05:52:34
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
ფარით ნადირობა (ბრაკონიერობა)
Adminდრო: ოთხშაბათი, 01.07.2009, 15:21:24 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით ნადირობა,ჩემი აზრით ბრაკონიერობაა და სურვილი არ მაქვს ჩვენს საიტზე მიმდინარეობდეს მისი განხილვა დადებით ასპექტში,ან მასზე რაიმე ფოტო ან ვიდეო მასალის განთავსება.თქვენ რას იტყვით?
 
xedosდრო: ოთხშაბათი, 01.07.2009, 15:27:24 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები ადმინ
 
gioდრო: პარასკევი, 03.07.2009, 19:17:03 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინს ვეთანხმები...ფარზე სიარულს არ ქვია ნადირობააა...
 
998დრო: პარასკევი, 24.07.2009, 21:47:51 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფანრით ნადირობას რა მუღამი აქვს არ მესმის. ბრაკონიერობაა. ნადირობაა ძაღლთან ერთად.ფანრით ვინც ნადირობს ბუნების მტერია.
 
jabaguriaდრო: კვირა, 16.08.2009, 19:35:45 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველა მონადირეს და გეტანხმებით ფარიტ ნადირობა არი სიხარბე და ღორობა რაც ბევრი ვაიმონადირის სულში ზის. გაუმარჯოს ნამდვილ მონადირეებს.
 
xonikuxiდრო: ოთხშაბათი, 16.09.2009, 10:33:43 | შეტყობინება # 6
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით ნადირობა კი არის ბრაკონიერობა. მარა არც ნაკლები არ არის მანოკით ნადირობა
 
Discaverდრო: ოთხშაბათი, 16.09.2009, 13:46:58 | შეტყობინება # 7
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით ,,ნადირობას", ნადირობა არ ჰქვია ვინაიდან ინტერესი არა აქვს ერთის გარდა, ის უფრო საკვების მოპოვების ერთ-ერთი გაუმართლებელი ხერხია და მას არ შიძლება ნადიორბა ეწოდოს.
 
lordiდრო: ორშაბათი, 26.10.2009, 11:44:36 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველას მოგესალმებით,
ვერ დავეთანხმები იმას, ვინც ფარით მონადირეებს ყველას ბრაკონიერებს უწოდებს და რაოტომ?
გააჩნია ვინ რაზე, რა დროს და როგორ ნადირობს ფარით? - ამ 3 პარამენტრის განხილვის შემდეგ შეიძლება პიროვნებას ვუწოდოთ ან ბრაკონიერი, ან მეხორცე, ამ ბუნების მტერი, ან სამივე ერთად!

ხშირად მიწევს კურდღელზე ღამით ფარზე ნადირობა და ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მეხორცე ვარ და საკვების მოპოვებისთვის ვნადირობ ღამით ფარზე (მინდა ავღნიშნო, რომ არანაირი ნანადირევის ჭამა არ მიყვარს, იშვიათად თუ გავსინჯავ ხოლმე ჩემს ნანადირევს წესად და ძირითადად ჩემი მეგობრები და ნათესავები მიირთმევენ ხოლმე ჩემს ნანადირევს), უბრალოდ არ შემიძლია ნადირობის გარეშე, კურდღელზე ძაღლებით ნადირობას კი ყოველთვის ვერ ვახერხებ...
რაც შეეხება კურდღელზე ფარით ნადირობის პროცესს, რა თქმა უნდა მას ძაღლით ნადირობა ჯობია (ძაღლების წაკივლების და მათი მრავალ ხმაში ყეფის გამგონე - გული სიხარულისგან ამოვარდნაზე მაქვს ხოლმე მოლოდინით), მაგრამ ფარით ნადირობისას როცა კურდღლის თვალი გაანათებს, მანქანას იმ მიმართულებით შეაბრუნებ და კურდღელს დაედევნები, მძღოლი მანქანას არ ზოგავს, მატორში ფეხს გაუყრის და მატორის ხმა გაგიჟებს, კურდღელიც თავის მხრივ თავს არ ზოგავს, გარბის თითქმის არანაკლებ მანქანის სიჩქარისა - ამ დროს ადრენალინმოზღვავებულმა ამ პროცესის მონაწილემ თუ სასხლეტს ხელი გამოკრა და კურდღელს რამოდენიმე სალტო გააკეთებინა, მას ბუნების მტერი არ უნდა ეწოდოს!
ადმინ, მაპარიე რომ ფარით ნადირობის პროცესი დადებით ასპექტში ავღწერე, მაგრამ მე მხოლოდ ასე ვნადირობ ფარით და ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ეს არც ბრაკონიერობაა, არც მეხორცეობა და არც ბუნების მტრობა!
ბრაკონიერი და ბუნების მტერი ვიქნებოდი, რომ სეზონის გახსნამდე ვნადირობდე, ხოლო მეხორცე უფრო მაშინ ვიქნებოდი, ჩიგვებში ჩამალულ ნადირს ღამით ფარზე რომ ვაჩერებდე და ისე ვესროდე! - მე ყოველთვის გაქცევის და თავის შველის საშუალებას ვაძლევ ნადირს და ამის შემდეგ გაქცეულს ვესვრი ხოლმე, ანუ ფარს ღამით სანადირო ობიექტის გასაშტერებლად კი არა, მათ აღმოსაჩენად და დასანახად ვიყენებ!
ესაა ჩემი კომენტარი:)))

 
monadireდრო: ორშაბათი, 26.10.2009, 14:53:42 | შეტყობინება # 9
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 61
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო.ლორდ გეთანხმები არ შეიძლება ყველა ფარზე მონადირე ბრაკონიერი იყოს მაგრამ ყველაფერს აქვს საზღარი.მე მინახია მონადირეები რომლებსაც ფარზე 15 კურდგელი მოუკლავთ,ეგ ბრაკონიერობაცაა სიხარბეც და საერტოდ ასეთი კაცი მე მონადირედ არ მიმაჩნია რომელიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს.სჰე კაი ადამიანო მოკალი 1 ჰა 2 და წადი სახლში.ხვალაც ხო გინდა რო ისიამოვნო არაა.მეც მიმაცჰნია რომ ყველაპერი ნორმის პარგლებსჰი დასაშვებია.(მაშინ ისიც ბრაკონიერია ვინც მახეებს აგებს ,რასაც არ ვეტანხმები,და საერტოდ ყველა ჩვენ ბრაკონიერები გამოვდივართ რადგან კურდგელზე ნადირობა აკრდზალულია.იგივე სჰეიდზლება იტქვას ხოხობზე,კაკაბზე და ა.შ.)
 
lordiდრო: ორშაბათი, 26.10.2009, 15:15:41 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები მონადირე, რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, გადამწყვეტიც კი. წეღან უბრალოდ გამომრჩა ამის თაობაზე დამეწერა. ერთ ნადირობაზე 2-ზე მეტი კურდღელი ფარზე არასოდეს მომიკლავს და არც მოვკლავ, სწორედ იმიტომ, რომ ხვალ მეც, ჩემმა მეგობრებმაც და ყველა მონადირემ ისიამოვნოს იმ პროცესით, რასაც ნადირობა ჰქვია!
 
misha-mishikoდრო: სამშაბათი, 27.10.2009, 10:46:14 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
15 კურდღელს ფარით მოკლავ თუ ძაღლებით ნადირობისას რა მნიშვნელობაა, ორივე ბრაკონიერობაა!!!...
 
gogita12დრო: ორშაბათი, 02.11.2009, 00:17:32 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
misha-mishiko, ძაღლით მოკლულს ბრაკონიერობა არ ქვია. ფარით კი სუფთა ბრაკონიერულია.........

ისე ჩვენი კანონმდებლობით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ნადირის ძაღლები საერთოდ არ უნდა გვკავდეს.. არცერთი ნადირზე არ იცემა ლიცენზია

 
lordiდრო: ორშაბათი, 02.11.2009, 14:25:51 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, ვერ დაგეთანხმები მეგობარო, გააჩნია რა შემთხვევაში, თორემ ერთ დღეში ძაღლით ნადირობისას 15 კურდღელს რომ მოკლავს კაცი, ან 150 მწყერს, ან 50 ბატს და ა.შ. ეს ბრაკონიერობაა ნამდვილად, აბა სხვა რა არის?
 
gogita12დრო: სამშაბათი, 03.11.2009, 22:31:23 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, ჩემი აზრით არასწორია ვინც მოკლავს 15 კურდღელს და 150 მწყერს. ერთ კაცზე ვამბობ. უბრალოდ მოსაწყენიცაა ერთ დილას გახვიდე და 150 ცალი მწყერი მოკლა და თუნდაც 15 კურდღელი. მაშინ იმ კაცს იმ დღეს ქორწილი ან რაღაც დიდი სუფრა აქვს .....

საერთოდ კანონშიც წერია რომ დამჯდარ ფრინველზე. ან გაჩერებულ ცხოველზე ნადირობა იკრძალება.. ასეცაა. კურდღელი ფარზე გაჩერებულია და მაშინ ესროულებიან. აი ძაღლებით როცა ნადირობ კი მაშინ თუ კარგი მსროლელი ხარ, გაქცეულზე მოგიწევს სროლა და 15 იშვიათად მოიპოვება..... და მწყერს რაც შეეხება ჯერ არ მინახავს კაცი რომელსაც ერთ დილით 150 ცალი ყავდეს მოკლული (ვამბობ 1 კაცი როცა ნადირობს)
25 25 23

უბრალოდ 150 გილძი უნდა წაიღოს მონადირემ ყანაში და დარწმუნებული ვარ ნახევარ საათში ვეგარ გაივლის მისი თრევით.....

მწყერი ყველაზე ბევრი 3 წლის წინ 31 ცალი მოვკალი მარტო ვიყავი და უბრალოდ მეტის სროლაც აღარ მინდოდა თან კარგა დროც მოუნდი..... (მაშინ მანოკები არ იყო და ეგ მოსული მწყერი იყო)

წელს მანოკი მქონდა ჩართული და ყველაზე ბევრი დაჯენილ მწყერზე 12 ცალი მოვკალი..იმდენი კაცი ნადირობდა რომ არ შეიძლებოდა ყანაში გაჩერება

 
lordiდრო: ოთხშაბათი, 04.11.2009, 10:41:35 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, ახალქალაქში ვინადირე წელს მწყერზე სექტემბრის შუა რიცხვებში, ბიძაშვილის ჯიუტი კურცხარი მყავდა წაყვანილი და მართლა დამტანჯა, მთელი დღე ვინადირეთ და 40-მზე მეტი ვერ მოვკალით მე და მამაჩემმა (20 სექტემბერს ქორწილი მქონდა და მართლა მაგისთვის მინდოდა:)), აი ვისაც თავისი ძაღლი ყავდა წამოყვანილი 120-ს რომ გადაცდა, მერე აღარ ითვლიდა თვითონაც. გილძებს რაც შეეხება, 50 გილძი რომ წაიღო და ტყვია-წამალიც, სავსებით საკმარისია (50 გილძს რომ გაისვრი, მერე ცოტას დაისვენებ და ამასობაში გილძებსაც დატენი). ასე რომ, 150 გილძის დაწვა სულაც არაა პრობლემა ერთ ნადირობაზე ერთი კაცის მიერ.
რაც შეეხება დამჯდარ-გაჩერებულ ნადირ-ფრინველზე სროლას, ამაზე ორივეხელაწეული გეთანხმები!
 
gogita12დრო: ოთხშაბათი, 04.11.2009, 21:10:41 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, ის მომეწონა დასვენების დროს გილძებს ტენიდაო........ 069 069 069 069 069 069 069 069 069 069 069 069
 
gogita12დრო: ხუთშაბათი, 05.11.2009, 00:02:19 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[color=red]მინდა ყველამ წაიკითხოს.........!!!!!!!!!!!!!!!

რატომ არ შეიძლება ბრაკონიერობა?????

1. იმიტომ რომ კანონი კრძალავს!
2. კანონი იმიტომ კრძალავს რომ; როდესაც ნადირობენ ფარით, ლიპყინულზე დადევნებით, დამჯდარ ფრინველზე, დიდითოვლობის დროს დადევნებით., ავტომანქანით დადევნებით, ნებადართული ოდენობით მოპოვების დარღვევა, ელექტროდენით თევზაობა....
წარმოიდგინეთ ყველამ ინადიროს ამ მეთოდებით მაშინ სულ რაღაც ერთ თვეში აღარ იარსებებს არცერთი ფრინველი და ნადირი....
მეორე ის არის რომ როდესაც ჩვეულებრივი ნადირობაა მაშინ ფრინველსაც აქვს გადარჩენის შანსი. ნადირსაც აქვს გაქცევის საშვალება და თევზს ქვირითის დაყრის საშვალება.
3. მონადირესათვის ნადირობა უნდა იყოს არა ხორცად მოპოვების სურვილი არამედ აზარტი, სიამოვნება და ბუნების კანონზომიერების დაცვის ხელშეწყობა...
3. ამ ყველაფერს ნადირობის კულტურასთან მივყავართ..... უბრალოდ უნდა ახსოვდეს მონადირეს რომ ის არ არის ამ ქვეყანაზე მარტო, არის სხვა მონადირეც და იმ სხვას კულტურით უნდა ჯობდეს და არა ათასგვარი ბრაკონიერული ხერხებით და მოპოვების იმ სურვილით რომ რაც შეიძლება მეტი ხორცი მოინადიროს......
დაიყენე ძაღლები მტაცებელი ფრინველები, გაწრთვენი და შეეჯიბრე სხვას ამ მეთოდით როგორც წესია...... ესროლე როგორც წესია და მერე შეეჯიბრე სხვას თუ ვაჟკაცი ხარ.!

ეს უნდა ახსოვდეს ყველას რადგან აქ მთავარი ყოველ წელს იყოს სეზონი და არა მხოლოდ დღეს.......
კურდღელი ასეთუ ისე ცოტა მომრავლდა მაგრამ რად გინდა ღამით 100-ჯერ მეტი იხოცება ვიდრე დღისით
მადევრების საშვალებით.

თუ ვინმეს უკითხია საერთოდ საქართველოში არსებობს ძაღლის ჯიში მწევარი?
ან რატომ ყავდათ ეს ჯიღები ადრე? ....

როგორ არ შეიძლება ეს ეთიკა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს...... 23
უბრალოდ გერმანიაში ის მშურდა რომ შვლები, ხოხბები , ირემები გზებზე მყავს ნანახი.,, კურდღელზე საერთოდ ლაპარაკი არ არი, ქალაქის პარკებში დასეირნობენ. იქაც ნადირობენ ამ ყველაფერზე ოღონდ წესებს იცავენ.....

თხოვნააა ეს კულტურა გავიხსენოდ და სხვებსაც მოუწოდოთ ასე მოიქცნენ..... 19

 
Levan1დრო: ხუთშაბათი, 05.11.2009, 23:27:45 | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით ნადირობა მართალია ბრაკონიერობაა მაგრამ გარკვეული ხიბლიც აქვს:) სიმართლე გითხრათ მე მხოლოდ ერთხელ მინადირია და დიდი სიამოვნებაც მიმიღია იმის მიუხედავადდ რომ ნანადირევი არც ტუ ისე დიდი იყო, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ჭესები უნდა დაიცვას ყველა მონადირე რაც ისევ ჩვენთვის იქნება უკეთესი.
 
gogita12დრო: ხუთშაბათი, 05.11.2009, 23:38:08 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Levan1, დიდი სიამოვნება სულაც არ არის .. ეგ იგევეა რაც ტირში შეხვიდე და მიშენიაში ესროლო. თან თუ იცი სხვა მონადირეს ხელს რომ უშლი... ???????
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 11.11.2009, 18:01:00 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე გული მწყდება რომ დღევანდელი მონადირეების დიდი უმრავლესობა მისდევს ბრაკონიერული წესით ნადირობით მეთოდებს. ძალიან ცუდია ის ფაქტიც რომ დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს არანაირი საგანმანათლებლო ბაზა მონადირეთა და მეტევზეთა სწორად არზრდის, განვითარების და პროფესიონალურად ჩამოყალიბების... (თუ არ ჩავთვლით ერთადერთ ჟურნალ ''ნადირობის'' გამოცემას და ორიოდე საინტერნეტო საიტს'' ბაზიერი. ჯის და ოჩოპინტრეს ვგულისხმობ); ამ მიმართულებით არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები და სტრუქტურები არ მუშაობენ. 25

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - ოთხშაბათი, 11.11.2009, 19:46:59
 
levani27დრო: ხუთშაბათი, 12.11.2009, 14:14:38 | შეტყობინება # 21
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრიტ ცხოველზე ნადირობის მთავარი ხიბლი მდევრიტ ნადირობაა 166 166
 
88goga88დრო: ხუთშაბათი, 12.11.2009, 21:43:24 | შეტყობინება # 22
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრაკონიერობიტაა გამოწვეული ამდენი ფრინველის და ცხოველის განადგურება.ფარით დაფეთებულ ფრინველს და ცხოველს უჭირს გამრავლება
 
zaza1970დრო: შაბათი, 14.11.2009, 14:05:16 | შეტყობინება # 23
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფანრიტ მონადირეს,ყასაბი ქვია ჩემი აზრით
 
gogita12დრო: ოთხშაბათი, 18.11.2009, 22:56:33 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
88goga88, zaza1970, უჭQირს გამრავლება და თან როგორ?. ან კასაბი კი არა მეტი უარესია..... არ სჰეიძლება ეგრე ნადირობა და ეს ხალხმა თავად უნდა მიხვდეს ......... ან უნდა შეიქმნას საქართველოშიც რაღაც ისეთი საინფორმაციო მესიჯები რომ მიხვდეს რა ზიანს აყენებენ ბუნებას ..... ამას უნდა მიხვდნენ გულით და არა ზეპირად....... დაგვაგვიანდება კიდევ დიდი ხანი....... ამისათვის................................................................................................................................... ..............................
 
tokaდრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 21:40:41 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მგონია რომ ფარით ნადირობა ყველას გამოუცდია.. და მუგამიც აქვს, მაგრამ მაინც ტეხავს
 
berdznaდრო: პარასკევი, 20.11.2009, 03:11:23 | შეტყობინება # 26
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცია და გუნება,მე ვერ ვიგებ ფანრის მუგამს.მართალი ხარ,არავინ თქვას ფანრით არ მინადირიაო.
 
vaxo_vaxoდრო: პარასკევი, 20.11.2009, 17:11:44 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, მაგაში ვერ დაგეთანხმები რო მუგამიაგ.....სად იარაღით რო დაბრიდავ მწყერს და სად ფარით.....არ შეილება ფარით ნადირობა
 
tokaდრო: პარასკევი, 20.11.2009, 17:46:48 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვახო, მე ერთხელ ვარ ფარით ნამყოფი... იმიტო რო იმდენად არ გამისწორდა როგორც ჩვეულებრივ დგე, დილას, საგამოთინ პერელიოტი... მაგრამ მონადირის გუნება მაინც ღორულია:D ამით იმას ვამბობ რო ვერ ისვენებს, ყოველთვის ნადირობაზე ფიქრობს:D:D:D მე ესე ვფიქრობ 167
 
berdznaდრო: შაბათი, 21.11.2009, 15:02:43 | შეტყობინება # 29
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არც შეიძლება და არც მუღამი აქვს.
 
tokaდრო: შაბათი, 21.11.2009, 15:06:54 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berdzna, ყველაპერს თავის მუღამი აქვს, ამაზე ორი აზრი არარსებობს.... 167
 
berdznaდრო: შაბათი, 21.11.2009, 15:42:24 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შეიძლება,მე მაგის მუღამი ვერ გავიგე 23
 
zaza1970დრო: კვირა, 22.11.2009, 14:39:32 | შეტყობინება # 32
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდევ კარგი მონადირეებო რომ,ბევრი არ არის ფარზე ნადირობის მოყვარული თუ არა მონადირე ძაღლები გადასაგდები გახდებოდა. მე პატარა ბიჭი მყავს და სულ ვეუბნები ,რო წამოიზრდები სანადიროდ წაგიყვანთქო,ჰოდა ამათმა თუ ფარზე დახეცენ ყველაფერი,ჩვენი შვილები რაზე ინადირებენ ძაან საინტერესოა. ასე რომ მოგიწოდებთ ყველას , ფგარზე ნუ ინადირებთ!
 
gogita12დრო: კვირა, 22.11.2009, 15:02:08 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka, berdzna, იცით რა ხდება. აქ ჩვენთან ეტყობა კიდევ არ არსებობს მკაცრი კანონი ბრაკონიერობაზე. ეს იმიტომ რომ ერავის დაუშინებივართ ჯარიმებით და ციხით.................................

რაც არ შეიძლება იმიტომ არის აკრძალული რომ ეტყობა მართლაც არ შეიძლება. იმ დროს როცა ბრაკონიერობაა მაშინ ნადგურდება ეგზემპლიარები რასაც ქვია ჯამრთელი ფრინველი , ცხოველი თუ თევზი თუ ხე.........

ნადირობა ღმერთიდან არის დალოცვილი მაგრამ არა ბრაკონიერული. არ არსებობდა ადრე ფარი და დენი მაგრამ ნადირობდნენ ჩვენი ბაბუები და. კარგადაც კლავდენენ ვინც კარგი მარდი და ჩუბინი იყო. ეხლა რომ წავლენ და ფარით და ასე შემდეგ ინადირებენ. გამოხვალ და აღარაფერი დაგხვდება....... რაღათ გინდა ძაღლი ან შევარდენი რომ ძრდით და უამრავ ფულს ხარჟავთ გაზრდაში....ან საერთოდ თუ გინადირიათ როგორც წესია?

თუ გსმენიათ სხვა ქვეყნებში როგორ ნადირობენ არ როგორ იცავს თითეული მოქალაქე ფლორას და ფაუნას?

აქ კულტურა აღარ არის და აღარც ვემორჩილებით.... ისე ამ ყველაფერს ერთ წერტილადე მივყავართ... მ ო ნ კ ა ვ შ ი რ ი. მარტო ეგერემ კი არ უნდა დაგვიშალოს ბრაკონიერობა არამედ ერტმანეთს უნდა დაუშალოდ და უნდა გავაგებინოდ რომ აღარ შეიძლება ეგრე. ................ ონკავშირის არსებობა საერთოდ ითვალისწინებდა მონადირეებს შორის ურთიერთ კულტურის და ზნეობის შენარჩუნებას და არა საწევროს მარტო.

 
Adminდრო: კვირა, 22.11.2009, 22:39:56 | შეტყობინება # 34
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბატონო მოდერატორებო 39 ჩემი თხოვნა იქნება ნადირობის განყოფილებაში შექმნათ თემა ვთქვათ "ქართველი მონადირის ეთიკა" ან "ქართველი მონადირის ქცევის კოდექსი" ან რამე ასეთი და ვიმსჯელოთ როგორი უნდა იყოს ჩვეულებრივი მონადირე საქართველოში,არა ისეთი როგორიც კანონითაა,ზურგზე რომ ფრთები ამოუვიდეს და ანგელოზი გახდეს და არც ისეთი ....ზღვარს რომ აბიჯებს.თავისი ქცევის წესებით ბუნებაში და ...რავი გზადაგზა მიმართულებაც მიეცით. 167
 
soso_k3დრო: ორშაბათი, 30.11.2009, 21:40:56 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
admin ინტერესნოოოო, კაი თემა იქნებააა. 10 10 10
 
kiroდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 16:19:15 | შეტყობინება # 36
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ იგივიე რაც გალიაში დაწყოვილს ესროლო და ეგ რა ვაჟკაცის საქმეა 23
 
berdznaდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 20:24:49 | შეტყობინება # 37
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, მართალი ხარ ძმა.ფანრით ნადირობას,ნადირობა არ ქვია 167
 
nugomonadireდრო: პარასკევი, 11.12.2009, 17:36:25 | შეტყობინება # 38
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველას მოგესალმებით, დაგლოცოთ მამაზეციერმა. იცით რა მინდა რომ გითხრათ, ყველა ჩვენთაგანს გვყავს ან სამეგობროსში, ან სამეზობლოში, ან საერთო ნაცნობობაში ისეთი ადამიანები რომლებიც ფარით ნადირობენ და აპარატით თევზებს იჭერენ(ანადგურებენ). დამეთანხმებით რომ ბრაკონიერობას აქვს თავისებური აზარტი და ხიბლი, გარკვეული რისკი, მუღამები და ცდუნებები. ვფიქრობ რომ ისეთ ადამიანებთან რომლებმაც ნადირობა პირდაპირ ბრაკონიერობით დაიწყეს უფრო ადვილი იქნება მათთან სწორად ნადირობის აგიტაციის ჩატარება და მათი საჩვენოსკენ მობრუნება, ვიდრე 40-50 წელს მიტანებულ და გადაცილებული ასაკის პიროვნებებთან, რომლებმაც შესანიშნავად იციან თუ რა არის სინამდვილეში ბრაკონიერობა და რა ენით აუწერელი ზიანის მოტანა შეუძლია ბრაკობიერობას ჩვენი პატარა ულამაზესი ქვეყნის ფლორა-ფაუნისათვის. ხშირად თვალს ვხუჭავთ ხოლმე , ხშირად ჩაშვებად და არაკაცურ საქციელად მივიჩნევთ ბრაკონიერს რომ ჩკუა ვასწავლოთ, არადა ამ დროს ბრაკონიერების გაუმაძღრობას და უსინდისობას საზღვარი არ უჩანს. ჩემო ძმებო უნდა გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველამ ერთად ხმა ამოვიღოთ ამ სენის წინააღმდეგ. მე არ ვამბობ გდე-ის ოფიციალური სამსახურის პარალელურად რაიმე დამსჯელი რაზმები შევქმნათ და ინკვიზიცია მოუწყოთ ბრაკონიერებს თქო, მაგრამ ყველას ხელი მიგვიწვდება როგორც მე ზემოთ წერილის დასაწყისში ავღნიშნე ჩვენს გარემოცვაში, სამეზობლოში თუ სამეგობროში და ყველგან სადაც წავაწყდებით ვებრძოლოთ ამ სენს; არიან ძველი თაობების მონადირეები, შეიძლება ისინიც ჩავრთოთ ამ საქმეში. აი მაგალითად ჩემს პატარა რაიონში(წყალტუბოში) მაქვს სურვილი რომ შევკრიბო მონადირეები(სხვათაშორის რაოდენობით მართლაც რომ ბევრნი არიან, და მინდა სიხარულით ავღნიშნო რომ ამ ბოლო 6-7 წელიწადში საკმაო რაოდენობის ახალგაზრდა მონადირეც შემოგვემატა) მაშასადამე დავსხდეთ, ვისაუბროთ როგორც ბრაკონიერობის პრობლემებზე ასევე სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ამ უმშვენიერესი პროფესიის ირგვლივ. მინდა ყველა ჩემს ნაცნობ მონადირესაც ვთხოვო რომ ერთად ვებრძოლოთ ბრაკონიერობას. ამასთანავე მე ბედნიერი ვიქნები თუ თქვენ ჩემო კეთილო ადამიანებო შემომეხმიანებით და თქვენის მხრივ კიდე რაიმე რჩევა-დარიგებებსაც მოგვცემდით ამ მოკრძალებული პროექტის ირგვლივ... 39 23 25 :25: 25

დამატებულია (05.12.2009, 05:01:53)
---------------------------------------------
მოგესალმები კეთილო ადამიანო. მე წავიკითხე თქვენი წერილი,( მხედველობაში მყავს წერილის ავტორი,/ლორდი, ლეიტენანტი, ეგერი/) სადაც თქვენ ფარით ნადირობაზე საუბრობთ. მომიტევეთ მაგრამ არ შემეძლო არ გამოგხმაურებოდით. საიტს კითხულობს უამრავი ახალგაზრდა, დამწყები მონადირე. თქვენ კი მათთვის, წოდებით ლეიტენანტი, ბუნების დაცვის განსაკუტრებული სტატუსის მქონე ავტორიტეტი (ეგერი) ადამიანი (კიდე ერთხელ მომიტევე და) წერთ ასეთ წერილს. რა მაგალითის მიცემა გამოდის ჩემო ძმაო მათთვის, ვინც ეხლა იწყებს ნადირობას და პირველად იღებს იარარს ხელში? ძალიან გთხოვთ ნუ შემედავებით იმაში რომ ფარით ნადირობა გინდათ კურდღელზე იყოს და გინდათ სხვა რაიმე ფრინველზე თუ ნადირზე, არააქვს მნიშვნელობა, ყველა შემთხვევაში ბრაკონიერობაა და დაუშვებელი. 23 25 :25: 25

დამატებულია (11.12.2009, 17:36:25)
---------------------------------------------
მოგესალმებით ყველას, დაგლოცოთ უფალმა და დაგიფაროთ; მე დღეს მინდა ერთი პატარა ამბავი მოგიყვეთ, რომელიც პირადად მე გადამხდა თავს : 70-იანი წლების დასასრულს როდესაც მე სრულიად ახალგაზრდა დამწყები მონადირე გახლდით, მქონდა უდიდესი ბედნიერება რომ ეს კეთილშობილური პროფესია ისეთი ადამნიანების დახმარებით და უშვალო მაგალითების წყალობით დამეწყო(ამეწყო), რომ ბევრს კეთილი შურითაც კი შეშურდებოდა, ხოლო მე მთელი ჩემი ცხოვრება მეყოფა გასახსენებლად და საამაყოდ. ერთი ჩვეულებრივი დღე, 15 აგვისტოს, ნადირობის სეზონის გახსნა. დილადრიანად ბიძაჩემი, ალექსანდრე ქუთათელაძე /იგივე ჟუტუნა/, ჩემი ბიძაშვილი თემური იოსელიანი, რუსლანი ბიძია და მე გავეშურეთ მწყერზე სანადიროთ ფარცხანაყანებში, ჟუტუნას და მის მეგობრებს ჩვევად ქონდათ ნადირობის წინ წყალტუბოს შემოსასვლელში მდებარე ბოინის სასადილოში გავლა, ხაშზე, ლავაშზე და 100-100 გრამ ჭაჭის არაყზე. როდესაც სახაშეში შევედით, გვერდით მდგარი მაგიდიდან მთელი ხმაურით და აჟიოტაჟით წამოიშალნენ მონადირეები ბიზაჩემის და ჩვენს მოსასალმებლად, ატყდა სეზონის გახსნის მილოცვა და კეთილი სურვილების გაცვლა-გამოცვლის ცერემონიალი. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ბიზაჩემი, ეს სიცოცხლით, იუმორით და არაჩვეულებრივი ინტელექტით სავსე კაცი, ვხედავ რომ ნირ წამხდარი და ცხვირჩამოშვებული, გაბრაზებული, გვერდიდან როგორ გვადევნებს თვალს. შემდეგ ზრდილობის ნიშნად ნაცნობ ბუფეტჩიკს თავი დაუკრა, საათს დახედა და ჩვეული სიდინჯით, მაგრამ ცოტა მკაცრი ტონით გვითხრა, გავდივართ, ვაგვიანებთ. სიტყვის შებრუნება, ან რაიმე მიზეზის კითხვა არავის გაუბედავს ისე გამოვედით და ჩავსხედით რუსლანიას ფაქიზოში. მე ეხლა რა მომასვენებდა მიზეზი ბიძაჩემის ასეთი საქციელისა რომ არ გამეგო, მაგრამ ჟუტუნამ თვიტონ დაიწყო და იქვე ორ სიტყვაში აგვიხსნა კიდეც და გაგვინათელყო ყველაფერი: ნუგაზარი შვილო დაიმახსოვრე კარგად, ეს ხალხი დაძინებულ ფრინველზე ღამით ნადირობენ, ასევე ღამით არ ინდობენ, ანადგურებენ კურდღლებსაც და პატარა ბაჭიებსაცო. მე რომ მათი ტრაპეზი არ დავლოცე, და არც თვითონ ვადღეგრძელე, 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება და რომ ეს მონადირეები ასეთი სირცხვილის და დამცირების შემდეგ ფარს აღარ გაეკარებიანო, თუ რაღა თქმა უნდა მთლად წყალწაღებულები არ აღმოჩნდებიანო. ბიძაჩემი ალექსანდრე ქუთათელაძე, ჩვენ პატარა და კოხტა ქალაქ წყალტუბოში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა, იყო პროფესიონალი ეგერი, კინოლოგი და არაჩვეულებრივი მსროლელი. ჩემთვის დღესასწაული იყო მათთან ნადირობა. ყოველი სანადირო დღე რომელიც მე მთან ერთად გამიტარებია, ეს იყო ვაჟკაცობის, მეგობრობის ერთგულების, მშობლების პატივისცემის, უფროს-უმცროსის სათანადოდ დაფასების, მანდილოსნების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის და ადამიანად ჩამოყალიბების დიდი სკოლა-აკადემია. მათგან ვისწავლე თუ როგორ უნდა გიყვარდეს და უფრთხილდებოდე ხვთისგან მომადლებულ ამ უნიკალურ ბუნებას, ფლორა-ფაუნას. ძალიან მინდა რომ საქართველოში არ იყოს ბრაკონიერობა. კეთილი, თეთრი შურით მშურს ამ საიტზე არსებულ ვიდეო მასალას როდესაც ვათვალიერებ. როგორი დონის სამონადირეო მეურნეობები ასებობენ, რა მაღალი კულტურა, რა პროფესიონალიზმი გააჩნიათ ჩვენს კოლეგა მონადირეებს საზღვარგარეთ; ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ''ბაზიერის ჯის'' შემქმნელები და ორგანიზატორები, იმისათვის რომ საშვალება მოგვცენ თვალით მაინც გავიხაროთ და დავტკბეთ... 10 166 10 166 10 :10: 10

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - პარასკევი, 11.12.2009, 18:54:26
 
Adminდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:30:26 | შეტყობინება # 39
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ დალოცვისათვის ყველას სახელით.ძალიან კარგია თქვენნაირი გამოცდილების მქონე ადამიანების გააქტიურება საიტზე,რადგან დღევანდელი ახალგაზრდა მონადირეები იმ იდეური ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან რასაც ნამდვილი მონადირის მიერ ბუნების სიყვარული,დაცვა და ნადირობის ეთიკა ქვია.დღეს უმეტეს შემთხვევაში არეულობის პერიოდში დაწყებული ბუნების მიმართ დაუზოგავი მოპყრობა გრძელდება და ეს ხშირ შემთხვევაში საამაყოდ არის გადაქცეული,ამდენი დავხოცეთ,ამდენი დავიჭირეთ და ... იგივე საუბარში კი გაკვირვებით კითხულობენ:შარშან უფრო მეტი იყო,იმის წინ უფრო მეტი და წელს რა ეტაკაო.ვისაც არ უნდა გაიგოს არ გაიგებს,ხოლო ვისაც დავალებული აქვს საზოგადოებისთვის ამის გაგებინება,ხშირად უარეს აკეთებს.ხოლო
ახალგაზრდა მონადირეებს კარგის და გლახას ნორმალური ამხსნელი არ ყავთ. და ეს საქმე ყველა იმ მონადირის ვალია ვისაც ეს სკოლა გავლილი აქვთ.
დღეს ერთ გადაცემას ვუსმენდი ნადირობაზე საიდანაც ერთი ტერმინი დამამახსოვრდა და ძალიან მომეწონა :"ნადირობა გასროლამდეაო".
გამგები გაიგებს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ საიტის მონადირეების სახელით და იმედია არ შეჩერდებით
10 10 10
 
ratiდრო: ორშაბათი, 14.12.2009, 13:29:36 | შეტყობინება # 40
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გააჩნია რაზე ინადირებ ფარით. მაგალითად იხვზე დიდისიაოვნებაა ფარიტ ნადირობა. 166 166 ქათამს და კურდღელს ნუ გავწყვიტავთ. 25 25 25 25
 
kiroდრო: სამშაბათი, 22.12.2009, 23:54:21 | შეტყობინება # 41
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეჰ 25 ნადირობააა გაშტერებულს რომ ესვრი?
 
sukre17დრო: პარასკევი, 25.12.2009, 10:32:23 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმებით ვინც როგორც უნდა ისე ახწეროს დადებითათ ფარიტ ნადირობა ჩემის აზრით მაინც ბრაკონიერობაა!
 
levani27დრო: პარასკევი, 25.12.2009, 13:07:37 | შეტყობინება # 43
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფანრით კაცმა კურდღელი კირ უნდა ხოცოს,ის მელა ტურა უნდა გაწყვიტო რო მერე ძაღლით წესივრატ ინადირო მე ესე ვფიქრობ და მგონი ტქვენც დამეთანხმებით 23 23
 
sukre17დრო: კვირა, 27.12.2009, 13:26:42 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით მელაზე და ტურაზე ინადირებ?

დამატებულია (27.12.2009, 13:26:42)
---------------------------------------------
არის აქ ვინმე? 23 23 23

 
razakiდრო: კვირა, 03.01.2010, 14:44:00 | შეტყობინება # 45
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით ნადირობა ბრაკონიერობაა ნამდვილად 069 069 069

დამატებულია (03.01.2010, 14:44:00)
---------------------------------------------
ერთხელ ვინადირე მწყერზე და არ იყო ურიგო,მაგრამ არ შეიძლება

 
irakli-1973დრო: კვირა, 03.01.2010, 19:23:53 | შეტყობინება # 46
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებიტ მონადირეებო! ფარით მეც მინადირია, ძირითადად ქათამზეც, კურდღელზეც და იხვზეც, მაგრამ უნდა ვთქვა რომ მე ამნაირი ნადირობით სიამოვნებას ვერ ვღებულობ. იმიტომ კი არა რომ ცუდი მოსაკლავია ან ამაში ადრენალინი ცოტაა, დიდია და თანაც მიმზიდველი მაგრამ ერთი მომენტია როცა გულს კარგად გაუცემ და იფიქრებ მიხვდები რომ თუ ასე ინადირე დღეს, ხვალ, ზეგ მაგალიტს სხვებიც აიღებენ და მაზეგ სანადიროც არაფერი დაგრჩება....... მამაჩემისგან გამიგონია, ჩვენს ახალგაზრდობაში ამ ადგილებში (იქ სადაც ახლა ჩვენც ვნადირობთ, სოფელთან ახლოს) იმდენი კურდღელი და ქათამი იყოვო ნადირობით ვერ ვძღებოდითო, არადა დღეს ქათამი მთელ დღეს რომ ინადირებ 3-4 ს თუ ნახავ მაგარია, კურდღელზე ლაპარაკიც არაა. ეს იმიტომაა რომ ძირითადად ფარით ნადირობამ გაწყვიტა ქათამი და კურდღელი. იხვს კიდევ არაუშავს აბა მაგას ფარი რას უზამს, მაგრამ მაინც საწყენია ერთი რამ: თუ თითოეულმა მონადირემ არ დაგმო ფარით მონადირე და მას მაინც მონადირე დაუძახა და არა ბრაკონიერი ამ საკითხს არაფერი არ ეშველება!!!!! სხვაგან არ ვიცი და დასავლეთში ყველა მონკავშირში იყიდება ლამპა ფარები, 100-150 ლარი ღირს ამასაც მიხედვა უნდა ..... ამ ფანარს ვინმე გზის გასანათებლად ყიდულობს?????? მაინც შინაგანად უნდა მოდიოდეს განსხვავება ნადირობას, დროის ტარებას, ბუნების სიყვარულსა და ნადირ ფრინველის ხოცვას შორის, თორემ ამას ხომ ვერავინ ვერ გააკონტროლებს სხვანაირად!!!
 
xonikuxiდრო: სამშაბათი, 05.01.2010, 13:25:12 | შეტყობინება # 47
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა ვინც ფარით ნადირობს ბრაკონიერია. მეც მინადირია ფარიოთ
 
soso_k3დრო: ოთხშაბათი, 06.01.2010, 11:42:29 | შეტყობინება # 48
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი მე მაგალიათად საერთოდ არ მევასება ფარიტ ნადირობა, რა მუგამი აქვს ვერ ვხვდები რაა. 23
 
xonikuxiდრო: ოთხშაბათი, 06.01.2010, 18:35:16 | შეტყობინება # 49
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორ არ მინადირი ფარიტ მარა მუღამი ნამვილად არ ქავს არაფრის
 
ვულფდრო: ოთხშაბათი, 06.01.2010, 19:41:19 | შეტყობინება # 50
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მინადირია ფარით , მაშინ მამაჩემის სასტავს დავზდევდი პატარა ბიჭი აწ გარდაცვლილი მამა,,ზაურ კიკნაძე,, ძაღლის გარეშე არ ნადირობდა ფარს ინათებდა ფეხებთან ძაღლს ელოდებოდა ნაბულით სანამ არ ამოაფრენდა ასე ნადირობდა კვათარაზე ..ტყის ქათამზე.. მაგრამ სულ ამას ამბობდა ჩვენ მომავალს თაობას ძალიან ცუდად ვზრდით.და სინანულიდ თაუს გადააქნევდა.ჩემთან სახლში 10ზე ნაკლები ძაღლი არასოდეს ყოფილა ფრინველისა თუ ნადირის დღეს დღეობით 2–ი მყავს ეკონომიური პირობების გამო მეტს ვერ ვინახავ. პირველი ლამპა ფარი მოსკოველმა პოლკოვნიკმა მაჩუქა თავისი sc-25ტებით,, აკუმულატორები,, დღესაც მაქვს მაგრამ სუ ტყუილად. ნადირობა ლამაზია დღისით. ღამით კარგია ლამაზი ქალი ეს უკანასკნელი მაპატიეთ ყოველთვის კარგია. ასე რომ ჩემთვის ფარიცა და მანოკიც ასოცირდება ხორცებთან............. ბუნების სიყვარული კი მხოლოდ თოფის სროლით არ განისაზღვრება ამისათვის თავს უფლებას მივცემ და დაგლოცავთ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა პატიოსან მონადირეს მოგილოცავთ 39 39 39 39 39 39 39 39 39
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика