ამ თემაში დავწეროთ ყველაფერი რაც კი მოგვეხმარება ექსტრემალურ სიტუაციაში სადაც ქალაქი შორსაა და დახმარების იმედიც ამოიწურა მხოლოდ ჩვენი ცოდნა თუ გადაგვარჩენს..დავწეროთ წყლისა და საკვების მოპოვებაზე,ხაფანგების დაგებაზე,თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ აღმართში ასვლისას რომ თანა მეგზურებს ვთქვათ ქვა არ დაუგოროთ,რუკების და კომპასის გამოყენება,ამინდის ამოცნობა და თავშესაფრის გაკეთება-ძიება..მოკლედ რაც დაგვეხმარება ყველაფერი..მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური რჩევები და რეკომენდაციები ასეთ დროს, აუცილებელია ცოდნა აგრეთვე პირველადი დახმარების ელემენტალური წესების რასაც ნელ-ნელა დავწერთ მჯერა აბა დავიწყოთ
დამატებულია (14.11.2011, 17:56:43) --------------------------------------------- პირველ რიგში როდესაც მიდიხართ ტყეში აუცილებელია წავიღოთ წელიწადის დროის მიხედვით ტანისამოსი სიცივისგან დასაცავად,თუ რამოდენიმე დღიანი სიარული გვიწევს აუცილებლად ცელოფანში ვაწყობთ გამოსაცვლელ სამოსს (წინდებს და ა.შ.) ისე რომ იყოს წყალგაუმტარი.ეს მოგვეხმარება ექსტრემალური სიტუაციების გადასალახავად,რადგანაც ხშირია როდესაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება ბოგირზე გადასვლისას ან თუნდაც დაცურების დროს წყალში ჩავარდნა საიდანაც დასველებული ამოვსულვართ. ძნელია ფიპოთერმიასთან ბრძოლა,ამისათვის ეს პირობა უნდა შესრულდეს! რაც არ უნდა გამოცდილი და პროფესიონალი გვიწევდეს მეგზურობას უნდა ვიცოდეთ კომპასის ცოდნა. რათქმაუნდა როდესაც მივდივართ ასეთ ნადირობაში აუცილებლად ვიცით სად და რაზე მივდივართ,ხშირად ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადგილებია და ბევრს არც დავდივართ..ალბათ უმეტესობა მანქანიდან 20 მეტრში ნადირობს მაქსიმუმ და ზოგიც გადაუსვლელად:)))მაგრამ საქმე ეხება როცა წავალთ ვთქვათ ახლობლებთან სოფელში და შემოგვაღამდა ან სულ განსხვავებული შემთხვევა მნიშვნელობა არააქვს მთავარია გამოგადგეთ ელემენტალური ცოდნა საით მდებარეობს ჩრდილოეთი და საით აღმოსავლეთი..როგორ უნდა მოვახდინოთ ორიენტირება ვთქვათ მთვარით,მზით და სხვა საშუალებებით..აგრეთვე თუ ცა მოწმენდილია ვარსკვლავებითაც შეიძლება!ხშირად გვეხმარება მდინარის მიმართულებაც და სხვა უამრავი რამ რაზეც უნდა დაიწეროს აუცილებლად! კომპასი — ორიენტაციის გაგნებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო. კომპასი პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს. კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარ აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს. არსებობს მაგნიტური და ასტრონომიული კომპასი.ზოგიერთი კომპასით შესაძლებელია: 1.ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა 2.აზიმუტის განსაზღვრა და მის მიხედვით მოძრაობა (რაც საშუალებას იძლევ არ დაიკარგო და რამოდენიმე მეტრის სიზუსტით დაბრუნდე იმ ადგილზე საიდანაც დაიწყე მოძრაობა) 3. დროის განსაზღვრა (მაქ 5-10 წუთიანი ცდომილებით) 4. მანძილის განსაზღვრა ობიექტამდე. და კიდევ სხვა. ხოლო რაც სტანდარტულია მთავარია აზიმუტის მეშვეობით მოვახდინოთ ორიენტაცია! აზიმუტი არის კუთხე რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელ ხაზსა და არჩეულ ობიექტს შორის საითკენაც გვინდა გზის გაკვლევა [img][/img]
თუ არაგვაქვს კომპასი შეგვიძლია დედამიწის მაგნიტური ველის გამოყენებაც და მსგავსი მაორენტირებელი ბუნებრივი ხელსაწყოს შექმნაც ექსტრემალურ პირობებში რაზეც შემდეგში მოგახსენებთ ან თქვენ მოგვახსენეთ
ჩემი აზრით ეს ყველაფერი განსაკუთრებულ, უცხო , შორეულ მხარეში გინდა, სადაც ნაკლებად იცნობ ბუნებას , თორემ სადაც რამდენიმე წელია სანადიროდ დადიხარ ისეთ ადგილებში რაიმე განსაკუთრებული არ დაგჭირდება, ნუ რათქმა უნდა ასანთი და დანა, უნდა გედოს ყოველთვის... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ჯ.პ.ს ნავიგატორი ეტრექსის ფირმის, ფეხით მოსიარულეთათვის. ამაზონზე 100 ლარი ღირს და ისე 150 ლარად იშოვი. დანა, მარილი, მედიკამენტები, ნემსი-ძაფით, და თოფი გილზებით და რაც მთავარია საწვიმარი ლაბადა და რამე თბილი ტანსაცმელი და სადაც გინდა და რამდენი ხნითაც გინდა წადი
მთლად მასეც არაა ბიჭებო..აქ იჩენს თავს ფსიქოლოგიური მომენტი..მე პირადად ლეჩხუმში როცა ვიყავი ღამის თევით ტყეში გამოვცადე ზუსტად 5 წუთიანი სტრესი რომელიც მთელი სააათები მეგონა მარა ბოლოს აზრზე კიდე კაი მალევე მოვეგე თან პატარა ვიყავი..თავს უშველე რგინის რაკარუკით და ხმაურით მეთქი ასე არ მოვა მტაცებელი და ჯერ რაც ფრთხილად ძალიან ჩუმად ვიარე ხო გადამღალა და უფრო შემიყვანა შიშში..ამიტომ განსაკუთრებით ეს ყველაფერი ახალბედა მონადირეებისთვის არის! ამ დროს მთავარია ეს უნარ-ჩვევები პლიუს მყარი ფსიქიკური მდგომარეობა,თუნდაც დავცდეთ ამ მდგომარეობას რამოდენიმე წამი არაფერი დაშავდება მაგრამ წუთები დამერწმუნეთ კი! აქ მთავარია გწყუროდეს სიცოცხლე და უვნებელი გადარჩე! ფსიქოლოგიაში დადგენილია რომ თუ ტვინი ესეიგი ცნობიერად უკვე დანებდი შენი სხეული მაინც აგრძელებს მოძრაობას მაგრამ არა ისეთი მონდომებით და მალევე ნებდება!ასეთ შემთხვევაში დასკვნა ერთია რომ არასოდეს არ უდნა დანებდე პსიქიკურად და აუცილებლად გამოავლენ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს რაც ადრე არ შეგინიშნავს! ზემოთ თქმულს ამყარებს ბუნებითი კანონის თეორია სადაც საუბარია რომ ადამიანს როგორც ბუნებაში დაბადებულ არსებას აქვს ყველა შესაძლებლობა გაუმკლავდეს ბუნებრივ სირთულეებს ხოლო ზებუნებრივის დროს თავზე ზევით ძალა არაა! ასე რომ ამ ინსტიქტების და შესაძლებლობების ჩამრთველი არის ზოგჯერ ექსტრემალური სიტუაცია,ზოგჯერ იოგების გაკეთება და ზოგჯერ მედიტაცია..მთავარია გვჯეროდეს რომ ჩვენ უვარჯიშებლადაც გვაქვს შიგნით დამალული ძალა რომელიც გამოგვადგება ასეთ დროს! ხოლო ამ დაფარული ენერგიის რესურსი უნდა შევიძინოთ სპეციალური შრომით (იგიე ვარჯიში,იოგა,მედიტაცია და ა.შ.). ექსტრემალურ სიტუაციაში სადაც თვითგადარჩენა გვიხდება შესაძლოა არც ისე კარგად შევასრულოთ ამ ძალის გამოყენება და შესაძლოა ახლობელი ადამიანისათვის სიცოცხლეც გავწიროთ და სასწაულებიც კი ჩავიდინოთ! ამრიგად უნდა მოვახდინოთ სრული კონცეტრაცია გონების რომელიც იმ წამიდან როდესაც საფრთხე წარმოიშობა ტვინი იმყოფება პასიური ფიქრის რეჟიმში,ნელდება სუნთქვა და გული შესაბამისად იწყებს სწრაფად მუშაობას (გამოსცემს ბაგაბუგის ხმას).თუმცა ჩვენ შეგვიძლია მდგომარეობის შეცვლა მიუხედავად გამოცდილებისა და მსგავსი სიტუაციაში უმყოფლობისა!ამას გსაჭირში მყოფი ინდივიდი თვითნებურად (ინსტიქტურად) მოახდენს ისე რომ გაგვიკვირდება მთავარია რწმენა რომ შედეგი წამი წამზე დადგება და თქვენ ეს წაკითხული გქონდათ ბაზიერი ჯიზე!აქ მოიმატებს მეტი თავდაჯერების უნდარი,გამოავლენთ საკუთარ თავს და შემდეგში აღარც ინერვიულებთ ტყეში დაკარგულ ნივთებზე,რომლებიც არაფერია იმასთან შედარებით რომ თქვენ და თქვენი მეგზურები უკან ვეღარ დაბრუნდებოდით!აღარაფერია ის დისკომფორტი რომელიც შეგექმნათ სუნით,სიბინძურით და მსგავსი თანმდევი მომხდარით!მთავარია სიძლიერის განცდა რომელიც გატარებთ ფინიშამდე სადაც აუცილებლად გამარჯვებული მიხვალთ ★ஜ۩۞۩ஜ★
berZul, უნდა ქონდეს ეგ ყველაფერი. ერთხელ მანქანა დავკარგეთ ტყეში. გავაჩერეთ სადღაც და შევედით სანადიროდ და ვეღარ ვაგნებდით. კიდევ კარგი სიგნალიზაცია ქონდა და პულტის მალმალე გამართვით სადღაც დაიჭირა და დაასიგნალა და ეგრე ვიპოვეთ. ნადირობა და ბუნება მარტო ის არაა მწყერზე რო გახვალ და რო ხედავ მანქანა სად გააჩერე. ისე რო ეგ რაც მე ცამოვთვალე უნდა ქონდეს მონადირეს. 1500 ლარს რო თოფში აძლევს კაცი მაგას ჯობია მისცეს 1000 და უფრო ნაკლებიც, თუ მონადირეა 500 და 600 ლარიანი თოფითაც იმასვე გააკეთებს რასაც 1500 და 3000 იანი თოფით და შეიძინოს ჯპს ი და გაბედულად შევიდეს უცხო ტყეში აჯობებს. მონიშნავ შესვლის ადგილს და საკუთრ ნაკვალევზევე გატარებს უკან გზაზე უპრობლემოდ და ყოველგვარი ორიენტაციის ინსტიტუტის გარეშე. 21 საუკუნეა ბოლოს და ბოლოს
aleko, გარდა ამისა ელემენტალური სუნთქვის წესები სასარგებლოა დამწყებთათვის,რომლებიც მოხვდნენ ხსენებულ სიტუაციაში.რათქმაუნდა ვსუნთქავთ ცხვირით და ვმოძრაობთ ნელა..მაქსიმალურად ვზოგავთ ენერგიას.არ ვიღლით თავს და საკეთებელს ვაკეთებთ აუღელვებლად.ღრმად ამოვისუნთქავთ და ჰაერის გამოშვებას არ ვჩქარობთ,ოღონ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ სუნთქვის ტიპს.კერძოდ ამოსუნთქვა ხდება მუცლით და არა მკერდით!ჰაერით იბერება მუცელი და მიდის თირკმლებამდე.ამ დავალებას კონტაქტური რძოლებით დაკავებულ ოსტატებს თავდაპირველ ვარჯიშებში ასწავლიან დარტყმების განხორციელება სუნთქვით!შესაბამისად ძნელია და ჯერ ადგილზე ვისვენებთ კარგათ ვერკვევით წაკითხულში რაც იწერება აქ მუცლით სუნთქვასთან დაკავშირებით.შემდეგში სწორი სუნთქვა მოგვეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში და გამძლეობაში.აგრეთვე პირით სუნთქვამ იცის მოწყურება და გადაღლა,მითუმეტეს თუ წყლის მარაგი საკმარისი არ გვაქვს უნდა ვისუნთქოთ აღნიშნული მეთოდით და ვიმოძრაოდ ნელა,სადაც შესაძლებელია ვჯდებით,სადაც არააა შსაძლებელი ყველაფერს ვაკეთებთ რომ დასაჯდომი დრო გამოვძებნოთ და დავისვენოთ.ნაკლებ საკვებს ვღებულობთ რადგანაც კუჭის ტრაქტის მოქმედება წყლის გარეშე წარმოუდგენელია,შესაბამისად ორგანიზმი მონელების დროს იყენებს წყალს და გაუწყლოვნების საფრთხის გამო თუ შევძლებთ ვიკვებებით ძალიან ცოტას!რადგანაც როდესაც გვშია ძალა გვეცლება და კონტროლს არ ვკარგავთ,როცა გვწყურია ძალა გვაქვს ხოლო კონტროლის უნარი დაკარგულია ან იმდენად დაქვეითებული რომ გვეწყება ჰალუცინაცია,რომელიც საშიშია ჩვენთვის და გარშემო მყოფთათვის! დიდი მნიშვნელობა აქვს სიარულს და ენერგიის შენარჩუნებას.ვისვენებთ პირველსავე შესაძლებლობაზე და არ ვკარგავთ ენერგიას ერთი წამითაც!არ ვლაპარაკობთ!არ ვიგინებით რაც ქართველებს გვახასიათებს და ხმამაღლა არ ვყვირით თუ ამის საჭიროება არ არის!ნიკოტინი ასეთ დროს არ შეიძლება,არც ალკოჰოლი რადგანაც წყლის მარაგზეა საზრუნავი.სიგარეტიც და ალკოჰოლური სასმელი თითქოს გვამშვიდებს მაგრამ ეს ასე არ არის!პირიქით აღზნებს ადამიანს უფრო დახვეწილი აგრესიით,ასევე იწვევს მოთხოვნას სითხის! თუ მზეზე გვიწევს სიარული ვცდილობთ დავიცვათ მზისგან თავი რაც არ უნდა გვსიამოვნებდეს სითბო და გახურების შემთხვევაში არ უნდა გავიხადოთ ტანისამოსი,რადგანაც ტანსაცმელი აკავებს კანის გამოშრობის საშიშროებას ასეთ დროს და არ იკარგება ორგანიზმიდან სითხე კანქვეშა ჭირყვლებიდან.ის პირიქით ვინტილაციას ახდენს როცა ორპირი ნაკადი არ არის ე. ი. ტანსაცმელსა და კანს შორის ორგანიზმის ტემპერატურის ჰაერის ნაკადი უნდა მოძრაობდეს და არა გარედან შემოდინებადი ჰაერი.წინააღმდეგ შემთხვევაში დაგგრილავთ და გაცივდებით.შეეცადეთ ნერწყვის ყლაპვა აკონტროლოთ და არამცდაარამც არ გადმოადინოთ გარეთ!ყველა ზედმეტი ფიზიკური აქტივობა უნდა შევზღუდოთ და თავი ხშირად არ ვაბრუნოთ სხვადასხვა მიმართულებით! შეეცადეთ მიიღოთ პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი სითხე (ნაკადული,რუ,წყარო),რადგანაც უმნიშვნელოვანესია ნორმალური ფიზიკური ფუნქციონირებისთვის სითხე-არა მლაშე!არა ტკბილი! წყალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ასეთი სიტუაციების დროს,მე პირადად მათარას სულ ვატარებ და არასდროს უყურადღებოდ არ დამიტოვებია,ყოველთვის ვამოწმებთ!თუ გვითავდება ფიქრს ვიწყებთ გათავებამდე და წლის მოთხოვნილებამდე აუცილებლად!ტყეში როცა მივდივართ წყალი სად შეიძლება იყოს? ეს არის ელემენტალური წესები და უნდა ვიცოდეთ.რათქმაუნდა თუ ხმა გვესმის რა ჯობია მაგრამ დამერწმუნეთ შესაძლოა საერთოდაც გვეგონოს უდაბნოში თუ ვართ როდესაც ირგვლივ მოვიხედავთ მოწყურებული..ამიტომ დავწერ საყოველთაოდ ცნობილ ინდიკატორებს რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ წყლის მოსაპოვებლად:პირველი მწერების გუნდი,ალბათ ხშირად დაგინახავთ ეს პატარა ადგილზე მოტრიალე მწერების კოლონია და ასევე ბზიკები და მათი ბუდეები.ჭიანჭველას და ფუტკრებს აუცილებლად ვაკვირდებით რადგანაც სადღაც ახლოს წყალია! ჩემი გამოცდილებიდან და ცოდნიდან შემიძლია დაგარწმუნოთ მტაცებელ ფრინველებზე რომ მათი ბუდეები აუცილებლად წყალთან ახლოს არის აგებული,მაგრამ აქ პრობლემა ის არის რომ ხშირად შეუმჩნეველია მათი ბუდეების აღმოჩენა.ჩიტები კი იკრიბებიან აუცილებლად წყალთან დღეში რამოდენიმეჯერ,ოღონდ წყლის ფრინველუ თუ ვნახეთ მაინცდამაინც ნუ ვენდობით რადგანაც შესაძლოა წყალი რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობდეს ამ ფრინველისგან!ასევე წყლის მანიშნებელია ხშირი და მრავალფეროვანი ხვიარები ( ჩვეულებრივ ასეთი მცენარეები ნიშნავს, რომ მცენარე იღებს წყალს გრუნტის წყლებიდან, ზედაპირიდან არც ისე შორს მდებარედან).სქელი და წვნიანი მცენარეები!ცხოველების კვალის ხშირად მივყავართ წყლისკენ,ნაპრალები და სიცარიელე ქვებში, კირქვული და ლავური ქანები ითვლებიან შედარებით სავარაუდო ადგილად სადაც არის წყლის მარაგები. ლავურ ნაკადს აქვს მრავალი ბუშტები და ღრმულები, რომლიდანაც შეიძლება გამოვიდეს წყალი.ასევე დაბლობები და ველები. დაბლობზე გათხრისას შეიძლება გრუნტის წყლის დონეზე ჩასვლა. ეს ყველაფერი გამოგადგებათ დარწმუნებული ვარ თუნდაც ერთ ადამინს მაინც და ამ თემის მიზანიც ეს არის,ვინც იცით კიდევ გადაიმეორეთ და იქნებ გაგახსენდეთ რამე და დაწეროთ სხვა საკითხზე რაც გვჭირდება ასეთ დროს ★ஜ۩۞۩ஜ★
ხო მარა მინახავს ფილმები ტექნიკაზე დამოკიდებული ამერიკელები რა დღეში ვარდებიან როცა გაუტყდებათ ან დაუჯდებათ ელემენტები ან აღარ იჩერს რატომღაც და ვარდებიან ისეთ დღეში რეჟისორსაც ეშინია აქ მარტო მაგაზე არაა საქმე,იმ წესებზეა სადაც ტექნიკის განვითარების მიუხედავად ეს ბუნებითი კანონები რჩება მუდმივად სანამ ადამიანის აგებულება ასეთია და შემდეგში ევოლუციას თუ განვიცდით და სხვა კონსტრუქციის ვიქნებით მერე ვნახოთ ★ஜ۩۞۩ஜ★
მე სადაც ვაპირებ წასვლას იქ მართლაც საჭიროა ყველაფრის ცოდნა,ამიტომაც იქნებ სადმე წახვიდეთ თუნდაც სხვა ქვეყანაში და მეგობრემა დაგპატიჟეს სანადიროდ ან ლაშქრობაში ხო უნდ იცოდე თუ რაღაც მოხდება გაუთვალისწინებელი..მე ბევრი არ წამიკითხია ნაღდად მაგრამ მომისმენია და გამიგია,ასევე გამომიცდია პირადად ზოგი რამ,ზოგიც სხვადასხვა გადაცემაში მინახავს. მაგალითად ბახმაროზე როცა ჩამოვარდა საუბარი ავღნიშნე სანადიროდ გავყევი იქ გაცნობილებს რათქმაუნდა ახლობლებს და ისე მალე შეიცვალა ამინდი არც არავის გაუფრთხილებივართ..წამოსვლისას მოდიდდა გასავლელი გამდინარი ნაკადული და მდინარედ გადაიქცა როცა გადმოვიარეთ თუარა მეორე მხარეს მოგვიწევდა გათენება..განსაკუთრებით მთაში ხშირად იცვლება ამინდი,ლეჩხუმშიც მომივიდა როცა ავედით მთაში (სურათებშიც მაქვს ეს კლდეები და აგათ თავზე) მზე იყო შორტებით და მოკლე მაისურით წავედი,იქ ისე შეიცვალა ამინდი მაგრად შემცივდა და დავეშვით ჩემს გამო..ამიტომაც უნდა მცოდნოდა ამოცნობა ამინდის ბუნებრივი მოვლენებით იმ წუთიერი დაკვირვებიდან გამომდინარე რადგანაც ინტერნეტიც რო გვქონდეს მაინც ვერავინ გვეტყვის ამინდის პროგნოზს იქ გამორიცხულია! აქედან გამომდინარე ცოტა რამ დავწეროთ ამინდის შესახებ მაგალითად როცა სტაბილურად წყნარი ამინდია მოსალოდნელი,მოვლენები ვითარდება ღამით წყნარად,დღისით ნიავი იმატებს და საღამოსათვის საერთოდ ჩადგება. მიწის პირზე ნიავის მიმართულება ემთხვევა ღრუბლების გადაადგილების მიმართულებას.მზის ჩასვლისას ჰორიზონტი ყვითელია, ოქროსფერია ან ვარდისფერი და მოშორებით მომწვანო ელფერი გადაკრავს.ღამით დაბლობ ადგილებში გროვდება ღრუბლები.მზის ჩასვლისას ბალახზე წარმოიქმნება თრთვილი ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება,ამით ბუნება გვამცნობს რომ არის მშვიდად განწყობილი და არ აპირებს იყოს მწყრალი))))ღამით უღრუბლოა, დილით ჩნდება მცირე ღრუბელი რომელიც შუადღისათვის მოიმატებს და საღამოს მთლიანად ქრება.ასევე კარგი ცნობა ამოვიკითხე რომ ჭიანჭველები არ ხურავენ ჩასასვლელს ბუდეში))))ხშირად მეც მინახია მცირე ზომის ხვრელები ამოუკეტავი:-)დღისით სიცხეა, საღამოთი სიგრილე. ეს გახლდათ წყნარი საიმედო ამინდი,ხოლო ეხლა ვისაუბრებ ისეთ ამინდზე როდესაც გადადის წვიმიან და ქარიან მწყრალ ამინდში)))ე.ი. ცვალებადობის ნიშნებია:ქარი ძლიერდება, თანაბრად უბერავს როგორც დღე ისე ღამე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას.ღრუბლიანობა ძლიერდება. შეჯგუფებული ღრუბლები საღამოსათვის იმატებს და არ ქრება.მზის ამოსვლის და ჩასვლის მომენტი წითელია!საღამოთი გვეჩვენება რომ უფრო ტბილა ვიდრე დღისით.მთაში დილით შეიმჩნევა ტემპერატურის ვარდნა.ღამით არ არის ცვარი! ან ძალიან სუსტია.მზის ჩასვლის შემდეგ მიწის პირზე ჩნდება ნისლი, ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.დღისით ცა მღვრიაა და მოთეთრო ფერის.ძლიერად ციმციმებენ ვარსკვლავები.ფრინველები (ბეღურები, ქათმები) ცდილობენ დაიმტვერონ.კვამლი ეფინება მიწას და არ მიდის ზემოთ. რაც შეეხება ამინდის მკვეთრად და სტაბილურად გაუარესების ნიშნებს ისინი მეტად საინტერესოა და თვალში საცემი: წვრილი ხშირი წვიმა (ცრის).მიწის პირზე ღრუბელი და ნისლია.ღამით და დღისით ერთნაირად თბილა.ჰაერი ტენიანია დღისით-ღამით მაშინაც კი როდესაც ჯერ წვიმის ნიშნები არ არის.ვარსკვლავები ციმციმისას გამოსცემენ მოწითალო და მოცისფრო სხივებს!ეს დაკვირვება უფრო სარწმუნოა და გირჩევთ დააკვირდეთ თუ ცა მოწმენდილია და გგონიათ მეორე დღეს კარგი ამინდი იქნებაო. ჭიანჭველები ხურავენ ჩასასვლელებს. ფუტკრები არ ტოვებენ თავშესაფარს. ყვავები გამუდმებით ჩხავიან. პატარა ჩიტები თავს იყრიან დიდი ხეების ცენტრალურ მსხვილ ღეროებთან. ★ஜ۩۞۩ஜ★
თვითგადარჩენაის ცოდნის ამბავი ისიც რო ჭიაყელების და წურბელების ცოცხლად ჭამა ც უნდა შეგეძლოს მაგრამ მაგას მე ისევ ტექნიკა მირჩევნია. ძაღლიც უნდა გყავდეს დაჩიპული და შენც უნდა გქონდეს ისეთი რამე რითაც მოგძებნიან თორემ აირჩევ ერთ მიმართულებას. შეხედავ ხეს და მიხვდები რომ ჩრდილოეთი იქეთაა საითაც ხავსიაქვს. მეორე მხარე კია სამხრეთი და დანჩენი სანადირო ზონაში შესვლისას უნსა დააფიქსირო და იცოდე რომელ მხარეს მოძრაობ და უკან კი დაბრუნდები და სად გამოხვალ ვინ იცის. საქართველო პატარაა და სადმე მაინც წააწყდები რამეს სოფელს და დაგაკვალიანებენ და კაი პურსაც გაჭმევენ მაგრამ შენ წარმოიდგინე რუსეთში როა ტაიგაში ხარ და შეხვედი და დაიკარგე შიგ. იქ არც რემბოობა უშველის და არც ფიდელ კასტროობა მაგრამ ჯპს ით ისე უცებ გაიკვლევ მისამართს რო შეიძლება კოცნო აპარატი და 100 კმ ს მაგივრად 6-10 გაიარო და არ იგინო გზაში. აპარატი კი აუცილებელი არაა მუდამ ჩართული იყოს. 24 საათი ძლებს ელემენტი და პრობლემა არ არის. ჩართავ და გაიგებ სად ხარ და სად უნდა იარო და გინდათ შეიძინეთ და გინდათ არა. ჩვენ გვაქვს და დაუფიქრებლად დავსეირნობთ ნებისმიერ გარემოში. გურიაში არ ვიცი მაგრამ ტარიბანას ველებზე მანქანით ღამე 12 საათზე რო დაიკარგები კაცი და გამოგნებაში ერთი ბაკი ბენზინი არ გეყოფა მერე დაურეკოთ რემბოს და ვთხოვოთ იქნებ მიგვასწავლოს საით ვიაროთ.
დამატებულია (17.11.2011, 11:53:55) --------------------------------------------- ბევრჯერ მომსვლია ბუჩქებში და ეკალბარდებში ძრომიალი და თავპირდასისხლიანებული სიარული და თურმე 10-20 მეტრის გვერდში სამანქანე გზა იყო და არ ვიცოდი. ჯპს ით კი მიიტან ახლოს და საცალფეხო ბილიკები ჩანს და სამნქანე მითუმეტეს. გადადი შე კაი კაცო 10 მეტრით გვერძე და იარე ადამიანურად. ეხლა აქ ისეთი ხალხიცაა იფიქრებენ ამას ნამდვილად ჩამოტანილი ექნება ეგ აპარატები გასაყიდად და არეკლამებსო. ნურას---უკაცრავად კაროჩე მაგარი რამეა
zaza-50 არავინ გედავებათ რომ მაგარი და საჭირო ნივთია,უბრალოდ სხვა დანარჩენიც უნდა იცოდეს მონადირემ,თანაც თუ ყველას GPs არ ააქვთ რაღაც საჭიროს აქედანაც ისწავლიან
zaza-50, თვით გადარჩენა და ექსტრემალური სიტუაციები მარტო გზის გაკვლევა ხომარაა, გეთანხმებით რომ ჯი-პი-ესი რათქმუნდა კარგია ორიენტაციისთვის მაგრამ, აქ აღსანიშნავია პირადად ადამიანის შესაXლებლობები და მისი ზღვარი... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ამ თემაში მარტო ერთი მიმართულებით ინფორმირება არ ივარგებს,ჯიპიეს ნავიგაცია გავიგეთ და გზის გაგნება.აქ უფრო მთავარია ის რაც დავწერე წყლის,ამინდის ამოცნობა და მსგავსი პრობლემების გადაჭრა,ასევე სიარული და გზადქცევის წესი! მთაში როდესაც ადიხარ უფრო იოლია წვიმისაგან გაკეთებულ ღარებში სიარული და როდესაც თავსხმა წვიმა მოვა მთაში შეიძლება წაგიღოს კიდეც..მე პირადად მაქვს ღამე განათევი ასეთ ბუნებრივ "თავშესაფარში",სადაც ცეცლიც ადვილად დავანთეთ და იქვე მოვიპოვეთ ხმელი ნაფოტები,რომ წამოსულიყო წვიმა ირგვლივ ტალახად გადაიქცეოდა ყველაფერი და უეჭველად ჩამოგვიტანდა ქვებთან და შეშასთან ერთად ბარში! ამიტომ სანამ ავიდოდით ჩემმა მეგზურმა კარგად წაიკითხა ცა და ისე ავედით. მთაში ხალხი საკუთარი პროგნოზით ცხოვრობს საუკუნეებია და ჩვენც არ გვაწყენდა ცოდნა..არის უამრავი ნიუანსი დროდადრო დავწერთ ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI ბაბუაჩემი ამინდს ძაღლის საშვალებით გებულობს,თუ კარგი ამინდია და ძაღლი მიწაზე ხოხვას დაიწყებს ნაღდი გაავდრდება,სხვათაშორის ამართლებს და კიდევ დილით მთას აკვირდება ხოლმე და საღამოს ზღვას,ჩემი სოფლიდან ორივე ჩანს,მოკლედ თუ მთაში დილით კარგი ამინდია ბარშიც მთელი დღე ეგრე იქნება,ხოლო თუ საღამოს ზღვაზე ცუდი ამინდია მეორე დღეს წვიმს
zaza-50, პირადად თუ ხარ მომხმარებელი ჯიპიეს-ის ან რა ღირს ყველაზე იაფი, ჭკუაში ჩამიჯდა ეგ რაღაც დაკარგვით შეიძლება არ დავიკარგო მაგრამ გზის სისწორეს და კიდევ რაღაცეებ გიჩვენებს ამიტომ კარგია... ლევან ბერძული
100 ლარიო ზემოთ დაწერა ბერძულ და მართლა კარგია საჭიროა! მერე რა რომ ადგილები ვიცით მარტო სანადიროდ ხოარ გავალთ ტყეში და მთაში,ათასი ლაშქრობა შეიძლება გაგეჩითოს რა იცი რახდება ცხოვრება წინ მიდის ან იქნებ დაგპატიჟეს სადმე ვინმესთან სოფელში..მაგარია მოკლედ უნდა შეიძინო კაცმა არც ძირი ღირს იმდენად. ★ஜ۩۞۩ஜ★
მე ბერძულ არაფერი ვიცი მაგათზე თუ გუგლში არ შევაჭერი და ვინც თქვა იმან დაწეროს ჯობია თან აქვს თავად ნაყიდი..მე ის ვიცი რომ ვნახე მაღაზიაში და ყიდულობენ,ჩამოიკიდებ წელზე მაუზერივით და უნდა ილოცო თუ მაგის იმედად მიდიხარ არ წაიქცე და არ მიერტყას)))))) მაგიტომაც ვწერე ამდენი რომ შენი თავის მეტი ვერავინ და ვერაფერი გიშველის რათქმაუნდა მე ვთვლი რომ ჯიპიეს ნავიგაცია არაფერში დაგჭირდება არა მაგრამ იმდენად საჭირო ნაღდად არ არის ჩვენთვის,სულ ნაცნობ ადგილებში დავდივართ მაგრამ როდესაც სადღაც წავალთ და საშვალება გვექნება მერე შესაძლოა დაგვჭირდეს ასე რომ ღირს ნაღდად შეძენა ფასიც არაა ისეთი ★ஜ۩۞۩ஜ★
არც მე მაქვს ჯერ ეგ. რეზინის რაღაცაა ეტრექსი ქვია ფეხით მოსიარულეთათვის მაგრამ ვისაც აქვს ჩვენთან ერთად მოძრაობს ტყეღრეში თოფით და ბევრჯერ დაგვჭირვებია. განა პრობლემაა გაკვლევა გზის მაგრამ ყველას რო ქონდეს გინდა კვალდით დაიჭეჭყოს 5 კაციდან ერთისა ხო გადარჩება. ერთხელ შირაქში ღამით კურდღელს გავეკიდეთ და (ცოტა ბრაკონიერობაც) აი ეგ რაღაც რო არ გვქონოდა ღამის 2 საათზე ნეტა ვინ შეგვხვდებოდა იქ რო გზა ესწავლებინა. ცავრთეთ დავხედეთ გადავედით გზაზე და სახლისაკენ წამოვედით უპრობლემოდ. იქ არც ხე იყო რო გვენახა საითაა ჩრდილოეთი და საით სამხრეთი. თუმცა მაგის გაგება სულ მარტივია. აიღე ფოთოლი და ჩადე წყალში. რამე ნემსის მაგვარი ნივთი ტანსაცმელზე გაიხახუნე სწრაფად რამოდენიმეჯერ და დადე ფოთოლზე. დამუხტული მხარე დამაგნიტებულია და ჩრდილოეთისკენ შეტრიალდება და მერე რა??? კი გამოხვალ. მე არ ვამტკიცებ რომ ცოდნას ტექნიკა სჯობს მაგრამ 21 ე საუკუნეა და მე ისევ ტექნოლოგიების აყოლას ვამჯობინებ და ორიენტირების პროფესიონალზე 10 ჯერ და 30 ჯერ მალე გავიკვლევ გზას. მე ეგრე მგონია და ვისაც როგორ ურჩევნია ისე იყოს. ეგრე აჯობებს, ეგ არც სადავო თემაა და არც ზედმეტი სასაუბრო
დამატებულია (26.11.2011, 21:56:54) --------------------------------------------- რეზინის კი არა დარტყმა გამზლე რეზინისებურ ... ნოკიები როა წყალი რო არ შედის ეგეთი რაღაცაა რა მოკლედ. გოოგლეში ჩაწერეთ ეტრექსი და ამოყრის და ნახეთ რა მოკლედ
მარტივი ჩანს და ყველაფერს გიჩვენებს,ამას არამონადირეები,მონადირები სუყველა შეიძენს ისეთი საჭირო რაღაც არის. ძირითადად რამდენ მეტრზე იმყოფები,ამინდი,კომპასი და ბოლო ბოლო რუკა აქვს..მაგარია ოთონდ დაწერე zaza-50, ასეთი გაქვს და ასი ლარი ღირს? ★ஜ۩۞۩ஜ★
მე მაკვს მასეტი ჯპს პასი არ ვიცი მაგრამ კარგია კველაპერს იგებ ტუ გამოკენება იცი კარგად,მე მაკვს მაგის წიგნი ქარტულად ნატარგმნი და ტუ გინდა მოკცემტ.მე სამხედრო ვარ და სულ თვით გადარჩენა მიცევს,ეს ჯიპიესი მაგრად მეხმარება ბევრი პუნკციაა აქვს.კარგია თუ იცის მონადირემ ის ცოტა რამე მაინც რაცც ტვიტ გადარჩენასჰი დაეხმარება,თუნდაც ის ელემენტარული პირველადი დახმარება ტრანვების შემდეგ
დამატებულია (26.11.2011, 23:42:08) --------------------------------------------- ეს არის ყველაზე იაპიანი მაგარმ მუსჰა და გამძლეა.4 ცელი მაკვს და თითქქმის კოველ კვირა ვხმარრობ ამინდის ნებისმიერ პირობებში მაგრამ მუსჰაობს,ცოტაა დაჩერა უცჰირს მაგარი მოგრუბლული როა .მარამ გამოსადეია მაინც.
დამატებულია (26.11.2011, 23:45:19) --------------------------------------------- სანადიროდ რო მივდივარ ყოველთვის მიმაკვს პატარა სამედიცინო ჩანთა და ის ელემენტარული რამეები რაც გჩირდება,არავინ იცის რა მოხდება ან რამდენით დაგაგვიანდება,ამისათვის უნდა გაითვალისცინოს მონადირემ,მაგრამ ისე უნდა გათვალო რო არც სიმძიმე დაიმატო იმაზე მეტი რაც საჩიროა.
levani182, ძალიან გამოგვადგება ის გამოცდილება რის შესახებაც გვიამბობ,წიგნი რომელიც გაქვს თუ გაასკანირებ ან თუ გადაუღბ ფოტოებს დავდოთ ან სკაიპით რო მოგვაწოდო შემდეგ ავკრიბავთ აქ რაც შეეხება პირველადი დახმარების აღმოსაჩენად ელემენტალურ ცოდნას აუცილებლად დავწეროთ,ან პოლიცე ჯიდან რაც მართვის მოწმობაზეა გამოცდებისთვის თუნდაც არტაშანზე ან უფრო ფართოდ..მეც ზურგაკში სულ მიდევს ძირითადად მაჯის არტაშანი რადგანაც მაჯა სპორტიდან მაქვს ტრავმირებული და ხანდახან პრობლემები მექმნება,ასევე სახვევებისპირტი,გადასაკრავები და სხვა წვრილმანი რომელიც ჩემს მანქანას ჩამოყვა ამერიკიდან და ძალიან საჭირო რაღAც არის ★ஜ۩۞۩ஜ★
დამატებულია (27.11.2011, 13:05:18) --------------------------------------------- რა ჯპს შეეხება,და ვიც ხმარობ კველამ უნდა იცცოდეს როცა აგარ გამოიყენებ 12 საატის განვალობაში აუცილებლად ამოიგეთ ელემენტები. როცა ელემენტებს ჩაალაგებ და ჩართავ გაუკეტე კალიბრაცია რო ცდომილება არ მოგცეს.
levani182, გაიხარე მე რო დამაჭერ ხელს მთავარზე იქ სადაც ვინები ვართ საიტზე რო აჩვენებს ამოვარდება ჩემი პროფილი და ამწვანებული ვარ სკაიპზე,გადმოაგზავნე და რაც მნიშვნელოვანია იმას დავდებ აქ დანებზე გამახსენდა ერთმა მასწავლა ადრე რომ ორი დანა გჭირდება კაცსო,ერთი რომელსაც არაფერზე ხმარობ და გიდევს შავი დღისთვის და მერეც რომლითაც ხესაც თლი,საჭმელსაც ჭრი და ა.შ. პირველი რატო მეთქი შევეკითხე და ასე მითხრა დანა ცვეთაში იბლაგვება შეუმჩნევლად თუნდაც პურს ჭრიდე მარტო და როსა ექსტრემალურ სიტუაციაში მოგიწიოს გამოყენება ნადირზე ერთი ხელის მოქნევაც წყვიტავს შენს ბედსო..მართალიც არის ვთქვათ ნადირი მოაგიახლოვდა და ტყვიაების ჩადებას ვერ ასწრებ,დამიჯერეთ დანა ახლო მანძილზე ეფექტურია.ერთი დაგასვება ცხვირზეც მოგეხმარებათ ოღონდ მაგარი ბასრი დ მჭრელი უნდა იყოს! ★ஜ۩۞۩ஜ★
დამატებულია (27.11.2011, 13:19:02) --------------------------------------------- ENUQICHI, მარტალია მე სულ ორი დანა დამაქვს დიდი რომლლაც ვხმარობ და ეგ შავი დანა ძალიან ბასრია,იაპონური ფირმა არის მაგრად ცრის ტან მოხერხებულია.
კარგია ლევან. მეც მაქვს კარგი დანები ოღონდ ამ თემაში არ მიდნა დავდო არის სანადირო აღჭურვილობების თემა. რაც შეეხება ამ მოწყობილობის ბუნქციებს ყელაფერი დეტალურად გადმომიგზავნა levani182, რისთვისაც დიდი მადლობა მას და ვინც შეიძენთ შეგიძლიათ მომცეროთ მეც დაგიწერთ რა რას ნიშნავს და როგორ ხდება. აქ მხოლოდ ელექტრონულ კომპასზე დავწერ რადგანაც როგორც აღნიშნა ამ ხელსაწყოს მომხმარებელმა ხანდახან ვერ იჭერს ღრუბელში,არც ფოთოლია და არც წყალი,არც ნემსი გვაქვს zaza-50, ვიღებთ ჯიპიესს და ვიქცევით შემდეგ ნაირად:
ელექტრონული კომპასის გრადუირება
1. გამოიყენეთ PAGE ღილაკი, რათა ვიხილოთ სანავიგაციო გვერდი. 2. გამოიყენეთ მთავარი ღილაკი რომ უპირატესობა მიანიჭოთ "გამოსახულების მენიუს" ღილაკს და შემდეგ დააჭიროთ მას. 3. შევდივართ "გრადუირებული კომპასის" განყოფილებაში და ვაწვებით მთავარ ღილაკს,სადაც გვაჩვენებს გრადუირების გვერდს. 4. დააჭირეთ მთავარ გვერდს და გააქტიურეთ “Start” ღილაკი და შემდეგ მიყვებით ეკრანზე მიმართულებებს, რომ მიიღოთ და შემოატრიალოთ ერთეული. 5. ერთეული გიჩენებთ წარწერას "ზუსტად მარჯვნივ", "მეტისმეტად სწრაფად" ან "მეტისმეტად ნელა",რათა საჭიროებისამებრ დაარეგულიროთ შებრუნების სიჩქარე. ამ ოპერაციის შემდეგ ჩნდება შეტყობინება: "გრადუირება წარმატებით შესრულდა (Calibration successful). ხოლო თუ გამოჩნდა წარწერა სახელწოდებით: “Callibration Failed”, მაშინ უნდა გავიმეოროთ თავიდან,რადგანაც სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ.
ელექტრონული კომპასის გრადუირება უნდა მოხდეს გარეთ, მაშინ როცა თქვენ პირველად იყენებთ ხელსაწყო e Trex Vista-ს,მას შემდეგ რაც ბატარეიებს დააყენებთ. ელ.კომპასის სიზუსტე არ არის იმ შემთხვევაში ხელსაყრელი როცა შესაბამის დონეზე არ არის დაკავებული ერთეული! ან იმ პუნქტთან ახლოს რომელიც წარმოშობს მაგნიტურ ველს. ეს კი გულისხმობს მანქანებს, შენობებს და ა.შ. გრადუირებისთვის ნელა გადასწიეთ სავსე რგოლი (წრე) იმავე მიმართულებით, მაშინ როცა გიჭირავთ ხელსაწყო სათანადო დონეზე და ამით ზუსტად გავსაზღვრავთ კოორდინატებს. ასეთ დროს კომპასის გამოსახულება ამავე გვერდზეა ნაჩვენები,ხოლო რუკის გვერდი მიუთითებს რომ კომპასი ჩართულია. მესიჯი გამოირთვება სამი წამის შემდეგ.
სასურველია ყველაფერი დავწეროთ რადგანაც იქნებ ჩვენ არ გვაქვს მაგრამ უნახეთ სხვას მაშინ როცა ჩვენს გარდა არავინ იცის გამოყენება ან ჩვენ მარტო ვართ და ის ადამიანი აღარ ვინც ხმარობდა აღნიშნულ ხელსაწყოს.ნელ-ნელა ყველაფერი დაიწერება ★ஜ۩۞۩ஜ★
თავის გადარჩენა ექსტრემალურ სიტუაციაში ხშირად ვფიქრობთ, რომ ექსტრემალური სიტუაცია და მარცხი არასოდეს შეგვემთხვევა, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ მონადირე ტყეში დაიკარგოს და გაუთვალისწინებელ პირობებში მოხვდეს. თუ მონადირე ამ სიტუაციისთვის მოუმზადებელია, შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. აუცილებელია, სავარაუდო სანადირო სექტორისა და ნადირობის მიახლოებითი ხანგრძლივობის შესახებ ახლობლებსაც დაუტოვოთ ინფორმაცია, რათა ტყეში დაკარგვის შემთხვევაში ოპერატიულად დაიწყონ ძებნა. შესაძლო ექსტრემალური სიტუააციისათვის მზადება ადრევე იწყება. თავის გადარჩენის პირველი წესია-გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. ამისთვის თუნდაც მინიმალური თეორიული და პრაქტიკული მომზადება წინასწარ უნდა გაიაროთ. აუცილებელია თავის გადასარჩენი კომპაქტური მარაგის მომზადება, რომელიც წყალგაუმტარ კოლოფში ან პოლიეთილენის პარკში უნდა მოვათავსოთ. ასეთი მარაგი საშუალებას მოგცემთ, მინუმ 72 საათი გაძლოთ ნებისმიერ პირობებში. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია დადებითი განწყობის შექმნა. წინასწარ უნდა წარმოიდგინოთ, რომ შესაძლებელია მსგავს სიტუაციაში მოხვდეთ და ამიტომ იცოდეთ, რას მოიმოქმედებთ, როგორ ნაბიჯებს გადადგამთ. ეს თავიდან აგაცილებთ საწყის პანიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი გადამეტებულად აფასებს საშიშროებას და სასოწარკვეთილებაში ვარდება. შეშინებული მონადირე ადვილად სახიჩრდება, ხარჯავს ზედმეტ ენერგიას, ოფლიანდება. სწორედ ამიტომაა საჭირო, ზურგჩანთაში ყოველთვის გქონდეთ თავის გადარჩენის მინიმალური მარაგი. ასე უფრო თავდაჯერებული იქნებით და გადაწყვეტილებებსაც მშვიდად მიიღებთ. გამოუცდელი მონადირისთვის ტყეში გზის გაკვლევა ძნელია. ხშირ შემთხვევაში, ნადირობით გატაცებული ახალბედა მონადირეები ტყეში იკარგებიან. ასე უმეტესად რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფებს ემართება, რადგან აქ პირველ პლანზე წამოწეულია ერთმანეთის იმედზე ყოფნა(თუ რამე მომივიდა, მომძებნიან) და გავლილ გზას აღარ იმახსოვრებენ. ამიტომ აუცილებელია, ყოველთვის თავად დაიმახსოვროთ გადალახული ტერიტორიები და სხვის იმედად არ იყოთ. ორიენტირებისათვის ბევრი საშუალება არსებობს. რამდენიმე მათგანის ცოდნა თავიდან აგაცილებთ დაკარგვის უსიამოვნებას. თუ კომპასი გაქვთ, ტყეში შესვლისას მოძრაობის მიმართულება დაიმახსოვრეთ, გამოსასვლელი, შესაბამისად საწინააღმდეღო იქნება. კომპასის უქონლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ კუსტარულად, თავად დაამზადოთ რაიმე მეტალის წკირით, ნემსით და ნაფოტით ან ქაღალდით(ქაღალდის პიჟით). ნემსი დადეთ ნაფოტზედა ჩადეთ წყლიან ჭურჭელში ან გუბეში, ნემსი ჩრდილოეთით ღერძზე ორიენტირდება. საუკეთესო ორიენტირია მზე. დილის 7 საათზე იგი აღმოსავლეთითაა, 13 საათისთვის-სამხრეთით, ხოლო 19 საათისთვის-დასავლეთით. პოლუსების გარკევა შესაძლებელია ღამითაც. ვარსკვლავების გამოყენებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის გასწვრივ მყოფი პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთისაკენ მიუთითებს. გაზაფხულზე თოვლი უფრო ხანგრძლივად ჩრდილოეთ ფერდობზე რჩება, ყინული-მდინარის სამხრეთ ნაპირზე; ხავსი ხეს ჩრდილოეთის მხრიდან ედება(ტყეში და არა მდინარის ნაპირას). თუ ტყეში ჯგუფი შედიხართ და ცალ-ცალკე ნადირობას აპირებთ, აუცილებელია ყველამ დაიმახსოვროთ ერთი გამორჩეული ორიენტირი და შეთანხმდეთ დათქმულ დროს იქ შეხვედრაზე. თუ ტყეში დაგიღამდათ, უპირველეს ყოვლისა, მოიმარაგეთ ცეცხლის დასანთებად საჭირო მასალადა ღამის გასათევად მოეწყვეთ. არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ხმაურზე, თუნდაც ეს მამლის ყივილი და ძაღლის ყეფის ხმა იყოს. უმჯობესია დაიმახსოვროთ, საიდან მოდის ხმა და იმ მიმართულებით გათენებისას წადით. არ დაგავიწყდეთ, ღამით ტყეში მხედველობის არე შეზღუდულია!
წყარო: "მონადირის გზამკვლევი" გაგრძელება იქნება... საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ეს ნივთები არის პრველადი დახმარებისთვის,რომელთა გამოყენებით თავიდან შეგვიძლია ავიცილოთ სისხლის მოწამლა და სისხლ დენა,ასევე ფიქსაციისთვის გამოსაყენებელი ნივთებია (რათქმაუნდა ყველაფერს ვერ გადაუღე) დადებული რომლებიც გამოყენების შემთხვევაში მოგვიყვანს მოქმედების უნარზე,სხვანაირად ნაღძობი ხელი გაითიშება ან ფეხი და ვეღარ შევძლებთ გადააადგილებას ★ஜ۩۞۩ஜ★
თვითგადარჩენის კომპლექტი ეს კომპლექტი მუდმივად სავსე უნდა იყოს და ექსტრემალური სიტუაციის გარდა არასოდეს გამოიყენოთ. ტყეში რამდენიმედღიანი ნადირობისას(ან ლაშქრობისას), აღნიშნული კომპლექტის გარდა, აუცილებელია პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუკა და კომპასი, საწვიმარი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი-გზების მოსანიშნად. თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის ასანთი და სანთებელა(სასურველია კვარიც), რომლებიც მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში. ასევე საჭიროა ნემსკავი და 30 მეტრის სიგრძის მსხვილი ძუა მახეების დასაგებად, ნემსი და ძაფი, სასიგნალო სარკე(5X8სმ), სანთელი, წყალგაუმტარი ნაჭერი, სასტვენი, ალუმინის ქაღალდი, იოდის აბები(წყლის გასაუვნებელსაყოფად), მშრალი, კალორიული ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა), ხორცის ბულიონის კონცენტრატი. ამ კომპლექტის შემადგენლობა ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით იცვლება.
წყარო: "მონადირის გზამკვლევი" გაგრძელება იქნება
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ბიჭებო რა მაინტერესებს იცით ?... ეგ ჯიპიესი ღრუბლიან ამინდში თუ იჭერს? მე მითხრეს რო უჭირს მიღება სპუტნიკთანო. მაინტერესებს თქვენ რას ითყვით , გამოცდილებიდან გამომდინარე. ეგ აუცილებელი რამ არის. მადლობთ წინასწარ ! ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
tolia, წინა გვერძე ვისაც აქვს დაწერა რომ უჭირს ღრუბლიანში ხანდახანო,როცა შემოვა გაგცემს პასუხს ხშირად იყენებს ამ მოწყობილობას და ამ მოდელზე იცის ბევრი რამ..შესაძლოა მაგაზე ოდნავ უკეთესებს საერთოდ არ ქონდეთ პრობლემა რაც მასე უნდა იყოს მგონია აქ კონკრეტულ მოდელზე დაიწერა რაც არის მაღაზიებში და აქვთ ჩვენს საიტელებს,ასევე გავრცელებულია როგორც ფასის მხრივ ხელმისაწვდომი და მუშა ბევრს ქვეყანაში გუგლში ვნახე ★ஜ۩۞۩ஜ★
levani182, გაუმარჯოს. რაც შეეხება ჯიპიესს , და მის რუკებს მინდა მაგაზე გესაუბრო, მაინტერესებს და შეძენაც მინდა. არქიტექტორი ვარ და რუკებთან მაქვს შეხება.ტოპო გეგმარებებთან. ჩემთან სამსახურში კეთდება რუკები, ჯიპიესიც გვაქვს ოღონდ სხვა ჯიპიესია , რუკებისთვის და ტოპო გეგმარებები იწყობა ჩვენი ჯიპიესით. ტყეების რუკები არაგვაქვს სამწუხაროდ... როგორც ვიცი, აი მაგ ჯიპიეში შენ რო გაქვს მაგაში მგონი შეიძლება რო ჩაიწეროს საქართველოს რუკა, ეგრე არის ლევან?? თუ ვცდები?კონკრეტულად საქართველოს რუკაზე მაქვს საუბარის სადაც თითქმის დეტალურად არის აღწერა და დამუშავებაც . მე თუ მოვიძიებ ელექტრო ვერსიებს რუკებისას მოგაწვდით. ნუ რათქმაუნდა სტრატეგიულ რუკებისთვის ხელი არ მიმწვდება და არც გამაკარებენ და აი წიგნი მაქვსო რო თქვი მაგამ დამაინტერესა და კარგი იქნება თუ გაგვიზიარებ ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
tolia, გაუმარჯოს მეგობარო,ეხლა აგიხსნი,ჯპს რო კიდულობ უნდა ჩატვირთო საკართველოს რუქა,არის ადგილი სადაც ტვირთავენ,ახალ რუქებს,საქართველოში რაც არის სტრატეგიული რუქები თითქმის 60-70 წლებსჰია დაბეცჰდილი მაგრამ შედგენილია 50 ცლებში,და ცარმოიდგინე რამხელა სხვაობა იკნება,მ(მე გეუბნები სტრატეგიულ რუქებზე)მე რაც მაკვს რუქები და შეხება მაკვს კველა სტრატეგიულია და ხელიც მიმიცვდება.შენ გამოგადგება პეადი გპს თAნ ახალი რუქა უნდა იყვეს ჩატვირთული ო იმუშაო ხო მიმიხვდი,ეს ციგნი არის იმ გპს სურათI რო მიდევს,და მენიუ თითქმის ერთნაირია ხო ხვდები,მერე სკაიპით გადმოგიგზავნი მტლიანად 32 გვერდია.ტუ რამე შეკითხვა გეკნება მოკცერ
დამატებულია (30.11.2011, 10:14:37) --------------------------------------------- tolia, კი უჩირს მაგრამ იმას არ ნიშნავს რო არ მუშაობს ცწორად გამიგე მეგობარო,მე სამხედრო ვიკავი და იკ აუცილებელია უცბად დაიჩიროს სპუტნიკები რო კორდინატები გადასცე,მაგრამ მონადირეებისათვის ეგ პრობლემას არ ცარმოადგენს,თითქმის ბევრ ჯპს მკონია შეხება და შეუპრხებლად არცერთი მუშაობს,არის ისეთი ჯპს რო მაგრად მუშაობს და საკმაოდ ზვირიც გირს,მსამხედრო ჯპს და იმაზე ხელი არც მიუცვდება მოქალაქეებს.
დამატებულია (30.11.2011, 10:16:20) --------------------------------------------- tolia, საქართველოს სამცუხაროდ სუტნიკი არ გვაკვს და სვისაზე ვარტ დამოკიდებული და ეგეც განაპირობებს,მაგრამ მარტო გპს იმედზე არ ვკოპილვარ და არც არავინაა,იმიტომ რო მიზან შეცონილი არარი.კომპასიც აცცილებელია.
ეს მოდელი არ უჩვენებს შევამოცმე რამდენჯერმე,ეს არარი პრობლემა მეგობრებო,არარი ისეტი პირობები ჩვენტან რო არ იმუშაოს,სამხედროებს ამუშავებს და მონადირეები ვერ იმუშავებენ,მე ვიყენებ ელექტრო კომპას და ტუ მაგნიტურიც აქვს ვნახავ და დავცერ,
დამატებულია (30.11.2011, 16:50:46) --------------------------------------------- როცა ჯპს ჩართავ აუცილებლად უკეთებ კალიბრაცია რო კომპასმა ცდომილება არ მოგცეს,ეგ დაჩერაც იმაზე აისახება რო როცა კორდინატები გაკვს შეკვანილი მიმარტულებას,მანძილს ,დროს და სიჩქარეს გიჩვენებს რამდენ ხანში მიხვალ,თან გადადგილებ დროს რელიეფის შეცვლას (დახრილობას და მაღლებას გრადუსებში)ერთხელ რო დაიჩერს მერე არარი აუცილებელი რო სულ ჩართული გკონდეს,მიმართულებას ნახავ და წახვალ
დამატებულია (30.11.2011, 17:01:16) --------------------------------------------- ერთი რამ გამოიყენეთ კარგი ბატარიები,მე კოდაკებს და ენერჯაიზერებს ვხმარობ,რო არ გამოვრთო 12- 13 საათი ყოპნის,და მითომ ვრთავ ხოლმე,საჩირო ინპორმაცია ვნახავ და გამოვრთავ ხოლმე.რას სეეხება მაგნიტურ კომპას ძალიან გაპტხილება უნდა არ უნდა მიარტყა სადმე არ უნდა დაგდო,ტორემ ცდომილებას მოგცემს და ვერავინ შეამჩნევს.ამისათვის ასეთი რამეები უნდა სევინახოდ კარგად.
სატელიტური სანავიგაციო სისტემა GPS თავდაპირველად აშშ-ში იყო დამუშავებული სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებლად. სისტემის სხვა ცნობილი სახელწოდებაა «NAVSTAR». საზოგადოდ ცნობილი სახელწოდება «GPS» წარმოადგენს "Global Positioning System”-ის შემოკლებას, რომელიც ითარგმნება, როგორც “გლობალური სანავიგაციო სისტემა”. ეს სახელწოდება სრულად ახასიათებს სისტემის დანიშნულებას – ნავიგაციის უზრუნველყოფა დედამიწის სფეროს მთელ ტერიტორიაზე. არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზე და ჰაერშიც. «GPS» სისტემის სანავიგაციო სიგნალების გამოყენებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მისი მიმდინარე ადგილმდებარეობის მაღალი სიზუსტით დადგენა. ამგვარი სიზუსტე, ბევრ რამეში, შესაძლებელი გახდა ამერიკის მთავრობის ნაბიჯების (ზომების) გამო, რომელმაც 2000 წელს ისე გააკეთა, რომ «GPS» სისტემა გახდა ხელმისაწვდომი და ღია სამოქალაქო მომხმარებლებისათვის. მოგახსენებთ, რომ ადრე შერჩევითი დაშვების (SA – Selective Availability) სპეციალური რეჟიმის საშუალებით გადასაცემ სიგნალში შეიტანებოდა დამახინჯება (შერყვნა), რომელმაც იწვევდა პოზიციონირების სიზუსტის შემცირებას 70-100 მეტრამდე. 2000 წლის 1 მაისიდან ზემოხსენებული რეჟიმი გამორთულ იქნა და სიზუსტე გაიზარდა 3-10 მეტრამდე. ფაქტიურად, ამ მოვლენამ გამოიწვია ძლიერი იმპულსი საყოფაცხოვრებო სანავიგაციო GPS აპარატურის განვითარებისთვის, მისი ღირებულების დაკლებისთვის და აქტიური პოპულარიზაციისთვის ზოგადი მომხმარებლების შორის. ამჟამად სხვადასხვა ტიპის GPS მიმღებები აქტიურად გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ზოგადი ნავიგაციით დაწყებული და პერსონალური კონტოლით და წარმტაცი თამაშებით დამთავრებული. ბევრი გამოკვლევის შედეგების მიხედვით სანავიგაციო GPS სისტემების გამოყენება იწვევს ძლიერ ეკონომიკურ ეფექტს მსოფლიო ეკონომიკისა და ეკოლოგიისთვის – იზრდება მოძრაობის უსაფრთხოება, უმჯობესდება საგზაო სიტუაცია, მცირდება საწვავის ხარჯი, მცირდება ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა. ევროპის ეკონომიკის GPS სისტემაზე, და, ამის შედეგად, აშშ-ს ადმინისტრაზიაზე მზარდი დამოკიდებულებამ აიძულა ევროპას დაემუშავებინა საკუთარი სანავიგაციო სისტემა – Galilleo. ახალი სისტემა ბევრ რამეში ჰგავს GPS სისტემას. GPS სისტემის შემადგენლობა GPS სისტემის კოსმოსური სეგმენტი შედგენილია თანამგზავრების ორბიტული დაჯგუფებისგან, რომლებიც ასხივებენ სანავიგაციო სიგნალებს. თანამგზავრები განლაგებულია 6 ორბიტაზე დაახლოებით 20000 კმ სიმაღლეზე. თანამგზავრების ბრუნვის პერიოდი შეადგენს 12 საათს და სიჩქარე – დაახლოებით 3 კმ/წმ. ამგვარად, დღე-ღამეში თითოეული თანამგზავრი დედამიწის ირგვლივ ორ სრულ ბრუნვას შეასრულებს. პირველი თანამგზავრი იყო გაშვებული 1978 წლის თებერვალში. მისი ზომა მზის ღია ბატარეებთან ერთად უტოლდებოდა 5 მეტრს, ხოლო წონა – 900 კგ-ზე მეტი. იგი იყო GPS-I-ის პირველი მოდიფიკაციის თანამგზავრი. ბოლო 30 წელიწადში ორბიტაზე შეიცვალა GPS თანამგზავრების რამოდენიმე მოდიფიკაცია: GPS II-A, GPS II-ღ, GPS IIღ-M. მოდერნიზაციის პროცესში შემცირდა თანამგზავრების წონა, გაუმჯობესდა ბორტის საათის სტაბილურობა, გაიზარდა სანდოობა.GPS თანამგზავრები გადასცემს სამ სანავიგაციო სიგნალს ორ სიხშირეზე L1 и L2. “სამოქალაქო” სიგნალი C/A, რომელიც გადაიცემა სიხშირეზე L1 (1575.42 mhc), ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის, და უზრუნველყოფს პოზიციონირების სიზუსტეს 3-10 მეტრამდე. მაღალი სიზუსტის "სამხედრო” P-კოდი გადაიცემა სიხშირეებზე L1 და L2 (1227.60 mhc) და მისი სიზუსტე “სამოქალაქო” სიგნალზე ბევრად მაღალია. სანავიგაციო სიგნალების იდენტიფიკაცია ხორციელდება ნომრით, რომელიც შეესაბამება “პსევდოხმაურიან კოდს” (PRN – პსეუდო-რანდომ ნოისე), რომელიც უნიკალურია თითოეული თანამგზავრისთვის. GPS სისტემის ტექნიკურ სპეციფიკაციაში თავდაპირველად იყო ჩადებული 32 კოდი. სისტემის დამუშავების ეტაპზე და მისი ექსპლუატაციის საწყის პერიოდში იყო დაგეგმილი, რომ სამუშაო თანამგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24. თავისუფალი კოდები გამოყოფილი იყო ახალი GPS თანამგზავრებისთვის, რომლებიც ექსპლუატაციაში შეყვანის ეტაპზეა. აღნიშნული რაოდენობა იყო საკმარისი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგრამ ამჟამად ორბიტაზე იმყოფება უკვე 32 თანამგზავრი, რომელთაგან 31 ფუნქციონირებს სამუშაო რეჟიმში სანავიგაციო სიგნალის დედამიწაზე გადაცემით. თანამგზავრების “სიჭარბე” საშუალებას იძლევა უზრუნველყოს მომხმარებელს პოზიციის გამოთვლა პირობებში, სადაც ცის “ხილვადობა” შეზღუდულია დიდმაღალი შენობებით, ხეებით ან მთებით.
მიწისზედა სეგმენტი GPS სისტემის მიწისზედა სეგმენტი შედგენილია 5 საკონტროლო სადგურიდან და მართვის მთავარი სადგურიდან, რომელიც განლაგებულია აშშ-ს სამხედრო ბაზებზე – კვაჯალეინის და ჰავაის კუნძულებზე წყნარ ოკეანეში, ამაღლების კუნძულზე, დიეგო-გარსიას კუნძულზე ინდოეთის ოკეანეში და კოლორადო-სპრინგსში. მონიტორინგის სადგურების ამოცანებში შედის სანავიგაციო სიგნალების მიღება და გაზომვა, რომლებიც შემოდის GPS თანამგზავრებიდან, სხვადახსვა ტიპის შეცდომების გამოთვლა და ამ მონაცემების მართვის სადგურზე გადაცემა. მიღებული მონაცემების ერთობლივი დამუშავება შემდეგის საშუალებას იძლევა: თანამგზავრების ტრაექტორიების მიცემული ორბიტებიდან გადახრის, ბორტის საათის დროებითი ძვრების და სანავიგაციო შეტყობინებებში შეცდომების გამოთვლა. GPS თანამგზავრების მდგომარეობის მონიტორინგი ხორციელდება პრაქტიკულად განუწყვეტლივ. სანავიგაციო მონაცემების “დატვირთვა”, რომლებიც შეიცავს პროგნოზირებად ორბიტებს და საათის შესწორებებს თითოეულ თანამგზავრისთვის, ხორციელდება ყოველივე 24 საათში ერთხელ, იმ მომენთში, როცა იგი იმყოფება მართვის სადგურის დაშვების ზონაში.მიწისზედა GPS სადგურების გარდა არსებობს თვალთვალის რამოდენიმე კერძო და სახელმწიფო ქსელი, რომელიც ახორციელებს GPS სიგნალების გაზომვას ატმოსფეროს პარამეტრების და თანამგზავრების მოძრაობის ტრაექტორიების დაზუსტებისთვის. ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
berZul, კი მანძილის გაზომვა,სიარულის სიჩქარე კ|სთ,რამდენ ხანში დაფარავ დროს როცა გადადგილებას დაიწყებ,რამოდენიმე წერტილის მონიშვნა ერდროულად.მანძილი იზომება საჰაერო,და არა სახმელეთო.1 კმ საჰაერო ნორმალურ რელიეფზე არის 1კმ 400 მეტრამდე.ფუნქციები ძალიან ბევრი აქვს და ყვე;ა არც დაგჩირდება,
მე ჩემო ძმებო სანადიროდ როცა მივდივარ ჩანთაში აუცილებლად მიდევს: იოდი, ბინტი, სპირტი, პერეკისი და ბამბა. რაიმე თავისტკივილის და გულის საშვალება. ასევე 90 გრ. არაყი. მადლობა ღმერთს ამათგან მხოლოდ ბოლოს ვიყენებთ უფრო ხშირად... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
nugomonadire, 100 გრამი აუცილებელია..სასურველია შევიძინოთ მართლაც ბრელოკი მცირე მოცულობის სადაც ისხმება არაყი ამ რაოდენობის და თან ვიქონიოთ,ის შეიძლება ყველაზე მძიმე წუთებში გამოგვადგეს.. ადამიანი ერთი შეხედვით სუსტი არსებაა, მიტუმეტეს ბუნების წინაშე უძლურნი ვხდებით თუ იგი გვსჯის არასწორი გადახვევისას..ათასი რამე შეიძლება მოხდეს სრულიად უმტკივნეულო სიტუაციაში და ჩვენ რასაც ვწერთ სწორეთ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, რათა მოვახდინოთ თვითგადარჩენა, როდესაც არავინ მოვა და მოგვეხმარება. ცისფერი ცა, თბილი მზე, სუფთა ჰაერი და გასაოცარი სიწყნარე: თქვენ იცით, რომ მიხვედით სრულყოფილ დანიშნულების ადგილას, ყველაზე შორს ადამიანებისგან და ყველაზე ახლოს ბუნებასთან. აი თქვენ შვებისგან ამოისუნთქეთ და კიდევ ერთხელ გადახედეთ ბუნების ამ შესანიშნავ პეიზაჟს, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი და თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უზარმაზარი ქვების ქვეშ ან ფეხი დაგიცურდეთ ციცაბო კლდეზე, ილოცოთ რომ ტკივილმა ოდნავ მაინც გაგიაროთ და თქვენი ყვირილი ვინმემ გაიგოს. ერთ წამში ყველაფერი იცვლება, სიწყნარე იქცევა სიმარტოვედ, ბუნება ხდება მკაცრი და თქვენი ერთადერთი გადარჩენის იმედი ისევ თქვენი ნებისყოფაა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ამ კითხვაზე ჯობია იმდენი გვქონდეს წაკითხულო ინსტიქტურად დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ..ამისათვის მოვისმინოთ სხვათა რეალური ისტორია..მე ნანახი მაქვს ფილმი "ჯეიმს ფრანკოს" მონაწილეობით და გირჩევთ უყუროთ, სადაც რეალურ პიროვნებას თამაშობს როდესაც კანიონში ქვებში მოყვება ხელი:
ლი რელსტონის თვითგადარჩენა, 2002 წელს ლი როლსტონი შეუდგა ლაშქრობას როკის მთაზე რომელიც კოლორადოში მდებარეობს. როდესაც ლი ერთ–ერთ მთაზე სახელწოდებით ბლუ ჯონ–ზე გადადიოდა, მას ფეხი დაუცურდა და ხელზე დაეცა უზარმაზარი კლდის ნატეხი, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი მოექცა კლდესა და ქვას შორის. ხუთი დღის განმავლობაში ის სვამდა ძალიან ცოტა წყალს და წყლის გათავების შემდეგ საკუთარ შარდზე გადავიდა. მან ყველაფერი იღონა ხელის გასათავისუფლებლად მაგრამ უშედეგოდ. დიდი ყოყმანის და ყოველგვარი გადარჩენის შანსის დაკარგვის შემდეგ ლიმ გადაწყვიტა ხელის მოჭრა პატარა დანით რომელიც მას გააჩნდა. მან ჯერ მკლავი მოიტეხა რათა სისხლის მორაობა შეეწყვიტა და ამის შემდეგ მოიჭრა ხელი. ამ ყელაფრის მიუხედავად მას მოუწია 13 კილომეტრის მანქანით გავლა ხელის მოჭრიდან და თავის გამოთავისუფლებიდან,მან იარა მანქანით რომლის გადაცემათა კოლოფი მექანიკური იყო და ყველას მოგეხსენებათ რა რთულია ასეთი მანქანის ტარება მარჯვენა ხელის გარეშე. როლსტონს გზაში შეხვდა ოჯახი რომელმაც მას პირველადი დახმარება გაუწიეს, დაალევინეს წყალი და მისცეს საჭმელი, ამის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ ისტორიის მიხედვით გადაიღეს ფილმი სახელად 127 საათი (127 Hours). http://myhit.ge/index.php?FID=1&id=3120---უყურეთ პირდაპირ აქ!
ალბათ ბევრმა იცით ეს ლეგენდარული კაცი რომელსაც ქონდა დისკავერზე არაჩვეულებრივი მოგზაურობები მთელს მსოფლიოში სადაც დატოვებდნენ და ახდენდა თვითგადარჩენას..ის თავს აღწევდა უამრავ დაბრკოლებას და ერთხელაც ჩვენ ქვეყანაშიც იმოგზაურა
ეს ტრეილერი გახლავთ და ჯობია იუთუბზე უყუროთ მისი საქართველოში თვითგადარჩენა თავიდან ბოლომდე, სადაც ნახავთ თუ როგორი რელიეფია და ბუნება,რა დაბრკოლებები დაგვხვდება მთაში და ბარში..მოკლედ საინტერესოა გირჩევთ უყუროთ
ასევე მინდა ნახოთ ეს არაჩეულებრივი ფილმი სადაც მცენარეებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება როდესაც საკვების დეფიციტია და ნებისმიერი მცენარე მოგვეხმარება გადარჩენაში რაც იჭმება ხოლო რაც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს..ასე რომ უყურეთ ამ ფილმს, რა ჯობია მხატვრულად წარმოდგენას იმ ინფორმაციისა რომელიც გაგანათლებთ http://allmovies.ge/ge/#movie/AGIJI
ხო მართლა მცენარეებზე დავწერ ამ დღეებში..თქვენ თუ დაწერთ კარგი იქნება რა იჭმება, ასევე სოკოზე თუ დაწერთ თავისი ფოტოებით ძალიან კარგია თუარა მაგასაც მოგაწვდით ★ஜ۩۞۩ஜ★
კომპასზე აღნიშნულია ჰორიზონტის მხარეები : ჩრდილოეთი,სამხრეთი,აღმოსავლეთი და დასავლეთი. ჩვეულებრივ ეს მხარეები აღნიშნულია კომპასზე ლათინური ასოებით : ჩრდილოეთი-N , სამხრეთი-S , აღმოსავლეთი-E და დასავლეთი-W. კომპასზე აღნიშნულია აგრეთვე ჰორიზონტის შუალედური მხარეები: ჩრდილო-აღმოსავლეთი NE, სამხრეთ-აღმოსავლეთი ES, სამხრეთ-დასავლეთი SW და ჩრდილო დასავლეთი NW. კომპასს აქვს მოძრავი ისარი. როგორც არუნდა მოტრიალო კომპასი, ისარი ყოველთვის ისე განლაგდება, რომ მისი ერთი ბოლო მიმართული იქნება ჩრდილოეთისკენ, მეორე კი შესაბამისად სამხრეთისკენ. ამიტომ როდესაც კომპასს დახედავ, მისი ისარი ყოველთვის გიჩვენებს შენს მიმართ და იმ ადგილის მიმართ სადაც შენ იმყოფები, საით არის ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი და აგრეთვე ჰორიზონტის შუალედური მხარეები.
კომპასი გამოიგონეს ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში. კომპასის ისრად ჩინელები იყენებდნენ მაგნიტური რკინისგან დამზადებულ საგანს, მაგალითად თევზის ფიგურას. თევზი თავსთებოდა ტივტივაზე, ტივტივა კი წყლის ზედაპირზე. წყლის ზედაპირზე მოთავსება საჭირო იყო, რათა თევზის ფიგურას თავისუფლად ეტრიალა. როგორც კი წყალზე მოათავსებდნენ, თევზის ცხვირი ჩრდილოეთისაკენ, კუდი კი სამხრეთისაკენ ტრიალდებოდა. http://s61.radikal.ru/i172/1112/dc/d294a9aa739f.jpg
როგორ გავაკეთოთ კომპასი კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა: • მაგნიტი • პერგამენტის ქაღალდი • საკერავი ნემსი •გამჭვირვალე ჭიქა • წყალი • ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი
ცდის მიმდინარეობა: 1
1.გაუყარე ნემსი პერგამენტის ქაღალდში,როგორც სურათზეა ნაჩვენები. 2. ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსევი40-ჯერ მაგნიტს. ყოველთვის ერთი მიმართულებით(თითქოს დანით ხის ძელს თლიდე).ნემსი უნდა დამაგნიტდეს.ამის შემოწმება ადვილია:მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს–ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა. 3. ჭიქაშო ჩაასხი წყალი და ზედაპირზე ,ჭიქის შუაში,მოათავსე ქაღალდი ნემსითურთ. ცდის შედეგე: ნემსის დამაგნიტებული წვერი ჩრდილოეთის მიმარტულებით განლაგდება. შეამოწმე , ხომ არ მოხდა ეს შემთხვევით.შემოატრიალე ქაღალდი. როდესაც ხელს გაუშვებ, ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.
ცდის მიმდინარეობა: 2 (ეს კომპასიც ჩინელების მოგონილია) კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა: • მაგნიტი • საკერავი ნემსი • ძაფი • ფანქარი • გამჭვირვალე ჭიქა • ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი
ცდის მიმდინარეობა:
1) საკერავ ნემსს შუაში მოაბი ძაფი. ძაფის მეორე ბოლოს გაუკეთე ყულფი ფანქარზე ჩამოსაცმელად. 2)ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსვი 40-ჯერ მაგნიტს ყოველთვის ერთი მიმართულებით (თითქოს დანით ხის ძელს თლიდე) ნემსი უნდა დამაგნიტდეს.ამის შემოწმება ადვილია:მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს - ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა. 3) ძაფის ყულიფში გაუყარე ფანქარი და დადე ის ჭიქაზე ისე, რომ ნემსი ჩაეშვას ჭიქის შუა გულში. ცდის შედეგი : ნემსის დამაგნიტებული წვერი ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგდება. შეამოწმე, ხომ არ მოხდა შეცდომა ეს შემთხვევით. შემოატრიალე ფანქარი. ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.
---------------------------------------------
--------------------------------------------- ფოტოები მიმაგრებული არის ლინკებით. პირველად დავდე ფოტო და არ გამომივიდა კარგად, ბოდიშით მაგრამ ლინკით ნახავთ.
---------------------------------------------
ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
2 წლის წინ მე ტყეში დავიკარგე მონადირებთან ერთად და მთელი დღე ვიბოდიალეთ და ვერ გამოვედით.ძლივს გავედით მერე ძაღლების ხმა გავიგეთ და იმას მივყევით. იმის მერე ისე ვარ დაშინებული რო შევისწავლე კომპასი. ეხლა ჯიპიესი ჩამომდის მალე და იმასაც ვისწავლი.აუცილებელი რამ არის კომპასი ტყეში. ვაი თუ შემოგაღამდა უცადე მერე გათენებას .. საჭირო თემა ეგ და მომწონს. ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
ასეა როცა შემოგაღამდება ორ დღიან სავლელ კლდეზე.. ძლიერი ფსიქიკა, ენერგია, განწყობა და ცოდნა გადააარჩენს კაცს. ხალხს ვიცნობ ასეთ პირობებში კიარა ხუთოთახიან ბინაში საბურთალოზე ვერ იძინებენ, დაბ;ა X6 უყენიათ და მაღლა დუპლექსი ადგათ თავზე! ბედნიერება სულ სხვა რამეშია.. ★ஜ۩۞۩ஜ★
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!