სახელი: გვარი: დაბადების თარიღი: პირადი ნომერი: ელ-ფოსტა: ტელეფონი: მისამართი:
წლიური საწევროს გადახდა 50 ლარის ოდენობით შესაძლებელია “თი-ბი-სი” ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ ანგარიშზე:
საბანკო კოდი: TBCBGE22 მიმღების დასახელება: საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია ანგარიში: GE73 TB79 8243 6080 1000 03
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის დაფუძნების მთავარი მიზანი არის დავიცვათ ნადირობის და თევზაობის თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ანტი-სამონადირეო ორგანიზაციები იკრეფენ ძალას მთელ მსოფლიოში და ცდილობენ იქონიონ გავლენა საქართველოზეც, ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ყველა მონადირესა და მეთევზეს, რომ გავერთიანდეთ, რათა ერთიანი ძალისხმევით ვიქონიოთ გავლენა საქართველოს მთავრობაზე ერთი მიზნის მისაღწევად, რომ არ დაირღვეს და არ დაკნინდეს ჩვენი უფლება – ნადირობის და თევზაობის თავისუფლება. 2011 წელს საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რაც გულისხმობს სპეციალური ლიცენზიების მეშვეობით აქამდე აკრძალულ მთელ რიგ ნადირზე ნადირობის დაშვებას, არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი გაერთიანების და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენ აზრს და პატივს სცემს ჩვენს უფლებებს. დღეისათვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ საქართველოში მონადირეთათვის კომფორტული გარემოს შექმნისათვის. საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია გეგმავს მრავალ საინფორმაციო სახის აქციებს, რათა აუხსნათ საზოგადოებას პრინციპული სხვაობა ჭეშმარიტ მონადირე-მეთევზესა და ბრაკონიერს შორის. არც ერთი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია არ ებრძვის ბრაკონიერებს იმ მასშტაბით და გულისხმევით, როგორც ამას ვახორციელებთ და მუდამ განვახორციელებთ ჩვენ. საქართველოს მონადირეები და მეთევზეები ვუცხადებთ ჩვენ მთავრობას, საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენი ხელის შეწყობით ბრაკონიერობა სამუდამოდ იქნება დამარცხებული საქართველოში. რაც უფრო კარგად იქნება სამონადირეო სფერო განვითარებული, მით უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება ცდუნება ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც არამარტო არაკანონიერია, არამედ სასირცხვილოც არის. ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოში არსებულ მეთევზეთა, კონოლოგთა, ბაზიერთა, მშვილდოსანთა და მსროლელთა სხვადასხვა ორგანიზაციებს. ამავე დროს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას წარდგენილი აქვს განაცხადი ევროპის მონადირეთა ასოციაციების ფედერაციის (FAჩE) წევრობაზე, რომლის ძირითადი მიზანია ევრო-სტრუქტურებში და ცალკეული ქვეყნების მთავრობებთან ლობისტური საქმიანობის შედეგად მონადირეთა უფლებების დაცვა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია შეიქმნა მონადირეთა და მეთევზეთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წევრებისთვის შეგვექმნა მეტი უფლებები და პრივილეგიები და ნაკლები ვალდებულებები.
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრი სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით და უფლებებით: წელიწადში ორჯერ, სანადირო სეზონის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება; მუდმივი ინფორმირება სანადირო და სათევზაო სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ; `ფედერაციის~ პარტნიორ სანადირო მეურნეობებში ნადირობის და თევზაობის გადასახადებზე 10%-იანი ფასდაკლება; `ფედერაციის~ პარტნიორ სპეციალიზირებულ მაღაზიებში სანადირო და სათევზაო ინვენტარის შეძენისას 10%-იანი ფასდაკლება; ნადირობის და თევზაობის ორგანიზება საქართველოს საზღვრებს გარეთ; მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, გეგმების, პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში; მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ კომისიების ან ჯგუფების საქმიანობაში; აირჩიოს და არჩეულ იქნას `ფედერაციის~ მმართველ ორგანოებში; მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ წევრთა საერთო კრებებში; მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ ნებისმიერ ღონისძიებაში;
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრი ვალდებულია:
ხელი შეუწყოს `ფედერაციას~ დასახული ამოცანების განხორციელებაში და შეასრულოს მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები; გაუფრთხილდეს `ფედერაციის~ ქონებას, ღირსებასა და ავტორიტეტს; გადაიხადოს საწევრო შესატანი წელიწადში 50 ლარის ოდენობით.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, არათუ შევქმნათ რიგითი ფედერაცია, არამედ კლუბურ პრინციპებზე დაყრდნობით შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა თანამოაზრეა, სადაც ყველას ამოძრავებს ბუნების სიყვარული და პატივისცემით ეპყრობა მის მსხვერპლს. 2012 წელს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია გეგმავს მრვალ შეჯიბრებას, ნადირობა-თევზაობას, კონკურს, გამოფენას და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი ისეთ გარემოში, სადაც არ არსებობს არც პოლიტიკური, რელიგიური, თუ რასობრივი განსხვავებები – იქ მთავარია ვინ უფრო მაგარი მონადირე და მეთევზეა.
-BERG-, აი ამას მივესალმები... და დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები რაც შეიძლება მალე... ოღონც ბექა მეტი ინფორმაცია სად მოვიძიოთ ? ანუ ვინ დგას ამის უკან, როდის შეიქმნა, რა რაოდენობის მონადირეა გაწევრიანებული, ვის და სად მივაკითხოთ გაწევრიანებისთვის, შენი პირადი აზრი და ასე შემდეგ...
დამატებულია (26.01.2012, 01:12:20) --------------------------------------------- და კიდევ ტერიტორიულად სად მდებარეობს ეს ორგანიზაცია.... ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა და ბევრი კითხვა გამიჩნდა :)
ამ ინფორმაციას ნუ მიიღებთ მორიგ შეუმდგარ იდეად. ამ ორგანიზაციას აყალიბებს "საფარი კლუბ "ჯორჯია" - თემურ ტყემალაძე და მისი მეგობარ-თანამშრომლები. როგორც იცით საქართველოს "საფარი კლუბი :ჯორჯია" შესულია საერთაშორისო საფარი კლუბში. მოკლედ მოგიწოდებთ გაწევრიანებისკენ. თუ რამე გაურკვეველია ვეცდები გაგცეთ პასუხი.
ვინ დგას ამის უკან, როდის შეიქმნა, რა რაოდენობის მონადირეა გაწევრიანებული, ვის და სად მივაკითხოთ გაწევრიანებისთვის, შენი პირადი აზრი
პირველ კითხვაზე უკვე გავეცი პასუხი. კლუბი სულ ახალი შექმნილია და ეხლა იწყებს წევრების ათვლას. როცა საბოლოოდ გაირკვევა ამ საკითხთან ჩვენი დამოკიდებულება ყველას გამოგიგზავნით შესავსებ ტექსტს და სახლიდან გაუსვლელად გახდებით კლუბის წევრი. ჩემი დამოკიდებულება, რადგანაც მე ვარ აქ ამ ინფორმაციის შემომტანი, არის ფრიად დადებითი და მივესალმები ორივე ხელით. ეს ხალხი და ეს ორგანიზაცია მხოლოდ კარგ საქმეებს თუ გააკეთებს.
-BERG-, კარგია მაშინ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
დამატებულია (26.01.2012, 01:42:07) --------------------------------------------- "საფარი კლუბ ჯორჯია"-ზე ინფორმაციას ვეძებდი "გოოგლში" და წავაწყდი "საუბრები კოცონთან" ამ გადაცემაში თემურ ტყემალაძის საუბარს... (კარგი გადაცემა იყო წუხილით ავღნიშნავ) ანუ იმის თქმა მინდოდა რომ კარგი სუნი ასდის ამ ყველაფერს... ვერანაირად ვერ გადმოვიტანე ლინკი რომ გახსნათ... მოკლედ "საფარი კლუბ ჯორჯია" ჩაწერეთ "გოოგლ.გე"-ზე და პირველივეში შედით... ნიკა რაზმაძე
აუცილებელი, საჭირო ნაბიჯია! მხოლოდ ასეა შესაძლებელი თანდათანობით ბრაკონიერობის ამოძირკვა და ფაუნის შენარჩუნება, თორემ თუ ისე გაგრძელდა ყველაფერი, როგორც დღეს ხდება, ბევრი ხანი ვეღარ გაატანს საცოდავი ნადირ-ფრინველი! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
თუ იქნება ბაზიერი ჯის ნამდვილი წევრებისათვის რომლებსაც დიდი წოდება აქვთ რაიმე შეღავათები(თუნდაც საწევროსთან მიმართებით) და რაღაც პრივილეგიები, თუ ითანამშრომლებს ჩვენს საიტთან ეს ორგანიზაცია? და თუ მიმდინარეობს მუშაობა ამ მმართულებით ადმინისტრაციასა და კლუბს შორის, რადგაანც ამ საიტზე არიან გამოცდილი მონადირე ხალხი რომლებმაც თავიანთი ცოდნით და ძალისხმევით ასწავლა უამრავს ჭეშმარიტი ნადირობა! და ბევრი ბრაკონიერი მოაქცია სწორ მონადირის ფერხულში! ★ஜ۩۞۩ஜ★
თუ იქნება ბაზიერი ჯის ნამდვილი წევრებისათვის რომლებსაც დიდი წოდება აქვთ რაიმე შეღავათები
ბაზიერზე ყველა ნამდვილი წევრია და ყველა წევრი ერთ პონტში გადის. ალბათ იმ ორგანიზაციაშიც ყველა წევრს ექნება ერთნაირი შეღავათი.
Quote (ENUQICHI)
თუ ითანამშრომლებს ჩვენს საიტთან ეს ორგანიზაცია?
საქართველოს საფარი კლუბს თავისი ვებგვერდი აქვს. თანამშრობლობის საკითხზე დაფიქრდება გია და თუ საჭიროა რამეს მოიფიქრებს. ჩვენთან როგორც მონადირეებთან რომ უნდა თანამშრომლობა, ამაზე მეტყველებს იმათი მხრიდან, ჩვენი კლუბში გაწევრიანების სურვილი. შეიძლება და ალბათ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბში" შევა სხვა ფორუმის ხალხიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ დავკარგავთ ბაზიერ.გე-ს, პირიქით, იქ ღირსეულად უნდა ვაკეთოთ საერთო საქმე, იმისათვის რომ ბაზიერს კარგი სახელი ქონდეს.
ბაზიერ.გე-ს, პირიქით, იქ ღირსეულად უნდა ვაკეთოთ საერთო საქმე, იმისათვის რომ ბაზიერს კარგი სახელი ქონდეს.
მაგ ფედერაციაში გაწევრიანებამ უფრო მეტი სტიმული უნდა მოგვეს რომ ჩვენი საერთო საქმე უკეთ ვაკეთოთ თუნდაც ჩვენი საიტის სასახელლოდ!!! საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
-BERG-, ძმურად დაწერე ამ კლუბის ვებგვერდის მისამართი, და როდიდან არის შესაძლებელი ამ კლუბში გაწევრიანება? კარგი წამოწყებაა და მისასალმებელი ნამდვილად ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ძალიან კარგია ისეთი კლუბის შექმნა რომელსაც რაღაც ძალა აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან სასაუბროდ,რათა გათვალისწინებული იქნეს ხალხის აზრი. თუმცა რამოდენიმე კითხვა მაინც მიჩნდება და არც ისე მინდა გამომივიდეს,რომ ვინმემ თქვას აი ხალხი საქმეს იწყებს და ხელს უშლიანო, უბრალოდ ჩავთვალე რომ აზრის გამოუხატველობა არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში ბექას მივმართავ რადგანაც ამ კაცს კლუბის დამფუძნებლებთან აქვს ურთიერთობა და თუ მათგან არ იცის ამ შეკითხვის პასუხი, შეეკითხება და გაგვარკვევს. 1.რა არის ამ კლუბის პრიორიტეტი - სამონადირეო მეურნეობების განვითარება თუ მონადირისთვისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა დანარჩენ (აკრძალული ტერიტორიების გარდა) ტერიტორიებზე? 2. პრიორიტეტი რომელს ენიჭება? საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ქართველი მონადირეებისათვის თუ უცხოელებისთვის? -- ეს შეკითხვა იმიტომ დამებადა რომ ყველგან სადაც ამ კლუბზე წამიკითხავს აქცენტს აკეთებენ სამონადირეო ტურიზმზე. 3. მოიაზრება თუ არა მომავალში მოლაპარაკება(ან თუნდაც ახლა მიმდინარეობს) სახელმწიფოსთან თემაზე,რომ მონადირე,ნადირობის უფლებისათვის, აუცილებლად რომელიმე კლუბის წევრი უნდა იყოს? 4.არის თუ არა კლუბის პრიორიტეტი მავნე მტაცებელ ცხოველებზე ულიცენზიო ნადირობა? (რამდენიმე წლით მაინც სანამ მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება) 5. დანარჩენი შემდეგში ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
რამოდენიმე კითხვა მაინც მიჩნდება და არც ისე მინდა გამომივიდეს,რომ ვინმემ თქვას აი ხალხი საქმეს იწყებს და ხელს უშლიანო, უბრალოდ ჩავთვალე რომ აზრის გამოუხატველობა არ იქნებოდა.
სწორიცაა. კითხვები თუ არ იქნა პასუხიც თავისთავად არ იქნება.
Quote (Gia)
რა არის ამ კლუბის პრიორიტეტი - სამონადირეო მეურნეობების განვითარება თუ მონადირისთვისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა დანარჩენ (აკრძალული ტერიტორიების გარდა) ტერიტორიებზე?
რა თქმა უნდა ჯერ სანადირო მეურნეობა. დავიწყოთ იქედან, რომ ვინც არ უნდა იყოს, რომელი კლუბიც, თავისუფალ ტერიტორიაზე ნადირობას ვერ მოაწესრიგებს. იმ პაარა მიზეზის გამო რომ საკუთარი მეურნეობის მიღმა, ასე ვთქვათ, მისი იურისდიქცია არ ვრცელდება. მას არც დაცვა შეუძლია "სხვა" ტერიტორიის და არც რამე სამუშაოს ჩატარება. ეს ალბათ საკუთარ ეზოს გავს; ჯერ შენი უნდა დაამუშაო, დაასუფთავო, მოუარო და მერე მიეხმარო სხვას.
Quote (Gia)
პრიორიტეტი რომელს ენიჭება? საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ქართველი მონადირეებისათვის თუ უცხოელებისთვის?
სიართლე გითხრა, ამ თემაზე არ მქონია საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჯერ უცხოელებისთვის (ამაში ჩვენც გამოვეტნევით). ანუ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ძალაუნებურად სასიკეთოთ გადაწყდება ჩვენთვის, ქართველი მონადირეებისათვის. მაგ; თუ დაუშვეს ჯიხვზე ნადირობა მხოლოდ უცხოელისთვის ხომ არ იქნება დაშვებული?! თუ გამარტივდა იარაღის შეტანა-გამოტანა-შეძენა, მხოლოდ უცხოელისთვის ხომ არ გამარტივდება?! არსებული მეურნეობებიდან (თუ არ ვცდები ასეთი 17-ა) ხო ყველა ამოძრავდება და რაღაცის კეთებას დაიწყებს?! იქ მომრავლებული ნადირ-ფრინველი დაბმული ხო არ იქნება და ხო გადავა-გადმოვა აქეთ-იქეთ?! და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჩვენთან ხო "შინაურ მღდელს შენდობა არა აქვს"...აქ რო ჩამოვა უცხოელი და ეტყვის ზემოთ ერთი ორ "სმეშნოი" სიტყვას, ეგრევე ხო გაკეთება ის საქმე რასაც ამდენი ხანი ყბადაღებული ვიძახით?! ეს ვიგულისხმე "გამოტნევაში".
Quote (Gia)
მოიაზრება თუ არა მომავალში მოლაპარაკება (ან თუნდაც ახლა მიმდინარეობს) სახელმწიფოსთან თემაზე,რომ მონადირე,ნადირობის უფლებისათვის, აუცილებლად რომელიმე კლუბის წევრი უნდა იყოს?
ეს შეუქცევადი პროცესია და ადრე თუ გვიან მაინც მოხდება
Quote (Gia)
არის თუ არა კლუბის პრიორიტეტი მავნე მტაცებელ ცხოველებზე ულიცენზიო ნადირობა? (რამდენიმე წლით მაინც სანამ მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება)
ეს საკითხიც დღის წესრიგშია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დაჩქარებული წესით მოვითხოვოთ ამ საკითხის პრიორიტეტად ქცევა. თუ წევრები გავხდებით თავისთავად ხმის უფლებაც გვექნება და თუ ჩვენ ხმას (აზრს) ყურადღებას არ მიაქცევენ...
Quote (-BERG-)
მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, გეგმების, პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში; მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ კომისიების ან ჯგუფების საქმიანობაში; მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ წევრთა საერთო კრებებში;
ნაადრევად ნუ მივეცემით სიხარულს. იმედია, ეს დასაწყისის დასაწყისია და ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. რადგან ეს ინფორმაცია მე მოვიტანე თქვენამდე, არ გეგონოთ რო ყველაფერში დარწმუნებული ვარ. ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რო ჩვენ გავაკეთებთ ბოლომ და ყველაფერს ავაწყობთ, მაგრამ ჩვენ თაობას ასეთი ბარდაგი დაგვხვდა და რაღაც უნდა შევცვალოთ. "იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც" თუ ვიფიქრეთ, ვიქნებით სულ ასე, როგორც ვართ. მე ვცდი და თუ არაფერი გამოვა, იმას მაინც ვიტყვი რო ვცადე...
რა არის ამ კლუბის პრიორიტეტი - სამონადირეო მეურნეობების განვითარება თუ მონადირისთვისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა დანარჩენ (აკრძალული ტერიტორიების გარდა) ტერიტორიებზე?
რა თქმა უნდა ჯერ სანადირო მეურნეობა. დავიწყოთ იქედან, რომ ვინც არ უნდა იყოს, რომელი კლუბიც, თავისუფალ ტერიტორიაზე ნადირობას ვერ მოაწესრიგებს. იმ პაარა მიზეზის გამო რომ საკუთარი მეურნეობის მიღმა, ასე ვთქვათ, მისი იურისდიქცია არ ვრცელდება. მას არც დაცვა შეუძლია "სხვა" ტერიტორიის და არც რამე სამუშაოს ჩატარება. ეს ალბათ საკუთარ ეზოს გავს; ჯერ შენი უნდა დაამუშაო, დაასუფთავო, მოუარო და მერე მიეხმარო სხვას.
ბექა ეს პასუხი მიღებული არ არის,რადგან არსად არ არის ნახსენები რომ საფარი კლუბს სამონადირეო მეურნეობა გააჩნია, 10 % ფასდაკლების გარდა პარტნიორ მეურნეობასთან. რა გამოდის, პრიორიტეტი პატნიორების დახმარება და მათი ეზოების დალაგებაა? რა თქმა უნდა დახმარების მოწინააღმდეგე არასდროს ვყოფილვარ მაგრამ მე მგონი აქ მაინც რაღაც მთლად ლამაზი შეფუთული ვერ არის ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
Quote (Gia) მოიაზრება თუ არა მომავალში მოლაპარაკება (ან თუნდაც ახლა მიმდინარეობს) სახელმწიფოსთან თემაზე,რომ მონადირე,ნადირობის უფლებისათვის, აუცილებლად რომელიმე კლუბის წევრი უნდა იყოს?
ეს შეუქცევადი პროცესია და ადრე თუ გვიან მაინც მოხდება
იმედია,ამ საკითხზე მუშაობისას გაითვალისწინებენ,რომ საქართველოში გადამფრენი ფრინველების მარშუტი გადის და მარტო სამონადირეო მეურნეობებში გამოყვანილი ფრინველის იმედად არ არის და მონადირის უფლების ლიცენზირების მონოპოლიზება არ მოხდება ცალკეული კლუბების მიერ,+ მათი მაღალი საწევრო გადასახადებით,რადგან საფარი კლუბის საწევრო 50 ლარი ადეკვატურად ნამდვილად ვერ ასახავს მოსახლეობის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს ნამდვილად არ არის ის ფასი რომელიც მონადირეთა უმრავლესობის მოზიდვას უზრუნველყოფს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
Gia, მე ვფიქრობ წლის განმავლობაში 500 ლარის სანადირო ინვენტარის შეძენა ყველას უწევს, ასე რომ ფუჭად გადაყრილი არ მეჩვენება. მთავარია ეს ყველაფერი რეალურად შედგეს. (მაპატიეთ რო ჩაგერთვეთ) ნიკა რაზმაძე
ნახსენების არ ვიცი, მაგრამ ჭიაურის სანადირო მეურნეობა და საფარი კლუბიც "ერთ ჭერქვეშაა"
ერთჭერქვეშ ჩემო ბექა სხვადასხვა ოთახებში სასამართლოს ძალით გაყრილი ცოლ-ქმარიც ცხოვრობს თავისი ცხოვრებით.აი ამონაწერი მათი საიტიდან" “საერთაშორისო საფარი კლუბი კავკასია” გახლავთ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელმაც კავკასიის მასშტაბით ორგანიზება გაუკეთა “საერთაშორისო საფარი კლუბ”-ში (SCI) პირთა გაერთიანებას. 2011 წლის 27 აგვისტოს SCI-ის გამგეობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა “საერთაშორისო საფარი კლუბი საქართველო, კავკასიის წარმომადგენლობა” ". რაღაც არ მგონია სამონადირეო მეურნეობა "ჭიაური" იმიტომ დაფუძნებულიყო რომ არასამეწარმეო საქმიანობები ეწარმოებინა. კარგი იქნებ ეს ვიცოდეთ მათგან სრული ინფორმაციისთვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
Gia, მე ვფიქრობ წლის განმავლობაში 500 ლარის სანადირო ინვენტარის შეძენა ყველას უწევს, ასე რომ ფუჭად გადაყრილი არ მეჩვენება. მთავარია ეს ყველაფერი რეალურად შედგეს. (მაპატიეთ რო ჩაგერთვეთ)
საპატიებელი რა გჭირს? ამ ყველაფერს ხალხის ჩართვისთვის ვწერ,რომ თუ ვინმეს რამე არ მოეწონა ან მოეწონა დაწეროს, თორემ მარტო მე თუ მაინტერესებს ეს ყველაფერი,პირადშიც და ტელეფონზეც კარგად გავარკვევ. უბრალოდ ის არ მსურს მერე ვინმემ თქვას უი არ ვიცოდი რა კარგი ან ცუდი ყოფილაო. ყველაფერს აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარე,მთავარია რომელი მეტი აქვს ხარისხობრივად ესაა საქმე.დავიჯერო შეკითხვა რომ არავის არ დაუწერია მართლა ასე კარგია.თუ ასე მე გავჩერდები,არ უნდა განხილვა. რაც შეეხება პროდუქციის ყიდვას 50 ლარის ტყვია წამლის მყიდველიც ბევრი ვიცი წელიწადში და არც სხვაზე ნაკლები მონადირე არ არის, პირიქიდ ბარეორ 3000 ლარის დამხარჯველს ჯობია მონადირული ეთიკითაც და კულტურითაც. რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში ბევრია ისეთი ადამიანი რომელი ვერ მისცემს თავს იმის ფუფუნებას 50 ლარი მარტო საწევროში იხადოს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
ისედაც რაც არ უნდა გქონდეს საშუალება თუ არ ვარ დარწმუნებული რომ ეს გადახდილი თანხა სწორ და რათქმაუნდა კაი საქმეს ხმარდება, ნაღდად არ გადავიხდი! ამ ჩემი ორმოცდაათი ლარით შესაძლოა საშვილიშვილო საქმე გავაფუჭო და სანამ კარგად არ დავრწმუნდები რომ ჩემი წევრობით (საწევროთიც) რაღაც პატარა სიკეთეს შევიტან დიდ საქმეში, მანამ არ გადავდგამ ნაბიჯს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთ კლუბში გაწევრიანება, სადაც იქნება აქტიური მუშაობა და ზრუნვა საკანონმდებლო ბაზაზე! ჯერ უნდა იყოს სწორი კანონები, რომლის საფუძველზე მოეწყობა სამონადირეო მეურნეობები, სადაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი აქტიურ მონაწილეობას ნადირ-ფრინველის მოშენებაშიც და სხვადასხვა კლუბის საქმიანობაში.. გამიგია თუ როგორ გაყავთ ბავშვები და ოჯახის წევრები კლუბის წევრებს სადაც მიაქვთ სასუსნავები ცხოველებისთვის, მიაქვთ პიკნიკისთვის საჭირო ატრიბუტები, არის მოწყობილი კოტეჯები და ხალხი ურთიერთობს ერთმანეთთან..ვიცი რამდენად კარგია თუ ასეთი დონის ორგანიზაციის წარმომადგენლობა შეიქმნა საქართველოში, მაგრამ სანამ მთავრობის და კლუბის ურთიერთ თანამშრომლობას კანონებთან მიმართებით არ გავიგებ როგორი სამოქმედო გეგმა აქვს საფარს მანამდე თავს ვიკავებ კლუბის წევრობაზე..ჩემი აზრით ამ კუთხით გავიგებ ეს ორგანიზაცია სამომავლოდ რას ფიქრობს. რაზეა ორიენტირებული, კომერციულ მოგებაზე თუ პატრიოტული გრძნობიდან გამომდინარე ჭეშმარიტი სამონადირეო პრაქტიკის დანერგვაზე, ტყეებში ნადირ-ფრინველის მომრავლებაზე, შემოსული თანხებით ბუნების მოვლაზე და მთელი რამ.. ბერგს მადლობა რომ გაგვიხსნა ეს თემა და გიას უდიდესი მადლობა აქტიურობისთვის, რადგანაც ამ პროცესში გაჩნდება კითხვები რომლებზეც შეიძლება პასუხის მიღება, შემდეგ დავაკვირდები და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ★ஜ۩۞۩ஜ★
50 ლარის ტყვია წამლის მყიდველიც ბევრი ვიცი წელიწადში და არც სხვაზე ნაკლები მონადირე არ არის, პირიქიდ ბარეორ 3000 ლარის დამხარჯველს ჯობია მონადირული ეთიკითაც და კულტურითაც
ამ ყველაფერიში გეთანხმები და რეალურია ჩვენდა სამწუხაროდ, თუმცა უმრავლესობა მაინც ასე თუ ისე რაღაც პროცენტით აინაზღაურებს ამ გადახდილ თანხას. თანაც აუცილებელი ხომ არაა ყველა იყოს ამ ფედერაციაში? მთავარია ბირთვი შეიკრას, სწორად მოაზროვნე ბირთვი რომელსაც ძალა ექნება... იმ ბირთვზე ვსაუბრობ რომელიც ხალხის ინტერესს წარმოადგენს, ერთი კაცი ვერ შეძლებს ჯგუფი შეიკვრება და ერთ კაცს გაუშვებენ. შეიკვრიბება ის საზოგადოება რომელიც საერთო ინტერესს მოემსახურება, ეს რაც შეეხება იდეას, ახლა მეორე რაც მთავარია და საყურადღებო, როგორ განხორციელდება ეს იდეა აი ესაა მთავარი. იდეა ძალიან მომეწონა თანაც საფარ კლუბ ჯორჯია ძლიერი კავშირია და ბევრი პატივსაცემი ხალხია მე ყოველშემთხვევაში მჯერავს ამ ყველაფრის და წინ გადადგმულ ნაბიჯადაც აღვიქვავ. იმაშიც დაგეთანხმები რომ საფარ კლუბ ჯორჯია აქცენტს ტურიზმზე აკეთებს, მაგრამ ტურიზმი არ განვითარდება თუ ჯერ არ აყვავდა სამონადირეო კულტურა. (ფულს საშენში გაზრდილ ხოხობზე სანადიროდ არავინ გადაიხდის და ამერიკიდან აქ არ ჩამოვა) და თუ აყვავდა ეს კულტურა ის ტურისტი თან ხომ არ წაიღებს? მართალია ნასუფრალზე დაკმაყოფილება გამოგვდის მაგრამ ახლა ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ ნასუფრალიც სანატრელი გვაქვს.... ნიკა რაზმაძე
ბერგმა გამომიგზავნა ფორმა რომელიც შევავსე და გავგზავნე და მართლა კარგია ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება თუ სწორად იქნება აღქმული ის პრობლემები რომლებიც გვაწუხებს (აღმოფხვრაზე ჯერ ლაპარაკი ადრეა) ყველას და დავეთანხმები გიას საწევროსთან დაკავშირებით იმიტო რო 500 ლარის პროდუქციას ნაღდად ვერ ვყიდულობ რისი საშვალებაც მაქ იმითი ვკმაყოფილდები და ასე რომ როდესაც დავინახავ ამ კლუბის მუშაობას მიზანმიმართულად შემოევლოს ჩემი თავი საწევროსაც გადავიხდი და ყველანაირად გვერდში დავუდგები და ასე იქნება ყველა ჯერ მთავარია ჩამოყალიბდეს ბოლომდე და მერე ყველაფერი წინაა ღმერთმა ნუ ქნას და დაუშვებელია თუარ მომეწონა პირადად მე არ გადავიხდი საწევროს და მორჩება ამით... მართლა გვჭირდება ერთი ისეთი ორგანიზაცია რომელიც გულთან ახლოს მიიტანს დღევანდელ პრობლემებს და ყველანაირად ეცდება მის გამოსწორებას... ეს არის ჩემი აზრი თუ რამე არასწორად ვთქვი შემისწორეთ დ.კალანდაძე
bendeksi, ნასუფრალზე არავინ იქნება თუ ჭკვიანურად იქნება ყველაფერი.. აგერ იდგმება ჭკვიანური ნაბიჯები უკვა და იმედი მაქვს.. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სავარგულები კერძო საკუთრებაშია და ყვავის სამონადირეო ტურიზმი.. და მოდი ეხლა და შენ მითხარი გერმანა, საფრანგეთი, ჩეხეთი, და კიდევ სხვა ბევრი არის ნასუფრალზე თუ ჩვენ?
ტურიზმისკენ აქცენტი კარგი კი არა აუცილებელია, რომ ფული შემოვიდეს რომლიც ისვ ამ სფეროს მოხმარდება და არა ჩინოვნიკების პაესტკებს და მანქანებს.. კარგია რა გეზიც არის აღებული კანონშიც და საფარი კლუბ ჯორჯიაშიც ვნახოთ რა იქნება უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
bendeksi, თუ რამე არ შეიცვალა ნასუფრალიც აღარ დაგვრჩება და ჩვენს ქვეყანაში ჩვენ რატო უნდა ვიყოთ ნასუფრალზე? ეგაა სწორედ უბედურება რო მასეთ დღეში ვართ და იმის იმედი გვაქვს რო ვიღაცის ნასუფრალი მაინც დაგვრჩება... ცუდად არ გამიგო რაც ვთქვი
დამატებულია (31.01.2012, 02:41:14) --------------------------------------------- uchaucha, გეთანხმები იმედია გაამართლებს ეს ყველაფერი და ღმერთმა ქნას ისე იყოს როგორც ჩვენ გვინდა
bendeksi, ხოდა ზუსტად მაგიტო გვჭირდება ისეთი ორგანიზაციები რომლებიც იზრუნებენ ამ ყველაფერზე... იდეა არის ძალიან კარგი რა გამოვა დრო გვიჩვენებს დ.კალანდაძე
რაღაც მე მგონია რომ ფერადათ უყურებთ ამ ყველაფერს,იქნებ ვცდები მაგრამ მაინც.სამონადირეო ტურიზმი კარგია, გადასარევია, მაგრამ მიმაჩნია რომ ამ საქმეს სამონადირეო მეურნეობებმა უნდა მიხედონ პირველ რიგში და მათი პრიორიტეტი უნდა იყოს და არა ქართველ მონადირეთა კავშირებმა (ეს ცოტა კომიკურიც გამოდის თუ ჩავუღრმავდებით,ჩვენ ვერ ავუდივართ დახოცვას და თქვენც ჩამოდით ბატონებოთქვა-ასე ჟღერს).მონადირეთა კავშირის პრიორიტეტი არ უნდა იყოს სამონადირეო მეურნეობის განვითარება, არამედ ადგილობრივი მონადირებისათვის (არა ბრაკონიერებისთვის,ბრაკონიერი ყველგან გაუმაძღარია,ევროპაშიც რომ მიუშვა 1 წელიწადში საქართველოს ფლორას დაამსგავსებენ) შექმნა იმ ხელმისაწვდომი გარემოსი რომ დაკმაყოფილდეს ქართველი მონადირის მოთხოვნილებები,თუნდაც მინიმუმი. სამონადირეო მეურნეობა რა არ არსებობს საქართველოში? ერთხელ ვინადირე სამონადირეო მეურნეობაში და იცით რა კარგი იყო? (ვინც ნამყოფია გამოცდილიც ექნება), ძალიან კომფორტული მომსახურება, დროში ძალიან ეკონომიური ადგილმონაცვლეობით,მონადირის მხოლოდ ნადირობა იყო (თუმცა შთაბეჭდილება დამრჩა ბოლოს რომ სპეციალურად არ მოგვაკვლევინეს ღორი,იყო ისეთი ნიუანსები რომ ახლაც მაგაზე ვფიქრობ, რადგან ეს იმედის პროექტი იყო და ფულის აღებაზე თვითონ მეურნეობამ თქვა უარი,რეკლამა მოითხოვა) თუმცა მაინც ეს ყველაფერი ლამაზი და დაუვიწყარი იყო,ფასები კი ასეთი თითო მონადირე 200 ლარი-ჯგუფი მინიმუმ 4თუ 5 კაცი, ყოველი მოკლული ღორი 500 ლარი,აცილება 50 ლარი (ეს არაოფიციალური ტრადიცია), კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ფული არ გადაგვიხდია და ღორიც არ მოგვიკლავს (თუმცა მეორე დღეს 3 ღორი მოკლეს ფულგადახდილი და სიუჟეტიც გადააბეს თითქოს ჩვენც იქ ვიყავით,გადაცემის მეორე კი დღეს მთელი სანაცნობო ღორის ხორცის გასინჯვას მთხოვდა). საუბრისას კი სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელობამ აღნიშნა რომ ეს ფასები მიზერულია და საკმარის მოგებაზე ვერ მუშაობენ. მიუხედავად იმისა რომ ეს სიამოვნება გამოცდილი მაქვს და ვიცი რა კარგიცაა მეურნეობაში ნადირობა,თავს იმის ფუფუნების უფლებას ვერ ვაძლევ რომ კიდევ რომ ვინადირო იმ ფულის შეგროვება დავიწყო.სანამ მე ამის დრო მომივა,სამონადირეო მეურნეობაში უცხოელების რიგი დადგება (ისე ცნობისათვის იქ სეზონზე რიგებია ხოლმე და ჩაწერა ჭირდება წინასწარ) და იქ ისეთი ფასები იქნება მე რომ ვერასდროს დავეწევი. მით უმეტეს მუხის 300 ჰექტრიან ტყეში გაშვებული ღორის ფასები ყოფილა წამგებიანი და იაფი და სხვა ცხოველი ხომ წარმოგიდგენიათ რა ეღირება. ევროპის გამართული სამონადირეო მეურნეობისკენ თითის გაშვერას კაკ მინიმუმ ევროპული ჯიბე რომ უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველოს მონადირეების 80 % -ის ბიუჯეტის მქონე მონადირეებს ტურა თუ მოკვლევინეს და ენოტი მიღწევა იქნება.არც ის იფიქროს ვინმემ, რამე მორჩეს ვინმეს და გადმოგვიგდოს.არც ის რომ ის რომ წავა აქ არ დაგვრჩებაო? ვინ წავა ან ერთი თუ წავა სხვა ვერ მოვა თუ რა. ჩვენდა საუბედუროდ, ბატონმა ტყემალაძემ რომ ახსენა ბექასთან ინტერვიუში, ხანდახან დედალი ირმებია მოსაკლავი ევროპაში და მის მოკვლას იქ არავინ კადრულობსო, იმაზეც არავინ გვასროლიებს ტყვიას. მე ამდენი იმიტომ კი არ დავწერე რომ ხელი მექავება ან თავი მტკივა, უბრალოდ მსურს წინასწარ მიახლოებით მაინც ვიცოდე, ეს ხალხი თავის საქმეს გააკეთებს ჩვენით თუ ჩვენს საერთოს. ბექამ კი დაწერა ემაილი და თუ დაგროვდა რამე კითხვა კი მივწერ მითითებულ ემაილზე ადრესატს და თუ მარტო მე მაწუხებს რამე კითხვები და სხვას არა,მაშინ მე თვითონ მივხვდები რომ რაღაც ავურიე და ვიქნები ჩემთვის წყნარად და თავში თუ არა ბოლოში მაინც მიმიღებენ იმედია, და თუ არ მიმიღებენ კიდევ არც მაგაზე დამწყდება გული, გუშინ და გუშინწინ იმდენი ავაცილე იხვს, რომ კი ვარ ღირსი ყველა მონკავშირიდან გამრიცხონ და ბუნების მოყვარულთა რომელიმე ჰუმანურ ორგანიზაციაში საპატიო წევრად ამირჩიონ.
Gia, არ ვიცი წინასწარ რთული სათქმელია რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, თუმცა ასე ერთ ადგილზე დგომაც არაფრის მომტანია, მე იმაში ვარ დარწმუნებული რომ ინგლისელი აქ არ ჩამოვა სანადიროდ, ან რომელიმე ევროპელი. შენ თვითონ ამბობ ღორი არ მოგვაკვლევინესო ესეიგი მეურნეობაზეა დამოკიდებული... პირადად მე არ მინდა ასეთი ნადირობა, წავალ და სოფელში ბაბუაჩემს 3 ღორი ყავს, წავალ იმათ ჩავუჯდები და აივნიდან დავხოცავ, შინაური უფრო ბევრ ხორცს დაყრის. როგორც ამბობენ ხოხობიც ინკუპატორში გაზრდილი ყოფილა და ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა, არც ამას არ ვეძახი მე ნადირობას და შეიძლება ერთხელ წავიდე ასე სანადიროდ რომ სათქმელად მქონდეს ხოხობი მყავს მონადირებულითქო. ეს აქ მე არ მინდა საქართველოში და ტურისტი ჩამოვა და ასე ინადირებს? ცოტა მეეჭვება. საქართველოს არც ისეთი რელიეფური პორობები არ აქვს რომ მთელი სანადირო ტერიტორიები კერძო მეურნეობებად გადაიქცეს და ვინც ვერ შევწვდებით თანხებს ისე დავრჩეთ ჰაერში გამოკიდებული. ნიკა რაზმაძე
Gia, მე და შენ თუ ვერ ვინადირებთ, ეგ ქვეყნის საერთო ეკონომიური მდგომარეობიდანაა გამომდინარე. მაგრამ ჩვენ თუ ვერ ვინადირებთ, ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ სანადირო მეურნეობა არ უნდა არსებობდეს?! ეხლა რა, ვნადირობთ მე და შენ? ვერა! ვერც ვნადირობთ და არც ნადირ-ფრინველს ამრავლებს ვინმე. სანადირო მეურნეობა კი ამას გააკეთებს, ნადირს მოაშენებებს. მარტო იმიტომ გაამრავლებენ, რომ კერძო საკუთრებაა და რაშიც თანხას ჩადებენ, იმას მოუვლიან კიდეც. ეს მეურნეობები თუ განვითარდებიან, იქცევიან ეგრეთწოდებულ რეზერვატად ნადირ-ფრინველისათვის. ამაზე უკეთეს გზას დღესდღეობით ფაუნის გადარჩენისათვის მე ვერ ვხედავ. დღეს, ვინც ნადირზე დადის, კარგად იცის, რაც ხდება! უკანონოდ, ჩუმად მაინც ნადირობენ, ხშირ შემთხვევაში ამას ნადირობის კი არა, მუსრის გავლების სახე აქვს. ასეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს სამონადირეო სფერო იმყოფება, ერთერთი გამოსავალია სანადირო მეურნეობების განვითარება, ჩვენ კი ამას ხელი უნდა შევუწყოთ! არავინ ამბობს იმას, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს პირადი ინტერესები არ ამოძრავებთ და საქართველოს მონადირეების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და ლოცვით აქვთ მუხლები გადატყავებული, მაგრამ სწორედ კერძო დაინტერესება გააკეთებს საქმეს. სახელმწიფო დღესდღეობით უძლურია ამ საკითხის მოგვარებაში, ხოლო ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. განადგურების პირასაა ყველაფერი. რაც შეეხება კანონს, ბოლო დროს შეტანილ ცლილებებში სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაში სწორედ ამათი ხელი იგრძნობა. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება კი თავისთავად მოიტანს იმას, რომ სახელმწიფო დიალოგზე წავა საერთაშორისო მძლავრ ორგანიზაციასთან, (წავიდა უკვე), მაშინ როდესაც ჩვენისთანებთან ყურის გაბერტყვასაც არ კადრულობს. ეს ნაბიჯი გადასადგმელია, რადგან მხოლოდ სიკეთეს თუ მოიტანს, ვის და რანაირ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
მონადირე, გეთანხმები საკუტრების ხელყოფას ვერცერტი ჩვენტაგანი ვაპატიებტ ვერავის და ის კაცი ეტყობა დზაანაა შეწუხებული ბრაკონიერებისგან და ამიტომ იყო ისე აგრესიული ტქვენს მიმართ ზაზა, რაც მტავარია ვეცადოტ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ და დავრწმუნდეთ მათ მიერ წამოწყებული საქმის სიკეთეში, რომ შემდგომ ცჰვენც მხარში დავუდგეთ ხელს მაინც ნუ შევუშლით, ისე კაცი რომ ფულს ჩადებს საქმეში მოგებასაც ეცდება რომ ნახოს, უფულოდ კატებიც აღარ იძლევიან ხომ გაგიგიათ მოკლედ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო კიდევ ყურადღება 50 ლარი საქარტველოს მონადირების 90 % ც ვერ გადაიხდის ზოგი არქონის გამო ზოგიც ეჭვის გამო ამიტომ ერთი აზრი გამიჩნდა და გეტყვით , ტუ გვინდა რომ მაქსიმალურად გაიზარდოს წევრების რაოდენობა და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავდეს, საწევრო უნდა იყოს სხვადასხვა ფენის ანუ ფინანსური შესაძლებლობების მონადირეებისთვის მეტნაკლები, ვთქვათ ნაკლების გადამხდელისტვის ფასდაკლებები არ იქნება მეურნეობებში და მაღაზიებში, ვინც მეტს გადაიხდის მას უკვე ექნება შეღავათი, მოკლედ ამ და სხვა ნიუანსებს დახვეწა მოუწევს ტუ გვინდა რომ ორგანიზაცია მკვდრად სჰობილად არ დარჩეს, საქარტველოს და მონადირეების საქმე ისევ ისე უძრავად და ნასუფრალად არ დაგვრჩეს
goga-0ni გეთანხმები,კიდევ ერთია რო ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდება ასე ვთქვად საშუალოდ 1000 კაცი და მე არ მგონია რომ ამ დონის ორგანიზაცია 50000 ლარით აპირებდეს აშენებას,თუ რამე გაკეთდება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის იქნება კარგი
საწევრო უნდა იყოს სხვადასხვა ფენის ანუ ფინანსური შესაძლებლობების მონადირეებისთვის მეტნაკლები, ვთქვათ ნაკლების გადამხდელისტვის ფასდაკლებები არ იქნება მეურნეობებში და მაღაზიებში, ვინც მეტს გადაიხდის მას უკვე ექნება შეღავათი,
ეს არაა კარგი აზრი გოგა, მონადირეს რომელსაც სურს კლუბში გაწევრიანება სწორედ ამგვარი პრიორიტეტულობა იზიდავს და სხვა უამრავი ფაქტორი რომელზეც არ ღირს საუბარი ისედაც ყველამ ვიცით. zaza-50, შენი გასაგებია ძმა და კაი ქენი რო დაწერე, რათქმაუნდა ქართველები ვართ და მწყრალად ვეკიდებით უმეტესობა მსგავს ფაქტებს ოღონდ ერთია რომ მასეთი კაცის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს დაცული ტერიტორია სადაც ჩიტიც კი ვერ შეფრინდება ეს კაცი მიხედავსთქო ასე მგონია მეურნეობასაც და ცხოველ-ფრინველსაც მოამრავლებს. რათქმაუნდა მოგება ერთ-ერთი საფუძველია და ნორმალური პირობა როდესაც მსგავს საქმეს კიდებს ხელს კაცი, თუ კარგ საშვილიშვილო საქმეს გააკეთებენ ღმერთმა ხელი მოუმართოდ ძმებო რაზეა საუბარი, ოღონდ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში! 50 ლარი კიარა 100 იყოს თუ რამე ეშველება დღესდღეობით ვინც შემხვედრია ტყეში(საქართველოს სხვადასხვა კუთხეში) მონადირეები სუყველა გადაიხდიან! არც თუ ისე ცოტა მინახავს და მათი აზრი ემთხვევა მათი ნაცნობი მონადირეების აზრს რომლებმაც მითხრეს ამის შესახებ. ბოლოს ერთადერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ფედერაცია 2012 წელს გეგმავს ბევრ კარგ შეჯიბრებებს და გასართობ რამე-რუმეებს, ვიცი ბევრი გაწევრიანდება თუნდც გართობის გამო, უჩვენოდაც ეს ხალხი საკმარისი რაოდენობის იქნებიან და როცა მოვა დრო საკანონმდებლო ინიციატივითაც შევლენ პარლამენტში, მიიღებენ თავისზე მორგებულ (კარგი გაგებით) კანონებს, ამიტომ კარგი ქნა ბექამ ეს თემა როცა დაფოსტა აქ! ჯერ გვეძლევა საშუალება დროულად გავერკვიოთ რა ხალხი არიან, რა მიზნები ამოძრავებთ და ჩავებათ მათ საქმიანობაში თუ სასიკეთოს აკეთებენ რამეს, და როცა წევრები გავხდებით უკვე ძლიერი ორგანიზაციის მერე რაც არ მოგვწონს (და რამდენ თემაში გამოგვიხატავს ძმებო) იმას ამ ორგანიზაციის ძალით დავაფიქსიერებთ რომელსაც ანგარიშს გაუწევენ! პირადად მე ჯერ ისევ თავს ვიკავებ გაწევრიანებისგან ★ஜ۩۞۩ஜ★
გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საწევრო გადასახადის ორი გზა: 50 ლარი, რომლის გადახდის შემთხვევაში თქვენი საწევრო გადასახადი დაფარული იქნება გადახდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ან ყოველთვიურად გადაიხადოთ 5 ლარი. ორივე შემთხვევაში თქვენ იქნებით საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი."
პატივისცემით, ადმინისტრაცია"
(ეს არის "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია"-ის პასუხი კითხვაზე, თუ რა გადანაწილებით შევძლებდი საწევროს თანხის დაფარვას...) ნიკა რაზმაძე
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
N 04/5121
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილი ნადირობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აკრძალული იქნეს ხმოვანი სიგნალების (ე.წ. "მანოკები") მეშვეობით ფრინველის მიზიდვით ნადირობა და ამ კუთხით ჩვენს მიერ განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!