01:32:20
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
ტივტივა(სათევზაო)
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 12:19:50 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტივტივას არის თევზის ჩარტყმის ინდიკატორი, ეხმარება მეთევზეს შეამჩნიოს ჩარტყმა. ტივტივის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით სიღმის გასახომად, ჩატარებით თევზაობის დროს ტივტივა გვიჩვენებს სად იმყოფება შვენი სატყუარა, გვიჩვენებს სიღრმეების ცვალებადობას …

ტივტივები არსებობს სხვადასხვა სახის გამომდინარე თევზაობის მეთოდიდან თუ სათევზაო ადგილ მდებარეობიდან. ტივტივები მზადდება სხვადასხვა მასალიდან, კორფიდან, ბატის ბუმბულიდან, პლასტმასიდან, პენოპლასტი და სხვა. ტივტივის აგებულება შედგება სამი ელემენტიდან თავი (ანტენა, სიგნალიზატორი, რომლითაც ვამჩნევთ დარტყმას), კორპუსი (რომელიც ტივტივებს და ბალანსირდება სიმზიმის მეშვეობით) , და ქვედა ნაწილი (რომელიც არეგულირებს ტივტივის ჰორიხონტალურ მდგომარეობას წყლის ზედაპირზე). ტივტივა უნდა იყოს შეფერილი ისე, რომ კარგად ჩანდეს, აგრეთვე ტივტივა უნდა იყოს მგძნობიარე რათა გაუადვილოს მეთევზეს ჩარტყმის დროული აღმოჩენა.

ტივტივები არის ორი სახის მდგრადი და მცოცავი, რომლებიც იყოფა სამ სახეობად ცილინდრისებური , კასრისებური, და წვეთისებური .

ცილინდრისებური ტივტივები გამოიყენება ფრთხილ თევზე თევზაობისას, ზომით პატარა თევზე თევზაობისარ როდესაც გვესაწიროება მგრძნობირე ტივტივა. ქარიან ამინდში და დინებაზ ცილინდრისებური ტივტივები მოუხერხებელია.

კასრის ფორმის ტივტივები (ბურთულის ფორმის) გამოიყენება ჩქარ და სუსტ დინებებზე, საკმაოდ დიდი სიღრმეებზე, ტივტივა კარგად ინარჩუნებსწყლის დედაპირზე ვერტიკალურ მდგმარეობას და კარგად გადმოგვცემს ჩარტყმას.

წვეთისებური ტივტივები არის ყველაზხე უნივერსალური ტივტივები რომლებიც გამოიყენება როგორც ჩქარ დინებებზე ასევე მდორე წყალში, მისი ფორმიდან გამომდინარე ის კარგად ინარჩუნებს წყლის ზედაპირზე ვერტიკალურ მდგომარეობას დინებაშიც და ტალღებშიც.

ფუნქციონალურად ტივტივები იყოფა შემდეგ ძირითად სახეობებად:

1) ზომით პაარა თევზის დასაჭერად, როდესაც ვთევზაობთ დავალ სიღმეზე ნაპირთან ახლოს;

2) როდესავ ვთევზაობთ მდორე მორევებში და წყნარ წყალში, როდესაც ტივტივა უნდა იყოს მაქსიმალურად მგძნობიარე და ქარის შემთხვევაში მინიმალურად უნდა ირხეოდეს. (უნდა ჰქონდეს გრძელი და თხელი კორპუსი)

3) შორს სასროლი ტივტივა როდესაც გვჭირდება 20 ან უფრო მეტ მეტრში ტივტივის გადაგდება.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 08.04.2013, 12:20:11
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 12:20:36 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 9203941.jpg (22.9 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 12:24:07 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტივტივის დატვირთვის თანამედროვე მეთოდები და მათი მნიშვნელობა

პირველ შემთხვევაში უმეტესწილად საქმე გვაქვს გაურკვეველი სიმკვრივისა და მასის მქონე ტყვიისაგან ჩამოსხმულ წვრილ ცილინდრებთან, რომლებსაც ძუაზე ფიქსაციისათვის აქვთ გამჭოლი ნახვრეტი. მათი ერთადერთი დადებითი მხარე არის დაბალი ფასი, რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:

1. ასეთი სიმძიმის დამზადებისას შეუძლებელია ჩამოსხმის მთელ სიგრძეზე ერთი და იგივე სიმკვრივის შენარჩუნება, შესაბამისად, სპორტული ტივტივის აღჭურვისას, თუკი ცილინდრს ერთი და იგივე სიგრძის მქონე ნაჭრებად დაჭრით, მათი წონა არასოდეს არ იქნება ერთნაირი. ეს კი იწვევს იმას, რომ თვითოეული ტივტივის ზუსტად დატვირტვისათვის საკმაო წვალება მოგვიწევს.

2. ჩამოსხმისას ძირითადად გამოიყენება საკმაოდ ბევრი მინარევის მქონე ტყვიის მასალა, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმას, რომ სიმძიმე არის ზედმეტად ხისტი, რაც დაბალი ტესტის, შესაბამისად წვრილი ძუის გამოყენებისას თევზის დაკარგვის შანსს ერთი ორად ზრდის.

3. შეუძლებელია ტივტივიდან ნემსკავამდე სიმძიმის განაწილება, რაც იწვევს იმას, რომ ჩვენი სატყუარა არაბუნებრივად სწრაფად ეშვება ფსკერზე. ერთი შეხედვით ეს დადებით მხარედ შეიძლება მოგვეჩვენოს იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი სამიზნე ობიექტი ამ დროს ფსკერზე იკვებება, მაგრამ თუ თევზის კვების ჰორიზონტი ზედაპირთან ახლოს, ან წყლის შუა ფენაშია? ნათელია, რომ ამ შემთხვევაში სიმძიმის მასის ერთ ადგილში კონცენტრირება თევზს სატყუარაზე რეაგირებისათვის მინიმლურ დროს უტოვებს.

ახლა კი თანამედროვე ვარიანტი, ანუ საფანტის ბურთულები, მათი ერთადერთი მინუსი არის ის, რომ უშუალოდ წყალსატევზე ასეთი სიმძიმის ძუაზე დაფიქსირება მეტ დროს მოითხოვს.

დადებითი მხარეები:

1. თვითოეული ბურთულა დამზადებულია ერთგვაროვანი ტყვიისაგან, რაც მათი წონების იდენტურობას უზრუნველყოფს.
2. ცნობილი ბრენდების ბურთულები დამზადებულია რბილი, მინარევებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი ტყიისაგან ან ვოლფრამისგან, რაც ძუის დაზიანებას გამორიცხავს, ის სიმძიმე, რითაც ამ ეტაპზე ვსარგებლობ დამატებით დაფარულია ტეფლონით, რასაც ძუის დაზიანების საფრთხე საერთოდ მინიმუმამდე ჩამოჰყავს.
3. ასეთ ბურთულებს შეფუთვაზევე აწერიათ წონა და თანამედროვე ტივტივის (რომელსაც ასევე მითითებული აქვს ტვირთამწეობა) დატვირთვა მარტივდება

შენიშვნა: ზოგჯერ ტივტივის ტვირთამწეობის ან ბურთულის წონის აღნიშვნაში გვხვდება მცირე შეცდომები, თუმცა ამ შეცდომების კორექტირება უმარტივესია, თუკი თან გვაქვს 1 გრამამდე მასის მქონე ბურთულების კომპლექტი
4. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ბურთულების გამოყენებით შეგვიძლია ტივტივიდან სატყუარამდე სიმძიმე და შესაბამისად სატყუარას თევზის კვების ჰორიზონტში გატარების/ჩატარების სიჩქარე უმარტივესად ვცვალოთ თევზაობის პირობებიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ტივტივიანი ანკესის აღჭურვის ისეთი დეტალი, როგორიცააა ქვედა სიმძიმე, ანუ ის სიმძიმე, რომელიც განლაგებულია ნემსკავთან ყველაზე ახლოს და რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ როგორც ჩაკვრის სტიმულატორი ასევე ინდიკატორიც.

რა საჭიროა ქვედა სიმძიმე და რატომ ""გავირთულოთ" ცხოვრება?

1. რაც შეეხება ჩაკვრის სტიმულირებას, მოვიყვან მარტივ მაგალითს: თუკი ვთევზაობთ 2 გრ ტვირთამწეობის ტიტვტივით და ძუაზე 2 გრ ტვირთი დაფიქსირებულია ერთ ადგილას, ამ შემთხვევაში ჩაკვრისას თევზს უწევს 2 გრ წინააღმდეგობის დაძლევა, დამერწმუნეთ, თუ თევზი ძალიან მშიერი არ არის ასეთ სატყუარას მაშინვე უარყოფს, ხოლო თუკი ჩვენ იგივე ტვირთი განლაგებული გვაქვს შემდეგი სქემით - 1,8 გრ ტივტივასტან შედარებით ახლო და 0,2 გრ სადავისა და ძირითადი ძუის შეერთების ადგილას, ჩაკვრის რეალიზების შანსი საგრძნობლად მატულობს

2. ინდიკატორად მუშაობის მაგალითიც მარტივია, თუკი თევზი აკეთებს არა ჩაკვრას არამედ "ამოკვრას", (პირადი გამოცდილებიდან: ბაზალეთზე ღამით თეზაობისას ჩაკვრების 100%) ასეთ შემთხვევაში ზუსტად დატვირთული ტივტივის ანტენაზე თევზის აქტიურობა იდეალურად ფიქსირდება, რადგან თევზი ძრავს 0,2 გრ და არა 2 გრამ ტვირთს.

ქვედა სიმძიმის მასა და ფიქსირების წერტილი

მსოფლიო ჩემპიონატების პრაქტიკიდან გამომდინერე რეკომენდირებულია შემდეგი ვარიანტები (მსოფლიო ჩემპიონის იური რადუგინის პრაქტიკიდან):

თუ ვთევზაობთ დამატებითი საკვების გარეშე სატყუარადან ქვედა სიმძიმის დაშორება უნდა იყოს:

თეთრულაზე - 10-12 სმ, ნაფოტაზე -18-22 სმ, მსხვილ თევზზე-20-25სმ

თუ ვთევზაობთ დამატებითი საკვებით:

თეთრულაზე - 10-12 სმ, ნაფოტაზე -20-30 სმ, მსხვილ თევზზე-22-30სმ

შენიშვნა: ჩემი აზრით, ამ მანძილებით ავტორი არაპირდაპირ მიგვითითებს სადავის სიგრძეზეც, რადგან სადავეზე ქვედა სიმძიმის განთავსება არ ხდება, მას ვაფიქსირებთ სადავისა და ძირითადი ძუის შეერთების ადგილას, ძირითად ძუაზე

ქვედა სიმძიმის წონა გამოყენებული სატყუარის ტიპის მიხედვით სხვადასხვააა, რაც უფრო მძიმეა სატყუარა, მით უფრო მსუბუქია ქვედა სიმძიმე და პირიქით, მაქსიმალური წონა 0,5 გრ არ უნდა აღემატებოდეს.

სტატიის ავტორი ნიკა ზურაბიშვილი (NickAdams).

წყარო: fisher.ge
მიმაგრებულია: 0475082.jpg (19.4 Kb) · 9943934.jpg (33.2 Kb) · 3728213.jpg (32.4 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 08.04.2013, 12:27:30
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 12:32:53 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტივტივით თევზაობა,ისევე როგორც ტივტივა რამოდენიმე სახის არსებობს.
1) გატარებით თევზაობა ტივტივით.
2)ეგრე წოდებული (донка поплавок)-ი
3)სრიალა ტივტივა
4)ტივტივით თევზაობა ფიქსირებული სირღმით,ანუ ჩვეულებრივი.

მრავალი მეთოდიდან მე ჩვეულებრივ ამ 4 მეთოდს ვიყენებ.

1)გატარებით თევზაობა ტივტივით.
გატარებით თევზაობის არეალი მდინარეებია,ანუ დინების მქონე წყალი.ანკესის წყალში მოსროლისას ჩვენ დინებას მივატარებთ ტივტივას ჩვენი თევზაობის მონაკვეთზე.უმჯობესია ამისათვის ვიქონიოთ უინერციო კოჭა.ის გვაძლევს საშუალებას თავისუფლად გავაყოლოთ ძუა ტივტივას დინებაზე.
მიუხედავად თავისი სიმარტივისა გატარებით თევზაობა ნაკლებად პერსპეკტიულია სხვა დანარჩენთა შორის.სატყუარა და ტივტივა დინების ჩვეულებრივ რიტმში მიედინება სხვა დანარჩენ მოცურავე ნაგავთან ერთად და არაფრით მადგან არ გამოირჩევა,რის გამოც თევზისათვის ნაკლებათ მომზიდველი ხთება.

2)донка-поплавок.
დონკა-ტივტივა გამოიყენება როგორც დინებაზე,ასევე წყნარ,მდგარ წყალზეც.ის წყლის ზედაპირული სიგნალიზატორის როლს ასრულებს.

ჩვეულებრივი დონკიდან განსხვავებით ის უფრო მგრძნობიარეა თევზის დარტყმისა.ხოლო ჩქარი დინების მქონე მდინარეებიზა თევზაობის ეს მეთოდი გამოუდეგარია ვინაიდან დინემა მცირე წონის სიმძიმეს არ გააჩერებს ჩვენს მიერ სათევზაოდ არჩეულ ადგილზე და დინება მას ნაპირზე მოიყვანს.უშედეგოა ასევე ქარიან ამინდში მისი გამოყენება.ამ დროს სჯობს გადავიდეთ უბრალოდ დონკაზე ან ტივტივაზე.

3)სრიალა ტივტივა.
სრიალა ტივტივა ძირითადათ გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც წყლის სირღმე აღემატება ანკესის სიმაღლეს.ის მას საშუალებას აძლევს ტივტივის ძუაზე თავისუფალი მოძრაობისა.

მისი უარყოფითი მხარე კი ის არის რომ სატყუარა დიდხანს უნდება წყლის ფსკერზე დაშვებას,ამიტომ მისი გამოყენება ჩქარ დინებაზე უვარგისია.ტივტივის ძუაზე მოძრაობას ზღუდავს სტოპორები.ზედა სტოპორი,რომელიც განლაგებულია ტივტივის მაღლა,განსაზღვრავს წყლის სირღმეს,ქვედა სტოპორის ადგილი კი განისაზღვრება ისე,რომ სატყუარა ვერ წვდებოდეს ტივტივას და ამით თავიდან ავიცილოდ მათი გადახლართვა.

4)ტივტივით თევზაობა ფიქსირებული სირღმით,ანუ ჩვეულებრივი.
ტივტივის არჩევისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას თუ რა თევზი გვსურს დავიჭიროთ,არამედ ამინდსაც.
არეალი მდგარი წყალი.
ქარიან ამინდში უმჯობესია ავირჩიოთ ვაგლერის ტიპის ტივტივა,ანუ თავისი ტვირთ-ამწეობის მქონე.

მისი ძირითადი მასსა წყლის ქვეშ თავსთება და ქარი მას ნაკლებად აფერხებს.

ბოჩკოსებური ტივტივა,ასევე ძალიან კარგია ქარიან ამინდში გამოყენებისას.
წყარო:http://club-monadire.ge/index.php?showtopic=659
მიმაგრებულია: 2068816.jpg (22.7 Kb) · 1817485.jpg (8.8 Kb) · 7691078.jpg (39.5 Kb) · 9908999.jpg (6.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 08.04.2013, 12:39:55
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 12:45:15 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 6379487.jpg (47.5 Kb) · 9476599.jpg (43.1 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 12:47:39 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 7300764.jpg (39.2 Kb) · 0845190.jpg (42.0 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:27:19 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: შაბათი, 11.05.2013, 19:59:52 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

რა არის ბომბარდა? (მას სბირულინასაც ეძახიან) ფუნქციუნარულად ეს ტივტივაა, რომელიც სიმძიმის როლს ასრულებს, მაგრამ ეს მისი არასრული დახასიათება იქნება. ბომბარდა გამოიგონეს იტალიელმა მეთევზეებმა მსუბუქი სატყუარების შორ დისტანციაზე სატყორცნელად. მისი საშუალებით შეგვიძლია როგორც მსუბუქი ხელოვნური სატყუარების (ტვისტერი, ტრიალა, Fly Fishing-ის იმიტაციები), აგრეთვე ბუნებრივი სატყუარების (ჭიები, მწერები, ლიფსიტა), მსუბუქი კლასის ანკესით და ტყვიის სიმძიმის გამოყენების გარეშე საკმაოდ შორ 30-50 მ. დისტანციაზე ტყორცნა.


ბომბარდა მზადდება სხვადასხვა კიმკვეთრის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭირვალე პლასტიკისგან. იმისდა მიუხედავად თუ რა სიმკვრივისაა მასალა, განარჩევენ სამ ტიპს: მცურავი (მზადდება წყლის სიმკვრივეზე ნაკლები სიმკვრივის მქონე პლასტიკისგან და ამიტომ ტივტივებს), სუსპენდერი (მზადდება წყლის სიმკრივეზე ოდნავ მეტი სიმკვრივის მქონე პლასტიკისგან და ამიტომ ძალიან ნელა იძირება) და მყვინთავი (მზადდება წყლის სიმკვრივეზე მეტი სიმკვრივის მქონე მასალისგან და ამიტომ იძირება).

მისი კორპუსი მაღალი ჰიდროდინამიური მაჩვენებლით არის დამზადებული და ერთი მხრიდან მას ძუის შემსვლელი მილი აქვს.



ბომბარდას მონტაჟი პრინციპში სტანდარტულია სამივე მოდელისთვის. მას ძირითადად ძუაზე ამაგრებენ, შემდეგ აუცილებლად მძივი, რომელიც კვანძს იცავს, შემდეგ დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი (შეიძლება რამოდენიმეც) და შემდეგ ლიდერი. ლიდერის სიგრძეში კი განსხვავება არის: ცოცხალი სატყუარების (ჭიები, მწერები, ლიფსიტა და სხვა) გამოყენებისას ამონტაჟებენ შედარებით მოკლე ლიდერს 1-1.5 მეტრი; ხელოვნური სატყუარების (ტვისტერი, ტრიალა, ვობლერი, Fly Fishing-ის იმიტაციები) გამოყენებისას კი ლიდერიგრძელდება 2-3 მეტრი; რათქმა უნდა ლიდერის სიგრძე ჯოხის სიგრძეზეც არის დამოკიდებული. როგორც წესი იყენებენ სასპინინგე შტეკერულ ჯოხს 2,7-3 მეტრის სიგრძის და 5-25 გ ტესტით.


ბომბარდას წარმატება ზუსტად იმაშია რომ 5-25 გრამის ტესტიანი ჯოხით ჩვენ შეგვიძლია ერთი თეთრი ჭიათი აღჭურვილი ნემსკავი 30-50 მეტრზე ვრტყოცნოთ. მაგალითად შამაი ზოგჯერ საკმაოდ შორს იღებს ნაპირიდან, თანაც ნელად ძირვად სატყუარას უფრო თამამად ეტანება. იგივე სიტუაცია შეიძლება ქორჭილასთან მიმართებაშიც მოხდეს, აქ უკვე შორ დისტანციაზე მინი ვობლერი ან მიკრო ტვისტერი გამოგვადგება. Fly Fishingis-ის იმიტაციების სასპინინგო ჯოხით ტყორცნაც ბომბარდის გარეშე წარმოუდგენელია


მიმაგრებულია: 0871145.jpg (36.5 Kb) · 4398586.jpg (12.5 Kb) · 2732481.jpg (16.0 Kb) · 0333829.jpg (28.1 Kb) · 4801992.jpg (17.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
avtandilდრო: კვირა, 12.05.2013, 00:32:02 | შეტყობინება # 9
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საღოლ გიო. კარგი თემაა და საინტერესოც დამწყებთათვის. 166 ისე მაგარი მუღამი აქვს ტივტივით თევზაობას სხვებთან შედარებით ნუ ჩემთვის სხვას შეიძლება სხვა მოსწონდე:)

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
omarinnnდრო: კვირა, 12.05.2013, 00:48:17 | შეტყობინება # 10
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი თემაა და საინტერესოც 10 10 10
 
giohunt1982დრო: კვირა, 12.05.2013, 16:03:46 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, თევზაობის ყველა სახეობა მიყვარს, მაგრამ ტივტივათი მაინც სულ სხვა რაა gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика