00:36:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირებული და თევზეული კერძებისმომზადების წესი. რეცეპტები
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 17:37:06 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ დავწეროთ ნანადირევისგან და თევზისგან მომზადებული კერძის რეცეპტები
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 17:40:21 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქათმის, ინდაურის, ბატის ან იხვის ხარჩო
მასალა:
1200 გრამი ქათმის ან ინდაურის ხორცი-
200 გრამი ბრიჯნი
300 გრამი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
4 ცალი კვერცხი
ტყლაპი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
დაახლოებით 1200 გრამი ქათმის ან ინდაურის კარგად გასუფთავებული და დაჭრილი ხორცი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ სამ-ოთხ სანტიმეტრზე იყოს ხორცის ზემოდან. დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. წყლის დუღილის დროს ქაფი მოვხადოთ, შემდეგ ჩავყაროთ შიგ ერთი ჩაის ჭიქა გასუფთავებული და გარეცხილი ბრინჯი, პატარა ნაწილებად დახეული ტყლაპი და ნიორი გემოვნების მიხედვით, წვრილად დაჭრილი 300 გრამი ხახვი, 3-4 დაფნის ფოთოლი და ვადუღოთ. როდესაც ხორცი მოიხარშება, ქვაბი გადმოვიღოთ და შევანელოთ მარილით და წიწაკით, ნელ-ნელა დავასხათ 4 ცალი ათქვეფილი კვერცხი და თანაც მოვურიოთ ქვაბს, რომ კვერცხი არ აიჭრას.
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 17:56:12 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლოქო ტყემლის საწებლით

მასალა:
1200 გრამი ლოქო
2 ხელისგულის სიფართე ტყემლის ტყლაპი
1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ქინძი
გემოვნების მიხედვით მარილი და ნიორი
მომზადების წესი:
ლოქო დავჭრათ, გავრეცხოთ და მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ. შემდეგ ქვაბიდან ქაფქირით ამოვიღოთ, რომ წყლისაგან დაიწრიტოს და დავალაგოთ თეფშზე. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ტყლაპის საწებელი, რომელიც დამზადდება შემდეგნაირად: ტყლაპი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ნელთბილა წყალი. 2-3 საათის შემდეგ მოვსრისოთ ამავე წყალში და შევკმაზოთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილითა და ქინძით.

 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 17:57:59 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემწვარი ორაგული

მასალა:
1 კილოგრამი ახალი ორაგული
3 სუფრის კოვზი ზეთი
1 ცალი ლიმონი
1 სუფრის კოვზი ძმარი
400 გრამი ჯონჯოლი
მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
ორაგული ჯერ ჩავდოთ მდუღარეში, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და გადავიტანოთ ზეთდასხმულ, გაცხელებულ ტაფაზე. შევწვათ, ორივე მხარეზე გარნირად გავუკეთოთ ზეთმოსხმული ჯონჯოლი ხახვით, აქა-იქ დავადოთ თხლად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები ან მოვასხათ ცოტაოდენი ძმარი.

 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:04:01 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოხარშული კალმახი

მასალა:
1 კილოგრამი კალმახი
1 ცალი ლიმონი
1 კოლიგრამი კარტოფილი
½ ჩაის კოვზი შავი პილპილი
4 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
გასუფთავებული და გარეცხილი კალმახი ჩავდოთ ქვაბში მდუღარე მარილწყით და მოვხარშოთ მთელ-მთელად. წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ თევზს ოდნავ ფარავდეს. თევზთან ერთად ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი.

მთელ-მთელი მოხარშული კალმახი დავაწყოთ მოგრძო თეფშზე, ზედ მოვაყაროთ ლიმონის თხელი ნაჭრები. გარნირად გავუკეთოთ კარტოფილის პიურე.

შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - პარასკევი, 29.04.2011, 18:20:07
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:12:32 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრინჯი ორაგულით

მასალა:
200 გ ორაგულის ფილე
1 ჩ.კ. თაფლი
1 ძირი მწვანე ხახვი
ზეითუნის ზეთი
1/2 ს.კ. ძმარი (6%)
1/2 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
პილპილი და მარილი
მომზადები წესი
კუბიკებად დაჭრილი თევზი დაამარინადეთ ძმრის, პილპილის, მარილისა და თაფლის ნარევში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მასში სწრაფად შეწვით თევზი მარინადიანად.
გარეცხილი ბრინჯი ხარშეთ თავის ტოლ წყალში 12 წუთით დაბალ ცეცხლზე. შეანელეთ 1/2 ს.კ. ძმრით, მწიკვი მარილითა და შაქრით, 1 ს.კ. მდუღარე წყლით, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთით და სწრაფად ურიეთ.
მზა ბრინჯი გადაიტანეთ თეფშზე. თავზე მოაყარეთ ორაგული და დაჭრილი ხახვი.

შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - პარასკევი, 29.04.2011, 18:22:34
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:17:55 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზი ბოსტნეულით

მასალა:
1 კილოგრამი თევზი
300 გრამი სტაფილო
300 გრამი კომბოსტო
თითო კონა მწვანილი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
სტაფილო და კომბოსტო გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ოდნავ ზეთში მოშუშეთ. შემდეგ ქვაბში დაჭრილი თევზი ჩააწყვეთ და ზეთში მოშუშეთ. ეს ყველაფერი ერთად მოშუშეთ. მარილი მოაყარეთ. ლანგარზე ჯერ ბოსტნეული დაალაგეთ, შემდეგ ზემოდან თევზი დააწყვეთ და წვრილად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - პარასკევი, 29.04.2011, 18:25:11
 
ლაშა86დრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:23:09 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER მალადეც ძამია, ბევრი რამ ახალი გავიგე და თან საჭირო, აუცილებლად გამოვიყენებ შენს რეცეპტებს, ვნადირობ და ვთევზაობ ჩემი დღე და მოსწრებაა და მარტო შეწვა ვიცი ნანადირევის. 10 10 10 კარგგია ბევრს გამოადგება ჩემი თამადობით. გაიხარე

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:26:58 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კალმახი ღვინის საწებლით

მასალა:
1 კილოგრამი კალმახი
½ ლიტრი ღვინო
1 კონა მწვანე ხახვი
100 გრამი მწვანილი: ქინძი, ოხრახუში
1 ცალი ლიმონი
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
გასუფთავებული, გარეცხილი კალმახი ფქვილში ამოავლეთ და ზეთში შეწვით. ცალკე ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოდნავ მოშუშეთ ზეთში. ჩაასხით ქვაბში თეთრი ღვინო, ცოტა ლიმონის წვენი და ხუფდახურული ადუღეთ 5 წუტი. შემდეგ წყალში გახსნილი ფქვილი ქვაბში ჩაალესეთ და ისევ წამოადუღეთ. ჩააწყვეთ შემწვარი კალმახი და ნელ ცეცხლზე შედგით. სუფრაზე მიტანამდე, 20 წუთით ადრე, კალმახი ამოიღეთ, ზემოდან წვენი მოასხით და წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში მოაყარეთ.

 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:28:40 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემწვარი ქვირითი

თევზის ქვირითი ზეთში შეწვით. მოხრაკული ხახვი და ცოტა შავი პილპილი ზემოდან მოაყარეთ. ირგვლივ კარტოფილის პიურე ან შემწვარი კარტოფილი შემოუწყვეთ, შემდეგ – ორად გაჭრილი მჟავე კიტრის გრძელი ნაჭრები და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:33:09 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზის კვერები
მასალა:
500 გრამი თევზი
1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
1 კონა ოხრახუში
1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
1 სუფრის კოვზი ღვინო
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
თევზს გავაცალოთ ფხა, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დავუმატოთ სიმინდის ფქვილი, კვერცხის გული, ზეთი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ღვინო. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილაში ცოტაოდენი შაქარი, მარილი, პილპილი. დავუმატოთ მომზადებული მასა და კარგად ავურიოთ. მიღებული ნარევი დავყოთ პატარა ზომის გუნდებად და შევწვათ ცხიმიან ტაფაზე ირივე მხრიდან.
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:35:29 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამისი (თევზის ფილე ბერძნულად)
მასალა:
250 გ თევზის ფილე
20 გ ლიმონის წვენი
20 გ ზეთი
40 გ ხახვი
30 გ თეთრი ღვინო
2 გ ნიორი
50 გ ბულგარული წიწაკა
100 გ კიტრი
100 გ პამიდორი
5 გ მწვანილი
პილპილი, მარილი
მომზადების წესი
თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ზეთის ნახევარი (მითითებული ნორმის), მოვშუშოთ მასში წვრიალდ დაჭრილი ხახვი, ნიორი, შემდეგ დავაწყოთ თევზი, მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ მწვანილი და ვხარშოთ 10-15 წუთის განმავლობაში თავდახურულ ტაფაში. დავჭრათ თხელ რგოლებად ბულგარული წიწაკა და დარჩენილ ზეთში შევწვათ ცალკე ტაფაზე. 10 წუთის შემდეგ წიწაკას დავუმატოთ ნაჭრებად დაჭრილი, გაფრცქვნილი კიტრი, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ შუაზე გაჭრილი პამიდორი და შევაზაოთ გემოვნებით პილპილითა და მარილით. როცა ბოსტნეული მზად იქნება, გადავიტანოთ ტაფაზე, სადაც თევზია და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე. მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი თეთრ პურთან ან კარტოფილთან ერთად.
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:38:39 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზის წვნიანი ბერძნულად
მასალა:
250 გ ზღვის თევზი
30გ ხახვი
500 გ წყალი
10 გ მწვანილი
10გ ფქვილი
10 გ კარაქი
50 გ პამიდორი (ან ტომატის პასტა 10 გ)
20 გ ნაღები
პილპილი, მარილი
დაფნის ფოთოლი
მოზადების წესი\
გავასუფთაოთ თევზი (ქორწილა ან ზღვის სხვა თევზი), მოვაცილოთ თავი, კანი, ხერხემალი და დავჭრათ ნაჭრებად. თავი, კანი და ძვლები ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავამატოთ ხახვი, მწვანილი, პილპილი (მარცვალი), დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში. მიღებული ბულიონი გადავწუროთ, ჩავამატოთ თევზის ნაჭრები და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე მოხარშვამდე. ცალკე ტაფაზე კარაქში მოვშუშოთ ფქვილი, შევურიოთ ცოტა ბულიონის წვენი და ჩავასხათ ბულიონში. შემდეგ დავამატოთ პამიდორი ან ტომატის პასტა, დანაყილი ნიორი, ნაღები, პილპილი, მარილი და წვნიანი წამოვადუღოთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ გავაჩეროთ თავდახურულ ქვაბში 5-10 წუთის განმავლობაში.


შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - პარასკევი, 29.04.2011, 18:40:05
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:41:20 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზი სოკოთი

მასალა:
1 კილოგრამი თევზი
1/2 ჩაის ჭიქა ზეთი
2 ცალი ხახვი
1/2 კილოგრამი სოკო
100 გრამი მწვანილი
3 ცალი სტაფილო
3 სუფრის კოვზი ღვინო
1 ცალი ლიმონი
მომზადების წესი
ნედლი თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილწყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ ქამა სოკო, წვრილად დაჭრილი ოხრახუშის და ნიახურის ძირები, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო.

მეორე ქვაბში ჩააჭყეთ მოხარშული, დაჭრილი თევზი და ზედ ზეთი დაასხით. როცა მოიშუშება, ცოტა თეთრი ღვინო დაასხით. წამოდუღებისას გადმოდგით.

თევზი დიდ თეფშზე გადმოიღეთ, ზედ მოხრაკული ხახვი და სოკო მოაყარეთ. გვერდებზე და ზემოდან შემოუწყვეთ ლიმონის ტხელი ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. მიირთვით გემრიელად.

 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 18:45:52 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემწვარი ბატი სატენით

მასალა:
1 ცალი საშუალო ზომის ბატი
2 ჩაის ჭიქა სოკო წიწიბურის ბურღული
ყვავილოვანი კომბოსტო ან სხვა რაიმე სატენი
მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი
კარგად გასუფთავებულ და გარეცხილ ბატს მოვაყაროთ მარილი, მუცლის ღრუ ამოვოვუვსოთ ბურღულით, რომელშიაც წინასწარ უნდა ავურიოთ იმავე ბატის მოხრაკული გულ-ღვიძლი. ბურღულის ნაცვლად სატენად შეიძლება გამოვიყენოთ რძეში ან ნაღებში დამბალი თეთრი პურის გული, ერბოში მოშუშული სოკო, კომბოსტო, კარტოფილი, ვაშლის ან კომშის ფაფა. ბატი შევწვათ საკმაოდ ცხელ ჰაერღუმელში. ლანგარზე დავაწყოთ ჯერ სატენი, იგვლივ კი შემწვარი ბატის ნაჭრები და მოვრთოთ მწვანილებით.

 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 19:11:41 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორაგული ბრინჯით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. ორაგულის ფილე, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ძირი მწვანე ხახვი, 0,5 ს/კ 6%–ნი ძმარი, ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი, პილპილი, მარილი.

მომზადების წესი:
კუბებად დაჭრილი თევზი დაამარინადეთ ძმრის, პილპილის, მარილისა და თაფლის ნარევში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და თევზი მარინადიანად სწრაფად შეწვით, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.

გარეცხილი ბრინჯი თავის ტოლ წყალში 12 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, შეანელეთ 0,5 ს/კ ძმრით, თითო მწიკვი მარილით და შაქრით, 1 ს/კ მდუღარე წყლით, 1 ს/კ ზეითუნის ზეთით და სწრაფად ურიეთ. მზა ბრინჯი გადაიტანეთ მზა თეფშზე, თავზე მოაყარეთ შემწვარი ორაგული და დაჭრილი ხახვი.

შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - პარასკევი, 29.04.2011, 19:13:11
 
SNAIPERდრო: პარასკევი, 29.04.2011, 19:23:06 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზის კატლეტი
თევზის ფილე 300 გრ.
მოხარშული კარტოფილი - 2 ცალი,
კვერცხი -1 ცალი,
კარაქი - 2 ჩ.ჭ.
დაფშვნილი ორცხობილა - 2 ს.კ.
ზეთი 1/2 ჩ.ჭ.
პილპილი (გემოვნებით
მარილი (გემოვნებით}
მომზადების წესი
თევზის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში,
შეურიეთ გახეხილი კარტოფილი,
კვერცხი და გამდნარი კარაქი.
დაუმატეთ პილპილი და მარილი,
მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები.
ამოავლეთ დაფშვნილ ორცხობილაში,
დაბრაწეთ ზეთში და შედგით ღუმელში.
კატლეტი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათასთან და არაჟანთან ერთად.
 
toka_monadireდრო: ორშაბათი, 11.07.2011, 01:44:38 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტოლმა ვაზის ფურცლებში
750 გრ ვაზის ფოთოლი (მომზადებული ტოლმისთვის) 1 კგ ბრინჯი მწვანე ქინძი, ოხრახუში, ცერეცო (სასურველია ერთიანობაში 500გრ მდე) სტაფილო 2-3 ცალი ჩხირებად დაჭრილი. 2-3 ცალი კარტოფილი ასევე ჩხირებათ დაჭრილი. 500 გრ პომიდორი( გახეხილი ან მიქსერში გატარებული) 3-4 თავი ხახვი საშუალო ზომის შავი პილპილი, მარილი 1,5 სუფრის კოვზი 2-3 ცალი ლიმონის წვენი ქვაბში ჩავასხათ ზეთი,0,5 ჩ/ჭ ჩავყაროთ ხახვი, და მოვშუშოთ, ჩავასხათ პომიდორი, და დაველოდოთ სანამ არ ჩასქელდება, გადმოვდგათ გაზიდან, ჩავყაროთ ბრინჯი, და მწვანილი, შავი პილპილი და მარილი.ეს უკვე გულსართი მზად არის. ავიღოთ ვაზის ფოთოლი და დავდოთ თეფშზე, დავადოთ შუაგულში არა, თქვენს მხარზე 1 ჩ/კ გულსართი და გადავახვიოთ. ყველა შეხვეული ტოლმა ცალკე დავაწყოთ. ავიღოთ ქვაბი და დაბლა დავუფინოთ მრგვლად დაჭრილი ხახვი. მარაოსებურად დავალაგოთ ტოლმა, ყოველი 4 ტოლმის მერე დავდოთ ხან სტაფილო ხან კარტოფილი. ასე ამოვავსოთ ქვაბი. დავასხათ ზევიდან ზეთი, და წყალი ისე რომ ზუსტად დაიფაროს ტოლმა. მოვაფინოთ დარჩენილი ვაზის ფოთლები, და დავადოთ თეფში. დავდგათ გაზზე, ნორმალურ ცეცხლზე. როცა ადუღდება დავასხათ ლიმონის წვენი და გაზს დავუწიოთ მინიმალურად. თავი მჭიდროდ არ დაახუროთ, რადგან სითხე უნდა ამოშრეს. ამას ადუღებიდან დაახლოებით ერთი საათი დაჭირდება. ავიღოთ დიდი თეფში და ქვაბს ზევიდან დავადოთ და გადმოვაბრუნოთ ისე რომ ფორმა არ დაზიანდეს. 250 გრამ მაწონს შევურიოთ დანაყილი 2-3 კბილი ნიორი, მარილი და 2 ს/კ ზეთი (მშვენიერი საწებელია ტოლმისთვის) მიირთვით ისიამოვნეთ.
http://s58.radikal.ru/i162/1107/36/b6866898ec60.jpg


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
ivane-66დრო: ორშაბათი, 11.07.2011, 02:10:34 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 212
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კალმახი ორაგული შეწვი მოხარჩე კაია კიბატონო მარა კარასზე ხოარიცით რამე ახალი ბლუდა. SNAIPER, მალადეც მახოჯან ჩაგეთვალა. 10 10

vanihka.
 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 23.08.2011, 21:01:43 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მექსიკური თევზის კატლეტი
თვეზის ფილე - 500 გრ
ხახვი - 1 თავი
წიწაკა - 1 ცალი
კვერცხი - 1 ცალი
პური - 2 ნაჭერი
დარიჩინი - 1/4 ჩ/კ
მიხაკი - 1/8 ჩ/კ
ოხრახუში - ნახევარი კონა
ნიორი - 1 კბილი
ხახვი წვრილად დავჭრათ და შევწვათ.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დარიჩინი, მიხაკი.
ვწვავთ 30 წამის განმავლობაში და ვხსნით ცეცხლიდან.
თევზი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად.
პური დავშხვნათ და შევურიოთ ხახვს. თევზსში დავმატოთ კვერცხი, მარილი და წიწაკა. მანდევ ვამატებთ შებრაწულ ხახვს სუნელებით. კარგად ავურიოთ ფარში.
ფარშისგან გავაკეთოთ რგოლები, ამოვავლოთ ორცხობილას ნაფშხვენში და შევბრაწოთ ზეთში.
მივირთვათ პიურესთან ერთად.


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
gurami_j1დრო: ოთხშაბათი, 24.08.2011, 13:03:50 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სულ თევზები რომ წერია ერთი მწყერზე დაწერეთ და კაკაბზე. ისე მწყერი პირდაპირ შემწვარი მირჩევნია ყველას აჯიკა გადასმული და თუ რამე უკეთესი იცით მასწავლე .ჭამის მინისტრი ვარ და მდგრადი განვითარების :D:D
 
alekoდრო: პარასკევი, 10.08.2012, 19:40:44 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე სეზონი მოვიდა და ვინც იცით კარგი რეცეპტები მწყერზე მაგალითად, ან ქედანზე... რომ დაწეროთ ძალიან კარგი იქნება 166 166

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
zura89დრო: პარასკევი, 10.08.2012, 22:29:48 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო არ ვიცი გიჭამიატ თუ არ ვინმეს ქათამივით მოხარშული კაკაბი? ამ ზამთარს ვჭამე და ძალიან მაგრად მომეწონა 166 166 166

ზურა
 
IRAKLIGდრო: ოთხშაბათი, 22.08.2012, 14:09:19 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყკლის(მელოტას) ქათმის კუჭის ხარჩოს არაფერი შეედრება რეცეპტი არ ვიცი! ჩემი სიდედრი მიკეთებს ხოლმე gimili

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
cqდრო: ოთხშაბათი, 26.09.2012, 14:32:37 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 248
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემწვარი მცყერი

დიდ ნაჩრებად დავჩრატ მცყერი

დავაყაროტ 2 სუფის კოვზი მარილი და 5 წუტი გავაცჰეროტ

სჰემდეგ ტამაზე გადაიტანეტ მცყერი და როდესაც ხორცი შეიცვება დავასხატ გემომნებიტ წიტელი ხვინო და ზედ დავაყაროტ წინასწარ მოხრუკული 3 კბილი ნიორი და ნახევარი ხახვი


magaria www.bazieri.ge
 
ladopopkhadze123დრო: კვირა, 25.11.2012, 18:23:48 | შეტყობინება # 26
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იხვის ნიგვზიანი ხარცჰო მასალა ნიგოზი ტომატი სუნელები მწვანილი ოხრახუსჰი და ქინდზი და ერტი იხვი წვრილად დაცჰრილ ოხრახუსჰს სჰეურევ ტომატს და დანაყულ ნიგოზს დაუმატებტ ნიორტან ერტად დანაყილ ახალ ქინდზს ამ მასას კარგად აურევტ დაუმატოტ 2 სუფრის კოვზი დზმარი და საცჰვალოდ გავატხელებტ სიტხე უნდა იყოს იმდენი რომ ხახვსჰი ცჰასჰუსჰული იხვი დაფაროს დაუმატოტ ერტი ფოტოლი დაფნა და ვადუგებტ 15 20 წუტი
 
IRAKLIGდრო: ორშაბათი, 10.06.2013, 13:13:04 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ მე ახლა დავწერ ჩემთვის უსაყვარლესი კერძის რეცეპტს ეს არის:
уха
მოსამზადებლად გვჭირდება:
1)მომცრო ზომის თევზები 500გრამი
2)4/5თავი საშუალო ზომიოს ხახვი
3)სამ-სამი დიდი კონა ქინძი/ოხრახუში/სონა
4)შავი პიმპილი დაუფქვაი 50 მარცვალი
5)ნახევარი ღვინის ჭიქა მარილი
6)5 ცალი კარტოფილი
7)10 კბილი ნიორი
8)3 ფოთოლი დაფმა

მომზადება: ავიღოთ 5 ლიტრიანი ქვაბი ჩავასხათ 3,5 ლ წყალი ჩავყაროთ გათლილი 4 ტოლ ნაჭრად დაჭრილი კარტოფილი დავდათ ღუმელზე 5წუთისშემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი 500 გრაი თევზი ვაცადოთ 5 წუთი შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ერთი თავი ხახვი და მთლიანი 4 თავი ასევე შუაზე გაჭრილი ნიორი შავი პიმპილის მარცვლები დაფნა და მწვანილები თითო სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი მოვაყაროთ მარილი გავაჩეროთ 10/15 წუთი და გემრიელა დ მივირთვათ ( ტყემლის 70% ოჯახის არაყთან ) ჭაჭაც შეიძლება 75% 1a48


”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)

შეტყობინება დაამუშავა IRAKLIG - ორშაბათი, 10.06.2013, 13:14:39
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика