აქ ვისაუბროთ ბიპერებზე და ელექტრო საყელოებზე. ვიანდან დღეს უმრავლესობას ევროპული სისხლის ძაღლები გვყავს ძალიან პრაქტიკულია ბიპერით ნადირობა. ამ რამოდენიმე ხნის წინ შევიძინე Petrainer -ის ფირმის ელექტრო საყელო და ბიპერი.
აღნიშნული ბიპერი დამიჯდა დაახლოებით 60 დოლარი. ელექტრო საყელო და პულტი მუშაობს იდეალურად. დიდ მანძილზე იჭერს სიგნალს და აქვს ვიბრაციის და ელექტროშოკის 9 რეჟიმი. რაც შეეხება ე.წ "Beeper Collar" -ს ნამდვილად არ გაამართლა მოლოდინები. ხშირია შემთხვევები, როცა ძაღლის მოძრაობისას იწყებს ხმის გამოცემას და საჭირებს კარგ შენჯღრევას. ასევე თუ დააყენებთ ლოკაციის რეჟიმზე (ანუ ძაღლის მოძრაობის დროს ყოველ 10 წამში გამოსცემს სიგნალს, ხოლო ნაბულის შემთხვევაში ინტენსიურ სიგნალზე გადადის) ბატარია დაახლოებით 1 ან 1.5 საათს გაგიძლებთ. ასევე სავარაუდოდ ბიპერი არ არის კარგად იზოლირებული, ვინაიდან წვიმიან ამინდში ხშირად ხდება სენსორის გაჭედვა და გამოსცემს ინტენსიურ სიგნალს. რაც შეეხება ბიპერის სიგნალს აქვს 9 რეჟიმი სხვადასხვა ხმით.
ეს ბოლო ბიპერი გქონიათ ან გაქვთ ვინმეს? როგორია. ყველაზე იაფი ეგ ღირს დღეს ინტერნეტ მაღაზიებში. მე გამოვიწერე ებაიზე ამ შემოდგომით მაგრამ გადამაგდო გამყიდველმა.(თანხა კი დამიბრუნდა მოგვიანებით)
დამატებულია (28.09.2018, 08:21:21) --------------------------------------------- ვიცი რომ სპორტ-დოგი კარგი ბრენდია მაგრამ კონკრეტულად ეს ბიპერი არ ვიცი
კაპიტანი ჯგუფი: ეგერი შეტყობინება: 69 რეპუტაცია: 0 შენიშვნა: 0% ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს https://www.ebay.com/itm....6756908 გამარჯობათ მეგობრებო, ამ ბიპერზე ხომ ვერ მეტყვით რამეს? დამატებულია (28.09.2018, 08:21:21) --------------------------------------------- ვიცი რომ სპორტ-დოგი კარგი ბრენდია მაგრამ კონკრეტულად ეს ბიპერი არ ვიცი
moriak007, არ მაქვს გამოცდილება და ვერ გირჩევ. ჩემთვის რომ ვარჩევდი მაშინ დამამახსოვრდა ეგ ბიპერი. ყველაზე ცუდი შეფასება ჰქონდა. ფასით თუ ვიმსჯელებთ დოგტრა 300 დოლარი ღირს და კარგი იქნება მაგრამ ძალიან ძვირია.
Quote4x4 ()
STORME,
გააჩნია რომელი გჭირდებათ, თუ მხოლოდ ბიპერი ფასის გათვალისწინებით გირჩევდით ALEKO TS-BC02.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!