არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს. რას იტყვით??
არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს. რას იტყვით??
ბრძოლას აზრი სულ აქვს თუნდაც განწირული იყოს, მაგრამ მარტო ჩვენ არ ვეყოფით. თუნდაც ყველა ბაზიერელი შევიკრიბოთ. ჩვენი მეზობელი-კოლეგა საიტების და კლუბების დახმარებით და ერთად დგომით უფრო მაშტაბს შევძენთ და სერიოზულ, ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცევით. მოკლედ, ამას "ქუდზე კაცი" უნდა ჩემი აზრით.
ჩვენი მეზობელი-კოლეგა საიტების და კლუბების დახმარებით და ერთად დგომით უფრო მაშტაბს შევძენთ და სერიოზულ, ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცევით. მოკლედ, ამას "ქუდზე კაცი" უნდა ჩემი აზრით.
ქუდზე კაცი გამოვცადე უკვე,მასე ერთობლივად დაწყებული საქმე (ზუსტად ამ თემაზე ) ისე გაჩერდა და გაიყინა ვერც გავიგე რატომ და როგორ.ჩვენ წერილი გავამზადოთ,მეზობლები და კოლეგები ჩავაყენოთ საქმის კურსში,თუ რამე მისაღები დამატება ექნათ დავამატოთ და ...მხოლოდ ჩვენი საკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ამ ეტაპზე მთავარი მხოლოდ ისაა ამ საქმეში ვინ უხემძღვანელებს წერილის მომზადებას,ორგანიზატორობას ვინ გაუწევს.( მე ფიზიკურად დრო არ მყოფნის), ვინ არ დაიზარებს ასეთი (თუ გამოგვივიდა რა თქმა უნდა) ისტორიული (შეიძლება გამებუქა პატარა ) საქმის ხემძღვანელობას,მხოლოდ თუ მოკიდებს მერე უკვე უკანდახევა და დაზარება არ იყოს.
ხოლო შემდეგ წერილის შინაარს რაც შეეხება,მონახაზი გავაკეთოთ რა ინფორმაცია შევა და ყველამ ვიზრუნოთ მის შეგროვებაზე. მე ვფიქრობ აუცილებელია ევროპულ ქვეყნებში რა ხდება იმ ინფორმაციის მოგროვებაც
ამ საქმეში ჟურნალისტიკაში გამოცდილი კაცია კარგი, კარგი იქნებოდა, ცნობილი ბიოლოგებისგან და ამ საქმეში ჩახედული ადამიანებისგან ინტერვიუებიც ამ თემაზე და, რათქმაუნდა, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების მოშველიება(რომ იქ მონიმუმამდე ჰყავთ დაყვანილი მტაცებელთა რიცხოვნება, ზოგან საერთოდ ამოჟლიტეს და უამრავი სანადირო ობიექტი აქვთ)
იდეა რათქმაუნდა კარგია და მისასალმებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგრე ადვილად არავინ დათმობს პოზიციებს, დღეს ეს სფერო პროირიტეტული არ არის და არავის აინტერესებს ჩვენდა სამწუხაროდ. ზოგადათ წარმომიდგენია რა მოხდება ყველაზე კარგ შემთხვევაში, ალბათ გამოიყოფა საქმის "პროფესიონალებისაგან შემდგარი კომისია" რომლებიც დაიწყებენ მუშაობას ამ საკითხზე, დაიწყებენ ,,კვლევების" ჩატარებას, სტატისტიკების შედგენას, ეს პროცესი გაიწელება მინიმუმ წელიწადი და საბოლოოდ გამოიტანენ დასკვნას, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მიერ შემუშავებული განცხადების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება რიგი მიზეზების გამო (მიზეზებს მოიფიქრებენ მაგაში 5-იანი უწერიათ) სამწუხაროდ რეალობა ესეთი მესახება და ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე. თუმცა ნატქვამია ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადოთ მითუმეტეს დასაკარგი არაფერია. მტაცებლებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ენოტი და ენოტისებრი ძაღლი მთლიანად ამოსაღებია როგორც ხელოვნურად შემოყვანილი სახეობა და მავნებელი, მაგან შეუწყო ხელი ხოხბის გაჩანაგებას. ასევე ამოსაღებია ე.წ ალპური იგივე წითელი მგელი, მინიმუმამდე დასაყვანია რუხი მგლისა და ტურის რაოდენობა, მე დაახლოებით 30-50 ეგზემპლარი მესახება რეალურად. მაგრამ ჯერ უნდა ჩატარდეს რეალური კვლევა და დადგინდეს მათი პოპულაცია, შემდეგ გადაწყდეს თუ რამდენი ეგზემპლარია ამოსაღები და მოხდეს ამოღებული ეგზემპლარების აღრიცხვა. მაგრამ ეს რომ გაკეთდეს სპეციალური სამსახური უნდა შეიქმნას, სამსახურის შექმნას ბიუჯეტის დამტკიცება და კადრების გადამზადება ჭირდება, წლევანდელ ბიუჯეტს თუ გადახედავთ, შედეგის პროგნოზირება არ გაჭირდება... ამასთან ერთად ისიც ვთქვათ, რომ მარტო მტაცებლის ამოღება ბუნებიდან საქმეს არ უშველის. კი, მონადირის მთავარი კონკურენტი მტაცებელია, მაგრამ მტაცებლის ამოღების შემდეგ იგი ბრაკონიერმა არ უნდა ჩაანაცვლოს, თორემ არაფერი გამოვა, იგივე სიტუაცია გვექნება რაც დღეს გვაქვს. სწორედ ბრაკონიერების დამსახურებაა, რომ დღეს მონადირეები კანონგარეშე რჩებიან, შესაბამის უწყებასთან ერთად ჩვენც უნდა ვებრძოლოთ ბრაკონიერებს, რომ მათი წყალობით ისევ უკან არ დავბრუნდეთ, მაგრამ შესაბამისი უწყება დღეს არ არსებობს ნუ არსებობს მაგრამ მაგას არსებობა არ ქვია. საერთოდ უმჯობესი იქნება, თუ გარემოს დაცვის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტრს დაექვემდებარება. მტკიცე ხელია მანდ საჭირო და არა ბეთჰოვენა მინისტრი.
მაგის მიღწევა მემგონი შეიძლება, კურდღელი ისეთი ხურუშიანი ცხოველია, რომ მაგას ისევე როგორც ჩინელებს გადაშენება არ ემუქრება. მაინც ყველა ნადირობს და ბარემ კანონიერი გახდეს ნადირობა.
მთავრობა დათმობს არ დათმობს ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ მაინც და უნდა შევაგნებინოთ ადამიანები არიან იქაც რობოტები ხომ არა ბოლო ბოლო, ისევ იმ ტურისტულ აქციას წაადგება უპირველესად ისევ, რასაც ასე აპიარებს მტელ მსოფლიოში. მე ორივე ხელით გეთანხმებით
ძმებო მოდიტ ერტი დღე დავტქვათ და შევიკრიბოდ და ერტად გადავწყვიტოდ მგონი აჯობებდა რომ ავდგედ სუყველა და პიპდაპირ მივიდედ ტელევიზიაში და აუხსნად ბუნების და ნადირის გასაწირი ამას ხალხი რომ მოისმენს მოსახლეობაც გვერდში დაგვიდგება და ამიტ გავიმარჯვებთ მე მზად ვარ 898-27-67-67
ამ ეტაპზე არავითარი შეკრება არ გვინდა,ამ ეტაპზე მოსამზადებელია მასალები უცხოეთში რა ხდება (ოფიციალური წყაროები) საქართველოში რა ხდება (კარგი იქნება პირადი კონტაქტებით სპაციალისტებს ინტერვიუს ვარიანტში თუ დავასაბუთებინებთ) .დასაწყისისთვის,( სანამ ამ საქმის ორგანიზატორობისთვის ერთ ადამიანს დავასაქმებთ), შეიძლება კონკრეტულად გაარკვიოს ვინმემ ევროპის და ამერიკის სახელმიფოებში რა ხდება მგლის,ტურის,ენოტის და ენოტისებრი ძაღლის,მელიის რაოდენობის რეგულირებაზე და მათთან ბრძოლის საშუალებებზე (სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით).აგრეთვე კურდღლის მოპოვებაზე.ამ საქმეს უცხო ენის მცოდნეები უნდა და თუ არ დაგვამადლიან და საერთო საქმისთვის თუნდაც ერთმა ადამიანმა ერთი სახელმწიფოს სიტუაცია გაიგოს და გაგვაცნოს (წყაროების მითითებით) ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.ასევ ქართული მასალის მოძიებაც შეიძლება.ასე რომ თუ გაქვთ სურვილი რომ რაღაც რეალური ნაბიჯი გადავდგათ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ. ჭოლას ეს საქმე პირადი ინიციატივით და ამ საქმისადმი სიყვარულით დაუწყია ახლა ამ საქმეს გაგრძელება უნდა და სახელმწიფო რომ დაინახავს ამ საქმის უკან განათლებული,ინფორმაციულად შეიარაღებული,ქართული ფლორა და ფაუნის მოსიყვარულე ძალიან ბევრი ადამიანი (თუ ამომრჩეველი) დგას შეიძლება მიზანსაც მივაღწიოთ.
ადმინისტრატორი, ვცადოთ ეს ამბავი, იმედია რამეს მივაღწევთ. თუარადა ისედაც ვკლავ ტურას და ბალესტიკას მაინც ვერ აიღებენ ჩემი ძველი თოფიდან ვესვრი და იქვე დავაგდებ მყრალ ტურას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამდეც შეილება წერილის მიცერა და ვინმემ რომ იცოდეს ელფოსტა,წერილი გავამზადოტ და ჩემი ელფოსტით გაუშვატ, რაცარი არი
გამარჯობათ მე პირადად წავაწყდი მაგ პრობლემებს მტაცებელი რას უშვება ნადირს თუ ფრინველს. სანამ ერთი გვერდით მდგომი მაინც არ ეყოლება ვინც იცის რა ხდება ბუნებაში მინისტრი ვინც არ უნდა იყოს ამ პრობლემას არ ეშველება და იქნებ ჩვენმა ერთობლივმა მაინც გამოიღოს შედეგი ცდას ნუ დავაკლებთ და ვნახოთ-ვნახოთ............... მე თქვენს გვერდით მიგულეთ და მტაცებლებს მაინც არ დავამადლი ტყვიას ბოლო პატრონაც რომ მქონდეს
ძალიან კარგი, გადათარგმნაც აუცილებელი იქნება ამ საქმისთვის.ისე კარგია საერო საქმისტვის თუ ვინმეს რაიმეს შემოთავაზება შეუძლია რომ შემოგვთავაზოს ან შესრულებული სამუშაო დადოს
პედიატრი, მეგობარო გეთანხმები იმაში რომ ამ მავნებლებს ყველა მონადირე ესვრის და იქვე ტოვებს,რასაც გამოხშირვა ქვია მაგრამ დამერწმუნე ეგ არ არის საკმარისი...ან ჩვენ ვერ ვაწყობთ საქვეყნო გამოხშირვას მგლის და ტურის, ჩვენ რომ მასიურად მოვინდომოთ კანონმდებლობა არ გვიწყობს ხელს, და დასჯადია...
რაც შეეხება ჩვენ რაღაცას თითო ტურას და მგელს რაღაცას ვუზამთ ეს ზღვაში წვეთია..
საქართველოში 10 000 მგელია 3/4 ჯერ მეტი ტურა (ეს თერმული გადაღებით დაფიქსირდა,თვითფრინავიდან)
არ მოგვცემენ მგონია, რადგანაც ნაკრძალებშიც უნდა გამოვხშიროთ და იქ კი არ შეგვიშვებენ, ხელი წაგიცდებათო(რაც სავსებით შესაძლებელია ბევრი მონადირისგან). აქ შეიძლება ერთობლივ გასვლა, მორეკვით ნადირობაზე შევუთანხმდეთ გდი-ს ხალხს... მთავარი მაინც ისაა, რომ ჯარიმები მაინც მოიხსნას ტურა, მელა, მგელი, გარეული კატა, ენოტისებრი ძაღლის მოკვლაზე, რომელზეცაა ამათგან
არ მოგვცემენ მგონია, რადგანაც ნაკრძალებშიც უნდა გამოვხშიროთ და იქ კი არ შეგვიშვებენ, ხელი წაგიცდებათო(რაც სავსებით შესაძლებელია ბევრი მონადირისგან). აქ შეიძლება ერთობლივ გასვლა, მორეკვით ნადირობაზე შევუთანხმდეთ გდი-ს ხალხს... მთავარი მაინც ისაა, რომ ჯარიმები მაინც მოიხსნას ტურა, მელა, მგელი, გარეული კატა, ენოტისებრი ძაღლის მოკვლაზე, რომელზეცაა ამათგან
გამარჯობა! პედიატრი მთავარი მანდამდე მისვლაა თორე ნაკრძალებშიც შიეძლება, მოამაგრონ ჯგუფს რამოდენიმე კაცი როგორც მაკონტროლებელი, და ჯგუფშიც ისეთი მონადირეები იქნებიან ხელი რომ არავის წაუცდება, ეს უკვე ყველას ეცოდინება რომ რა მიზანს ემსახურება და აქ ღალატი არ შეიძლება.
ისე მაგარი პოლიტიკა აქვთ. გდი ანუ გარემოს დაცვის ინსპექციაო და ყველაფერს ვიცავთო გონიათ. იცავენ ხო კარგი, გასაგებია მაგრამ გარემოს დაცვით შინაურობას რო ვნებენ მაგას კი არ ფიქრობენ. მგელი და ტურაც შედის გარემოშიო და ისე გაამრავლეს რო მოსანადირებლის ნაკლებობის გამო სულ განაგლდნენ და აუცილებელი თემაა ეს წერილის შესახებ და გასაკეთებელია. ის კი არა უნდა ავალებდნენ კიდეც. მაგალითად ივრის ჭალებში კატა მოვკალით იანვარში და თათარმა მწყემსმა იმდენი გვეხვეწა მომეცითო რო ხათრი ვერ გაუტეხეთ და მივეცით და რო ვკითხეთ რად გინდაო ეს კატა (აქ ფოტოალბომშიც მაქვს დადებული. დიდი იყო) გეგმა მაქვს, წელიწადში 5 ცალი უნდა ჩავაბარო გამგეობაშიო და ვერ გავიგე იმათ თუ ავალებენ ჩვენ რატომ გვიკძალავენ. მოკლედ შესადგენია ეს წერილი
აზრი არ აქვს მხოლოდ ნაკრძალებში რეიდის მოწყობას.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმდენი მტაცებელია,როგორც კი ტერიტორია გამონთავისუფლდება,ეგრევე სხვა შედის.
მე როგორც ვატყობ საერთო საქმისთვის შეწუხება ერთეული გამონაკლისების გარდა არავის სურს.კი ბატონო,როგორც უმრავლესობას სურს ისე იყოს.მეც ჩემი საკეთებელი მეყოფა.
არ წერს ქარტულად.ტანახმა ვარ და ტქვენტან მიგულეტ მაგრამ ბიცჰებო ეს საქმე ინტერნეტსჰი მარტო პორუმზე წერიტ არ გამოვა.მე მგონი საცჰიროა ამისტვის სჰეკრება და ასე ერტად გააზრება ყველაპრის
ადმინისტრატორი, მესმის თქვენი გულისწყრომა . მე ახლახან წავიკითხე ეს ამბავი და მინდა გითხრა ძალიან ჩამაფიქრა ამ ყველაფერმა ..... მე პატარა კაცი ვარ ამ საქმეში. კომპეტენტუტი არ ვარ . მაგრამ აქ გამოთგმული მოსაზრებებიდან თითგმის ყველას ვეთანხმები. ამ საიტის წევრს ...ა 11201ს კარგი მოსაზრებები აქვს ამ თემასთან დაკავშირებით .ეს ადამიანი გვეუბნება ...... ჩვენ მონადირეებმა ვისაც შეხება გვაქ ბუნებასთან დავწეროთ კანონმდებლობაში რას ვეთანხმებით რა არ მოგვწონს . რა შეიძლება შეიცვალოს სასიკეთოდ ფლორა -ფაუნისთვის . და ასე შემდეგ . აქ ითქვა რომელი ცხოველი ანადგურებს და ხელს უშლის ამა თ უ იმ ფრინველის (და არამარტო ფრინველის ) პოპულ აციას .მე დიდი სიამოვნებით შეუერთდები ნებისმიერ თქვენ წამოწყებას რომელიც ხელს შეუწყობს საკანონდებლო ბაზის დახვეწას (თუ ეს შესაძლებელი იქნება?????)ბატონო გია თქვენ თუ რაიმე მოსაზრება გაქვთ ( და ვიცი რომ გაქვთ )რომელიც თანხვედრია ამ საიტის მონადირეთა უმრავლესობის მოსაზრებასთან . გთხოვთ დაწეროთ შესაბამისი განცხადება . წერილი . თუ რავიცი რა დავარქვათ . რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ამა თუ იმ ცხოველის რაოდენობის სიმრავლეს რა რაოდენობის ზიანის მოტანა შეუძლია დანარჩენი ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის . ეს დოკუმენტრი რათქმა უნდა უნდა შედგეს კომპეტენტური იურისტების ზედამხედველობით და ჩვენი . მონადირეების მოსაზრებებზე დაყრდნობით ..... და თუ ეს ასე მოხდება მე თქვენს გვერდით მიგულეთ ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობით
გთხოვთ დაწეროთ შესაბამისი განცხადება . წერილი . თუ რავიცი რა დავარქვათ . რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ამა თუ იმ ცხოველის რაოდენობის სიმრავლეს რა რაოდენობის ზიანის მოტანა შეუძლია დანარჩენი ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის . ეს დოკუმენტრი რათქმა უნდა უნდა შედგეს კომპეტენტური იურისტების ზედამხედველობით და ჩვენი . მონადირეების მოსაზრებებზე დაყრდნობით .
წერილი რომელზეც კარგი დასაბუთებულ უარს მოგვწერენ სამინისტროდან იოლი დასაწერია.მე ვთქვი რომ წერილს, რომელსაც დავწერთ და უარს ვერ შემოგვბედავენ ან უაზრო დასაბუთებით გაამაგრებენ უძნელესი დასაწერია და ამას ბევრი კაცის შრომა უნდა.ძალიან ბევრი მასალაა მოსაძიებელი და დასამუშავებელი.იქიდან საჭირო ინფორმაციები მოსაძიებელი.ქართველ სპეციალისტებთან გასაუბრებებით და კიდევ ბევრი რამ. ამ პრობლემების მოგვარება საერთოდ შეცვლის მონადირულ ცხოვრებას საქართველოში,ზოგს ალბათ ესეც არ მოსწონს,ზოგს თავის შეწუხება არ უნდა და ზოგს კიდევ მიზეზს რა დაულევს.მე კიდევ ის ბუ არ ვარ ყვავმა რომ ბახალა მიუგდო,შენ იტირეო
ადმინისტრატორი, გიერთდებით რაჭველი მონადირეები, ადრეც ვწერდი ორი კვიცი შემიჭამეს ორიც მაგრად დაკბინეს, ერთი ძროხაც შემისანსლეს ღორებზე აღარაფერს ვამბობ სათვალავი ამერია, მარტო მონადირეები არ ვართ ამ დღეში სოფლის მეურნეობა უფრო მძიმედ განიცდის ამ სენს მთელი სოფლები უნდა დავიყენოთ გვერდში, VASKA35, მე შემიძლია ვთქვა რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან რომ აადუღეს მთელი საკალმახე მდინარეები რაჭაში მათ სხვა ბრაკონიერებიც მისდევენ უკან ნარჩენებზე აი სადაა ძაღლის თავი დამარხული თევზი თავიდან ყროლდება, თუმცა ყველა პოლიციელზე არვამბობ ამას მყავან მეგობრები რომლებიც ნადირობენ და არ ბრაკონიერობენ
დამატებულია (15.10.2010, 00:45:12) --------------------------------------------- აუცილებლად უნდა გავეცნოთ ჩვენსა და ევროპის თუნდაც გერმანიის კანონმდებლობას მტაცებლებთან დაკავშირებით, და რაც შეეხება სარეწავ ნადირზე სანქციის მოხსნას იქნებ დასაწყისისთვის კურდღელზე მოიხსნას და შემდეგ ნელნელა სხვა ცხოველებზე, ან მთლიანად მოიხსნას ყველაზე მაინც ყველა ნადირობს და მათ შორის გარემოს დამცველები და პოლიციელებიც, ლიცენზიიდან საკმაო თანხა შევა ბიუჯეტში აქ ვიგაც წერდა ვერ ვიხსენებ ამერიკაში იმდენი შემოსავალი შედის ბიუჯეტში სანადირო ბიზნესიდან რომ რუსეთის ბიუჯეტს ბევრი არ უკლიაო, მოკლედ იქნებ არის ჩვენს შორის ვისაც შეუძლია წერილის დაწერა ითავოს რათქმა უნდა მარტო არ იქნება მე ჩამოვალ რაჭიდან სადაც მეტყვით და მხარში დაგიდგებით ძმებო აქ მალე დავიწყებ მგლებთან ომს
გაუმარჯოს მონადირეებო. კაი ხანია აღარ დამიპოსტავს, მაგრამ ყოველთვის თვალს ვადევნებდი აქ მიმდინარე პროცესებს. ეს ძალიან კარგი საქმეა რაც ამ ფორუმში წამოიწყეთ. შემიძლია მგელზე დ ა მელაზე ინფორმაციები გადმოგიგზავნოთ. ეს საკიტხი ადრეც იყო წამოჭრილი . აგერ ჭოლამ კი იცის. ძალაინ მომენატრეთ სუყველა. რაიმეთი თუ შემიძლია დაგეხმაროთ აგერ ვარ. ჩვენ ბუნებას რომ შველა ჭირდება ორი აზრი არ არის. ძალიან გამიხარდება თუ ვცდები მაგრამ , მგონი ჩვენ ვართ ერთადერთი ის ადამიანები რომლებიც ამ თემაზე ვმუშაობთ ასე რომ ყველაფერი გამოგვივა თუ სწორად და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სატკივარს.
დაგამატეთ ყველა , დრო არ ითმენს მოვამზადოთ წერილი და წერილს მე მივიტან სამინისტროში და მინისტრის მიღებაზეც ჩავეწერებით, მთავარია მოვინდომოთ და ჩემი თხოვნა იქნება დღეში 20 წუთი მაინც დავუთმოთ ამ საქმეს...ბოლო ბოლო 20 წუთით ადრე ავდგეთ ან 20 წუთით გვიან დავწვეთ და ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე...ჯერ მარტო ის რათ ღირს რომ მთელი წლის მანძილზე ინადირებ მტაცებლებზე
შეტყობინება დაამუშავა chola - კვირა, 17.10.2010, 17:30:36
ადმინისტრატორი, ადმინ წერილი აუცილებლად უნდა იყოს პატარა და ყოვლის მომცველი, პატარა იცი რატო? დამიჯერე კარგად ვიცი, წერილი რომელიც გვერდნახევარზე მეტია არავინ კითხულობს ყველა იშორებს იმიტომ რომ ეზარებათ წაკითხვა და თან თუ სერიოზულ პასუხს მოითხოვს მისი შინაარსი ხო საერთოდ თავიდან იშორებენ.... ჯობია იყოს პატარა და შიგნით ცოტა კრიტიკა ცოტა მუქარაც და ცოტა პატივისცემაც ჩანდეს
დამატებულია (27.10.2010, 14:52:44) --------------------------------------------- ჩვენს წერილზე დარწმუნებული ვარ უარის წერილს მოგვწერენ და თან მიაწერენ პატივისცემითო.... თუ სერიოზული განხილვა გაიმართება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამერწმუნეთ სისხლს გავუშობთ მაგათ იმდენი ხერხი და საშუალება არსებობს რო გოგა ხაჩიძე თვითონ იტყვის მე მინისტრი კიარა დარაჯიც არ უნდა ვიყოოოო
ხალხო ინტრიგები ჩემზე იყოს, 4 წელი ადვოკატად ვიმუშავე, 5 წელი სასამართლო სისტემაში და ეხლა ისეთ ადგილზე ვარ რო მაგათ სისხლს დავლევ ადვოკატებს დაგახმარებთ იმდენს რო სასამართლო ვერ იტევდეს....
კი ვიცით წერილი რომ პატარა და მუშა უნდა იყოს,მაგრამ ინფორმაცია სრულყოფილად თუ არ გვექნა მოპოვებული,ისეთ ლაზათიან უარს გვტკეცავენ ,მაგატ ნათქვამზე შეიძლება სულ თავები გვაქნევიონ,მართლები ყოფილანო. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
ადმინისტრატორი, გამარჯობა, მე რათი შემიძლია წერილის შედგენაში მოგეშველოთ? ვეცდები სტატისტიკა შევადგინო თავის ფოტო მტკიცებულებით რა ზიანი მოაქვთ მტაცებლებს ბუნებისათვის და სოფლის მეურნეობისათვის
მე მხარს ვუჭერ ამ თემას და სავსებით ვუერთდები ყველას. წინასწარ ვაწერ ხელს თუ საჭიროა... მტაცებელი ცხოველების პოპულაცია უნდა შემცირდეს რიგ რეგიონებში...
ხალხო, არიან ამ საკითხებში კომპეტენტური პიროვნებები, რომლებიც არავის აღარ ახსოვს, რომლებიც თავის დროზე მონაწილეობას იღებდნენ მგლის გამოხშირვაში, მაგალითად, გიგი ხორნაული. დიდი გამოცდილება აქვს ამ საკითხში და წერა ხო ეხერხება და ეხერხება. მემგონი, ურიგო არ იქნება მათთან შეხვედრა!
მონადირე, ბატონო ზურა სანამ მგელზე ნადირობის უფლებას მოვიპოვებდეთ თქვენი მგელი ეგებ მოგვაშოროთ, რა იცი მგელია და არ დაგვერიოს აქ საიტზე და არ დაგვიგლიჯოს მონადირეები.
მეტი უკეთესი შემთხვევა რაღა გვინდა მარტო ნადირს კიარა ცხვარი რადღეში ჩააგდეს ნახავდით საინფორმაციოებში აი მაშინ უნდა აგვეტეხა განაგში და აგვყვებოდა გლეხობაც
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!