giohunt1982 | დრო: პარასკევი, 22.03.2013, 17:36:03 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ უნიკალური თოფის გამოსვლამ ფრანგულ ბაზარზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გამოსვლის პიველივე დღეებიდან გამოუჩნდა ბევრი მაქებარიცა და კრიტიკოსიც.
თოფის წონა 12 ყალიბის პირობებში 2,3 კგ-ს შეადგენს. წონის სიმცირე განაპირობა ფოლადის ჩანაცვლებამ ავიაციური დურალუმინით. ამ მასალით აკეთებენ არა მხოლოდ კალაპოტს, არამედ ლულასაც. დროთა განმავლობაში ხდება მეტალის ,,დაბერება" ან უფრო სწორად ,,დამწიფება" ,ამიტომ დროის სვლასთან ერთად მეტალის მდგრადობა კი არ იკლებს, არამედ მატულობს. ამას საწარმოში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანის განმავლობაში აკვირდებიან. ლულები გამოცდილია 1200 ბარ წნევაზე. მოდელი გამოდის 70სმ, 65 სმ და 610 სმ სიგრძის ლულებით. ნებისმიერი წყვილი ლულა რამდენიმე წუთში შეიძლება გამოხრახილი იქნას შემაერთებელი ბლოკიდან და შეიცვალოს სხვა ლულით. შეცვლა ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე ხორციელდება. ლულები ბოლოში რგოლითა და ჭანჭიკით ფიქსირდება. ბოქსფლინდი მხოლოდ 60 დეტალისაგან შედგება(!!!) კონსტრუქციის სიმარტივე მოხმარებას აადვილებს და მწყობრიდან გამოსვლის ალბათობას ქვემოთ წევს. მეორე მსოფლიო ომმა წარმოება გააჩერა, ხოლო 1950-იანი წლებიდან კვლავ განახლდა. თუმცა დიდი სერიებით ამ ვერიკალურის გამოშვება არ მოხერხდა. 1981 წელს Societe Generale Mecanique შეისყიდა ფირმა Societe ATAMEC-მ, რომელსაც სერიული წარმოებისათვის ყველაფერი გააჩნდა. ასე რომ Baby Bretton-ის დიდი რაოდენობით გამოშვებას წინ არაფერი ედგა. შედეგად ეს მოდელი მსოფლიოს 10 ქვეყანაში გაიტანეს ექსპორტზე. წყარო:http://www.monadire.ge/forum/index.php?showtopic=2409
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - პარასკევი, 22.03.2013, 17:37:32 |
|
| |
giohunt1982 | დრო: პარასკევი, 22.03.2013, 17:37:07 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |