ბაზიერობის გავრცელების ადგილები საქართველოში
| |
Admin | დრო: კვირა, 20.11.2011, 00:48:27 | შეტყობინება # 1 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ თემაში დავწეროთ საქართველოს თუ რომელ ქალაქში ან სოფელში არის განვითარებული ბაზიერობა. დავწეროთ ისეთი ადგილებიც სადაც თუნდაც ერთი ბაზიერი მაინც არის.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
Admin | დრო: კვირა, 20.11.2011, 00:52:18 | შეტყობინება # 2 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რეგიონების მიხედვით ბაზიერობის განვითარება ასეთია: აჭარა, გურია, სამეგრელო, ქართლი (თბილისი), იმერეთი (ქუთაისი)
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
Admin | დრო: კვირა, 20.11.2011, 00:54:23 | შეტყობინება # 3 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგად არის განვითარებული მარტვილის რ-ნი სოფელი ბანძაში. ბაზიერები არიან ასევე თბილისში და ქუთაისში.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
Admin | დრო: კვირა, 20.11.2011, 00:59:08 | შეტყობინება # 4 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თუ ვინმემ რამე იცით შეგიძლიათ გააგრძელოთ
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
ENUQICHI | დრო: კვირა, 20.11.2011, 13:38:37 | შეტყობინება # 5 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგი იქნებოდა ქუთაისელი ბაზიერები თუ დარეგისტრირდებოდნენ ამ საიტზე უკლებლივ სუყველა თავიანთი ფოტოებით და კოორდინატებით რადგანაც ერთმანეთს შევეხმიანებოდით,მივეხმარებოდით და გამოცდილებასაც გაუზიარებდით. მე კონკრეტულად ქუთაისშიშემიძლია ვთქვა რომ არის დაახლოებით 15 კაცამდე ვინც იცის ეს საქმე და ყავს მტაცებელი ფრინველი,ძირითადად მიმინო და ქორი. საფიჩხიაზე ორ მათგანზე გამიგია ერთს ვიცნობ შენახვედრი ვარ რამოდენიმეჯერ, ავტოქარხანაში გია და მამუკა მოღვაწეობს, მე კი იცით დამწყები ვარ..ესეც 5 კაცი სულ..დანარჩენებიც მეგულებიან ასაკოვანი ადამიანები ძირითადად,შემდეგში ბაზიერი ჯის ქუთაისელი წევრების თემაში დავდებ მათ სახელებს და გვარებს აუცილებლად გავიცნობ,აქ დარეგისტრირებაზე მოუწოდებ და რათქმაუნდა ხელს შეუწყობ ამ ძირძველი ტრადიციის განვითარებას ჩემს ქალაქში. თუ Gia იცი მათი ვინაობა კარგი იქნება თუ დაწერ აქ. ქუთაიში არის ფრინველეობით დაკავებული ზურიკო იმედაძე, რომელთანაც მოყავთ ფრინველები როდესაც რამე ჭირდებათ რადგანაც არ არსებობს კლინიკა სადაც უწამლებს ვინმე და არც არაინ არაფერი იცის. ერთხელაც დამიკავშირდა ეს კაცი იცოდა რომ რაღაც მტაცებლებზე გამეგება და მეც მივედი, სადაც იყვნენ ბიჭები რომლებსაც აინტერესებდათ დაჭერილი ფრინველი რა იყო და რა უნდა ეჭმიათ..რათქმაუნდა მე წამოვიყვანე ქორი იყო ნარდი დედალი ძალიან ლამაზი და გრანდიოზა როცა გვეცოდინება ჩვენს რეგიონში ბაზიერებს ერთმანეთი აღარაფერი გაგვიჭირდება, მე მაგალითად მზად ვარ დავეხმარო ყველას რაც ვიცი და რაც არ ვიცი ვიცნობ ისეთ ადამიანებს რომლებსაც შევეკითხებით. ჩემს უბანში დავაინტერესე ბევრი და ბუდობაზე აპირებენ აყვანას..აქაც დარეგისტრირდე ძალიან ბევრი სხვათაშორის იმის მერე რაც ჩემი ფრინველი სტადიონზე აკეთებდა
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 20.11.2011, 13:41:50 | შეტყობინება # 6 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Gia, კახეთში არ არის ბაზიერობა განვითარებული? ისტორიულად თუა რამეცნობილი კახეთსი ბაზიერობაზე?
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
ENUQICHI | დრო: კვირა, 20.11.2011, 13:53:07 | შეტყობინება # 7 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| fshavelo, კახეთში როგორ არ არის, თანაც უმეტესობას ვისაც ჩიტები ყავთ სულ შევარდნებს იჭერენ და მერე უშვებენ რათა მომრავლდნენ,არის რამოდენიმე წყვილი აბორიგენი შევარდენი კახეთში და მშვენივრად გრძნობენ თავს,ტერიტორიებიც საკმაოდ აქვთ და კლიმატიც ზედგამოჭრილი
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
Admin | დრო: კვირა, 20.11.2011, 15:23:28 | შეტყობინება # 8 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (fshavelo) Gia, კახეთში არ არის ბაზიერობა განვითარებული? ისტორიულად თუა რამეცნობილი კახეთსი ბაზიერობაზე? კახელი ბაზიერი არ გამიგია. ამ თემის მიზანიც ეს არის რომ თუ ვინმემ იცის,ან უნახავს რომელიმე რეგიონზე და კონკრეტულ ადგილზე და პიროვნებაზე დაწეროს. სავარაუდო ამბები არ გვინდა.მხოლოდ ზუსტი ცნობა
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 20.11.2011, 15:37:37 | შეტყობინება # 9 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Gia,ხო არც მე გამიგია და იმიტომ დავინტერესდი
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
ENUQICHI | დრო: კვირა, 20.11.2011, 20:41:56 | შეტყობინება # 10 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვიდეო დევს სადღაც აქ სადაც კახეთში მამა-შვილი წვრთვნის შევარდენს აშკარად კახელები არიან და ამ თემაზე მქონდა საუბარი ერთ-ერთ ბაზიერთან რომელმაც მიამბო იმის შესახებ რაც დავწერე "კახურ შავარდნებზე". ვიპოვი იმ ვიდეოს და აუცილებლად დავდებ
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 20.11.2011, 20:56:17 | შეტყობინება # 11 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| და ისტორიიდან მე რამდენადაც ვიცი ბაზიერობა გურია აჭარა სამეგრელო აფხაზეთისთვის იყო დამახასიათებელი+ლაზეთ-ჭანეთი და კახეთზე გაგიგიათ რამე? მე მანდაური ვარ, კერძოდ ქიზიყელი და მაინტერესებს
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
ENUQICHI | დრო: ორშაბათი, 21.11.2011, 13:23:29 | შეტყობინება # 12 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ისტორიულად ლიტერატურაში (რობაქიძე,ჩოგოვაძე) არ შემხვედრია ნაღდად კახეთზე, ბანძა მარტვილის რაიონი საიდანაც მე და ადმინის გვარია ნაღდად ვიცი რომ მისდევენ ჩვენი წინაპრებიდან მოყოლილი და კახეთში იმდენი თავადი იყო დავიჯერო არ ეყოლებოდათ მითუმეტეს რამდენი თათარი იყო ოლო საუკუნეში შესაძლოა სონღულ-გავაზითაც კი ნადირობდნენ..მე რაც ვთქვი უახლეს ამბები გავიგე და გითხარით..შევეკითხები მაგაზე ხალხს გავიგებ და შენ თუ დაგაინტერესებს fshavelo რამდენი ადამიანი აქ სუყველა მოგეხმარება ამ საქმეში თუ გადაწყვიტავ და დრო თუ გაქვს თუარა ამას მოუცლელი კაცი ვერ გაქაჩავს შანსი არაა დამატებულია (21.11.2011, 12:23:29) --------------------------------------------- ხოოო კახეთში ორი ბაზიერის ვინაობას გავიგებ მამალი შავარდენი ყავთ და ქორიც, დედალი ბუდიდან გადმოუვარდათო და მალე დეტალებსაც დავადგენ მათი სახელებით და გვარებით..თქვენ გააქტიურდით დაწერეთ რაც იცით და შემდეგ კამათში და მსჯელობაში იბადება ჭეშმარიტება თემაც წინ წაიწევს..ფოთში ვიცით და ვიცნობთ ახალგაზრდებს უფრო სადაც კიდევ არიან გამოცდილი ბაზიერები რომლებზეც ჩვენი საიტელები დაწერენ, იქნებ გურიაზე დაწეროთ და ასე გაუყვეთ ამომწურავად რადგანაც ხშირად ისეთებს უვარდებათ ხელში მტაცებელი ფრინველის აერთოდ არაფერი რომ არ იციან მაგალითად მე თავის დროზე კარგი დედალი ქორი რომლისნაირზეც ოცნებობენ ბაზიერები, რომ არა ინტერნეტ ძალისხმევა და შემდეგ გია გიგა ბადრი პარკაული წიწკანა ვერაფერსაც გავხდებოდი..ვთქვათ ინტერნეტი არ მომაფიქრდა ხო ტყუილად დაიკარგებოდა ეს ბარტყი რადგანაც აქ არავინ ვიცოდი ქალაქში და ვისაც ვეკითხებოდი არც არავინ არაფერი იცოდა.ამიტომაც არის საჭირო ყველგან ვიცოდეთ ბაზიერების შესახებ რათა აღორძინდეს ძველი ტრადიცია. რა ჯობია ტელფონით და ინტერნეტით ახსნილი თუ შენს მახლობლად როცა გადახვალ კაცთან რომელმაც იცის ამ ამბავში ყველაფერი და მოგეხმარება?!
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
robe | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 00:21:57 | შეტყობინება # 13 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გურიაში ბაზიერობა არის ჩოხატაურში,შუხუთი,ნიგოითი, ლანჩხუთი,ოზურგეთი.მე წარმოშობით ლანჩხუთელი ვარ და რაც ჩემ რაიონს შეეხება ჩვენს მთებში დაწყებული სოფ.ჯუმათიდან დამთავრებული ჩოხატაურის მთებით ყველა მთაცებელ ფრინველს აქვს გადასაფრენი ტრასები რა თქმა უნდა მეტნაკლებად.ეს რაც შეეხება მთებს,ხოლო შემდეგ მოდის ზგვის სანაპირო>სუპსა გრიგოლეთი.მე ძირითადად მთაში ვიჭერ,აგარაკის მთებში,მაგრამ წელს ფრინველმა შეიცვალა გზა და მთელი ფრინველი მიაწვა შუხუთის მთებს,ეს რასაც მე ვხედავდი მთიდან. ეს არის ის ადგილები სადაც მე ვდგები ხოლმე.მე არ მიყვარს სანაპიროზე დაჭერილი ფრინველი,მთის უფრო ძლიერია....ჯერ ეს იყოს დანარჩენს მერე დავწერ.ეს დილის პეიზაჟია,სოფელი ნისლშია
შეტყობინება დაამუშავა robe - პარასკევი, 25.11.2011, 01:29:00 |
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 00:29:18 | შეტყობინება # 14 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| robe, ჩოხატაურელი მყავს დედა და ბიძაჩემიც ბაზიერია , მაქეთ ძალიან პოპულარულია
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
robe | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 01:25:49 | შეტყობინება # 15 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კი ჩოხატაურში ეს საქმე მაგრად ტრადიციულია.თითქმის ყველა მეორე ოჯახი ბაზიერია,ჩემს რაიონში სულ ოთხნი დავრჩით მე , ჩემი ძმა,ძმიშვილი და მეზობელი. 80 იანი წლების ბოლოს ვიყავით 11,მე მაშინ ბავშვი ვიყავი, ისინი ეხლა ცოცხლები აგარ არიან,სხვათა შორის იმათგან ერთერთი იყო ვალოდი წულაძე. მსახიობი იყო.მას გადაგებული აქვს დოკ.ფილმი როგორ იჭერს ჯერ მიმინოს და მერე როგორ ნადირობს მწყერს.ეს ხდება ადრე კომუნისტების დროს
შეტყობინება დაამუშავა robe - პარასკევი, 25.11.2011, 01:33:12 |
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 01:40:32 | შეტყობინება # 16 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| robe, მოიპოვება დღესდღეობით ეგ ფილმი სადმე?
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
robe | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 01:44:25 | შეტყობინება # 17 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| არ ვიცი ვერ გეტყვი ,მე მხოლოდ ორჯერ მაქვს ნანახი ისიც ძალიან ადრე. თუ სადმე ვნახე რა თქმა უნდა დავდებ.ეს ალბათ პირველი არხის არქივში იქნება
შეტყობინება დაამუშავა robe - პარასკევი, 25.11.2011, 01:46:22 |
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 01:53:30 | შეტყობინება # 18 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| robe, ძალიან დაგვავალებ
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
WIWKAN@ | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 02:56:09 | შეტყობინება # 19 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| robe, მეც ძალიან გამიხარდება,და მე კი არ ამგონი ყველას მართლაც....
ც.ჩინჩალაძე
|
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 03:00:14 | შეტყობინება # 20 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| WIWKAN@, კი მართლა ძალიან კარგი სიახლე იქნება, თან შევინახავთ და არ დავკარგავთ ძველ ფილმსაც
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 16:44:07 | შეტყობინება # 21 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (robe) კი ჩოხატაურში ეს საქმე მაგრად ტრადიციულია.თითქმის ყველა მეორე ოჯახი ბაზიერია,ჩემს რაიონში სულ ოთხნი დავრჩით მე , ჩემი ძმა,ძმიშვილი და მეზობელი. 80 იანი წლების ბოლოს ვიყავით 11,მე მაშინ ბავშვი ვიყავი, ისინი ეხლა ცოცხლები აგარ არიან,სხვათა შორის იმათგან ერთერთი იყო ვალოდი წულაძე. მსახიობი იყო.მას გადაგებული აქვს დოკ.ფილმი როგორ იჭერს ჯერ მიმინოს და მერე როგორ ნადირობს მწყერს.ეს ხდება ადრე კომუნისტების დროს
სათაური ხომ არ გახსოვთ შემთხვევით?
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 16:48:03 | შეტყობინება # 22 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| WIWKAN@, ცოტნე გურიაში რომელ სოფელში იყავი სტუმრად შარშან?
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 16:53:22 | შეტყობინება # 23 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (robe) გურიაში ბაზიერობა არის ჩოხატაურში,შუხუთი,ნიგოითი, ლანჩხუთი,ოზურგეთი.მე წარმოშობით ლანჩხუთელი ვარ და რაც ჩემ რაიონს შეეხება ჩვენს მთებში დაწყებული სოფ.ჯუმათიდან დამთავრებული ჩოხატაურის მთებით ყველა მთაცებელ ფრინველს აქვს გადასაფრენი ტრასები რა თქმა უნდა მეტნაკლებად.ეს რაც შეეხება მთებს,ხოლო შემდეგ მოდის ზგვის სანაპირო>სუპსა გრიგოლეთი.მე ძირითადად მთაში ვიჭერ,აგარაკის მთებში,მაგრამ წელს ფრინველმა შეიცვალა გზა და მთელი ფრინველი მიაწვა შუხუთის მთებს,ეს რასაც მე ვხედავდი მთიდან იქნებ დაგვიკონკრეტო, ესე იგი ბაზიერები ლანხუთის რაიონიდან: სოფლები შუხუთი,ნიგოითი და თვითონ ლანჩხუთი ხომ?
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
Admin | დრო: პარასკევი, 25.11.2011, 17:04:49 | შეტყობინება # 24 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ფოთში მიახლოებით რამდენი ბაზიერიცაა იმედია კონკრეტულად ფოთელები დაწერენ,არც ისე ბევრნია არიან
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
robe | დრო: კვირა, 27.11.2011, 01:23:29 | შეტყობინება # 25 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კი ,ლანჩხუთში ეს ადგილებია საიდანაც იყვნენ ბაზიერები ;შუხუთში აგარავინ არ დარჩა, ნიგოითში იყო ერთი ადამიანი მაგრამ დიდი ხანია მისგან არაფერი არ მესმის ,ლანჩხუთში კი ჩემი ოჯახის წევრები და ერთი მეზობელი უბნიდან დამატებულია (27.11.2011, 00:23:29) --------------------------------------------- რაც შეეხება ფილმის სათაურს ნამდვილად არ მახსოვს
|
|
| |
Admin | დრო: კვირა, 27.11.2011, 23:14:15 | შეტყობინება # 26 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აი კინოს არსებობას მივაგენი და თუ თვითონ კინოს მივაგენი დავამატებ.მეტი გამოხმაურება ამ თემაში ამ საკითხს არ უნდა.თუ ნახეთ ის ფილმი შეგიძლიათ დადოთ.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
|
|
| |
ნუტრია | დრო: კვირა, 08.01.2017, 11:38:35 | შეტყობინება # 27 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე წყალტუბელი ვარ და სწავლა მინდა ბაზიერობის
გ გ
|
|
| |
dudu-duda | დრო: ორშაბათი, 12.03.2018, 19:43:32 | შეტყობინება # 28 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნუტრია, წყალტუბოელი ბაზიერი ნამდვილად არ გამიგია და მგონი პირველი იქნები შენ
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|