02:18:30
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
საქართველოს ბაზიერები მსოფლიო არენაზე
Adminდრო: კვირა, 01.11.2009, 14:03:25 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


























 
Adminდრო: კვირა, 01.11.2009, 14:10:25 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინც მსურველი იქნება შეუძლია აქვე ამ თემაშივე აკრიბოს რომელიმე ნაწილი.შემდგომ გადავიტან სტატიებში
 
WIWKAN@დრო: კვირა, 01.11.2009, 14:21:50 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო ,ე გადავიკითხავ და რომელიმეს ავარჩევ და ვორდით დვწერ... 23
 
Adminდრო: კვირა, 01.11.2009, 14:25:02 | შეტყობინება # 4
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც გინდა,თუ გინდა აქვე ფორუმში აკრიბე,დაწერილი უკვე რედაქტირება,კოპირება გადატანას ექვემდებარება
 
lashaდრო: კვირა, 01.11.2009, 15:09:57 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველამ წინასწარ გაგვაგებინოს რის დაწერას დააპირებს , რომ ერთი დაიგივე არ ვწეროთ
 
WIWKAN@დრო: პარასკევი, 06.11.2009, 11:43:21 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინ სურათი გადაუღე ყდა ს რა მაინტერესებს ძალიან..... 23
 
lashaდრო: პარასკევი, 06.11.2009, 12:10:50 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (WIWKAN@)
ადმინ სურათი გადაუღე ყდა ს რა მაინტერესებს ძალიან.....

AllSmail133

 
matequrdadzeდრო: პარასკევი, 06.11.2009, 12:14:09 | შეტყობინება # 8
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ყოჩაღ სურათებს ამოვიღებ
 
WIWKAN@დრო: პარასკევი, 06.11.2009, 13:05:26 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაშა მაგარი ადამიანი ხარ ძალიან..... 23_30_126 72k
 
lashaდრო: პარასკევი, 06.11.2009, 22:57:09 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წინათქმა

მკითხველთა სამჯავროზე გამოტანილი ეს ნაშრომი ,,საქართველოს ბაზიერები მსოფლიო არენაზე'',ერთ-ერთი პირველი ცდაა - ფართო საზოგადოებას გააცნოს ბაზიერობა-ნადირობის ეს უძველესი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძალზე პოპულარული სახეობა. მოგეხსენებათ, რომ ბაზიერობა დამჭერ ფრინველებით ნადირობას ნიშნავს და მისი დასაბამი მრავალ საუკუნეთა წიაღში უნდა ვეძიოთ.
საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, იგი უფრო მეფეთა და დიდებულთა გატაცება იყო. ჩვენში, დამჭერი ფრინველებით ნადირობა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში (აჭარა, აფხაზეთი, გურია, იმერეთი) გამოირჩეოდა პოპულარობით, სადაც ძირითადად მიმინოთი ნადირობდნენ. ეს განპირობებული იყო იმითაც , რომ მიმოფრენის დროს აქ უამრავი მწყერი იყრის თავს. მიმინოს (მემწყერიას) გარდა, აქ იყენებენ ქორს, ალალს, მარჯანს და სხვა მტაცებელ ფრინველს. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად შავარდნით, გავაზით და ქორიტ#თ ნადირობა იყო დამკვიდრებული. საამისო ფრინველები იყო: ხოხობი, ქედანი, გნოლი, გვრიტი და სხვა. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში დამჭერი ფრინველებით ნადირობა აიკრძალა როგორც წარჩინებულთა გასართობი სპორტის სახეობა და მხოლოდ 1967 წელს, ,,მონკავშირის" ღვაწლმოსილი მუშაკის, ამ საქმის დიდი ენტუზიასტის პაჭუ ჟორდანიას ძალისხმევით, საქართველოში იგი ოფიციალურად იქნა აღიარებული, როგორც სპორტული ნადირობის ერთ-ერთი სახეობა.სწორად ამ პერიოდიდან იწყება მისი აღდგენაც.
საქართველოში მონადირეთა და მეთევზეტა კლუბების ასოციაციის ბაზიერებს, უკვე 25 წელზე მეტია სათავეში უდგას ბრწყინვალე მამულიშვილი, ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, საქართველოს საპატიო მონადირე,წინამდებარე ნაშრომის ავტორი ბატონი გივი ჩოგოვაძე. სწორად მისი ავტორიტეტისა და პირადი ძალისხმევის შედეგია, ის რომ საქართველო ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის წევრია - ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის , ჩეხეთის , ინოდეთის, პორტუგალიისა და სხვა სახელმწიფოთა გვერდით, მაშინ, როდესაც რამდენიმე წარდგინების მიუხედავად , აღნიშნული ასოციაციის წევრები ვერ გახდნენ რუსეთი, უკრაინა, ყირგიზეთი და დსთ-ს სხვა სახელმწიფოები. სწორედ ბატონი გივის მონდომებისა და შრომის შედეგია ის, რომ მის მშობლიურ ქალაქ ბათუმში, მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში, გაიხსნა ბაზიერთა კუთხე,რომლის ანალოგიც არცთუ ისე მრავლად არის მსოფლიოს სხვა მუზეუმებში. ფასდაუდებელია ბატონი გივის დამსახურება დამჭერი ფრინველებით ნადირობის შეჯიბრების დებულების სრულყოფის საქმეშიც. მი მიერ შეტანილი ცვლილებების წყალობით (წამზომის გამოყენება, Fრინველის ფერის მიხედვით შეფასების აკრძალვა და სხვა) პრიზიორთა გამოვლენა და შეფასება გაცილებით ობიექტური და სრულფასოვანი გახდა. ასევე აღსანიშნია ბატონი გივი ჩოგოვაძის ინიციატივით მოწყობილი ორნითოლოგთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელიც სწორად ბათუმში ჩატარდა 1967 წელს და რომელმაც, საფუძველი ჩაუყარა ბაზიერთა ურთიერთთანამშრომლობისა და სამონადირეო სპორტს ამ საინტერესო სახეობის შემდგომი სრულყოფის და განვითარების საქმეს.
ბატონი გივი ჩოგოვაძის უსაზღვრო სიყვარულს ბაზიერობისადმი ფაქთიც მოწმობს. ამ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს II-ს ბაზიერთა საქმიანობა ,,სასტიკ სპორტად" მოუხსენებია. ბატონი გივი აღაშფოთა გვირგვინოსნის ამ განცხადებამ და, როგორც ბაზიერთა ასოციაციის წევრმა და საქართველოს ბაზიერტა საზოგადოების პრეზიდენტმა, საპროტესტო წერილი გაუგზავნა ესპანეთის მეფეს, სადაც მოკლედ იყო აღწერილი დამწერ ფრინველთა ნადირობის ისტორია და ბაზიერთა სათუთ დამოკიდებულება ბუნებისადმი. ამავე დროს წერილში აღნიშნული იყო, რომ კორიდოს მაგვარი სისხლიანი შოუ არ უნდა არსებობდეს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს II-მ წერილის პასუხი გამოუგზავნა ბატონ გივის, სადაც მადლობას უხდიდა მას შენიშვნისტვის და ჰპირდებოდა, რომ აუცილებლად გადახედავდა თავის პოზიციებს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.
როგორც ადრე მოგახსენეთ , წინამდებარე ნაშრომი, ერთ-ერთი პირველია საქართველოში საბაზიერო ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოცემებიდან და, რასაკვირველია, არ არის დაზღვეული ნაკლოვანებებისგან. დაზუსტებას მოითხოვს მასში მოცემული ზოგიერთი თარიღი, რიგ შემთხვევაში, წლების მიხედვით, უცნობია პრიზიორთა გვარები, ბევრგან არ არის მითითებული მათი სახელები. განსაკუთრებით სუსტადაა გაშუქებული ბაზიერი ქალების მოღვაწეობა. ჩვენი აზრით, ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ უხუცესმა ბაზიერებმა და საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა რაიონული კლუბების ბაზიერთა სექციებმა, რომელთა ღვიძლი და სავალდებულო მოვალეობაცაა სამონადირეო სპორტის ამ უძველესი სახეობის აღორძინება და შემდგომი განვითარება.

რ.ჭიჭინაძე
საქართველოს ასოციაცია
,,მონკავშირის" პრეზიდენტი

 
Adminდრო: პარასკევი, 06.11.2009, 23:02:51 | შეტყობინება # 11
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
39 39 166 166
 
lashaდრო: შაბათი, 07.11.2009, 11:01:15 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ავტორისაგან

ბოლო პერიოდში ქართველი ბაზიერების მოღვაწეობით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან უცხო ქვეყნების ბაზიერები. ამაზე მეტყველებს უამრავი წერილი, რომლებიც ჩვენთან მოდის,გვიგზავნიან ბაზიერთა მოღვაწეობისადმი მიძღვნილ თავიანთ ჟურნალ-გაზეთებს და ჩვენც გვთხოვენ სამაგიერო გავუგზავნოთ, მაგრამ საუბედუროდ, ჯერჯერობით, ისეთი, რამ, რაც გასაგზავნად გამოდგება, არ გაგვაჩნია, ამიტომ შევეცადე ეს ხარვეზი ნაწილობრივ მაინც შემევსო.
აღნიშნული გამოცემა დაზღვეული არ არის შეცდომებისა და ნაკლოვანებებისაგან, მაგალითად, მასში არ არის მოცემული სრული სია იმ უხუცესი ბაზიერებისა, რომლებმაც ააღოძინესსაბაზიერო სპორტი თავიანთ რაიონებში. ძალიან მწირე ცნობებია, აგრეთვე ,ქალი ბაზიერების შესახებ.აქვე დავძენ, რომ ავსტრიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა მონიკა რიხტერმა, რომელიც მუშაობს მონოგრაფიაზე ქალი ბაზიერების შესახებ , გვთხოვა გავუგზავნოთ შესაბამისი მონაცემები, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი მასალები ძალიან ცოტა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიმრავლად იყვნენ ამ სპორტის მიმდევარი ქალბატონები.
საქართველოში მამაკაცი ბაზიერის უახლოესი თანაშემწე ყოველთვის იყო მისი მეუღლე. თუ მიმინოს დაგეშვაში ქალი ღებულობდა მონაწილეობას, მაშინ იგი ყოველთვის სჯობდა მამაკაცის დაგეშილს. გლეხი ყანაში მუშაობდა, მეუღლე ნაშუადღევს ქმარს საგზალთან ერთად მიუყვანდ მიმინოსაც, ეს უკანასკნელი კი ნადირობდა მისი მეშვეობით, იჭერდა ოჯახისთვის საჭირო რაოდენობით მწყერს. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ აზრს, თითქოს ბაზიერობა მხოლოდ პრივილეგირებული კლასის გართობის საგანი იყო, არასწორია. მართალია დიდგვაროვანთა კარზე ხშირად ჰყავდათ შავარდენი, ქორი ან მიმინო და ხშირ შემთხვევაში ისინი იმყოფებოდნენ ქალბატონების პატრონობის ქვეშ, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ბაზიერობა დიდგვაროვანთა გასართობია. საქართველოში იგი ყოველთვის სახალხო სახეობის სპორტი იყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია დამჭერი ფრინველთა სექციის თავჯდომარეებმა ადგილზევე ,,მონკავშირის" თავმჯდომარეების დახმარებით, შეაგროვონ მონაცემები თავიანთ რაიონებში მოღვაწე მამაკაცი და ქალი ბაზიერების შესახებ, რათა მათი სახელები მსოფლიო არენაზე გავიდეს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დიდი მუშაობა იქნა ჩატარებული ბაზიერტა შეჯიიბრების დებულების შემუშავებისთვის. ჩემი ინიციატივით იქნა. შემოღებული წამზომის გამოყენება ფრინველის საველე შეჯიბრების დროს, რითაც აღმოიფხვრა დავა ბაზიერებს შორის. საგულისხმოა, რომ საზღვარგარეთ ეწყობა ბაზიერთა პაექრობა. ისინი სამი დღის განმავლობაში ნადირობენ და ვინც მეტ ფრინველს მოიპოვებს მას, აღიარებენ გამარჯვებულად, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევს. ხშირია შემთხვევები როცა ბაზიერი გამოცდილია, ჰყავს შესანიშნავად დაგეშილი შავარდენი ან სხვა რომელიმე დამჭერი ფრინველი, მოკლედ რომ ვთქვათ, მიჩნეულია ფავორიტად, მაგრამ ნადირობისას არ აუფრინდება ხოხობი, ე.ი. ბედი არ სწყალობს. ჩვენი შეჯიბრების დებულება ამ მხრივ სრულყოფილია, აქ ყოველგვარი უბედობა გამორიცხულია, თუ დამჭერი ფრინველი კარგი დაგეშილი და ნავარჯიშებია სწორედ ის გაიმარჯვებს. გვინდა ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციას შევთავაზოთ შეჯიბრებების ჩატარება ჩვენი დებულების მიხედვით, თუ დაგვეთანხმებიან მაშინ , ალბათ , გაიმართება ბაზიერთა მსოფლიო ასპარეზობა და მასში ქართველი ბაზიერებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან.
ვსარგებლობ შემთხვევით და აქვე მინდა უდიდესი მადლიერების გრძნობა გამოვხატო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ბატონი ასლან აბაშიძის მიმართ, რომლის თანადგომითაც გახდა შესაძლებელი აღნიშნული წიგნის გამოცემა.
ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს ასოციაცია ,,მონკავშირის" პრეზიდენტს ბატონ რევაზ ჭიჭინაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს აპარატის მუშაკს ბატონ ა.მიქელთაძეს, ბაზიერთა საქმიანობაში გაწეული დაზმარებისა და თანადგომისათვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, წინამდებარე ნაშრომს არ აქვს არავითარი პრეტენზია სრულყოფილებაზე, ამიტომაც სიამოვნებით მივიღებ ყველა შენიშვნას და წინადადებას, რომელსაც შემდგომში გავითვალისწინებ.

 
WIWKAN@დრო: შაბათი, 07.11.2009, 13:53:04 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დებილი9 ვარ.... 17 აქამდე უნდა დამედო მაგრამ არაუშავრს.....

დამატებულია (07.11.2009, 12:53:04)
---------------------------------------------
წინამდებარე წიგნში მოთხრობილია საქართველოში დამჭერი ფრინველებით ნადირობის შესახებ.იგი განკუთვნილია როგორც ბაზიერთათვის ისე მკითხველთა ფართო წრისათვის.

რედაქტორი-რევაზ ჟორდანია,პროფესორი
რეცენზენტი-რევაზ ჭიჭინაძე,
საქართვლოს ასოციაცია
”მონკავშირის”პრეზიდენტი

ს.ს ”გამომცემლობა აჭარა” _2001

წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ბაზიერის,საბაზიერო სპორტის დამაარსებლის,პაჭუ ჟორდანიას ხსოვნას

წინათქმა

მკითხველთა სამსჯავროზე გამოტანილი ეს ნაშრომი ”საქართველოს ბაზიერები მსოფლიოს არენაზე”,ერთ-ერთი პირველი ცდაა -ფართო საზოგადოებას გააცნოს ბაზიერობა-ნადირობის ეს უძველესი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძალზე პოპულარული სახეობა.მოგეხსენებათ,რომ ბაზიერობა დამჭერ ფრინველებით ნადირობას ნიშნავს და მისი დასაბამი მრავალ საუკუნეთა წიაღში უნდა ვეძიოთ.
საქართველოში,ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,იგი უფრო მეფეთა და დიდებულთა გატაცება იყო ჩვენში,დამჭერი ფრინველებით ნადირობა,განსაკუთრებით,დასავლეთ საქართველოში(აჭარა,აფხაზეთი,გურია,იმერეთი)გამოირჩეოდა პოპულარობით,სადაც ძირითადად მიმინოთი ნადირობდნენ.ეს განპირობებული იყო იმითაც,რომ მიმოფრენის დროს აქ უამრავი მწყერი იყრის თავს.მიმინოს (მემწყერიას) გარდა აქ იყენებდნენ ქორს,ალალს,მარჯანსდა სხვა მტაცებელ ფრინველს.აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად შევარდენით,გავაზით და ქორით ნადირობა იყო დამკვიდრებული.საამისო ფრინველები იყო : ხოხობი,ქედანი,გნოლი,გვრიტი და სხვა.სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდში დამჭერი ფრინველებით ნადირობა აიკრძალა როგორც წარჩინებულთა გასართობი.
სპოორტის სახეობა და მხოლოდ 1967 წელს, ”მონკავშირის” ღვაწლმოსილი მუშაკის,ამ საქმის დიდი ენთუზიასტის პაჭუ ჟორდანიას ძალისხმევით,საქარველოში იგი ოფიციალურად იქნა აღიარებული,როგორც სპორტული ნადირობის ერთ-ერთი სახეობა.სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი აღდგენაც.
საქართველოში მონადირეთა და მეთევზეთა კლუბების ასოციაციის ბაზიერებს,უკვე 25 წელზე მეტია სათავეში უდგას ბრწყინვალე მამულიშვილი,ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის წევრი,საქართველოს საპატიო მონადირე,წინამდებარე ნაშრომის ავტორი ბატონი გიგა ჩოგოვაძე.სწორედ მისი ავტორიტეტისა და პირადი ძალისხმევის შედეგია,ის რომ საქართველო ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის წევრია-ამეერიკის,ავსტრალიის,გერმანიის,საფრაგენთის,ჩეხეთის,ინდოეთის,პორტუგალიის და სხვა სახელმწიფოთა გვერდით,მაშინ,როდესაც რამდენიმე წარდგინების მიუხედავად,აღნიშნულიაასოციაციის წევრები ვერ გახდნენ რუსეთი,უკრაინა,ყირგიზეთი და დსთ-ს სხვა სახელმწიფოები.სწორედ ბატონი გივის მონდომებისა და შრომის შედეგია ის,რომ მის მშობლიურ ქალაქ ბათუმში,მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში,გაიხსნა ბაზიერთა კუთხე,რომლის ანალოგიც არც თუ ისე მრავლად არის მსოფლიოს სხვა მუზეუმებში.ფასდაუდებელია ბატონი გივის დამსახურება დამჭერი ფრინველების ნაირობის შეჯიბრის დებულების სრულყოფის საქმეშიც.მის მიერ შეტანილი ცვლილებების წყალობით (წამზომის გამოყენება,ფრინველის ფერის მიხედვით შეფასების აკრძალვა და სხვა) პრიზიორთა გამოვლენა და შეფასება გაცილებით ობიექტური და სრულფასოვანი გახდა.ასევე აღსანიშნავია ბატონი გივი ღოგოვაძის ინიციატივით მოწყობილი ორნითოლოგთა პირველი საკავშირო სემინარი,რომელიც სწორედ ბათუმში ჩატარდა 1967 წელს და,რომელმაც,საფუძველი ჩაუყარა ბაზიერთა ურთიერთთანამშრომლობისა და სამონადირეო სპორტის ამ საინერესო სახეობის შემდგომი სრულყოფისა და განვითარების საქმეში.
ბატონი გივი ჩოგოვაძის უსაზღვრო სიყვარულს ბაზიერობისადმი ასეთ ფაქტიც მოწმობს.ამ რამდენიმე წლის წინ,ერთ-ერთ ინტერვიუში ,ესპანეთის მეფე ხუან კარლოს 2-ს ბაზიერთა საქმიანობა ”სასტიკ სპორტად”მოუხსენებია.ბატონი გივი აღაშფოთა გვირგვინოსნის ამ განცხადებამ და,როგორც ბაზიერთა მსოფლიოს ასოციაციის წევრმა და საქართველოს ბაზიერთა საზოგადოების პეზიდენტმა , საპროტესტო წერილი გაუგზავნა ესპანეთის მეფეს,სადაც მოკლედ იყო აღწერილი დამჭერ ფრინველთა ნადირობის ისტორია და ბაზიერთა სათუთი დამოკიდებულება ბუნებისადმი.ამავე დროს წერილში აღნიშნული იყო,რომ კორიდის მაგვარი სისხლიანი შოუ არ უნდა არსებობდეს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს,ესპანეთის მეფემ ხუან კარლოს 2-მ წერილის პასუხი გამოუგზავნა ბატონ გივის,სადაც მადლობას უხდიდა მას შენიშვნისთვის და ჰპირდებოდა ,რომ აუცილებლად გადახედავდა თავის პოზიციებს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.
როგორც ადრე მოგახსენეთ,წინამდებარე ნაშრომში,ერთ-ერთი პირველია საქართველოში საბაზიერო ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოცემებიდან და,რასაკვირველია,არ არის დაზღვეული ნაკლოვანებებისგან.დაზუსტებას მოითხოვს მასში მოცემული ზოგიერთი თარიღი,რიგ შემთხვევაში,წლების მიხედით,უცნობია პრიზიორთა გვარები,ბევრგან არ არის მითითებული მათი სახელები.გან-
საკუთრებით სუსტადაა გაშუქებული ბაზიერი ქალების მოღვაწეობა.ჩვენი აზრით,ამ ნაკლოვანებების აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს უხუცესმა ბაზიერებმა და საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა რაიონული კლუბების ბაზიერთა სექციებმა,რომელთა ღვიძლი და სავალდებულო მოვალეობაცაა სამონადირეო სპორტის ამ უძველესი სახეობის აღორძინება და შემდგომში განვითარება.

რ.ჭიჭინაძე
საქართველოს ასოციაცია
”მონკავშირის”პრეზიდენტი

ავტორისაგან

ბოლო პერიოდში ქართველი ბაზიერების მოღვაწეობით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან უცხო ქვეყნების ბაზიერები.ამაზე მეტყველებს უამრავი წერილი,რომლებიც ჩვენთან მოდის,გვიგზავნიან ბაზიერთა მოღვაწეობისადმი მიძღვნილ თავიანთ ჟურნალ-გაზეთებს და ჩვენც გვთხოვენ სამაგიერო გავუგზავნოთ,მაგრამ საუბედუროდ,ჯერჯერობით,ისეთი,რამ,რაც გასაგზავნად გამოდგება,არ გაგვაჩნია,ამიტომ შევეცადე ეს ხარვეზი ნაწილობრივ მაინც შემევსო.
აღნიშნული გამოცემა დაზღვეული არ არის შეცდომებისა და ნაკლოვანებისაგან,მაგალითად,მასში არ არის მოცემული სრული სია იმ უხუცესი ბაზიერებისა,რომლებმაც ააღორძინეს საბაზიერო სპორტი თავიანთ რაიონებში.ძალიან მწირი ცნობებია,აგრეთვე,ქალი ბაზიერების შესახებ.აქვე დავძენ, რომ ავსტრიის უნივერსიტეტის პროფესორმა,ქალბატონმა მონიკა რისტერმა, რომელიცმუშაობს მონოგრაფიაზე ქალი ბაზიერების შესახებ,გვთხოვა გავუგზავნოთ შესაბამისი მონაცემები,მაგრამ სამწუხაროდ,მსგავსი მასალები ძალიან ცოტა გვაქვს,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავლად იყვნენ ამ სპორტის მიმდევარი ქალბატონები.
საქართველოში მამაკაცი ბაზიერის უახლესი თანაშემზე ყოველთვის იყო მისი მეუღლე.თუ მიმინოს დაგეშვაში ქალი ღებულობდა მონაწილეობას,მაშინ იგი ყოველთვის სჯობდა მამაკაცის დაგეშილს.გლეხი ყანაში მუშაობდა,მეუღლე ნაშუადღევს ქმარს საგზალთან ერთად მიუყვანდა მიმინოსაც,ეს უკანასკნელი კი ნადირობდა მისი მეშვეობით,იჭერდა ოჯახისთვის საჭირო რაოდენობით მწყერს.რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ აზრს,თითქმის ბაზიერობა მხოლოდ პრივილეგირებული კლასის საგანი იყო,არასწორია.მართალია დიდგვაროვანთა კარზე ხშირად ჰყავდათ შევარდენი,ქორი ან მიმინო და ხშირ შემთხვევაში ისინი იმყოფებოდნენ ქალბატონების პატრონობის ქვეშ,მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ბაზიერობა მხოლოდ დიდგვაროვანთა გასართობია.საქართველოში იგი ყოველთვის სახალხო სახეობის სპორტი იყო.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია დამჭერ ფრინველთა სექციის
თავჯდომარეებმა ადგილზევე ”მონკავშირის” თავჯდომარეების დახმარებით,შეაგროვონ მონაცემები თავიანთ რაიონებში მოღვაწე მამაკაცი და ქალი ბაზიერების შესახებ,რათა მათი სახელები მსოფლიო არენაზე გავიდეს.
აქვე უნდა ავღნიშნო,რომ დიდი მუშაობა იქნა ჩატარებული ბაზიერთა შეჯიბრების დებულების შემუშავებისთვის ჩემი ინიციატივით იქნა.წამზომის გამოყენება ფრინველის საველე შეჯიბრის დროს,რითაც აღმოიფხრა დავა ბაზიერებს შორის საგულისხმოა,რომ საზღვარგარეთ ეწყობა ბაზიერთა პაექრობა ისინი სამი დღის განმავლობაში ნადირობენ და ვინც მეტ ფრინველს მოიპოვებს მას,აღიარებენ გამარჯვებულად,რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევს ხშირია შემთხვევები როცა ბაზიერი გამოცდილია,ჰყავს შესანიშნავად დაგეშილი შევარდენი ან სხვა რომელიმედამჭერი ფრინველი,მოკლედ რომ ვთქვად,მიჩნეულია ფავორიტად,მაგრამ ნადირობისას არ ამოუფრინდება ხოხობი, ე.ი ბედი არ სწყალობს.ჩვენი შეჯიბრების დებულება ამ მხრივ სრულყოფილია,აქ ყოველგვარი უბედობა გამორიცხულიამთუ დამჭერი ფრინველი კარგი დაგეშილი და ნავარჯიშებია სწორედ ის გაიმარჯვებს.გვინდა ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციას შევთავაზოთ შეჯიბრების ჩატარება ჩვენი დებულების მიხედვით,თუ დაგვეთანხმებიან,მაშინ,ალბათ,გაიმართება ბაზიერთა მსოფლიო ასპარეზობა და მასში ქართველი ბაზიერებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან.
ვსარგებლობ შემთხვევით და აქვე მინდა უდიდესი მადლობის გრძნობა გამოვხატო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ბატონი ასლან აბაშიძის მიმართ,რომლის თანადგომითაც გახდა შესაძლებელი აღნიშნული წიგნის გამოცემა.
ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს ასოციაცია ”მონკავშირის”პრეზიდენტ ბატონ რევაზ ჭიჭინაძეს,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს აპარატის მუშაკს ბატონ ა.მიქელთაძეს,ბაზიერთა საქმიანობაში გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.
როგორც ზემოთ ავღნიშნე,წინამდებარე ნაშრომს არ აქვს არავითარი პრეტენზია სრულყოფილებაზე,ამიტომაც სიამოვნებით მივიღებ ყველა შენიშვნას და წინადადებას,რომელსაც შემდგომში გავითვაისწინებ.

ქორ-შევარდნით ნადირობა საქართველოში

იყო ინდოეთ მეფე აბესალომ,მორჭმული
და განგებიანი,და არა იყო შეჭირვება გულისა
მისსა,ესე იყო წესი მისი,ედგა ასი ავაზა და
ექვსასი ქორი,თეთრი და მწეზარი,ევა სამი ათასი
დიდებული.

მოსე ხონელი”ამირანდარეჯანიანი”

სანამ საქართველოში ქორ შევარდნით ნადირობაზე ვიტყოდეთ რამეს,მანამდე ორიოდე სიტყვით შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსს საბაზიერო ხელოვნების დანიშნულების თაობაზე.
სიტყვა ”ბაზიერი” სპარსული წარმომავლობისაა. ”ბაზი” დამჭერ მტაცებელ ფრინველს ჰქვია.მეცნიერები მიიჩნევენ,რომ საბაზიერო ხელოვნების სამშობლო აზიაა (ინდოეტი,ჩინეთი,მონღოლეთი) და იგი 4000 წელს ითვლის.
იმპერატორ იულიუს კეისრის დროს ბაზიერობამ მიიღო სტრატეგიული მნიშვნელობა.ბაზით (დამჭერი ფრინველით) იჭერდნენ მოწინააღმდეგის საფოსთო მტრედებს.სკანდინავიური ტომები მას იყენებდნენ როგორც საბრძოლო იარაღს.ისინი შავარდენს ისე ავარჯიშებდნენ:დაამზადებდნენ მოწინააღმდეგე მეომრის ფიტულს,თვალებში ჩაუდებდნენ ხორცის პატარა ნაჭერს და მოშიებულ შევარდენს მიუშვებდნენ შესაჭმელად.ფრინველი ისე იგეშებოდა ,რომ როგორც კი გააფრენდნენ ელვის სისწრაფით მიაფრინდებოდა ფიტულს ხორცის შესაჭმელად.ასეთი ხერხით დაგეშილი შევარდენი მზად იყო ომის ველზე გასაშვებად,მტერზე თავდასასხმელად.
დროთა განმავლობაში ევროპის მეფეთა კარზე შეიქმნა ბაზის გამოყენების მკაცრი,იერარქიული სისტემა,რომლის მიხედვით ცალკეული სოციალური კლასის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა ენადირა მისთვის განსაზღვრული სახის ფრინველით.ეს სისტემა დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

იმპერატორი არწივი (agnila nipalensis)
მეფე სონღული (falco rusticolus)
”კრეტეჩი” თეთრი შავარდენი
პრინცი მამალი სონღული ყველაზე დიდი შავარდენი
ჰერცოგი კლდის შავარდენი (falco biarmi cus)
გრაფი ჩვეულებრივი შავარდენი (falco peregrinus)
ჩრდილო აზიური
ბარონი წითელი გავაზი (falco cherryg)
შავარდენი-ბარი (გავაზი)
აზნაური ხმელთაშუაზღვის გავაზი (falco peregrinoides)
ქალი მიმინო (accipiter nisus Linnaeus)
მღვდელი ჩიტქორა,ქორცქვიტა
იომენი (აგატი) ქორი (accipiter gentiles)
გლეხი მამალი ქორი,მიმინო

ამ წესის დამრღვევი ისჯებოდა დაპატიმრებით,უარეს შემთხვევაში კოცონზე დაწვით.იერარქიული საფეხურის მიხედვით ბაზიერთუხუცესი მეოთხე საფეხურზე იდგა მეფის შემდგომ.მისი მიწები თავისუფალი იყო გადასახადებისგან და მეფის სუფრაზე საკუთარი თასისი (ფიალა) მიტანის უფლება ჰქონდა.
ევროპის ქვეყნებში ბაზიერების მფარველად ითვლებოდა წმ.ალბანი.ლეგენდის მიხედვით ალბანმა დაარღვია კანონი და ინადირა განკუთვნილი თეთრი შევარდნიტ,რის შემდეგაც დაიჭირეს და მიუსაჯეს კოცონზე დაწვა.როცა ბოძზე მიკრულს დასასჯელად ამზადებდნენ,თეთრმა შავარდენმა მის თავთან კამარა შეკრა,ეს საღვთო ნიშნად აღიქვეს და შეუნდეს.სიკვდილის შემდეგ ალბანი წმინდანად და ბაზიერთა მფარველად იქნა შერაცხული.
ბაზიერობა აზიაში დიდი სარგებლობდა.ერთ თეთრ შავარდენში (რა თქმა ინდა,კარგად დაგეშილში) არაბული ცხენების რემას ცვლიდნენ.საფრანგეთის ერთ-ერთმა მეფემ აზიაში დატვევებული თავისი შვილი (ჯვაროსნული ლაშქრობის დროს) 12 შავარდენის წყალობით გამოისყიდა.
დამჭერი ფრინველების შესახებ საინტერესო მასალებს გვაწვდის ისტორიკოსი ჰეროდოტე,რომლის მიხედვით,ეგვიპტეში,საკულტო ცხოველის მოკვლისთვის დასჯისას,ასხვავებდნენ განზრახვით და შემთხვევით ჩადენილ მკვლელობებს,რაც შეეხება მიმინოს მკვლელს იგი ყველაფრის განურჩევლად,სიკვდილით ისჯებიდა.
ასურეთში ისევე,როგორც ძველ ეგვიპტეში,ქორ-შავარდენს რელიგიურ წარმოდგენებსა და წეს ჩვეულებებში მნიშვნელვანი ადგილი ეკავა.მტაცებელი ფრინველი,საკუთრივ შავარდენი,ასურეთში წინასწარმეტყველების საშუალებას წარმოადგენდა და საერთოდ სიკეთის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.შავარდენს მიაწერდნენ,აგრეთვე,სქესობრივი უძლურებისაგან განკურნების მაგიურ ძალას.საამისოდ შემუშავებული იყო რეცეპტი,შავარდნის სისხლში ჩანაყული მისივე ფრთები ,შეკაზმული სხვადასხვა მცენარეული თესლითა და მარილით,ან წყალში არეული შავარდნის სისხლი.მიმინოთი ნადირობის ინდურ-ირანული წესების (რომელიც 9 მუხლისგან შედგება), მე-6 მუხლში წერია:
”მიმინოს არ გააკარებენ:ცეცხლს,ძაღლს,ქალს და ბავშვებს.მიმინო უნდა ერიდებოდეს ოთხ რამეს:ცეცხლს,ძაღლს,ქალსა და ბავშვს”.
საინტერესო მასალები დამჭერი ფრინველებით ნადირობის შესახებ,მოიპოვება რუსეთშიც.თავად იგორს მე-12 საულუნეში
დაუარსებია ”სოკოლინი დვორი” (მოსკოვში).აქედან სონღულები და შავარდნები გაჰყავდათ მთელს მსოფლიოში.ფრინველების მომვლელებს ”სოკოლნიკებს”კატეგორიულად ეკრძალებოდათ:თამბაქოს მოწევა,სმა და ბანქოს თამაში,რადგანაც სწამდათ,რომ უწმინდური კაცი ღვთაებრივ ფრინველს არ შეიძლება ეკაროსო.
რუსეთში განსაკუთრებით აყვავდა დამჭერი ფრინველებით ნადირობა მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს.მის კარზე სამი ათასი ფრინველი ჰყავდათ-ძირითადად სონღულები და შავარდნები.სონღული თეთრი ფერის შავარდენია და ძალიან ძვირად ფასობდა.იგი ახლაც ძვირია.არაბეთში ძალიან პოპულარულია ეს ფრინველი და ათეული ათასობით დოლარი ღირს.ამ საქმეს მეფის კარზე ხელმძღვანელობდა ა.ს. პუშკინის დიდი ბაბუა გავრიი პუშკინი.
ბაზებით,ანუ დამჭერი ფრინველებით ნადირობას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ,რაზედაც მეტყველებს მრავალი ისტორიული წყარო,თქმულებები,ლეგენდები.ამის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია მოსე ხონელის ”ამირანდარეჯანიანში” მოყვანილი მასალები.ბევრი მკვლევარი და მოგზაური აღნიშნადვდა დამჭერი ფრინველების პოპულაღობას საქართველოში. ალ. რობაქიძის ნაშრომში ”მიმინოტი ნადირობა გურიაში” (ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი მიმომხიველი, 1, 1949 წელი) გამოყენებულია საამისო დიდძალი ლიტერატურა,რაც,ჩვენი აზრით,იმაზე მიგვანიშნებს,რომ საქართველო,ალბათ ამ წარმტაცი სპორტის ერთ-ერთი სამშობლოა.
ამავე ნაშრომში არის ასეთი ცნობა: ”ფეოდალური მმართველობის აპარატში ქორ-შავარდნით ნადირობას უძღვებოდა მაღალი თანამდებობის პირი - ბაზიერთუხუცესი,რომლის ხელით იყო: ”სრულიად ბაზნი,ბაზიერნი ,მეძაღლენი,ძაღლნი,ტყვეთა და ველთა მცველები,სანადიროთა მეფისათა”.გურიაში (სიფ.სამება) მოპოვებულია ცნობა,რომელიც იტყობინება,რომ აჭარიდან აქ ჯერ კიდევ მეფე თამარის დროს (თუ უფრო ადრე) გადმოსახლებული გოგუაძეები,შემდგომში გურილის ”მეწამლენი და ბაზიერნი გამხდარან”.მათ დავალებული ჰქონდათ ქორ-შავარდნის,მიმინოს დაჭერა,გაწრთნა,მოვლა-პატრონობა და ნადირობის პროცესსში ჩართვა.გურიელის გლეხები ბაზიერებს უხდიდნენ ”საბაზიეროს” წელიწადში ორ-ორ ქათამს.შემდგომში ამ თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვიდან წარმოდგა გვარი ”ბაზიერი”, რომელიც მხოლოდ გურიაში გვხვდება.მეფე თეიმურაზ 2-ის ლექსში გვხვდება დამჭერი ფრინველებით ნადირობის ამსახველი ასეთი სტროფები:

ვთქვა წვრილას ნადირობანი,წეროთი გავაზიაო,
ვინ ინადირებს სხვა კაცი,თუ არ ბატონი გზითაო,
ბევრი ხარჯი აქვს ქუდიანს მფრინველსა შენახვითაო.

ან:

გლეხმა კაცმა სხარტი იცის იმწყერაოს იხარებსა.

ქორ-შავარდნით ნადირობა განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა თამარ მეფის დროს.რასაც ადასტურებს შემდეგი ფრაზები:

”როდესაც სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არა ოდეს ვისგან ქმნილია,არცა წიაღ მომართ ყოფად არს”.

დიდ ქართველ მწერალს კ.გამსახურდიას თავის უკვდავ ქმნილებაში ”დავით აღმაშენებელი” შავარდენი შემდეგნაირად ჰყავსმოხსენიებული: ”...ხოლო მახარი,კარვისმცველი მეფისა,საკვარცხლულზე წამომჯდარიყო ინახით,მარცხენაზე შავარდენი ესვა,თვალებგაბინდული ცვილითა,ყურში ჩასძახოდა ტყიურს

”აააააააა!”ეს უხანო მახარაი წარღვნის დღესაც არ მოეშვა თავის შავარდნებს”.
ამასთან,სხვა წყაროებიდან ჩანს,რომ შავარდენს ნადირობის გარდა იყენებდნენ დარბაზების დასამშვენებლად,როგორც ღვთიურ ფრინველს.
მემატიანე გადმოგვცემს,რომ მონღოლებს საქართველოდან ხარკის სახით გაჰყავდათ სსანადირო ფრინველები.
იგივე ფაქტის საილუსტრაციოდ ლ.სანიკიძე თავის ისტორიულ რომანში ”უქარქაშო ხმლები”ასეთ ცნობას გვაწვდის:
”1578 წლის 1 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე და თურქეთის მხედართმთავარი ლალა-ფაშა სართიჭალის მიდამოებში ერთმანეთს შეხვდნენ და გადაწყვიტეს:
”ალექსანდრე რჩება კახეთის გამგებლად ბეგრალ ბეგის სახელით.იგი აღიარებს თავს თურქეთის ფადიშაჰის ქვეშერმდომად და ყოველწლიურად ხარკად უნდა გადაუხადოს: ოცდაათი იუქი აბრეშუმი ,ათი ლამაზი ჭაბუკი,ათი ბროლტანიანი ქალწული,ათი ფრთა შაცვარდენი და ათი ფრთა მიმინო.გარდა ამისა,ევალებოდა ფადიშაჰის ყოველ დაძახებაზე მეომრებით გამოსულიყო თურქთა ჯარის დასახმრებლად”.
აქედან იმ დასკვნამდე მივდივართ,რომ საქართველოში ბაზიერის ხელოვნება უმაღლეს ფონეზე იყო განვითარებული.ერთი დაგეშილი მიმინო ერთი ქალწულის ფასად იყო შეფასებული.ქართველი ბაზიერების მიერ დაგეშილი მიმინო თუ შავარდენი თურქეთშიც მოიპოვება.თურქი ბაზიერები დღესაც ხშირად ჩამოდიან ბათუმში,ცდილობენ შეიძინონ კარგად დაგეშილი მიმინო ,განსაკუთრებული მოთხოვნილებაა თეთრ მიმინოზე.იგი,სხვათა შორის,ჩვენთანაც მოსწონთ.თურქები გვესწრებიან ბაზიერთა შეჯიბრებაზე,ხანდახან ახერხებენ კარგი მიმინოების არალეგალურად წაყვანასაც (კანონით მიმინოს ან სხვა ფრინველის გაყვანა საძღვარგარეთ აკრძალულია).
მცხეტის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს მეხუთე საუკუნის შენობის მოსაპირკეთებელი ფილები,რომელზედაც გამოსახულია ხელზე მჯდარი შავარდენი,რაც ძალიან ბევრ საგულისხმო რამეზე მიგვანიშნებს.როგორც ძემოთაც ავღნიშნეთ,სხვადასხვა წყარო ამტკიცებს,რომ დამჭერი ფრინველებით ნადირობა სათავეს იღებს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან,რაც ეჭვს იწვევს.საქართველოში ეს საკითხი ჯერჯერობ ით შესწავლილი არაა და,საერთოდ,არც სხვა ქვეყნებია სრულყოფილად გამოკვლეული.ალბათ დადგება ამის დროც,რასაც მომზადებულები უნდა შევვხვდეთ.როგორც უკვე ერთხელ მოვიხსენიეთ,ჩვენი ბაზიერების მტკიცებით საქართველო ბზებით ნადირობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.
სპეციალური აღნიშვნის ღირსია ლეგენდა თბილის-ქალაქის შექმნაზე.არსებობს ამ ლეგენდის სხვადასხვა ვარიანტი,საქვეყნოდ ცნობილი ვარიანტი კი ასეთია:
მეფე დავით გორგასალლი სანადიოდ წასულა დღევანდელი გოგირდის აბანოების მიდამოებში.მაშინ აქ გვხვდებოდა უამრავი ნადირ-ფრინველი.მეფე ნადირობდა შავარდნით მან იგი მიუტევა ხოხობზე,შავარდენმა დაიჭირა ხოხობი,მაგრამ ორივენი ჩაცვივდნენ ცხელ წყალში და დაიღუპნენ,მეფე ძალიან შეწუხდა,რომ საყვარელი შავარდენი დაეღუპა.მან ბრძანა აეშენებინათ ქალაქი,რომელსაც თბილ წყლის გამო თბილისი დაარქვა.
აქ მოყვანის ლეგენდას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.სხვათა შორის ბევრმა უცხოელმა ბაზიერმა იცის ამის შესახებ,აქედან გამომდინარე ძალიან აინტერესებთ ქართველი ბაზიერების ხელოვნების გაცნობა.
არანაკლებ საინტერესო ზღაპარ-ლეგენდა წარმოადგინა მ.თომაძემ ტავის წერილში ”მიმინო მყავდა,მიყვარდა”.მაში აღწერილია,რომ უფლისწული ყვარლის მიდამოებში ნადირობსა,ხელზე მიმინო ეჯდა,მოსწყურდა,იქვე ნახა წყარო,აუვსეს ვერცხლის თასი წყლით,მიმინომ შეიფრთხიალა,დაჰკრა ფრთა და თასი გააგდებინა,მეორედ შეუვსეს და ასევე გააგდებინა,შეუვსეს მესამედ
და ამჯერადაც გააგდებინა თასი,უფლისწულს გული მოუვიდა და მიმინო მოკლა.როცა წყლით ისევ აუვსეს თასი,ვეზირმა შეაჩერეა არ დალიოთ,აქ რაღაც ამბავიაო.წყალი დაალევინეს მონადირე ძაღლს და იქვე მოკვდა.აღთმოჩნდა,რომ წყლის სათავეში შხამიანი გველი ბანაობდა და შხამს ანთხევდა.უფლისწული9ს ბრძანებით სათავე გაწმინდეს,მიმინო იქვე დაასაფლავეს და მისი ერთგულების აღსანიშნავად ”მიმინოს წყარო” უწოდეს.ეს ადგილი მდებარეობს ყვარლიდან 3 კმ-ს დაშორებით.
მეცნიერ შარდენის ცნობით,სამეგრელოში არისტოკრატია სანადირო ფრინველით ცხენზე ამხედრებული ნადირობდა.არაა განმარტებული რომელი ფრინველით (უნდა ვიფიქროთ,რომ ალბათ შავარდნით).დოლის ხმაურით აფრთხობდნენ ფრინველს,სანადირო ძაღლს არ იყენებდნენ. ი. ევლიახოვი აღწერს მიმინოთი ნადირობას იმერეთში,მაგრამ,საუბედუროდ,დღეისათვის მივიწყებულია ნადირობის ეს სახე. ”მონკავშირის” ქუთაისის ბაზიერთა სექციის თავმჯდომარემ მურთაზ წიქორიძემ დაიწყო ნადირობის ამ სახეობის გამოცოცხლებისათვის მუშაობა.მისი ინიციატივით ქუთაისში ჩავატარეთ ბაზიერთა რესპუბლიკური პირველობა,მაგრამ ბატონი მურთაზის გარდაცვალების შემდეგ,მის მიერ დაწყებული საქმე დავიწყებას მიეცაიმედი უნდა ვიქონიოთ,რომ იმერეთში კვლავ აღდგება სპორტის ეს სახეობა,რადგანაც აქ მისი განვითარებისათვის კარგი პირობებია.
როგორც ზემოტ ავღნიშნეთ,ქორ-შავარდნით ნადირობა საბჭოთა პერიოდში მიუღებლად მიიჩნიეს და მას წარსულის გადმონაშთად თვლიდნენ.საქართველოში ბაზიერობა სამარცხვინო საქმედ აღიარეს და დევნიდნენ კიდეც.იყო შემთხვევები,მიმინოთი ნადირობის გამო კაცს თანამდებობაც კი დაატოვებინეს.მიუხედავად იმისა ბევრმა ბაზიერმა არ დაყარა ფარ-ხმალი და ფარულად მაინც ეწეოდა მიმინოს დაგეშვასა და ნადირობას.რუსეთში კი ეს საქმე საქმე საერთოდ ჩაკვდა.
1967 წლიდან,როგორც იქნა აწგანსვენებული პაჭუ ჟორდანიას ინიციატივით,რომელსაც დიდი შრომა და მონდომება დასჭირდა,რომ დაემტკიცებინა ბაზიერობა სამონადირეო სპორტის სახედ,ჩატარდა პირველი რესოპუბლიკუი პირველობა და იგი უკვე ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში,ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.ყველა ჩატარებული პირველობის ანგარიში და ჩემპიონების სია მოგვყვავს ქვემოთ.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ქორ-შავარდნით,არწივით,მიმინოთი და სხვა დამჭერი ფრინველებით ნადირობა,მას ”მომავლის სპორტს” ეძახიან.ჩამოყალიბებულია ბაზიერთა მსოფლიო ასოციაცია,რომელიც აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: ავსტრალია,ბელგია,ჩეხეთი,სლოვაკეთი,დანია,საფრანგეთი,გერმანია,ინგლისი,ინდოეთი,ირლანდია,იტალია (პრეზიდენტი იტალიელია), იაპონია,ნიდერლანდები,პორტუგალია,ესპანეთი,ტუნისი,ზიმბაბვე,აშშ,უნგრეთი, აქართველო (მიღებული იქნა 1991 წელს).საგულისხმოა,რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკე
ბს შორის მხოლოდ საქართველოა ასოციაციის წევრი;კანდიდატები არიან რუსეთი,უკრაინა და ყირგიზეთი,მათი მიღების საკითხი ჯერჯერობით შეჩერებულია.ყოველწლიურად,მორიგეობით,სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა ბაზიერთა საერთაშორისო შეხვედრები.საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა უნგრეთში,ჩეხეთში,ბელგიაში მოწყობილ ღონისძიებებში.გასაგები მიზეზების გამო ბოლო პერიოდში მათში მონაწილეობას ვერ ვღებულობთ.იმედი გვაქვს,რომ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდება და მოგვეცემა საშუალება მივიღოთ მონაწილეობა ბაზიერთა საერთაშორისო შეჯიბრებაში,ასევე ჩვენც ჩავატაროთ მსგავსი შეხვედრები.საქართველოს ბაზიერთა აღიარებას დიდად შეუწყო ხელი ”მონკავშირის” ყოფილმა თავჯდომარემ ნ. გელიაშვილმა. მდენიმე იტყვით ნდა ავღნიშნო ენი

 
lashaდრო: შაბათი, 07.11.2009, 14:07:44 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lasha)
ყველამ წინასწარ გაგვაგებინოს რის დაწერას დააპირებს , რომ ერთი დაიგივე არ ვწეროთ

17 არაუშავს ;)

 
Adminდრო: შაბათი, 07.11.2009, 19:40:26 | შეტყობინება # 15
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
19 აი უკვე 2 ნაბიჯით წინ ვართ 10 166 167
 
gigagiga239დრო: კვირა, 08.11.2009, 19:12:28 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იცოდეთ მე 22 დან 30 მდე ვწერ და ხელი არავინ მოკიდოს....
 
matequrdadzeდრო: კვირა, 08.11.2009, 20:17:05 | შეტყობინება # 17
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შავარდნით ნადირობა
შავარდნის გვარებიდან საქართველოში გვხვდება 7 სახე: შავარდენი, ბარი, ჩვეულებრივი კირკიტა, ალალი, მარჯანი, ველის კირკიტა და თვალშავი. მათგან უპირატესობა, როგორც დამჭერ ფრინველს, ენიჭება ნამდვილ შავარდენს - Falco Peregninus-ს. იგი საშვალო ზომის მტაცებელია. ბუდეს უმეტესად იკეთებს კლდეებზე, ძველ ნანგრევებზე გვხვდება სხვა ადგილებშიც. მაგალითად ბათუმში ვნახეთ წლების განმავლობაში მივიწყებულ ამწეზე. მარტის მეორე ნახევარში დებს 2-3 კვერცხს და კრუხად როგორც წესი ჯდება დედალი, მამალი კი მას კვებავს, 28-29 დღეში იჩეკებიან ბარტყები. იკვებება სხვადასხვა ფრინველებით: მტრედი, გვრიტი, ჭილყვავი, იხვი და სხვა.
დამჭერ ფრინველებს შორის შავარდენი ყველაზე მეტად პოპულარულია. შავარდნით ნადირობა ითვლება ელიტარულ სპორტად. მას მთელ მსოფლიოში, ყველაზე სწრაფ ფრინველად მიიჩნევენ. შეტევისას საათში ავითარებს 130-მდე კილომეტრ სიჩქარეს. ავსტრიაში, გერმანისაში, ბელგიაში, აშშ-ში, არაბეთში და სხვაგან ბაზიერების უმრავლესობას ჰყავს ქორი. იგი უფრო პრაქტიკულია იგეშება როგორც ფრინველზე ასევე ცხოველებზეც. რაც მთავარია, მისი მეშვეობით ნადავლიც შეიძლება მეტი მოიპოვო. მასთან შედარებით უპირატესობა მაინც შავარდენს ენიჭება, რადგან უფრო სპორტულია, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაგეშვა, შენახვა უFრო მეტ შრომასა სახსრებს მოითხოვს. ქორით ქორით შეიძლება ფრინველს რამდენჯერმე მიუტევო შავარდნით კი ერთხელ ან ორჯერ მაგრამ ეს ერთხელ მიტევებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს.. შავარდნით მიტევება ხდება შემდეგნაირად: ბაზიერს უზის ხელზე შავარდენი თვალახვეული, ე. ი ახურავს "ჩაჩი". სანადირო სავარგულში ჩაჩს მოხსნიან და რამდენიმე ხანს ხელზე ატარებენ, რომ გაეცნოს ადგილმდებარეობას შემდეგ ხელის ოდნავი აკვრით ააფრენენ და იწყებს პატრონის გარშემო ფრენას, წრეების კეთებას. თანდათან წრეების რადიუსი დიდდება და ხშირად არ ჩანს სად იმყოფება, მაგრამ საკმარისია ხოხობი აფრიდეს და ელვის სისწრაფით დააცხრება და უმეტეს შემტხვევაში მსხვერპლს მოკლულს ჩამოაგდებს ძირს. ამის შემდეგ შავარდენი კიდე დაარტყავს რამოდენიმე წრეს და თუ კვლავ არ ამოფრინდა ხოხობიან სხვა ფრინველი, დაეშვება დააფრინდება ჩამოგდებულ ხოხობს მოიქცევს კლანჭებში და რამოდენიმე ხანს იქნება ასე ამაყად, თავმომწონედ გაჩერებული, თითქოს ამით ხაზს უსვამს მიყურეთ რა "რაინდი" ვარო. მხოლოდ ამის მერე იწყებს ის აუჩქარებლად ნადავლის გაპუტვას. რაც შეეხება სხვა ფრინველებს (ქორი,მიმინო, და სხვა), ისინი როგორც კი დაიჭერენ ნადავლს იმ წუთიდან იწყებენ მის გაპუტვას და ჭამას. ამიტომ ეძახიან სხვებისგან განსხვავებით შავარდენს მეფეს. რაც შეეხება შავარდენის ბუნებაში ნადირობას, იგი სხვანაირად მიმდინარეობს. შავარდენი უფრო ხშირად ეტანება ფრინველების გუნდს, მოექცემა მათ ქვემოდან და არ აძლევს საშუალებას დაბლა ჩაფრინდნენ, აიძულებს უფრო ზემოთ და ზემოთ იფრინონ , შემდგომ კი სწრაფად მოექცევა მათ ზემოდან და იწყებს პიკირებას და რაც შეიძლება მეტ ფრინველს ჩამოყრის. ე. ი. მანამ ხოცავს მათ სანამ ფრინველები თავს არ უშველიან და სხვადასხვა მიმართულებით არ გაფრინდებიან. როცა ნახავს რომ "მტერი" დამარცხებულია, იგი აირჩევს ერთ-ერთ ნადავლს და დაიწყებს მის ჭამას.
თუ შავარდენს ჰყავს მართვეები, მაშინ ის ერთ-ერთ ნადავლს წაიღებს მათთან. სხვა შემთხვევაში ადგილზე დაიწყებს მის დამუშავებას, ე. ი. მის გაპუტვას და ჭამას.
შავარდენი ამჟამად შეტანილია წითელ წიგნში. მისი დაჭერა კატეგორიულად აკრძალულია და საჭიროებს დაცვას. შავარდენი ბინადრობს ყველა კონტინენტზეე (ანტარქტიდის გარდა) და ოკეანეთა კუნჯულებზე, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში, სამხრეთ ამერიკაში ცენტრალურ ავსტრალიაშიაზიისა და აფრიკის ვრცელ უდაბნოებში, გვხვდება, აგრეთვე, ყირიმის სამხრეთ სანაპიროებზე და კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ მისი რაოდენობა აქ ძალიან მცირეა. მასზე დიდი მოტხოვნილებაა, განსაკუთრებით ემირატებში და მისი ფასი ასეულობით დოლარით განისაზგვრება. ამჟამად საქართველოში ბაზიერთა ასოციაციას ჰყავს ერთი ეგზემპლარი (ფოთელ გ. მჭედლიშვილს

დამატებულია (08.11.2009, 19:17:05)
---------------------------------------------
არწივით ნადირობა
არწივით ნადირობა დამწყებ ფრინველებს შორის ყველაზე რთული და შრომატევადია, რადგან იგი დიდი ზომისა და წონისაა. საქართველოში გავრცელებიულია შვიდი სახეობის არწივი: დიდი და პატარა მყივანი, კრაზანიჭამია, გველიჭამია, ჩია, ბექობის არწივი და მთის არწივი. მათ შორის ყველაზე დიდია მთის არწივი დედალი იწონის4.5 კგმდე და მამალი შედარებით პატარაა.
არწივებით ძირითადად ნადირობენ ცხოველებზე კარგად დაგეშილი მთის არწივით მგლებზეც კი ნადირობენ. იგი მიმდინარეობს ცხენით რადგან ხშირია ისეთი შემთხვევებიც როცა მონადირე ნადირს რამდენიმე კილომეტრზეც კი მისდევს. ნადავლის დაჭერის შემდეგ თუ მონადირე დროზე არ მივიდა შესაძლოა არწივმა დააზიანოს ნადავლი, მაგალითად მელა და რის შემდეგაც მისი ტყავი გაუფასურდება. ნადირობის დროს ხშირია შემთხვევებიც როცა არწივს ნადირი შეხვდება ძლიერი,ორივე მინდორზე გორაობს და არწივს შეიძლება დაუზიანდეს ფრთები და კუდი. ხშირად არწივს უნდა რომ კლანჭები გახსნას მაგრამ ამას ვერ აკეთებს რადგან მას ნერვული სისტემა ისე აქ მოწყობილი რომ სანამ არ დაწყნარდება, ბრჭყალები რომელიც ჩარსობილი აქ ცხოველსი, არ გაიშლება.ბაზიერებში წესია როგორც კი არწივი ნადავლს დაიჭერს მისვლისთანავე ცხოველს ყელს გამოჭრიან და არწივს აპურებენ მაგრამ ცოტა ხნით. როგორც კი რამოდენიმე ულუფა სისხლიან ხორცს მიირთმევს, ბაზიერი იქვე იქვე გამოართმევს ნადავლს და მმისცემს მჭლე ხორცს, რომელიც წინასწარ აქ გამზადებული. ეს ხდება დაახლოებით ისე როგორც მიმინოს "დათვალტვინების" დროს.
არწივით ნადირობას აქვს თავისი წესები. მე ვესწრებოდი ასეთ ნადირობას უნგრეთში და ჩეხეთში ყოფნის დროს. მისი მიმდინარეობისას ბაზიერები გამწკივდებია ერთ ხაზზე სავარგულში ან ნახნავში და მოხსნიან არწივებს "ცაფჰუტებს" (ერთმანეთისგან დაშორება 10-15 მეტრია). ხელმძღვანელის ნიშანზე ისინი მიდიან წინ და ვისაც გამოუხტება კურდღელი მხოლოდ იმას აქ უფლება მიუტეოს არწივი დანარჩენები რჩებიან ადგილზე და უყურებენ დაიჭერს თუ არა ნადავლს არწივი. სანამ ბაზიერი უკან არ დაბრუნდება არავის აქ უფლება გააგრძელოს ნადირობა. ხელმძღვანელის ნიშანზე ისევ იწყება ნადირობა და იგივე პროცედურა მეორდება. იყო შემთხვევა როცა მხოლოდ ერთ ბაზიერს შეხვდა ცხოველი სამჯერ და დანარჩენებს არცერთხელ.
რა არის მიზეზი იმისა რომ არწივი დაჭერილ ცხოველს ვერ აკავებს? ამას იმით ხსნიან , რომ როცა არწივი მაგალითად მგელ, წინ გაწეული აქვს ორივე ფეხის ბრჭყალები. იგი მსხვერპლს ერტიტ ბრჭყალებს ჩაასობს გავაზე, სადაც გადის ხერხემალი, ფრთების კი ინერციის ძალას აჩერებს -ამუხრუჭებს. მგელი მოაბრუნებს თავს, რომ უკბინოს და მაშინვე არწივი მეორე ფეხის კლანჭებით დაეძგერება დრუნჩზე. როგორ ცნობილია ხერხემალი შედგება მალებისგან და ამ მალებში შედის არწივის ბასრი ლანჭები, რაც იწვევლს ცხოველის ნერვული სისტემის დამბლას, მის დამორჩილებას. მაგრამ ხშირად არის შემთხვევები როცა ბრჭყალები ცხოველს ჩარჭობილი აქვს თუმცა იგი ხერხემლის მალებში არაა მოხვედრილი. ამ შემთვევაში ცხოველი მხოლოდ დაჭრილია, დამბლა არ ემართება და იბრძვის. თუ იგი ძლიერია და ამავე დროს ბაზიერმა დააგვიანა მისვლა, შეუძლია კლანჭებს თავი დააღწიოს. ხშირ შემთხვევაში არწივს უზიანდება ფრთებია და მწყობრიდან გამოდი, ამიტომ აუცილებელია, ბაზიერი დროზე ადრე მივიდეს მასთან და დაეხმაროს მსხვერპლის დამორჩილებაში. ამისათვის როგორც უკვე ვთქვით ბაზიერი ნადირობს ცხენზე ამხედრებული. არის ისეთი ადგილების სადაც იყენებენ ყველგანმავალ ავტომობილებსაც. ერთ ნადირობაზე თუ არწივი კარგ ფორმაშია შეუძლია დაიჭიროს 10-მდე კურდღელი.

შეტყობინება დაამუშავა matequrdadze - ორშაბათი, 09.11.2009, 00:17:22
 
vaxo_vaxoდრო: ორშაბათი, 09.11.2009, 01:22:08 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო თუ გინდა მეც დამავალე რამე და დავწერ.... 167
 
WIWKAN@დრო: ორშაბათი, 09.11.2009, 02:20:50 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შენით აირჩიე რაც არ დაუწერიათ და ის დაწერე...ადმინი რა შუაშია?... 069 167
 
soso_k3დრო: ორშაბათი, 09.11.2009, 13:45:34 | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაა მაგარ 39 ია ხალხოო, ჯიგრები ხართ ყველაა. 39
 
vaxo_vaxoდრო: სამშაბათი, 10.11.2009, 23:38:32 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე რავიც რომელი არ დაუწერიათ.....წიწკან მითხარი რა რომელიც არ დაუწერიათ და მე დავწერ... 167
 
WIWKAN@დრო: ოთხშაბათი, 11.11.2009, 00:32:08 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vaxo_vaxo, არც მე ვიცი უკვე.... 17
 
lashaდრო: ოთხშაბათი, 11.11.2009, 17:41:11 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელი ტექსტიც ამოვწერეთ ის სურათი წავშალოთ , რო მიხვდენ რომლები დარჩა , მაინც ხო უნდა გაუქმდეს შემდეგ ეს თემა ყველას რო შევაერთებთ და
 
lashaდრო: ხუთშაბათი, 12.11.2009, 23:30:29 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემები დაწერილია :

წინათქმა 3-6 გვ.
ავტორისაგან 7-8 გვ.
ქორ-შავარდნით ნადირობა საქართველოში (9-21) 9-17 მდე დაწერილია და დარჩენილია 18-21 მდე
შავარდნით ნადირობა 42-44 გვ.
არწივით ნადირობა 44-46 გვ.
მწყერზე და მტრედზე ნადირობა ხელოვნურად შექმნილ პოლიგონზე 46-47 გვ.
----------------------------------------
ამ თემებს gigagiga239-ი წერს ანუ 22გვერდიდან 30 გვერდამდე

მწყერი 22-23 გვ.
მიმინო 24-25 გვ.
ღაჟო 25-27 გვ.
კარვის გამართვა 27-28 გვ.
ჩიტბადე 28-29 გვ.
დაჭერილი ფრინველის ბადიდან გამოხსნა 29-30 გვ.

---------------------------------------------

დანარჩენი თემები შეგიძლიათ დაწეროთ

 
matequrdadzeდრო: ორშაბათი, 16.11.2009, 01:17:59 | შეტყობინება # 25
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vaxo_vaxo, ერთი ჩემ ნაწერს გადახედე 069 069 არაუშავს 167 167
 
vaxo_vaxoდრო: ორშაბათი, 16.11.2009, 01:55:30 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერზე და მტრედზე ნადირობა
ხელოვნურად შექმნილ პოლიგონზე
ევროპულ ქვეყნებში: უნგრეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ბელგიაში და სხვაგან მოწყობილი აქვთ სპეციალური ხელოვნური სანადირო პოლიგონი თოფითა და ქორ_შავარდნით ფრინველებზე- ხოხბებზე სანადიროდ. ამ ქვეყნებში, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ხელოვნურად ამრავლებენ "სანადირო ხოხობს". იგი ადვილად მრავლდება. ჩვენში გავრცელებული კოლხური ხოხობი ძალიან ძნელად ეგუება ტყვეობას. მათი გავრცელების მიზნით თავდაპირველად გამოჰყავთ წიწილები, შემდეგ კვებავენ და უშვებენ სიმინდის ყანებში, სადაც უწყობენ სპეციალურ თავშესაფარს, რომ უამინდობისას თავი შეაფარონ. აქვეა მათთვის საკვები, სილა "საბანაოდ". აქ ფრინველები ეჩვევიან, შემდგომ კი როცა წამოიზრდებიან მოედებიან მთელ ტერიტორიას, რადგან, გარდა მარცვლეულისა სჭირდებათ ჭიაღუაც.აქვეა წყალი, რომელიც ჩასხმულია საგანგებოდ გამართულ ავტომანქანის საბურავებში, რომლებიც ერთი მხრიდან არის ჩაჭრილი, ამოჭრილი აქვს რა "ფანჯრები", საიდანაც ფრინველები წყალს თავისუფლად სვამენ, საბურავები წვიმების დროს თავისით ივსება. ფრინველი იძულებულია ერთი ადგილიდან გადაფრინდეს მეორეზე.
ამ მდგომარეობას იყენებენ და მათი გადაფრენის ტრასებზე არის მოწყობილი სპეციალური სტენდები, სადაც მონადირეები ნადირობენ.ასეთი ნადირობა ეწყობა "ინტურისტის"ეგიდით და იგი საკმაო მოგებას იძლევა. მსგავსის გაკეთება შესაძლებელია, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში,განსაკუთრებით მწყერზე ნადირობა იქნება საკმაოდ რენტაბელური. ბაზიერთა ასოციაციას აქვს შემუშავებული საამისო პროექტი და თუ გამოჩნდა დაინტერესებული ორგანიზაცია ან პირი, მისი განხორციელება შესაძლებელია ძალიან მცირე დანახარჯებით. როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ზემოთ მოხსენიებულ ქვეყნებში ქორ_შავარდნით ნადირობა ელიტალურ სპორტად ითვლება და ბევრ ტურისტ-მონადირეს იზიდავს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ეს არ წაშალოთ 069

 
Adminდრო: სამშაბათი, 09.02.2010, 14:16:29 | შეტყობინება # 27
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ხდება დავამთავრეთ სტატიის გადმოწერა?
 
WIWKAN@დრო: სამშაბათი, 09.02.2010, 19:14:31 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მგონი კი... 23
 
lashaდრო: ოთხშაბათი, 10.02.2010, 01:02:21 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდეა დარჩენილი სტატიებიი .
 
vaxo_vaxoდრო: ხუთშაბათი, 18.02.2010, 12:08:03 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლასჰა რომელი დარჩა დაწერე რა გთხოვ..
 
lashaდრო: ხუთშაბათი, 18.02.2010, 23:07:41 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vaxo_vaxo,

ეს თემებია დაწერილი

წინათქმა 3-6 გვ.
ავტორისაგან 7-8 გვ.
ქორ-შავარდნით ნადირობა საქართველოში (9-21) 9-17 მდე დაწერილია და დარჩენილია 18-21 მდე
შავარდნით ნადირობა 42-44 გვ.
არწივით ნადირობა 44-46 გვ.
მწყერზე და მტრედზე ნადირობა ხელოვნურად შექმნილ პოლიგონზე 46-47 გვ.

დანარჩენი დასაწერია

 
lashaდრო: ორშაბათი, 22.02.2010, 21:02:02 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერი (COTURNIX)

მწყერი – ყველაზე პატარა ფრინველია ქათმისნაირებს შორის. ფრთა აქვს 100–115 მმ, კუდი 35–50 მმ, წონით 73–134 გრამამდეა. დედალი და მამალი ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება, მამალი ოდნავ უფრო დიდია. შეფერილობა – მოჟანგისფერო მურაა შუა ნაწილში ვიწრო ღია ფერის ზოლით, თვალების ზემოთ მოთეთრო ზოლები აქვს. მისი მკერდი მკრთალი ჟანგმიწისფერია, ხოლო მუცელი – მოთეთრო.
მწყრის გავრცელების არეალი ძალიან დიდია , ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთით აზორის და კანარის კუნძულებს, აღმოსავლეთით – ბაიკალის ტბამდე და ჩრდილო–აღმოსავლეთ მონღოლეთამდე სივრცეს. ჩრდილოეთი სკანდინავიასა და ფინეთში ვრცელდება 65–ე პარალელამდე, ურალის ქედამდე – მე–60 , ხოლო ენისეის აუზში 61–ე პარალელამდე. სამხრეთით მოიპოვება მაროკოსა და ეგვიპტეში, აზიაში: პალესტინაში, მესოპოტამიაში, ბელუჯისტანის ჩრდილოეთ ნაწილში და ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთში. მწყერი გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს აფრიკის ეკვატორულ და ჩრდილო–დასავლეთ ნაწილებში, ევროპისა და აფრიკის ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე და მთელ კონტინენტურ სამხრეთ აზიაში. საქართველოში ბუდობს აღმოსავლეთ რაიონებში, დასავლეთ საქართველოში ბლომად გვხვდება მიმოფრენის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ მოფრენის პერიოდში პირველად გვხვდებიან ზრდასრული მამლები, შემდგომ მოფრინდებიან დედლები, ბოლოს კი – ახალგაზრდები . ნაწილი იზამთრებს საქართველოსა და აზერბაიჯანში.
მწყერს უყვარს ღია ადგილები, მარცვლოვანთა ნათესები, ბაღ–ბოსტნები , მაღალბალახიანი მინდვრები, გვხვდება თითქმის ყველგან. მწყრები , მუდმივ წყვილებს, ისე, როგორც მტრედები გედები და სხვა ფრინველები , არ ქმნიან. ერთ დედალს დასდევს რამდენიმე მამალი, ხშირად მათ შორის იმართება ,,დუელი” . ამთვისებას სეირის მოყვარულები იყენებენ და აწყობენ ე.წ. მწყრების ,,კორიდას” . გამარჯვებულებს აჯილდოებენ , რაც აკრძალულია !
ბევრ მოყვარულს მწყერი სახლში ჰყავს, როგორც დეკორატიული ფრინველი, იგი კარგად ეგუება ტყვეობას, კარგი ხელშეწყობით შეიძლება მისი გამრავლება.
ბუნებაში მწყერი ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ცხოველის ნაფეხურში ; მას გამოაფენს ხმელი ბალახით , ბუმბულით . დედალი კრუხი დებს – 10–12 , ზოგჯერ 18–მდე კვერცხს (ლიტერატურაში აღნიშნულია 24 კვერცხიც). 15–17 დღეში იჩეკებიან მუტრუკები* , როგორც კი შეიშრობენ ისინი ბუმბულს მაშინვე იწყებენ მოძრაობას, მამალი აღზრდაში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს. ბარტყები სწრაფად იზრდებიან – 35–40 დღის შემდეგ აღწევენ ზრდასრულ ზომას.
პირველი კვერცხდება ხდება აპრილში , მეორე – აგვისტოში . მწყერი, ძირითადად , მარცვლეულით იკვებება, მაგრა, მისი კვების რაციონში შედის ჭიაღუაც, პეპლები, მწერები.
მწტერზე ნადირობა საქართველოში ძალიან პოპულარულია. როგორც აღვნიშნეთ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება დასავლეთ საქართველოში. მასზე ნადირობენ, როგორც თოფით , ასევე დამჭერი ფრინველებით ( მიმინო, ალალი, ქორი და სხვა). ყველაზე პოპულარულია ,,მემწყერიათი” – მიმინოთი ნადირობა, ამიტომ ჩვენ ძირითადად მასზე შევჩერდებით.

–––––––––––––––
* მუტრუკი – მწყრის ბარტყი

 
lashaდრო: ორშაბათი, 22.02.2010, 21:21:23 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმინო (ACCIPITER NISUS)

საქართველოში დამჭერ ფრინველებს შორის ყველაზე პოპულარულია მიმინო. იგი პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია, რომელსაც ბაზიერები იყენებენ დასაგეშად. მწყერზე სანადიროდ ძირითადად იყენებენ დედალ მიმინოს, რადგან ზომით იგი საგრძნობლად დიდია მამალზე და ამავე დროს უფრო ღონიერიცაა. დასაგეშად გამოიყენება ახალგადმოფრენილი მიმინო, რომელსაც ბაზიერები ეძახიან ,,ნარდს” , ხოლო გამოზამთრებულს ჰქვია ,,კაპუეტი”.ზოგან ,,კაპოეტს” ეძახიან . სახლში გამოზამთრებული კაპუეტი, ძლიერიცაა და ამავე დროს საიმედოც. დაჭერილი კაპუეტის დაგეშვაც შეიძლება, მაგრამ საიმედო არ არის – შეიძლება გაფრინდეს.
ბაზიერები მიმინოს არჩევენ ფერის მიხედვით , მაგალითად: ჩხართვის ფერი , ნათელყვითელი , ნათელწითელი, ყვითელი, ჟანგისფერი, თეთრი და სხვა . კარგ მიმინოდ ითვლება ისეთი, რომელსაც აქვს პატარა თავი , მოგრძო კისერი, საღი და მოკლე ფეხები , განიერი მკერდი, გრძელი ფრთები , ელვარე თვალები. ბუნებაში არსებობს მიმინოს 8 ქვესახეობა, აქედან კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი მიმინო , საქართველოში გავრცელებულია ერთ–ერთი მათგანი.
იგი ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე – უყვარს ნაძვი და ფიჭვი, ხანდახან ფოთლოვან ხეებზეც იკეთებს ბუდეს. ბაზიერები ამბობენ , რომ რა ფერის ფოთლებიან ხეზეც იზრდებიან ბარტყები იმ ფერის მიმინო გამოვაო. მაისის დასაწყისში დებს 4–5 კვერცხს, იშვიათად – 6–ს . ბარტყები, იჩეკებიან დაახლოებით 32 დღეში, მათ გამოსაკვებად ორივე მშობელი იჭერს პატარა ზომის სხვადასხვა ფრინველს, ზოგჯერ თაგვებს და მემინდვრიებსაც. ჩვეულებრივად, როცა ბარტყები არ ჰყავთ გამოსაზრდელი, მამალს გამოსაკვებად დღეში სჭირდება 2–3 პატარა ზომის ჩიტი, ხოლო დედალს – 3–4
მიმინოს გავრცელების არეალი ძალიან დიდია, გვხვდება თითქმის ყველგან, იზამთრებს ჩრდილო–აღმოსავლეთ აფრიკაში და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობინადრე სახეობად ითვლება.
მიმინოს და სხვა დამჭერი ფრინველის დასაჭერად იყენებენ პატარა ზომის ჩიტებს – ბეღურას, ნარჩიტას, მეფეტვიას, ღაჟოსს და სხვა, მაგრამ მათ შორის საუკეთესოა ღაჟო . ბათუმელმა ბაზიერმა ა.ხაჯიშვილმა შექმნა მექანიკური ჩიტი, რომელმაც შეცვალა ბუნებრივი ღაჟო , თუმცა მას სჭირდება სრულყოფა, ალბათ ახლო მომავალში ბაზიერებს აღარ დასჭირდებათ ჩიტების დაჭერა და მათი გაწვრთნა..

 
lashaდრო: ორშაბათი, 22.02.2010, 21:23:58 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემებია დაწერილი

წინათქმა 3-6 გვ.
ავტორისაგან 7-8 გვ.
ქორ-შავარდნით ნადირობა საქართველოში (9-21) 9-17 მდე დაწერილია და დარჩენილია 18-21 მდე
მწყერი 22-23 გვ.
მიმინო 24-25 გვ.
შავარდნით ნადირობა 42-44 გვ.
არწივით ნადირობა 44-46 გვ.
მწყერზე და მტრედზე ნადირობა ხელოვნურად შექმნილ პოლიგონზე 46-47 გვ.

დანარჩენი დასაწერია

 
vaxo_vaxoდრო: ხუთშაბათი, 25.02.2010, 01:22:19 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია 39 23_30_126
 
oto_rugbyდრო: შაბათი, 16.07.2011, 18:46:09 | შეტყობინება # 36
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს წიგნი სადემ რომ ვიყიდო არის შესაძლებელი?

დამატებულია (16.07.2011, 17:46:09)
---------------------------------------------
ან იქნებ ყველა გვერდს გადაუღოთ სურათი თუ არ შეწუხდებით. მადლობა წინასწარ 23_30_126 23_30_126


ო.დემეტრაშვილი
 
firali81დრო: შაბათი, 16.07.2011, 22:31:01 | შეტყობინება # 37
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარა დამაინტერესა მიმინოთი ნადირობამ. მე გურიაში ვცხოვრობ მაგრამ აქ ერთხელ შევესწარი მწყერზე მიმინოთი ნადირობას. ზალიან აზარტული ყოფილა.
 
oto_rugbyდრო: ორშაბათი, 01.08.2011, 20:52:14 | შეტყობინება # 38
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღაჟო (LANIIDAE)

საქართველოში გავრცელებულია ღაჟოს ერთი გვარი და ამ გვარის 4 სახეობა:

ჩვეულებრივი ღაჟო Lanius cristatus
წითელთავა ღაჟო L. senaror
შავშუბლა ღაჟო L. minor
რუხი ღაჟო L. excubiton

ყველა აღნიშნული ღაჟო მწერიჭამიაა. ისინი საკვებად იყენებენ პატარა ზომის ხერხემლიანებს, თაგვისებრ მღრნელებს, ხვლიკებს, მყვარებს, პატარა ფრინველების ბარტყებს და სხვა. ბაზიერები ღაჟოების დასაჭერად იყენებენ სხვადასხვა კონსტრუქციის დამჭერ გალიებს, სხაპებს. ხშირად გამოიყენება ისეთი გალია რომელშიაც ჩადგმულია გამჭვირვალე ქილა ან ჩაის ჭიქა, რომელშიც ჩასვამენ მახრას. ეს უკანასკნელი ძალიან მოძრავია, ცდილობს გაქცევას, ამიტომ მოძრაობს წრეზე, ღაჟო მას ადვილად ამჩნევს და უმალ მიახტება გალიას: როგორცკი დაჯდება გალიის კარზე, იქ ჯოხი ისეა დაყენებული, რომ ჩამოვარდება და კარიც მექანიკურად დაიკეტება ღაჟოს დაჭერის მრავალი ხერხი არსებობს, მისი დაჭერა ძალიან ადვილია. ბაზიერი იჭერს რამდენიმეს, აუცილებელია ღაჟო იყოს ნარდი, კაპოეტი არ გამოდგება, რადგან მისი გამართვა ძნელია. რამდენიმე ღაჟოში ბაზიერი შეაქრჩევს უკეთესს. კარგია, როცა მას აქვს თეთრი გული, რადგან ამ შემთხვევაში მიმინო უფრო ადვილად არჩევს. დაჭერილ ღაჟოს ორივე ფეხზე გამოაბამენ წვრილად დაგრეხილ ძაფს, რომელიც თავის მხრივ მიბმულია 1,5-მეტრიან ჯოხზე, მაგრამ შემდგომში თანდათან მიეჩვევა და ისწავლის მასზე ჯდომას, ამის შემდეგ იწყება მისი გაწვრთნა. საჭიროა, რომ მან პეპელასავით იფრინოს ჯოხის პარალელურად: ხან დაჯდეს, ხანიფრინოს. ისე უნდა მივაჩვიოთ, რომ ღაჯომ ჟოხის ირგვლივ იფრონოს რაც შეიძლება მეტხანს. ღაჯოს აბინავებენ სახლში, ეზოში, აივანზე, ისე რომ არ მიუდგეს კატა ან ძაღლი. მის საკვებად გამოიყენება დაკეპილი ხორცი, რომელსაც იმავე ჯოხზე ძაფით დააბამენ, ანუ დაახვევენ ისე რომ არ ჩამოვარდეს, სასურველია იქვე იყოს წყალი. სეზონის ბოლოს ბაზიერი ღაჟოს უშვებს, რათა მომავალ წელს შთამომავლობა მისცეს ბუნებას.
მას შემდეგ, რაც ღაჟო მიეჩვევა ჟოხზე ჟდომას და ფრენას, რომელსაც ბაზიერები "აფეთქებას" ეძახიან, მიმინოს დასაჭერად წაყვანის წინ მას თვალს აუხვევენ. ღაჟოს ძალიან აქვს განვითარებული მხედველობა, გამოჩნდება თუ არა მიმინო, იგი თოკზე ჩამოეკიდება და არ გაინძრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მტაცებელი სადღაც ახლოსაა. შიშის დასაძლევად ბაზიერი ღაჟოს უკეთებს ტყავის საფარს თვალზე, რომელიც შემდეგ ნაირად კეთდება: იღებენ თხელ ტყავს, დაახლოებით შუა თითის ფრჩხილის ზომისას, რომელსაც ერთი მხრიდან მჭრელი დანით გაათხელებენ, წაუსვამენ წებოს და მიაწებებენ ღაჟოს წარბზე. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ქვემოთ უყუროს ფეხებს და ჯოხს, რომელზედაც ჯდება, ზევით ცაში კი ვერ აიხედავს. ღაჟო თავისუფლად დაიწყებს ფეთქებას და ადვილად მიიქცევს მიმინოს ყურადგებას.
სათვალთვალო ქოხში (კარავში) ჯდომისას ბაზიერი ათვალიერებს, როდის გამოჩნდება მიმინო. არის შემთხვევები, რომ მას უკნიდან, საიდანაც არ ელოდება, წამოეპარება მიმინო და წაართმევს ღაჟოს, რის შემდეგაც ბაზიერი იძულებულია ხელცარიელი წავიდეს სახლში. ამიტომ მას ყავს ორი ღაჟო, ერთი თვალახვეული, მეორე კი - თვალაუხვეველი, თვალაუხვეველი გამოიყენება დარაჯად. როგორც კი გამოჩნდება ცაში მიმინო ეს უკანასკნელი იწყებს ხმაურს და ჯოხზე ჩამოეკიდება. ამ დროს ბაზიერი აამოქმედებს თვალახვეულ ღაჟოს და იწყებს მის აფეთქებას. ამით მიმინოს დაჭერა გარანტირებულია. ძველად ღაჟოს თვალის ქუთუთოებს ნემსით უკერავდნენ და საერთოდ ვერ ხედავდა ვერაფერს, ამჟამად ამ მეთოდს აგარ იყენებენ.

25-26-27 გვერდები


ო.დემეტრაშვილი

შეტყობინება დაამუშავა oto_rugby - სამშაბათი, 02.08.2011, 12:37:43
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 01.08.2011, 22:16:32 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფრინველის კვება
დამჭერი ფრინველების, ძირითადი საკვები ხორცია. იგი შეიძლება იყოს საქონლის, ცხვრის, განსაკუთრებით კარგია – ფრინველის. საზღვარგარეთელი ბაზიერები თავიანთი ქორის შვარდნის თუ არწივის გამოკვებისათვის იყენებენ პატარა ზომის ოჯახის ინკუბატორებს, სადაც გამოჰყავთ წიწილები. ამასთან ერთად, აუცილებლად იყენებენ ბუნებრივ საკვებსაც, მაგალითად ნანადირევს. კურდღლის დაჭერისას ბაზიერი მას დანით გამოჭრის ყელს და ქორი სიამოვნებით შეექცევა, რადგანაც ეს არის მისი ბუნებრივი საკვები. თუ ასეთი საკვები ფრინველს ხშირად აქვს, იგი ძლიერია და იშვიათად გაექცევა ნადავლი. მიმინოს საკვებად აჭარაში იყენებენ მაგრად მოხარშულ კვერხსაც. მიმინოს ან ქორის გაწვრთნის პერიოდში საკვები უნდა მიეცეს დილით და საღამოთი, როცა დაიგეშება, ერთხელ, ისიც საღამოს. როგორც ვთქვით, საკვებად მიმინოს...

32
... ერთ ჯერზე ყოფნის, დაახლოებით, ორი ბეღურა, ან ას გრამამადე მჭლე, უქონო ხორცი. იგი უნდა გაირეცხოს, რომ არ ეიცავდეს რაიმე საზიანოს. ხშირად აძლევენ მაცივრის ხორცს, რაც ცუდად მოქმედებს ფრინველზე. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგრამ მაცივრიდან უნდა გამოვიტანოთ გამოკვებამდე არანაკლებ ორი საათით ადრე. ჯერ იგი უნდა გალღვეს, გაირეცხოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივცეთ ფრინველს. კარგი კვება ფრინველის ჯანმრთელობის საწინდარია.

ქორ–მიმინოს გამართვა
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მიმინოსა და ქორის გამართვაში თითქმის არავითრი სხვაობა არაა. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ქორის ბავლის გაგდებისას იყენებენ კურდღელს ან ქათამს, მიმინოსათვის კი მწყერს.
ახალ დაჭრილ ფრინველს ბაზიერი დაისვამს მარცხენა ხელზე, თუ აქვს გაკეთებული, თვალებიდან მოხსნის ძაფს, ან თუ ახურავს – ჩაფხუტს და ცდილობს მიიჩვიოს. მიმინო პირველ ხანებშიეცდება გაფრინდეს, ხშირად აფრთხიალდება ხელიდან, ბაზიერმა, ფრთხილად, ისე რომ არ დაუზიანოს ფრთები ან კუდი, იგი ისევ უნდა დაისვას ხელზე. ამას აკეთბს მთელი რამის განმავლობაში, დილამდე. ძველად მიდიოდნენ წისქვილში, სადაც ხალხი სიმინდის ფქვაში ათენებდა. ამით მიმინო ხალხსაც ეჩვევა. ბაზიერი ხშირად უნდა შეეხოს მას და ნაზად, ხან ფეხებზე, ხან გულმკერდზე, ხან უნდა გაუსწოროს ფრთები. ე.ი მიიჩვიოს. დილით მიმინოს დაასვენებენ ცოტა ხნით, შემდეგ ისევ დაისვამენ ხელზე და ატარებებნ, უმჯობესია ხალხმრასვალ ადგილებში. ამავე დროს აჩვევენ ძარლთან ურთიერთობას. ეს პროცედურა

33
...გრძელდება მანამდე , სანამ ბაზიერი არ დარზმუნდება რომ მიმინომ დაკარგა ველური ინსტიქტი. ძალიან ხშირად ზემოთ აღნიშნულ პროცედურას ასრულებს ორი ბაზიერი. ისინი ეცვლებიან ერთმანეთს ღამის თევის დროს.
მიმინოს დაგეშვის თვალსაზისრით მეორე გაკვეთილია მისი კვება. იგი უფრო საპასუხისმგებლოა: ბაზიერის მარჯვენა ხელში უჭირავს ხორცის ნაჭერი, რომელასც დაანახებს ფრინველს. იშვიათია, რომ მან იმავე წუთში დაიწყოს ჭამა. უმეტეს შემთხვევაში არ მიეკარება: ამიტომ ბაზიერი ხორცს ხან ფეხებთან მიუტანს , ხან გვერდზე გასწევს ისე, რომ მიმინო ხედავდეს. არის შემთხვევები როცა იგი 2-3 დღის განმავლობაში ხორცისკენ არც გაიხედავს. ასეთმიმინოს ბაზიერი მეტწილად გაუშვებს ძველად ასეთს თAვს წააცლიდენენ, ამბობდნენ, რომ ჯიუტს ბარტყებიც ჯიუტი ეყოლებაო, მაგრამ ეს მცდარია აზრია. ჩვენი სექციის ძალისხმევით ეს მავნე წესი შეიცვალა. ამას შემდეგ რაც, მიმინო რაც ხორცს "მიირთმევს'' ითვლება, ითვლება რომ იგი დასაგეშად გამოდგება. ჩვეულებრივ საჭმელად უნდა მივცეთ უმარილო მჭლე ხორცი,დღეში ორჯერ დილით და საღამოთი.
როცა უკვე მიმინო პატრონს შეეჩვევა, საციროა ვასწავლოთ დაძახებისთანავე მოფრენა, რისთვისაც ჩვეულებრივ იყენებენ სასტვენს, ზოგი კი ამ მიზნით ხორცს აჩვენებს. ყოველივე ინდივიდუალურად ბაზიერის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. ბაზიერთა დიდი ნაწილი ამ გაკვეთილს ატარებს დახურულ შენობაში, რომლის მიმდინარეობისას მიმინოს შემოაჯენენ რაიმეზე (ნებისმიერ საგანზე ), დადგებიან მოკლე მანძილე და აჩვენებენ ხორცს, ხშირად მიმინო რეაგირებს მიფრინდება და დაიწყებს ხორცის ჭამას, რაც იმის ნიშანია რომ დასაგეშად გამოდგება, მაგრამ არისშემთხვევები როცა იგი ხორცს არც კი შეხედავს. როგორც უკვე ვთქვით, ამ შემთხვევაში ბაზიერი ცდილობს ხორცი ახლოს მიუტანოს, ბოლოს ბრჭყალებში ჩაუდებს. შემდეგ, როცა მიმინო გაიგებს ხორცის გემოს და თან

34
მოშივდება, ეცდება მიფრინდეს ხორცთან. ამ დროს ბაზიერმა მანძილი უნდა გაადიდოს, ბოლოს ხორცით ხელზე მჯდომს გააძღბს და დაასვენებს. მეორე დღეს იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს გარეთ. ამ შემთხვევაში მიმინოს გამობმული უნდა ჰქონდეს 20–25 მეტრის გრძელი თასმა, იმიტომ რომ თუ გაქცევა დააპირა თსმა არ გაუშვებს. მიმინოს დასვამენ საქნიერზე და ახლო მანძილიდან დაანახებებნ ხორცს თუ იგი მოფრინდა, ხორცს მოაკეკიებენ, შემდეგ ისევ დასვამენ, მანძილს უფრო გაზრდიან და ამ პროცესს იმეორებენ. შეჯიბრების დროს ჩვეულებრივ მანძილი 50 მეტრია, ამიტომ ბაზიერმა უნდა მიაღწიოს იმას რომ ამ მაძლიდან მოიყვანოს მიმინო თანაც რაც შეიძლებას მოკლე დროში, რასაც ირდება ხშირი ვარჯიში. აღნიშნული ვარჯიშებისათვის გამოიყენება გრძელი 50 მეტრი სიგრძის სათევზაო კაპრონის ძაფი, რომელიც გაიძიმება მიწიდან ერთი მეტღის სიმაღლეზე, მასზე რგოლითწამოეცმება ხიზა, რომელიც მიმინოს გაფრენისას თუ იგი საქნიერისკენ მიემართება, ხელს არ უშლის, მაგრამ თუ გაფრენა დააპირა კაპრონი არ გაუშვებს როდესაც მიმინო ემორჩილება პატრონს შეიძლება მისი "ჩაპურება" ე. ი. გავარჯიშება მწრის დაჭერაში.
ამ შემთხვევაში იგი ბაზიერს გაჰყავს მინდორში. სასურველია ჰყავდეს დამხმარე, რომელსაც ჩანთაში ეყოლება მწყერი. მას ფეხზე მობმული უნდა ჰქონდეს გრძელი თასმა, იმისთვის რომ თუ მიმინო მწყერს ვერ დაიჭერს, არ დაიკარგოს. მიმინოს მწყერს აუფრენენ, ბაზიერიც უნდ დაეხმაროს დროზე აკრას ხელი და ააფრინოს, მწყრის დაჭერის შემთხვევაში, აცადოს რომ დაიწყოს მისი გაპუტვა, შემდეგ დინჯად უნდა მიუახლოვდეს, მწყერს ხელი დააფაროს, თავი გაუპოს დაშეჭამოს მისი ტვინი და თვალები. ბაზიერის ენაზე ამას ჰქვია "დათვალტვინება" შემდეგ ბაზიერმა მიმინოს შეუმჩნევლად ფეხებიდან უნდა გამოართვას მწყერი, შაპაროს ხორცი გააძღოს და წაიყვანოს ...

35




შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - ოთხშაბათი, 03.08.2011, 23:48:50
 
badri94დრო: ორშაბათი, 01.08.2011, 23:31:46 | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფრინველის მომზადება სანადიროდ
დამჭერი ფრინველიაუცილებელია ვიყოლიოთ ‘’სპორტულ ფორმაში’’ . ყველა ფრინველს აქვს თავისო ოპტიმალური წონა, თუ იგი ძალიან გამხდარია ე. ი. სუსტია ტევების დროს დასაჭერ ფრინველს ვერ დაეწევა, ვერ დაიმორჩილებს, ხოლო თუ ძალიან მსუქანია ნალე იღლება და ფრინველს ვერ ეწევა, აქედან გამომდინარე, დამჭერი ფრინველი ყოველთვის უნდა ვიყოლიოთ ‘’სპორტულ ფორმაში’’ რაც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ისე უნდა ვკვებოთ , ძალიან არ გასუქდეს და არც ამისთვის გამოცდილი ბაზიერი ყოველი წამის წინფრინველს ორი თითის საშუალებით უზომავს ჩიჩახვს და გულ მკერდს, რითაც ადგენს მისმდგომარეობას და მისცემს იმდენ საკვებს რამდენიც საჭიროა. ამ მხრივ საზღვარგარეთ უკეთესი მდგომარეობა აქვთ. ყველა ბაზიერს აქვს ფრინველის ასაწონი სპეციალური მინიატურული სასწორი. ყოველ დილით წონიან თავიანთ ფრინველს და ამის მიხედვით უდგენენ მენიუს. მაგალიტად: ჩეხეთში ბაზიერთა საერტაშორისო შეხვედრაზე შევესწარი ასეთ ფაქტს - არწივებით ნადირობის დაწყების წინცნობილმა ავსტრიელმა ბაზიერმა ჰერბეერტ ბლაგამ (რომელსაც უნგრეთში ვიზიტის დროს გავეცანი და პატივისცემის ნიშნად საქართველოს მოკავშირის თავმჯდომარის ატონ ნიკოლოზ მგელიაშვილის მიერ დაწესებულკი პრიზი - ‘’ვეფხისტყაოსნის’’ ინგლისური გამოცემა გადავეცი) არწივს დააჭერინა 7 კურდღელი, შემდეგ შეამოწმა ფრინველის მზადყოფნა ნადდირობისთვის და აწონა იგი. აღმოჩნდა , რომ არწივი გამხდარი იყო, თუ არ ვცდები 60 გრამამდე, ამის გამო იგი სანადირიოდ არ გაიყვანა. ეს შემთხვევა სპეციალისტებმა შეაფასეს დადებითად და შეჯიბრების მონაწილეებს მოუწოდეს მაგალითი აეღოთ მისგან. ეს შემთხვევა იმისთვის გავიხსენე რომ გირჩიოთ, როცა თქვენი ფრინველი არაა ‘’ფორმაში’’ სანადიროდ არ გაიყვანოთ, რადგანაც თუ დასაჭერ ფრინველს ვერ დაეწევა, დაკარგავს რწმენას თავის თავში. ხელმეორედ რომ გაიყვანოთ შეიძლება დასაჭერ ფრინველს აზარტიტ აღარ გაეკიდოს ‘’მაინც ვერ დავეწევიო’’ . აქედან გამომდინარე, აუცილებელია სანადიროდ ფრინველის გაყვანა მაშინ როცა იგი მზადაა.
ფრინელის ყოლა სპორტულ ფორმაში სასურველია ‘’ლაზური სტილით’’ ნადირობის დროსაც.

გვერდი 38-39 ნაწილი
გამოზამთრება
ნადირობის სეზონის დამტავრების შემდეგ ზოგი ბაზიერი თავის მიმინოს იტოვებს კაპუეტად უმრავლესობა კი უშვებს ბუნებაში. ბევრი მათგანი რამდენიმე დრეს არ ტოვებს ქანდარას, მაგრამ ინსტიქტი მაინც ტავისას შვრება, იგი უერთდება თავის თანამოძმეებს და მიდის თბილ ქვეყნებში
გამოსაზამთრებლად. ბევრი ‘’მამაცი’’ რჩება ჩვენთან და აქ იზამთრებს. ადგილზე დატოვებულ მიმინოს ბაზიერი ეჟვნებს , საღლიამფრენს შეხსნის და ჰყავს ქანდარაზე, შემდეგ კი მარტის თვიდან გადაყავს გამოსაზამთრებლად, ძაროში უნდა იყოს ჭურწელი წყლის დასალევად და საბანაოდ. საჭიროა მისი ხშირად შეცვლა ახლით. ამ პერიოდიდან ფრინველი გადაჰყავთ კვების გაძლიერებულ რეჟიმზე. შეიძლება მიეცეს ყველანაირი ხორცი. რაციონში აუცილებელია იყოს მისი ბუნებრივი საკვები - ფრინველის ხორციც. ხშირად თავისი ბუმბულიანად, რადგან მას მიირთმევს ძვლიანად განსაკუთრებით პატარა ზომის ფრინველისას. გაზაფხულზე ძაროში უნდა გაკეძთდეს მეორე დასაჯდომიმის მოპირდაპირე მხარეს. ეს ივლისის თვემდე გრძელდება. ამ პერიოდიდან სასურველია მიეცეს დაკეპილი ნაზი ხორცი აუცილებელია ნაირგვარი საკვები: თევზი, კვერცხი, ახალი გაუყინავი ხორცი, ნანადირევი და სხვა. აგვისტოს თვეში ფრინველი ძაროდან გამოჰყავთ ისე რომ წინა დღეს საჭმელს არ აძლევენ. ეს იმიტომ კეთდება რომ საჭიროა მისი თავიდან ‘’გამართვა’’ რადგან ძაროში ყოფნის პერიოდში ტყიუტი ხდება, მიუხედავად ამისა მისი ‘’მორჯულება’’ ამჯერად უფრო ადვილად წარიმარტება. ამ შემთხვევაში გვყავს არა ნარდი არამეედ კაპუეტი , რომელიც უფრო ძლიერია დარდზე, კარგ დაგეშილს მწყერი იშვიათად თუ გაექცევა. საკაპუეტოს ბაზიერები ხშირად ამჯობინებენ ნათეკყვითელს, შავს ან თეტრს, ამგრამ აუცილებელია, მიმინოა ის ქორი თუ სხვა ფრინველი სტანდარტული იყოს ე. ი. პასუხობდეს დამჭერი ფრინველებისთვის დამახასიატებელ მოთხოვნებს. ჩვენში კაპუეტი დაახლოებით 5-6 წელიწადს ნადირობს, ბოლო წლებში ყრუვდება და ბაზიერი უშვებს.

39-40 გვერდები


p.falcon
 
Grigalaდრო: სამშაბათი, 02.08.2011, 00:37:37 | შეტყობინება # 41
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 194
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ავადმყოფობა
დამჭერ ფრინველებს ტყვეობაში ყოფნისას უჩნდებათ სხვადასხვა დაავადებები. ალ. რობაქიძის ნაწარმოებში აღწერილია რამდენიმე მათგანი, ასე მაგალითად: მავლი, ხურდა, ჭირი, კვინჩხის ქარი, ალხის ცემა, წამოყრა და მრავალი სხვა. აღნიშნული დაავადებების სახელწოდებანი ხალხურია, მათ ალბათ აქვთ თანამედროვე ტერმინოლოგია , რომელსაც შესწავლა სჭირდება. მრავალი წლის გამოცდილებამ დაგვანახა ,რომ თუ ბაზიერი იცავს სანიტარიულ წესებს ფრინველებს კვებავს სრულყოფილად და სწორად ავარჯიშებს,ეს საწინდარია იმისა , რომ ფრინველი ყოველგვარ სიძნელეს ადვილად გადალახავს. დამჭერი ფრინველები ხშირად ავადდებიან პარაზიტი ჭიების გამოც, მაგრამ ამის შველა უფრო ადვილია.

გვერდი 40

დამჭერი ფრინველის გამოყენება ხალხის სამსახურში
მსოფლიო ორნითოლოგიური სამსახურის მიერ დადგენილია, რომ ყოველწლიურად აღირიცხება ფრინველების თვითმფრინავებთან შეჯახების რამდენიმე ათასი შემთხვევა და ყოველი ათასი შემთხვევიდან 1,5 თვითმფრინავი იღუპება. განსაკუთრებით ზიანდება რეაქტიული თვითმფრინავების ძრავები, ფრინველთა გუნდთან შეჯახების დროს. ბოლო წლებში დიდი აეროდრომებიდან , მაგ. ვენის , რომის, პეტერბურგის , ხდება ფრინველთა გუნდების განდევნა . ამისთვის იყენებენ რადიოსიგნალებს : ჩაწერილია ფრინველთა საგანგაშო სიგნალი , რომლებსაც სხვადასხვა სახეობებზე განსხვავებული ჟღერადობა აქვთ . გამოსცემენ თუ არა მას , ფრინველები სასწრაფოდ იფანტებიან , მაგრამ ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს, რადგანაც ფრინველები ეჩვევიან რადიოს ხმას. ამიტომ მიმართავენ ფრინველთა დაფრთხობის ისეთ კომპლექსურ მეთოდებსაც, როგორიცაა : შაშხანების , ტკაცუნების და დამჭერი ფრინველების გამოყენება ( არწივები , ქორები , შავარდნები და სხვა )
თვითმფრინავის აფრენის , ან მისი დაჯდომის წინ , აეროდრომზე ბაზიერებს გაჰყავთ ქორი ან სხვა მტაცებელი ფრინველი. ბაზიერი მას სხვადასხვა მანძილიდან აკეთებინებს საქნიერს , თუ საჭიროა მიუტევებს და ფრინველთა გუნდები სწრაფად ტოვებენ აეროდრომის ტერიტორიას. მოსკოვში კრემლის დაცვის სამსახურთან ჩამოაყალიბეს ბაზიერთა სექცია , სადაც ჰყავთ სამი შავარდენი და სამი ქორი. ამ სექციას ხელმძღვანელობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ა. სოროკინი. სექციის ფუნქციებში შედის კრემლის ტერიტორიიდან მტრედების , ყვავების , კაჭკაჭების და ჭილყვავების განდევნა. ისინი თავისი ექსკრემენტებით აზიანებენ კრემლის სახურავებს და ანადგურებენ ძვირფასი ჯიშის ყვავილთა ნერგებს , რომლებიც შემოაქვთ საზღვარგარეთიდან .

გვერდი 41
 
oto_rugbyდრო: სამშაბათი, 02.08.2011, 13:36:26 | შეტყობინება # 42
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარვის (ქოხის) გამართვა

მიმინოს დასაჭერად აუცილებელია კარვის (ზოგი ქოხს უწოდებს) გამართვა. იგი ორი ტიპისაა: დროებითი და მუდმივი. კეთდება ისეთ ადგილას, სადაც ტრადიციულად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება ფრინველების მიგრაცია. ჩვენ გვაინტერესებს შემოდგომის მოახლოება, რადგან მიმინოს დაჭერისთვის ყველაზე შესაფერისი დროა აგვისტო, იმ დაგილას, სადაც უნდა გაკეთდეს ქოხი, ჰქვია "საირაო" ე. ი. ის ადგილი, სადაც ფრინველი მოძრაობს ირაოს აკეთებს. ქოხის ასაშენებლად უნდა შეირჩეს მოხერხებული ადგილი, საიდანაც ჩანს ფრინველის შესაძლო მოძრაობა.
მიმინოს დაჭერის მიზნით ხდება აგრეთვე ქოხის ტერიტორიის მოწესრიგება, მისი გაწმენდა ზედმეტი ბალახებისა და ტოტებისაგან თუ ისინი ხელს უშლიან მხედველობას. მოკლედ ქოხის წინტერიტორიას მოიყვანენ წესრიგში. ნედლი ხის ტოტებისგან აკეთებენ სპეციალურ საფარს, რომელსაც უკეთდება პატარა ფანჯარა სათვალთვალოდ. სწორედ აქედან ხდება დაკვირვება - გამოჩნდა თუ არა ფრინველი. მუდმივი ანუ სტაციონარული ქოხი კეთდება ორგანყოფილებიანი, ერთში ბაზიერები ისვენებენ, სადილობენ, მეორიდან კი ხდება ფრინველზე თვალთვალი და მისი ბადით დაჭერა.

27-28 გვერდები

დამატებულია (02.08.2011, 12:36:26)
---------------------------------------------
ჩიტბადე

ჩიტბადე იქსოვება ძალიან წვრილი ძაფისგან, მისი ნახვრეტები იმ ზომისაა, რომ ფრინველი წიგ ვერ გაძვრეს. მას ბაზიერი თავისი შეხედულებით ქსოვს. ძველად მოსაქსოვად იყენებდნენ აბრეშუმის ძაფს, რომელსაც ღებავდნენ მდელოსფრად, რომ შეხამებული ყოფილიყო რელიეფთან და ფრინველს არ შეემჩნია. ამჟამად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ძალიან წვრილი "ობობას ქსელა" ("Паутинка"), ან თითქმის უხილავი ე.წ. სათევზაო პოლიამიდის (კაპრონის) ძაფისგან დამზადებული ბადეები, რომლებიც ძალიან მაგრებია და არ ლპება. ისინი იქსოვება სამკუთხედის ფორმით და გაკრულია თხილის ან ბამბუკის (ზოგი ხმარობს ალუმინის მსუბუქ მილებს) ორ ჯოხზე ბადის სიგრძე არ აღემატება სამ მეტრს, მას აყენებენ ქოხის წინ.

28 გვერდი


ო.დემეტრაშვილი
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 02.08.2011, 14:59:51 | შეტყობინება # 43
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვდებ მე-18; მე-19; გვერდებს.მინდა ავღნიშნო ბიჭების მონდომება 166 კაი საქმეში სულ გამოვა ერთობით ყველაფერი 167 ეს წიგნი მაქვს და როგორც ვიცი აღარ გამოდის,ჩვენი ძალისხმევით ყველას შეეძლება ამ ნაშრომის გაცნობა 23_30_126

ასოციაციაში გაწევრიანების და ბელგიაში წასვლის შესახებ. თავის დროზე ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციამ გადაწყიტა საქართველოს მიღება ასოციაციაში, რასაც წინ უძღოდა ხანგძლივი მიმოწერა, ვღებულობდით სხვადასხვა ინსტრუქციებს, შეკითხვებს, ჩვენც ვუგზავნიდით პასუხებს. ჩვენი წერილები უმეტეს შემთხვევაში ბელგიამდე ვერ აღწევდა, იკარგებოდა. ამ ბარიერის დაძლევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ყოფილმა ჩვენმა თანამემამულემ ქართველმა ებრაელმა ბატონმა შალვა დავარაშვილმა, რომელიც ჩემი ძმობილის, ფოთელი შოთა მეგრელაშვილის ოლის ძმაა. ბატონ შალვას ჩვენი წერილები მიჰქონდა ბელგიაში, პირადად აბარებდა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ კრისტიან დე კიუნეს დამოჰქონდა პასუხები ჩვენთან. ერთმა ეპიზოდმა დააჩქარა ჩვენი ასოციაციაში მიღება. ერთ-ერთ შეხვედრაზე შალვამ ჰკითხა პრეზიდენტს, რომელი ქვეყნებია თქვენი ასოციაციის წევრებიო? პრეზიდენტმა დაუსახელა სია, ბატონ შალვას გაეცინა. პრეზიდენტის შეკითხვაზე - რატომ გაიღიმეთო, შალვამ უპასუხა, რომ ზოგიერთი თქვენს მიერ დასახელებული ქვეყნები საერტოდ რუკაზე არ არსებობდა, როცა საქართველოში საბაზიერო ხელოვნება მაღალ დონეზე იყოო.პირველ რიგში მოუთხრო ლეგენდა თბილის-ქალაქზე და სხვა. ამან პრეზიდენტი ძალიან დააინტერესა. იგი მოგვიანებით დეტალურად გაეცნო მასალებს საქართველოს შესახებ და გადაწყვიტა ჩვენი მიღება ყოველგვარი სტაჟის, გასაწევრიანებელი თანხის (ვალუტით) და რაც მთავარია, ყოველწლიური საწევროს გარეშე,მანამ სანამ საქართველოში მდგომარეობა არ გამოსწორდება. ეს იყო საბაზიერო სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევა. ბევრი ქვეყანა, მაგ. ინდოეთი და ჩეხეთი დაახლოებით 10 წელი ელოდებოდა გაწევრიანებას და როგორც იქნა 1991 წელს ჩვენთან ერთად მიიღეს. ჩვენ სამი წელის განმავლობაში გიწვევდნენ ბაზიერთა ყოველწლიურ შეკრებაზე,მაგრამ საქართველოს "მონკავშირს" არ გააჩნდა საამისო სახსრები. ამისშესახებ გააგებინეს აჭარის თავკაცს ბატონ ასლან აბაშიძეს, რომელმაც გაგვიწია დიდი დახმარება, რათა წავსულიყავით ბელგიაში საქართველოს გაწევრიანების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. ჩავედი მოსკოვში, მაგრამ რუსეთის საელჩომ არ გამიშვა, აღმოჩნდა რომ ვიზაში არ ეწერა ავადმყოფობის შემთხვევაში მკურნალობის თანხას ვინ გადამიხდიდა. გაიმართა მიმოწერა. ამასობაში მიღების ცერემონიალზე დავაგვიანე. ყრილობა ჩატარდა უჩვენოდ, როგორც მაცნობეს ჩვენს მიღებას კენჭის ყრის დროს მიუღია ხმების 100%. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან ერთად მიიღეს ინდოეთი, ჩეხეთი და პორტუგალია.
ბელგიაში შემხვდნენ ძალიან გულთბილად, მაღალ დონეზე. ჩემთვის სასტუმრო ჰქონდათ დაჯავშნილი, მაგრამ დავარაშვილების ოჯახმა კატეგორიულად მთხოვა, რომ მეცხოვრა მათ სამსართულიან სახლში. პირველ სართულზე აქვთ დიდი მაღაზია, მეორეზე ცხოვრობენ, მესამე სართული კი სტუმრებისთვისსაა განკუთვნილი. შევხვდი პრეზიდენტს - ბატონ კრისტიან დე კიუნეს, რომელიც ცხოვრობს ბრიუსელში, შტაბ-ბინა კი აქვს ბრიუსელიდან 100 კმ-ით მოშორებულ "კოშტეტში". აქ არის მისი საგვარეულო ციხე, რომელიც სამსართულიანია და წააგავს სვანურ ციხე-კოშკს. ამ სახლში მარტო ცხოვრობს, უცოლშვილო, წოდებით გრაფია. სასახლეში ცხოვრება შეუძლია მხოლოდ ამ გვარის წარმომადგენელს. ბელგიაში დავყავი 10 დღე. ამ ხნის განმავლობაში შტაბ-ბინაზე ფრიალებდა საქართველოს დროშა. გავეცანი ბელგიის ბაზიერების საქმიანობას, თითოეული დღე დაგეგმილი იყო. ერთი მათგანი დავუთმეთ შავარდნით,ქორით და მიმიმნოთი ნადირობას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია და მკითხველს უნდა გავაცნოთ ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტის ბატონ კრისტიან დე კიუნეს წერილი, რომელიც მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეს ბატონ ასლან აბაშიძეს გამოუგზავნა.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
oto_rugbyდრო: სამშაბათი, 02.08.2011, 19:32:58 | შეტყობინება # 44
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფრინველის დაჭერა

როგორც აღვნიშნეთ, ყველა ბაზიერს ფრინველის დაჭერის თავისი სტილი და მეთოდი გააჩნია, მაგრამ ისინი ერთიმეორისგან დიდან არ განსხვავდება. ქართველი ბაზიერების მამამთავარი პაჭუ ჟორდანია თავის წიგნში ამ პროცესს ასე აგვიწერს:
"როდესაც გამოჩნდება ირაო, ან ერთეული რინველი (ქორი, მიმინო, თვალშავი თუ სხვა), რომელიც ბადის წინ წრეს აკეთებს ან ოფრინავს ბადისკენ, ბაზიერი სწრაფად შედის კარავში, მუხლებზე დადგება, იცქირება სარკმელში და თან ბადესთან მარჯვენა ხელით ღაჟოს აფეთქებს, მარცხენათი მას მიწაში ჩასობილი ჯოხი უჭირავს. როგორც კი მტაცებელი ფრინველი აფეთქებულ, მოფრთხიალე ჩიტს თვალს მოჰკრავს, შეთამაშდება ჰაერში, ან იწყებს წრის გაკეთებას ბადის პირდაპირ. ამასობაში, ბაზიერი ღაჟოს აფეთქებას განაგრძობს. ღაჯოს ფრთხიალით მოხიბლული, ცდუნებული ფრინველი უცებ აიწურება, ფრთებს შემოკრავს, დასაჭერად ტყვიასავით დაეშვება და ღაჟოს წინ გაშლილ ბადეს მოხვდება. ბაზიერი მაშინვე ღაჟოს ჟოხიდან გადააგდებს მარჯვნივ, მიწაში დსაობილ ჯოხს კი სწრაფად წააქცევს და ფრინველი ბადეშია გახვეული". ჩვენი აზრით ფრინველის დაჭერის ზემოთ აღწერილი მეთოდი იმდენდად სრულყოფილია, რომ კომენტარს არ საჭიროებს.

29 გვერდი


ო.დემეტრაშვილი
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 03.08.2011, 00:06:19 | შეტყობინება # 45
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყრის გასაშვები აპარატის გამოყენება

საველე შეჯიბრების დროს მწყერზე მიტევება ხდებოდა შემდეგნაირად: სტადიონის ერთ-ერთ კარებთან კეთდება საფარი ხის ნედლი ტოტტებისაგან, რომელშიწყება მც ჩაჯდება მწყრის გამშვები რომელსაც გალიაში ჰყავს ცოცხალი მწყრები. იგი ისე უნდა გაისარჯოს , რომ არ უნდა ჩანდეს. ბაზიერი საფარტან უნდა ადდგეს სტარტზე. მანძილი საფარიდან სტარტამდე 5-10-15 მეტრიანი დისტანციითააა მინსნებული. თუ ბაზიერი თვლის რომ მისი მიინო კარგად გაწვრთნილია გაჩერდება 15 მეტრიან დისტანციაზე თუ მიმინოს იმედი არა აქვს დადგება უფრო ახლოს მაგრამ ამ შემთხვევაში დააკლდება ქულები.
ბაზიერის ნიშანზე ‘’გაუშვი’’ - საფარიდან გამშვები ხელით მწყერს გააფრენდა მიმინო კი უნდა დაწეოდა და დაეჭირა. ხშირად მწყერი არ გაფრინდებოდა, იქვე დავარდებოდა ან მიმინო ვერ დაინახავდა მას, ასევე ადგილი ჰქონდა მრავალ სხვა შემთხვევასაც, რომელიც იწვევდა ბაზიერის უკმაყოფილებას, მის პრეტენზიებს გამშვებტან, რომ მან მწყერი თავის დროზე არ გააფრინა, ან მწყერსდ ხელი მოუჭირა რომ კარგად ვერ გაფრენილიყო და სხვა.
ოზურგეთელმა ბაზიერმა საქართველოს საპატიო მონადირემ გიგა ლომთათიძემ, გამოიგონა მწყრის გასაშვები აპარატი რომელიც დამზადებულია ზამბარის პრინციპზე. წინა ნაწილში დამონტაჟეაბული აქვს პატარა ყუთი მასში მოთავსდება მწყერი. ყუთს მიბმული აქვს გრძელი ზონარი რომელიც უჭირავს სტარტზე მდგომ ბაზიერს. როცა იგი დარწმუნდება რომ მისი მიმინო სანადიროდ მზადააგამოჰკრავს ხელს ზონარს რასაც მოჰყვება სასხლეტის ამუშავება და მწყრის ამოფრენა. აღნიშნულმა აპარატმა გაამართლა დავაც ამ საკითხზე აღარ ღირს, მაგრამ საჭიროა მისი უფრო მეტად სრულყოფა.
როგორც ზემოთაც ავღნიშნე ბათუმელმა ბაზიერმა ვ.ხაჯიშვილმა გამოიგონა აპარატი ‘’მექანიკური ღაჟო’’ , რომელიჩ მუშაობს ე;ემენტებზე და კარგ შედეგს იძლევა. ალბათ ახლო მომავალში, ბაზიერებს არარ დასჭირდებათ ღაჟოს დაჭერა და მისი გაწვრტნა ამით ბუნებასაც არ დააკლდება იგი. აღნიშნულ აპარატსაც სჭირდება სრულყოფა, რომელზედაც მისი ავტორი მუშაობს.

***
ნაშრომის დასასრულს, მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით გტავაზობთ ბაზიერთა შეჯიბრების დებულებას, ზოგიერთი ხალხური, კუთხური , ტერმინოლოგიის განმარტებას გაგაცნობთ, საქართველოს ბაზიერტა შეჯიბრების გამართვის ადგილებს, ამთში გამარჯვებულტა ვინაობას, ფოთოებსა და ილუსტრაციებს.
გვერდი 47-48


p.falcon
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 03.08.2011, 18:53:42 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვდებ 21 გვერდს, მე-20 გვერდზე წერია მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტის კრისტიან დე კიუნეს წერილი ასლან აბაშიძის მიმართ გამოგზავნილი რუსულ ენაზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ საქართველოში ქორ-შავარდნით, მიმინოთი ნადირობა პოპულარულია. სამქუხაროდ, იგი შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში - აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში. აღმავლობის გზაზეა სამეგრელოში, განსაკუთრებით ფოთსა და სენაკში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმტაცი სპორტი ავაღორძინოთ ყველგან, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოშიც.
როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში, შემოდგომაზე, სექტემბრის თვიდან იწყება ნადირობა მწყერზე, რომელიც ამ დროისათვის აქ საკმაო რაოდენობითაა, ამიტომ დამჭერ ფრინველებში უპირატესობა ენიჭება მიმინოს, მას ხალხურად მემწყერიასაც ეძახიან (რუსულად "პერეპილიანიკ"), ვიყენებთ ქორსაც, მაგრამ მას უფრო დიდი ზომის ფრინველი სჭირდება დასაჭერად, მაგ. ხოხობი, მტრედი, იგეშება კურდღელზეც და სხვა. ეს სახეობები ჩვენთან იმ რაოდენობით რომ ქორით ინადირო, არ არის, ამიტომ ბაზიერები ქორს, ძირითადად, შეჯიბრებისთვის იჭერენ და წვრთვნიან. ევროპაში კი სადაც პირადად გავეცანი ბაზიერთა საქმიანობას (უნგრეთში, ჩეხეთში, ბელგიაში) უმთავრესად ქორებით ნდირობენ ხოხობზე, კურდღელზე და სხვა. იქ ხოხობი ბუნებაში თითქმის არ მრავლდება, ხელოვნურად ინკუბატორში გამოჰყავთ, "სანადირო ხოხობს" დაახლოებით ნახევარ მილიონ ფრთას წამოზრდიან და მერე უშვებენ სიმინდის ყანებში, უვლიან, ნადირობის სეზონის დაწყების დროს, კი უკვე ზრდასრულებზე იწყებენ გეგმურ ნადირობას. ნებისმიერი მონადირე, ეს იქნება თოფით თუ ქორით, რამდენი ხოხობი ან კურდღელი სჭირდება, იმდენს მოიპოვებს, ზედმეტს არ მოკლავს, რადგან თითოეულ ნანადირევში იხდის არკვეულ თანხას. ამიტომ, მონადირე შერჩევით ნადირობს. მაგ: მამალ ხოხობს, სანამ არ ამოაფრენს, თოფს არ ესვრის (იგი ზომით დიდია და ლამაზიც). ვფიქრობ, კარგია მსგავსი მეთოდი თუ დაინერგება ჩვენშიც, ამის ყველა პირობა რსებობს. ეს ალბათ სამომავლოდ, დღეს კი ვინაიდან ჩვენთან ძირითადად სანადირო ობიექტი ბაზიერებისთვის არის მწყერი, მასზე გავამახვილებთ ყურადღებას.

დამატებულია (03.08.2011, 17:53:42)
---------------------------------------------
აქ არის დაწერილი 46-ე გვერდიდან რომელიც 47-ე გვერდზე გადადის თემა:

მწყერზე და მტრედზე ნადირობა
ხელოვნურად შექმნილ პოლიგონზე

ევროპულ ქვეყნებში: უნგრეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ბელგიაში და სხვაგან მოწყობილი აქვთ სპეციალური ხელოვნური სანადირო პოლიგონი თოფითა და ქორ-შავარდნით ფრინველზე - ხოხობზე სანადიროდ. ამ ქვეყნებში, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ხელოვნურად ამრავლებენ "სანადირო ხოხობს". იგი ადვილად მრავლდება. ჩვენში გავრცელებული კოლხური ხოხობი ძალიან ძნელად ეგუება ტყვეობას. მათი გავრცელების მიზნით თავდაპიველად გამოჰყავთ წიწილები, შემდეგ კვებავენ და უშვებენ სიმინდის ყანებში, სადაც უწყობენ სპეციალურ თავშესაფარს, რომ უამინდობისას თავი შეაფარონ. აქვეა მათთვის საკვები, სილა "საბანაოდ". აქ ფრინველები ეჩვევიან, შემდგომ კი როცა ქამოიზრდებიან მთელ ტერიტორიას, რადგან, გარდამარცვლეულისა სქირდებათ ქიაღუაც. აქვეა წყალი, რომელიც ჩასხმულია საგანგებოდ გამართულ ავტომანქანის საბურავეში, რომლებიც ერთი მხრიდან არის ჩაჭრილი, ამოჭრილი აქვს რა "ფანჯრები", საიდანაც ფრინველები წყალს თავისუფლად სვამენ, საბურავები წვიმის დროს თავისით ივსება. ფრინველი იძულებულია ერთი ადგილიდან გადაფრინდეს მეორეზე.ამ მდგომარეობას იყენებენ და მათი გადაფრენის ტრასებზე არის მოწყობილი სპეციალური სტენდები, სადაც მონადირეები ნადირობენ. ასეთი ნადირობა ეწყობა "ინტურისტის" ეგიდით და იგისაკმაო მოგებას იძლევა. მსგავსის გაკეთება შესაძლებელია, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მწყერზე ნადირობა იქნება რენტაბელური. ბაზიერთა ასოციაციას აქვს შემუშავებული საამისო პროექტი და თუ გამოჩნდა დაინტერესებული ორგანიზაცია ან პირი, მისიგანხორციელება შესაძლებელია ძალიან მცირე დანახარჯებით. როგორც ერთხელ უკვე ავღნიშნეთ, ზემოთ მოხსენიებულ ქვეყნებში ქორ-შავარდენით ნადირობა ელიტარულ სპორტად ითვლება და ბევრტურისტ-მონადირეს იზიდავს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

დაარედაქტირებთ ამ ნაწერს და ეგაა რა წიგნიც შესრულებულია..ჰო კიდე თხოვნა იყო საიტზე თანამონადირესგან დანარჩენი გვერდები დადეო რადგანაც მე მაქვს წიგნი 50 გვერდიდან საწერიც არაფერია რადგანაც სურათებია მხოლოდ და სია თუ ვინ როდის და რომელ წლებში გაიმარჯვა მხოლოდ სანახავია დაგაინტერესებთ. 167 ოღონდ ტელეფონით გადავიღე და ცოტა ისეთია ნუ გაადიდებთ მაინც გაიგებთ..აქ საიტზე ბევრი ვეცადე დამედო,ჩვენ ხო სხვა საიტიდან ვდებტ და იმ რუსულ საიტზე ვერ ავტვირთე ამიტომ ჯობია ვისაც გაინტერესებთ სკაიპით გამოვაგზავნი ან მაილზე.პირადში მომწერეთ,მერე იქნებ სხვამ ატვირთოს ჩემი ინტერნეტი ვერ ქაჩავს


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 03.08.2011, 22:21:28
 
badri94დრო: პარასკევი, 26.08.2011, 22:58:52 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერთა შეჯიბრის დებულება

ბაზიერთა შეჯიბრება წარიმართება დებულების მიხედვით, რომელსაც ადგენს ბაზიერთა რესპუბლიკური ასოციაცია და ამტკიცებს მონადირეთა და მეტევზეთა კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი.
რაიონების ბაზიერთა სექციები ადგილზევე ატარებენ შესარჩევ შეჯიბრებას, რომელზედაც შეარჩევენ ნაკრებ გუნდს რესპუბლიკური შეჯიბრებისთვის. შეჯიბრი მიმდინარეობს ორ ეტაპად. პირველი - ,,საქნიერი’’ - ითვალისწინებს ფრინველის გაწვრთნილობის შემოწმებას: საქნიერის სრულყოფილად შესრულებას, განსაზღვრულ დროში და მანძილზე. საქნიერის შესრულებისასს ასეტი შეფასება გამოიყენება:
50 მეტრიდან ეწერება 30 ქულა
40 მეტრიდან- 20 ქულა
30 მეტრიდან- 15 ქულა
საქნიერის სესრულებისას ბაზიერს ეძლევა 3 წუთი, აქედან 1 წუთი ეძლევა 50 მეტრიან ზღუდეზე. თუ მიმინო არ მოვიდა უნდა დაიწიოს 40 მეტრიანზე, აქაც ეზლევა 1 წუთი , თუ კიდე არ მოვიდა უნდა დაიწიოს 30 მეტრიან ზღუდეზე თუ მიმინო აქაც არ მოფრინდება ბაზიერთან იგი იხსნება შეჯიბრიდან.
დროის განსაზღვრა, საქნიერის მიმიდინარეობისას ხდება შემდეგნაირად : წამზომი ჩაირთვება მაშინ როცა ბაზიერი მივა 50 მეტრიან ზღუდესტან და ასწევს ხელს. იგი გამოირთვება როგორც კი მიმინო კლანჭებით შეეხება ბაზიერის მაჯას. თუ მიმინო პატრონს მისდევს ხმოვანი სიგნალისა და საჩვენებელი ხორცის გარეშე მას ეწერება უმაღლესი ქულა 30, ემატება 5 ქულა და შეუძლია ცდა გაიმეოროს თუ მიმინო კვლავ გაეკიდა მას კიდევ დაეწერება 5 ქულა ე. ი შეუძლია მოაგროვოს 40 ქულა
მიტევების კოლხური სტილით ფრინველის საველე გამოცდის დროს ბაზიერს ეწერება 15 მეტრიდან ეწერება 30 ქულა 10 მეტრიდან 25 ქულა, 5 მეტრიდან 20 ქულა.
მიტევება ტარდება ლაზური სტილიტაც. ვინაიდან ლაზური სტილის შემთხვევაში ბაზიერი დამჭერ ფრინველს ტყორცნის მწყრის ფრენის მიმართულებით და მასზე უფრო ადვილად დაწევის მიზნით ანიჭებს სასტარტო სიჩქარეს ასეთ შემთხვევაში მას აკლდება 5 ქულა.
თუ მიმინო ბაზიერის მიიახლოვებისას აფრინდება და დაჯდება სხვა ადგილას აკლდება 5 ქულა მეორედ მიახლოებისას თუ კვლავ გადაჯდება ან გაფრინდება მოედნიდან იგი იხსნება შეჯიბრებიდან. ე,ი მიმინო დაგეშიკი არაა.

შედეგის შეჯამება: შეჯიბრში გაიმარჯვებს ის ბაზიერი რომელიც მოაგროვებს ქულატა მეტ რაოდენობას და დახარჯავს ნაკლებ დროს ერთნაირი ქულების დაგროვებისას მათ შორის გაიმართება წილის ყრა.

გამარჯვებულტა დაჯილდოება: გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები ჯილდოვდევიან პირველ მეორე, მესამე ხარისხის დიპლომებიტა და ფასიანი საჩუქრებით.


p.falcon
 
badri94დრო: პარასკევი, 26.08.2011, 23:10:43 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ხალხური- კუთხური ტერმინოლოგიის განმარტება

1. ფრინველის თავსაბურავი (ძირიტადად იხმარება შავარდნის და ქორისთვის)- ცაფხუტი ან ჩაჩი
2. მიმინოს გამართვა- გაწვრთნა
3. ნარდი- მიმდინარე წელს გამოცეკილი ფრინველი
4. კაპუეტი(ზოგჯერ ხმარობენ კაპოეტს) ძველი ფრინველი 1 წლიდან ზემოთ
5. აფეთქება- იგულისხმება ღაჟოს ჯოხზე აფრენა
5.საირაო- ადგილი სადაც ტავს იყრის გადამფრენი ფრინვეელი- ხშირად აკეტებს ჰაერში წრეს ე.ი ირაოს აკეტებს
7.კარავი- იხმარება ‘’ქოხის’’ მნიშვნელობითაც კეტდება ნედლი მცენარეების ტოტებისა და ფოთლებისაგან მის წინ იდგმება ჩიტბადე. ქოხში კი იმალება ბაზიერი
8. გააკეტა მიმინომ ირაო ნიშნავს გაფრინდა და ცაში გააკეტა წრე
9. მიმინო ჰაერში აიწურა ე.ი წამოვიდა ტყვიასავით, ისარივით.
10. მიმინოს შეხამვლა- გამოწყობა შეკაზმვა,
11. ქანდარა- სპეციალური საჯდომი სადაც ფრინველი რამით ისვენებს
12.სახამლავი- მიმინოს მოსარტავები ერთად ყველას მოხამვლა ჰქვია
13 ხიზა- ერთ მეტრამდე სიგრზის ზონარია რომელიც ებმება სახამლავზე ნადირობის დროს იხსნება
14საქნიერი- ფრინველის მოყვანა ხელზე სხვადასხვა მანძილიდან
15- თური- ფრინველის დაბალზე დასაჯდომი


p.falcon
 
badri94დრო: პარასკევი, 26.08.2011, 23:12:00 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წიგნის ინტერნეტში გადაწერა დამთავრებულია შესაძლებელია ნაწერების დამუშავება და სტატიებად ან ერთ მთლიანობად ჩამოყალიბება

p.falcon
 
Adminდრო: ორშაბათი, 29.08.2011, 00:10:36 | შეტყობინება # 50
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 10 ადმინისტრაციის სახელით 10 10 :10:

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика