giohunt1982 | დრო: პარასკევი, 22.03.2013, 17:26:40 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 1988 წელს ფირმამ წარმოებაში ჩაუშვა ახალი ვერტიკალი SUPER 9(წონა3,5კგ), რომელმაც მაშინვე მოწონება დაიმსახურა. აქედან 3 წელიწადში ამ თოფს კალაპოტი ალუმინის შენადნობისაგან გაუკეთეს, რამაც მისი წონა 2,5კგ-მდე დაიყვანა(ახალი სახელიც შეურჩიეს Grand Becassier). ლულის სიგრე შეადგენს 610მმ-ს; ქვედა ლულა ცილინდრი ან მილძაბრა, ზედა კი ან ფიქსირებული ნახევარჩოკი, ან სახვადასხვა ზომის სახსნელ ჩოკებზე. გარდა ამ მოდელებისა ფირმა კიდევ უშვებს 6 სხვადასხვა მოდიფიკაციის ვერტიკალს(4 მათგანს ფოლადის კალაპოტი აქვთ, ხოლო 2-ს დურალუმინის). მოდელებს, რომელთაც ალუმინის შენადნობის კალაპოტი აქვთ, გააჩნიათ ,,ნოუჰაუ" რაც შემდეგში მდგომარეობს. საბროლო ნემსას გამოსვლის ადგილი ანუ კალაპოტის შუბლი დაფარულია თერმიულად დამუშავებული ფოლადის ფირფიტით, რაც ამ ადგილებში მეტალს ცვეთისა და გამოწვისაგან იცავს. SUPER 9-ის ყველა მოდელი აღჭურვილია საცვლელი სასხლეტი კავებით. საჭიროების შემთხვევაში საველე პირობებშიც კი შესაძლებელია ერთკავიანის ორკავიანით(ან პირიქით) შეცვლა. 1994 წლიდან ფირმამ გამოუშვა ახალი თაობის ვერტიკალური თოფი, რომელიც მთლიანად ახალი ტექნოლოგიით იყო დამზადებული, რის შედეგადაც დაბალი ფასით გამოირჩეოდა თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა ტრადიციულად მაღალი ხარისხი. ამ თოფების დამზადებისას ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ამას ხარისხზე არ უმოქმედია. შეიძლება ითქვას, რომ ფირმა Verney-Carron-ის ძირითადი სპეციალიზაცია ვერტიკალური თოფების ანუ ბოკფლინდების წარმოებაა. მისი საფირმო თავისებურება ამ თოფებზე სახსნელი ჩოკებისა და ლულათა სხვადასხვა კომბინაციის მრავალფეროვნებაა. აგრეთვე ისიც, რომ მისი ვერტიკალურების უდიდეს უმრავლესობას მცველი განლაგებული აქვთ სასხლეტის ფართან ახლოს. წყარო:http://www.monadire.ge/forum/index
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - პარასკევი, 22.03.2013, 17:38:27 |
|
| |
giohunt1982 | დრო: პარასკევი, 22.03.2013, 17:28:08 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
giohunt1982 | დრო: პარასკევი, 22.03.2013, 17:29:34 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |