ნორმან მაკლინის ნოველის მიხედვით და რობერტ რედფორდის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში "იქ სადაც მდინარე მიედინება" სადაც ყოველ 7წელიწადში ძმები ერთმანეთს ეჯიბრებიან კალმახის დაჭერაში,პირველად ვნახე ამერიკელთა ყველაზე საყვარელი სტილი( კალმახზე და არამარტო)თევზაობის რომელსაც Fly fishing ეწოდება და ჩემის აზრით ულამაზესი სანახაობაა.ვიცი რომ არსებობს საქართველოში ამ ტიპის თევზაობის მცოდნეები(კლუბიც არის) და თუ ამ საიტზეც არის ვინმე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება,ცოდნა სატყუარების დამზადების,სატყუარის სპირალისებურად სროლის ტექნიკა და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი მთის კალმახი ბევრად განსვავდება ამერიკული კალმახისგან.თუნდაც ადგილმდებარეობით,მდინარე ნატანების სათავეებში სადაც კალმახი მოიპოვება ისეთი ადგილებია რომ ესე უტყვიოდ თევზაობა შეუძლებელია,ხან ანკესს ვამოკლებ ხოლმე რომ ხეებში მოვაბრუნო და იქ ჩავაგდო სადაც მსურს,ჩქარი დინებაა და ძნელია თევზაობა,ამ ვიდეოში კი იმხელა სივრცეა და ისე მდორედ მოედინება წყალი კველანაირად ითევზავებ
საინტერესოა და დიდი სურვილი მაქვს ამის შესწავლის,მეტი მუღამიანია ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
მოგესალმებით, სასიამოვნოა, რომ ამ თემით დაინტერესდით, უკვე რამდენიმე წელია ამ სახეობით თევზაობას მივდევ და წარმატებითაც. რამდენიმე თვის წინ გავაკეთე ბლოგი, სადაც, ყოველგვარი ტრაბახის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ დევს ამიერკავკასიის ფარგლებში ყველაზე მეტი ინფორმაცია ამ მეთოდზე, თუ დაინტერესდებით თვითოეულ სტატიას აქვს გამოხმაურების ველი, დასვით შეკითხვა და სიამოვნებით გიპასუხებთ, ან, თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, აქ მკითხეთ.
იმედია ადმინისტრაცია არ იქნება წინაღმდეგი, თუ ჩემი ბლოგის ბმულს დავდებ, თუ ეს არ არის დაშვებული ფორუმის წესებით, გთხოვთ წაშალოთ. ჩემი ბლოგის მისამართია http://flyfishingchronicles.blogspot.com/
დიდი მადლობა, რაც ბლოგზე დევს ეგ არის უბრალოდ იმ მასალების თარგმანი, რაც მე სახელმძღვანელოდ გამოვიყენე, ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა, ამ ინფორმაციით მივაღწიე წარმატებას ჩვენ წყალსატევებზე, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივე სიამოვნების მიღება თუ მოინდომებს, რთული არაფერი არაა
ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა, ამ ინფორმაციით მივაღწიე წარმატებას ჩვენ წყალსატევებზე, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივე სიამოვნების მიღება თუ მოინდომებს, რთული არაფერი არაა
მეგობრებო,აქ საუბარია ეგრეთწოდებლ ,,ნახლისტზე", ძირითადად როგორი ადგილი ჭირდება სათევზაოდ და ყველა თევზზე მიდის? ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
გაშოლტვით თევზაობა (Fly fishing) ჩემი საყვარელი თევზაობის სახეობაა; რაც ინტერნეტში ვნახე მას მერე „მოვიწამლე“ ამ სახეობით. ინვენტარიც ვიყიდე (ანკესი, სატყუარები, ძუა), მაგრამ რად გინდა, საქართველოში ამ მეთოდით სად უნდა ითევზაო; კალმახზე თევზაობა აკრძალულია და მტკვარში ანკესით თევზს ვეღარ დაიჭერ დენის აპარატით თუ არ წახვედი. HUGLU 103-C
vanoarchi, ცდები,დაიჭერ თანაც კარგად,ოღონდ უნდა იცოდე ადგილები.ისე იმდენი აღარაა თევზი რაც იყო ამ ბრაკების გადამკიდე გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!