დათო_მონადირე | დრო: კვირა, 24.02.2013, 14:25:49 | შეტყობინება # 1 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| B.C. Miroku
მიროკუს ისტორია 1893 წლიდან იწყება, როცა კუნძულ სიკოკუზე ქალაქ კოტიში საიარაღო საამქრო გაიხსნა, ამ საწარმოში ძირითადად სანადირო თოფები მზადდებოდა. მეორე მსოფიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა საექსპორტო პროდუქციის წარმოებას დაეფუძნა. ამავე მიმართულება აიღო მიროკუმაც, რომელმაც მოწინავე ევროპული პროდუქციის კოპირებას მიჰყო ხელი. პირველი კოპირებული თოფი გახდა ბელგიური ბრაუნინგის მოდელი Superposed, რომელსაც ამერიკული ბაზარი წარმატებით ჰქონდა მოპოვებული. იაპონელებმა შეინარჩუნეს ყველა ძირითადი კონსტრუქცია და კვანძი, მხოლოდ ტიბჟირი გახადეს სახსნელი და საკეტის მცირე კორექტირება გააკეთეს. მოდელი შეიქმნა, მაგრამ ბაზრის სეგმენტის წარმატებით დასაკავებლად საჭირო იყო საიმედო და წარმატებული პარტნიორი. ასეთი პარტნიორი მოიძებნა და ის გახდა ამერიკული სავაჭრო კომპანია Charles Daly , რომელიც იარაღით ვაჭრობის ბიზნესში 1875 წლიდან იყო ჩართული. 1963 წლიდან ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდა მიროკუს ვერტიკალური მოდელი Charles Daly B.C. Miroku და იმთავითვე მოიპოვა კომერციული წარმატება(მისი დამზადება 1976 წლამდე ხდებოდა). ამას განაპირობებდა ის, რომ ხარისხი ბელგიურ საბაზო მოდელ Superposed-ზე ნაკლები არ იყო, ხოლო ფასი კი გაცილებით ნაკლები ჰქონდა(მაგ. Field ვარიანტი 279 დოლარი ღირდა). იაპონური კოპიები 12 და 20 ყალიბის იწარმოებოდა, ხოლო შესრულების ვარიანტი კი რამდენიმე გააჩნდა. ყველაზე ძვირფასი იყო Diamond Regent, რომელიც მდიდრული გრავირებით და ძვირფასი მეტალების ინკუსტაციით იყო შესრულებული.
Miroku B. C. Charles Daly
Superposed
კომპანია ,,ბრაუნინგმა" მისი Superposed-ის კლონების წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოლაპარაკებები აწარმოა მიროკუსთან, რაც წარმატებით დაგვირგვინდა და შემდეგი სამი წლის განმავლობაში გამოვიდა ერთობლივი ნაწარმი, ერთლულიანი BT-99. 1972 წელს გამოდის ბრაუნინგისა და მიროკუს ერთობლივი ნაწარმი ლულათა ჰორიზონტალური წყობით BSS, რომელიც 2 ვარიანტით იწარმოებოდა(ბოქსლოქი და საიდლოქი).
BSS
ბრაუნინგისა და მიროკუს კავშირები კიდევ უფრო მყარი 1973 წელს გახდა, როცა გამოვიდა მოდელი Citori. ეს მოდელი ძალიან ბევრი მოდიფიკაციით გამოდიოდა და გამოდის. მოდელის დახასიათებისას ექსპერტები გამოყოფენ 3 მთავარ ასპექტს, ესენია: ხელმისაწვდომი ფასი, უდიდესი საიმედოობა და აბსოლიტური ფუნქციონალურობა.
Citori
ციტორი დღემდე გამოდის და ძალიან მაღალი მოთხოვნილებით სარგებლობს(ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა 16 ყალიბიანი).
1977 წელს მიროკუმ ბელგიურ Fabrique Nationale-თან ერთად შეიძინა კომპანია ,,ბრაუნინგის" აქციების პაკეტი და ლეგენდარული ნახევარავტომატის ,,ავტო-5"-ის წარმოება იაპონიაში გადავიდა. ამასთან ერთად ბელგიური B 125-ის ნაწილები იაპონურ მიროკუში მზადება. 125-ე მოდელს მოყვა 225, 325, 425, 525...
მორიგი ერთობლივი ნაწარმია 2004 წლის მოდელი Cynerjy, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ბაზარს
Cynerjy თანემედროვე ეტაპზე მიროკუ 4 საწარმოს მოიცავს(ყველა განლაგებულია ქალაქ კოტიში), რომლებშიც დანერგილია ტექნიკისა და ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევები. ფირმის პროდუქციის დახასიათებისას ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სანადირო იარაღის სამყარო გაცილებით ღარიბი იქნებოდა იაპონური Miroku-ს გარეშე.
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |