18:15:21
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
ღორჯო
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 13.12.2018, 10:51:23 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღორჯოები განეკუთვნებიან ფსკერულ თევზებს. მათ მოგრძო, ქერცლით დაფარული სხეული, დიდი თავი, დიდი ახლოს ჩასმული თვალები, ორი ზურგის ფარფლი და მუცლის გაერთიანებული მრგვალი ფარფლი (მიმწოვი) აქვთ. ამ ქვედა ფარფლის (მიმწოვის) საშუალებით ისინი ფსკერზე, ქვებზე, საკმაოდ მოხერხებულად მაგრდებიან. საქართველოს წყლებში ბინადრობენ ათზე მეტი სახეობის ღორჯობი, აქედან შვიდი მტკნარი წყლის ბინადარი ან ნახევრად გამსვლელი ფორმაა.

ქვირითობენ ღორჯოები წყლის 10-12 გრადუსზე გათბობისას. მამრი პატარა ორმოს აკეთებს ფსკერზე ქვის ქვეშ, მდედრი კი ქვირითს ამ ქვაზე აწეპებს. მამრი იცავს ბუდეს ლიფსიტების გამოჩეკვამდე.

წყალსატევის ფარგლებში ღორჯო არ აკეთებს დიდ მიგრაციებს. იგი როგორც წესი პატარა არეალის ფარგლებში ცხოვრობს და მხოლოდ წლის ცივ პერიოდში გადაინაცვლებს უფრო ღრმა ადგილებში.
იკვებებიან ღორჯოები ჭიებით, მწერებით, მოლუსკებით, ლიფსიტებით.

გარეგნულად ღორჯოს სახეობების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ ძნელია. ძირითადი განსხვავება ფარფლებში ფხის რაოდენობით, ფერით, ხალებით და ზოლებით, ქერცლის ზომით და რაოდენობით დგინდება.

ღორჯოების ორ ჯგუფად დაყოფა შეიძლება:
მომლაშოწყლისებურები და ზღვის ღორჯოები.

მომლაშოწყლისებურები არიან რელიქტური სახეობები, რომლებიც ჩვენ რეგიონში იმ დროიდან ცხოვრობენ, როდესაც შავი ზღვა კასპიის ზღვას უერთდებოდა. ეს ღორჯოები მტკნარ წყალშიც ცხოვრობენ და მომლაშოშიც.
ზღვის ღორჯოები ხმელთაშუა ზღვიდან სახლდებიან შავ ზღვაში და მტკნარ წყალს ვერ ეგუებიან.

ცალკე დგას კავკასიის ენდემიკი ღორჯო (კავკასიის მდინარის)--Gobius cephalarges constructor- იგი ბინადრობს მდინარეების ზემო დინებაში, წყაროებში და ღელეებში მთელ საქართველოში. იზრდება 15-20 სანტიმეტრი.

თევზაობენ მასზე მოკლე 0.5-1მ სიგრძის ანკესით, როგორც წესი ტივტივის გარეშე. ღორჯო არ გამოირჩევა სიფრთხილით და ამიტომ შეგიძლიათ ლიდერიც არ იხმაროთ. სიმძიმეს ნემსკავთან მაქსიმალურად ახლოს ამაგრებენ და თევზაობენ ქვების ქვეშ. სატყუარად ყველაზე წარმატებულია წითელი ჭია.

ყველაზე დიდი ღორჯო არის ე.წ მარტის ღორჯო. იგი იზრდება 50სმ და 1.5 კგ. ეს თევზი საკმაოდ აქტიური მტაცებელია და მას სპინინგითაც იჭერენ (ჯიგით და მიკრო-ჯიგით).

ბინადრობს მარტის ღორჯო დასავლეთ საქართველოს დიდი მდინარეების ქვედა დინებაში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ალაზანის, მტკვარის ქვემო დინებაში და ჯანდარის ტბაში. გვხვდებიან შავი ეკზენპლიარებიც.

ზომით ოდნავ ჩამოუვარდება მას ღორჯო (დიდპირა)--Perccottus glehni Dyb. სინამდვილეში ეს თევზი ღორჯო არ არის, იგი სხვა ოჯახს განეკუთვნება -Eleotirdae- .

დიდპირა ღორჯო სტუმარია ჩვენ წყლებში, იგი მდინარე ამურის მკვიდრია და სავარაუდოდ საქართველოში აკვარიუმისტებმა ჩამოიყვანეს. დღეს დღეობით იგი ლოკალურად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტბორში (საპატრიარქოს ტბებში მაგალითად). რუსეთში, უკრაინაში და ბელორუსში კი იგი ნამდვილ სტიქიურ უბედურებად იქცა და ბევრ წყალსატევში სულ გაანადგურა სხვა თევზი.
თევზაობენ მასზე ტივტივათი, ფსკერულით, სპინინგით. იზრდება დიდპირა 20-30 სანტიმეტრი და 1 კილო.

ბინადრობენ საქართველოში აგრეტვე :

ღოჯო (მექვიშია)--Neogobius fluviatilis დასავლეთში ძირითადად.



ღორჯო (შავპირა)--Neogobius melanostomus ყველაზე ფართოდ გავრცელებული მთელს საქართველოში.



ღორჯო (თავდიდა)--Gobius kassleri დასავლეთში ძირითადად.

ღორჯო იოლად დასაჭერი თევზია. იგი ბინადრიბს მთელს საქართველოს მაშტაბით და ბევრი მეთევზე მას ძალიან არასერიოზულად აღიქვამს. მიუხედავად ამისა კულინარული თვალსაზრისით იგი უგემრიელესია შემწვარი და მისგან ძალიან მსუყე უხა მზადდება!
სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)





მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика