01:46:08
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ტაქსა
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 01.11.2017, 05:14:53 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს








ტაქ­სა გა­მო­იყ­ვა­ნეს სო­როს ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­ზე სა­ნა­დი­როდ. მას მოკ­ლე ფე­ხე­ბით უნ­და გა­ეთხ­ა­რა სო­რო და მი­სი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლი გა­მო­ე­დევ­ნა. უფ­რო მომ­ცრო ტაქ­სა კურ­დღელ­სა და ყარ­ყუმ­ზე სა­ნა­დი­როდ გა­მო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბობს ამ მა­მა­ცი და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ძაღ­ლის ორი სა­ხეს­ხვა­ო­ბა:სტან­დარ­ტუ­ლი და მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი და ორი­ვეს თა­ვის ზო­მას­თან შე­და­რე­ბით ხმა­მა­ღა­ლი ყე­ფა შე­უძ­ლი­ა, რი­თაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად აფ­რთხობს და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რებს. ცქვი­ტი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ტაქ­სა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რია და თუ­კი სა­თა­ნა­დოდ გაწ­ვრთნით, საკ­მა­ოდ მორ­ჩი­ლი ძაღ­ლი დად­გე­ბა.

წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ცნობისმოყვარე, ხალისიანი
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ზომიერი
მოდარაჯე -კარგი

ხვადი
15-20 სმ

ძუ
15-20 სმ

წონა: ხვადი 8-12 კგ, ძუ 4-9 კგ,

გრძელ­ბეწ­ვი­ან ტაქ­სას აქვს რბი­ლი, ფე­ნი­ლი, სწო­რი ბეწ­ვი; ჯაგ­რი­სით რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ცხნა მის ბეწვს ელ­ვა­რე­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს.

კუ­დი
გრძე­ლი და წვრილი.

თათები
მჭიდ­რო და კომ­პაქ­ტუ­რი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი, უხე­ში, სქე­ლი ბა­ლი­შე­ბითა და მოკ­ლე ბრჭყა­ლე­ბით.

ტა­ნი
და­ბა­ლი, დაშ­ვე­ბუ­ლი, გა­წე­ლი­ლი, და­კუნ­თუ­ლი, გრძე­ლი კის­რი­თა და მკვრი­ვი გულ­მკერ­დით.

ბეწ­ვი
სა­მი ტი­პის: მოკლე, გრძელი და უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი. შეფერილობა: ერთგვარი, ორფერი, ვეფხვა, ლაქებიანი.

ფე­ხე­ბი
ძლი­ე­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წი­ნა კი­დუ­რე­ბით მარჯვედ თხრიან მიწას.

თვა­ლე­ბი
საშუ­ა­ლო ზო­მის, ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და ძალ­ზე მუ­ქი.

სა­ხე
ცხვი­რის წვე­რის­კენ თან­და­თან და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნუ­რი გა­მომეტყველებით.

ცხვი­რი
შა­ვი, ტყა­ვი­სებ­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტაქ­სა არის მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ცელ­ქი კომ­პა­ნი­ო­ნი. მის­გან დგე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი.
ამ ჯი­შის ძაღ­ლებს აქვთ სა­მი სა­ხე­ო­ბის ბეწ­ვი: მოკლე, გრძე­ლი და უხეში (ქვე­მოთ).
მაჩ­ვი­სა და კურ­დღლის და­სა­ჭე­რად გამოყვანილ ტაქ­სას აქვს უკი­დუ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვა.
უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი ტაქ­სა ნაკ­ლე­ბა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მას იყე­ნე­ბენ ხშირ ბუჩ­ქნარ­ში სა­ნა­დი­როდ. აქვს ორ­მა­გი ბეწ­ვი, წვე­რი და ხში­რი წარ­ბე­ბი.

რჩევა:
მო­ა­რი­დეთ გა­სუ­ქე­ბას, რად­გან მიდ­რე­კილ­ნი არი­ან ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბი­სა­კენ.
უყვართ მიწის თხრა.

მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო გერმანიაა. მოკლებეწვიანი ტაქსა ყველაზე ძველი ჯიშია. იგი XVII საუკუნეში ძველი ტანდაბალი მეძებრების (ბრაკების) და პინჩერების შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. მოკლებეწვიანი ტაქსა გახდა საფუძველი 2 დანარჩენი ნაირსახეობის გამოყვანისათვის. გლუვი ტაქსებისა და სპანიელების შეჯვარებისაგან წარმოქმნილი გრძელბეწვიანი ტაქსას ტიპი XVIIსაუკუნეში დაფიქსირდა. უხეშბეწვიანი ტაქსა XIX საუკუნის ბოლოს უკვე არსებული მოკლებეწვიანი ტაქსას, ჯუჯა პენჩერის, შნაუცერის, დენდი-დინმონტ-ტერიერის და სავარაუდოდ სკოჩ-ტერიერის შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ტაქსას ჯიშის პირველი სტანდარტი დადგინდა 1879 წელს. ტაქსების გერმანული კლუბი კი 1888 წელს შეიქმნა. სტანდარტული ტაქსა (განსაკუთრებით უხეშბეწვიანი) გამოიყენება დაჭრილი ნადირისა და ფრინველის ძებნისათვის სისხლიან ნაკვალევზე, მსხვილ ნადირზე, კურდღელზე და ბოცვერზე, ასევე როგორც სოროს ძაღლი მელიაზე და მაჩვზე სანადიროდ. ბოცვერული ტაქსა სპეციალურად ბოცვერებზე სანადიროდ გამოიყვანეს. XX საუკუნის დასაწყისში ტაქსების მოყვარულები უპირატესობას მოკლებეწვიან ტაქსებს ანიჭებდნენ, შემდგომში გრძელბეწვიანმა ტაქსებმაც მოიპოვეს დიდი პოპულარობა. ამჟამად, ყველაზე პოპულარული უხეშბწევიანი ტაქსაა.
შეფერილობა: მოკლებეწვიანი ტიპი: ერთფეროვანი-წითელი (მოყვითალო წითელი ხის ფერამდე), ირმისფერი, სიასამურისფერი. ორფეროვანი-შავი, სოკოლადიფერი, ნაცრისფერი (ცისფერი) თეთრი ლაქებით კიდურებზე, ჩალისფერი ღია ლაქებით თვალებქვეშ, დრუნჩის ორივე მხარეს. მკერდზე, კიდურების ზედა ნაწილზე, თათებზე და ა.შ. არლეკინო ან მარმარილოსფერი-ღია-ყავისფერი, ღია-ნაცრისფერი ან თეთრი ძირითადი შეფერილობა, ღია ყავისფერი, წითური, წითელი ან შავი არასწორი ფორმის ლაქებით. უხეშბეწვიანი ტიპი: დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა. გრძელბეწვიანი ტიპი იგივე, რაც მოკლებეწვიანი ტიპისთვის. სიმაღლე : ხვადი 27-22 სმ. ძუ 25-20 სმ. ჯუჯა: ხვადი 21-16 სმ. ძუ 19-14 სმ. ბოცვერული: ხვადი 15-12 სმ. ძუ 13-10 სმ. წონა და ზომები სტანდარტულია: წონა: 9 კგ-ზე ნაკლები. იდეალში იწონის 6,5-7 კგ. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე მეტია. ჯუჯა: წონა 4 კგ-ზე ნაკლებია 18 თვის ასაკში. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე ნაკლებია. ბოცვერული: წონა: 3,5 კგ-ზე ნაკლებია. მკერდის გარშემოწირულობა 30 სმ-ზე ნაკლებია.
ხასიათი: მოკლე ფეხების მიუხედავად, ტაქასა არ არის მოუქნელი ან ტლანქი. მას გააჩნია თავისუფალი მოძრაობები და ამაყი გარეგნობა მაღლა აწეული თავით. ტაქსა მოძრავი, მამაცი, აქტიური და საკმაოდ გაწონასწორებული ძაღლია. შეიძლება იყოს კარგი დარაჯი, ფლობს მაღალ ხმას. ხშირად ეს ჯიში ჰყავთ სახლის საყვარელი არსებების სახით.არის რა მონადირული ძაღლი, ტაქსა გარკვეულ თვითნებობას და დაუჯერებლობას ავლენს, ამიტომაც წვრთნის საკითხებს მფლობელი სერიოზულად უნდა მიუდგეს.
ტაქსას ესაჭიროება რეგულარული სეირნობები ან ნადირობაზე გამოყენება. არ შეიძლება ტაქსას ზედმეტი კვება და აუცილებელია ყურადღება იმას მიაქციოთ, რომ ძაღლმა რაც შეიძლება ნაკლები იხტუნოს როგორც ზევით, ისე ქვევით, რადგან ეს ქმნის ხერხემალთა გადაადგილების საფრთხეს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика