კვების რეჟიმიც ძალიან დარღვეული აქვს,მაგრამ მე მგონი მეც მოვიცლი და ორივეს გვეშველება
ალალი გვხვდება ევროპაში, აზიაში, გარდა უკიდურესი ჩრდილო ნაწილისა, აფრიკაში.
საქართველოს ფარგლებში ალალი მოიპოვება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 3500 მ.მდე.
ბინადრობს ალალი ტყეში (გარდა უღრანისა), ტყე-სტეპში, კულტურულ ლანდშაუტებში, ბუჩქნარებში, მთიან ადგილებში. საბინადროდ არ ერიდება ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს ბუჩქზე, ხშირად კუნელზე, ხეზე, ხის ფუღუროში, ზოგჯერ კლდის ნაპრალში ან ხრამის სანაპიროზე, შენობათა ნანგრევებში. აპრილის დამლევს დებს 3-8 კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. მამალი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ბარტყების გამოკვებაში: მას მოაქვს ნანადირევი, რომელსაც აწვდის დედალს, ხოლო ეს უკანასკნელი უნაწილებს თავის ბარტყებს. ნადირობს ძირითადად თაგვისებურ მღრღნელებზე. რომელთა დიდი რაოდენობით განადგურებით სახალხო მეურნეობისათვის საგრძნობი სარგებლობა მოაქვს. გარდა ამისა, ალალი თავს ესხმის მცირე ზომის ფრინველებსაც: ტოროლას, შაშვს, ნიბლიას, გრატას, ბეღურას, მწყერს და სხვ.
ცნობილია ალალის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ალალი ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
თქვენ კარგად გესმით ეს საქმე და რა მაინტერესებს არსებობს შანსი რო დაგეშილი ფრინველი გაგექცეს? რატო შეიძლება გაგექცეს და თუ არის საშუალება რომ ისე დაგეშო(90-95%) დარწმუნებული იყო რო არ გაგექცევა The Mauler
Gi0rGi, როცა ფრინველი ბარტყობიდან გყავს გაზრდილი, ის ყოველთვის უფრო ერთგულია, ხოლო დაჭერილი ფრინველი ყოველთვის ეჭვის თვალით გიყურებს და გაქცევასაც მეტად ცდილობს. ბარტყობიდან გაზრდილი ფრინველის გაქცევის ალბათობა მცირეა, მაგრამ გაქცევასაც ვერ დავარქმევ მაგას ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვითყვით დაკარგვას, რადგან გაქცევას ის მტაცებელი ცდილობს, რომელიც გიფრთხის და ბარტყობიდან გაზრდილი არასდროს იქნება დამფრთხალი თუ რათქმაუნდა სწორად წვრთნის ბაზიერი მას. ისე კი ბოლომდე დარწმუნებული ვერაფერში იქნები, რაიცი მტაცებელია მაინც და რა დროს რა წამოუვლის ვერ გაიგებ მაინც bazieri.ge
tyupi008, თავდასხმის მცდელობა აქვს ფრინველს? რო დაუფიქრდე ისე ახლოსაა სახესთან მაგარი საშიშია მაგრამ ამაზე არც თემა არის რამე და არაფერი.( ალბათ არ არის საშიში ) The Mauler
საშიში არაა,მაგრამ მთლად მოურიდებლობაც არ შეიძლება, პატარა ბავშვებს უნდა მოარიდო ფრინველი. ქორი მგონი ყველაზე აპასნია მაგ საკითხში. აი კირკიტა და მიმინო კი საერთოდ არაა საშიში. ნუ ჩემი მცირე გამოცდილებით ეგრეა bazieri.ge
tyupi008, თეორიის შესწავლას დაგეშვასა და მოვლაზე უფრო დაწვრილებით შევუდგები არც მე მინდა ნაღდად რო ფრინველი ვინმეს გამოვართვა და ვერ მოვუარო (აწი პირადში მოგწერ ხოლმე მადლობა დიდი) The Mauler
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!