მონადირის ჩანაწერები
| |
иж-к13 | დრო: შაბათი, 05.03.2011, 13:50:45 | შეტყობინება # 1 |
ჯგუფი: წაშლილები
| "ნადირობის კულტურა საქართველოში" სიტყვა "მონადირე" ჩემს ცნობიერებაში ძალიან ადრეულ ბავშობაში შემოვიდა.4-5 წლის ასაკში, როცა "წითელქუდა" მოვისმინე , მონადირე ძლიერ, კეთილ არსებად მივიჩნიე, მან ხომ პატარა გოგო სიკვდილს გადაარჩინა.სწორედ მაშინ გამიჩნდა აურვილი ნადირობა "მესწავლა" და მას დავუფლებოდი. ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემი წარმოდგენა ნადირობის შესახებ ხშირად იცვლებოდა. ვისმენდი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს ნადირობის შესახებ, ზოგი მას მკვლელობასთან და ბოროტმოქმედებასთან აიგივებდა, ხოლო მონადირეს მკვლელთან.ვაგროვებდი ცნობებს ნადირობის შესახებ, ვეცნობოდი მონადირეებს , ვისმენდი მათ აზრებს, ვაკვირდებოდი მათ ქცევებს და ასე საბოლოოდ ჩამომიყალიბდა ჩემი შეხედულება და აზრი ნადირობის შესახებ, რომელსაც ამ თემის სახით წარმოვადგენ. ამ ქვეყნად ყოველივე ღმერთმა შექმნა: დედამიწა,წყალი,ცა,ფრინველები ცხოველები. ამით ამათ ყოველივეს მოვლა და პატრონობა სჭირდებოდა. ამისთვის კი შექმნა პირველი ადამიანები- ადამი და ევა , და უთხრა მათ: "აღორძინდით გამრავლდით, უფლებდით და იხარებდით ყოველივე ამით, რაც თქვენთვის შევქმენი ამ ქვეყნად". სწორედ აქედან მოდის ადამიანის ცხოველმყოფელური ლტოლვა ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების მიმართ. ნადირობა- გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება ადამიანის უძველესი საქმიანობაა. ნადირობა პირველი ხელობა იყო ადამთა მოდგმისა. თავდაპირველად( პალეოლითის ხანა) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. ჯგუფურ ნადირობას ერთმანეთთან შეთანხმება და გონებაგამჭრიახობა სჭირდებოდა , სწორედ ნადირობამ შეუწყო ხელი ადამიანში მეტყველების განვითარებას და მის გონებრივ განვითარებას. დაიხვეწა კოლექტიური ნადირობის ხერხებიც : მსხვილ მტაცებლებს მახეებს უგებდნენ, ცხოველების ჯოგს კლდიდან ჩეხავდნენ. ნადირობის გამოცდილება მეტყველების საშუალებით , თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მეტყველების განვითარებას ტვინის აგებულების გართულება მოჰყვა და ასე იქცა ადამიანი მოაზროვნე , გონიერ არსებად (ჰომოსაპიენსად).http://a.pix.ge/m/zaq4f.jpg ნადირობის უძველესი იარაღი იყო დამუშავებული წვერწამახვილებული ქვა , შემდეგ ადამიანმა დაამზადა ქვის ნაჯახი, ხის კომბალი, ხელშუბი, მოგვიანებით-ოროლი,სატევარი, დანა, ბადე და საჭირო ხელსაწყოები. ნადირობის იარაღების დახვეწა ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას , მის ფიზიკურ მოქნილობას და მოხერხებულობას. ნადირობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ხანა) , რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე მივიდა და ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითის ხანიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს,ცხენს,დამჭერ ფრინველს(ბაზს). სანადირო იარაღი ძალიან ნელა იცვლებოდა. ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის შემდეგ სანადირო თოფი ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს,ხაფანგებს,ძაღლებს, დამჭერ ცხოველებს(მწევარს, სოროს ძაღლებს) და დამჭერ ფრინველებს (ბაზს). ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ 3სახის ნადირობას: 1. სარეწაო( ბეწვის, ხორცის და სხვა პროდუქტის მოპოვების მიზნით) 2. სამეცნიერო( სანადირო ფაუნის და ნადირთა დაავადებების შესწავლის მიზნით) 3. სპორტული ნადირობა, რომელიც ძირითადად არის დღეს გავრცელებული და რომლის მიმდევარიც ვარ მე . ნადირობაში ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურება , მაგალითად რაჭაში მონადირეს ეკრძალებოდა სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა (ერთ ნადირობაზე). ამ წესების დამრღვევ მონადირეს სოფელი მკაცრად სჯიდა. სვანეთსა და ხევსურეთში როცა მონადირე 100 მსხვილ ნადირს მოკლავდა (დათვი,ხარ-ჯიხვი) , თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა. საქართველო უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ნადირობას ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. ძველი ქართველები, როგორხ ჭეშმარიტი მამაკაცები ნადირობია თავგადაკლული მოტრფიალენი იყვნენ.ნადირ-ფრინველით მდიდარი სანადირო სავარგულებით და ამ სავარგულების გონივრული გამოყენების გამო, ნანადირევს საკმაო წილი ეჭირა როგორც წარჩინებულების და მეფეების, ისე უბრალო ხალხის მენიუშიც. ყველასათვის ცნობილია, რომ ნადირობა დიდ ფიზიკურ და ფსიქოემოციურ გამძლეობას მოითხოვს, სწორედ ამიტომაც მას ეკონომიკური, ესთეთიკური და ზნეობრივი დატვირთვის გარდა, ძველ საქართველოში დიდი სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა. ნადირობა მშვიდობიანობის დროს ჯარის წვრთნის, მეომრის გამძლეობის, მოხერხებულობის თუ მოქნილობის გამოვლენის საუკეთესო ხერხად მიიჩნეოდა და ლაშქრობა-ნადირობა ყველა სრულწლოვანი მამაკაცის მოვალეობად ითვლებოდა. ძველმა ქართულმა წერილობითმა ძეგლებმა მრავალი საინტერესო და საყურადღებო ცნობა შემოგვინახა ნადირობის შესახებ. უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლში " შუშანიკი წამება" აღნიშნულია , რომ ვარქენმა მაცენ-ნაგვემი შუშანიკი მიაგდო " და თვით ნადირობად წავიდა". ნაირობის ტრადიციებისა და ნადირის ჩვევებზე დაკვირვების მაჩვენებელია ის ფაქტი , რომ საქართველოში არსებობდა ნადირის შესაკრებელი ადგილები. "სერაპიონ ზარზმელის" ცხოვრებაში აღნიშნულია, რომ "რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათა ბაკთა ეწოდების" . გარდა ამისა აქვეა აღნიშნული , რომ ნადირობა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში იყო დაშვებული და მას " ჟამი ნადირთა" ეწოდებოდა. " გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში" მოთხრობილია, რომ ნადირობდნენ ირემზე, გარეულ თხაზე, თახვზე, სანადირო იარაღად კი ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ-ისარი,რომლის დამზადების წესები დღემდეა შემორჩენილი ქართულ ყოფაში. ძალიან ბევრჯერ არის აღწერილი ნადირობის სცენები შოტა რუსთაველის გენიალურ პოემაში "ვეფხისტყაოსნის" ზნემაღალი გმირები, რომლებმაც უდიდესი სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება იცოდნენ, უბადლო მონადირეები იყვნენ, რუსთაველი ხშირად მათი ვაჟკაცობის და რაინდობის დასადასტურებლად მათი ნადირობის მაღალ ოსტატობას იმოწმებს. ფეოდალურ საქართველოში არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც სამეფო კარზე მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთ უხუცესი ხელმძღვანელობდა. სამეფო ნადირობა განსაკუთრებული ძეიმით და ნადიმით მთავრდებოდა. ნადირობის თემა ხშირად გვხვდება ხალხურ შემოქმედებაშიც ამის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია" ლექსი ვეფხისა და მოყმისა" ნადირობისას დაღუპული შვილით იმდენად ამაყობს დედა, რომ ნადირობას გმირობის ტოლფასად მიიჩნევს და ასეთი სითყვებით ემშვიდობება შვილს "მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, შენ არ ხარ სატირალია, ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია" ნადირობი როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენში საქართველოში ნადირთღვთაებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი-დალი და ნადირთმწყემსი-ოჩოპინტრე. საქართელოს წარსულლის მრავალი ფურცელი მჭიდროდაა დაკავშირებული ნადირობის ეპიზოდებთან ამ ეპიზოდებიდან მრავალმა ზირეულად შეიცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი და მისი შემდგომი განვითარების მიმართულება. ნადირობა მამაკაცის ერთ-ერთი უდიდესი ჟინია,რომლითაც იყვნენ შეპყრობილნი ჩვენი სახელოვანი წინაპრები .სწორედ ამ ჟინის გამოხატულებაა დახოხობზე ნადირობის შედეგია ჩვენი დედცაქალაქის-თბილისის დაარსების ისტორიული ფაქტი. სწორედ ნადირობასუკავშირდება საქართველოს პირველი მეფის-ფარნავაზის გამეფება ქართლში : მცხეთაში ცხოვრება სახიფათო იყო ფარნავაზის ოჯახისათვის ,არ უნდოდა და ეძნელებოდა ირანში წასვლა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა. წასვლის წინაღამეს უცნაური სიზმარი ნახა და დილით ნადირობა მოეგუნება. შეიძლება ეს მის სამშობლოში უკნასკნელი ნადირობა ყოფილიყო და სწორე ნადირობით უნდოდა დამშვიდობებოდა საყვარელ სამშობლოს-ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასს და იქნებ სამუდამოდაც. სანადიროდ დიღმის ველი შეარჩია ფარნავაზმა და ირმების ჯოგს გადააწყდა, რომლებიც თბილისის მხარეს კლდეებისკენ გაცვივდნენ. მთელი დღე სდია მათ, ბოლოს დაეწია ესროლა და "ირემი დაეცა ძირსა კლდესასა,კოკოსპირულად გაწვიმდა და მეფე შევიდაქვაბსა მას და იხილა განძი მიუწვდომელი".ურიცხვი ოქრო და ვერცხლი აკიაფდა მის თვალწინ. სწორედ ამ გიანძით აღჭურა ჯარი და 302 წელს ტრიუმფით შევიდა მცხეთაში. 65 წლი მეფობდა განახორციელა ქართველთა ერთიანობა და შემნა ქართული ანბანი, მცხეთაში ცხოვრობდა ფარნავაზ-კაცი გონიერი და მხედარი შემმართებელი და რა ექნა თუ ნადირობა ძლიერ უყვარა ". და აი, დადგა lV საუკუნე. ახლა მირიანი მართავდა ქვეყანას, ახლა მირიანი ნადირობდა მუხრანის ველზე, ნადირობა - ნადირობით მოვლო მეფემან ყოველი ნანახები მუხრანისა და გაემართა თხოთის მთისკენ, მაშინ მოეხვია ბური და იქმნა ბნელი , მძაფრი და წყვდიადი. ამაოდ ევედრებოდა არამზს და ზადენს, მაგრამსანამ ნინოს ღმერთი არ ახსენა, სინათლე არ გამოჩნდა სწორედ ეს ღვთივკურთხეული ნადირობა გახდა საბაბი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა. ამდენი ისტორიული ფაქტის ნადირობასთან კავშირმა კიდევ უფრო დამაინტერესა. ჩემთვის უდიდესი აღმოჩენა იყო ის, რომ ბუნების მგოსანი და მოტრფიალე ვაჟა-ფშაველა, რომელიც ხმელ წიფელს და ფესვებს ადამიანის ენით ალაპარაკებდა, რომლის "შვლის ნუკრის ნაამბობი" ცრემლების გარეშე არავის წაუკითხავს, ფშავში განთქმული მონადირე ყოფილა , ჰყავდა შევარდენი, რომლითაც წარმატებით ნადირობდა. პირველს, მას შეუყვანია მეძებარი ძაღლი. ამის შემდეგ საბოლოოდ დავასკვენი, რომ ნადირობა მხოლოდ ნადირ-ფრინველის კვლა არაა, არც ლამაზ ბუნებაში აშიშხინებული ირმის მწვადებია . იგი უპირველესად - ღმერთის უდიდეს სასწაულთან- დედაბუნებასთან ზიარებაა. მე უზომოდ მიყვარს ბუნება, ჩავთვალე, რომ მასთან სიახლოვის ერთ-ერთი საშუალება სწორედ ნადირობაა. როგორც ავღნიშნე ბავშობიდან ვოცნებობდი ნადირობაზე და სოფელში ბაბუასთან სტუმრობისას თვალი ყოველთვის იმ კუთხისკენ გამირბოდა , სადაც თოფი ინახებოდა. მაგრამ ვიცოდი , რომ თოფთან მიკარება აკრძალული მქონდა, სანამ " დიდი" არ გავიზრდებოდი. ბაბუა დამპირდა , რომ როცა დრო დადგებოდა აუცილებლად წამიყვანდა სანადიროდ. რადგან დამპირა არ მომატყუებდა მეც მოუთმენლად ველოდი ამ სანადირო დღეს... ჩემი თანატოლები აკეთებდნენ შურდულებს, მშვილდ- ისრებს მაგრამ მე ისინი არ მიზიდავდა არც არასდროს მინადირია ამ იარაღებით. 10 წლის ვიყავი, როცა ბაბუამ ჩვენი სოფლის ტბაზე იხვებზე სანადიროდ წამიყვანა . არასოდეს დამავიწყდება გვიანი შემოდგომის ის ლამაზი დღე და იმ დღევანდელი ჩემი განცდები... გზაში ერთი ქათამი აფრინდა და ბაბუას წარმატებული სროლიტ ის ჩემ ხელში აღმოჩნდა . ტბას ცალი მხრიდან მინდორი ესაზღვრებოდა მეორე მხრიდან კი ფიჭვების ტყე (ფიჭვნარი ) სწორედ ფიჭვების მხრიდან ,ფრთხილად გადავიხეთ ტბაზე ორი პატარა იხვი "ჩირიოკი" ცურავდა აი მასშინ კი მომაწოდა ბაბუამ თოფი და მიტხრა ესროლეო .კარგად მახსოვს ვერტიკალურ ლულებიანი 20 კალიბრიანი თოფი იყო , გული საგულედან ამომივარდა რაგაცნაირი განცდა დამეუფლა , მძიმეთ ვსუნთქავდი თითქოს თოფის სროლა აღარ მინდოდა მაგრამ უარს ვეღარ ვიტყოდი. ფიშვნარში ნეშომპალა იყო ამიტომ ფეხი მიცურდა ჩემ წინ ფიჭვს ტოტი ქონდა გამოშვერილი , იმ ტოტზე ჩამოვდე თოფი . იმ მომენტში მინდოდა იხვები გაფრენილიყვნენ რადგან სროლის მეშინოდა .ხველა დავიწყე ვიფიქრე იხვები გაფრინდებიანთქო ბაბუა ამას მიხვდა და ტუ გეშინია მე ვესვრიო ამან ცოტა არ იყოს შემაგულიანა და გამაბრაზა , თავმოყვარეობამ დამძლია თოფი მოცრავე იხვს დავუმიზნე , თვალთ დამიბნელდა სასხლეტს ხელი გამოუსვი და თოფმა იქუხა ცოტა წავიბარბაცე მაგრამ დავრწმუნდი რო საშიში არაფერი იყო მოვარტყი თუ არა სუ დამავიწყდა. ბაბუამ შემაქო და ტბისკენ გავეშურეთ , ტბაზე ჩემი პირველი ნანადირევი ფეხებს იქნევდა და ტივტივებდა იმ მომენტში ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა სწორედ ამ დღიდან მოვიწამლე ნადირობით და დღეს ნადირობის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, რომ ნადირობა დამეწყო. მესამე დღეს ჩვენს ეზოი კაკლის ხის წვეროზე შომომჯდარი ქორი ჩამოვაგდე, რომელმაც უამრავი წიწილა და ქათამი შეიწირა ,ამ დროს ძალიან ამაყი ვიყავი (დღეს ამ საქციელს ვნანობ )http://b.pix.ge/w/b71lt.jpg ასე დაიწყო ჩემი ნადირობა ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ წარუმატებელი. ვკითხულობდი ლიტერატურას, სოფელში ვესაუბრებოდი გამოცდილ მონადირეებს. შემდეგ ვებგვერდი www.bazieri.ge -ს საშუალებით მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვე ნადირობის შესახებ. მრავალი გამოცდილი მონადირე და მრავალი ნადირობით დაინტერესებული ჩემი თანატოლი გავიცანი.გავეცანი ნადირობის დაწერილ და დაუწერელ კანონებს. ნადირობის დროს უმთავრესი ეთიკური და მორალური ნორმების დაცვაა, რომელიც ადამიანის მაღალ ზნეობასთან და კულტურასთან უნდა იყოს შეხამებული . მე ახლა ვსწავლობ ნადირობას . ავიყვანე ძაღლი ინგლისური სეტერი 2 კვირის "მრდი" რომელიც უკვე წარმატებული მონადირეა. ნადირობაში გატარებული ყოველი დღე ჩემი ცხოვრების საინტერესო ფურცელია . დღეს თამამად შემიძლია ვთქვა ,რომ ბავშობაში ჩემს ცნობიერებაში ჩანერგილი აზრი"კეთილი მონადირის" შესახებ არ შეცვლილა. ნადირობა არის ნამდვილი რაინდული სულის ადამიანის უმშვენიერესი პროფესია,ხოლი მოკვლის სურვილის დაკმაყოფილებას ნადირობა კია არა, ბრაკონიერობა ჰქვია. დღეს საქარტველოში ძირითადად სპორტულ ნადირობას მისდევენ.ბედნიერი ვარ, რომ ურტიერტობა მაქვს ნამდვილი მონადირეებთან. ვაჟკაცური და რაინდული სულის ადამიანებთან.მე თვითონ გავხდი მომსწერე იმისა,თუ როგორ გამოვარდა ტყიდან ულამაზესი შველი და არცერთ მონადირეს თოფი მაღლა არ აუწევია. მე ვამაყობ მათთან მეგობრობით. ყოველ ნადირობაში რაღაც სიახლეა, ღაღაც მოულოდნელობაა. ნამდვილი მონადირე არის თავისი ვეყნის და ერის ერთგული საიმედო მეგობარი, საუკეთესო მეოჯახე.მე არ მინახავს მონადირე ბოროტი და ღვარძლიანი, მოღალატე,კაცთმოძულე და კაცისმკვლელი. ნადირობა არის მამაკაცის უძველესი პროფესია. ინსტიქტი, რომელიც არ გვასვენებს, რომელიც გვიხმობს სიცივეში, წვიმასა და ქარში, ყინვასა და თოვლში, რომელიც გვიდუღებს სისხლს ძარღვებში. "ნადირობა არანაკლები დონის აკადემიაა, ვიდრე ქართული სუფრა"."ნადირობა დიდი ფილოსოფიაა". ნადირობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვთვლი , რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი საინტერესო. დღევანდელი დაძაბული ცხოვრების პირობებში ნადირობა ყველაზე კარგი წამალია გონებრივი , ფსიქოლოგიური დაღლილობისგან და სტრესებისაგან განსათავისუფლებლად. მე ვისურვებდი ყველა ჩემი თანატოლი ეზიაროს ამ ვაჟკაცურ პროფესიას, მათი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი, ლამაზი და საინტერესო გახდება. ისინი დაუახლოვდებიან დედაბუნებას, შეიგრძნობენ მის ხიბლს, გაიგონებენ ჩიტების გალობას მათი სული ამაღლდება. გალამაზდება დღეს ხომ ჩვენ ქვეყანას სწორედ ასეთი-სულით და ხორცით ჯანსაღი ახალგაზრდობა სჭირდება. თემა დაამუშავა : ირაკლი ჩხაიძემ !
შეტყობინება დაამუშავა иж-к13 - შაბათი, 05.03.2011, 13:59:13 |
|
| | |
-BERG- | დრო: შაბათი, 05.03.2011, 14:10:19 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ყოჩაღ ირაკლი კაი ბიჭი ხარ ნეტა ყველა შენი ასაკის ახალგაზრდა მასე ფიქრობდეს.
|
|
| |
иж-к13 | დრო: შაბათი, 05.03.2011, 14:14:14 | შეტყობინება # 4 |
ჯგუფი: წაშლილები
| -BERG- დიდი მადლობა :23_30_126: ამ თემის შექმნის ერთერთი მიზეზი სწორედ ეგ არის , რომ რამენაირად ახალგაზრდობა ეზიაროს "ნადირობას " და ქართველების საქმე ძალიან კარგად წავა :) მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას ნაკლებად აინტერესებს ნადირობა :tsrjhrtjhs:
შეტყობინება დაამუშავა иж-к13 - შაბათი, 05.03.2011, 14:15:22 |
|
| |
aragveli | დრო: შაბათი, 05.03.2011, 16:20:27 | შეტყობინება # 5 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგია ბევრ რამეზე დამაფიქრებელი ტექსტია ,მარა არა მგონია ჩვენი (მონადირეებზე )კარგად ვინმემ გაიგოს და ჩაუღრმავდეს. ვინც მოწამლული არ არის და თავის თავზე არ გამოუცდია ნადირობისა და ბუნების სიყვარული, ჩვენს გულის ნადებს ვერასდროს გაიგებს. ჩვენ ხომ ბუნებასთან შესისხლხორცებული ვართ და უიმისოდ მართლაც არ შეგვიძლია სიცოცხლე. გინდა წყლის წყურვილს მოუკვლივარ და გინდა ნადირობის და ბუნებაში ყოფნის წყურვილს. მივხედოთ ერთმანეთს და ჩავეხუტოთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში თორემ ისეთი პირი უჩანს მომავალს , სწორეთ ის ადამიანები ,ყავასა და პარკეტზე გაზრდილი ,სახლის ზღურბლს იქით რომ არ გადაუბიჯებიათ და ბუნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, გამოგვაცხადებენ ბუნების მტრებად და დაგვჩაგრავენ, .გენაცვალეთ ყველა იმ ადამიანს დღის ბოლოს ნადირობის დამთავრებისას, სახლში რომ ხელცარიელი ბრუნდებით და მაინც ბედნიერი ხართ, .
|
|
| |
ვულფ | დრო: შაბათი, 05.03.2011, 22:41:53 | შეტყობინება # 6 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| შენ შემოგევლე უმცროსო ძმაო და მონადირევ ასეთ რამეს რაც შენ გადმოეცი მაგ ჩანაწერით. მხოლოდ მონადირე თუ გაიგებს
შეტყობინება დაამუშავა ვულფ - შაბათი, 05.03.2011, 22:45:52 |
|
| |
toka_monadire | დრო: შაბათი, 05.03.2011, 23:07:00 | შეტყობინება # 7 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე რო მივიდივარ სანადიროდ ერთი სული მაქ როდის მივალთ გადმოვალ მანქანიდან თოფს უცბად ავაწყობ, ძაღლს ბაგაჟნიკიდან გადმოვუშვებ...ეს ახლა და მერე ნადირობის დროს რომ აფრინდება და ვესროლი ძალიან დიდი რაოდნობით ადრენალინს გამოვყოფ....მაგარია რა ნადირობა არაპელი ვერაფელი ვერ შეედრება ამ დიდი სიამოვნებას
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| | |
SHAKO | დრო: კვირა, 06.03.2011, 16:11:46 | შეტყობინება # 9 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 245
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, გაიხარე ძმაო მაგარი კაცი ხარ. შენი ლამაზი გადმოცემით ყველა მონადირეში კიდევ უფრო გააღვიძე ნადირობისა და ბუნების მიმართ სიყვარული.
|
|
| |
nugomonadire | დრო: კვირა, 06.03.2011, 18:57:17 | შეტყობინება # 10 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, შენ გაიხარე შვილო, სწორად და პერსპექტიულად აზროვნებ. ახალგაზრდა კაცი რომელიც ასე აფასებ ბუნებას და ადამიანის უძველეს პროფესიას ნადირობას, ამისათვის აუცილებლად დაჯილდოვდები ღვთისაგან__კეთილშობილებისა და ხელმარჯვე მონადირის ნიჭიერებით. ჭეშმარიტ მონადირეს უნდა გყავდეს კარგად გაწვრთნილი და სუფთა სისხლის(საბუთიანი) მეძებარი ძაღლი. ხშირად უნდა მიიღო მონაწილეობები მონადირე ძაღლების საგამოფენო წარმოდგენებზე. სადაც გაიცნობ უამრავ ცნობილ მონადირეს და ძაღლების გაწვრთნის კარგ სპეციალისტებს. შეიძენ მეგობრებს, ვისთან ერთადაც უნდა დაგეგმო ხოლმე მომავალში ერთობლივი საინტერესო ნადირობები და ექსპედიციები. ბაზიერი ჯი__ეს ის საიტია სადაც მადლობა ღმერთს არის საშვალება შენისთანა ახალგაზრდებს გვერდით დაუდგეთ და გაუზიაროდ ჩვენ-ჩვენი გამოცდილებები, ვიყოთ მაგალითი მომავალი თაობებისთვის. მე თვითონ გავიზარდე პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ინტელიგენტი მონადირეების გარემოცვაში. ძველი თაობის მონადირეებისთვის სადაც მე ვიზრდებოდი საერთოდ მიუღებელი იყო ყოველგვარი ბრაკონიერული მოვლენა__ფარით ნადირობა, ნადირობის ვადების დარღვევა, დენით თევზაობა და თქვენ წარმოიდგინეთ უპასპორტო ძაღლით ნადირობაც კი არასწორად ითვლებოდა. შენ შვილო კარგად დაიწყე როგორც მე ვხედავ და დარწმუნებული ვარ ყველაერს ღვთის წყალობით კეთილად გაართმევ თავს...
’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
|
|
| |
მონადირე | დრო: ორშაბათი, 04.04.2011, 21:46:51 | შეტყობინება # 11 |
ჯგუფი: წაშლილები
| შენ გაიხარე ირაკლი! შენ რა მაგარი კაცი ყოფილხარ! გამაჟრჟოლა ტანში!
|
|
| |
иж-к13 | დრო: ორშაბათი, 04.04.2011, 22:05:48 | შეტყობინება # 12 |
ჯგუფი: წაშლილები
| დიდი მადლობა სუყველას ეს თემა საერთაშორისო კონფერენციაზე გავგზავნე და ვნახოთ რა პასუხი მოვა :) მაგრამ რაღაც არამგონია ამ თემამ მოწონება დაიმსახუროს რადგან ამას მონადირეზე კარგად ვერავინ მიხვდება , მე რაც მინდოდა ამ თემით გამეკეთებინა ის შევძელი თქვენი მოწონება დავიმსახურე
|
|
| |
zura89 | დრო: ორშაბათი, 04.04.2011, 22:19:18 | შეტყობინება # 13 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მალადეც ბრატ მართლა ძალიან მაგარი კაცი ხარ
ზურა
|
|
| |
иж-к13 | დრო: ხუთშაბათი, 05.05.2011, 19:40:08 | შეტყობინება # 14 |
ჯგუფი: წაშლილები
| როგორც იქნა ამ თემის პაზუხი მოვიდა :) პირველი ხარისხის დიპლომი ავიღე ! სკოლიდან 40 თემა იყო გაგზავნილი და 2მა აიღო პირველი ხარისხი :) იქეთ შაბატშ უნდა დავიხვა ეს თემა საერთაშორისო კონფერენციაზე :)
|
|
| |
ლაშა86 | დრო: ხუთშაბათი, 05.05.2011, 20:00:07 | შეტყობინება # 15 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მალადეც ძამია შენი გუშემატკივარი ვარ, ამდენს აზროვნებდეს შენი ტოლა ბიჭი ძალიან იშვიათია. გმერთმა ხელი მოგიმართოს ცხოვრებაში. კაი კაცი ხარ .
ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 05.05.2011, 21:31:47 | შეტყობინება # 16 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, გილოცავ. მეორე ეტაპზეც გისურვებ წარმატებებს და მერეც. ისე, კარგი იქნება მსგავს რამეს კიდე თუ დადებ. კონფერენციების გარეშეც
|
|
| |
krimanjuli | დრო: ხუთშაბათი, 05.05.2011, 21:36:44 | შეტყობინება # 17 |
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, ვუერთებიი მილოცვებს... გაიხარე და გამრავლდი, ასეთივე წარმატებული ყოფილიყოს შენი ნებისმიერი წამოწყებული კეთილი საქმე
|
|
| |
aleko | დრო: შაბათი, 07.05.2011, 16:25:28 | შეტყობინება # 18 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж -к13 3, გმერთმა გაგიმარჯოს ძმა მაგარია
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
msh77 | დრო: შაბათი, 07.05.2011, 16:40:13 | შეტყობინება # 19 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, ყოჩაღ, მაგარია
|
|
| |
ვულფ | დრო: კვირა, 08.05.2011, 13:37:18 | შეტყობინება # 20 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გისურვებ წარმატებას
|
|
| |
axotnika | დრო: შაბათი, 01.10.2011, 11:01:10 | შეტყობინება # 21 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, კარგია ზამია...... მარტლაც რო ნადირობა შენტვისაც და ჩემტვისაც ყველაპერია.........ტოპი, ზაგლი და ტყე-გრე...........ეს ხო ყველაპერია მონადესტვის
ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
|
|
| |
mamalixarazuli | დრო: სამშაბათი, 31.07.2012, 22:56:37 | შეტყობინება # 22 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, შენ გაგიმარჯოს ძმაო გმერთმა.. კაი კაციხარ
"თოფს უკან,კაცი უნდა!"
|
|
| |
bendeksi | დრო: ოთხშაბათი, 01.08.2012, 00:12:34 | შეტყობინება # 23 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სამწუხაროა ასეთი კაცი წაშლილებში რომ გხვდება... რომ გავიცანი ვლაპარაკობდით, ყველაზე მეტად იმაზე წუხდა, რომ ჯერ 18 წლის არ არის და დღემდე ვერ გადაუფორმებია თოფი...
ნიკა რაზმაძე
|
|
| |
kapparo | დრო: ოთხშაბათი, 01.08.2012, 00:32:34 | შეტყობინება # 24 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ხევსურეთში როცა მონადირე 100 მსხვილ ნადირს მოკლავდა (დათვი,ხარ-ჯიხვი) , თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა. და დღეს დარჩა ვინმე ეგეთი?არა რამე ნახონ და ბოლო ირემს გააპრხობინებენ სულს თვალის დახამხამებაში დამატებულია (31.07.2012, 23:32:34) --------------------------------------------- თოფის გარეშე ვის გინადირიათ თვალით
|
|
| |
ladopopkhadze123 | დრო: კვირა, 25.11.2012, 22:24:27 | შეტყობინება # 25 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| иж-к13, სჰენ რაცჰასჰი რა სოფელი გაქ საგოლ მმაგარი რამე გიწერია სჰენი ანტიბრაკონიერული ტემა მომეწონა
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|