რას ნიშნავს კარგად მოფიქრებული და ორგანიზებული ნადირობა...
| |
nugomonadire | დრო: შაბათი, 03.03.2012, 13:07:29 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძმებო ბაზიერელებო დაიხურა სეზონი როგორც წესი. მოდით ეხლა შევაჯამოთ ჩვენი ნადირობის სეზონის ბოლო ფაზა, ანუ ზამთრის ნადირობა იხვზე და ბატზე 2011-2012 წ.წ. როგორი იყო ის, ვისთვის შედეგიანი გამოდგა და ვისთვის უშედეგო. მე მინდა დავიწყო იქედან რომ მე და ჩემმა ჯგუფმა წელს პირველად ვინადირეთ ისე როგორც ამას აკეთებენ ევროპაში და ამერიკაში ჩვენი კოლეგები. ელექტრო იხვებით და ბევრი ფიტულით. ხელის მანოკით და ბუნებასთან ასპროცენტიანი შეხამებით მოწყობილი სამალავებით. წელს პირველად გვყავდა ჩვენი საკუთარი ნავი და მოტორი(ჰონდა). ნადირობის წინ აუცლებლად ვაკვირდებოდით ამინდს, ვმსჯელობდით სხვადასხვა ვარიანტებზე და ნადირობის მეთოდებზე. თუ სავსე მთვარე იყო დილის გადაფრენაზე გასვლას აზრი არ ჰქონდა და მაშინ ღამით ვნადირობდით ბუნებრივ სინათლეზე. როდესაც მთვარე დაიკარგებოდა მაშინ დილის გადაფრენაზე გვქონდა ძირითადი აქცენტი და ძალიან წარმატებული ნადირობები გამოგვივიდა. შემდეგ პალიასტომში შემავალ არხებს ნავის ნელი სვლით, უხმაუროდ დაუყვებოდით და ნაპირებიდან გამოფრენილ იხვენს ვესროდით. საბოლოო ჯამში მე ამ სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა გითხრათ. ასეთი სტილით ნადირობით მონადირემ თუ იკადრა შეიძლება ძალიან ბევრი ფრინველი მოიპოვოს, ამიტომ ერთი თხოვნა მაქვს თითო მონადირე 7-8 ცალ იხვზე მეტს ნუ მოიპოვებთ დღის განმავლობაში, მითუმეტეს რომ მეორე დღეს კიდევ უნდა ინადიროთ, და საერთოდ ეს დალოცვილი ფრინველი ხომ უნდა გამრავლდეს თავის ბუდობის ადგილებში და მომავალ წელს ისევ გვესტუმროს და გაგვახაროს...
’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
|
|
| |
xarata | დრო: შაბათი, 03.03.2012, 13:24:23 | შეტყობინება # 2 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| nugomonadire, ძალიან კარგი თემაა მამაო მე პირადად არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო ნორმალურად იყო იხვი და სულ მთლიანობაში დაახლოებით 30-40 იხვი მოვიპოვეთ
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: შაბათი, 03.03.2012, 13:29:29 | შეტყობინება # 3 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| nugomonadire, დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ ძალიან კარგი თემაა.მე ვეთანხმები xarata, -ს ამ სეზონსზე ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს ნორმალური სეზონი იყო.ნორმალურად იყო ყველაფერი
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
aleko | დრო: შაბათი, 03.03.2012, 14:35:01 | შეტყობინება # 4 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| nugomonadire, გაიხარეთ მამო, ასეთი თემის შექმნისთვის. ჯერ მარტო თქვენი კარგი ჯუფია , ორგანიზებული ნადირობის მაგალითი, ბევრნი თუ მოგბაძავენ , მართლაც არ წააგებენ, მაღალ დონეზე გყავთ აყვანილი ეს საქმე, ალბათ ამაში ადგილიც(სანადირო ადგილი) უნდა გიწყობდეს ხელს, რასაც აღმოსავლეთზე ვიერ ვიტყვი ისე როგორც დასავლეთზე, მაგრამ მართლაც ორგანიზებული ნადირობით შედეგიც გარანტირებული იქნება
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
ENUQICHI | დრო: შაბათი, 03.03.2012, 15:11:33 | შეტყობინება # 5 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რათქმაუნდა ადგილია მთავარი, შემდეგ ამ ადგილს როგორ შეისწავლი და კარგად სად ჩასაფრდები, კარგი ფიტულები მოძრავი-უძრავი უნდა ჩაუშვა და საყვირით, ნახევრადავტომატური შესაბამისად მორგებული ჩოკიანი თოფით უნდა იყო სტარტზე დამდგარი! უნდა იარო საღამოს გადაფრენებზეც ოღონდ მე პირადად ტბა მიყვარს და დილის გადაფრენა, დილით თუ საკმარისი რაოდენობის იხვს მოიპოვებ საღამოს არც უნდა წახვიდე და უნდა აღნიშნო მხოლოდ კაი ღვთიური სასმელით ზომაზე, შემდეგ დილით უთენია ისევ კანონის და სამონადირეო ეთიკის შესაბამისად შეუდექი საქმეს სხვა ფრინველებზეც შემიძლია ვთქვა რომ გული არ მწყდება წლევანდელ სეზონზე რადგანაც ასე ორგანიზებულად მე არ წავსულვარ კიარა არც მინადირია იხვზე, მწყერზე ბავშვობიდან და აქეთ მერე ქათამზეც გამოურევდი ხოლმე))) იხვზე შარშან ვიყავი პირველად წასული სეზონის ბოლოს და წელს წინა წლის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე ავიხდინე ოცნება მჯერა გაისად ჩვენი ფგუფიც იტყვის თავის სიტყვას სადაც ენუქიჩი უკვე ახალი თოფით შეუდგება საქმეს
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
version | დრო: შაბათი, 03.03.2012, 15:22:14 | შეტყობინება # 6 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აღმოსავლეთის ხალხისთვის ცოტა ძნელია პალიასტომზე სიარული,აქეთ მოგეხსენებათ არაა მაგდენი იხვი,ისე ფიტულებიც ბლომად მაქვს,ხელის საყვირებიც მაგრამ არ გამოდის აქეთ შედეგიანი ნადირობები
|
|
| |
ENUQICHI | დრო: შაბათი, 03.03.2012, 15:34:57 | შეტყობინება # 7 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| version, შედეგიანი ნადირობა ის კიარ არის ძმა 8-8 ცალი მოკლათ ყველა მონადირემ, შედეგია როცა არაა და ის რაც გადმოვა იმ ადგილებში სადაც ხარ, სწორად ჩასაფრებული როცა მოინადირებ თუნდაც ერთ ცალს! აი მაშინ არის მონადირე გამოცდილი და საერთოდ მონადირე რა! აბა ჩემისთანას ქვია მოყვარული, გაისად ვნახოდ რას ვიზამ, აქ 4500 კაცია და 25 კაციან სია შემიძლია დავდო მონადირე ვინ არის, დანარჩენები ვცრდილობთ და ისე გვქვია მონადირეები)) ეს 25 კაცი კიდე მონადირესთან (ზურასთან) რომ დავსვათ ტესტზე შესაძლოა აქედან მონადირის კოდექსით ბევრი გამოიხშიროს
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
nugomonadire | დრო: შაბათი, 03.03.2012, 16:35:24 | შეტყობინება # 8 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| version, ჩემო მეგობარო ჩემი წერილის მიზანი მთლიანობაში ის არის რომ ყველამ შეძლოს პალიასტომი იქნება ეს თუ გურიისა და სამეგრელოს ტყეებში იხვზე ნადირობა. წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 3 თვის განმავლობაში ხორციელდება რეგიონში. შესაბამისად მონადირეების ჯგუფმა უნდა მოემზადოს სათანადოთ. იხვი დასავლეთ საქართველოში 15-17 იანვრიდან მოვიდა და ჯერ კიდევ აქ არის(მასიურ მოსვლას ვგულისხმობ). თბილისიდან და საერთოდ აღმოსავლეთიდან 4 საათის გზაა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები იხვზე ნადირობისთვის 1000 და 2000 კგ. მანძილებზე დადიან. არ უნდა შეიქმნათ მონადირეებმა ჩვენთან ხელოვნურად პრობლემა თითქოსდა ვერ ახერხებთ დასავლეთში ჩამოსვლას. ყოველ კვირაში მტკვარზე და ალაზანზე უშედეგო სიარულს დამერწმუნეთ პალიასტომზე და გურია სამეგრელოში ჩამოხვიდეთ თვეში ერთხელ 2-3 დღით გერჩივნოთ, ეს იმ შემთხვევაში როდესაც იხვი მოვა(იანვარ-თებერვალში). მანამდე კი 4-4 ან 5-5 კაციანი ჯგუფები უნდა შექმნათ, გაერთიანდეთ და ერთობლივი ძალისხმევით შეიძინოთ : იხვის ფიტულები 50 ყველაზე ცოტა, ელექტრო იხვები, მანოკები(არაელექტრო), აუცილებლად უნდა შეიძინოთ კამუფლირებული თბილი სამოსი, შლემები და ხელთათმანები, წყალ-სიცივე გაუმტარი კომბინიზონები, ვაზნები დილა-შუადღე-საღამო და ღამე სანადიროდ. ეს ყველაფერი ადვილად მოსაპოვებელია თუ ჯგუფური მონდომება იქნება, არის საიტები (ამაზონი-კაბელასი და სხვანიც)საიდანაც ვაზნების გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი ხელსაყრელ ფასებში შეიძლება ჩამოიტანოთ. წელიწადში 2-ჯერ არის ხოლმე ამერიკულ საიტებზე ფასდაკლებები და უნდა ჩაუსაფრდეთ. როდესაც ასეთი ორგანიზებულები იქნებით, შემდეგ წინ ვეღარაფერი დაგიდგებათ, როდესაც იხვი მოვა, და ამას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ზუსტად და კონკრეტულად გაცნობებთ. ჩამოხვალთ, იქირავებთ ნავს პროფესიონალ მონადირე გამცილებელთან ერთად(ამასაც ჩემს თავზე ვიღებ), თქვენ მხოლოდ წინასწარ, ამ საქმისთვის გადანახული ფარა ჩაიდეთ ჯიბეში ჩამოდით და ისიამოვნეთ ჩემო საყვარელო ბაზიერელებო...
’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
|
|
| |
version | დრო: შაბათი, 03.03.2012, 17:19:07 | შეტყობინება # 9 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (nugomonadire) nugomonadire
რა თქმა უნდა თვეში ერთხელ შეიძლება დროის გამონახვა და ჩამოსვლა დასავლეთში,წელს კარგი გეგმები გვქონდა მეგობრებს.მაგრამ მე პირადად სამწუხარო ამბავი შემემთხვა,მამა გარდამეცვალა და ასე დამთავრდა ჩემი ნადირობის სეზონი.მომავლისთვის ვნახოთ თუ მშვიდობა იქნა ღმერთის წყალობით მოვახერხებთ ჩამოსვლას და დაგიკავშირდებით აუცილებლად.
|
|
| |
nugomonadire | დრო: კვირა, 04.03.2012, 16:37:22 | შეტყობინება # 10 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თემას აქტიურობა აკლია ძმებო. რაშია საქმე. არ გაინტერესებთ ნადირობა?
’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
|
|
| |
giorgi | დრო: კვირა, 04.03.2012, 17:01:51 | შეტყობინება # 11 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჩემი აზრით იმას ნიშნავს კარგად დაგეგმილი ნადირობა და ყველა დეტალის გატვლა, რომ შინ ნასიამოვნები დაბრუნდები რათქმაუნდა ნადავლით. მაგრამ ნადავლი მთავარი არარის მთავარი ისარის შენი საყვარელი ადამიანების გვერდით დგახარ და ნადირობ.
giorgi chitadze
|
|
| |
robson | დრო: ხუთშაბათი, 08.03.2012, 18:21:52 | შეტყობინება # 12 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 37
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჩვენც არა გვიშავს ვინადირეთ წელს,50 იხვი და ორი ბატი.მეტიც შეიძლებოდა მაგრამ დასაწყისად არა უშავს რა.ძაღლიც არ გვყავდა ბევრიც ვერ ვნახეთ.სოფელში ჭალადიიდში(არის ასეთი სოფელი ხობის რაიონში ფოდიდან 15 კილომეტრია) იყო წელს ბევრი იხვი მაგრამ გვიან გავიგეთ.ადგილებს არ გვეუბნებოდნენ ვაი მონადირეები ეშინოდათ მაგათზე მეტი არ მოგვეკლა.იყვნენ ზოგიერთები მაქ სანადიროდ 43 იხვი რომ მოკლენ მთვარეზე ესაა ჩემი სოფელი,მაგრამ მომავალ ცელს გადავუჯოკრი მაგათ
|
|
| |
ringo | დრო: კვირა, 11.03.2012, 19:34:33 | შეტყობინება # 13 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნადირობას როდაგეგმავ და გათვლი კარგათ , ორგანიზებულად როგორ უნდა ინადირო , აუცილებლად ისიამოვნებ. ნუ აქ ბევრი კრიტერიუმები და ბევრი ნიუანსები არის რათქმა უნდა , მაგრამ ძირითადს რაააა. ძირითადს, გამოვაააააააააააა. წარმატება ყველას, .
@@@@@
|
|
| |
-BERG- | დრო: კვირა, 11.03.2012, 20:55:53 | შეტყობინება # 14 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (robson) იყვნენ ზოგიერთები მაქ სანადიროდ 43 იხვი რომ მოკლენ მთვარეზე ესაა ჩემი სოფელი,მაგრამ მომავალ ცელს გადავუჯოკრი მაგათ გადაუჯოკრავ და ჩვენც გვაქვს აქ ჯოკერი თანაც მუდმივად
|
|
| |
akson777 | დრო: ხუთშაბათი, 28.06.2012, 17:38:21 | შეტყობინება # 15 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (giorgi) ჩემი აზრით იმას ნიშნავს კარგად დაგეგმილი ნადირობა და ყველა დეტალის გატვლა, რომ შინ ნასიამოვნები დაბრუნდები რათქმაუნდა ნადავლით. მაგრამ ნადავლი მთავარი არარის მთავარი ისარის შენი საყვარელი ადამიანების გვერდით დგახარ და ნადირობ
1) უსაფრთხოების ზომების დაცვა 2) მონადირული ზნეობის დეაცვა 3) მონანადირეებს შორის კარგი ურთიერთგაება და პატივისცემა 4) ჯამრთელობისთვის სასარგებლო და ჯანაღი გარემო 5) კანონის პატივისცემა
აი ესაა პირველ რიგში მოსაგვარებელი და მერე სხვა დანარჩენი ნაირობის დაწყებამდე!
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
|
|
| |
landia | დრო: პარასკევი, 17.01.2014, 21:05:39 | შეტყობინება # 16 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აბაგავაღვივოთ მამაოს თემა და მოვკურჩხლოთ ერთი დასავლეთში დავლაშქროთ პალიასთომის ან ყულევის ის ტერიტორიები სადაცნადირობა დაშვებულია მცოდნე ხალხი გვჭიდება ადგილის მცოდნე და მოუგვარებელი არაფერია მაქვეყანაზე შევიკრიბო ერთ შაბათკვირას და გავეშუროთ აბა რასიტყვით?
თ.მაჭარაძე
|
|
| |
avtandil | დრო: პარასკევი, 17.01.2014, 22:32:12 | შეტყობინება # 17 |
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იმედია მოვგროვდებით, მე სიამოვნებით წამოვალ... იაქტიურეთ ხალხნო კრგი იქნება
მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
|
|
| |
maxo777 | დრო: ორშაბათი, 20.01.2014, 11:39:16 | შეტყობინება # 18 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მეც სიამოვნებით წამოვალ,თუ უქმე დღეები დაემთხვევა
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
doreuli | დრო: პარასკევი, 18.07.2014, 13:04:15 | შეტყობინება # 19 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
|
|
| |
PARTRIDGE | დრო: კვირა, 09.11.2014, 22:01:49 | შეტყობინება # 20 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რა ძალიან ჩამკვდარია ეს თემა არა და ერთს კარგად ინადირებდა კაცი დასავლეთში იხვზე.
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|