01:10:13
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
საქართველოს წითელი წიგნი
Adminდრო: პარასკევი, 22.05.2009, 04:14:58 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1. მცირე ჩვამა – შეტანილია საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
2. დიდი თეთრი ყანჩა - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
3. შავი ყარყატი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
4. სისინა გედი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
5. მყივანა გედი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
6. სვავი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
7. ორბი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
8. ბატკანძერი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
9. თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
10. მთის არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
11. ბეგობის არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
12. გველიჭამია არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
13. შავარდენი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
14. ველის კირკიტა - IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
15. დურაჯი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
16. გნოლი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
17. რუხი წერო - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
18. წეროტურფა - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
19. სარსარაკი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 14:32:55 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცურად მცირე ჩვამას, ბატკანძერის, წეროტურფას და სარსარაკის სურათები დადევით პირველად მესმის ან სხვა სახელით ვიცნობ!
 
Adminდრო: პარასკევი, 12.06.2009, 18:09:17 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ბატკანძერი
 
Adminდრო: პარასკევი, 12.06.2009, 18:17:51 | შეტყობინება # 4
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

მცირე ჩვამა
 
Adminდრო: პარასკევი, 12.06.2009, 18:20:54 | შეტყობინება # 5
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

სარსარაკი
 
Adminდრო: პარასკევი, 12.06.2009, 18:34:21 | შეტყობინება # 6
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

წეროტურფა
 
giorgparkauliდრო: კვირა, 14.06.2009, 12:19:05 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img]http://i066.radikal.ru/0906/bd/c1efb50bd832.jpg[/img]

დამატებულია (14.06.2009, 11:19:05)
---------------------------------------------

 
Flagmanდრო: ორშაბათი, 15.06.2009, 10:58:39 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბატკანძერმა და მცირე ჩვამამ დაგლიჯეს 069 069 ეგ რო სადმე ვნახო მაგას როგორ ვესვრი AllSmail133
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 15.06.2009, 22:07:11 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე არის ჩვენა მეგა ზოოპარკშჲ ეგენი?
 
kasperaდრო: კვირა, 28.06.2009, 00:41:23 | შეტყობინება # 10
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ეგ წეროტურფა თუ "იხვნისკარტა" 069 ნაღდად ვნახე
 
Adminდრო: კვირა, 28.06.2009, 16:58:41 | შეტყობინება # 11
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ წითელ წიგნში შესული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ,იხილეთ საიტზე სტატია "საქართველოს წითელი ნუსხა"
 
vaxo_vaxoდრო: სამშაბათი, 02.02.2010, 18:50:04 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე კარგმა მონადირემ საერტოდ ეგეთ რაგაცეებს არც უნდა ესროლოს...რავი მე ესე ვფიქრობ 23
 
goga-0niდრო: პარასკევი, 05.03.2010, 00:03:34 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოს წითელი წიგნი თუ გაინტერესებთ ბიბლიოთეკებში იქნება ალბათ, ძველი მაინც თუ ახალი არაა გამოშვებული
 
sukre17დრო: პარასკევი, 05.03.2010, 22:34:51 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გნოლი წითელ წიგნშია შესული? 23 23 23
 
ratiდრო: სამშაბათი, 09.03.2010, 12:04:43 | შეტყობინება # 15
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შაშვი წითელ წიგნშია შეტანილიო მართალია?
 
sukre17დრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 16:35:32 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rati, შაშვი არა მგონია რამდენია და გადაშენებაც არ ემუქრება!
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 21:38:00 | შეტყობინება # 17
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (goga-0ni)
საქართველოს წითელი წიგნი თუ გაინტერესებთ ბიბლიოთეკებში იქნება ალბათ, ძველი მაინც თუ ახალი არაა გამოშვებული

Quote (sukre17)
გნოლი წითელ წიგნშია შესული?

Quote (rati)
შაშვი წითელ წიგნშია შეტანილიო მართალია?

წითელი წიგნი ანუ წითელი ნუსხა თუ გაინტერესებთ არის სტატიებში და გაეცანით
 
skilterდრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 00:50:39 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მაინტერესებს ადმინ, თუ იცი კვერნა არი წითEლ წიგნსჰი? 23 23 23
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 13:41:14 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წითელი წიგნის ცხოველებზე და საერთოდ ვაჟკაც მონადირეებზე, მონადირულ კულტურაზე 2 კარგი სტატიაა ჟურნალ ნადირობას ბოლო ნომერში. აუცილებლად წაიკითხეთ, გადმობეჭდილია უკვე, კი ნახავდით
 
skilterდრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 14:48:43 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერ არ მინახია მაგრამ აუცილებლად ვნახავ 39 39 39
 
иж-к13დრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 15:34:40 | შეტყობინება # 21
ჯგუფი: წაშლილები





skilter არა კვერნა არაა წითელ წიგნში შეტანილი
 
skilterდრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 17:00:34 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატო ძააან ბავრია და გადაშენების პირას არ არი? 23 23 მე პირიქით მგონია
 
иж-к13დრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 17:28:05 | შეტყობინება # 23
ჯგუფი: წაშლილები





რა გადა/სენების პირას 069 069 რაჭაში ზაფხულობით ერთი 10 ს მაინც ვკლავ ხოლმე ისე კვერნა ორი სახისაა თეთრ ყელა და ყვითელ ყელა Yვითელ ყრლა მართლა იშვიათია
 
skilterდრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 18:05:28 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოო მე ზუსტად არ ვიცი ჯიშები მაგრამ კვერნაზე გამიგია რო ცოტ არი, ალბათ იმ ჯიშზე მაქვს განაგონი 167 167 167
 
иж-к13დრო: ოთხშაბათი, 19.05.2010, 21:37:13 | შეტყობინება # 25
ჯგუფი: წაშლილები





skilter ჩემი სახლის სახურავზე დაიბუდა და რა წითელ წიგნზეა ლაპარაკი 069 069
 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 19:32:17 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, მაინტერესებს რაც საბჭოთაკავშირის დროს იყო შეტანილი წიტელ წიგნში დღესაც იგივეა თუ დაემატა რამე? საბჭოური საქართველოს წითელი წიგნი მაქვს და იმიტომ მაინტერესებს
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 31.10.2011, 02:57:38 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ წითელ წიგნში შედის იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი ცხოველ-ფრინველები,არც შაშვი და არც კვერნა არ შედიან შესაბამისად..ქოგიფრინველი ამოიღეს რადგანაც პოპულაციამ იმატა,ამგვარად თუ აღარ იქნება საჭირო ამოვარდებიან სიიდან და ეს სია არის ცვალებადი



დამატებულია (31.10.2011, 01:57:38)
---------------------------------------------
როგორც ვიცი მტაცებელი ფრინველებიდან უმეტესობა ამოღებულია დღესდღეისობით რადგანაც ამ ვიდეოში ზოგიერთი მეც მყავდა 167
წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.
წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.
საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი - მცენარეებს, III ნაწილი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.

ეს ვიკიპედია იყო ეხლა უახლესიც ვნახე:

წითელი ნუსხა - ცხოველები

ამფიბიები:სირიული მყვარი,კავკასიური სალამანდრა

თევზები: ფორონჯი, ატლანტური ზუთხი, კალმახი, კოლხური ზუთხი,სვია,ფორეჯი, ტარაღანა, რუსული ზუთხი, შავი ზღვის ქაშაყი, მდინარის კალმახი, მორევის ნაფოტა, კოლხური ხრამული, წინააზიური გველანა, მექვიშია ღორჯო

ფრინველები: ბექობის არწივი,რუხი წერო ,ქოჩორა ვარხვი ,კავკასიური როჭო,ბატკანძერი (კრავიჭამია) ,მურტალა,ვარდისფერი ვარხვი,ლაკლაკი,ყარყატი,პატარა ღერღეტი,წითელი იხვი,მარმარილოსებრი,გარიელი,თეთრთვალა იხვი,თეთრკუდა ფსოვი,ქორცქვიტა,ველის კაკაჩა,დიდი მყივანი არწივი,მთის არწივი,ფასკუნჯი,ორბი,გავაზი,თვალშავი,წითელთავა შავარდენი,მცირე კირკიტა,ჭოტი,ბუხრინწა,სარსარაკი,თვალჭყეტია,ულვაშა წივწივა,წითელმუცელა ბოლოცეცხლა,დიდი კოჭობა,ჭრელგულა ჭვინტაკა.

ძუძუმწოვრები:
აფთარი,დასავლეთ კავკასიური ჯიხვი,მურა დათვი,ფოცხვერი,არჩვი,ნიამორი,ჯიქი,მეჰელის ცხვირნალა,სამხრეთული ცხვირნალა,გრძელყურა მღამიობი,ევროპული მაჩქათელა,კავკასიური ციყვი,თახვიკავკასიური თაგვანა,ქლუხორის თაგვანა,ყაზბეგის თაგვანა,ბრუცა,ნაცრისფერი ზაზუნელა,ამიერკავკასიური ზაზუნა,პრომეთეს მემინდვრია,წითური მემინდვრია,მცირეაზიური მექვიშია,პაწია თაგვი,ლელიანის კატა,ვეფხვი,წავი,ჭრელტყავა,თეთრმუცელა,აფალინა,ქურციკი,დაღესტნური ჯიხვი
წითელი ნუსხის შესახებ

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.

