18:51:45
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
წყალქვეშა ნადირობა
uchauchaდრო: ოთხშაბათი, 20.07.2011, 10:24:53 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთმა კარგმა შემტხვევამ გამაცნო ჩვენ საიტზე დარეგისტრირებული და ჩემი მეზობელი ბატონი ლევანი Sokhumi .. ამ ადამიანმა გულისტკივილი გამოთქვა რომ საიტზე არ გვქონდა წყალქვეშა ნადირობის თემა.. ხო და აწი გვექნება და ამ თემის ''დირექტორობას'' ლევანს ვაბარებ 39 აბა წარმატებები

უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
 
მონადირედრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 12:09:29 | შეტყობინება # 2
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მისასალმებელია, რომ საიტზე გამოჩნდნენ წყალქვეშა ნადირობის მოყვარულები! საინტერესო იქნება საუბარი ამ უნიკალური ნადირობის სახეობაზე, მის სპეციფიკაზე, თავისებურებებზე, საჭირო ინვენტარზე და ა.შ.

წარმატებები!


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
valerikaდრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 15:38:21 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მაგაი იქნება 166 166 166

....
 
ახოტნიკდრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 17:00:36 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირად არ გამომიცდია,მივესალმები ყოველგვარ ახალს საქართველოში თუ კი დავეუფლებით,ერთი ნაბიჯით მდიდრები ვიქნებით სამონადირეო საქმეში,,,,მაგალითად თუ ვინმე დამპატიჟებს დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი,მადლობას ვუხდი რათქმაუნდა ბატონ ლევანს,წარმატებები

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
Sokhumiდრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 18:10:31 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პრინციპში, ეს უკვე ახალი არ არის საქართველოში, თუმცა მასიურად არაა გავრცელებული.. და მართლაც საინტერესო იქნება ყველასთვის

დამატებულია (21.07.2011, 16:33:21)
---------------------------------------------
ძალიან აზარტულია და რაც მთავარია სეზონი არ გააჩნია, შესაბამისი კოსტუმით შესაძლებელია ზამთარშიც ყვინთაობა და ნადირობა:)

დამატებულია (21.07.2011, 16:41:24)
---------------------------------------------
რაც შეეხება წყალქვეშ ნადირობას, საქართველოში იკიდებს ნელნელა ფეხს! ვართ უკვე რამოდენიმე კაცი რომელიც ამით ვართ დაკავებული, ვვარჯიშობთ და ვართ ახალახალი ტბების და მდინაარეების ძიებაში...აღჭურვილობაც ხელმისაწვდომია და არჩევანიც საკმარისადაა, მომავალ კვირას შავ ზღვაზე ვიკრიბებით, ორი კვირის წინაც ვიყავით და შედეგიც სასიამოვნო იყო, ზოგმა 12, 6, მე კი 5 ცალი კეფალი მოვინადირე (ნახევარ კილოგრამიანები დაახლოებით) ...მართალია, როგორც ოკეანეში ისეთ დიდ თევზებს შავ ზღვაში ვერ ვიპოვით, მაგრამ საკმარისად ლამაზია ჩვენი ზღვის წყალქვეშა რელიეფი:))

დამატებულია (21.07.2011, 16:47:45)
---------------------------------------------
რაც შეეხება ყვინთაობას, მომზადება სჭირდება და რაც მთავარია მარტო არასოდეს არ უნდა ჩაყვინთოთ... ალბათ მიხვდით რომ ვგულისხმობ თავისუფალ ყვინთაობას-აკვალანგის გარეშე, რადგან როგორც მთელს მსოფლიოში ისე, საქართველოშიც აკრძალულია აკვალანგით ნადირობა რაც ბრაკონიერობის ტოლფასია!

დამატებულია (21.07.2011, 16:58:17)
---------------------------------------------
არ შეიძლება ასევე დანის გარეშე ყვინთაობა, განსაკუთრებით მდინარეებსა და ტბებში სადაც ათასობით ბადეხლართებია,რაც საფრთხეს უქმნის მყვინთავს და თვითონ სპეციალური დანაა მყვინთავებისთვის, დანას ასევე იყენებენ დიდ თევზთან პრობლემების შექმნის დროს 1p3 ასე რომ დანა ერთერთი მთავარი აღჭურვილობააა

დამატებულია (21.07.2011, 17:10:31)
---------------------------------------------
თვითონ იარაღი რამოდენიმე სახისაა-არბალეტი, პნევმატური...ეს ორი გამოიყენება ძირითადად..რათქმაუნდა ხარისხზეა დამოკიდებული, ჩემის აზრით თურქულის გარდა ყველა ფირმის იარაღი კარგია (მე პირადად იტალიური არბალეტი მაქვს რაც დაახლოებით 150 ლარად ვიყიდე თბილიში)... ხოლო, თუ რომელი ჯობია, არბალეტი თუ პნევმატური? ეგ უფრო მყვინთავის ხასიათს გააჩნია...თუმცა არბალეტი უფრო ზუსტია და ნაკლებ ხმაურს იწვევს, რაც ნაკლებად აშინებს თევზს და ისიც ადვილი ნადავლი ხდება...და პროფესიონალები მხოოლოდ არბალეტს იყენებენ, ოღონდ არბალეტიც განსხვავდება თავისი ზომებით, ზღვისთვის გრძელი 70 სანტიმეტრიანი თოფია რეკომენდირებული, მაგრამ ეგ ოკეანეში უფრო, ჩვენთან კი მოკლე 50სანტიმეტრიანი თოფი სავსებით საკმარისია და უფრო მოსახერხებელი რაც, შეგიძლია ტბაზე და მდინარეზეც გამოიყენო!

 
ვულფდრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 19:32:14 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი მაინტერესებს ეს ნადირობა.
ბავშვობიდან მიტაცებს წყალქვეშა სამყარო მაგრამ ვერასდროს ვერ მოვხვდი ისეთ ხალხთან რომლებიც ამ საქმითაა დაკავებული
ბედნიერი იყოს შენი ფეხი Sokhumi, 10
 
xarataდრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 23:45:30 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი რამე წყალქვეშა ნადირობა მე მხოლოდ ტელევიზორში მინახავს და რეალობაშიც სიამოვნებით ვნახავდი 167 167
 
ახოტნიკდრო: პარასკევი, 22.07.2011, 01:47:19 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი მაგრამ ალბათ ძვირი სიამოვნებააა არააა?????მაგრამ ღირს 36_1_69

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
uchauchaდრო: პარასკევი, 22.07.2011, 10:47:14 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აჰა გახურებულა თემა 23_30_126 ლევან გაიხარე მეგობარო ლაკონურად და გასაგებად ცამოაყალიბე ყველაფერი 10 10 აბა ეგ ერთი და სხვა მრავალი 39

უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
 
ახოტნიკდრო: პარასკევი, 22.07.2011, 11:06:42 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყალქვეშ სანადირო აღჭურვილობა იოლად იშონება???მე ქუთაიში ასეთი არ შემხვედრია არსად 23

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
მონადირედრო: პარასკევი, 22.07.2011, 11:10:48 | შეტყობინება # 11
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Sokhumi,
Quote
რაც შეეხება ყვინთაობას, მომზადება სჭირდება და რაც მთავარია მარტო არასოდეს არ უნდა ჩაყვინთოთ... ალბათ მიხვდით რომ ვგულისხმობ თავისუფალ ყვინთაობას-აკვალანგის გარეშე, რადგან როგორც მთელს მსოფლიოში ისე, საქართველოშიც აკრძალულია აკვალანგით ნადირობა რაც ბრაკონიერობის ტოლფასია!


ამას ვერ მივხვდი: ანუ მხოლოდ შენ ფიზიკური შესაძლებლობებზეა დამოკიდებული? ჟანგბადის გამოყენება არ შეიძლება?


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
uchauchaდრო: პარასკევი, 22.07.2011, 13:19:54 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, არა აკვალანგის გამოყენება არ შეიძლება.. რო ''გადმოვაჩვენებუროთ'' იგივეა რაც ფარის და ელ მანოკის გამოყენება :D

უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
 
uchauchaდრო: პარასკევი, 22.07.2011, 13:21:13 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახოტნიკ, ქუთაისში არ ვიცი მარა თბილისში მონადირის მაღაზიებში უკვე მასიურად შემოდის ნელ-ნელა

უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
 
fshaveloდრო: პარასკევი, 22.07.2011, 13:40:34 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Sokhumi, ბატონო ლევაან ანუ არ უნდა გამნოიყენო ჟანგბადის ბალონი და ისე უნდა ჩაყვინთო? 23 23

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
Sokhumiდრო: შაბათი, 23.07.2011, 11:39:55 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (მონადირე)
ამას ვერ მივხვდი: ანუ მხოლოდ შენ ფიზიკური შესაძლებლობებზეა დამოკიდებული? ჟანგბადის გამოყენება არ შეიძლება?


ჟანგბადის გამოყენება არ შეიძლება! აკრძალულია! ბრაკონიერობააა! ვარჯიში იმისთვის გინდა, რომ სუნთქვის შეკავება შეგეძლოს დიდი ხანი და თან მარტო არ უნდა ჩაყვინთო (სანამ გამოცდილებას არ აიღებ) რადგან, თევზის დანახვის დროს იწყებ დევნას და ისეთ აზარტში შედიხარ, გავიწყდება უკან ამოსვლა და ჩასუნთქვა რაც ჟანგბადის უკმარისობა გონებას დაგაკარგვინებს და დარჩები ფსკერზე, მოკლედ ამ ყველაფერს გამოცდილება ჭირდება...და მერე შეგიძლია მარტო იყვინთავო

დამატებულია (23.07.2011, 10:29:18)
---------------------------------------------

Quote (ახოტნიკ)
წყალქვეშ სანადირო აღჭურვილობა იოლად იშონება???მე ქუთაიში ასეთი არ შემხვედრია არსად

ქუთაიში არ ვიცი ძმა, თბილიში არის მაღაზია მყვინთავების სადაც შეგიძლია შეიძინო ყველაფერი, თოფი 140 ლარიდან იწყება, კოსტუმი სისქის მიხედვით არის დაფასოებული ანუ, რაც უფრო სქელია მით უფრო ძვირია, თუ არ ვცდები 400 ლარიდან იწყება, ლასტები 100 ლარიდა, "კასკა" 40 ლარამდე, დანა 60 ლარი (დანის სიდიდეს გააჩნია) , მოკლედ იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ ეს იმად ღირს დამიჯერეთ!

დამატებულია (23.07.2011, 10:39:55)
---------------------------------------------

Quote (fshavelo)
Sokhumi, ბატონო ლევაან ანუ არ უნდა გამნოიყენო ჟანგბადის ბალონი და ისე უნდა ჩაყვინთო?

უჩაუჩამ კარგად ახსნა, ზუსტად ფარის და მანოკის ანალოგიაა... მაგრამ აკვალანგით (ჟანგბადით, და სხვათაშორის ბიჭებო, ბალონში უბრალო ჰაერი იტვირთება და არა ჟანგბადი, ჰაერის კომპრესორი ყველას გინახავთ ალბათ საბურავებს რომ ვბერავთ, სწორედ იგივეა ოღონდ უფრო ძლიერი და ფილტრიც უყენია და სადღაც 3000 $ ღირს ეგ სატენი, თუმცა თბილიში არის და 10 ლარად ვტენი, რომელიც 1 საათი მყოფნის!) ყვინთაბას ვამზგავსებ კოსმოში გაფრენას! დაცურავ თევზებთან ერთად და ტკბები წყალქვეშა სილამაზით DELFINEBI
 
მახო44დრო: კვირა, 24.07.2011, 15:47:56 | შეტყობინება # 16
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი თემაა. მოსკოვში ახლობელი მყავს ამ საქმის ფანატი და ის რაღაცეებს მიხსნიდა რა როგორ, ძაან მაგარი რამეა მაგრამ ძვირი სიამობნებაა.........

მ.მელაძე
 
valerikaდრო: კვირა, 24.07.2011, 16:14:18 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ხო სწორია ჟანგბადით მთელი დღე იქნები იქ და კი გაწყვითავ ყველაპერს ..მარა სუნტქვტ რამდენიხანი უნდა გაძლო მაქსიმუმ

....
 
Sokhumiდრო: ორშაბათი, 25.07.2011, 00:35:04 | შეტყობინება # 18
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (valerika)
ისე ხო სწორია ჟანგბადით მთელი დღე იქნები იქ და კი გაწყვითავ ყველაპერს ..მარა სუნტქვტ რამდენიხანი უნდა გაძლო მაქსიმუმ

1 წუთი ვძლებ მე პირადად და ზუსტად ერთ თვიანი ვარჯიშით აღწევ 3 წუთს!! უბრალოდ მე ვერ მოვიცალე სისტემატური ვარჯიშით.. თუმცა, ერთი წუთიც საკმარისია!!! სურათს ავქაჩავ ეხლა მონედირეების სურათებში, ამ დილის ნანადირევია საერთოდ არ დამჭირდა ღრმად ჩაყვინთვა 10 წუთში მოვინადირე... დრო არ მქონდა დგეს იმდენი, მაგრამ ხვალ დილიდან მთელი დღე წყალქვეშ ვიქნები...იმდენი თევზია ბიჭებო, ერთი პერიოდი უბრალოდ ვყვინთაობდი და ვტკბებოდი სილამაზით, ძალიან მაგარია, განსაკუთრებით ეხლა, გამჭირვალობა3-4 მეტრია ზღვაზე... და რაც შეეხება სიძვირეს, არც ისე ძვირი ჯდება, თუ კომბინიზონს არ იყიდი რაც, ზაფხულში არააა საჭირო! თოფი 140 ლარი, ლასტი 190 ლარი (უფრო იაფიანიც არის) და კასკა და ტრუბკა 60 ლარი....მოკლედ უნდა განიცადოთ და "მოიწამლოთ" ამ სპორტით! თავს არასოდეს დაანებებთ!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика