დათო_მონადირე | დრო: შაბათი, 23.02.2013, 17:52:00 | შეტყობინება # 1 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| SKB
SKB იარაღის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი საწარმოა იაპონიაში. სახელი წარმოიშვა გვარი Sakaba-ს შემოკლებით. ამ მეიარაღე დინასტიის წარმომადგენელმა საწარმო 1855 წელს დააფუძნა იბარაკის პროვინციაში. კომპანია მხოლოდ გლუვლულიან თოფებს აწარმოებს, რომლებიც ცნობილი გერმანული ბრენდის ,,მერკელის" კლონებს წარმოადგენს. საბაზო მოდელად გერმანული ,,მოდელი 201" იქნა შერჩეული. იაპონურ კლონებს ,,ბლიც" სისტემის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და კერსტენის საკეტი აქვთ. თოფები 12 და 20 ყალიბის კეთდება. დანიშნულებისა და ყალიბის მიხედვით ლულათა სიგრძე 660-დან 760 მმ-მდე მერყეობს. კალაპოტი სპეციალური ფოლადისაგან მზადდება და თერმოდამუშავებას გადის სიმყარის გაზრდის მიზნით. საბრძოლო ზამბარები ორფრთიანი-ფირფიტოვანია. ყველა მოდელს სელექტორული ერთსასხლეტიანი კავი აქვთ. ლულები სხვადასხვა ზომის ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზეა. გააჩნიათ ეჟექტორები და ავტომატური მცველი. კონდახი მზადდება მაღალხარისხოვანი კაკლისაგან. თოფებს კარგი ბალანსი, მანევრირების უნარი და მორგებულობა გააჩნიათ. წონა დანიშნულებისა და ყალიბის მიხედვით შეადგენს 3,1-3,5 კგ-ს. სერია შედგება მოდელებისაგან 500, 600, 505, 605, 585, 785, 885.
model 500
model 600
კომპანიაში აგრეთვე მზადდება გლუვლულიანები ლულების ჰორიზონტალური წყობით, რომლებიც ,,მერკელის" ფირმის მე-40 მოდელის ბაზაზეა გაკეთებული. მათ გრავირების, ყალიბის, ლულისა და სავაზნის სიგრძის, აგრეთვე ლულათა შევიწროების შესაბამისად ენიჭებათ 200, 280, 385 ან 485 მოდელის სახელი.
model 200
იაპონურმა კომპანიამ არა მარტო მერკელის მოდელების კოპირება დაიწყო, არამედ ,,ბრაუნინგსაც" დაესესხა და ნახევარავტომატების გაკეთებას შეუდგა A-5-ის სახელით. გრავირების, ყალიბისა და სავაზნის სიგრძის შესაბამისად მათ ენიჭებათ სახელი ,,მოდელი 300" ან ,,მოდელი 900". ინერციული სისტემაზე დაფუძნებული ნახევარავტომატების გამოშვების შემდეგ კომპანიამ უკუქცეულ გაზებზეც დაამზადა თოფები. ნახევარავტომატები 12 და 20 ყალიბის გამოდის, კონდახისათვის კი მხოლოდ მაღალი ხარისხის კაკალს გამოიყენებენ. წონა მერყეობს 3,1კგ-დან 3,5კგ-მდე.
model 900
აღსანიშნავია, რომ ყველა მოდელისა და ყალიბის თოფი სურვილის შემთხვევაში კომპლექტდება სხვადასხვა სიგრძის ლულებით. ბოლო წლებში SKB-მ დაიყწო ფოლადის საფანტზე გათვლილი ლულების წარმოება(სახელზე შესამაბისი აღნიშვნების დამატება NA, NSG, AS ამაზე მეტყველებს). საფირმო პროდუქცია წარმატებით ფლობს ამერიკული ბაზრის გარკვეულ სეგმენტს, რაც აშშ-ში მისი რამდენიმე სადილერო ფილიალის არსებობაში გამოიხატება.
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
შეტყობინება დაამუშავა დათო_მონადირე - შაბათი, 23.02.2013, 17:53:24 |
|
| |
bichi2009 | დრო: შაბათი, 23.02.2013, 18:41:59 | შეტყობინება # 2 |
ჯგუფი: წაშლილები
| ეს იაპონური ფირმა ასევეშესანიშნავ სპორტულ თოფებს აწარმოებს მე პირადად გამოვარჩევდი ერთ კიდე დიდ თვისებას ამ იარაღებიდან ალბათ ცოტამ თუ იცის რო ეს იარაღები გატესტილია 1850 ბარ წნევაზე რაც მეტალის მდგრადობიდან გამომდინარეა. საკმაოდ ძვირი ღირს მისი თოფები მაგრამ აქვს შედარებით დაბალფასიანები მაგრამ ეს დაბალფასიანებიც ბერეტტას სერიული მოდელების ფასია რაც ჩვენთვის მაინც მაღალი ფასია. მე მომწონს 805 მოდელი ძლიან ელეგანტურია
|
|
| |