სწორედ ამიტომაც ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:

- 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
- 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
- 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
- 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
- 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
- 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)

ფოსტირებულია ჰანტერს.ჯიდან


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - სამშაბათი, 01.11.2011, 17:21:02
 
xarataდრო: კვირა, 06.11.2011, 20:29:24 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ძუძუმწოვრები და მათი გადარჩენის გზები!

ყოველ ეპოქაში თავისებურად იდგა ადამიანისა და ბუნების მურთიერთქმედების საკითხი,მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა იგი უფრო აქტუალურ და ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს,გლობალურ პრობლემად აქცია.

გაფართოვდა ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების უნარი და შესაძლებლობანი,მისი ჩარევის სფერო,რამაც შეკვეცა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს საარსებო სივრცეები.დაირღვა მილიონი წლობით შეკრული და ნადუღაბები ეკოლოგიური ტანაფარდობა.

მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს რიგი სახეობების გადაშენებამ და გადაშენების საფრთხემ ადამიანები მათი დაცვისა და გადარჩენის საკითხებზე ჩააფიქრა.ადამიანებისათვის ცხადი გახდა,რომ ბუნებასთან წარსულში არასწორ ურთიერთობებს სავალალო შედეგები მოჰყვებოდა და ეს ყოველივე სამყაროს ჰარმონიას თანდათან არღვევდა.

ბუნებასთან არასწორი ურთიერთობებით გამოწვეულმა პრობლემებმა ადამიანები დაარწმუნა,რომ ველური ბუნების ყოველი დაკარგული და გადაშენებული წარმომადგენელი აუნაზღაურებელი დანაკლისია,როგორც მატტვის ასევე მომავალ თაობათა ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრებისთვის.

ბუნებასთან ჰარმონიის შენარჩუნებისათვის.

ბუნებასთან ჰარმონიის შენარჩუნებისათვის ადამიანებმა დაიწყეს ბუნების ელემენტებზე ზრუნვა და მათი დაცვა.მათ გადაწყვიტეს განსაკუთრებულად დაეცვათ და ყურადღება მიექციათ ისეთი ბუნების ქმნილებათათვის ,რომლებთაც გადაშენება და გაქრობა ემუქრებოდათ.ამ მიზნით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თანხმობით შეიქმნა ნუსხა დედამიწის ფლორისა და ფაუნის იმ წარმომადგენლებისა რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ.ამ ნუსხას ”წითელი წიგნი”ეწოდა.ამ წიგნში შევიდა დედამიწის ზურგზე მყოფი ყველა ის ცხოველი და მცენარე,რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებოდათ.მსოფლიოს ”წითელი წიგნი” კიდევ იყოფა სხვადასხვა ქვეწიგნებად,რომლებიც თითოეული ქვეყნის ”წითელ წიგნს” წარმოადგენს.

ჩვენს სამშობლოს საქარტველოსაც აქვს ”წითელი წიგნი”.საქართველოს წითელ წიგნში შესულია ის მცენარეული და ცხოველური სამყაროს წარმომადგენლები,რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

ჩვენი ქვეყნის ბუნება უნიკალურია.ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი სიმღლე,რელიეფისა და კლიმატის მრავალფეროვნება განაპირობებს ბუნებრივ კონტრასტებს. მის მცირე ტერიტორიაზე(სულ 69 700კვ.კმ-ზე)წარმოდგენილია ყველა ვერტიკალური ლანდშაფტური სარტყელი ტენიანი სუბტროპიკებით დაწყებული და მარადიული მყინვარებით დამთავრებული.საქართველო მდიდარია მდინარეებით.მის ტერიტორიაზე აღრიცხულია 25 ათასზე მეტი დიდი და მცირე მდინარე,რომელთაც ჯამური სიგრძე დაახლოებით 55 ათას კილომეტრს შეადგენს.საქართველოში არის ათასამდე ტბა,1400 მინერალური წყარო,320კმ-ის მანძილზე ჩვენს ქვეყანას ეკვრის შავი ზღვის სანაპირო ზოლი.საქართველოს ტყეებში,რომელთა საერთო ფართობი მისი ტერიტორიის 38,5 პროცენტს შეადგენს გვხვდება 6 000-ზე მეტი სახეობის მცენარე.ასევე მდიდარია ცხოველთა სამყაროც.

საქართველოს წითელი წიგნის მიზანია ყურადღება მიაქციოს ცხოველთა და მცენარეთა იმ სახეობებს რომლებიც მცირე რაოდენობით არის გავრცელებული და რომელთა გადარჩენისათვის საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება.

საქართველოს ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია.მის ტერიტორიაზე 3000 სახეობის ცხოველი ბინადრობს.მათგან 150 სახეობა ძუძუმწოვარია.ამათგან 19 წითელ წიგნშია შესული.ეს ძუძუმწოვრებია:ნიამორი,ქურციკი(ჯეირანი),ზოლებიანი აფთარი,ჯიქი,ჭრელტყავა,თეთრმუცელა სელაპი,წავი,კავკასიური წაულა,კავკასიური ფოცხვერი,კავკასიური ირემი,ამიერკავკასიური ზაზუნა,რადეს ბიგა,ფუღუ,მცირე კბილთეთრა,მეჰელის ცხვირნალა,ყურგრძელი მღამიობი,სამფეროვანი მღამიობი,გრძელფრთიანი ღამურა,გიგანტური მეღამურა,მცირე მეღამურა.

ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ოჯახებისა და საარსებო გარემოთი.

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:

ნიამორი
ტაქსონომიური შენიშნვები
ნიამორი მიჩნეულია შინაური თხის პირდაპირ წინაპრად.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
არსებული შეფასების თანახმად თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. შემცირებულია მისი გავრცელების ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
გავრცელება
საქართველოში ნიამორი თუშეთისა და პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. (2004 წლის მონაცემებით 125 ინდივიდი)ასევე გვხვდება თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში. (დაახლოებით 95 ნიამორი).
ეკოლოგიური თავისებურებები
ძირითადად ბინადრობს ციცაბო კლდეებით მდიდარ მშრალ ადგილებში, ზღვის დონიდან 4000მეტრამდე.ზაფხულში ზრდასრული მდედრები ციკნებთან ერთად ძირითადად ტყის ზონაში იმყოფებიან. ისინი მეტწილად 4-5 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან, სადაც 2-3 ზრდასრული მდედრი და 1-2 ციკანი შედის, ხოლო ზრდასრული მამრები სუბალპურ და ალპურ ზონაში არიან. გვიან შემოდგომაზე ვაცები დაბლა ჩამოდიან და მდედრებს უერთდებიან.გამრავლების პერიოდი სწორედ ამ დროს ეწყებათ. ვაცები ჩხუბობენ მდედრის მოსაპოვებლად.მაკეობა გრძელდება 140-დან 160 დღემდე და გაზაფხულის ბოლოს შობს ერთ ან ორ ციკანს. ვაცი სქესობრივ სიმწიფეს 1,5 წლის ასაკში აღწრვს, თხა - 2,5 წლის ასაკში. ნიამორის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 22 წელია.
ძირითადი საფრთხეები
ნადირობა ყველაზე ძლიერ მოქმედი ანთროპოგენული ფაქტორია, რომელიც ნიამორის რიცხოვნობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს სხვა ფაქტორებთან ერთად ზღუდავს მის არეალს, რადგან ცხოველები იძულებულნი არიან ბუნებრივად განსაკუთრებით დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი.
ნიამორი
ტაქსონომიური შენიშნვები
ნიამორი მიჩნეულია შინაური თხის პირდაპირ წინაპრად.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
არსებული შეფასების თანახმად თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. შემცირებულია მისი გავრცელების ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
გავრცელება
საქართველოში ნიამორი თუშეთისა და პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. (2004 წლის მონაცემებით 125 ინდივიდი)ასევე გვხვდება თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში. (დაახლოებით 95 ნიამორი).
ეკოლოგიური თავისებურებები
ძირითადად ბინადრობს ციცაბო კლდეებით მდიდარ მშრალ ადგილებში, ზღვის დონიდან 4000მეტრამდე.ზაფხულში ზრდასრული მდედრები ციკნებთან ერთად ძირითადად ტყის ზონაში იმყოფებიან. ისინი მეტწილად 4-5 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან, სადაც 2-3 ზრდასრული მდედრი და 1-2 ციკანი შედის, ხოლო ზრდასრული მამრები სუბალპურ და ალპურ ზონაში არიან. გვიან შემოდგომაზე ვაცები დაბლა ჩამოდიან და მდედრებს უერთდებიან.გამრავლების პერიოდი სწორედ ამ დროს ეწყებათ. ვაცები ჩხუბობენ მდედრის მოსაპოვებლად.მაკეობა გრძელდება 140-დან 160 დღემდე და გაზაფხულის ბოლოს შობს ერთ ან ორ ციკანს. ვაცი სქესობრივ სიმწიფეს 1,5 წლის ასაკში აღწრვს, თხა - 2,5 წლის ასაკში. ნიამორის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 22 წელია.
ძირითადი საფრთხეები
ნადირობა ყველაზე ძლიერ მოქმედი ანთროპოგენული ფაქტორია, რომელიც ნიამორის რიცხოვნობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს სხვა ფაქტორებთან ერთად ზღუდავს მის არეალს, რადგან ცხოველები იძულებულნი არიან ბუნებრივად განსაკუთრებით დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი.

ძირითადი საფრთხეები:
ნადირობა ყველაზე ძლიერ მოქმედი ანთროპოგენული ფაქტორია, რომელიც ნიამორის რიცხოვნობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს სხვა ფაქტორებთან ერთად ზღუდავს მის არეალს, რადგან ცხოველები იძულებულნი არიან ბუნებრივად განსაკუთრებით დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი.
მასზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია და ისჯება კანონით!

ჯიქი
ტაქსონომიური შენიშნვები:
საქართველოში გავრცელებულია Panthera pardus saxicolor (ჩრდილოსპარსული, ანუ წინააზიური ლეოპარდი).
ნუსხაში შეტანის მიზეზები
ძალზე მცირე პოპულაცია, გამქრალი ან მიუდგომელ ადგილებში შემორჩენილი იშვიათი ქვესახეობა.
გავრცელება:
მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ჯიქის არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ჯავახეთის ზეგნისა და სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოს გამოკლებით.დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ დიდი კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის გვერდითა ქედებზე - პირიქითა ხევსურეთში, თუშეთში და სპეროზას მთაზე.
ეკოლოგიური თავისებურებები
ჯიქი ევრიტოპული სახეობაა,. ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ეკოტოპებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ სარტყლებში. ამჟამად ბინადრობს მხოლოდ ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში. შემორჩენილია მხოლოდ ერთეული ინდივიდები (1-2) .
მდედრი ლეოპარდი გამრავლებას იწყებს 33 (30-36) თვიდან. ესტრუსი გრძელდება 7 ( 4-14) დღე და მაკეობა გრძელდება 96 ( 90-112) დღე. შობს საშუალოდ 6 ნასიერს გადარჩება 2. ცოცხლობს საშუალოდ 23 წელი ტყვეობაში. 2 წლის ნაშიერები შორდებიან დედას და მარტოული ცხოვრებით ცხოვრობენ. სქესთა შეფარდებაა 1მამრი : 1,8 მდედრი.
იგი საკვებად იყენებს როგორც ხოჭოებს და სხვა მცირე ზომის უხერხემლოებს, ისე უზარმაზარ ანტილოპა ილანდს (კანა), რომლის წონა 900 კგ-ს აღწევს. ლიტერატურაში არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ლეოპარდები ძირითადად ნადირობენ საშუალო ზომის მსხვერპლზე, რომელიც მრავლად არის მათ ჰაბიტატში. ეს ძირითადად არის ჩლიქოსნები 20-დან 80 კგ-მდე. მცირე ზომის ძუძუმწოვრების ნარჩენები ძირითადად ახალგაზრდა ლეოპარდების ექსკრემენტებში გვხვდება. საშუალო ზომის ჩლიქოსნის მონადირებებს შორის პერიოდები შეიძლება 7-დან 12-13 დღემდე შეადგენდეს. ჯიქს შეუძლია გაძლოს უწყლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სითხის მარაგი შეივსოს საკვებიდან.
ძირითადი საფრთხეები
ბრაკონიერობა და ჰაბიტატის განადგურება.


შეტყობინება დაამუშავა xarata - კვირა, 06.11.2011, 20:33:45
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 07.11.2011, 03:21:41 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ჩასასწორებელია ისევ მეორედება ნიამორი

★ஜ۩۞۩ஜ★
 
zviadi_zvioდრო: ორშაბათი, 14.11.2011, 00:06:57 | შეტყობინება # 30
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 65
რეპუტაცია: -3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა აზრისა ხართ კეტილშობილ ირემზე რომ დარტეს ნადირობა არამედ ირემზე არამედ შველზეც და კავკასიურ მურა დათვზეც?

dfdfdfdf
 
bendeksiდრო: ორშაბათი, 14.11.2011, 00:21:58 | შეტყობინება # 31
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zviadi_zvio, მაგ კანონებზე მიდის მუშაობა ჯერ არაფერზე არ დარტულა უფლება ნადირობის და არც ლიცენზიები გაიცემა...

ნიკა რაზმაძე
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 14.11.2011, 00:29:30 | შეტყობინება # 32
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zviadi_zvio, გამოიტანეს ანუ გამოითხოვეს ინიციატორებმა სხვათაშორის ჩვენი ძალისხმევითაც იქ ვინც ვიაქტიურეთ მაშინ გოგიტა12 მახსოვს და კდიე სხვებიც იყვნენ..მემგონი არ მოხდება ახლის შეტანა იმ ყველაფრის გაუთვალისწინებლად რაც დაიწერა და კონკრეტულად კეთილშობილი ირები მაინც დარჩება ხელუხლებელი :39:დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში და იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ინიციატორები დავწეროთ მაინც ამათზე რაღამც კითხვა იყო:

გავრცელება
ირმის არეალი საქართველოში მოიცავდა საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს. იგი არ გვხვდებოდა კოლხეთის დაბლობზე, ჯავახეთის ზეგანზე და კავკასიონის კლდოვან ადგილებში (სვანეთის, ხევსურეთის და თუშეთის მაღალ სარტყლებში), ამჯამად ირემი შემორჩენილია 6 იზოლირებული პოპულაციის სახით. ესეთებია ლაგოდეხის, ბორჯომის, გარდაბნის, თუშეთის, ლიახვის ხეობის, ქვემო სვანეთის და რიწის პოპულაციები. ამათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხის პოპულაცია. არ არის ბოლო პერიოდის ინფორმაცია აფხაზეთიდან, ლიახვის ხეობიდან და ქვემო სვანეთიდან. ბორჯომის, თუშეთის და გარდაბნის პოპულაციები ძალზედ მცირერიცხოვანია და კრიტიკული საფრთხის პირას იმყოფება.
ეკოლოგიური თავისებურებები
ირემი ევრიტოპული სახეობაა, ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე. ირმის რიცხოვნობა საქართველოში არ აღემატება 1500 ინდივიდს. რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 15 -20 წლის განმავლობაში. ლაგოდეხში 1400-იდან (1990წ) შემცირდა 160-მდე ( 2004). სახეობის სიმჭიდროვეა 1 ინდივიდი 1კვ.კმ-ზე. სქესთა შეფარდება 1მამრი/ 2 მდედრი.
კეთილშობილი ირმისთვის დამახასიათებელია მატრიარქალური ორგანიზაცია. მამრები და მდედრები ერთად მხოლოდ მყვირალობის პერიოდში არიან. წლის დანარჩენ დროს მამრები ან მარტო რჩებიან, ან ( უფრო იშვიათად) ხარების ჯგუფს ქმნიან, მდედრები კი თავის ნაშიერებთან ერთად მატრიარქალურ ჯოგებად ერთიანდებიან. ასეთი ჯოგის სტრუქტურა მკაცრ იერარქიულ ურთიერთობებზეა დამყარებული. დომინანტი აქ ყველაზე ასაკოვანი და ძლიერი მდედრია. არსებობს იერარქია მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებულ ხარ-ირმებს შორისაც.
ახასიათებთ სივრცული განაწილების დღეღამური ცვლილება. შემოდგომაზე გვხვდებიან 1600-2300 მ-ზე ზღვის დონიდან. ძირითადად ტყის და სუბალპურ სარტყელში. ზამთარში ტყის ქვედა ზონებისკენ ჩამოდიან. 900-1420 მ ზღვის დონიდან. ზაფხულში ძირითადად ტყის ზედა სარტყელში რჩებიან და სუბალპურ მდელოებზე ადრე დილით და საღამოს საათებში გამოდიან ბალახის მოსაძოვად. ამ დროს ირმებს პატარა ნუკრები ყავთ (ისინი მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე იბადებიან). ამიტომ ფურები ნუკრებიანად ტყის მიუვალ ადგილებს აფარებენ თავს. ხარ-ირმებიც ერიდებიან ღია ადგილებს და ტყეში რჩებიან. ირემი განსაკუთრებით აქტიურია სღამოს 18-20 სთ და დილის 7-9 სთ-ში.
ძირითადი საფრთხეები
ირმის რიცხოვნობის შემცირების მიზეზია:
1. ბრაკონიერობა.
2.ადამიანის მიერ ტერიტორიის ათვისების შდეგად არეალის გაწყვეტა ( ჰაბიტატის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა აქვს ძოვებას).
3.შეწუხების ფაქტორია ასევე უკონტროლო ტურიზმი.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 14.11.2011, 00:37:05
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 14.11.2011, 02:52:35 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია ერთმა მთხოვა მაინტერესებს წითელ წიგნზე იფორმაციაო და აი ვიპოვე კიდევაც მადლობა ყვეოლას ;) 23_30_126 23_30_126

 
zviadi_zvioდრო: ხუთშაბათი, 24.11.2011, 01:51:46 | შეტყობინება # 34
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 65
რეპუტაცია: -3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bendeksi)
zviadi_zvio, გამოიტანეს ანუ გამოითხოვეს ინიციატორებმა სხვათაშორის ჩვენი ძალისხმევითაც იქ ვინც ვიაქტიურეთ მაშინ გოგიტა12 მახსოვს და კდიე სხვებიც იყვნენ..მემგონი არ მოხდება ახლის შეტანა იმ ყველაფრის გაუთვალისწინებლად რაც დაიწერა და კონკრეტულად კეთილშობილი ირები მაინც დარჩება ხელუხლებელი :39:დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში და იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ინიციატორები დავწეროთ მაინც ამათზე რაღამც კითხვა იყო:
10


dfdfdfdf
 
bendeksiდრო: ხუთშაბათი, 24.11.2011, 02:20:05 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამაზე კანონი არავის არ გამოუთხოვია, მიგებულია კანონი მაგრამ ლიცენზიები არ გაიცემა ვინაიდან კაციშვილმა არ იცის რა ცხოველი რა რაოდენობიტაა საქართველოში და შესაბამისად რა რაოდენობის ლიცენზია უნდა გაიცეს ესაა გასარკვევი, კანონის გამოთხოვა პირველად გავიგე.

ნიკა რაზმაძე

შეტყობინება დაამუშავა bendeksi - ხუთშაბათი, 24.11.2011, 02:38:52
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 24.11.2011, 12:01:22 | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუხი წერო მხვდება ხშირად გუნდებად გადადიან და კაი ბლომადაც, ზოგი მას მთის ინდაურს ეძახის და დასდევენ მოსაკლავად ყველაფერს ჭამს ეს ხალხი

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
zviadi_zvioდრო: ხუთშაბათი, 08.12.2011, 20:05:19 | შეტყობინება # 37
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 65
რეპუტაცია: -3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
19 19 მეც შევნიშნე ბაბუას რომ ვახლდი მიმინოზე ყველაფერს სრიდნენ მიმილო ალალი კაკაჩა და სხვა 167

dfdfdfdf
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 08.12.2011, 20:23:25 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zviadi_zvio, bendeksi,
http://www.bazieri.ge/news/p 'arlament'arebma_erovnul_p'ark'ebshi_nadirobis_dashveba_gadaipikres/2011-10-13-335
აქ ირემზე იყო საუბარი და ირმები სადაც არიან კარგად ვიცით,ჰოდა ზუსტად სადაც მივიღეთ საიტიდან მონაწილეობა იმ ინტერნეტ მისამართზე იყო დისკუსია..მაგის თაობაზე მიუთითე რომ არ იყოს რაღაც გაურკვეველი.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ხუთშაბათი, 08.12.2011, 20:32:49
 
bendeksiდრო: ხუთშაბათი, 08.12.2011, 23:36:58 | შეტყობინება # 39
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, აქ არის ლაპარაკი ეროვნულ პარკში ნადირობის დაშვებაზე. შენს მიერ დადებულ ლინკზე საერთოდ არაა ლაპარაკი ირემზე.
თუ არ შეწუხდები იქნებ ის ლინკი დადო სადაც მონაწილეობა მიივიგეთ და კანონი გამოვითხოვეთ.


ნიკა რაზმაძე
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 09.12.2011, 00:09:08 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, რა ლინკი ბრატ მაგას ჩავლილიაქ და ამ ლინქზე რაც დაგიდევი მანდ ეწერა მისამართი სადაც შედით და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებაო,გოგიტა12 მახსოვს რო იყო და მეც გამოვთქვი რათქმაუნდა მოსაზრება, სწორედ იქ იმ სტატიაში ეწერა კეთილშობილ ირემზე ფასი და ჩვენ ვეკითხებოდით ვინ დაადგინა ეს ფასები როცა ფასდაუდებელ ცხოველებზე ასე გადაუმოწმებლად შემოჰქონდათ ლიცენზიები..მერე კი ხედავ გამოუტანიათ როგორც ლინკზეა..მსგავსი ფოსტებით ნუ გადავტვირთავთ ფორუმს თუ რამე გაინტერესებს მომწერე პირადში და ან გოგიტას კითხე მაგის დაწერილი მახსოვს იყო და ვიღაცამ გვკითხა ბაზიერიდან ხართო?მეც ჩვენი საიტის სახელით დავწერე და მაგათმაც..კიდე გიმეორებ მართალია სახელდებით არაა ირემზე ამ ლინქზე საუბარი მაგრამ რასაც ეხებოდა ის სხვა საიტია და იქ იყო ნაღდად,კიდე ჯიხვზე წამოვიდ კრიტიკა..მოკლედ ასეა არ უნდა ჩაძიება..თუ რაღაც პირადში ძმებო

★ஜ۩۞۩ஜ★
 
bendeksiდრო: პარასკევი, 09.12.2011, 00:18:49 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, გამოგეხმაურე იმიტომ რომ მცდარი ინფორმაცია გაჟგერდა.
1 კანონი რომელიც შემოიღეს ნადირების შესახებ და ლიცენზიებზე ნამდვილად ისევ არსებობს, უბრალოდ ლიცენზიები არ გაიცემა, ვინაიდან და რადგანაც არავინ იცის ამა თუ იმ ნადირის რაოდენობა, და ვინ დაადგენს რა რაოდენობის ლიცენზია უნდა იქნას გაცემული? ხო და შესაბამისად ლიცენზიები არ გაიცემა სანამ არ დადგინდება თვითოეული ცხოველის რაოდენობა.
2 კიდევ აპირებდნენ ნაკრძალებში ნადირობის უფლების დართვას და ამის შესახებ კანონის მიგებას თუმცა გადაიფიქრეს, გმერთმა იცის რატომ.

ძალიან კარგი იქნება რომ ვინმე უსმენდეს მონადირე ხალხს და მონადირეების მიერ შედგენილი კორექტირების გათვალისწინებას მაგრამ ეს ოცნებაა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში.
უბრალოდ ამის თქმა მინდოდა სხვა არაფერი. პირადში ძმობა და სიყვარული ოთოს ვენაცვალე. აქ კი ცოტა ფორმალობა და საქმე, (თუ შეიძლება ჩემ გამოხმაურებას საქმე დავარქვა. მარა ხო ვცდილობთ ესეც კარგია.) 069 069 069 069


ნიკა რაზმაძე
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 09.12.2011, 00:26:59 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, კარგია კარგი შენ ოღონდ გაგვანათლე და ჩვენ აქ ვართ გისმენთ, დაგვიდე წყარო საიდან მიიღე ეს ინფორმაცია და მერე მართლა საქმე იქნება 069 39
აი ესენი იყო ზუსტად მაგ ლინქიდან სადაც გადავედით
---------------------------------------------
I ჯგუფი (დათვი) - 1000

II ჯგუფი (გარეული ღორი) - 100

III ჯგუფი
ა) შველი - 500
ბ) ირემი - 1300
IV ჯგუფი (მგელი)- 100

V ჯგუფი
ა) ტურა - 15
ბ) მელა - 50
გ) მაჩვი -20
დ) კვერნა -20
ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია -1
ვ) ტყის კატა - 10

VI ჯგუფი (კურდღელი) - 2

VII ჯგუფი
ა)ჯიხვი - 1500
ბ)არჩვი - 600
გ)კავკასიური შურთხი - 220


აქ ყველაზე პრობლემატურია მურა დათვი,ირემი და ჯიხვი..სვანებიც კი ერიდებიან ბრაკონიერობას უკვე ისეა შემცირებულიო მახსოვს ეწერა და ირემი რამოდენიმე წყვილს ითვლის რომლის მოკვლა სამშობლოს ღალატია


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - პარასკევი, 09.12.2011, 00:44:27
 
bendeksiდრო: პარასკევი, 09.12.2011, 00:43:31 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შესაბამის ორგანოში იკითხა ერთმა ნაცნობმა მონადირემ და ლიცენზიები არ გაიცემაო უთხრეს ასე. კანონი მიღებულია ლიცენზიები არ გაიცემა, დიდი დასკვნა არ ჭირდება თუ რატო არ გაიცემა ლიცენზია. ინტერნეტში თუ მოვძებნე ინფორმაცია აუცილებლად დავდებ.
(ხოოო ლექციებს ვკითხულობ ამის თაობაზე და ვანათლებ საზოგადოებას თუ გნებავს შემომიერთდი უფასოა ) 39 069 069 069 069 069 069


ნიკა რაზმაძე
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 09.12.2011, 00:46:48 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, მაგნაირ ლექციებზე ვივლი მე ბენდექსაა 167 069
ამ კანონთან დაკავშირებით აუცილებლად დავდებ შემდეგში ზუსტ და გარკვეულ ინფორმაციას


★ஜ۩۞۩ஜ★
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 10.02.2016, 17:33:52 | შეტყობინება # 45
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხარატას გადაღებული ფასკუნჯი

 
ИЖ_27_ЕМდრო: ხუთშაბათი, 19.04.2018, 19:14:36 | შეტყობინება # 46
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 124
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ სათევზაოთ მივდიოით,ცოტა დრო სოკოსაც დავუთმეთ უდაბნოში,საღამო იყო რო გზა მორბენალმა ფრინველმა გადაგვიჭრა და გზის ნაპირზე მინდორში გაჩერდა როგორც ქანდაკება,ჩემს უფროსს მეგობარს გავხედე და... ხო ხო ეგ ფრინველიაო AllSmail133 ჩვენს წინ 7-8 მეტრში არც მეტი არც ნაკლები სარსარაკი იყო,რომელიც პირველად ვნახე. 23_30_126 39
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика