მონადირის ქცევის კოდექსი
| |
-BERG- | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 14:27:26 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| პირველწყარო - ა.არაბული-მონადირის 40 მცნება
• ჯერ მოამრავლე, მერე ინადირე. • ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით. • ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის. • ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის. • იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ • კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს • არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო. • არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა. • გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით. • ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ. • თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ. • ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ. • თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს. • წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს. • ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი კალიბრით ნაკლები ტყვია. • სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება. • ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში. • მანქანაზე ასვლა-ჩამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები. • ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე. • ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა. • გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა. • მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მიკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ. • შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას. • თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას. • მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე. • მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ ტუჩი შენსკენ არ იყოს მომართული. • დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ. • ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან. • კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის. • ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი • უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე. • ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე. • ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა. • ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია. • ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვებე კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს. • მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ჩასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს. • კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმის დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს. • წვიმაში და ელჭექში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდულს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ. • მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება. • დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ. • მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით თელავს ყანებს, სათიბს. • აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძაღლის ნაბულზე აფრენილს ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,. • კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძაღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს. • უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძაღლი არ იწვრთნება. • კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ჩავარდნილს ესვრის. • ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამთავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება. • მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ. • მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას თავი და ტყავი მკვლელს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.
|
|
| |
ლაშა86 | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 14:59:20 | შეტყობინება # 2 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, მე მგონი ეს პირველ გვერდზე უნდა დაიდოს, რომ დამწყებმა და არადამწყებმა(ვიმონადირეებმაც) კარგად წაიკითხონ და გაიაზრონ, რადგან ეს ყველას გამოადგება ნადირობის კულტურის სწავლაში. გაიხარე ბექა, საღოლ
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
toka_monadire | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 15:37:41 | შეტყობინება # 3 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, ვიცოდი ესენი მაგრამ მაინც კარგია რომ გამახსენე გაიხარე
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
msh77 | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 15:48:52 | შეტყობინება # 4 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, გაიხარე , ვეტანხმები ლაშა86, , ყველამ უნდა დაიცავოს ეს წესები, უბედური სჰემტხვევებიც არ იქნება და ნადირ ფრინველიც საგრძნობლად მომრავლდება.
|
|
| |
aleko | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 18:39:06 | შეტყობინება # 5 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძალიან კარგია . ეს არის მონადირის წესი და კანონი, ურომლისოდაც ნამდვილ პროფესიონალ მონადირედ ვერასოდეს ჩამოყალიბდები
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
ENUQICHI | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 20:10:25 | შეტყობინება # 6 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბერგ მალაცააა ბრატ კაი იყო რამდენს ჭირდება ეს შეგონება!!!მართლა სადღაც ადმინმა უნდა დადოს და ყველამ პირველად ეს უნდა წაიკითხოს
★ஜ۩۞۩ஜ★
|
|
| |
sergo | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 21:01:54 | შეტყობინება # 7 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 135
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, კარგი იმფორმაციაა
###
|
|
| |
gigilo-408 | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 22:10:20 | შეტყობინება # 8 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, მალადეც ძმაო,მართლაც კარგი და საჭირო ინფორმაციაა რომლიც ცოდნაც არავის აწყენდა
|
|
| |
xarata | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 22:12:15 | შეტყობინება # 9 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, საღოლ ძმაო მაქედან რამოდენიმე რაღაც ვიცოდი მარა სულ არა
|
|
| |
bendeksi | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 22:39:01 | შეტყობინება # 10 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბერგ გაიხარე ბევრი რამ არ ვიცოდი...
ნიკა რაზმაძე
|
|
| |
მოხისელი1982 | დრო: ორშაბათი, 17.10.2011, 23:48:26 | შეტყობინება # 11 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, ჯიგარი ხარ არაბული ჯიგარია რომ დაწერა ვინც დაუწერლად იცოდა და იცავდა ისიც ხომ ჯიგარია ვინც არ იცოდა ისწავლის და დაიცავს ისიც ხომ ჯიგარია და ჯიგარია
z.g.........dze
|
|
| |
gadarchenili | დრო: სამშაბათი, 18.10.2011, 00:51:13 | შეტყობინება # 12 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეს ინპორმაცია დალიან ბევრმა უნდა სჰეიტვისოს ტავს მონადირეებს რო უწოდებენ
|
|
| |
SHAKO | დრო: სამშაბათი, 18.10.2011, 01:14:51 | შეტყობინება # 13 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 245
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძალიან კარგია. მაგრამ მარტო მოწონება არარის საკმარის ყველა უნდა ვეცადოთ ეს ყველაფერი მაქსიმალურად დავიცვათ და შევასრულოთ სხვანაირად არაფერი არ გამოვა.
-BERG-,
|
|
| |
goga-0ni | დრო: ოთხშაბათი, 19.10.2011, 16:18:00 | შეტყობინება # 14 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მარტო ჩვენ არ უნდა დავიცვათ სხვებსაც უნდა მივუთითებდეთ შეცდომებზე და თუ ჩვენი მეგობრები იქნებიან მათ შორის ვინც არღვევს ამ მცნებებს არ შეიძლება დანდობა, ვგულისხმობ სიტყვიერ გაფრთხილებას,
|
|
| |
valerika | დრო: ოთხშაბათი, 19.10.2011, 20:15:16 | შეტყობინება # 15 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, მალადეეც ,,, : ერთი ვერ გავიგე (ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი კალიბრით ნაკლები ტყვია... )
....
|
|
| |
-BERG- | დრო: ოთხშაბათი, 19.10.2011, 21:06:34 | შეტყობინება # 16 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მალადეც მე არა- ალექსი არაბულს Quote (valerika) ერთი ვერ გავიგე (ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი კალიბრით ნაკლები ტყვია... ) valerika, "სანადირო აღჭურვილობა"-ში შედი და იქ ნახავ პასუხს.
|
|
| |
fshavelo | დრო: ოთხშაბათი, 19.10.2011, 21:12:33 | შეტყობინება # 17 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ხომ არ ჯობია ხალხო ეს ქცევის კოდექსი პირველ გვერდზე დავდოთ ცოტა ხნით მაინც ?
გაიხარე ბერგ ამ წესების ჩვენთვის მოწოდებისათვის
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
valerika | დრო: ოთხშაბათი, 19.10.2011, 21:33:59 | შეტყობინება # 18 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, ხო მოგვაწოდე და მაგისთვის მალადეც . ისე შენი ცოდნაც არანაკლებია
....
|
|
| |
simoni | დრო: ოთხშაბათი, 19.10.2011, 22:31:13 | შეტყობინება # 19 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგია კარგი, ბევრი რამე შევიხსენე ამ თემის გადაკითხვით.
|
|
| |
მონადირე | დრო: ხუთშაბათი, 20.10.2011, 15:30:17 | შეტყობინება # 20 |
გენერალ-პოლკოვნიკი გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჯერ ეს გავასიგრძეგანოთ, მერე ვინადიროთ!
охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
|
|
| |
DaTo-123 | დრო: სამშაბათი, 25.10.2011, 18:09:57 | შეტყობინება # 21 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგია რო დადეთ ეს კოდექსები ნადირობაში გამოსადეგარია
|
|
| |
akson777 | დრო: კვირა, 01.07.2012, 01:23:13 | შეტყობინება # 22 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს კოდექსები, ასეთი რამ რაც მეტი იქნება უფრო სასარგებლოა, ნეტა ყველა იცავდეს ეხლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით :(
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
|
|
| |
bacho1987 | დრო: ორშაბათი, 09.07.2012, 21:30:03 | შეტყობინება # 23 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნამდვილად კარგია ეს ყველას გვახსოვდეეესსს..
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: შაბათი, 15.12.2012, 13:06:33 | შეტყობინება # 24 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 1. დაიცავი ნადირობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
2. თოფს ყოველთვის მოექეცი ისე როგორც დატენილს.
3. გაუფრთხილდი ბუნებას და ნუ დაანაგვიანებ.
4. ნუ წახვალ სანადიროდ ნასვამი, რადგან საკუთარ თავსაც საფრთხეს შეამთხვევ და სხვასაც დაუშავებ რამეს.
5. არ აწამო დაჭრილი ნადირ-ფრინველი.
6. არ შეუგინო სხვა მონადირეს თოფი და ძაღლი.
7. დარწმუნდი რომ ადგილის დატოვებისას, ცეცხლის კერა მოსპობილია.
8. დარწმუნდი რომ მანქანაში ჩაჯდომისას თოფი და ძაღლი არ დაგრჩა.
9. არ მოკლა იმაზე მეტი რასაც ვერ აითვისებ.
10. ცოცხალ არსებას მიზანში სავარჯიშოთ ნუ გაწირავ.
11. არ ისროლო.. სანამ არ დარწმუნდები რას ესვრი
12. ნუ ჩაჯდები ავტომანქანაში გატენილი თოფით...
13. თავშეყრის ადგილთან მისვლისას განტვირთე ცეცხლსასროლი იარაღი...
14. თუ ვერ სწვდები გაატარე, არ დააფრთხო, შემდეგი ნომერი მიხედავს
15. ნუ ესვრი სხვისი ძაღლის ნაბულიდან აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.
16. ნუ წახვალ დიდ რისკზე, არანაერი ნადირობა არ ღირს კარგი კაცის სიცოცხლედ
17. ნუ გაუბრაზდები სხვის ძაღლს, ამით შეიძლება მის პატრონს აწყენინო
18. ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ
დამატებულია (15.12.2012, 12:06:33) --------------------------------------------- ეჰ ყველა რომ ამას ითვალისწინებდეს რა გვიჭირს
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
zaza123 | დრო: შაბათი, 15.12.2012, 17:07:08 | შეტყობინება # 25 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ წესს ყველა 100%-ით უნდა იცავდეს,ისე კი არა ახლა 18 წლის კაცი თოფს შეიძენს მაღაზიაში და უკვე მონადირეა,ელემენტარული ნადირობის კულტურა არა აქვს
me var monadire
შეტყობინება დაამუშავა zaza123 - შაბათი, 15.12.2012, 17:08:08 |
|
| |
neo | დრო: შაბათი, 15.12.2012, 18:19:27 | შეტყობინება # 26 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მონადირე იმას არ ქვია დაადობს ტავს და ინადირებს პირველ რიგსში მაქსიმალურატ იცავდეს უსაფრტხოების ზომებს
|
|
| |
zaza123 | დრო: შაბათი, 15.12.2012, 18:44:25 | შეტყობინება # 27 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აბა რა?წელს მარტო თერჯოლის რაიონში 2 უბედური შემთხვევა მოხდა უცოდინარობის და გამოუცდელობის გამო
me var monadire
|
|
| |
lash131 | დრო: კვირა, 16.12.2012, 00:37:50 | შეტყობინება # 28 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გუშინ ჩემი მეგობარი,34 წლის ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, ტელევიზიითაც გადმოსეს, ცხონებული ელემენტარულ დაუდევრობას ემსხვერპლა,ხრამში ჩავარდა დაახლოვებით 30 მეტრ სიმაღლიდან . უფალმა გაანათლოს გაგას სული
Shavi
|
|
| |
77777 | დრო: კვირა, 16.12.2012, 02:20:27 | შეტყობინება # 29 |
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამინ ძმაო ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
77777 i.tsirekidze
|
|
| |
giohunt1982 | დრო: კვირა, 16.12.2012, 12:43:32 | შეტყობინება # 30 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| lash131, ამინ,გაანათლოს უფალმა.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
zaza123 | დრო: კვირა, 16.12.2012, 15:09:48 | შეტყობინება # 31 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაანათლოს ღმერთმა მისი სული
me var monadire
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: კვირა, 16.12.2012, 16:31:59 | შეტყობინება # 32 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| lash131, ღმერთმა გაანათლოს მისი სული
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 25.12.2012, 12:40:49 | შეტყობინება # 33 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Longstride ჩემთვის და ჩემს გარშემო მყოფი მონადირეებისთვის ხორცის მოპოვება პრიორიტეტი არასდროს ყოფილა და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ ნადირობის ვადები და არ დავარღვიოთ ნადირობის დაწერილი და ასევე უფრო მეტად მნიშვნელოვანი დუწერელი კანონები. რა შუაშია აქ ფარისევლობა??? ჩემთვის ნადირობა უბრალო დროის მოსაკლავი გართობა არ არის, ჩემთვის ნადირობა ცხოვრების წესია. ზედაპირულ სიტყვებში კი როგორც შენ ახსენე ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მეტად მტკივნეული და მწვავე პრობლემის არსზე იყო ლაპარაკი.
დამატებულია (25.12.2012, 11:40:49) --------------------------------------------- და კიდევ ერთი მონადირე არ უნდა არღვევდეს ვადებს და წესებს ნადირობისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალო ბრაკონიერია და არა მონადირე. სწორედ მაგის გამო, რომ ასე ადვილია საქართველოში იარაღის შეძენა და ნადირობის უფლების მოპოვება, ნადვილი მონადირის სახელს ადგება ჩრდილი, იმიტომ რომ ბევრი "უღირსი" დაბოდიალობს ტყესა თუ მინდროში თოფით ხელში.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 25.12.2012, 16:50:38 |
|
| |
zaqro_yursha | დრო: სამშაბათი, 25.12.2012, 14:18:20 | შეტყობინება # 34 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დათო_მონადირე კაი წესებია მე პირადად დამწყები ვარ და თითქმის სათანადოდ ვასრულებ მაგ წესებს...
კარგი თოფი ისაა რომელიც გაქვს
|
|
| |
giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 25.12.2012, 14:33:30 | შეტყობინება # 35 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| (zaqro_yursha) მე პირადად დამწყები ვარ და თითქმის სათანადოდ ვასრულებ მაგ წესებს...
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| | |
giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 25.12.2012, 16:02:02 | შეტყობინება # 37 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| (zaqro_yursha) მაგრამ მაინც ვთვლირომ დამწყები ვარ და ჯერ უამრავი რამის სწავლა მჭირდება/. იმედია გამიზიარებთ ტქვენ გამოცდილებას კი ძამიკო თუ რამე ვიცით მაგაზე არ დაგზარდებით.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
balu78 | დრო: ოთხშაბათი, 13.02.2013, 23:30:07 | შეტყობინება # 38 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დათო_მონადირე, ეეეჰ ნეტა ყველა იცავდეს ამ წესს
d.xvedelidze
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 13.02.2013, 23:50:22 | შეტყობინება # 39 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (zaqro_yursha) თითქმის სათანადოდ ვასრულებ მაგ წესებს. ღმერთმა გაგიმარჯოს ძამიკო. ეგრეც უნდა იყოს .
მეც ეგრე ვარ მეც დამწები მონადირე ვარ და ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა ყველა წესი
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
giohunt1982 | დრო: ხუთშაბათი, 14.02.2013, 19:21:50 | შეტყობინება # 40 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგია, ბიჭებო რომ ცდილობთ დაიცვათ, ყველა ის წესები რომელსაც მონადირე აუცილებლად უნდა იცავდეს.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|